zizikore wrote:ციტატა:
დავით აღმაშენებელი თავის თავს ბიბლიური დავითის შთამომავლად თვლიდა. ისტორიულ არქივებში, სამეფო დოკუმენტებზე, ბაგრატიონთა სრული გვარია - იესიან, დავითიან, სოლომონიან ბაგრატონიანი.
საქართველოს მეფეები წარმოშობით არიან დავითის სახლიდან და არიან ღვთით კურთხეული გვარი .სწორედ ამიტომ ამშვენებს,ბაგრატიონთა ღერბს, ბიბლიური დავითის ქნარი და შურდული და ასევე იესო ქრისტეს კვართი.(მე-4 საუკუნე)
ბაგრატიონები ბიბლიური დავითის შთამომავლები იყვნენ... ამას ადასტურებს წერილობითი წყაროები (სუმბატ დავითის ძე- "მოქცევაჲ ქართლისაჲს" ავტორი და ამბობს: "ნელადრე შეკრბა ქართლი და განაჩინეს ერისთავად გუარამ" ეხლა ვნახოთ რას ამბობს ვახტანგისეული ქართლის ცხოვრება (18 ს.): "ხოლო ესე გუარამ იყო დედით ხოსროიანი და მამით პანკრატიონი (ბაგრატიონის ძველქართული გამოთქმა). და ესე გაბრატონიანნი შვილისშვილნი და ნათესავნი არიან ამა გუარამისნი" ხოლო გუარამი ერისთავთ-ერისთავი გახდა მე-5 საუკუნეში, მას შემდეგ რაც დიდი ხნის მანძილზე გორგასლიანთა ანუ ხოსროიანთა დინასტიის მეფობა გაუქმებული იყო.
ბაგრატიონთა სამეფო დინასტია სათავეს იღებს ქართლში მე-5 საუკუნიდან.
ებრაელები არიან მოკლედ რომ ვთქვათ.
