|
ქართველი ხალხი მაინც ჩამოკიდებს სააკაშვილს ერთი ადგილით, თუ პუტინი არა.
- ბატონო ვლადიმერ, თავდაპირველად წარუდექით ჩვენს საზოგადოებას, თუ შეიძლება: ვინ ბრძანდებით პროფესიით, როდის და როგორ აღმოჩნდით რუსეთში, რითი იყავით დაკავებული, სანამ გახდებოდით ქართველი და რუსი ხალხების ერთობის ფონდის პრეზიდენტი?
დავიბადე 1951 წ. ბათუმში, სადაც, პროფესიული საქმიანობის გარდა, ვიყავი დაკავებული კრივით (ვარ საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი), ამასთან, როგორც მთავარმა მწვრთნელმა, მოვამზადე კარგი სპორტსმენების პლეადა.
1980 წლიდან გადავედი საცხოვრებლად ქ. ტაშკენტში. დავკავდი მეცნიერებით, დავიწყე წამყვანი ინჟინრის თანამდებობიდან და შემდეგ ვმუშაობდი: სამეცნიერო ლაბორატორიის გამგედ, ტაშკენტის მსუბუქი მრეწველობის ინსტიტუტის პრორექტორად, ქალაქ ტაშკენტის აღმასკომის თავმჯდომარის მაოდგილედ. 1987 წელს შევქმენი და ვხელმძღვანელობდი უზბეკეთში პირველ ქართულ ეროვნულ-კულტურულ ცენტრს. არჩეული ვიყავი ყველა ეროვნული დიასპორის ხელმძღვანელთა საბჭოს თავმჯდომარედ.
1996 წელს გადავსახლდი მოსკოვში, სადაც ვმუშაობდი საერთაშორისო და რუსეთის საინჟინრო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტად-სწავლულ მდივნად. ამჟამად ვარ ინოვაციური და საინვესტიციო სფეროს სპეციალისტთა მომზადების რუსეთის სახელმწიფო აკადემიის პრორექტორი სამეცნიერო ნაწილში. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
1983 წელს დავიცავი საკანდიდატო, 1990 წელს სადოქტორო დისერტაცია თემაზე: დიდი ქალაქის სოციალური და ეკონომიკური სისტემების მართვა.
მოვამზადე 47 მეცნიერებათა კანდიდატი და დოქტორი საქართველოსთვის, რუსეთისთვის, უზბეკეთისთვის. მოსკოვში განვაგრძე საზოგადოებრივი საქმიანობა, ვიყავი მეცნიერებათა აკადემიების რუსეთის საზოგადოებრივი კავშირის ვიცე-პრეზიდენტი. 2004 წელს ამირჩიეს რუსეთის ეროვნული გაერთიანებების კონგრესის 1-ლ ვიცე-პრეზიდენტად, ხოლო 2006 წლის ივნისიდან დღემდე ვარ ამ გაერთიანების პრეზიდენტი. იგი აერთიანებს 80-ზე მეტ ეროვნულ და საზოგადოებრივ ორგანიზაციას, რომლებიც ეთნოკულტურული საქმიანობით არიან დაკავებული.
1996 წლიდან პრეზიდიუმის წევრი, შემდეგ 1-ლი ვიცე-პრეზიდენტი ”რუსეთში მცხოვრებ ქართველთა საზოგადოებისა”, მანამ, სანამ ეს ორგანიზაცია (2007 წლის აპრილში), შევიდოდა ე.წ. რუსეთის ქართველთა კავშირში, სადაც გაწევრიანებაზე (ვიცე-პრეზიდენტის რანგში) მე უარი განვაცხადე იდეოლოგიური უთანხმოებების გამო და იმის გამოც, რომ მისი შექმნა რუსეთის კანონმდებლობის და საზოგადოების წესდების უხეში დარღვევებით მიმდინარეობდა.
- რუსეთის და საქართველოს ხალხის ერთიანობის ფონდი - მოგვიყევით ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ, რომლებიც თქვენ ჩაგიტარებიათ.
ამ ფონდს სათავეში ჩავუდექი 2007 წლის მაისში და დღემდე ვხელმძღვანელობ. ფონდი მხარდაჭერას უწევს საქართველოდან წამოსულ ნებისმიერი ეროვნების ადამიანს ჰუმანიტარულ, იურიდიულ, ეთნოკულტურულ და სხვა სფეროებში, ორგანიზებას უკეთებს ეროვნულ, რელიგიურ, კულტურულ და სხვა სახის ღონისძიებებს საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან თარიღებთან დაკავშირებით, ავითარებს რუსეთსა და საქართველოს შორის მეგობრულ კავშირებს, კულტურულ და ნაციონალურ ტრადიციებს, ატარებს კონფერენციებს, მრგვალ მაგიდებს, ფესტივალებს, რომლებიც ემსახურებიან საქართველოდან წამოსული ხალხის რუსულ საზოგადოებაში ადაპტაციას და ინტეგრაციას. ფონდის აქტიური მონაწილეობით (პროექტის ხელმძღვანელი - მეცნიერი, ბიზნესმენი და მეცენატი ვალერი საყვარელიძე) მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები მოსკოვში ორი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის და რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის ასაშენებლად თბილისში.
- ვისაუბროთ პოლიტიკაზე, რასაც ვერ გავექცევით. ბოლო დროს თქვენ, ჩვენი ჟურნალის ფურცლებზე, არაერთხელ შეეხეთ მისი უწმინდესობის, პატრიარქის ილია მეორის ვიზიტს რუსეთში, აგვისტოს ომის შემდეგ. გასაგებია, რომ თავად ვიზიტის საქართველოს კათოლიკოსის ვიზიტის ფაქტი დღევანდელ სიტუაციაში მნიშვნელოვანია. მაგრამ რამდენად პროდუქტიული შეიძლება იყოს მისი შედეგები, რადგან, დასამალი არაა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამოწურა ნდობის კრედიტი მოსკოვში?
კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის სიდიადე, მისი ავტორიტეტი რუსეთში და მთელ რელიგიურ სამყაროში, ალბათ ერთადერთია, რაც საქართველომ შეინარჩუნა ამ ბოლო წლებში. მის უწმინდესობას უკავშირდება ისიც, რომ მართლმადიდებელი სივრცე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა შენარჩუნებულია, ასევე იმედები, რომ მისი შუამდგომლობით და მის მიმართ რუსეთის ხელისუფლების და მთელი ხალხის დიდი პატივისცემის პირობებში, ქართულ-რუსული ურთიერთობები დათბება აგვისტოს ძმათამკვლელი ომის შემდეგ, რომელიც გააჩაღა სააკაშვილის ანტიქართულმა რეჟიმმა.
როგორც სწორად შენიშნეთ, საქართველოს ხელისუფლებამ ამოწურა ნდობის კრედიტი, ოღონდ არა მარტო რუსეთში, არამედ მთელ მსოფლიოში და თვით ”საქართველოს ამერიკელ მეგობართა” თვალში. მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია, საკუთარი ხალხის თვალში. ქართველმა ხალხმა ბოლო 5 წლის განმავლობაში იმდენივე უბედურება გადაიტანა ამ რეჟიმისგან, რაც ბოლო ასი წლის განმავლობაში მანამდე. ამიტომაც, სანამ ეს რეჟიმი ხელისუფლების სათავეშია, ქვეყანას კარგი არაფერი ელის. გაგრძელდება ისედაც კატასტროფულ მდგომარეობაში მყოფი ეკონიმიკური სიტუაციის გაუარესება, კულტურული და სულიერი ფასეულობების მოსპობა, ქართველი ხალხის საუკეთესო თვისებების დეგრადაცია.
ამასთან დაკავშირებით, მისი უწმინდესობის როლი, როგორც საქართველოს შიგნით, ისე მისი ვიზიტები და კონტაქტები რუსეთის ხელმძღვანელობასთან, დიდ მნიშვნელობას იძენს. სწორედ პატრიარქის მოღვაწეობამ დაუდო სათავე სახალხო დიპლომატიის პროცესების აღდგენას, სწორედ მასთან შეუძლია დიალოგის წარმოება რუსეთის ხელისუფლებას, მას უკავშირდება აღორძინების და აღდგენის იმედები საქართველოში. ეს ყველაფერი იწვევს სააკაშვილის გაბოროტებას და შურს. მაგრამ ის თამაშობს და ელაქუცება ქართველ ერს და ეკლესიას, ცდილობს რა გამოიყურებოდეს მართლმადიდებლად. სინამდვილეში, სააკაშვილი არის მაქცია, რომელიც ფეხქვეშ თელავს ჩვენს რწმენას და ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას, ხელს უწყობს საქართველოში ”იეღოვიზმის” და სხვა სექტების გაფურჩქვნას. სააკაშვილი მიზანმიმართულად ანგრევს ქართულ კულტურას, ტრადიციებს და მენტალიტეტს, ამკვირდებს ქვეყანაში უხამს და ქართველი ხალხისთვის უცხო ფსევდო კულტურას, რომელიც რყვნის ჩვენს ახალგაზრდობას.
სააკაშვილი შიშის და სიღატაკის საშუალებით წელში წყვეტს ქართველ ხალხს. გამუდმებული ტყუილებით, ის აჩლუნგებს და აზომბირებს ქართულ საზოგადოებას, ცდილობს გადააქციოს იგი უსახურ მასად, რომელსაც არ შეუძლია ფიქრი და სიტუაციის ანალიზი.
თქვენ მკითხეთ იმ ფაქტების შესახებ, რომლებიც უკავშირდება მის უწმინდესობაზე, კათალიკოს-პატრიარქზე ზეწოლას, მუქარებს და საფრთხესაც კი მისი სიცოცხლისთვის, ქართველი ხალხის მოღალატის, მიხეილ სააკაშვილის და მისი რეჟიმის მხრიდან. მე პირდაპირ გიპასუხებთ თქვენი შეკითხვის ”ფარულ ტექსტზე” და გეტყვით იმას, რის შესახებაც ჩურჩულებს მთელი საქართველო, მაგრამ ვერ ბედავს ღიად დაუპირისპირდეს ცოდვილს, რომელმაც ხელი აღმართა ქართულ საპატრიარქოზე და მის მეთაურზე.
- თქვენ მართლაც გაქვთ უტყუარი ინფორმაცია, რომ კათალიკოს-პატრიარქზე ხორციელდება ზეწოლა და მითუმეტეს, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება? ხომ არ არის ეს დაუდასტურებელი ბრალდებები?
მე ვწერდი ამის შესახებ ქართულ პრესაში, მაგრამ ამის გარეშეც, მთელმა საქართველომ, და არა მარტო მან, იცის იმ ცინიკური, უპრეცედენტო და ტოტალური კონტროლის შესახებ, რომელიც დააწესეს საიდუმლო სამსახურებმა საპატრიარქოსა, და პირველ რიგში, მის უწმინდესობის მიმართ. საუბარი იყო შემთხვევებზე, რომლებიც ჰგავდნენ მოწამვლის მცდელობებს, საპატრიარქოს ხელმძღვანელობიდან ძალადობით გადაყენების მუქარებზე, მცდელობებზე, რომ მისი უწმინდესობისთვის მოეხვიათ თავს ხელისუფლებისთვის სასურველი განცხადებები და პირიქით, მიეჩქმალათ არასასურველი განცხადებები, რომლებიც ააშკარავებდნენ რეჟიმის ანტიქართულ ქმედებებს. ვფიქრობ, ქართული საზოგადოებისთვის არც ის მუდმივი მეთვალყურეობა და მოსმენებია საიდუმლო, რომელსაც ხელისუფლების აგენტები აწარმოებენ პატრიარქის მიმართ. ასევე აღსანიშნავია ის ცინიკური მცდელობა, ილია მეორის წარმატებული ვიზიტი მოსკოვში გადაექციათ თავიანთ წარმატებად და პატრიარქი გამოეყვანათ ხელისუფლების ემისრად. ეს ყველაფერი ინიღბება ეკლესიაზე და მის უწმინდესობაზე ზრუნვის და მისდამი პატივისცემის საფარქვეშ.
ჩემი აზრით, ილია მეორის მორიგი ვიზიტი რუსეთის ახალი პატრიარქის ინტრონიზაციაზე არ შედგა არა იმდენად მისი ავადმყოფობის, არამედ უფრო მეტად აგონიაში მყოფი სააკაშვილის რეჟიმის ფარული ინტრიგების გამო, რომელმაც, ეშინია რა კათოლიკოსის კონტაქტებისა რუსეთის ხელმძღვანელობასთან, მორიგი თავდასხმა განახორციელა რუსულ ეკლესიაზე და ქართველთა დიასპორაზე რუსეთში. ნათელია, რომ სააკაშვილის მიერ პატრიარქთან სტუმრობის შემდეგ მისი უწმინდესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. არ ვიცი ზუსტად, რაზე შეეძლო ესაუბრა მას კათალიკოსთან, რუსი მღვდელმთავრების ლანძღვის და მათთვის ეფესბეს აგენტების იარლიყების მიკერების გარდა, რითაც საქართველოს ეკლესიის წინამძღოლს მესიჯს უგზავნიდა, რომ რუს იერარქებთან მისი ურთიერთობა არასასურველია, ისევე როგორც რუსეთში ქართულ დიასპორასთან და ქართველთა კავშირის ყრილობის მონაწილეებთან.
როგორც ცნობილია, ვინც ყველაზე ხმამაღლა ყვირის ”ქურდი, ქურდი”, თვითონაა ქურდი, გარდა ამისა, არ მესმის, რითია უკეთესი ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ფასიანი აგენტი, თანაც ოჯახთან ერთად (მისი ცოლიც ასეთია), ”კრემლის” ან ეფესბეს აგენტზე?
არაა გამორიცხული, საავადმყოფოს მონახულებისას, სადაც მისი უწმინდესობა მკურნალობდა, სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს შეეძლოთ ერჩიათ ექიმებისთვის გაეძლიერებინათ ”ზრუნვა” პატრიარქზე და ამით დაეყოლიებინათ ის, გაეუქმებინა მოსკოვში ვიზიტი სამედიცინო მოსაზრებების გამო, რითაც ცდილობენ ჩრდილი მიაყენონ ორი მოძმე ეკლესიის ურთიერთობას.
- რომელ მომენტებზე, გარდა ჩვენი და რუსების ერთიანობისა რწმენაში, უნდა გამახვილდეს ყურადღება, რომ გამოვიდეთ იმ ტრაგიკული მდგომარეობიდან, რომელიშიც აღმოჩნდა ქართულ-რუსული ურთიერთობები?
შევეცდები შედარებით მოკლედ გიპასუხოთ. გარდა რწმენისა, ერთობლივი ისტორიისა, ჩვენი კულტურების და ბედის გადახლართვისა, ყურადღება უნდა მივაპყროთ საქართველოს გადარჩენას და მის მომავალს. და, როგორც თქვენ ამბობთ, ქართულ-რუსული ურთიერთობების ტრაგიკული მდგომარეობიდან გამოსავალზე დამოკიდებულია იმ კატასტროფული სიტუაციიდან გამოსავალიც, რომელშიც დღეს საქართველო იმყოფება.
სააკაშვილის მოღალატური და დანაშაულებრივი რეჟიმის რაც შეიძლება სწრაფი შეცვლა და პროქართული მთავრობის ჩამოყალიბება დაეხმარება ჩვენს შორის დიალოგს, ყველა შეზღუდვის მოხსნას და შესაბამისად, ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური, პარტნიორული და ეკონომიკური კავშირების აღდგენას. საქართველოსთვის ნეიტრალური და მრავალვექტორული პოლიტიკა, მიმართული საკუთარი ინტერესების დაცვისკენ, იქნება ის პანაცეა, რომელიც იხსნის მას სრული კრახისგან და შემდგომი რღვევისგან.
გაიგეთ, ძვირფასო თანამემამულენო, რომ ამერიკას, რომელზეც ბევრი თქვენგანი დიდ იმედებს ამყარებდა, საქართველო არ ანაღვლებს. მას საკუთარი ეგოისტური ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ინტერესები აქვს, რომლებიც სრულიად არ ემთხვევა ქართველი ხალხის ინტერესებს. მას უბრალოდ სჭირდება ტერიტორია და მომსახურე პერსონალი ამ ტერიტორიაზე, რომელსაც გამოიყენებს და მიაგდებს.
ქართველი ხალხის საუბედუროდ, ამ ანტიქართული პოლიტიკის გამტარებელი არის 2008 წლის გაყალბებული არჩევნებით არჩეული პრეზიდენტი.
ხოლო რუსეთის ინტერესები და მისწრაფებები სამხრეთ კავკასიაში, მიუხედავად ყველა შეცდომისა, დასაბუთებულია მისი უსაფრთხოების და რეგიონში ტრადიციული როლის პოზიციიდან. რუსეთი ისედაც დიდხანს მშვიდად უყურებდა, თუ როგორ უცერემონიოდ და თავხედურად ფართოვდებოდა ნატო, მიუხედავად ყველა შეთანხმებისა. როგორ ალყას არტყამდა ის რუსეთს, თუმცა ”ვარშავის ხელშეკრულება” დიდი ხანია აღარ არსებობს. მეგობრებო, რუსეთს არ შეუძლია დაუშვას, მიუხედავად მისი დამოკიდებულებისა ქართველების მიმართ, რომ მის ირგვლივ რკალი შეიკრას და გარშემორტყმული აღმოჩნდეს. რაც მთავარია, ვერ ვხედავ ვერც ერთ მიზეზს იმისა, თუ რატომ უნდა ცდილობდეს საქართველო მანიაკალურად ნატოში შესვლას. სწორედ ეს გახდა ყველა იმ უბედურების მიზეზი, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა საქართველოს მოუტანა. პირადად მე ნამდვილად არ მსურს, რომ ნატოს ჯარისკაცები თელავდნენ და რყვნიდნენ საქართველოს, ისევე როგორც არ მინდა, რომ ჩვენი ქვეყანა იქცეს მძლავრი რუსული რაკეტების სამიზნედ. იმედი მაქვს, გესმით, რომ რამე რომ იყოს, ამერიკა შორსაა და ვერანაირი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა ვერ დაიცავს ქვეყანას. ნუთუ ეს გინდათ? საქართველოს უსაფრთხოების, დამოუკიდებლობის, ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობის ყველა ინეტერესი ძევს რუსეთში. საქართველომ გაყიდა მთელი თავისი ლიკვიდურობა, ყელამდე ვალებშია ჩაფლული და ცხოვრობს მათხოვრობით, რომელსაც იღებს მოღალატეობის სანაცვლოდ. ეს მათხოვრული დახმარებაც იძარცვება რეჟიმის მიერ. კონკურენციის გამო, არც ერთ ქვეყანას არ სჭირდება ქართული პროდუქცია, მისი ღვინო და სასმელები. არც ერთი ქვეყანა არ გაუღებს მასიურად კარს ქართულ სამუშაო ძალას. მე მგონი, ქართველები უკვე მიხვდნენ, რომ მხოლოდ რუსეთთან ტრადიციული კავშირები, მისი უზარმაზარი ბაზარი გადაარჩენს საქართველოს ეკონომიკას და მისცემს მას ამოსუნთქვის საშუალებას, ამასთან ერთად კი სტიმულს ჰუმანიტარულ, კულტურულ და სულიერ განვითარებაში.
ჩვენმა ხალხმა უნდა გააანალიზოს სიტუაცია და მთელი ჯაჭვი ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებებისა, რომლებმაც ქვეყანა მიიყვანეს დაშლამდე, მოსახლეობა კი ტრაგიკულ მდგომარეობაში ჩააგდეს. ამ ანალიზის დროს, საკუთარი მოქმედება და აზროვნებაც კრიტიკულად უნდა შეფასდეს, რადგან მხოლოდ სხვებისთვის პრეტენზიების წაყენება და მტრების ძიება არაფერს მოგვიტანს.
ვფიქრობ, ქართული უბედურებების ყველა ძირითადი მიზეზი და ძირითადი დამნაშავენი საქართველოში იმყოფებიან, პირველ რიგში ეს არის პრეზიდენტი მ. სააკაშვილი და მისი მარიონეტული რეჟიმი, შემდეგ კი ხალხის ის ნაწილი, რომელიც ბრმად მხარს უჭერდა მას და აქეზებდა ახალი ”გმირობების” ჩასადენად. ზუსტად ამ ნაწილმა უნდა გადააფასოს საკუთარი როლი შექმნილ სიტუაციაში და რაც შეიძლება სწრაფად მხარი დაუჭიროს პროგრესულ ძალებს და ოპოზიციას, რათა მოხდეს ახალი პრეზიდენტის და პარლამენტის დემოკრატიული წესით არჩევა.
- როგორი დამოკიდებულება აქვს ქართულ დიასპორას სააკაშვილთან და მის ”გუნდთან”? მოდით, ნუ მოვიტყუებთ თავს: დიასპორის მნიშვნელოვანი ნაწილი მხარს უჭერდა სააკაშვილს. მე მყავს ნაცნობი ქართველები, რუსეთში მცხოვრებნი და რუსეთის მოქალაქეები. ისინი მიყვებიან, რომ ქართულ დიასპორაში ბატონობდა ერთგვარი ”მიშაფილია”. თქვენი კოლეგაც კი - მ. ხუბუტია, რომელიც დღეს გამოცხადებულია ”კრემლის აგენტად”, საკმაოდ დადებით დამოკიდებულებაში იყო მასთან იმ დროს, როცა საქართველოს პრეზიდენტი ცდილობდა ქვეყანა შეეთრია ნატოში და ამით ძირი გამოთხარა ქართულ-რუსული ურთიერთობებისთვის. რითი მოხიბლა სააკაშვილმა ჩვენი თანამემამულენი რუსეთში და როგორია მათი დამოკიდებულება დღეს საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკის მიმართ?
იცით, ეს დიდი და რთულ კითხვაა, რომელზეც შევეცდები მარტივად გიპასუხოთ. არ მოგატყუებთ, რომ ამჟამად, სააკაშვილის და მისი პოლიტიკის მიმართ დიასპორის 98 პროცენტი უარყოფითად არის განწყობილი, რომელსაც მე და ჩემი წრე - საკმაოდ ფართო - ვიცნობთ და ურთიერთობა გვაქვს. ამასთან, გთხოვთ, არ ჩათვალოთ, რომ მე ვამტკიცებ, თითქოს ასეთივე მაღალი პროცენტი ამართლებს რუსეთის ქმედებებს, მათ შორის აგვისტოს მოვლენების დროს.
ქართული დიასპორის განწყობა მ. სააკაშვილის მიმართ იცვლებოდა დროის განმავლობაში, პრინციპში ისევე, როგორც საქართველოში. თუკი წინათ, პოზიტიური ცვლილებების მოლოდინის რეჟიმში, მას მხარს უჭერდა ხალხის დიდი მასა, 2006 წლისთვის ”მიშაფილიით”, როგორც თქვენ უწოდეთ, შეპყრობილი იყო მხოლოდ 30 პროცენტი, 2007 წლის ნოემბრისთვის მხარს უჭერდა 10 პროცენტამდე, ხოლო 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ”მიშაფილიას”, ისევე როგორც პედოფილიას, აღარავინ უჭერს მხარს, გარდა გარკვეული ორიენტაციის ადამიანებისა.
რაც შეეხება ჩემი კოლეგის, მ. ხუბუტიას საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობას, თავს შევიკავებ მისი განხილვისგან. პირადად მე მასთან კარგი ადამიანური და მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ჩვენ საკმაოდ ხშირად ვხვდებით ერთმანეთს და ვმსჯელობთ. მე შეძლებისდაგვარად და რაზეც მოთხოვნილება არსებობს, ვთანამშრომლობ მასთან და ვაძლევ რჩევებს, სხვა საქმეა, რამდენად გათვალისწინებულია ეს რჩევები. მ. ხუბუტია სერიოზული ადამიანია, გამოცდილი ხელმძღვანელი, რომელსაც ყველაფერზე საკუთარი შეხედულება აქვს, ამიტომ იქცევა ისე, როგორც საჭიროდ თვლის. მე, ჩემი მხრივ, ასევე ვიქცევი და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი შეხედულებები ბევრ საკითხში ერთმანეთს არ ემთხვევა, ეს ხელს არ გვიშლის ურთიერთობაში და ერთობლივი საქმის კეთებაში ჩვენი დიასპორის საკეთილდღეოდ. არ შეიძლება არ აღინიშნოს მისი მონაწილეობა ჰუმანიტარულ პროგრამებში, ის მხარდაჭერა, რომელსაც ის უწევს ჩვენს თანამემამულეებს.
- როგორ ახსნით იმ სიტუაციას, რომ ყოველ ჯერზე მოსკოვი ფაქტიურად დახმარების ხელს უწვდიდა სააკაშვილს? ასე იყო აჭარის ავანტიურის დროს 2004 წელს, როცა ასლან აბაშიძე მოსკოვში გადაიყვანეს, რათა ხელი არ შეეშალათ ”მიშასთვის” საქართველოს ”გაერთიანებაში”. მოსკოვმა ასევე სწრაფად სცნო აშკარად არალეგიტიმური არჩევნები 2008 წელს. და ბოლოს, რუსულმა ჯარმა დაინდო დანაშაულებრივი ომის გამჩაღებელი სააკაშვილი და პუტინის შეპირებული სასამართლოს ნაცვლად ჩვენ დღეს მომსწრენი ვართ ჩვენი ”მიშას” პიარ-კლოუნადის გაგრძელებისა. რაშია საქმე?
იცით, ”გადარჩენა”, ჩემი აზრით, მთლად ზუსტად შერჩეული სიტყვა არ არის. უფრო სავარაუდოა, რომ რუსეთის ხელისუფლების ზოგიერთი ნაჩქარევი და გაუთვლელი ნაბიჯი სააკაშვილის წისქვილზე ასხამდა წყალს. ამ დროს ჩვენ ვაკრიტიკებდით რუსეთის ხელისუფლებას, მივუთითებდით არასწორ გადაწყვეტილებებზე და მათი შემსრულებლების ქმედებებზე, როგორც ეს იყო, მაგალითად. 2006 წლის ოქტომბერში, როცა 5 რუსი ოფიცრის პროვოკაციული დაპატიმრების სანაცვლოდ რუსეთმა შემოიღო ემბარგო ქართულ პროდუქციაზე, აკრძალა სატრანსპორტო მიმოსვლა და ა.შ.
ამან, რა თქმა უნდა, დაარტყა დიასპორას, ისევე როგორც უბრალო ხალხს საქართველოში, რამაც საშუალება მისცა სააკაშვილს და მის ამერიკელ ”მეგობრებს”, რომლებიც დღეს ყოველ ქართულ კაბინეტში სხედან, შეებღალათ რუსეთის იმიჯი საერთაშორისო ასპარეზზე, გაებოროტებინათ და სიძულვილით დაემუხტათ ქართველი ხალხი.
აქ რუსეთი წამოეგი წინასწარ გამიზნულ პროვოკაციას, გამოცდილი პროვოკატორების მიერ დაგებულს, რომლებიც, უნდა ვაღიაროთ, პიარის და გათამაშებული პროვოკაციების მიხედვით, აშკარად სჯაბნიან რუსეთს.
რაც შეეხება ასლან აბაშიძეს, რუსეთს არ სურდა სისხლისღვრა და სამოქალაქო ომი აჭარაში, ის იმ დროს მხარს უჭერდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს და იმედი ჰქონდა, რომ სააკაშვილთან კიდევ შეიძლებოდა მოლაპარაკება, მაგრამ ამაშიც შეცდა. 2008 წლის გაყალბებულ არჩენებთან დაკავშირებით, რომლებსაც მე კვლავაც ასეთად ვცნობ, ალბათ აქაც რუსეთს არ სურდა გამოსულიყო ურთიერთობების საბოლოოდ გაწყვეტის ინიციატორად.
ხოლო რაც შეეხება დაპირებულ სასამართლოს მ. საააკაშვილის მიმართ, დამიჯერეთ, ის შედგება. სააკაშვილი მოღალატეა და საერთაშორისო დამნაშავე, ასე რომ თავისას ის კიდევ მიიღებს, თუ დროულად არ შეაფარებს თავს რანჩოს ტეხასში, სადაც მას მისი ვაი-პატრონი ელოდება.
ქართველი ხალხი მაინც ჩამოკიდებს მას ერთი ადგილით, თუ პუტინი არა.
- იქნებ საქმე ისაა, რომ არსებობს ხმები რუსეთის გარკვეულ წრეებში - პოლიტიკოსებსა და სპეცსამსახურებში - სააკაშვილის სერიოზული ლობის არსებობის შესახებ. ამბობენ, თითქოს ამ წრეებს აწყობთ საქართველოს სათავეში მყვირალა, კონფრონტაციული, მაგრამ სუსტი პოლიტიკოსის ყოფნა - ასე უფრო იოლია საქართველოსთვის მისი ტერიტორიის ნაწილების წაგლეჯვა და ამასთან ერთად, ხელის მოთბობა იმ ”დახმარებაზე”, რომლებიც გაეწევა სხვადასხვა სეპარატისტებს, ახლადგამოჩეკილ ”მოკავშირეებს”, რომელთა გარეშე რუსეთს ”ძალიან უჭირს”.
არ მსმენია არაფერი კონკრეტული რუსეთში სააკაშვილის სერიოზული ლობისტების შესახებ და ჭორებზე დაყრდნობის გარეშე გიპასუხებთ, რომ რუსეთი არ აპირებდა საქართველოსთვის არაფრის წაგლეჯვას. რუსეთს გვერდით სჭირდებოდა ნეიტრალური, მთლიანი, სტაბილური და კეთილმეზობლური საქართველო, ადეკვატური პროქართული ხელისუფლებით სათავეში.
რუსეთს სრულიად არ სჭირდებოდა ის თავის ტკივილი და ფინანსური დანახარჯები, რომელთა გაღებაც ახლა მას უწევს ამ ტერიტორიებზე, და რა თქმა უნდა, არ სჭირდებოდა ის ომი, რომელმაც შეიწირა რუსი ჯარისკაცების და ოფიცრების სიცოცხლე.
ფულის გათეთრებისთვის კი სრულიად ზედმეტია ასეთი მსხვერპლი, ამის ბევრი საშუალება არსებობს, მათ შორის ე.წ. ეკონომიკური კრიზისი.
- რას იტყვით თემურ ალასანიაზე - საკადრო ჩეკისტზე და ”მიშას” ღვიძლ ბიძაზე? მან თავისი გავლენა ”შესაბამის” რუსულ წრეებში მთლიანად დაკარგა?
არ ვამტკიცებ გადაჭრით არაფერს, რადგან არ ვტრიალებ საკადრო ჩეკისტების წრეში, მაგრამ არ ვიცნობ რა პირადად თემურ ალასანიას და მის დისშვილ მიშას, შემიძლია ვთქვა, რომ, ჩემი მონაცემებით, პირველს არანაირი გავლენა არ გააჩნია რუსეთში, ხოლო მეორე ითვლება მხდალ, არაადეკვატურ, გაყიდულ პოლიტიკოსად.
- შეგეკითხებით კიდევ ერთ საინტერესო პერსონის შესახებ - გრიგოლ ვაშაძე, საგარეო საქმეთ მინისტრი - რუსეთის მოქალაქეა, რომელსაც, მისივე სიტყვებით, ჰყავს მეგობრები რუსულ ” МИД”-ში. ამავე დროს, იგივე ვაშაძე (ამაზე წერდა ჩვენი ჟურნალი) ტელეკამერების წინ აცხადებს, რომ რუსეთს ფსიქიატრი სჭირდება… როგორ მოგწონთ ასეთი მინისტრი?
მთავარია, რომ ბატონი ვაშაძე მოსწონდეთ საქართველოში და მოჰქონდეს მისთვის სარგებლობა, მაგრამ ვიტყვი, რომ ის არ იყენებს დიპლომატიის ენას, და რადგან ასეა, იმის გათვალისწინებით, რომ ვაშაძე არაადეკვატური მიშიკოს გუნდში იმყოფება, აშკარაა, მიშიკომ მასაც რაღაც ჩაარტყა თავში, როგორც ამასწინდელ პრემიერ-მინისტრს. ამიტომ ფსიქიატრი და ექიმი მას უფრო სჭირდება. თუმცა, როგორც რუსეთის მოქალაქეს, მას შეუძლია იმედი ჰქონდეს, რომ უფასოდ და გაძლიერებულად უმკურნალებენ.
- რა ინფორმაცია გაქვთ 2 თებერვალს დაგეგმილ ქართველთა კონგრესზე რუსეთში? ეს ინფორმაცია, როგორც იცით, გახდა საფუძველი ”მოღალატეთა” ძიების ახალი კამპანიის დასაწყებად…
რაც შეეხება მოსკოვში დაგეგმილ ”ქართველთა კავშირის” ყრილობას, რომელიც 3 თებერვალს შედგება, ეს წესდებით გათვალისწინებული ყრილობაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ორგანიზაციისა, რომელიც ქართველების ნაწილს აერთიანებს.
ვერ გამიგია, რატომ ატყდა ასეთი აურზაური საქართველოში და რაში სჭირდება ასეთი პიარ-კამპანია თავად ქართველთა კავშირს? როგორ არ უნდა გიყვარდეს საკუთარი ხალხი, რომ ასე ვერაგულად ექცეოდე მას, შეურაცხყოფდე ქართულ დიასპორას და ყველა ოპონენტს აწებებდე სხვადასხვა იარლიყებს? რა დაგიშავეს რუსეთის ქართველებმა, რომლებიც, მშიშარა პრეზიდენტისგან განსხვავებით, არ არცხვენენ საკუთარ ქვეყანას და პირიქით, ცდილობენ სახელი გაუთქვან მას მსოფლიოში? მე პირადად მივესალმები ქართველი ხალხის შეკრების ყოველ იდეას, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში რამდენადმე არ ვეთანხმები დაგეგმილი ყრილობის კონცეფციას. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ მ. ხუბუტიასთან, შევთანხმდით, რომ ჩემი გამოსვლა იქ იქნებოდა ამოვარდნილი უნისონიდან. ჩემი აზრით, შემოთავაზებული იდეები და გადაწყვეტილებები ამ ყრილობაზე ბოლომდე რადიკალური არაა და დაკონკრეტებას მოითხოვენ.
საერთოდ კი, მე არ ვარ ამ კავშირის წევრი, ასე რომ პერსონალური მიწვევა არ მიმიღია და ალბათ არ დავესწრები ყრილობას, მათ შორის იმ გარკვეული განსხვავებული აზრების გამო, რაც ეხება თავად ყრილობის ჩატარებას და საქართველოში შექმნილ სიტუაციას.
მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩემი და ხუბუტიას ურთიერთობები გაუარესდა, ჩვენ განვაგრძობთ შეხების წერტილების და საერთო ძალისხმევის სფეროების ძიებას ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ.
31 იანვარს, გადაცემა ”პოსტსკრიპტუმში”, ტელეარხ რუსთავი-2-ზე, მე გამომაცხადეს ამ ყრილობის ორგანიზატორად, მაგრამ ფაქტია, რომ ეს მორიგი ტყუილია. რატომღაც დაიწყო მუსირება, რომ მოსკოვის მთავრობამ ჩვენს ფონდს გამოუყო საოფისე ფართი 264 კვ. მ შეღავათიან ფასად. ძვირფასო ცილისმწამებელნო, ყოველი ნორმალურ ადამიანს, მათ შორის საქართველოში, უნდა უხაროდეს ის ფაქტი, რომ მისი დიასპორის ორგანიზაციას სხვა ქვეყანაში გამოუყვეს შენობა ოფისისთვის.
ეტყობა, დიდხანს ეძებდით, როგორ გეკბინათ პროფესორ ხომერიკისთვის, რომელმაც გაბედა თავისი აზრის ღიად გამოხატვა საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ. მე რომ სააკაშვილი მექო და მედიდებინა, ალბათ ეროვნულ გმირად გამომაცხადებდით, მაგრამ რადგან ვაკრიტიკებ და ბრალს ვდებ მოღალატური პოლიტიკის გამო, ამიტომ საჭირო გახდა სასწრაფოს კომპრომატის მოძებნა. სამი წელი ეძებდნენ და ვერაფერი იპოვეს: სპეცსამსახურებთან კავშირი ვერ აღმოაჩინეს, ოლიგარქი არ ვარ, მჭიდრო კავშირები ლუჟკოვთან, კობზონთან, ან ჟირინოვსკი-ზატულინთან არ ფიქსირდება, არც მაღალი თანამდებობები მჭერია, არც რუსეთის სახელმწიფოს ჯილდოები მიმიღია. დაკავებული ვიყავი მეცნიერებით, უბრალო დოქტორი და პროფესორი გახლავართ… უფროსობა კი მოითხოვს კომპრომატს და ამ დროს გაიგეს რაღაცა ინფრომაცია ამ ოფისზე, რომელიც ორგანიზაციას გამოეყო ჯერ კიდევ ჩემს იქ მისვლამდე. მეორეც, მიუხედავად 2008 წლის აპრილში ხელმოწერილი ხელშეკრულებისა, ჩვენ ჯერ კიდევ არ შევსახლებულვართ შენობაში და არ ვსარგებლობთ მისით. მესამე, მოსკოვში, ალბათ თბილისისგან განსხვავებით, მიღებულია საზოგადოებრივ ორგანიზაციებს იჯარით გადაეცეს ფართები, მეოთხე, არსებობს მოსკოვის მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც არაკომერციულ ორგანიზაციებს ოფისი იჯარით გადაეცემათ მინიმალურ ფასებში და არა 50 დოლარად 1 კვ. მ.-ში წელიწადში, არამედ 1000 რუბლად.
ასე რომ, შუაზეც რომ გაიხენ, ვერაფერს გამოგვიჩხრიკავენ. ქართველი ხალხის და ჩვენი სამშობლოს მოღალატეებს კი, როგორც ვებრძოდი, ისევე შევებრძოლები. უფრო მეტი ენერგიითაც კი, რომ დამნაშავე ციხეში იჯდეს, საქართველომ ღირსეული ხელისუფლება აირჩიოს, ხალხმა ნორმალურად იცხოვროს და ქვეყნებს შორის აღდგეს კეთილმეზობლური ურთიერთობები.
- დავუშვათ, რუსეთმა აღადგინა კომუნიკაციები საქართველოსთან, განაახლა ვიზების გაცემა საქართველოს მოქალაქეებზე. და რა, ჩვენ ამით კმაყოფილი უნდა ვიყოთ და ტაში დავუკრათ? განა ეს არის იმ პრობლემების გადაწყვეტა, რომლებიც არსებობს ორმხრივ ურთიერთობებში? როგორ ხედავთ ამ ურთიერთობების სრულმასშტაბიან მოწესრიგებას?
ეჭვგარეშეა, საჭიროა კომუნიკაციების, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, დიალოგის წარმოება არა მარტო რუსეთთან, არამედ აფხაზეთთან და ცხინვალთან. ამ ტერიტორიების გამოყოფა და მათი ცნობა შედეგია იმ დანაშაულებრივი პოლიტიკისა, რომელსაც ატარებდა მ. სააკაშვილი და როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს ჩვენთვის, თუნდაც არ შეგვეძლოს შინაგანად ამასთან შეგუება, უნდა აღვიქვათ ეს, როგორც მოცემულობა და გვესმოდეს, რომ ამაში ყოველი ჩვენგანის დანაშაულია, რადგან საშუალება მივეცით დამოუკიდებელი საქართველოს სამივე ხელმძღვანელს ეწარმოებინათ ის პოლიტიკა, რამაც მიგვიყვანა ამ შედეგამდე.
კონსტრუქციული დიალოგის დაწყების შემთხვევაში, ურთიერ
|