↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1780 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
შენს საქმიანობას გაუმარჯოს გუგუა =zer=

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined10 Sep 2008
Posts125
კარმა0
OFFLINEPROFILE
გუგუა(ბევრი ვიფიქრე როგორ მომემართა და ასე ვამჯობინე)
ღმერთმა გაგიმარჯოს ჩემო კეთილო და გულიანო ქართველო.წავიკითხე და სურათებიც დავათვალიერე ფერეიდნელი ქართველების შესახებ...და მართლა ყელი ამტკივდა,ამტკივდა ემოციებისგან.გული ყელში მაქვს მოწოლილი,მაგრამ არ ფეთქავს თითქოს გაჩერდა.ცრემლები კი თავისით მოდის.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ფერეიდნელ ქართველებს,ქართველობისათვის და თანაც ასეთი სამაგალითო ქართველობისათვის.
შეინარჩუნეს ენა...სული...სიყვარული ქართული...მადლობა და დიდება თქვენ-დიდებულო ქართველებო.
წარმოგიდგენიათ 400 წლის განმავლობაში ფერეიდანში ქართველი არ დაღუპულა ქართველის ხელით.მინდა ვიყვირო მთელი ქართველობის და საქართველოს გასაგონად-გესმით?!-გაიგეთ?!
გაოცებული ვარ,აღფრთოვანებული და საერთოდაც სიტყვებს ვერ ვპოულობ ჩემი თქვენდამი გაჩენილი გრძნობების გადმოსაცემად.
გუგუა-გიორგი დიდი მადლობა ჩემო კარგო ქართველო.ღმერთი იყოს შენი მფარველი.დიდი მადლობა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined29 Jan 2009
Posts22
კარმა0
OFFLINEPROFILE
=zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =sher= =sher= =sher= =sher= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ჩემო ჯიჯილალა,ქეიფის ხასიათზე
ნამდვილად არა ვართ,მაგრამ ვცდილობთ
ერთმანეთიც წავახალისოდ და საკუთარ თავსაც ვცეთ პატივი.რამდენი გულსატკენი ამბავი გავიგეთ
ამ მოკლე დროში,ამას ყველაფერს ხომ გაძლება
უნდა და თუ ჩვენ ერთმანეთს არ მივეფერებით,ძალიან გაგვიჭირდება.
მაინც ვღებულობ ალავერდს შენგან და მინდა, ჩვენი
უძვირფასესი,სიკეთით სავსე,მადლიანი
ქართველი,გუგუა (გიორგი)ალავერდაშვილი
დავლოცო.ბევრს ვერაფერს გეტყვი ჩემო გუგუა,
გარდა იმისა,რომ შენ ყველანაირ სიკეთეს
იმსახურებ,თუკი რაიმე არსებობს ცხოვრებაში.
ჩემი თხოვნა იქნება,კიდევ უფრო გავაძლიეროთ
ჩვენი მეგობრობა და მეტად დაგვაახლოვო,
სამშობლოდან გადახვეწილი ჩვენი წინაპრების
შთამომავლობასთან.
lgg-ს წერილი წავიკითხე და მერამდენედ ვტირი
ერთი და იგივე თემის წაკითხვისას,ვერ გეტყვი.
lgg მადლობა შენ ჭირიმე,ასე გულიანად,
ჩვენს ოჯახში შემობიჯებისათვის,
მადლობა თქვენ ყველას ჩემო მეგობრებო,
ერთად ყოფნისათვის,მადლობა ჩემო
ფერეიდნელობო,სამშობლოსა და ჩვენი სიყვარულისთვის.
ჩვენც ყველას,ყველას ძალიან გვიყვარხართ.
გკოცნით უამრავს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
ციცის დიდი მადლობა!

lgg-ს! აბა 43-ეში ინტერვიუებს მოუსმინე კიდევ, მეც მაქვს ერთი მიზანი, ეს ნახევრად შიშველი გოგო-ბიჭები როგორმე ჩამაყვანინა ფერეიდნამდე, იქნებ რამე მაინც ისწავლონ მათგან...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
მააახო! მაააახო! აქ ხარ? რას მაყვირებ, ხმას რატომ არ მცემ?
ხომ გახსოვს:
გააგონებენ იფნებს წიფლები,
ამ გადარეულ ხევის გაღმიდან
შავად რომ მოსჩანს, როგორც ურჩხული...
არ გააგონო? როგორ იქნება.
თუ სიყვარულზე ვინმე გეძახის,
თუნდაც ჩურჩულით.

მე კი არ გეჩურჩულები, არამედ ვყვირი....

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
გუგუა wrote:
ციტატა:
მააახო! მაააახო! აქ ხარ? რას მაყვირებ, ხმას რატომ არ მცემ?
ხომ გახსოვს:
გააგონებენ იფნებს წიფლები,
ამ გადარეულ ხევის გაღმიდან
შავად რომ მოსჩანს, როგორც ურჩხული...
არ გააგონო? როგორ იქნება.
თუ სიყვარულზე ვინმე გეძახის,
თუნდაც ჩურჩულით.

მე კი არ გეჩურჩულები, არამედ ვყვირი....

შენ შემოგევლოს შენი მახო,ჯოკერში ვიყავი
გართული და ვერ შეგამჩნიე,მაპატიე.=lol= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ჩემო გუგუა არ ვიცი რამდენად გამოგადგება და მოგეწონება ეს აზრი .
ეს საიტი იქნებ იცი კიდეც http://cmindanebi.piczo.com/?g=1&cr=1

ფერეიდნელებიც შევიდოდნენ=zer= =zer= =ko=

გულით მოვიკითხავდი ყვალას და მშვიდიბას ვუსურვებდი=ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
ჩემო ციცი!
კარგი გოგო ხარ! მშვენიერი საიტია! ხვალ ალბათ დავამატებ! დღეს ვერ მოვასწარი ახალი ქვეთავი და ყველაფერს ერთად შემოგთავაზებთ! სურათები უკვე დავამუშავე, მარტო ტექსტი დამრჩა, არადა მეტროსაც კი ვეღარ მივასწრებდი...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
გამარჯობა გუგუა მიხარია ხოლმე შენი გამოჩენა.სულ ახლის მოლოდინში ვარ .
მომიკითხე ირაკლი და ჩემი ქარტველი ფერეიდნელები,რომ მომენატრებიან
შევივლი ფერეიდანი.გე-ს ოჯახში და მოვინახულებ ხოლმე. იმდენად მიეჩვია თვალი
სურათებს რომ ოჯახის წევრბად ვთვლი და ჩამოუვლი ხოლმე ვესაუბრები ვეფერები
ყველანი რომ საყვალები არიან.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
http://www.gudgio.com/index.php?languag ... an&gverdi= გუგუ აბა ნახე? ჯიჯიიი შენც ნახე რა?

http://www.alazani.ge/?lang=geo აქ სიმღერებია გუგუა ნახე

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined10 Sep 2008
Posts125
კარმა0
OFFLINEPROFILE
გამარჯობა გუგუა.
ვნახე შენი წერილი.სამწუხაროდ ,ინტერვიუ ვერ გადმოქაჩა ჩემმა კომპიუტერმა და ვერც მოვუსმინე.
გაგიმარჯოს შენს მამულიშვილურ საქმეში ჩემო კეთილო.ღმერთმა ხელი მოგიმართოს შენც და ყველა ჭეშმარიტ ქართველს ვინც ქვეყნისა და ერის სასახელო და სასარგებლო საქმეს არის შეჭიდებული.
უფალი იყოს საქართველოსა და ქართველი ერის მფარველი ...

არწივი ვნახე დაჭრილი
ყვავ-ყორნებს ეომებოდა
ეწადა ბეჩავს ადგომა,
მაგრამ ვეღარა დგებოდა.

ცალ მხარს მიწაზე მიათრევს,
გულისპირს სისხლი სცხებოდა,
"ვაჰ, დედას თქვენსა ,ყოვებო,
ცუდ დროს ჩამიგდეთ ხელადა,
თორემ ვნახავდი თქვენს ბუმბულს
გაშლილს- გაფანტულს ველადა."

უფალს ებარებოდეთ- ჩემო საქართველო და ქართველებო

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
გამარჯობათ ფერეიდნელებო მოგესალმებით საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან

მენატრებიიიით=ko= =ko= =ko= =ko=
პატივისცემით ციცი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
ახალი ქვეთავი 106 – „წმინდა ნინო – ქართველთა განმანათლებელი“.
www.fereidani.ge

გუგუა, ღმერთმა გაგიმარჯოს ჩემო კეთილო და გულიანო ქართველო! წავიკითხე და სურათებიც დავათვალიერე ფერეიდნელი ქართველების შესახებ... და მართლა ყელი ამტკივდა, ამტკივდა ემოციებისგან. გული ყელში მაქვს მოწოლილი, მაგრამ არ ფეთქავს. თითქოს გაჩერდა. ცრემლები კი თავისით მოდის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ფერეიდნელ ქართველებს, ქართველობისათვის და თანაც ასეთი სამაგალითო ქართველობისათვის. შეინარჩუნეს ენა... სული... სიყვარული ქართული... მადლობა და დიდება თქვენ – დიდებულო ქართველებო. წარმოგიდგენიათ 400 წლის განმავლობაში ფერეიდანში ქართველი არ დაღუპულა ქართველის ხელით. მინდა ვიყვირო მთელი ქართველობის და საქართველოს გასაგონად – გესმით?! – გაიგეთ?! გაოცებული ვარ, აღფრთოვანებული და საერთოდაც სიტყვებს ვერ ვპოულობ ჩემი თქვენდამი გაჩენილი გრძნობების გადმოსაცემად. გუგუა-გიორგი, დიდი მადლობა ჩემო კარგო ქართველო. ღმერთი იყოს შენი მფარველი.
www.fereidani.ge
„შთაბეჭდილებები, წინადადებები, შენიშვნები“ – „ქართული დიასპორა“ – ჩანაწერი 43 (უცნობი ავტორი).

„მაინც ანთია სანთელი თეთრი. მუდამ ანთია სანთელი თეთრი, მისი ჩუმი წვა – ამაღლებაა“... თქვენ გენაცვალეთ ფერეიდნელო ქართველებო, თქვენი სიყვარული და თქვენი ცხოვრებაც ამაღლებაა... ძალიან გვაკლიხართ!
ბატონო გიორგი, შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ჩემთვის იქაური (ფერეიდანს ვგულისხმობ) საქართველოა კანოდუსი – მიუღწეველი ადგილი. როგორ უყვართ და უფრთხილდებიან ერთმანეთს... განა საკვირველი არაა, რომ 400 წლის მანძილზე ფერეიდანში ქართველს ქართველი არ მოუკლავს?!.. ვფიქრობ, ასე იმიტომ ხდება, რომ მე-16 საუკუნის ქართველებივით არიან. ამდენი გაჭირვების მიუხედავად არაფერს არ შეურყვნია მათი სულები და ისეთივენი დარჩნენ, როგორებიც ჩვენი წინაპრები იყვნენ. იმის თქმა კი არ მინდა, რომ ჩვენთან ცუდის მეტი არაფერი ხდება... სულაც არა... დარწმუნებული ვარ, რომ სწორად მიმიხვდებით...
P.S. ბატონო გიორგი, თქვენი მეორე მოგზაურობის მესამე ნაწილში რევაზ ინანიშვილის ”თმაგათეთრებული ქალი რუსთაველის გამზირზე” რომ წავიკითხე, ერთი მოთხრობა გამახსენდა იმ ქალის ნათქვამზე, რომელსაც ლექსები არ უყვარდა... ეს მოთხრობაც რევაზ ინანიშვილისაა – „ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე?“. პატივისცემით, ლევან გურული. ჭიათურა.

www.fereidani.ge
„შთაბეჭდილებები, წინადადებები, შენიშვნები“ – „საქართველო“ – ჩანაწერი 46. ლევან გურული. ჭიათურა.

გთხოვთ მოინახულოთ!
პატივისცემით, გიორგი (გუგუა) ალავერდაშვილი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined16 Nov 2007
Posts771
კარმა50
OFFLINEPROFILE
გუგუავ!გავრბივარ,გავრბივარ!
ერთს გეთყი ,დიდოსტატი ხარ !-ჩემო კარგო .
მადლობ, რომ არსებობ და არსებობის საშუალებას აძლევ ,
იმ გადებულ ხიდს,რომელსაც "მოგზაურობა დროში ანუ ფერეიდანი"ჰქვია.=zer=

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1780 posts ] 
დესპანი