↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 322 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ყოველ დილით ვიწონები.

დილაობით ოდნავ ნაკლებს ვიწონი ხოლმე.

ნახევარი წელია მხოლოდ კიტრით, ვაშლითა და სალათით ვიკვებები. ყოველგვარი მისაყოლებლის გარეშე, რა თქმა უნდა.

თავიდან ცუდად ვხდებოდი. მუცლის გვრემა მემართებოდა. ახლა საქმე უკეთ მიდის. საჭმელს დავყნოსავ და მორჩა, აღარ მშია. საჭმლის სუნი გულს მირევს.

გუშინ 40 კილო ვიყავი. 1,75 ვარ და სიმაღლეში ალბათ ცოტას კიდევ მოვიმატებ. დაფიცებული მაქვს: კიდევ უნდა დავიკლო!

რაც ჭამას თავი გავანებე, არავინ აღარ მჭირდება. მშობლები გინდ ყოფილან, გინდ არა. ჩემზე რას ფიქრობენ, არ მაინტერესებს. მე ხომ ვიცი, რომ მაგარი ვარ. ამასწინ დედაჩემმა იტირა. დავინახე, როგორ ჩამოეთხაპნა მაკიაჟი და ოთახიდან გამოვედი. ახლა შევამჩნიე, რამსისქე ყოფილა, მაგრამ ეს ამბავი სულ არ აწუხებს. მე კი, სანამ სქელი ვიყავი, შესვენებაზე ფეხსალაგში გავრბოდი, რომ თანაკლასელებს გავრიდებოდი. ახლა აღარ ვიმალები, უფრო მეტიც, იმასაც კი ვფიქრობ, ჩემი შურთ-მეთქი.

სილამაზემდე კიდევ ბევრი მიკლია. ჯერ მაინც მეტისმეტად სქელი ვარ. მკლავებს არაუშავს რა - ძვალზე ტყავიღაა გადაკრული. ნეკნებიც უკვე კარგად მეტყობა, მაგრამ აი, ფეხები ჯერ კიდევ სქელი მაქვს.

სქელი როცა ვიყავი, თითქოს პიროვნებას აღარ წარმოვადგენდი. ახლა საქმე სხვაგვარადაა. შიგნით და გარეთ თავს ერთნაირად მტკიცედ ვგრძნობ. როცა რაიმე მიზანი გაქვს, მარტო აღარა ხარ, რადგან მიზანი მუდამ შენთანაა, მუდამ თან გახლავს.

კარგად მახსოვს ის დრო, სქელი რომ ვიყავი. ერთ წუთს თუ კარგად ვგრძნობდი თავს, მეორე წუთში ავღრიალდებოდი და მიზეზს ვერ ვპოულობდი. ეტყობა, ყველაფერი უაზრობად მეჩვენებოდა: ის, რომ სკოლას დავამთავრებდი, რაღაც პროფესიას შევიძენდი, მერე ალბათ გავთხოვდებოდი და პატარა ბინაში ვიცხოვრებდი. პატარა ბინაზე გულისამრევი კი აბა რა უნდა იყოს. ასეთ ცხოვრებას ხომ ცხოვრება აღარ ჰქვია. ოღონდ ცხოვრება როგორი უნდა იყოს, ჯერაც არ ვიცი. რომ გავლამაზდები, აი, ალბათ მაშინ მეცოდინება, რა არის ცხოვრება. მაშინ კეიტ მოსივით ლამაზი ვიქნები და მასავით მოდელიც გავხდები.

დედაჩემმა ამასწინ ფსიქოლოგთან წამიყვანა. ფსიქოლოგი ერთი მსუქანი, ბებერი კაცი იყო. დედამ მარტო დაგვტოვა და იმ ბებერმა გაჩმახება დამიწყო. ოღონდ ის კი ვერ მოტვინა, ასე იოლად მე რომ ვერავინ გამიჩმახებდა. რაღაც-რაღაცეები მეც წამიკითხავს და მათი ბრიყვული ტრიუკების ამბავიც ზეპირად ვიცი. ამ ბებერს ხომ, თითქოს საგანგებოდ, სიბრიყვე სახეზე ეწერა.

გაწუხებს რამეო, მკითხა და კიდევ რაღაც საზიზღრობები მოაყოლა. მე მხოლოდ მივჩერებოდი და ხმას არ ვიღებდი. ამ ქონის ტომარას პერანგქვეშ ოფლის ღარები ემჩნეოდა. მის შეკითხვებზე არც დავფიქრებულვარ. განა შეიძლებოდა, ისეთი კაცისთვის რაიმე მომეყოლა, საკუთარი თავი რომ ვერ გაუკონტროლებია და გასკდომამდე ძღება? მოკლედ, წამოვედი და ის ფსიქოლოგი აღარც გამხსენებია.

მე ჩემი მიზანი მაქვს. არაფრის აღარ მეშინია. არც ფიქრისთვის ვიწუხებ თავს და ასეთ ყოფას, მე მგონი, ამქვეყნად არაფერი სჯობია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined09 Jan 2009
Posts95
კარმა0
OFFLINEPROFILE
მეფე და მისი შვილი
იყო ერთი მეფე მოსამართლე, მოწყალე და მდიდარი ურიცხვი. დაბერდა და შვილი ჰყვანდა კარგი. მისი მეფობა მას მისცა და უთხრა:

- შვილო ჩემო! ჩემ მაგიერ შენ იმეფე და, მე ვირემ ცოცხალ ვიყო, ჩემს სალაროს ხელს ნუ მიჰყოფ და რა მოვკვდე, ჩემი სულისათვის გლახაკს მიეც!

უსმინა შვილმან და ესრეთი სამართალი და სიკეთე გამოიჩინა, მამა ყოველთავე დაავიწყა და კარგად დაიწყო მეფობა. დღისით ცხენს არ შეჰჯდის, ღამით შეჰჯდის, წავიდის და ლამპარი უკან მიიდევნის, წინ არ გაიმძღვანის. უკვირდა ყოველსა კაცსა და ვერვინ აკადრა მოხსენვბა.

იკითხა ერთსა დღესა მამამან მისმან შვილისა: ვითარ მეფობსო?

მათ ყოველივე მოახსენეს, მეფობისა ქება, ღამე სიარული და ლამპრისა უკან მიყოლა.

მოიყვანა მამამან და უთხრა: შვილო, შენი დიდი ქება მესმის და ღამით თუ სლვა გიყვარს, ლამპარი წინ წაიმძღვანო, იგი არ უმჯობესია, უკან ტარებასაო!

შვილმან მოახსენა: დღეისამდინ მე ვერა შემოგკადრე, თვარა მისთვის ვქმენი ეს საქმე, სალაროც თქვენსავ სიცოცხლეში წინ წაიმძღვანო და გლახაკს უბოძო, ისი სჯობს, თვარა მას უკან გაცემული უკან მიდევნებული ლამპარი იქმნებაო.

იამა მეფესა და ყოველივე გასცა. დაუმადლა შვილსა და თქვა: ყოველივე კეთილი სიცოცხლეში ქმნას სჯობსო და სიკეთის ქმნას დაეშუროსო.

- სედრაქ ვაზირო! განა მე არ ვუწყი, მაგრამ მაგ რუქას ესრე ჰგონია, ჯერეთ ესრე სჯობსო, მერმე სიკეთეს ვიქმნო. ეს კი არ იცის, სოფელი მოკლეა და მოუსწრობს. ავნაქმნარი და კაის უქმნელი რჩება და მერმე ვეღარას წაიძღვანს ავნაქმნარის მეტსა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
კოლხიდის ცის ქვეშ

- ჩემო კარგო, ვერსად ვერ ნახავ შენ სხვა მხარეს, ისე რომ ენათესავებოდეს მოღლილ სულს, როგორც ჩვენ სამშობლოს.

- იცი, რას მოუთხრობენ მდინარე პონტის ზვირთებს ჩამავალი მზის სხივები?

- იცი, ცას რაზე ესაუბრებიან შავებში გახვეული კოლხიდის მთები?..

- აქ სევდით სუნთქავს ყველაფერი. დაუგდე ყური მწუხრის დუმილში ფაზისის სევდიან დუდუნს...

დაუგდე ყური ქარიშხლის მწუხარე მოთქმას და ვნებიან ძახილს... და იქ ამოიკითხავ ნაღვლით ნაქსოვ, მწუხარებით მოქარგულ პოემას. არ შეგაცდინოს ნათელ ღამეში კოლხიდის ცაზე ვარსკვლავთა ციმციმმა, განა ხანდახან ჩვენს მგლოვიარე ტუჩებზედაც არ გაჰკრთება ხოლმე ჩუმი ღიმილი?..

- დადუმებულ ქართლის ჩანგს გლოვობს კოლხიდის ცა... მომწყდარ სიმებისგან გამოცემულ უკანასკნელ მელოდიას აუქვითინებია კოლხიდის მთები და მიტომ დგანან ასე მწუხარებაში გაქვავებულნი.

- ნუ გაიცინებ, შენი სიცილი შეურაცხჰყოფს ბუნებაში გამეფებულ სამარადისო სევდას.

კოლხიდის ცის ქვეშ დამარხულ ბედნიერებას დასტირის წყალზე გადამდგარი მდუმარე ტირიფი.

- კოლხიდის ცის ქვეშ გამქრალ თავისუფლებას დასტირის თმაგაწეწილი კოლხიდის ასული. შენ მეკითხები, რისთვის მიყვარს მე კოლხიდის ცა?

- მისთვის, რომ მის ქვეშ უნდა დაიმარხოს ფერფლი ჩემი ცოდვილი სულისა.

შენ მეკითხები, რისთვის მიყვარს მე კოლხიდის ცა?

- მისთვის, რომ იქ დგას კუბო პირველი სიყვარულისა..

- ჩემი სული პეპელას მიაგავს, რომელმაც იგრძნო სიკვდილის მოახლოების წუთი, გაურბის ყვავილებს და ცეცხლის კოცონს თავს დასტრიალებს; ალის ნაკადულში დაიბანა ტანი, იგრძნო სიკვდილი და სიკვდილში ნეტარების თასი დასცალა.

- ჩემი სული ალბატროსს მიაგავს, თვალუწვდენელ ზღვის სივრცეში რომ მისდევს გემის იალქანს. საყვარელო, ნუ უფრთხი ჩემს გრძნობას, რა გენაღვლება, რომ შენ კალთაში დაიწვას ჩემი სული!..

ვინ სთქვა, რომ ჩვენ არ ვიცნობთ ერთმანეთს?

მე გრძელ, სევდიან ღამეებში გამოვაქანდაკე ყოველი ნაკვთი შენი სხეულისა, იმიტომ, რომ სული ახლაც ინახავს შენს ღვთაებრივ ნაკვალევს.

- მე რა ვიცოდი სიმღერა! თუ ვიმღეროდი, შენი ხმა მესმოდა ჟამის უფსკრულიდან.

- ჩემი ლექსის ყოველი სიტყვა შენგან გაგონილი ჩამიწერია. ვინ სთქვა, რომ ჩვენ არ ვიცნობთ ერთმანეთს?..

- დილის რიჟრაჟზე ამომავალ მზის სხივებისგან მოვქსოვე დიადემა.

- მძინარ ჟამს მოვსწყვიტე გულის წიაღში დაგუბებულ ნაღველზე გაზრდილი სევდის ყვავილი, საყვარელს გაფიცებთ, თქვენ, ასულნო კოლხიდისანნო, არ გინახავთ ჩემი სატრფო, არ გინახავთ?..

- ის განთიადის მთის ყვავილზე მოციმციმე ნამზე უფრო ნაზია.

- ის ნილოსის ნაპირზე ამოსულ ლერწამზე უფრო ტანადია.

- მის თვალებში ოცნებას აკვანი დაუდგამს.

- მდუმარე ტბიდან რომ მტრედი აფრინდა, მასზე უფრო ნაზია მისი ტანი...

- ყრმაო, შენ ეძებ ლანდს, რომელიც შენთან არის, გეხმაურება მიწის სული.

- ვიცი, ვიცი, რომ ჩემთან არის ლანდი, მაგრამ, მიწის სულო, შენ გეკითხები, არასდროს არ შეისხამს იგი სხეულს სინამდვილეში?..

მე კი დემონის ნანათი აღვიზარდე, ჩემი სისხლი დაუშრეტელი ცეცხლით იწვოდა!

- საყვარელო, ვინ არის დამნაშავე, რომ ცამ მე მომცა სული ზექვეყნიური და შენს მიწიერ სულს გადააჭდო?..

- ჩვენ შეცდომით შევხვდით ერთმანეთს ყოფნის გზაზე, რომ მალე დავშორებოდით.

- ნუ დამწყევლი, თუ კიდევ ამჩნევია შენს ლოცვას ჩემი კოცნის ალი.- ნუ დამწყევლი, თუ კიდევ არ დაგვიწყებია ჩვენი ხვევნათა სიგიჟე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Dec 2008
Posts636
კარმა0
OFFLINEPROFILE
მხატვრის აღსარება

რაოდენ გულში ჩამწვდომია შემოდგომის დღეთა დასასრული! გულში ჩამწვდომი და სევდის მომგვრელი! ხომ არსებობენ მომხიბვლელი გრძნობანი, ბუნდოვანნი და ძალუმნი, და არ არსებობს ლახვარი, მარადისობის ლახვარზე უბასრესი!
რაოდენ მომხიბლავია ჭვრეტა ცისა და ზღვისა; უსაზღვროების სიმარტოვე, სიჩუმე, ლურჯი ტატნობის შეუდარებელი ლივლივი. აი, პაწაწინა აფრაც მოსჩანს თვალსაწიერზე...ეული და მიუსაფარი, როგორც ჩემი ბედკრული ყოფა. ზღვის მოქცევის მონოტონური დუდუნი; მთელი გარემო ფიქრობს ჩემით, ან იქნებ, მე ვფიქრობ გარემოთი?(აი, რა მალე მეკარგება საკუთარი "მე" ამგვარი ჭვრეტის სიდიადეში); ჰოდა, ფიქრობენ, აზროვნებენ-მეთქი ვამბობოდი; აზროვნებენ ხატოვნად, მუსიკალურად, ჩვენი ყოველდღიური დედუქციების გარეშე, ყოველგვარი სოფიზმებისა და სილლოგიზმების გარეშე.
ჰო, მაგრამ, ჩემში იბადებიან ის აზრნი, თუ საგნები ბადებენ მათ, მათი გარდაუვალი შედეგია დაძაბულობა. ესოდენ ზეაღმტაცი შვება ტკივილს იწვევს სულისმიერს, და ტანჯვას სხეულებრივს. უკიდურესად დაძაბული ნერვები მძაფრი კრუნჩხვებით ჰპასუხობენ ყოველივე ამას.
და აჰა, მზარავს ლაჟვარდთა სიღრმე, გულს მიღონებს ზეცის სიწმინდე, ზღვის უშფოთველობა, გარემოს უძრაობა, აღაშფოთებენ ჩემს სულს..ნუთუ მარად უნდა ვიტანჯო ან იქნებ სამუდამოდ უნდა გავექცე მშვენებას? ჰოი ბუნებავ, უწყალო ჯადოქარო! იკმარე თრგუნვა ჩემი ნატვრის და სიამაყის!

მშვენიერების წვდომა უთანასწორო დუელია, სადაც მხატვარი ბედითად მოსთქვამს, საბოლოო დამარცხებამდე!

-შარლ ბოდლერი-

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
შოთა რუსთაველი

პოლონურ გაზეთ „ეხო პოლსკას“ 16 (29) იანვრის ნომერში დაბეჭდილია წერილი ცნობილი პოლონელი დრამატურგის გრაბსკისა, იმ ლექციისა გამო, რომელიც კ. ბალმონტმა მოსკოვში წაიკითხა რუსთაველზე. მოგვყავს ეს წერილი ქ. ვ. ჰარმაიზეს თარგმანით:

„რა კარგია, ოდეს მშვენიერი პოეტი ლაპარაკობს დიდებულ პოეტზე. გუშინ „სასინოდო სასწავლებლის დიდ დარბაზში“ კ. ბალმონტმა გამართა საღამო, რომ მოსკოვის საზოგადოებისთვის გაეცნო ერთი უმშვენიერესი ეპიკური პოემათაგანი, რომელიც კაცობრიობის სიმდიდრეს შეადგენს. დიდი პოემაა, რადგან იტევს ექვსი ათას სტრიქონს. „ვეფხისტყაოსანი“ გენიალური ქმნილებაა გენიალური ქართველის რუსთაველისა, რომელიც ცხოვრობდა XII საუკუნეში.

ვინ არ იცის დანტე, შექსპირი, კალდერონი! განა შეიძლება არცნობა ამ მარად ცოცხალი ოსტატებისა. გუშინდელი დღიდან იმათ, ვინც პირველად გაიგონეს ნაწყვეტები რუსთაველის პოემიდან კ. ბალმონტის მშვენიერი თარგმანის სარკით ანასახი, უნდა მისცენ თავიანთ თავს კითხვა: როგორ მოხდა, რომ ქართველი ჰომიროსის დიდებას ასე პატარა ფრთები გამოადგა, ვინემ იტალიელ, ინგლისელ და ესპანელ გენიოსებს. ეს კი ხომ ასეა. ჭეშმარიტად, სამყოფი არ ყოფილა უსათუოდ გენიოსად ყოფნა ადამიანისა, რომ შეიქნეს ცნობილი. რუსთაველის გენიოსობის ტოლნი ამაყობენ დიდის სახელით. არ კმარა გენიოსობა, გენიოსი უნდა იყოს კიდევ ბედნიერი, უნდა ეკუთვნოდეს ბედნიერ ერს. რუსთაველი რომ ყოფილიყო ფრანგი, იმას ქვეყანა გაიცნობდა, როგორც კორნელს. ქართველები თავიანთი ისტორიული ცხოვრების ათასი წლების განმავლობაში გვიჩვენებდნენ მაგალითებს გმირობისას, რაინდობისას და კეთილშობილებისას იმავე ზომით, როგორც ფრანგები; უბედურება კი გამოიარეს უფრო მეტი, ვინემ ფრანგებმა; მიუხედავათ იმისა, რომ ისინი იბრძოდნენ სპარსელების, არაბების, ბიზანტიელების, თათრების და თურქების წინააღმდეგ, როგორც ახალგაზრდა ლომები; მიუხედავათ იმისა, რომ არა ერთხელ ყოფილან დამწვარი და აოხრებული, საბოლოოდ, ისინი მაინც დგებოდნენ ფერფლიდან როგორც ფენიქსები, ყოველთვის მშვენიერები, კეთილშობილები და რაინდები; მიუხედავად იმისა, რომ იმათი სიმღერები იყვნენ უფრო ლამაზი და ძვირფასი, ვინემ სიმღერები Willon-ს და Ronsar-ისა, მათი ღვთაებრივი რუსთაველი არ არის გაღმერთებული ევროპაში და თითქმის არც ცნობილი. გენიოსად ყოფნა ცოტა ყოფილა დიდებისათვის, კიდევ საჭიროა თურმე ბედნიერება, ისევე, როგორც არ არის საკმაო კეთილშობილ ნაციად ყოფნა, რომ ღირსეულად იყო მიღებული სხვა ქვეყანათა ერებში.

„ვეფხისტყაოსანი” - უკვდავი ქებაა სიყვარულისა. ბალმონტი ამბობს, რომ სიყვარულის ყველა პოემებს მას ურჩევნია „ტრისტან და იზოლდა”, მაგრამ, - იქვე უმატებს, - პოემა რუსთაველისა არ არის ნაკლებ მშვენიერი; მე არ შემიძლია ნაკლები აღტაცება განვიცადო იმითიო. ზეშთაგონებით ამბობდა პოეტი ბალმონტი რუსთაველის სიყვარულზე, თუ როგორი ცეცხლის ქარბუქით გაიარა სხვა ევროპულ გენიოსების გულში; ამბობდა, რომ სიყვარული გრძნობაა, რომლითაც იზომება სიდიადე ნაციის. რაც უფრო დიდია ძალა სიყვარულისა, რომელიც ერმა ჩადო თავის მგოსნის სულში, მით უმეტეს კეთილშობილია, მით უფრო ამაღლებული ხალხი. რიცხვით ქართველები ცოტანი არიან, მაგრამ რუსთაველის მოცემით შეიქნენ დიდებულ ერად, მათი გულები არ არის ცარიელი და პატარები, რადგან მათ შეუძლიათ ავსება დიდებული სიყვარულის კივილით.

ბოლოს ბალმონტმა წაიკითხა ორი სონეტი, რუსთაველისადმი მიძღვნილი, როგორც მისალმება მაღალ ძმას, უკვდავ ქართველ პოეტს - სალამი ზეშთამგონს სტიქსის წყლების იქით. გამწევი და ცხარე აპლოდისმენტი...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
ტერენტი გრანელი
გულიდან სისხლის წვეთები
მე ვწერ ამ სტრიქონებს ქარიან ღამეში, როდესაც წვიმის წვეთები ეცემიან მინას და როცა სიშორეზე ტირის როიალი.

მე ახლა მაგონდება ჩემი ცხოვრების ქარიშხლიანი დღეები და სინანულის ჟრუანტელი მივლის.

თანაც მიხარია, რომ ვარ ტერენტი გრანელი.

წინ უფსკრულია და შავი ნისლი მახვევია ირგვლივ.

მე ქვეყნის გაჩენიდან ნელა მოვდიოდი სინათლისაკენ, რომ მეხილა მზე.

ალბათ მიზიდავდა შორეული და უხილავი.

მოვედი ადრე.

და ახლა ისევ ვუახლოვდები სიბნელეს, როგორც ზღვას, სადაც სამუდამოდ ჩაიძირება ჩემი სხეული.

ყოველ ღამეს მოაქვს ფიქრი სიკვდილზე და სიშორეზე.

და მეშინია...

ვფიქრობ: მოვა წამი, როცა არ ვიქნები ცოცხალი. მაინც მჯერა ჩემი უკვდავება.

მე პოეზიამ მაგრძნობინა, რომ სადღაც შორს არსებობს უკვდავების ცისფერი მხარე, სადაც დაფრინავს ჩემი მწუხარე სული.

ქარიშხლიანი ღამეა და მინდა ვიყო სხვაგან.

პოეზიამ იცის უეცარი სიხარული, რომელიც უდრის გაფრენას.

მე არ მინდოდა სიცოცხლე.

არც სიკვდილი.

მე რაღაც სხვა მსურდა.

ახლა ვფიქრობ და მწამს მესამე გზის არსებობა, როგორც იდუმალების.

მე ისევ ვდგავარ მარადისობის გარინდებულ საზღვართან ვით მგლოვიარე სერაფიმი და ველი ქრისტეს ლანდს, რომელიც დამიხსნის მე განსაცდელისაგან.

და მჯერა სიცოცხლე სხეულის გარეშე.

მე მივმართავ მთელ მსოფლიოს შემდეგი სიტყვებით:

მე მინდა გაფრენა.

მე მინდა ყველგან ვიყო, როგორც ღმერთი.

ჩარჩენილი ვარ ბავშვივით ამ ცოდვილ ქვეყანაზე და არ ვიცი როგორ ამოვიდე ამ ტალახიდან, რომელსაც ეწოდება მიწა.

არა სიცოცხლე.

არა სიკვდილი.

არამედ რაღაც სხვა.

ვამბობ: არ არიან სიტყვები გრძნობისათვის. გარეთ ისევ ქარიშხალია, წვიმის წვეთები ისევ ეცემიან მინას და ისევ სიშორეზე ტირის როიალი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
გული თბილისისათვის

მე დავბრუნდი გუშინ,
გამოვიარე გველივით დაკლაკნილი გზები,
ახლა სიჩუმეა მხოლოდ.
შეიძლება შრიალია ოდნავ.
იქნებ ხმამაღლა უძახიან ვისმეს.
მე ვამბობ იმ მხარეზე, რომელიც უკვე დავტოვე.
ახლა აქა ვარ.
უიმედო დღეებმა ნელა ჩაიარეს.
ისევ მოდიან მოსაწყენი დღეები.
ღია სამარეს გავს ჩემი საკანი.
წმინდაო ღმერთო! მე ვიღუპები თანდათან
და ვგრძნობ უკანასკნელ წამის მოახლოებას.
არ ქრებიან: დღეები, შუადღეები, საღამოები.
კედლებზე სდუმან ძველი სურათები და ერთ წერტილს
უმზერენ დაჟინებით.
რა ძნელია სანთელივით გაჩერება.
ჩემი გული ყვითელ ფოთოლივით ჩამოვარდა წუხელ.
ო, ჩემო დავიწყებულო დედავ! ან მამავ! სადა ხართ?
დრო სიზმარივით გადის.
სხვანაირად მეგონა წინათ.
ჩემი გული, რომელიც ჩამოვარდა წუხელ,
დღეს ქალებმა იპოვეს ბაღში.
მე ახლა აღარ ვარ.
ჩემი გული გადაეცით თბილისს
თუ აღმოჩნდა სადმე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
მახო=ko=
რა სევდიან-ნაღვლიან რამეებს წერ ამ ბოლო დროს..
ისე მეც ეგეთები მომწონს..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
ტერენტი გრანელი
სიკვდილის შემდეგ
დადგება ზამთარი...

მოვკვდები ღამით, გათენებისას, როდესაც გარეთ იქნება ზამთრის გაცივებული მთვარე და ყინვა. სიკვდილის წინ მომაგონდება თბილისის ღამეები და ჩემი უნაზესი და: ეს ორი შეერთებული კოცონი, რომელიც მწვავდა მე ყოველთვის.

ასე გათავდება სინათლე, გაჰქრებიან მოგონების წამები.

გადავეცემი სიკვდილის მდუმარე ხელებს.

ჩემი წამებული სხეული შეუერთდება მსოფლიო ელემენტებს.

და მე ვიგრძნობ უმაღლეს მოსვენებას.

ჩემი კუბო იქნება სადა

და პროცესია უცრემლო.

მე დამასაფლავებენ შუადღის ორ საათზე თბილისის ახლო.

ჩემი დაკრძალვის დღეს აიშლებიან ფერადი ღრუბლები და ამოვარდება შორეული გრიგალი.

ბალდახინი, რომელიც წაიღებს ჩემს ცხედარს, იქნება თეთრი და მოძველებული. პანაშვიდს გადამიხდის ვინმე უბრალო მღვდელი, რომელსაც არ ექნება წაკითხული ჩემი სისხლიანი წიგნი «Memento mori» არ შევეცოდები მღვდელს, რომელსაც არ ეცოდინება ჩემი დაფერფლილი სულის ისტორია. მხოლოდ ცხედართან მდგომ პოეტებს მოაგონდებათ ჩემს დანისლულ ლექსებიდან სტრიქონები.

მოვა უიმედობა.

პანაშვიდი გათავდება ქარში.

ჩემს ცხედარს ნელა ჩაუშვებენ სამარეში.

და პირველ მიწას სახეზე მომაყრის ვინმე უხეში მესაფლავე.

კუბოს ფიცარზე შეწყდება უკანასკნელი გუგუნი მიწის და ქვების.

პროცესია დაიშლება.

მე და სიჩუმე დავრჩებით მარტო.

გზაში ისაუბრებენ ჩემზე.

დაღამდება...

მე შემეშინდება მარტო სასაფლაოზე, ღამით.

დავტოვებ კუბოს და ტანშიშველი გამოვიქცევი სამარიდან.

და გიჟივით ვიკივლებ, რომ მომეშველონ, რომ დამიფარონ.

არავინ იქნება ჩემი მხსნელი, ისევ დავეცემი, - თავს ვიგრძნობ სამარეში და კვლავ მივეცემი ძილს დაუსრულებელს.

ნათელივით თავზე დამადგება ჩემი განუყრელი და - სიჩუმე.

თეთრად დასუდრული იქნება მთელი ქვეყანა.

ის სოფელი, სადაც მე დავიბადე, დაემსგავსება უდაბნოს.

გაივლის ზამთარი, წვიმით და ქარებით.

დადგებიან გაზაფხულის დღეები.

შეიფოთლება სასაფლაო.

კვირა დილით, როდესაც ყველა მლოცველისათვის გაიღება ეკლესიის კარები, ჩემ საფლავთან დაფიქრებული მოვა ვინმე ქალი, მოიგონებს ჩემს დამწვარ სახეს, მოიგონებს ჩემს წამებას და შევეცოდები.

ასე გაივლიან საუკუნეები.

ჩემ საფლავს დაადგება მზე შორეულ რიცხვის.

ჩემ მიერ უხილავ საღამოს ბინდი დაფარავს მივიწყებულ ლოდებს და ჩემი საფლავიც შეიმოსება სიბნელით.

წამოვა წვიმა, ქარიშხალი და მოწყენილ საფლავზე დამაყრის ყვითელ ფოთლებს. ასე დროთა შავი წვეთებით დახავსდება ჩემი სამარე, ზედ წამოიზრდება ბალახი.

ზაფხულში, საღამო დროს, ჩემს საფლავს ჩაუვლიან თეთრად გამოწყობილი ქალები, შორს, სარკესთან უცნობი თითები დაუკრავენ როიალს.

დილაადრიან უიმედოდ იკივლებენ ორთქლმავლები. მოვა კვირადღე და ჩემს ახლოს დარეკავენ ზარებს, აანთებენ სანთლებს.

დაიღლებიან ხელაპყრობილი მლოცველები.

წირვა გათავდება.

საყდარს დაკეტავენ, ხატები დამწყვდეულ ტუსაღებივით დარჩებიან შიგ. და სასაფლაოს ჩხავილით გადაუფრენს ყვავი.

გაქრება თვალები, რომელზედაც ესვენა თბილისის ღამეები მძიმე ლოდებივით.

და ჩემი სამარის სამუდამო დარაჯი იქნება ჩემი უნაზესი და - სიჩუმე.

1923

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
ღმერთო ჩემო!!!
რამხელა ტკივილს აქსოვს ყველა პროზაში
თუ პოეზიაში,ჩვენი დაუვიწყარი ტერენტი გრანელი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
სარკე

არის მკრთალი სარკე. ყვავილი მიმოზა. სიცოცხლე ბედნიერებისათვის, ყვავილი მიმოზა, სიკვდილის გარინდება, ფოთლები მკრთალი და ზამთრის მელანქოლია. ყოველი წვეთი წვიმის ეცემა შენ საფლავს. საფლავი არის იმ ადამიანის, რომელიც არ არის თანამგზავრი ოცნების, - დავიწყებული კაცის საფლავი. ყვავილი მიმოზა. ერთი სარკე დგას მინასთან, სადაც ჩნდება ცისფერი თვალები, თვალები, რომლებიც ელიან გრიგალს. ყვავილი მიმოზა. მეორე დღე თენდება, მელანქოლია, ბედი ულმობელი. სევდის ქვეშ იწვის ადამიანი. ცეცხლი ჩამქრალია, გული ინთება, როგორც შანდალი. ეს არის ცისფერი ზეცის ყვავილი - მიმოზა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
იმ ქალაქში იყო ცოდვილი დედაკაცი. როგორც კი გაიგო, იგი ფარისევლის სახლში ზისო, მოიტანა ნელსაცხებელი ალებასტრონის ჭურჭლით;
და დადგა უკან, მის ფეხთით, ცრემლებით უსველებდა ფეხებს და თავისი თმით უხოცდა, ფეხებს უკოცნიდა და ნელსაცხებელს სცხებდა.
ფარისეველმა, რომელმაც იესო მიიწვია, ამის დანახვაზე თავისთვის თქვა: „ეს რომ წინასწარმეტყველი იყოს, შეიტყობდა, ვინ და რანაირი დედაკაცი ეხება მას, რადგან ცოდვილია იგი“.
იესომ მიმართა მას და უთხრა: „რაღაც მაქვს შენთვის სათქმელი, სიმონ“. მან კი უთხრა: „თქვი, მოძღვარო“.
იესომ თქვა: „ერთ მევახშეს ორი მოვალე ჰყავდა: ერთს ხუთასი დინარი ემართა, მეორეს — ორმოცდაათი.
მაგრამ რაკი არ ჰქონდათ, რით გადაეხადათ, ორივეს მიუტევა. ახლა მითხარი, რომელს უფრო მეტად შეუყვარდება იგი?“
სიმონმა უპასუხა: „მე ვფიქრობ, რომელსაც უფრო მეტი მიუტევა“. ხოლო მან უთხრა: „სწორად განსაჯე“.
მიბრუნდა დედაკაცისკენ და სიმონს უთხრა: „ხომ ხედავ ამ დედაკაცს? შენს სახლში შემოვედი და წყალი არ მომეცი ფეხებისათვის, ამან კი ცრემლით დამისველა ფეხები და თავისი თმით შემიხოცა.
შენ არ გიკოცნია ჩემთვის, ამას კი, რაც აქ შემოვიდა, არ შეუწყვეტია ჩემი ფეხების კოცნა.
შენ ზეთი არ გიცხია ჩემს თავზე, ამან კი ნელსაცხებელი სცხო ჩემს ფეხებს.
ამის გამო გეუბნები: მაგას მიეტევა მრავალი ცოდვა, რადგან ძლიერ შეიყვარა, ხოლო ვისაც ცოტა მიეტევა, ცოტათი უყვარს“.

ლუკა 7:37-47

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Dec 2008
Posts636
კარმა0
OFFLINEPROFILE
ისე, მართლაც, ადამიანს არსებობის რაღაც მომენტში, გაგიჩნდება ხოლმე დაუძლეველი შეგრძნება იმისა, რომ შენი ცხოვრების მდინარება თითქოსდა წამიერად შეჩერდა, ისე ძველებურად ვერ ხმაურობს, ვერ ზეიმობს, ვერ ყიჟინებს, არ უხარია და არ განიცდის, თითქოსდა რაღაც შუალედურში, გარდამავალში გაიჭედე, სიცოცხლისა და სიკკვდილის გზაგასაყარზე იმყოფები. შეიგრძნობ რა ამ წუთს, შენი არსებობა ამ ქვეყნად არც სიცოცხლეს ჰგავს, არც სიკვდილს სრულად, "რაღაც სხვას" გრძნობ, "რაღაც სხვა გსურს", "რაღაც სხვას" მოელი. გრძნობ, რომ შენში სიცოცხლე და სიკვდილი თანაბრადაა გადანაწილებული, სასწორის ორივე პინაზე თანაბარი რაოდენობით დევს და იმ გაურკვევლ მდგომარეობაში მყოფი, როდესაც ვერ გადაგიწყვეტია, თუ რომელს მიანიჭო უპირატესობა, გონების სასწორის ერთ რომელიმე პინაზე შეიძლება ზედმეტად "შემოუბეროს" ნიავმა, და... უკვე აქ ყველაფერი განგების საქმეა...

ეს აზრი ariadnit-ის მიერ დაპოსტილ გრანელის ლექსის ამ სტრიქონების კითხვისას დამებადა -

-...მე არ მინდოდა სიცოცხლე.
-...არც სიკვდილი.
-...მე რაღაც სხვა მსურდა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Dec 2008
Posts636
კარმა0
OFFLINEPROFILE
ეს ხელებაწეული ვიღაც რატომ ჩამიჯდება ხოლმე არიადნას სახელის აკრებისას, მითხარით ვინმემ, რა!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
aupairad
ასე აქვს გაკეთებული,თვალს გვიკრავს
და ხელის აწევით გვესალმება,ეგ საყვარელი
ეშმაკუნა,ცელქი გოგო.სურათი აღარ არსებობს

მივუძღვნათ თაიგული ჩვენგან.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 322 posts ] 
დესპანი