↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
მოგნატრებია ოდეს ტირილი?
ოდესმე ცრემლი მოგნატრებია?
თუ გყვარებია ოდესმე ვინმე
ვისიმე ჯავრი თუ გქონებია.

ღამე მთვარესთან თუ გძინებია?
წვიმაში თმები დაგსველებია?
ზღვასთან ბაასი თუ გყვარებია
თვალები ცრემლით გაგსველებია?

ალბათ ,დამთვრალხარ წითელი ღვინით
ალბათ ,სიმღერა მოგნატრებია
თუ გაწოლილხარ ოდესმე თოვლში
თოვლში ყვავილი თუ გიძებნია?

თუ გიძებნია ყვავილი მისთვის
ვინც ასე ძლიერ შეგყვარებია?
რა ბედნიერი ყოფილხარ მაშინ,
ამხელა გრძნობა თუ შეგძლებია .

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
ჩემი სურვილი რომ ყოფილიყო
ფეხს არ დავდგავდი ცოდვილ მიწაზე.
არ გავჩნდებოდი, არ ვიცხოვრებდი,
არ ვისუნთქებდი, დღეს ამ მიწაზე.

მაგრამ განგებამ, ასე ინება
და მე აქა ვარ, დღეს ამ მიწაზე,
უსიყვარულოდ და უიმედოდ,
დავეხეტები ცალი მიწაზე.

ღმერთო ძლიერო შენ შეისმინე,
ჩემი ვედრება დღეს ამ მიწაზე.
ნუ მიმატოვებ უსიყვარულოდ
და უიმედოდ , ცალს ამ მიწაზე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined09 Jan 2009
Posts95
კარმა0
OFFLINEPROFILE
მიდის წამება ჩემი
და უფრო გული მტკივა.
ისევ მიწასთან ვრჩები,
ისევ მიწაზე მივალ.
გული ქარს უნდა მივცე,
რა სიჩუმეა ირგვლივ.
მსურს, გადავლახო სივრცე,
მინდა, გავექცე სიკვდილს.
შენ სამარეში წევხარ,
გველივით მიდის ნისლი.
და წამებიდან ეხლა
მხოლოდ სიკვდილი მიხსნის.
ქრიან დღეები ჩემი
და უფრო გული მტკივა.
ისევ მიწასთან ვრჩები,
ისევ მიწასთან მივალ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
მონატრება ტკივილამდე გაგიგია?
აი სწორედ,სწორედ მასე მენატრები
მონატრება ცრემლებამდე გაგიგია?
ცრემლად დავდნი სწორედ ისე მენატრები

მონატრება კივილამდე გაგიგია?
ქალაქს შევძრავ ისე ძლიერ მენატრები
მ ე ნ ა ტ რ ე ბ ი
მ ე ნ ა ტ რ ე ბ ი
მ ე ნ ა ტ რ ე ბ ი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
ნია7,ლიაკო-შესანიშნავი ლექსებია.. =sher= =goooood

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
მადლობთ ნინი=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
არც ქალის სურნელს მივტირი დაკარგულს
არც კოცნას და ალერსს აღთქმულს და დაშანთულს
ოცნებას გაფანტულს სიცოცხლეს დაღდასმულს
სიყვარულს მივტირი, დარდების დასასრულს.

ტკივილებს შეჩვეულს,ფიქრებში ჩამარხულს
დამალულს,მოპარულს, დაწიხლულს...
დაორთქლილ მინასთან ფიქრი მენატრება
სევდა მენანება
ცრემლი მენანება
მარცხი მენანება
მწუხარე სევდიანი რაინდის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined10 Sep 2008
Posts125
კარმა0
OFFLINEPROFILE
ქარი გიმღერის ნანასა,
ზღაპარს გიამბობს ჭადარი...
ძეწნამ ალერსით ამავსო
ეჭვებით ნაავადარი...
საქართველოო ლამაზო,
„სხვა საქართველი სად არი?“
ცა ვარსკვლავებით ინთება,
ცა – არცა რისი სადარი...
მთვარე რომ ამობრწყინდება,
გული გაფრენად მზად არი...
დიდება, შენი დიდება,
„სხვა საქართველო სად არი?“
მინდვრები, ქართლის მინდვრები,
ქედები მხარგაშლილები...
მთაში – ტყე დანაბინდები,
ტყეში – ქორბუდა ირმები...
ბარად შრიალებს ჭადარი,
მზეს უმღერიან ჩიტები...
მხარევ მოსილო დიდებით,
„სხვა საქართველო სად არი?“
ლურჯი ბალახი მხარამდი,
მწყერი გოგმანობს ბალახში...
თეთნულდზე – მზე და ბადაღში...
სხვა საქართველო ვინ ნახა?
„სხვა საქართველო სად არი?“
როს ვარსკვლავები ხმაურით
აინთებიან ცათანი,
კლდეს მოაწყდება ზღვაური
მეშვიდე ცაზე ატანილს...
კლდეებში ჯიხვი დაფრთხება,
გორში იტირებს ატამი,
ყაყაჩოს გვერდს ვერ აუვლი,
„სხვა საქართველო სად არი?“
აქ დაიბადა „სულიკო“,
მზისკენ გაფრინდა „მერანი“...
და თუნდაც გადმოსულიყო
მტერი შმაგი და ვერანი,
მარჯვენს მოსჭრიდა ალუდა,
სით გაუშვებდა ლელაჲ?
აქ დაიბადა „სულიკო“,
მზისკენ გაფრინდა „მერანი“...
მთათ ორბის ფრთები მოისხეს,
ცაში ასულა ძერაი...
დაბლა შრიალებს მოლისებრ
ყანაი გაუყელავი...
ფიქრს დაუღლია ონისე,
ბახტრიონს მიდის ლელაი...
მთათ ორბის ფრთები მოისხეს,
ცაში ასულა ძერაი...
ქარი გიმღერის ნანასა,
ზღაპარს გიამბობს ჭადარი...
ძეწნამ ალერსით ამავსო
ეჭვებით ნაავადარი...
საქართველოო ლამაზო,
„სხვა საქართველო სად არი?“

=tavfx= =tavfx= =tavfx= მენატრება.......

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
შენ აგიხსნია ბევრი ქარაგმა,
ქორონიკონის კენტი და ლუწი, -
მაგრამ არ იცი, ჩვენმა ქალაქმა
რა სურათები მოხატა უწინ.

თუ ჩაგივლია სირაჩხანისკენ,
დაჰკვირვებიხარ ამ ქუჩებს კარგად -
გაგაოცებდა რუმბების სისქე
და ჭიანურზე დაკრული ჩარგა.

სიძველისადმი გრძნობა, პატივი,
თუ შენში მაინც ოდნავ ელვარებს -
მიხვდები ასე ანდამატივით
რისთვის ვდარაჯობ თბილისის კარებს.

მიხვდები, რატომ არ დაერიდა
ჩემი ლექსები პოეტთა კილვას
და რატომ ვცდილობ ამიერიდან
ასე თამამად წარსულის ხილვას.

აი სეირი ჯერ არნახული!
სადღაა ეშხი და სილამაზე!
არ სჩანს ურმები მოჩარდახული
ღამისმთევლებით ბოლნისის გზაზე.

ღვინოს საფლავზე არვინ მიგიტანს,
ჩამოიხია ბაღდადის ფოჩი, -
ეს, სადღა ნახავ ელამ მიკიტანს
თავის დუქანთან მიბმული ყოჩით!

კრივი, ამქარი, ცეკვა, ართურმა, -
ეს ადათები ძველთაგან ძველი
გადაივიწყა სიტყვამ ქართულმა
და დამრჩა... სევდა წაუბაძველი.

2

აი, პირმაღზე ვწევარ გულაღმა.
ჩემი ოცნება ფრენას ვერ ითმენს.
აი, აფეთქდა აისი ნაღმად.
აი, ლექსისთვის ვეწვიე რითმებს.

ძველებურ განცდით ვდარაჯობ ნიავს,
რომ შორეული ჰანგი მომფინოს -
მაგრამ ზურნის ხმა ვიღაცას მიაქვს,
ვერ აღწევს ჩემი სახლის ლორფინოს.

დუდუკის ნაცვლად - ქარხნის საყვირი.
დუმბო და ზილი დაახშო რკინამ.
ბულბულს - ყაზაფა, გრძნობას - აღვირი.
აღარც დუდუკი... აღარც ყიჟინა...

და მე არ ვიცი ვიღას ვემონო,
ასეთ ყოფაში თითქოს მოვბერდი...
ვრჩები ოტელო უდეზდემონოდ
მე, სხვა ცხოვრების წინამორბედი.

ძველო თბილისო! დღეს ისე მკვეთრად
ვეღარ შეგაქებ... არ მაქვს უნარი...
მაგრამ ვამაყობ, რომ ჩემთან ერთად
დარჩები მუდამ გაუხუნარი.

ძველო თბილისო! ჩემი მიზნები
აღარ მაქვს, გულში რომ გინახავდი...
გადაწყდა, უნდა შევცვალო გზები...
ძველო თბილისო... გტოვებ... ნახვამდის...

1925

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined09 Jan 2009
Posts95
კარმა0
OFFLINEPROFILE
გრიგალს მიაქვს ხელები
და შენ ისევ მახარებ.
და მომინდა ცრემლები,
და მომინდა სხვა მხარე.
თითქოს ჩემი წამება
შორს წაიღეს ქარებმა.
ახლა შავი ღამეა,
ღამე და მწუხარება.
და ფიქრები მიდიან,
და გაქრება ეს ხანა.
მე ვარ და დუმილია
და ცისფერი ქვეყანა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined10 Sep 2008
Posts125
კარმა0
OFFLINEPROFILE
ჯიხვი - ქარაფზე ხტის,
ბუზს არ აიფრენთ, ქედებო!
კავკასით პონტის პირს
ძირს ჩაკიდულხართ, ხედებო!
მე რომ სიკვდილი მჭირს,
ხომ შენგნით, ჩემო ედემო?!
ამბავს წაუღებთ ვის,
თქვენ, ფრინველებო ღვთის -
წითელ-
ფეხება მტრედებო?!

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined09 Jan 2009
Posts95
კარმა0
OFFLINEPROFILE
არ ვხედავ ღრუბელს, არ ვხედავ ნისლებს,
ჩემთან ახლოა ეს ერთი ნუში.
და იმ ადგილას მივედი ისევ,
სადაც მთელი დღე ვიყავი გუშინ.
აქაც გაისმის ქარის გოდება,
ქარია გარეთ, ქარია სულში.
დღესაც მეწვია და არ მშორდება
ფიქრი, რომელიც მტანჯავდა გუშინ.
დღეს ჩემი ბედი ქარიშხალს მისდევს,
რა უცებ შეწყდა ხმაური ქუჩის.
და იმ ადგილას ვოცნებობ ისევ,
სადაც მთელი დღე ვიყავი გუშინ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined10 Sep 2008
Posts125
კარმა0
OFFLINEPROFILE
მიწას სამშობლო ჰქვია,
თუ მისთვის გიცემს გული,
თვალის ჩინივით უვლი
და მიგაჩნია წმინდად,
მაგრამ ყველაზე ძვირად
ეს მიწა მაშინ გიღირს,
როცა გიჟივით ყვირი:
- შინ
დაბრუნება
მინდა!

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined09 Jan 2009
Posts95
კარმა0
OFFLINEPROFILE
ისევ კედლებთან ვწევარ მგლოვიარე,
ძველი ხსოვნა მოაქვს ეზოდან ძახილს.
ბევრი სასტიკი ღამე გავიარე,
რამდენ წვალებას მალავს ეს ოთახი.
რკინაზე ცივი ეს ჩემი მკერდია,
ო, როგორ მოსჩანს ჭერი გაბზარული.
ხმამაღლა ვამბობ: ჩემთვის სულერთია
ვარდით თუ ეკლით ვიქნე დაფარული.
ისევ მიხარია დღეს გასვლა მზეზე,
დღეს ჩემი სახე ბევრის მეტყველია.
და ცეცხლივით მწვავს ფიქრი სიშორეზე
და ირგვლივ მხოლოდ ოთხი კედელია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
ნია7
ინებე კარმა ჩემო კარგო=ko=

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი