↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 3335 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2007
Posts825
კარმა60
OFFLINEPROFILE
bubusuna wrote:
ციტატა:
ტარტალეტკა, სიხარულო, ელჩს დაველოდები და საღამოს აუცილებლად დავწერ პასუხს:)

ახლა ახალ კითხვას დავწერ:)

ბუშმენები, წვიმა რომ წამოვიდეს ,თავის ღმერთებს ათასგვარ შესაწირს წირავენ და მხურვალედ ლოცულობენ მათზე. რას უშვებიან ბუშმენები მათ მაშინ, თუ წვიმა მაინც არ წამოვიდა?:)

ჭამენ:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ბატატარი, არა, არ ჭამენ:side: :side:

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
რომელი ქვეყნის არჩევნებში იღებდა მონაწილეობას პარტია-"მოძრაობა ოჯახში მამაკაცის უფლებებისთვის"?:side: :side: აბა თუ მეტყვით?=zer=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2007
Posts825
კარმა60
OFFLINEPROFILE
შვეცია!:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
არა:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
ბაგრატიონთა წარმომავლობის შესახებ

ლეგენდა ბაგრატიონთა წარმომავლობის შესახებ სათავეს იღებს ბიბლიური გადმოცემიდან.თქმულება მოგვითხრობს,რომ სოლომონ დავითის ძის შვიდ ვაჟს,"ფილისტიმელთა ქვეყნიდან"(პალესტინიდან) დევნილთ,კავკასიამდე ჩამოუღწევიათ.სამმა მათგანმა,რომლებიც სომხეთში დარჩნენ,შემდგომში ბაგრატუნთა დინასტიას დაუდო დასაბამი,დანარჩენი ოთხი კი ტაო-კლარჯეთში,სპერში დასახლდა.მატმა შთამომავლებმა დიდი გავლენა მოიპოვეს,ხოლო მე-4-ე საუკუნეში მათი ჩამომავალი - გუარამ ბაგრატიონი უმეფოდ დარჩენილი ქართლის ერისმთავარი ხდება.სწორედ მისგან იღებს სათავეს ქართველ ბაგრატიონთა საგვარეულო,მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი სამეფო დინასტია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
კითხვა:

რომელია საქართველოში,პირველი ღვთისმშობლის ხატი.ვისი დავალებით და ვის მიერ იყო ჩამობრძანებული იერუსალიმიდან.როგორ მოიხსენიება ეს ხატი საქართველოში?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
მედი-საბერძნეთში, რომ დაამზადებინეს ასლი, იმ ხატზეა შეკითხვა?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
bubusuna wrote:
ციტატა:
ელჩი, მართალი ხარ, რაღაც ძაან "დავჩლუნგდით", ამ თემას რატომღაც გვერდს ვუვლით:)
მოდი, ერთ კითხვას მე დავსვავ ახლა:

მეთვრამეტე საუკუნეში ინგლისში აწარმოებდნენ ერთ-ერთი საკვები პროდუქტის განსაკუთრებულ სახეობას სამხედრო ხომალდის ეკიპაჟისთვის. მისი ფორმა,ზომა და სიმკვრივე წისქვილის ქვას შეეფერებოდა. ამ პროდუქტით წარმატებულად ცვლიდნენ ზარბაზნის დაკარგულ თვალს, აბორდაჟის დროს ესროდნენ მოწინააღმდეგეს, მას ისროდნენ ზარბაზნიდან, როცა ტყვია-წამალი უთავდებოდათ, სიმშვიდის დროს მეზღვაურები იყენებდნენ სასადილო მაგიდად, ისე კი ის იყო ძალიან გემრიელი და სასარგებლო პროდუქტი.
რაზეა ლაპარაკი?:)

ყველი უნდა იყვეს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
მედი
დაუჯდომელი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის
ხატი "სწრაფლშემსმენელი"
????

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
მედი, მე როგორც ვიცი საქართველოში პირველად შემობრძანებული ღვთისმშობლის ხატია
აწყურის ღვთისმშობლის ხატი,რომელიც ანდრიაპირველწოდებულმა შემოაბრძანა საქართველოში. ხატის შექმნის ისტორია კი ასეთია:მაცხოვრის ამაღლების შემდეგ მოციქულებმა წილი ყარეს, ვინ სად წასულიყო საქადაგებლად. ღვთისმშობელს წილად საქართველო ხვდა. უკვე გადაწყვიტა კიდევაც, წამობრძანებულიყო, მაგრამ მოწევნულ იყო ჟამი მისი მიძინებისა. და აი, ეჩვენა ღვთისმშობელს ძე თვისი, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, და უთხრა: „დედაო ჩემო, არა უგულებელსვყო ერი იგი საზეპურო უფროის ყოველთა ნათესავთა, მეოხებითა შენითა მათთვის... წარავლინე პირველწოდებული ანდრია შენს წილხვედრ ქვეყანაში და თან გაატანე შენი ხატი... შენ წილ ის ხატი მკვიდრობდეს მცველად მათდა უკანასკნელ ჟამამდეო“.

„შვილო ანდრია, - უთხრა დედა ღვთისამ მოციქულს, - ჩემს სულს დიდად უმძიმს, რომ ჩემს წილხვედრ ქვეყანაში ჩემი ძის სახელს არ ქადაგებენ, მაგრამ როცა საქადაგებლად ვაპირებდი გამგზავრებას, გამომეცხადა სახიერი ძე ჩემი და დარჩენა მიბრძანა. შენ უნდა წახვიდე იქ, ქვეყანას ჩემსა წილხვდომილსა, წაასვენო სახე ჩემი და სახე ძისა ჩემისა, რათა ვიყო გამგებელი მათი ცხოვრებისა, ხელი აღვუპყრა და შევეწიო და არავინ მტერთაგანმა სძლიოს მათ“. „იყავნ ნება შენი, ყოვლადწმინდაო, - მიუგო მოციქულმა, - და ნება ძისა შენისა“. მაშინ ღვთისმშობელმა მოითხოვა ფიცარი, მიიდო სახეზე და ფიცარზე მისი ხელთუქმნელი ხატი გამოისახა.

მისცა დედა ღვთისამ ხატი ანდრია მოციქულს და დალოცა: „სადაც არ უნდა წახვიდე, მადლი და შეწევნა ჩემგან შობილისა უფლისა გდევდესო თან... მეც შეგეწევიო ქადაგებაში“. წმინდა ანდრია ყოვლადწმინდა ქალწულის წინაშე დაემხო და მადლობა შესწირა. შემდეგ აიღო წმინდა ხატი და საქართველოსკენ გამოემართა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ელჩი გიო, მართალი ხარ=sher= =sher= =sher= ყველია, ყველი:)
ხომ ხედავ, შენ გელოდებოდი და პასუხი არ დავწერე:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ელჩი, სხვა კითხვებსაც გადახედე:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
bubusuna wrote:
ციტატა:
ტარტალეტკა, სიხარულო, ელჩს დაველოდები და საღამოს აუცილებლად დავწერ პასუხს:)

ახლა ახალ კითხვას დავწერ:)

ბუშმენები, წვიმა რომ წამოვიდეს ,თავის ღმერთებს ათასგვარ შესაწირს წირავენ და მხურვალედ ლოცულობენ მათზე. რას უშვებიან ბუშმენები მათ მაშინ, თუ წვიმა მაინც არ წამოვიდა?:)

დასტირიან, ცრემლებით ასველებენ კერპებს.=haa=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
ბუბუსუნა
მართალი ხარ,ანდრია პირველწოდებულის მიერ იყო ჩამოტაილი ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი,რომელიც აწყურის ღვთისმშობელის სახელით არის ცნობილი.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 3335 posts ] 
დესპანი