↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined09 Jan 2009
Posts95
კარმა0
OFFLINEPROFILE
ხეების სიმღერა

საღამოს, როცა ჩადგება სიცხე
და მიწა მოღლილ წამწამებს ნაბავს,
ყველა ხე თავის ენაზე იწყებს
სიყვარულის და სიცოცხლის ამბავს.

მარად მშფოთვარე ვერხვები ბჭობენ,
სადღაც მელექსე ჭადარი ღელავს,
ნაძვი, ქალივით მომდგარი ღობეს,
ჩემს ფანჯარაზე ანიშნებს თელას.

ტირის ტირიფი. ტოტების ქნევით
მუხლმოდრეკილი ბუჩქები წუხან,
გუგუნებს ბაღი და როგორც ქვევრი
ყველას ბანს აძლევს მოხუცი მუხა.

გზის პირას, მწკრივში, ალვები დგანან
და კენწეროებს არხევენ უხმოდ,
თვალს ლულავს მიწა და როგორც ნანა
ნიავი ყველას ძილისკენ უხმობს...

საღამოს, როცა ჩადგება სიცხე
და როცა მთები იცვლიან კაბას,
მეც ჭადარივით სიმღერას ვიწყებ -
სიყვარულის და სიცოცხლის ამბავს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined09 Jan 2009
Posts95
კარმა0
OFFLINEPROFILE
სამი დღეა...

სამი დღეა დამიბრიყვა სევდამ;
სამი დღეა გულმოდგინედ წვიმს...
მომანატრა, მომანატრა ნეტა -
რაც მომწყინდა, რაც მომწყინდა -
ის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined09 Jan 2009
Posts95
კარმა0
OFFLINEPROFILE
ქალია დილა,
მიწა - ქალი
საღამო - ქალი...
წვიმა ქალია...
ყველაფერი
ქალივით მიყვარს...
და როცა ვინმე
ჩემზე უკეთ
ადიდებს დილას, - ასე მგონია:
მე რო მიყვარს, -
მართმევენ იმ ქალს

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined09 Jan 2009
Posts95
კარმა0
OFFLINEPROFILE
გაწვიმდება ისევ ერთ დროს,
კვირტებს შეხსნის მიკუნჭულებს,
ეს წვიმა და ეს ფოთოლი
ისევ ისე იჩურჩულებს.
ისევ მოვა ის გოგონა, დედას გამოეპარება,
ასე ძვირად რომ დაუჯდა ერთი ბიჭის შეყვარება.
მოვა გოგო შენნაირი, იისთვალებდანამული,
მოვა ბიჭი ჩემნაირი, სიმღერა და სალამური.
შეაერთებს გულთაცემას
შეხვედრა და გარინდება,
მაგრამ მე ის არ ვიქნები
და ის გოგოც სხვა იქნება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ალბათ მოვა დრო - შენც აინთები,
ახლა დარდების მძიმე წუთია.
მიწა ადგია ცა გარინდებით
და ეს ქვეყანა თითქოს ყუთია.
არის სიცოცხლე, სიკვდილიც არის,
ადამიანის ბედი კრულია.
დადუმებული კიდია ზარი
და თითქოს ზარი საყდრის გულია.
მე ასე ვფიქრობ, ღამდება კიდეც,
ალბათ ლანდებიც მალე მოვლიან.
დგას საფლავების მწვანე სიმშვიდე
და ეკლესია თითქოს თოვლია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined10 Sep 2008
Posts125
კარმა0
OFFLINEPROFILE
შენ ჩამომართვი ბავშვური ხელი,
პეპლის ფრთასავით მჩატე და სუსტი.
შეცბუნებული დავდივარ მერე,
თითქოს და რაღაც სასწაულს ვუცდი.

არ დაიჯერებ არას დიდებით,
რომ გავურბივარ ვნებას ჟინიანს,
შენი უმწეო,სუსტი თითების
ლომის ტორივით რომ მეშინია...

:) :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
ქართული სუფრა

საოცრებაა ქართული სუფრა,ჩვენ უფლის მადლი გადაგვდებია,
ის არის ერის ნამდვილი სახე,თანაც სწავლების აკადემია.
არვის ეგონოს ,სუფრის გაძღოლა იყოს ადვილი,ანდა მარტივი,
თამადობა ხომ რჩეულთ ხვედრია,დიდი გამოცდა,დიდი პატივი.
სადღეგრძელოში გადმოსჩქებს სიბრძნე,ასეთი არის აქ განაწესი,
რაც უნდა ბოღმა კაცს გულში ჰქონდეს,არ გაწყენინებს,არ არის წესი.
გული გიტოკავს, როდესაც გესმის ლაღი გუგუნი ტკბილი ჰანგების,
აზრთა ჭიდილი,წარმოთქმა ლექსის,შენ მადლობელი ხდები განგების.
მდლიანია ქართული სუფრა,სხვისი ელფერი არა რგებია,
ზრდილი,ურყევი,ალალი,სუფთა,ერის დიდების აკადემია!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ელვარებს, დნება წმინდა ნათელი
მკრთოლვარ-მთრთოლვარე შუქთა მფრქვეველი.
ძლიერო სულო! შენკენ მოილტვის
ლოცვა-ვედრება და საკმეველი.
რა რიგ მწყურია შენს შორი-ახლოს
განახლებისა მოვიკლა ჟინი,
და ვუცქეროდე თუ როგორ ბრწყინავს
ღვთაებრიობის შენის გვირგვინი.
რამდენი ღამე გამითევია
მზის ამოსვლისთვის რომ შემეხედა,
მე ვერ ვამჩნევდი თუ როგორ რთავდა
მთვარე ვარსკვლავებს, როგორც შვილთ დედა.
ასე, არ მინდა ვუცქირო წმიდანთ,
გარს რომ გარტყიან, ყველა ბნელდება,
და თვალწინ მხოლოდ შენი აჩრდილი
უხილავ ძალით ხორციელდება.
ოჰ, ეს ნათელი. თვალთა ნათელი
გულის სიღრმემდე მწვდება, მედება!
რა არის შენთან კაცთა ბორკილი
ან ხორციელის შემოქმედება?
იყო დრო და შენ ქვეყნად იყავი
მაგ განუსაზღვრელ მშვენიერებით,
მაგრამ რით უნდა დაგეტკბო გული,
კაცთა ღალატით თუ ცბიერებით?
ეხლა აღარ ხარ და ჰქმნის ოცნება
უკვდავი სახით უბრალო ტილოს,
რომელსაც ძალუძს თუნდაც ველური
დაატყვევოს და დაიმორჩილოს.
მასში ყველაა, რასაც დაღლილი
ადამიანი ქვეყნად ეძიებს,
შვენება, სული და სილამაზე
ჩვენს ლოცვაშია, მუდამ რომ ჰგიებს.
ელვარებს, დნება წმინდა ნათელი
მკრთოლვარ-მთრთოლვარე შუქთა მფრქვეველი...
დედაო ღვთისავ! შენსკენ მოილტვის
ლოცვა-ვედრება და საკმეველი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
წუთისოფელი

წუთისოფელი რა არი?
აგორებული ქვა არი.
რა წამს კი დავიბადებით,
იქვე საფლავი მზა არი.

საცა სოფელში მიხვიდე,
სუყველგან ორი გზა არი.
შუაში არის ხმელეთი,
გარშემო დიდი ზღვა არი.

ყველა ადამის შვილი ვართ,
თათარიც ჩვენი ძმა არი.
თუ ქალი გეტყვის დობასა,
ის უკეთესი და არი.

აგრეთი გქონდეს გუნება,
ვით მოწმენდილი ცა არი,
თუ არ იწამებ ამასა,
მუცლით ნაშობი რა არი?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ერთი ვარ, ერთხელ მოვკვდები,
ერთხელ ვატირებ დედასა:
ერთხელ სჯობია სიკვდილი
ნიადაგ დაღონებასა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ბინდისფერია სოფელი,
უფრო და უფრო ბინდდება,
რა არი ჩვენი სიცოცხლე,
ჩიტივით გაგვიფრინდება,
წამოგვეწევა სიბერე,
მელივით წამოგვარდება,
სიკვდილი გზაში გიყელებს,
თვალები გაავდარდება.
მოგიგონებენ შვილები,
მზეს შეხედავენ მაღლითა:
„სოფელში შემოაღამდა,
ბინდმა ძაღლივით დაფლითა“.
ნეტა სიცოცხლის მამგონი
ღმერთი თუ ჯოჯოხეთია?
ბევრი სიმწარე მინახავს,
ბევრი სხვა გადამხედია.

ეს სიმღერით .კარგიაა=zer= =zer=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა!
ყველა ხევსური და ყველა სვანი,
ქართველი ქალი თვალებმაყვალა,
ჩემი თბილისი და ფიროსმანი,
არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა!
მოკვდა თუ არა, ყველამ აცხონა,
ცოცხალი არვინ არ მიიკარა,
მე ფიროსმანის ქუჩაზე ვცხოვრობ
და ყოველ დილით ვხვდები ნიკალას.
ძილგატეხილი და არეული
ჭიქა არაყით გაიხსნის მადას,
მერე შეკრთება, ვით მთვარეული
და ორთაჭალის ლამაზებს ხატავს.
ქართული ზეცა, ქართული ზვარი,
მტკვარი მღვრიე და მტკვარი ანკარა…
ჩემი თბილისი და ფიროსმანი,
არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მახოოოო ვმღერივააარ მეორე ხმა მინდაააა=haa= =haa= =zer= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined10 Sep 2008
Posts125
კარმა0
OFFLINEPROFILE
ეს რაი გვიყავ?! -
ეს ვის ხელში ჩაგვყარე ზენავ?! -
გვრიტ არს ამასთან შედარებით თვით ყრუ მურვანი!
კაცი დავბერდი,
მე ამათი გავიგე ვერრა;
ჩვენი ამ რეგვენთ
არამარტო არ მოსწონთ ენა,
ასე განსაჯე,
გვიწუნებენ ზოგჯერ პურ-მარილს.

თავი თვითეულს ისე ყინჩად უჭირავს ჩვენში, -
თითქოს ის ჩვენთან კი არ იყოს,
ჩვენ ვიყოთ მასთან...
ასი წელია სულსა ღაფავს ქართლი მათ ხელში
და კიდევ ასე,
ღმერთმა იცის, - რამდენხანს გასტანს.

კი, მაგრამ, ღმერთი აღარაა?! -
სადაა?! - თუა?! -
ასე აბუჩად შეიძლება აგდება ერის?!
ბედი ქართლისა გადაწყვიტა ვინც ურწყალშუა,
ჩვენი უმტრესი ის გამოდგა დაბოლოს მტერი.

რაც მოვითმინეთ, მოთმინებად, მე მგონი, კმარა! -
დროა მივბაძოთ გმირთა ძველთა, -
კაცთა უწინდელთ!
ცოტნეს თავისი წელზე ერტყას დადიანს ხმალი
და საქართველოს, მამულს მისას, ასე უჭირდეს?!

კი, მაგრამ ღმერთი აღარაა?! -
არადა როა!?
ვაი დედასა! - რა უბრალოდ წავაგეთ ჭკუა!
ვის შევეყარეთ! -
ეს ვინცხაა, - მურვანზე ყრუა!
როგორც ვიყავით,
ვიმყოფებით კვლავ ორწყალშუა!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
უკან დავბრუნდი სამოთხიდან ორი დღის მკვდარი.
ასე ამბობდა ერთი კაცი სიტყვით ქველობდა.
კაცო, არავინ არ გამიღო სამოთხის კარი
შენ თვითონ ხარო სამოთხიდან- საქართველოდან!

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი