↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 322 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Dec 2008
Posts636
კარმა0
OFFLINEPROFILE

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Dec 2008
Posts636
კარმა0
OFFLINEPROFILE
კიდევ ერთი - საწრაფოდ უნდა ვისწავლო რედაქტირება ჩემი დაპოსტილისა და ძალიან გთხოვთ არ დაიზაროთ და ამიხსნათ იქნებ, როგორ კეთდება=ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
აუპაირად,შენი გრაფის ბოლოში,მარჯვნივ,
წერია EDIT, დააკლიკე და აქ დაწერილიანად,
გადაგიყვანს სხვა გვერდზე,გინდა შეასწორებ და გინდა სულ წაშლი და ახალს დაწერ,მერე ჩადი ცოტა დაბლა
და SUBMIT-ს დააკლიკე და ისევ იმ გვერდზე დაბრუნდება.
მასე ვამატებ დახმარების ფონდის სიაში,
თითო-თითო კაცს.=lol=

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined09 Jan 2009
Posts95
კარმა0
OFFLINEPROFILE
ცხრა ძმანი ხერხეულიძენი

თბილისის სამხრეთით, ორმოცი ვერსის მანძილზე მდებარეობს მოზრდილი სოფელი მარაბდა. სამასი წლის წინათ ამ სოფელში ცხოვრობდა მოხუცი აზნაური ხერხეულიძე, რომელიც გადასახლებული იყო ზემო ქართლიდან და რომელსაც ცხრა ვაჟი ჰყავდა. მამა ამ ცხრა ვაჟისა იყო ერთგული მოყვარე თავისი ქვეყნისა და მხურვალე მამულიშვილი. ცოლად მას ჰყავდა ყოვლად ღირსეული ქართველი მანდილოსანი. ამის გამო ცხრა ძმანი ერთიერთმანეთზე უკეთესი ვაჟკაცები და მამულიშვილები დადგნენ.

იმ ჟამად სპარსეთში მეფობდა შაჰი აბასი, მეტად აბეზარი მეომარი. მას ჰყავდა მრავალი ჯარი, გაწვრთნილი და გამოცდილი ლაშქრობაში. შაჰ-აბასმა დაიპყრო ბევრი ქვეყანა და ბოლოს საქართველოშიც შემოიჭრა. ქართველთა ჯარი მას გადაეღობა გზაზე თბილისის მახლობლად მარაბდის სამხრეთით. ატყდა საშინებელი ბრძოლა. სამი დღის განმავლობაში სისხლი შეუწყვეტელ ნაკადულებად დიოდა. თუმცა სპარსელები ერთი-ათად მეტნი იყვნენ, მაგრამ მათ სამი დღის განმავლობაში ქართველს ჯარს ფეხი ვერ მოაცვლევინეს, რადგანაც ქართველი მეომარნი თავგანწირულად იბრძოდნენ სამშობლოს დაცვისათვის. მეტადრე საოცარ უშიშროებას, სამაგალითო ვაჟკაცობას და საარაკო თავდადებულობას იჩენდნენ ცხრა ძმანი ხერხეულიძენი, რომელნიც ერთად, მხარდამხარ ებრძოდნენ მტერსა, მათ სპარსელების არა ერთი იერიში უკუაქციეს, არა ერთხელ აქნევინეს ზურგი მტერსა, მაგრამ მეოთხე დღეს სპარსელებს ახალი ჯარი მოეშველა და დაღლილ-დაქანცულმა ქართველთა ლაშქარმა ვეღარ შეიკავა მტერი. ამ საშინელი წამის დროს ძმანი ხერხეულიძენი არამც თუ არ შედრკნენ, არამედ ლომებად გადაიქცნენ და უფრო მომეტებული თავის განწირვით იბრძოდნენ. მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ: - ან გაემარჯვათ, ან ბრძოლის ველზე დახოცილიყვნენ ყველანი. და რადგანაც ქართველმა ჯარმა ვერ გაიმარჯვა, თავდადებულნი ძმანი, ერთიერთმანეთზე ზედ შეაკვდნენ მტერსა და თავისი გმირული სული დალიეს ბრძოლის ველზე.

ხალხის თქმულებით, მათი დედაც ბრძოლის ველზე იყო, ამხნევებდა მათ და როცა ერთ მის ვაჟს, სასიკვდილოდ დაჭრილს, ქართული დროშა ხელიდან გაუვარდა, დედამ აიღო დროშა და თავის მეორე შვილს მისცა ხელში.

მადლიერმა ქართველებმა ეს ცხრა ძმა იპოვნეს ბრძოლის ველზე მკვდართა შორის, თითოეული დიდი მოწიწებით დამარხეს ცალ-ცალკე მწკრივად და დაადვეს ცხრა დიდ-დიდი საფლავის ქვა, რომელიც დღემდის დაცულია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined16 Nov 2007
Posts771
კარმა50
OFFLINEPROFILE
წინასწარ ვიხდი დიდის მოწიწებით,ბოდიშს.
რატომ?
იმიტომ ,რომ არ მინდა ვინმეს გული ვატკინო,მაგრამ...
ყველაფერზე ვწერთ:სიხარულზე,მწუხარებაზე ,სიყვარულზე,რწმენაზე,თავდადებაზე,გმირობაზე,
პატრიოტიზმზე და სიკეთის გაღებისთვის,თითქოს, ერთმანეთსაც კი ვეჯიბრებით.
როგორ არ მინდა ,ეს სიტყვა "თითქოს",აქ რომ მეხმარა.
ვაი ,რომ მართლაც თითქოს და არა ნამდვილად!
თურმე," ნამდვილად ",სიკეთისა და დახმარების გაღება,დაგვიწყებია ქართველებს !
და ვისაც გაინტერესებთ რატომ ?
დამისვით კითხვა ,რ ა ტ ო მ ?
ხომ გაინტერესებთ?!
გამომეხმაურეთ,აუცილებლად გიპასუხებთ!

ps:სიაში მყოფი 21კაცი, ამ კითხვას ნუ დამისვავს(გამგები გაიგებს).

სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მახო,
ნია7.
აუპაირად,
ბუბუსუნა,
არიადნიტ
ყველა ნაწერი მომეწონა ჩემო გემრიელებო=ko=

ეხლა ესეც წაიკითხეთ :

თუ შეიძლება, წარმოადგინეთ საკუთარი თავი.

- გელა ჟვანია - სასულიერო აკადემიის IV კურსის სტუდენტი, დავამთავრე სასულიერო სემინარია. ორი წლის წინსასულიერო აკადემიის 23 სტუდენტმა, მათ შორის მეც, გამოვაქვეყნეთ რამდენიმე სტატია საპატრიარქოში არსებული მდგომარეობის კრიტიკით, კერძოდ შევეხეთ კორუფციულ გარიგებებს, საკადრო პოლიტიკას, სასულიერო პირების ზოგად ინტელექტს, საპატრიარქოს პრესაში გამოქვეყნებულ მასალებს, რომლებსაც საერთო არაფერი აქვს ჯანსაღ ქრისტიანობასთან და ძირითადად მითოლოგიას, ფსევდოქრისტიანობას ქადაგენ. მართალია, იყო გამონაკლისები, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო ასეთი გამოცემები დაიხურენ. სამაგიეროდ გამოდის 50-მდე ჟურნალ-გაზეთი, რომლებსაც აწერია, რომ საპატრიარქოს ლოცვა-კურთხევით გამოიცემა და სწორედ ეს გამოცემები ქადაგებს დამახინჯებულ ქრისტიანობას.
ამ წერილებში შევეხეთ მოძღვრისა და მრევლის დამოკიდებულებას და დღესაც ვფიქრობთ, რომ ეს პრობლემაა, რადგან მოძღვრები მრევლს მუხტავენ არაჯანსაღი იდეებით, ართმევენ პირად თავისუფლებას, უკრძალავენ საკუთარი, განსაკუთრებით კი განსხვავებული, აზრის ქონას.

- სტუდენტების ნაწილი სემინარიიდან წავიდა, თქვენ დარჩით და გააგრძელეთ სწავლა, თქვენზე არ იყო ზეწოლა?

- მე დავრჩი ჩემი ინიციატივით, მიუხედავად ზეწოლისა. მართალია, ჩემი აზრები არ მოსწონთ და მიაჩნიათ, იმიტომ დავრჩი, რომ შევისწავლო იქ არსებული მდგომარეობა და ინფორმაცია გარეთ გამოვიტანო.

- პრაქტიკულად აგენტის სტატუსი მოუნიჭებიათ. რას ფიქრობთ, რატომ არის ასეთი დამოკიდებულება ან ვისი აგენტი შეიძლებოდა ყოფილიყავით, საზოგადოების?

- ძირითადად სასულიერო პირებისაგან მოდის ასეთი დამოკიდებულება, ხოლო მათი სულიერი შვილები ამას ახორციელებენ. სასულიერო პირებს თავად არა აქვთ სასულიერო და საერო განათლებაც კი - ზოგი ტაქსის მძღოლი, ზოგი ხელოსანი იყო. თავად ეს პროფესიები პატივსაცემია, მაგრამ ამ პროფესიის ადამიანების მღვდლობა აშკარად იმსახურებს უპატივცემულობას.
ერთი სასულიერო პირი საპატრიარქოს სამეურნეო საქმეებსაც განაგებს და თან ხაშმის მონასტრის წინამძღვარიცაა, იგი რუსეთში სასჯელს იხდიდა ქურდობისათვის, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოახერხა ციხიდან გამოქცევა, საქართველოში ჩამოვიდა, პატრიარქთან თითქოს მოინანია ყველაფერი, მან კი მონაზვნად აღკვეცა და ყოველგვარი განათლების გარეშე სასულიერო კარიერაც შეუქმნა.

- ასეთი ისტორიები ტენდენციაა თუ ერთეული შემთხვევა?

- პრობლემაც ეს არის, რომ ტენდენციაა. არა მარტო წინამძღვრები და მღვდლები, ეპიკოპოსების გარკვეული ნაწილიც მსგავსი ბიოგრაფიისა და წარსულის მქონე ადამიანები არიან. განათლებულ და მოაზროვნე მღვდელმსახურებს საპატრიარქოში არ სწყალობენ. საკადრო პოლიტიკას ჩვენს ეკლესიაში პატრიარქის მდივანი შორენა თეთრუაშვილი განაგებს.

- რისთვის სჭირდებათ გაუნათლებელი ხალხი?

- ეს ადამიანები კარგად იმართებიან, უსინდისოდ შოულობენ ფულს და გაყოფაც კარგად ეხერხებათ. მათთვის პრობლემა არ არის ასეთი საქმიანობა, რადგან არამცთუ ქრისტიანობის არსი, ელემენტარული საკითხებიც კი არ იციან. აქედან გამომდინარე, ფულის შოვნისა და გაყოფის ამგვარ ფორმაშიც პრობლემას ვერ ხედავენ. წირვის დაყენება და ლოცვა ისწავლეს და მათი ცოდნაც ამით ამოიწურება.

- რა მოხდა ჟურნალ “არჩევანთან” დაკავშირებით?

- ჟურნალის დაარსების დღიდან საპატრიარქოს რადიკალურად განწყობილი ფრთა, რომელმაც შექმნა და დღესაც ხელს უწყობს ფანატიკოსთა ჯგუფ “წმ მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის მართლმადიდებელი მრევლის საზოგადოებას”, ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ჟურნალის გავრცელებას და, რა თქმა უნდა, არსებობასაც. ამ ფრთის ღირსშესანიშნავი წარმომადგენლები არიან მღვდლები: დავით ისაკაძე და დავით ქვლივიძე. სწორედ ისინი არიან “დავით აღმაშენებლის საზოგადოების” იდეოლოგები და წარმმართველნი. მათ სახელს უკავშირდება 1997 წელს მსოფლიო ეკლესიათა საბჭოდან საქართველოს ეკლესიის გამოსვლა.
რაც შეეხება “არჩევანს”, მიმაჩნია, რომ ეს არის ჯანსაღი მართლმადიდებლური ჟურნალი და ამკვიდრებს ნორმალურ ქრისტიანულ აზროვნებას, ამიტომ მას ჩემი ინიციატივით ვავრცელებ. არაერთხელ მქონია ჟურნალის გავრცელებასთან დაკავშირებით კამათი მოწინააღმდეგეებთან. ბოლო ნომრის გავრცელებისას წინააღმდეგობამ მწვავე ხასიათი მიიღო. შეიძლება ითქვას, მემუქრებიან, თუ გავაგრძელებ ჟურნალის გავრცელებას, აკადემიაში არ შემიშვებენ ან დაიწყებენ ხელმოწერების შეგროვებას აკადემიიდან ჩემი გარიცხვის მიზნით.

- კონკრეტულად ვინ გემუქრებათ?

- ისინი სტუდენტები არიან, სემინარიის მეორეკურსელები, ისაკაძისა და ქვლივიძის მრევლი და თან “წმ მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის მართლმადიდებელი მრევლის საზოგადოებას” წევრები. როცა ვკითხე, სანამ აკადემიაში ჩააბარებდით, სად სწავლობდით-მეთქი, მითხრეს, რომ “ქუჩის აცადემია” დაამთავრეს. ჩვენ ეკლესია გვმართავს, - ამბობენ ისინი.
გასარკვევია, რომელი ეკლესია მართავს?
ამ დაჯგუფებაზე შემიძლია ვთქვა, რომ ის რუსეთის ეკლესიის დასაყრდენს წარმოადგენს, ანუ მეხუთე კოლონის მოვალეობას ასრულებს. დასანანია, რომ სასულიერო პირები არიან ამ როლში.
ამის თქმის საფუძველს მაძლევს მათი გამოცემა, გაზეთი “მრევლი”, რომელშიც რაფაელ კარილინისა და ლაზარე აბაშიძის სტატიებს, წიგნებსა და აზრებს აქვეყნებენ. მათში უარყოფილია დასავლეთი და გაფეტიშებულია რუსეთი, უკიდურესი თაყვანისცემაა გამოხატული რუსი წმინდანებისადმი, რომელთა შორის ბევრი იყო ქართული ეკლესიის მტერი.

- რას ფიქრობთ, რა მოხდება მომავალში, მოახერხებენ თუ არა თქვენს გარიცხვას?

- ჯერჯერობით ველოდები მოვლენების განვითარებას, ვიცი რომ აგროვებენ ხელმოწერებს. სტუდენტების გარდა განსხვავებული აზრის გამო მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძეც სვამს ჩემი გარიცხვის საკითხს. სტატია, რომელიც მეუფე ანანიას მივაწოდე და მისი რისხვაც დავიმსახურე, იყო ტაშირის ეპარქიის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით.
www.religion.ge ამ თემაზე კომენტარისათვის დეკანოზ ბასილ კობახიძეს დაუკავშირდა:
“აშკარაა, რომ მკალავიშვილის დაჯგუფების ნეიტრალიზაციის შემდეგ სწორედ თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია გადაიქცა ექსტრემისტთა სათარეშო ადგილად. ფანატიკოსები სარგებლობენ ახალგაზრდების გულწრფელობითა და რადიკალიზმით, რათა ისინი თავიანთი მიზნებისათვის გამოიყენონ. უკვე რამდენიმე წელია ფუნდამენტალისტი სასულიერო პირები სპეციალურად აგზავნიან ექსტრემისტული სულისკვეთებით გამორჩეულ სულიერ შვილებს აკადემია-სემინარიაში იმისათვის, რომ იქ სიტუაცია გააკონტროლონ და სიტყვიერი მუქარისა თუ ფიზიკური ძალადობის გამოყენებით ჩაახშონ ნებისმიერი თავისუფალი აზრის გამოხატვა ან პროტესტი საპატრიარქოსა და სასწავლებელში გამეფებული ფანატიზმისა თუ კორუფციის მიმართ. აგრეთვე სტუდენტების გარკვეული რაოდენობა ცნობილი ექსტრემისტული დაჯგუფების “წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის მართლმადიდებელი მრევლის საზოგადოების” წევრია. ესეც არ იკმარეს. ფანატიზმით გამორჩეულმა ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსმა სტეფანე კალაიჯიშვილმა, რომელსაც პარალელურად კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ქართველი ახალგაზრდობის სულიერ და ინტელექტუალურ განვითარებაზე “ზრუნვა” დაავალა, შექმნა ახალი ორგანიზაცია “ახალგაზრდული ინიციატივა”, რომელიც მედგრად ამოუდგა თანამოძმე ორგანიზაციებს “ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის” დაცვისათვის ბრძოლაში.
შედეგად აკადემია-სემინარიაში შექმნილია კატასტროფული სიტუაცია. სასწავლო პროცესი მთლიანად ჩამკვდარია, პედაგოგების განათლების დონე უაღრესად დაბალია. პრორექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი, თვითონაა ფუნდამენტალისტური იდეების ერთ-ერთი მებაირახტრე. აკადემია-სემინარიის რექტორი, კათოლიკოს-პატრიარქი ილია II კვირაში სამ-ოთხჯერ თუ მივა სასწავლებელში და დამშეულ სტუდენტებს რამდენიმე ფუნთუშას მიუტანს. აკადემია-სემინარიაში უკვე დიდი ხანია გააუქმეს სასადილო. მიზეზად საპატრიარქომ უსახსრობა დაასახელა, თუმცა მშიერი სტუდენტების თვალწინ ხდება სამების ახალი საკათედრო ტაძრის გუმბათის მოოქროება.
ექსტრემისტი სტუდენტები აკადემია-სემინარიაში “მართლმადიდებლურ-ძველბიჭურ გაგებას” ამკვიდრებენ. ხშირად ხდება საქმის გარჩევები. ბოლო ორი წლის განმავლობაში რამდენჯერმე მოხდა სხვაგვარად მოაზროვნე სტუდენტების ცემა. ერთხელ ასეთი სტუდენტი ექსტრემისტმა სტუდენტმა დანითაც დაჭრა, თუმცა დამნაშავე თვით პედაგოგმა სასულიერო პირებმა გააპარეს და იგი დღესაც წარმატებით აგრძელებს “ღვთისმეტყველების შესწავლას”. ექსტრემისტმა სტუდენტებმა აკადემიის შენობაში არ შეუშვეს რომის პაპის წარმომადგენელი, მსოფლიოში ცნობილი თეოლოგი, კარდინალი ვალტერ კასპერი, რომელიც სტუდენტებთან შესახვედრად კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ნებართვით მიდიოდა. სტუდენტებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს საქართველოში კათოლიკეების ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს და სხვა.
საუბედუროდ, საქართველოს ეკლესიის სასულიერო პირების უმრავლესობა ამგვარ ექსტრემიზმს მიესალმება და ახალგაზრდებს უფრო მძაფრი ქმედებებისაკენ აქეზებს. ითვლება, რომ სწორედ ასე უნდა იქცეოდეს “გენეტიკურად ქართველი და მართლმადიდებელი”.
ამჟამად დევნიან გელა ჟვანიას. მას არავინ გამოესარჩლება. გ. ჟვანიას ორი გამოსავალი აქვს: ან ქედი უნდა მოუხაროს ექსტრემისტებს და გაჩუმდეს, ან ვაჟკაცურად გააგრძელოს საკუთარი პოზიციების დაცვა. თუ მან მეორე გამოსავალი აირჩია, შეიძლება, როგორც ორი წლის წინ მისი მეგობრები, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ისიც სატანის მსახურად გამოაცხადოს".

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ჯიჯი რატოოომ?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined16 Nov 2007
Posts771
კარმა50
OFFLINEPROFILE
ციცი შენ 21 კაცის სიაში ხარ,ამიტომ შენ არ გიპასუხებ!=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Dec 2008
Posts636
კარმა0
OFFLINEPROFILE
ადრიანი დილაა. ქალი ფანჯრიდან ეზოს გადაჰყურებს. ხე აყვავებულა. ჭაღარა კულულები შუბლიდან მოიშორა. ორმოცდამეერთედ უყურებს ხის აყვავებას. თეთრი ღამის პერანგი, გრძელი სახელოებით, შეკრული საყელო. ამგვარ მდგომარეობაში ცოტა ცივა კიდეც. ქარი ხის ყვავილებს არხევს. ყვავილებს არ სცივათ. ახსენდება, როცა პირველად იხილა ეს ყვავილები.
ქმრის ხმამ გამოაფხიზლა. `ადექი, მოდი, ნახე, ხე აყვავებულა!~ ფანჯარასთან იდგნენ და ხეს შეჰყურებდნენ. თეთრი ღამის პერანგი და მისი გრძელი, ფუმფულა სახელოები, ღია საყელო, მაქმანიანი. არ სციოდა, შეიძლება სცხვენოდა კიდეც შესციებოდა. ერთი კვირა იყო, რაც დაქორწინებულიყვნენ და ჯერ კიდევ ვერ ბედავდა ქმრის თვალებისათვის შეეხედა.
ათჯერ ერთად შეხვდნენ ხის აყვავებას. მეთერთმეტედ, როცა ქალმა ფანჯარა გააღო, ცივმა ქარმა ხეს შემოუქროლა და ოთახში შემოიჭრა. ყვავილებიც შემოიყოლა. თეთრი ყვავილი ქალს მკერდზე დაებნა. შეხედა, ქმარმაც შეხედა, ჩვილს ქალის მკერდზე მშვიდად ეძინა. კაცმა თითები ბავშვის ნაზსა და ბუსუსა სახეს მოუთათუნა. თქვა: `მართლაცდა, ატამს ჰგავს~. ქალმა გაიცინა. როცა ხეს შეხედა, იგრძნო, ყვავილებიც იცინოდნენ.
ხე როცა ოცდამეერთედ აყვავდა, ძილს ძლივს წაართვა თავი. თითქოს ვიღაც ეძახდა, ვიღაც ეუბნებოდა: `ადექი, მოდი, ნახე, ხე...~ ქალი და გოგონა ოთახში მარტონი იყვნენ. გოგონა ფანჯარასთან თითის წვერებზე აიწია და ეზოს გახედა. ქარი ხეს დასტრიალებდა, ყვავილები კი თითქოს ოთახში იჭვრიტებოდნენ, თითქოს ვიღაცას უთვალთვალებდნენ.
ხე ოცდამეთერთმეტედ ყვაოდა. ხე არ იღლებოდა. ქალმა ფანჯარა გააღო, ხელი გაიწოდა და ყვავილი მოწყვიტა. კალთა ყვავილებით გაევსო. სათითაოდ დგებოდნენ ყვავილები, ნემსით ძაფზე გადადიოდნენ, მერე დამწკრივდნენ, დატრიალდნენ და წრე შეკრეს. ქალმა წნულს შეხედა. გოგონამ გვირგვინი თავზე მოირგო და სარკისკენ გაიქცა. გაიცინა. თეთრი, გრძელი კაბა ეცვა. სახელოებსა და საყელოს მარგალიტებიანი მაქმანი უმშვენებდა. სინათლის სხივმა სარკე გაანათა. ქალმა ჩუმად თქვა: `მოდი, ნახე, ჩვენი ყვავილი...~
ჯერ კიდევ ფანჯარასთან დგას. მარტო. ქარი თითქოს ყვავილებს უღიტინებს, მაგრამ ყვავილები არ იცინიან. ყვავილები დაიღალნენ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
მახო, აუპაირად=ko=
გაიხარეთ როგორ გამაცინეთ სმაილიკზე ჩემ სახელის შუაში რომ
ჯდება, აქ სხვებსაც მოუვიდათ მასე, მე ძალიან მომწონს,
მასე რომ მეძახით, პირველად მახომ რომ მომწერა უნდა
მეკითხა როგორ აკეთებდა...
ეხლა ვნახე წინა ნომერში და გვიან გცემთ პასუხს.
ციცი=ko=

მადლობა ,გაიხარე..
პროზას დიდი სიამოვნებით ვკითხულობ,
ერთმანეთზე უკეთესებს პოსტავთ=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ციცი,ჩემს გულში იჯექი საყვარელო?
სწორედ ასეთი აზრისა ვარ დღევანდელ
ეკლესიაზე,თუნდაც მას შემდეგ,ქაშვეთში
რომ იარაღის შეტანის უფლება მისცეს.
მეტს აღარ გავაგრძელებ,ურწმუნობა არ
დამბრალდეს.
მე ღმერთი მწამს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined09 Jan 2009
Posts95
კარმა0
OFFLINEPROFILE
საშინელი ინტერვიუა. არ შეიძლება ყველაფერზე ლაპარაკი ასე ხელაღებით. მამაო თუ ტაქსის მძღოლი იყო მერე ამით რა დაშავდა, ვერ გავიგე. შეიძლება ყველა მამაო არ მომწონდეს, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს განკითხვის უფლება. მე პირადად ბასილ კობახიძეს გარკვეულ საკითხებში ვეთანხმები, მაგრამ არ მომწონს როცა უწმინდესზე ასეთ ტონალობაში საუბრობს.
ისე , ღმერთმა უწყის სამართალი ვის მხარესაა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ერეკლე მეფე და ინგილო ქალი

ერეკლე მეფეს ომი ჰქონდა ჭარის ლეკებთან და ძლიერ დაამარცხა. გამარჯვების შემდეგ თავისი ჯარით უკან გამობრუნდა მეფე, ორმოცდაათი წლის ვაჟკაცი, მშვენიერს ბედაურზე იჯდა და წინ მოუძღოდა ჯარსა. ჯარი, გრძლად და ლამაზად დამწკრივებული, ფეხდაფეხ მისდევდა მეფესა. გზა საინგილოზე მიდიოდა. ერეკლე შემოვიდა ერთს განიერს ორღობეში, რომლის აქეთ-იქით ჩამწკრივებული იყო დიდრონი ვენახები და ბაღები, სავსე დამკრახული და დაბრაწული ხილითა.

უცებ მეფეს თავზე ვიღაცამ გადმოაყარა მთელი ბღუჯა ქლიავი. გაოცებულმა მეფემ თავისი ბედაური შეაყენა. გაჩერდა ჯარიცა. მიიხედ-მოიხედეს და იქვე ვენახის ღობესთან დაინახეს ვეებერთელა ქლიავის ხეზე თორმეტიოდე წლის ინგილო გოგონა, რომელსაც ქლიავი ესროლა მეფისთვის.

მხლებელნი მეფისა წამსვე ჩამოიჭრნენ ცხენებიდან, აცვივდნენ ღობეზე და შეჰყვირეს პატარა ქალსა: „შე ბრიყვო, შე საძაგელო, ეს რა ჰქენი? მეფე ერეკლეს თავზე ქლიავის გადმოყრა როგორ გაბედე? ჩამო ეხლავ ხიდან და ბოდიში მოითხოვე მეფის წინაშე, თორემ შავი დღე დაგადგება“.

- რაო? მეფე ერეკლეო? - განცვიფრებით ჩამოსძახა ზევიდან გოგონამ. - რას ამბობთ? ეგ რომ ჩვენი სახელოვანი მეფე ერეკლე იყოს, განა სპარსულს ქუდს თავზე დაიხურავდა? არა, ეგ ტყუილია. მე ქლიავი თავზე გადმოვაყარე სპარსელს, ჩვენს მოსისხლე მტერსა და არა მეფე ერეკლეს, რომელიც ყველა ქართველს ღმერთივით გვიყვარს და თქვენ სულ ტყუილად მემუქრებით. არც ძირს ჩამოვალ და არც ბოდიშს მოვიხდი. და უფრო მაღლა წავიდა ხეზე.

ეს პასუხი გაიგონა მეფე ერეკლემ, გულიანად გადაიხარხარა, მოიხადა სპარსული ქუდი, რომლის ტარებას დაეჩვია ყმაწვილობაში, სპარსეთში ყოფნის დროსა, დაანახვა თავისი მშვენივრად მოყვანილი ქართული თავი და შესძახა პატარა ქალსა: „ყოჩაღ, ქალო! სრულიად მართალი ხარ. სპარსული ქუდი სწორედ რომ არ უნდა მეხუროს მე. ქართველი მეფე გარეგნობითაც, ტანისამოსითაც ქართველი უნდა იყოს. კარგი, ჩინებული დარიგება მომეცი შენ მაგ ქლიავის სროლითა. ბარაქალა შენს ქართველ ქალობასა!“

ამასთან ერეკლემ იკრა ჯიბეზე ხელი, ამოიღო მთელი ბღუჯა თეთრი ფული, მისცა თავის მხლებლებს და უბრძანა: „საჩუქრად მიეცით ეს მაგ სამაგალოთო ქართველ გოგოცუნასო“.

გოგო ახლა კი მიხვდა თავის შეცდომას და შეწუხდა ძლიერ, საჩუქარი შორს დაიჭირა, ცივს უარზე დადგა, მაგრამ მხლებელმა უთხრა მოსარბილებლად: „განა მეორედაც გინდა აწყენინო მეფესა? მეფის წყალობაზე უარის თქმა ვის გაუგონია? თუ გსურს, შენი შეცდომა გაასწორო და ერეკლე მეფეს აამო, ეს ფული მიიღე საჩუქრადა“.

მაშინ კი გოგო დაეთანხმა, ზევიდან ქვემო ტოტზე ჩამოვიდა, მოსწვდა ძირსა, გამოართვა ფული და ჯიბეში ჩაიჩხრიალა; მერმე შურდულივით ავარდა ქლიავის კენწეროზე, კარგად გამოჩნდა, გასწორდა ტოტზე, მეფეს დაბლა დაუკრა თავი და წკრიალა ხმით გადმოსძახა: „მეფე ერეკლეს გაუმარჯოს!“

„ქართველ ქალსაც გაუმარჯოს!“ - შესძახა მამობრივი ხმით მეფე ერეკლემ, დასძრა თავისი ბედაური და ჯერ კიდევ თავმოხდილი გაუძღვა ჯარსა. ჯარი, ამაყი თავისი მამაცი მეფით და თავისი ვაჟკაცობით, უკან მისდევდა მწყობრად და თანაც აგუგუნებდა მშვენიერს ქართულს სიმღერასა. ქართველი ქალი კი იდგა ამართული ქლიავის კენწეროზე, თვალს არ აშორებდა მიმავალს მეფესა და მის ჯარსა და, შეწყდებოდა თუ არა სიმღერა, ჰაერში გაისმოდა მისი ზარივით ხმა: „მეფე ერეკლეს გაუმარჯოს!“ „ქართველ ჯარს გაუმარჯოს!“ ამ სახით იდგა ქართველი ქალი დიდხანს და გრძნობდა იმისთანა სიხარულს, იმისთანა ნეტარებას, რომელიც წინათ სიზმრადაც არ მოსჩვენებია. ქალს უზომოდ ახარებდა ნახვა სანატრელის მეფისა, მასთან საუბარი, მისი მამობრივი ქება, მისი მეფური საჩუქარი. ქალი, სიხარულით დამთვრალი, ჩამოვიდა ხიდან მხოლოდ მაშინ, როდესაც შორეულმა ნისლმა დაჰფარა მეფეცა და მისი ჯარიცა.

მაგრამ ამ ადგილიდან ქალს წასვლა აღარ უნდოდა. ის სიყვარულით შესცქეროდა ხან იმ ადგილს, სადაც მეფე ერეკლე ედგა და ელაპარაკებოდა და ხან ქლიავის ხესა, რომელთანაც იმ დღიდან შეერთდა, შეხორცდა მის გონებაში ბედნიერი წამი, უტკბილესი შემთხვევა. ერთი საათის წინათ უბრალო ხეხილი ახლა ამ პატარა ქალის თვალში გადაიქცა გულითად მეგბრად, ძვირფას მოკეთედ, თითქმის კეთილ სულიერად გადაიქცა სამუდამოდ, საუკუნოდ.

ბოლოს გოგოცუნა გამოფხიზლდა ჭარბი სიხარულისგან, მოაგონდა თავისი დედ-მამა და მოჰკურცხლა შინისაკენ, რათა ეხარებინა მათთვის თავისი საარაკო ბედნიერება.
II

გავიდა რამდენიმე წელიწადი. ერთს ინგილო გლეხს თავის დარბაზში ქორწილი ჰქონდა გაჩაღებული. დედოფლად იყო ჩვენი ნაცნობი ინგილო ქალი, ახლად შეღერებული და ისეთი ეშხიანი, რომ კაცი თვალს ვერ მოაშორებდა. მის ჭკვიანსა და მიმზიდველ სახეზე თამაშობდა, ბრწყინავდა სხივი პირველის ქალწულებრივის სიყვარულისა. ეს სიყვარული აენთო უმანკო ქალის გულში ერთს საუკეთესო ინგილო ვაჟკაცსა, რომელიც მას გვერდს უმშვენებდა. ამასაც პირისახეზე ცხადად ჰქონდა აღბეჭდილი ნეტარება პირველის უმანკო სიყვარულისა. პირველის წმინდა სიყვარულს უმანკო ქალისას პასუხს უგებდა, ბანს აძლევდა პირველი და წმინდა სიყვარული უმანკო ვაჟისა. „ფერი ფერსა მადლი ღმერთსა“, ფიქრობდა და ამბობდა ყველა, ვინც კი ამ მეფე-დედოფალს ერთად ჰხედავდა.

დაიწყო თუ არა საქორწილო ლხინი, თამადამ ბრძანების კილოთი წარმოსთქვა ხმამაღლა: „სმენა იყოს და გაგონება! ეს ღმერთმა აცოცხლოს და ადღეგრძელოს ჩვენი გმირი მეფე ერეკლე, გამარჯვება ნუ მოაკლოს ლეკებზე, სპარსელებზე, ოსმალებზე, სამხრეთსა და ჩრდილოეთზე“. „ადღეგრძელოს, ადღეგრძელოს!“ - შესძახეს ისეთი აღტაცებით სტუმრებმა, რომ კაცს შეეშინდებოდა, ჭერი არ ჩამოინგრესო.

სწორედ ამ წუთს უცებ გაიღო დარბაზის კარები, შევიდა ერთი უცხო ვაჟკაცი, მშვენიერს ტანისამოსში გამოწყობილი, და სალამი მისცა: „აგაშენოთ ღმერთმა და აბედნიეროს მეფე-დედოფალი!“ მერმე სთქვა: „რა ჩინებულს დროს მოვედი და მე გამომგზავნა მეფე ერეკლემ და მიბრძანა: „ეს საჩუქარი მიართვი იმ ინგილო ქალსა, რომელმაც რამდენიმე წლის წინათ მთელი მუჭა ქლიავი უთავაზა ჩემს სპარსულს ქუდსაო“, და გადასცა დედოფალს ვეებერთელა ქისა, სავსე ბაჯაღლო ოქროებითა. მზითევიც გამომატანა და აი კიდეც მოაქვთო, და ამ დროს კარზე მოადგათ რამდენიმე ურემი, დატვირთული მშვენიერი მზითვის ნივთეულობითა.

დატრიალდა ისეთი სიხარული, ასტყდა ისეთი ქება და დიდება ერეკლესი, მისი კაცთმოყვარეობისა, რომ არც ენით ითქმის და არც კალმით აიწერება სავსებით. არ დარჩა არც ერთი ლექსი იმ მრავალ სადიდებელ ლექსთაგანი, რომელნიც ერეკლეზე იყვნენ გამოთქმულნი, რომ არ ემღერნათ სტუმრებს უსაზღვრო აღტაცებით. მღეროდნენ კაცნიც, ქალნიც, დიდნიც და პატარანიცა და ადიდებდნენ მეფე ერეკლესა. მეტადრე დედოფალი სამოთხის ნეტარებასა გრძნობდა. ისე მზითევი არ ახარებდა, როგორც ყურადღება სათაყვანო მეფისა.

გავარდა ფიცხლავ ეს ხმა მთელს საინგილოში და ყველა ინგილო ქალი თუ კაცი, მზითევის გაგზავნას მეფისაგან საკუთარ, პირად ჯილდოდ სთვლიდა, მთელის საინგილოს დასაჩუქრებლად მიაჩნდა. და ეს განაპირა კუთხე საქართველოსი მთლად აივსო მხურვალე მადლობითა და უზომო ერთგულებით მეფისადმი.
III

ამის შემდეგ განვლო კიდევ ოცდახუთმა წელმა. კრწანისის ველზე თბილისის პირში საშინელი ომი იყო. ხუთი ათასი ქართველი ებრძოდა სამშობლოს დასაცველად სამოცდაათიათას სპარსელსა. ოთხმოცი წლის ერეკლე მეფე, ჯერ კიდევ მხნე და გულადი, ლომივით იბრძოდა და თავს სრულიად არ ზოგავდა. მისი სიცოცხლე ყოველ წამს საფრთხეში იყო. ხან მის ახლო, ხან მის გვერდით, ხან მის წინ იბრძოდნენ, სხვათა შორის ორნი რჩეულნი ვაჟკაცნი, რომელნიც თავისი საოცარი სიმამაცით, თავისი თავგანწირულობით მეფისათვის, ყველას ყურადღებას იპყრობდნენ, ყველას აკვირვრებდნენ, არა ერთხელ აქციეს მათ უკან მტერი, მეფეზე მოსული, არაერთხელ მიუშვირეს მათ საკუთარი მკერდი მტრის ტყვიასა და ხმალს, მეფისათვის დამიზნებულს, არა ერთს სპარსელს დაუბნელეს მზე. მაგრამ თავისი სიცოცხლე კი შესწირეს მეფესა და საქართველოს. ეს ორივენი დაიხოცნენ კრწანისის ველზე გმირულის სიკვდილით მეფე ერეკლეს თვალის წინ.

ვინ იყვნენ ეს ნორჩნი ვაჟკაცნი?

იგინი იყვნენ უფროსი ვაჟიშვილები ჩვენი ნაცნობი ინგილო ქალისა და ნათლულნი თვით მეფე ერეკლესი.

დედას მალე მოუვიდა საინგილოში ამბავი: შენმა შვილებმა დიდი ვაჟკაცობა გამოიჩინეს, არა ერთხელ გადაარჩინეს სიკვდილს თავისი ნათლია მეფე, მრავალს სპარსელს დაუბნელეს მზე და თავი შესწირეს მეფესა და საქართველოსაო.

„ვმადლობ, მხურვალედ ვმადლობ უფალსა, რომ მან აღირსა ჩემს შვილებს გმირული სიკვდილი, სიკვდილი სახელოვანი მამულიშვილებისა“, - წარმოსთქვა დედამ იმისთანა ხმით, რომელშიაც დიდ ნუგეშთან უღრმესი და უმწარესი დედობრივი სიმწუხარე ცხადად ისმოდა. „ტყუილად კი არ მძულდნენ პატარაობიდანვე სპარსელები ისე ძლიერ, რომ მზად ვიყავი, ყოველს მათს დანახვაზე ზედ შევკვდომოდი. გული თითქოს მაშინვე მეუბნებოდა, რომ ეს მტარვალები შენცა და შენს საქართველოსაც დიდს უბედურებას მიაყენებენო და აჰა წინათგრძნობა გულისა მთლად ამიცხადდა“.

„მაგრამ, ნუ გაუხარდებათ მტრებსა“, - განაგრძო სამაგალითო დედამ: - „ღვთის წყალობით, მე კიდევ მყავს ოთხი ვაჟი და ორი ქალი. მე მათ დავზრდი უფრო უკეთესს, უფრო გულმხურვალე მამულიშვილებად და ისინი სხვა ქართველი დედების აღზრდილ მამულიშვილებთან ერთად გადაუხდიან მტერს სამაგიეროს და ჩვენს საქართველოს დააყენებენ ბედნიერს გზაზე“.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
გურამ რჩეულიშვილი
ლამაზია გურჯის ქალი
წვიმა ისევ მოდიოდა. უფრო ჩამობნელდა. ნელა დაიძრნენ ლეკები. გამზა მარჯვე იყო, ოსმანიც, ალი არა.

აღა ბიი იყო მათი მეთაური.

ტყის პირას სახლი იდგა.

გამზა აივანზე აძვრა.

ოსმანიც, აღა ბიიც.

ალის ცხენები ეჭირა.

დილით უკვე კავკასიონს გადაცდნენ.

- ჩადორზე გადავიარეთ, - თქვა აღა ბიიმ და ხელები ალაჰისაკენ აღაპყრო. სხვებმა სახეები აწიეს:

- დიდ არს ალაჰი.

ხელები დაკავებული ჰქონდათ: ალის დატყვევებული მამა გაედო, ოსმანს და, გამზას თითონ თინათინ.

მთელი ღამე აწვალეს ტყვეებმა. მაინც დაიმორჩილეს. შეკრულებს თითებიდან სისხლი სდიოდათ, თავპირი დასიებული ჰქონდათ ცემისგან. თინათინ ინძრეოდა კიდევ. გამზას მაგრად ეჭირა.

- ოი, ალაჰ! - უცებ ამოხდა გამზას და ვენიდან გადმოჩქეფილ სისხლს პირი შეაშველა. თინათინმა ლეკის სისხლი გადმოაპურჭყა. გამზამ ხანჯალი გაიძრო; თინათინმა ნაბდიდან გამოყო თავი და შავი თვალები შეანათა.

- რაღას უცდი, - თქვა აღა ბიიმ. სხვებმაც დასტური მისცეს.

გამზა გაშეშდა, მერე ხანჯალი ჩააგო.

- რაღას უცდი, - გაიმეორა აღა ბიიმ.

- ლამაზია გურჯის ქალი! - თქვა გამზამ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined09 Jan 2009
Posts95
კარმა0
OFFLINEPROFILE
არიადნიტ
კარმა ჩემგან, ძალიან მიყვარს რჩეულიშვილი და ნიკო ლორთქიფანიძე.:)

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 322 posts ] 
დესპანი