↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ამის პატრონმა რა ქნას?


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 255 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined11 Nov 2007
Posts464
კარმა74
OFFLINEPROFILE
დიდი მადლობა თამოოოო=ko= =ko= =ko=
სურათი აღარ არსებობს

ამის პატრონმა ყავა მომიდუღოს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts373
კარმა14
OFFLINEPROFILE
http://up.pixgeo.com/out.php/i10769_011938.gif
[IMG]http://up.pixgeo.com/out.php/i10769_011938.gif[/IMG] ---=ko=

ამის პატრონმა ერთი სურათი დადოს . ლამაზი სასაცილო.:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Feb 2008
Posts1037
კარმა85
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined13 Jun 2007
Posts1101
კარმა71
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს
საყვარელია ხო???

ამის პატრონმა წაიღიღინოს თუ უნდა...:)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
წავიღიღინე კი არა და კარგადაც ვიმღერე, ნინოჩკა, ხომ მოგეწონა???

ამის პატრონმა თავისი ნატვრა თქვას, რაც ყველაზე ძალიან უნდა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Feb 2008
Posts1037
კარმა85
OFFLINEPROFILE
ჩემი ნატვრაა ჩემ ნატალისთან ჩამახუტა,ან სულ ერთი წამით გამაჩინა

ამის პატრონმა კი რამე სასიამოვნო ისტორია მოყვეს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
თამო ეს წაიკითხე, კარგია.

შენი წყლები აიმღვრა, განგა

------------------------------------------------

უჰ... უჰ... რაც იყო, იყო... მაგრამ რაღა რაც იყო, იყო ჰაა?! მახსოვს, კარგა დიდი ბღუჯა თმები კი ამომგლიჯა ზეინაბამ მაშინ და... ხუთი წლისა ვიქნებოდი ალბათ. ზაფხული მიწურულია, სექტემბერიც იპარება, ყურძენი სიმწიფეშია შესული. მეზობლის ფუტკრებს ვეღარ ვიგერიებთ - ოთახები სკებსა ჰგავს. რავი, რაღა მაინცა და მაინც ფეხის თითები დამიკბინეს?! გამისივდა, ბალიშა კამფეტებს დაემსგავსნენ. კაი გასართობი კი გამომიჩნდა, აი... მეზობლის ბალღები მთაში არიან გაკრეფილები, მე და ჩემი უფროსი და-ძმა ვართ მარტო უბანში. გამოვკრავ ხელს ფეხის იმ გასივებულ თითებს და სასიამოვნო ჟრუანტელი დამივლის მუხლებამდე. თითები კი რბილად, ზამბარასავით ეცემიან ერთმანეთს. სახლში ჩემთვის არავისა სცალია. დედა, ბებია და ჩემი და აბრეშუმის პარკს არჩევენ. პაპაჩემი და ყირყინტაიძე, სახლის უკან, თუთის არაყსა ხდიან. თან სვამენ, მარაა!.. მამაჩემი კი ღვინისთვის ქვევრებსა რეცხავს. ფოცხებს ჩემი ძმა აწვდის ზემოდან. გულისყური კი აქეთა აქვს - ყირტინტაიძემ ყარაყუმის კამფეტები მომიტანა. ამ გასივებულ თითებს შუა ვილაგებ სათითაოდ. ამოვაძრობ ერთსა, დამივლის ჟრუანტელი, ქაღალდებს კი ბალიშის ქვეშ ვინახავ - აქლემებს ვაჩვენებ ღურბელოს ბალღებს, რო ჩამოვლენ.
მოკლედ, დანა და ყელი ერთადა აქვთ ჩვენებს, აღარ იციან, რომელ საქმეს მიუბრუნდნენ. მარტო მე ვარ თავისუფალი. პურზეც ვეღარ მაგზავნიან და ვაარ არხეინად. ჰოო, ჩვენი მეზობელი ზეინაბაც თავის ბალღებიანად უბანშია, მაგრამ იმათ მარტო საღამოსა ვხედავთ, კინოში თუ წაგვიყვანეს, მაშინ. კლუბში, კინოების გაშვება ამ ზაფხულს დაიწყეს. ინდოეთის კინოები მაიტანესო, - ზეინაბამ შემოგვძახა, - ბალღებს ერთ დღეს მე წავიყვან, მეორე დღეს შენაო. კაი ავჩალკა ქალი კიაო, - ბებიაჩემმა. მაგრამ საქმეში თავჩარგულები ვეღარ გვიგერიებდნენ და ჰოო, ეგრე ვქნათო, - გასძახეს ამათაც.
ჯერ ზეინაბამ წაგვიყვანა. ფილმს “ზიტა და გიტა” ერქვა. გავგიჟდით კინაღამ, ისე მოგვეწონა. თვალებს აღარ ვახამხამებდით. ფილმის შუა ნაწილშივე მიჩურჩულა ზეინაბას ნანამ, გიტა მე ვარო. მე აქედან -ზიტას ლამაზი ხალი აქვს შუბლზე, მაგაზე მაგარია და ეგ მე ვარ-მეთქი. გიტას უფრო ბევრი მძივები უკეთიაო, - იმან და დავცხეთ. ყურში მწვდა, კინაღამ ამახია. ავღრიალდი. ზეინაბა აკივლდა, ეხლავე ვეტყვი ბადოს, ფილმი გამორთოსო (ფილმებს ვინც უშვებდა, იმას ერქვა ბადო). ჩუმად ვსლუკუნებდით ორივენი. გარეთ მეორე დღის აფიშა უკვე გამოეკრათ - “დისკოს მოცეკვავე”. ჯიმი ერქვა მთავარ გმირს და ეგა მე ვარო, - ჩემმა ძმამ. მაგრამ ბოლოს გიტარა რო აუფეთქდა ჯიმის, მე მაგაზე კი არა ვთქვი, აი, იმ მეორეზე, აჯა რო ჰქვიაო. იი!.. მაგაზე როდისა სთქვიო, - ზეინაბას ინგამ და ბარძაყზე არ უკბინა?!.. შუა ფილმიდან წამოგვყარა დედამ და გამოსასვლელში ძაან რო გავფარჩხეთ ფეხები, ჯიმის, ზიტას და გიტას სურათები გვიყიდა ყველას. წამოვედით სუ ფრენა-ფრენით. თუთის არყით მთვრალ პაპასა და ყირყინტაიძეს მოვუყევით ჯიმის ამბავი. თან სურათებს ვუმარჯვებთ, რო კარგადა ნახონ. თვალებზე ცრემლები მოადგათ. აბა, აბაო, - თქვა ყირყინტაიძემ, უკვე გვარიანად მთვრალს თუშური ქუდი გვერდზე მოჰქცეოდა და კარტოფილივით ცხვირი გასწითლებოდა, - რაღას არ მაიფიქრებენ ეგ ინდოელებიო, დენზე ვის გაუგია გიტარის შაერთება, ეგრე ხო დახოცავენ არტისტებსაო. დენზე რო მარტო უთო უნდა შააერთონ, არ იციან, მე მაგათი კეთილებიო... და რა ჰქვია მაგ არტისტსაო? - ჩაგვეკითხა. ჩემმა უფროსმა ძმამ ამაყად - მითხუნ ჩაკრობორტიო, - იცი, იცი რეებს აკეთებს პაპიო? გამოექანება, გამოექანება შორიდან და ვინც აბრაზებს, გინდაც ათი კაცი იყოს, მუშტსა და წიხლსა ერთადა ჰკრავს ყველას. ხანდისხან, ჯერ არა აქვს დარტყმული, უკვე ბათქანს იძახის იმისი მუშტიო. ვაჰ, ვაჰო, - თავები გადააქნ-გადმოაქნიეს, გაკვირვებულები უყურებდნენ სურათებს, - იიჰ, რა სახელია ეგ მიტხუნაა თუ მოტხუნა?! ჰა, აბა, ვისაც გიტარა აუფეთქეს ყველას ხსოვნა-არდავიწყება იყოსო, - და თუთის არაყი გადაჰკრა ორივემ.
ერთი კვირა დავყავდით კინოში. დასივებული ფეხის თითები თითქმის დამიცხრა. იმ დღეს ზეინაბას ჯერი იყო, მაგრამ არ დაუძახნია. ლამპიონები აინთო თუ არა, თავისი ბალღები წინ დაიყარა და წავიდნენ. გაავებული ჩანდა. მეორე დღე რაღაც თარსი დღე გათენდა. ჯერ იყო და ჩემმა ძმამ პაპას ოთახში სტალინის სურათი ჩამოხსნა და მითხუნასი ჩამოჰკიდა. იმ დილაადრიან სად გამოიბრუჟა არ ვიცი და ეს რო ნახა, ვაჰ, მე ამის გამამშვების ცოლი და შვილიო, - ჩამოჰგლიჯა, - ამათ გაგაგიჟესთო! ამაზე ნაკლები ბიჭია სოსოო?! ნემცები დაამარცხა და ეს ვინ არი, გიტარს დენზე აერთებს, მაგის მუშტი რა უნდა იყოსო! მაგის შესანდობარსა ვსვამ ყველა სუფრაზე და მოტხუნას მეძახიან კაცებიო, -დაგლიჯა კინაღამ სურათი. ბებიაჩემმა ძლივს გამოსტაცა. ავწიოკდით ჩვენ აქეთ. შეშინებული გავიქეცი მაშინვე და ზიტას და გიტას სურათი ლეიბის ქვეშ დავმალე. მერე შუადღეს არ დავიძინე, პაპიას ნაყიდი ლახტით უნდა ვითამაშო-მეთქი. სარაფანი კურდღლებიან ტრუსიკში ჩავიტანე და ვლახტაობ კაკლის ჩრდილში. ესენი კი საქმეში დგანან თავდაყირა. გავიხედე და ზეინაბამ დაიძახა. მივედი, კიკინა გვერდზე მაქვს მოქცეული ამდენ თამაშში. ბარე სამი დღეა თმები არ დამივარცხნია, ისე მოვიქექავდი და ეგ იყო. აბა, ერთი, მაჩვენე შენი თავიო, - წამტაცა ხელი. გადამქექა, გადამქექა და კინაღამ ჰაერში ამაციმციმა. შერჩა მთელი ბღუჯა თმა, - შენგანა ჰყავს ჩემ ბალღებს ტილები, ერთი კვირაა, კინოშიც ვეღარ დავდივარ, ვეღარ ვიცლი, კაკლი მურაბა მრჩება მოსახარში, ჭანჭურისა კიდე მიმეწვა ქვაბშიო, - სულ აქეთ-იქით მაჭანჭყარა. ძაან რო მოვუმატე ღრიალს, მერეღა შენიშნა ხელში ჩემი თმები. გამოენთო ბებიაჩემი - შენი ინდოეთის კინოცა და შენი კაკლი მურაბაცაო და კიდე რა უთხრეს და რა აღარ უთხრეს ერთმანეთს.

…

მეორე დღეა. დილაა. მურაბაწასმულ, კარაქიან პურებსა ვჭამთ ჩაისთან. მურაბის წვენი წურწურით ჩამოგვდის ხელებსა და ნიკაპზე. ბებო კარტოფილიან ხინკლებს გვიკეთებს, გადაიყმიწნენ ბალღები, პურის ყუასღა ხრავენ ეს დღეებიო. ყირყინტაიძემ შემოიხედა ღია კარებში, შენ კაცს უთხარ, სილოვანთანა ვაართ და გამოვიდესო. მეც უკან ავედევნე. სათონესთან, კუნძებზე გაეშალათ პატარა სუფრა. ყირყინტაიძე და სილოვანი ჯარის ამხანაგები არიან, პაპაჩემი ცოტა დიდია ამათზე. იხსენებენ ძველ ამბებს. ხან რას მომაწოდებენ სუფრიდან, ხან-რას. ორივე ჯიბე კამფეტებითა მაქვს დატენილი. სილოვანიანთ პატარა ლეკვსაც გადავუგდებ უჩუმრად. ამითა ვარ გართული და ჩემი და შემოვარდა ყვირილით, აბესას სადალაქოსთან ნამდვილი დათვი ჰყავთ მოყვანილიო... წამოიშალნენ ესენიც, უკვე კარგად მთვრალები. წინ მე და ჩემი და გავრბივართ. აბესას სადალაქო სოფლის შუაშია, კლუბის მოპირდაპირე მხარეს. სულ მუდამ ბირჟაა გამართული იქა. პაპიას მივყავარ, თმისა და წვერის გასაკრეჭად რო მიდის. ჩვეულებრივი სადალაქოა - მომცრო ოთახი და კედლებზე მსახიობების სურათებია მსხვილ ხედში. სხვადასხვა ზომის მაკრატლებია ერთ მხარეს ლურსმნებზე ჩამოკიდებული. მეორე მხარეს კი - სამართებლები. ცოცხი და აქანდაზი კარის უკან ალაგია. პატარა მაგიდის წინ დიდი, ლამაზი სარკე ჰკიდია, ლამაზ, ვაზის ლერწამივით ჩახვეულ ჩარჩოში. ოქროსი ყოფილა ეს ჩარჩო, ამიტომაცაა, რომ ფანჯარასა და კარებს რკინის ცხაურები აქვს. მოკლედ, მივედით აბესას სადალაქოსთან. ხალხს წრე შეუკრავს დათვის გარშემო. მსხვილი ჯაჭვით რობიზონას უჭერია, ვიღაცა დოლს უკრავს და ამ ხმაზე ცეკვავს და ბუქნავს დათვი. ისე მაგრად გვივლია ხელი მე და ჩემ დას პაპიასთვის, რომ თითები გვტკივა. დოლის ხმა შეწყდა თუ არა, სადალაქოს ღია კარიდან სარკეში თავისთავს მოჰკრა თვალი დათვმა და ღრიალით შევარდა. შევარდა და რობიზონაც შეითრია. სულ მილეწ-მოლეწა იქაურობა. სამართებლით დასერილი თათებიდან თქრიალით სდიოდა სისხლი. აბესას სარკეს ორივე თათით მისწვდა და თავის ოქროს ჩარჩოიანად დაფშვნა.
მერე მთელი ორი თვე ჯავაში, სანატორიუმში ჰყავდათ თავის ბიჭებს აბესა წაყვანილი. კვირაში ერთხელ აკითხავდნენ ხან ცოლი, ხან შვილები. დაუძმაკაცდა იქა, თურმე, ცხინვალელ ხაზბი გაგუევს. სანატორიუმიდან რომ გამოეწერა, ერთი კვირა მასთან გაატარა და ოსური, შავი ლუდის დაყენებაც ისწავლა.
ჩამოვიდა უკვე კარგად ფერხორცშებმული აბესა. გაჭაღარავებული კი იყო. თავის სადალაქოსკენ აღარც გაუხედია. იქ უკვე ავტობუსის მოსაცდელი გაემართათ, სადალაქოში კი წითელპომადიანი მოლარე ქალი წამოსკუპებულიყო. იარა, იარა აბესამ და სოფლის ბოლოს, ძველ, ყვითელ საღებავშერჩენილ აბანოს შენობას მიადგა. მიადგა და ერთ თვეში, მთავარ შესასვლელში აბრა ჩამოჰკიდა: ”ოსური ლუდის ბარი”. პაპასა და ყირყინტაიძეს ხშირად მივყავდი. არაფერი არ შეეცვალა შიგნით. ცალკე კაბინებად დაყოფილ აბანოში ტრაპებიც კი არ აეღო. მხოლოდ ლურჯი, თეთრკოპლებიანი ცელოფნებით გადაფარებული ორკაციანი, პატარა მაგიდები დაედგა. კაბინების კედლებზე, აქა-იქა უწმაწური წარწერები იყო ამოფხაჭნილი. ქირქირებდნენ კლიენტები ამაზე. ლეშა თევზი და სოსისი მუდამ ჰქონდათ. ხანდახან ხინკალსაც აკეთებდნენ. ქალები არ შედიოდნენ, ეგღა გვაკლია, სადაც ჩვენ ჭუჭყსა ვყრიდით, ეხლა იქა პური ვჭამოთო... თავად აბესა და მისი ბიჭები აკეთებდნენ ლუდსაც, ხინკალსაც და დახლთანაც თავად იდგნენ. ერთი ხანი - ორიოდ კვირით -ქურაქოძე სპირიდონა ჰყავდათ ნოქრად, მაგრამ ლუდის ქურდობაზე მიუსწრეს. ზედ მიადგნენ აბესა და მისი უფროსი ბიჭი. კარგად გაასილაქეს და კინწისკვრით გამოაგდეს. მერე გლეჯოანთ ნარძლევი მოიყვანეს, ცოტა სახელწამხდარი ქალი. თავიდან კარგად მოიმატა ვაჭრობამ, კაცები ბუზებივით ეხვეოდნენ ”აბანოს”, ორკაციან კაბინებში ორ-ორ სკამსაც ამატებდნენ. ეზოშიც დადგეს სახელდახელოდ შეკრული ხის მაღალი იაშიკები და იქაც აღარ იყო ხშირად ადგილი. მაგრამ მერე და მერე ვეღარც იმან ივარგაო, - ამბობდა პაპა. მიატოვებდა მთელი ორი-სამი საათით დახლსა და ხან ღიპგადმოვარდნილ ზილის შოფერს მიჰყვებოდა და ხან კიდე გაზინტლულ, დასაბან, მაშინღა მთიდან მობრუნებულ მეცხვარეს.

…

ყოველ დილით, ჩამოივლიდა ყირყინტაიძე და დაიძახებდა ჩვენსა. ბებია, პაპა, დედა და მამა გაჰყვებოდნენ და უკან შუადღეს ბრუნდებოდნენ. ჩვენ ვიყავით მოწყენილები. სად დადიან ნეტავიო, - ვეკითხებოდით ერთმანეთს. ზეინაბა კი ხმას არა გვცემდა. ნანა-ინგა ხანდახან ეპარებოდნენ ჩვენთან, მაგრამ ვერ იგებდა. კვირის თავზე, საღამო ხანს, პაპამ დაგვიძახა: გინდათ, ნამდვილ კინოში წაგიყვანოთ? იმ თქვენ კლუბში მსახიობები ხომ დიდ ტელევიზორში სხედან, ჩვენთან კიდე, გარეთ არიანო. კიო, კიო, - ჩვენ გახარებულებმა.
ლამპიონების ანთებას აღარ დავუცადეთ. ამა და ამ ადგილას მოხვალთო, - პაპამ და კლუბს გავცდით, ნანოზიანთ კაკლებსაც და დიდ ღელესთან მივედით. მივედით და შიგ ღელეშია სცენა ჩადგმული. სახურავიცა აქვს და აქეთ-იქიდან გადმოხრილ მუხებზეა თოკით ჩამოკიდებული. ვახ!.. თან წყალში დგას, თან ჰაერშია. თვალებს არ ვუჯერებთ. სახედარია იქვე ტირიფზე გამობმული, წყალში უდგას იმასაც ფეხები. კისერზე ზარი ჰკიდია. ზურგზე გადაფარებულ თეთრ ნაჭერზე ფილმის სახელი აწერია: ”ჩიტის სიზმარი”. ყველანი აქ არიან. მთელი სოფლის ბებერ-ბუბრები. ბალღები მარტო ჩვენა ვართ. დავსხედით ხის სკამებზე, ჯიბიანთ რძლის გვერდით. ვიღაცამ სახედარს ზარი ჩამოჰკრა და დაიწყო ”კინო”. აიმ დიდი მუხის ტოტიდან შავებში ჩაცმული, შავადსახემოთხუპნული კაცი ჩამოფრინდა. შევხედეთ, ნისკარტი აქვს თითქმის ჩემხელა. მხრებზე მიმაგრებული ფრთები შემოჰკრა ერთმანეთს და წყლიდან ”ჟღურტულით” ამოვიდა თეთრი ”ჩიტი”. ეტყობა, შეყვარებულები არიანო, - ჯიბიანთ ქალმა გადაუჩურჩულა გვერდით მჯდომს. მოულოდნელად ლაპარაკი დაიწყეს ჩიტებმა.
- ქალო, სადა ხარ ამდენი ხანი? დამაწყდა ფრთები, რამდენი ხანია, ხეზე ვზივარ და ან ეხლა გამოჩნდება და ან ეხლა-მეთქი, ვფიქრობ ჩემთვისა.
- არ მიშვებდა, ბიჭო, მამაჩემი, - შესციცინა თეთრმა ჩიტმა, თან ნისკარტი სძვრება და ერთი ხელით იმას იმაგრებს, - იქ საჭმელია გასაკეთებელი, იქ ძროხაა მოსაწველი, მერე რობიზონას ცოლი ჟუჟუნა..., - უცებ ნისკარტზე აიფარა ხელი და მაყურებელს შეშფოთებულმა გადმოხედა წამით, - მერე მეზობელი იყო შემოსული, პამიდვრი მწნილსა პილპილის ბურთულები ჩავაყოლო თუ არაო და გავიდა ხანი. აეხლაც ამ წყალს გამოვყევ, დავსველდი სულა.
- იიჰ, შენ რა გითხარი!.. რაღა წყალში ჩახტი?!.. ქურაქოაანთ სიმინდის ყანაზე გადმოგევლო, ვერავინ დაგინახავდა, - თან თავისი ფრთებით, სველი კაბის ბოლო ვითომ ჩამოუფერთხა.
- იმ ყანაში, ხო იცი, მარტია მუშაობს. ორი ღამეა, რწყავს და ამის გამო ფიდონას წაეჩხუბა, რათ მიკეტავ წყალსაო. მარტიაი კიდე..., - დაიმორცხვა, თავი ჩახარა, კინაღამ ჩამოსძვრა ნისკარტი. დროზე მოასწრო ხელის მიშველება, - მარტიაი კიდე, წუხელა ჩვენსა იყო, ჩემი ხელი... უჰ, ჩემი ფრთები სთხოვა მამაჩემსა...
- ვახ, მე მაგისი! მე მაგის მკვდარი და ცოცხალი! მიღალატა მაგ წყლის ქურდმა, მაგანა! მეუბნებოდა, ერთად გავფრინდეთ თბილ ქვეყნებში და შენზე მითხრა, ეგაც თან წამაიყვანე, მამამისს მე დაველაპარაკებიო. ვახმეე!. რას ვუზამ მაგასა, იცი, რასაა?!. გაბრაზებული ფრთების ქნევას მოჰყვა. იქვე, სცენის ბოძზე მიმაგრებული ბუდე სულ მიანგრ-მოანგრია. იქიდან კვერცხები გადმოცვივდა და ტყაპა-ტყუპით ჩაცვივდა წყალში.
მაყურებლებიდან კოლას ცოლი წამოხტა:
- მე განა მაგისთვინ მოგეც, რო წყალში ჩაგეყარა, კრუხს ავაცალე ბუდიდან, უკვე ჩაწიწილებული იყო. რა ჩავულაგო ეხლა, შენებს მომცემ თუ რა ვქნა ჰაა?! - ჩათვლემილი ხალხი გამოფხიზლდა, ატეხეს ხარხარი. თეთრი ჩიტიც იცინის, ძლივს მოითქვა სული.
- აბა, როგორ გინდა ქალო?!.. კინო კინოა! ჯანდაბას კვერცხები, ჩემიცა და სხვისაცა! - დაუძახა სცენიდან შავმა ჩიტმა. მერე თეთრ ჩიტს მიუბრუნდა: ეხლა მე მარტიასთან წავალ და ვაჩვენებ, ღალატი როგორ უნდა! შენ მიდი, მიხედე იმ შენ ბოჩოლებს, დედა არ მოწოვონო.
ორივენი სცენის ფარდის მიღმა მიიმალნენ. მე და ჩემი და-ძმა კისერწაგრძელებულები ვსხედვართ. აქა-იქ ზოგს კიდევ ჩამოეძინა, მთელი დღით მუშაობით დაღლილს. უკვე კარგად ჩამობნელდა. კვარები აანთეს სცენაზე. ის-ის იყო ჩამთვლიმა, რომ მოულოდნელად ორივე მუხიდან ფრთების შხუილი მოისმა. დავაჭყიტე თვალები. ერთ მუხაზე მარტია ზის ორ ჩიტთან ერთად, მეორეზე - ეს შავი ჩიტი მარტო.
- რა არი მარტი, რათ დაიგვიანე, ფიდონას წყალმა ხო არ წაიღო შენი ყანა? - დაუძახა აქედან შავმა ჩიტმა.
- რა შენი ამისა და იმის საქმეა! რისთვის მომაფრინე აქა, ეგ მითხარ, - გამოსძახა მარტიამ.
- რისთვისა და, მოღალატე და უცხვირპირო რო ხაარ, მაგისთვინა! იმ მოტხუნაზე ნაკლები ბიჭი არა ვარ, მე შენ გიჩვენებ სეირსაო! - და გამოფრინდა მუხის ტოტებიდან შავი ჩიტი, მკერდით დაეძგერა მარტიას. ჰკრა იმანაც ფრთა თუ მხარი, ჩამოეკიდნენ ორივენი ტოტზე. ახლა ფეხებით ჩხუბობენ, გაუდის ლაწა-ლუწი ხეებს. მაყურებელი გამოფხიზლდა. ჩვენ სულ გავგიჟდით. ჩემმა დამ ტირილი დაიწყო. გამოვარდა ის თეთრი ჩიტიც და ეხვეწება ორივეს: ჩამოდით, ჩამოდით, აღარ მინდა აღარც ეს კინო, აღარც ეს ფრთა-ნისკარტიო... გავიხედეთ და ზეინაბა და ბადო (ინდოეთის ფილმებს რო უშვებს, ისა) ფარნით ხელში მოდიან. მივარდა ბადო სახედართან, აფიშა წყალში მოისროლა, შეჯდა და მიცურდა სცენამდე. ავარდა გამწარებული:
- რაღა მოგივიდათ ხალხო, მაინცა და მაინც თავები უნდა დაიხოცოთ ამ ბალღები გულისთვინა? აგე, პატიოსნად კინოში ჯდომა არა სჯობია ასე თავდაყირა წყალში დგომასა. ინდოეთიდან სპეციალურად თქვენთვინ აგზავნიან ამეებსა და აქ რა ცირკებს მართავთ, ჰაა?
მაღლიდან მარტიამ ჩამოსძახა:
- ბიჭოო, დაგვაცადე, სიზმარში ხედავს აემას, ე უბედური, - შავ ჩიტზე აუქნია ფეხი, - გამოფხიზლდება და დამთავრდება კოხტათა ყველაფერი.
ამ ლაპარაკში უცებ ლაწანი დაიძახა ტოტმა და მარტიამ სცენაზე გაშლილ ბუდეში მოადინა ზღართანი. ფრთების ბუმბულები შრიალ-შრიალით დაეყარა ბადოს თავ-პირზედ. იხუვლა ხალხმა წყლის გავლით სცენისკენ. გამოათრიეს ნაპირზე. გახადეს ტანსაცმელი, მოაძრეს ნისკარტი და ყირყინტაიძე არაა ჩვენ წინ?!. გამოვარდნენ ის სხვა ”ჩიტებიც” ცურვა-ცურვით. ერთი ჩემი საყვარელი პაპაა, მეორე თეთრი ჩიტი კი - ფასკუნჯას ცოლი თავის ძმასთან ერთად. დედა და მამაც იქვე დგანან შეშფოთებულები, ხელში რაღაც ფურცლები უკავიათ, ზოგიც დაბლა ყრია. ძლივს მოასულიერეს ”მარტია”, ხელი ჰქონდა ნაღრძობი და ცხვირიც გადაქლერტოდა. ის ჩიტი არ ვიცი, მაგრამ მე უფრო მეგონა სიზმარში თავი. აბა, ვის გაუგონია, ადამიანები ასე დაფრინავდნენ ხიდან-ხეზე? - ვფიქრობდი ჩემთვის, თან თვალები მელულებოდა.
ზეინაბა არა ცხრებოდა მაინც:
- ჰაა, არ გინდოდათ ინდოეთის კინო, აგე იარეთ აქა, გაეჯიბრონ მიტხუნ ჩაკრობორტსა მუშტების ქნევაში! იცით, რა ფილმს ვუყურეთ წეღანა, სანამ ესენი აქ დაფრინავდნენ?! ”ამღვრეული განგის წყალი” ერქვა, რაჯ კაპური თამაშობდა მთავარ როლშია!
- ნუღა იყეფები, ქალო, ხო დაგრჩა პავიდლო-მურაბები დასახარში მაგ კინოები გულიზედა, - გააჩუმა ფასკუნჯას ცოლმა.

...

კინოში აღარ წავსულვართ ამის მერე. პაპიამ ორი საქანელა მოგვიტანა. ჩამოვაბით ორივე ჩვენი კაკლის ხეზე და გვეგონა, მთელ ქვეყნიერებას ვუყურებდით ზემოდან. ყირყინტაიძე რაღაც ვერაა კარგადო, - ამოიოხრებდა პაპაჩემი. ის თუთის არაყი სულ დალიეს. აბესას ”აბანოშიც” ვეღარ მიდიოდნენ. გული, გული აღარაა მწყობრშიო, - ჩაიქნევდა ხელს ყირყინტაიძე. ყარაყუმის კანფეტები მაინც მოჰქონდა ჩვენთვის.
კარგ დროს - ღვინოები რომ უკვე დაწურულ-დადუღებულია - იმ დროს მიიცვალა ”მარტია”. სისხლმა გაჟონა ტვინში. აღარაფერი ეშველებაო, - თქვა თბილისელმა პროფესორმა.
- ეეჰ, იყო და არა იყო რა არი ყველაფერი ამ ქვეანაზედა, რასაც არ ეშველება, აღარ უნდა ბევრი ვაი-ვიში, აჰა, თქვენმა აჯობოს ჩემსასაო, - ჩამოხსნა სტალინის სურათი და ზიტასი ჩამოჰკიდა პაპამ.
უჰ, როგორ, როგორ მიყვარდა პაპია! ”ჩიტების სიზმრის” მერე უფრო ძალიან მიყვარდა.

ამის პატონმა იყვიროს ხმამაღლა რაც უნდა ის! :) :)
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2615
კარმა95
OFFLINEPROFILE
სამშობლოს მთებოოოო,თქვენი შვილი განებებთ თავსააააააა!!!!!!!!!!!!!!!!!!
ვიყვირე ბუბუ,ხომ გაიგონე=lol=
ამის პატრონმა შალახო ჩამოუაროს=lol=
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
ნანანოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო!

ყვირილს რომ გადაყევი, სურვილი სადაააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა????????????????????????

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined13 Jun 2007
Posts1101
კარმა71
OFFLINEPROFILE
ბუბუ ყველაზე მაგრა მღერის =cq =cq =cq

ნანანომ იყვირა,მე იმას ვიტყვი ამის პატრონმა რა უნდა ქნას =achka=

სიმღერა იყო,ხოდა იცეკვოს :P

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2615
კარმა95
OFFLINEPROFILE
ეგ ჩემი სურვილია ნინ,ჯერ შალახო ჩამოუარე და მერე ისურვე რამე:)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts373
კარმა14
OFFLINEPROFILE
http://up.pixgeo.com/out.php/i10781_08aac63235b9fdd6a3a1120e2f8c143a.gif
[IMG]http://up.pixgeo.com/out.php/i10781_08aac63235b9fdd6a3a1120e2f8c143a.gif[/IMG] შალახო არა მაქვს. ესეც კარგიააააა ქართულიააააა---:side:

ამის პატრონმა მიმღეროს . სიმღერა იასამნზე.
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
ლიაკო ვერ გავიხსენე იასამანზე სიმგერა ,იმედია არ მიწყენ ამა ტუ ვიმგერეფ

ვზივარ მარტო, მოწყენილი,

მსურს ფიქრით ვივსებოდე,

ამ ჩემს ოთახს, მარტოხელს,

მუდამ არ ვშორდებოდე, -

ჩემს სამშობლოს ვიგონებ,

ნახვას ვეღირსებოდე....

ოჰ, ფრთა მომცა, ჩიტი ვიყო,

მალმალ გავფრინდებოდე!

იქაურსა მწვანეზე

ნეტამც როსმე ვჯდებოდე,

ნორჩ ყვავილსა, ბუჩქებზე

ბავშვურადა ვცელქობდე,

დას ძმურად ხელს ვართმევდე,

ძმებს ყელზე ვეხვევოდე...

ოჰ, ფრთა მომცა, ჩიტი ვიყო,

ნეტამც გავფრინდებოდე!

ჩემს ტოლს, მოძმეს, ამხანაგს

ნუთუ ვაგონდებოდე

იმ დროს, ოდეს მე მარტო

ჯავრით აქ ვხელდებოდე...

ღმერთო, ისე ნუ მომკლავ,

ძმას ძმურად არ ვრგებოდე...

ოჰ, ფრთა მომცა, ჩიტი ვიყო,

მათკენ გავფრინდებოდე!

ოდეს მამულს, კეთილო,

მარად ვეკარგებოდე,

მომკალ, ნუ გეცოდები, -

არ მსურს გენაღვლებოდე!..

გამაცოცხლე, მანატრე,

თუნდ საფლავში ვდნებოდე,

აყვავებულ სამშობლოს

თუკი მოვესწრებოდე!

მოიფიქრე, კეთილო,

თუ ძნელად არ ვცხოვრობდე

მაშინ, ოდეს ტურფასა

აქედან ვეტრფობოდე, -

სამძიმოა, მერწმუნე,

თუნდ ეშხით ვივსებოდე...

მაშ, ფრთა მინდა, ფრთა მომეცით,

თქვენსკენ გავფრინდებოდე!

ამია პატრონმა კი თავისი კურიოზი მოყვეს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
მივდიოდი, მივდიოდი, მივდიოდი, გზა სწორი იყო
მივდიოდი,მივდიოდი,მივდიოდი ,უცბად გზა ჩემი პარალელური გახდა
მაგრამ აღარ მახსოვს რა მოხდა მე კი მაინც მივდიოდი..........

ამის პატრონმა მოყვეს თავისი კურიოზი
ნუთუ არავის არ გაქვთ სათქმელი?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
2-3 წლის წინ სამედიცინო გამოკვლევა ჩავიტარე ამერიკაში. რენტგენზე სანამ შემიყვანდნენ ნახევარი საათი მაცდევინეს ოთახში რაღაც რკინის მაგიდაზე დაწოლილი...ამათ ხომ ასე იციან, მე კიდევ მოუსვენარი ვარ, ჰოდა ლიფს ერთი რკინა გამოვაცალე და მეორე ვერ მოვასწარი, გადამიღეს რენტგენი \\ფილტვების\\ ჰო-და... მე უკვე ჩაცმული,დახურული ვზივარ მოსაცდელში და _არსაიდან ხმა არსით ძახილი! საერთოდ კაციშვილი არ მენახვება! ბოლოს შევედი მე თვითონ და მოვთხოვე პასუხი.არ აღელდეთო, მეუბნებიან, მაგრამ ერთი ზედმეტი ნეკნი გაქვთ, პირდაპირ გულის არეში გესობათ, მაგრამ ხერხემალზე არაა დამაგრებული, ცალკე სხეულიაო!ერთი დაფიქრება კი დავფიქრდი, მაგრამ მივხვდი, რაზეც იყო ლაპარაკი და ვუთხარი, მეორე \"ზედმეტი\"ნეკნი აგერა მაქვს ჩანთაში-მეთქი და ვაჩვენე ის რკინა.გაწითლდა ექიმი, მაგრამ არ შეიმჩნია, კიდევ კარგიო და _ასე გამომიშვეს.
ამის პატრონმა იცინოს და იცინოს!

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 255 posts ] 
ამის პატრონმა რა ქნას?
დესპანი