ჯიჯილალა,შემოსვლაც კარგი იყო და
სადღეგრძელოც,შენ გენაცვალოს მახო.
ჩემო ფიცხელ,მაგ შენს სადღეგრძელოს კი
აუცილებლად ჩავიწერ.
მეც მოულოდნელად შევამჩნიე ჭირიმე,
მე-200-ე სიხარული და ამიტომ გაიშალა
უეცარი სუფრა,მაგრამ ხომ ხედავ ისე კარგად
შევზარხოშდით,თამადა უსულოთ მივაწვინეთ,
მისი ჭირიმე.
გუგუავ,ვეღარ ეღირსები თამადობას იცოდე,
ამ ჩვენ სუფრაზე,თორემ მანდ,100 წელი გეთამადოს ძვირფასო ადამიანო,როგორ
ჩაგვახუტე ამდენი ხალხი ხომ ხედავ.
ჩვენ გაგვიმარჯოს ძვირფასებო,ქართველებს,
რომელთაც უკვე გვენატრება ჩვენს მიწაწყალზე
ფეხის დადგმა,ჩვენს თურქ და ფერეიდანელ ქართველებს გაუმარჯოთ,რომელთაც ამ მონატრებაშიც
კი ვერ შევეჯიბრებით.ჩავეხუტოთ ერთმანეთს,
უკეთესი მომავლის მოლოდინში.
გეფერებით,გეხუტებით და ბევრს გკოცნით
თქვენი შეჭიკჭიკებული ქურდი მახო.

ყვავილების გარეშე სახლში არავის გაგიშვებთ,
ამ ყმაწვილის არ შეგეშინდეთ,ის მხოლოდ
არჩევაში დაგეხმარებათ "უფასოდ",
ჩემო ლამაზებო და ჩემო ყვავილებო.