↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
საქართველოში

საქართველოში იბადებოდნენ
და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე:
ეჰ... წუთით მაინც დაბრუნდებოდეს
ჩვენი ბავშვობა და სილამაზე.
თავს არ მოიკლავს ქართველი, არა,
ის შეიძლება, ბრძოლაში მოკვდეს
ერთი იმედით: სიცოცხლე მარად
გაგრძელდეს ქვეყნად და განმეორდეს.
საქართველოში როცა კვდებოდნენ,
უფრო და უფრო წუხდნენ ამაზე:
ეჰ, წუთით მაინც დაბრუნდებოდეს
ჩვენი ბავშვობა და სილამაზე!
ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგვდევს,
ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს!
ჩვენ, შეიძლება, ბრძოლაში მოვკვდეთ,
მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს.
რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს,
სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ
და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს,
როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Dec 2008
Posts636
კარმა0
OFFLINEPROFILE
ჩემივე მოდგმის შემრცხვა,
გულზე რომ გადამიარა
ადამიანმა - მხეცმა
და მხეცმა - ადამიანმა.

მაინც მიშველა ერთმა
როს მომიშუშა იარა,
ადამიანმა - ღმერთმა
და ღმერთმა - ადამიანმა!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ჰა, საღამოა, შუქი ინთება,
საღამო ისევ მიწას მოება.
ძვირფასო, თითქოს ეს გარინდება
ნიშნავს გრიგალის მოახლოებას.
გული წაიღეს ცივმა ქარებმა,
რა ვქნა, როდესაც მებრძვის დროება.
ძვირფასო, თითქოს ეს მწუხარება
ნიშნავს წამების მოახლოებას.
ნოემბერია, სულში მოთოვა,
საღამო ისევ მიწას მოება.
ძვირფასო, თითქოს ეს შემოდგომა
ნიშნავს სიკვდილის მოახლოებას.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined09 Jan 2009
Posts95
კარმა0
OFFLINEPROFILE
ასე მძიმეა შიში სიკვდილის

ასე მძიმეა შიში სიკვდილის,
ასე ერთი და მუდამ იგივე.
და ისევ დარდით და ისევ დილით
ალლიდი ოტტოს საფლავთან მიველ.
ქრის დღე და ღამე, ყოველთვის ორი
და ეს ოცნება მზესავით დადის.
დავდივარ ნელა საფლავებს შორის
და ირგვლივ ბრწყინავს დღე ორშაბათის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined09 Jan 2009
Posts95
კარმა0
OFFLINEPROFILE
გული მტკივა და ოცნებას მივსდევ

გული მტკივა და ოცნებას მივსდევ,
როდის იყო ცა ასეთი მუქი.
შენი თვალი მაფიქრებდა ისე,
როგორც დღისით ანთებული შუქი.
და გადიან ეს დღეები წმინდა,
დაბერება ხომ მოელის მზესაც.
ახლა წადით, სიმარტოვე მინდა,
ახლა ვუმზერ დამშვიდებულ ზეცას.
ვიცი, მე შენ გამიწიე მტრობა,
მაინც მოხვალ და საყვედურს მეტყვი.
ისევ ვეძებ მარადიულ ყოფას,
სიკვდილია სიცოცხლეზე მეტი.
გული მტკივა და ოცნებას მივსდევ,
როდის იყო ცა ასეთი მუქი.
შენი თვალი მაფიქრებდა ისე,
როგორც დღისით ანთებული შუქი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined09 Jan 2009
Posts95
კარმა0
OFFLINEPROFILE
ბედის იქით!

დავხუჭე თვალი, გულის სიღრმეში
რომ დამენახა რამე ნათელი
და მოვიგონე ნეტარნი დღენი
და გაზაფხული უკანასკნელი.

რა ადრე მოკვდა. რა ადრე მოკვდა!
ახლა ღამეა... ქვითინებს ქარი,
რომ გამახსენოს ტკბილი წარსული
და მოგონების სახე ნეტარი.

მაგრამ ვის ველი. ან რად ვღონდები,
განა არა მაქვს წინ მომავალი?
რად ჩავიგონო გზის უმიზნობა.
რად ავარიდო სიცოცხლეს თვალი?

ვის შევუშინდე? რას შევუშინდე?
დავიწყებული სად არის ჩრდილი?
დაბრკოლებები? - უამისოდ ხომ
არც გმირობას აქვს ქვეყნად ადგილი?

წავალ, გავყვები ამ სევდიან გზას.
ზღვათა ქუხილით. წყალთა ლიკლიკით...
და დავამკვიდრებ დაღლილ სიცოცხლეს
შორს, სხვა ედემში! შორს, ჩემს ბედს იქით!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2008
Posts621
კარმა65
OFFLINEPROFILE
კაცი მიდიოდა ერთი,
შუბლზე სიყვარულის მზეთი,
"ნეტავ შემახვედრა ვინმე"
ნატვრა არა ჰქონდა მეტი...
ნატვრა იმედისას ბჭობდა,
მაღლა იცინოდა ღმერთი!
ჩრდილი, კაცი, სილუეტი,
ლანდი, მოჩვენება, ფეთი,
იყო მარტოსული კაცი,
გზაშიც, სიყვარულშიც ერთი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined16 Nov 2007
Posts771
კარმა50
OFFLINEPROFILE
წინასწარ ვიხდი დიდის მოწიწებით,ბოდიშს.
რატომ?
იმიტომ ,რომ არ მინდა ვინმეს გული ვატკინო,მაგრამ...
ყველაფერზე ვწერთ:სიხარულზე,მწუხარებაზე ,სიყვარულზე,რწმენაზე,თავდადებაზე,გმირობაზე,
პატრიოტიზმზე და სიკეთის გაღებისთვის,თითქოს, ერთმანეთსაც კი ვეჯიბრებით.
როგორ არ მინდა ,ეს სიტყვა "თითქოს",აქ რომ მეხმარა.
ვაი ,რომ მართლაც თითქოს და არა ნამდვილად!
თურმე," ნამდვილად ",სიკეთისა და დახმარების გაღება,დაგვიწყებია ქართველებს !
და ვისაც გაინტერესებთ რატომ ?
დამისვით კითხვა ,რ ა ტ ო მ ?
ხომ გაინტერესებთ?!
გამომეხმაურეთ,აუცილებლად გიპასუხებთ!

ps:სიაში მყოფი 21კაცი, ამ კითხვას ნუ დამისვავს(გამგები გაიგებს).

სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
პატარა გოგოს მოჰყავდა ჩვილი
გულზე სათუთად ატატებული,
პატარა დედის პატარა შვილი
ბედის ვარსკვლავზე დაბადებული —
ჰგავდა ოცნებას — უკვე ახდენილს,
მასში განგების ხელი ერია,
ნაზი ფერია ანგელოზითურთ
ისე საოცრად მშვენიერია...
დიდება, ღმერთო! მადლის მომფენი
წყალობა რომ არ დააგვიანე
და მარადიულ სიცოცხლის კვირტი
ერთ არსებაში გაამთლიანე...
პატარა გოგოს სამყაროსხელა
ღიმილი ჰქონდა — სანდო და თბილი
და ახდენილი ოცნებასავით
ხელში ეჭირა პატარა შვილი!..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი,
ახლა მიგონებს ალბათ ზოზია.
გალაკტიონში არის დემონი
და ჩემში უფრო ანგელოზია.

ყოველდღე ვიღებ ძვირფას ბარათებს,
ბაღში მივდივარ, ეს დღე ცივია.
გალაკტიონში მიწა ანათებს
და ჩემში უფრო ზეცის სხივია.

შორს ქარი კივის, ახლო მტერია,
ახლა ღამდება, შვიდია სრული.
გალაკტიონში ლურჯი ფერია
და ჩემს ლექსიდან მოჩანს უფსკრული.

ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი,
ახლა მიგონებს ალბათ ზოზია.
გალაკტიონში არის დემონი
და ჩეში უფრო ანგელოზია....

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ტაძარში

ნოემბრის ქარში ცივ ქუჩაში მოხეტიალეს
შემაკრთობს ზარი და ტაძარში შევალ შემთხვევით.
მოვისმენ ღაღადს. ძველი გრძნობა უცებ იელვებს.
ავანთებ ცრემლით ჩემს წამწამებს და ჯვარს ვემთხვევი.

არ ვიცი ბრძენი განცდადს ამგვარს თუ რას დაარქმევს:
არა მწამს ღმერთი და მის სახლში რა მეტირება!
გამოვა მღვდელი. საცეცხლური სურნელს დააკმევს
და ჩემი ფიქრი ცისფერ კვამლში ჩაიძირება.

სიყრმის ბურუსში გაბრწყინდება დრო შორეული:
აღდგომა ღამე. დააღდგომო თეთრი ხალათი.
მამის საფლავზე დედაჩემი ცრემლმორეული.
იქვე სანთელი და სააკურთხით სავსე კალათი.

საბრალო დედა! ჩემი გრძნობა უზენაესი
შენს მწუხარ სახეს განუწყვეტლივ გარს ახვევია.
კეთილო დედა! ჩქარა გაქრა ჩემი მაისი,
და ბნელი ღამე, ო, რა მძიმე გასარღვევია!

წკრიალებს ვერცხლის საცეცხლური, და საკმეველი
აღსავლის კარებს ცისფერ ღრუბლად ენარნარება.
მორწმუნეთ შორის ვდგავარ უცხო კათაკმეველი,
მაგრამ „განვედი“ ჩემს ოცნებას არ ეკარება.

თავდება ლოცვა. ახსენებენ ჯვარზე ნაწამებს.
დამავიწყდება, რომ შემოველ მე არ შემთხვევით.
ავანთებ ცრემლის ნაპერწკლებით დახრილ წამწამებს.
გადავდგამ ნაბიჯს მოწიწებით და ჯვარს ვემთხვევი

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 May 2008
Posts292
კარმა0
OFFLINEPROFILE
არაფერს ვნატრობ, ოღონდ მოთოვოს,

მანდაც მოთოვოს და გაგახსენდე.

თოვლმა ჩემს წილად ფიქრი მოგთხოვოს

და გაგახსენდე სულ არაფერზე...


არაფერს ვნატრობ,ახლა მოგაკლდე,

დღეს აგტკივდე და დღეს მოგენატრო,

ყველა ოცნება, რაც შენ მოგანდე,

ჩემეულ ფიფქად შემოგემატოს.


მანდაც მოთოვოს, როგორც თბილისში,

როგორც ჩემსობას ანდა ჩემამდე,

დღეს გაგახსენდე სწორედ ძილის წინ,

მერე გესიზმრო და გაგეხარდე...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Feb 2008
Posts2059
კარმა46
OFFLINEPROFILE
will, ძლიან კარგი ლექსია,:( კარმა ჩემგან და =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 May 2008
Posts292
კარმა0
OFFLINEPROFILE
ალექსანდრა, მადლობა =ko=

ფიქრი – იმღვრევა,

ნისლი – იმქვრევა,

ცხოვრება – ირევა წამში,

დავდივართ,

დავეძებთ,

ვპოულობთ და ვკარგავთ

ცხოვრების თანამგზავრს ხალხში,

გეძებდი...

გიპოვე...

და ისევ დაგკარგე,

თითქოს – არ იყავი ის კაცი...

და ისევ...

ფიქრები – აიმღვრა,

ნისლები გაქრა და...

ცხოვრებაც აირია წამში.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 May 2008
Posts292
კარმა0
OFFLINEPROFILE
მე ჩავიცვამ ფოთოლცვენის კაბას,

მერე ჩუმად გამოგყვები სახლში,

გადავწმინდავ მტვრიან ფანჯრის რაფას

ჩავრგავ გრძნობას პაწაწინა ბაღში.

მოგიდუღებ გარიჟრაჟის ფაფას,

ზედ დაგაფენ გიშრის დალალს გაშლილს

დაგილაგებ აზრებს,როგორც ჩანთას

გაგფრენია შემოდგომის ქარში.

დილით შენი გული ხელით დამაქვს,

სკდება ვნება აზვირთებულ ტანში,

უსასრულოდ დარდიანი გზა მაქვს

გაჩერება!
შენთან მოვალ სახლში.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი