↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 May 2008
Posts292
კარმა0
OFFLINEPROFILE
ყველა სულიერს

უთენდება თავისებურად.

ყველას თვალებში

სხვადასხვა ფერს ამხელს აისი…

სანამდე სიზმრის მოწმე ხდები შენც უნებურად

და დედამიწა სანამ

სხეულს შუქში გაისვრის,

ნუ, ნუ იჩქარებ,
ნუ იჩქარებ გამოღვიძებას,

ხომ მეთანხმები,

ძილში სიბნელე რომ არსად სუფევს?

და მზე, რომელიც თითქოს ამოდის ყოველ ცისმარე,

სადღაც დღე-ღამის

მოჩვენებით საზღვრებს აუქმებს.

სხივი,
დახუჭულ თვალებშიც რომ მარად გვინთია,

ჰგავს ღვთის მზერაში

ცხადად ჩარჩენილ ჩვენს პირველსახეს.

საალიონო
ლოდინი რომ დაგვაქვს ტვირთივით,

დაუსაბამო სიკვდილიდან აღდგომას ამხელს.

სინათლის ჯვარი შეუდგამს მტკივან მხრებზე პლანეტას,

მამლის ყივილის

ეშინია მოწამე ვარსკვლავს

და ესიზმრება დაბრმავებულ მოხუც პილატეს,

რომ ჯვარცმულს აძრობს

მზის სხივების სისხლიან სამსჭვალს.

და უხარია, უხარია, გაგიჟდეს ლამის,

ნათელს რომ არ კლავს…

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 May 2008
Posts292
კარმა0
OFFLINEPROFILE
****
არ მიყვარხარო, არა,

მაგრამ რა ვუყოთ თითებს?

იმ ხელს, რომელიც თრთის და

მოფერებასაც ითმენს....


არ მიყვარხარო, არა,

მაგრამ მაგ თვალთა კრთომა?

პატარა ბავშვიც ჰპოვებს

იმათში სითბოს თოვას...


ძვირფასო, რად ხარ მკრთალი?..

ძვირფასო, ხომ არ გცივა?...

ხომ არ შეგემთხვა ავი

და გული ხომ არ გტკივა...


გულში დამალავ გრძნობას,

ჩააქრობ ტრფობის ალებს,

მაგრამ რას უზამ თითებს?..

თვალებს....რას უზამ თვალებს?....

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined10 Sep 2008
Posts125
კარმა0
OFFLINEPROFILE
წამოდი, ჩემთან არ არის ცუდი,
ლექსები გითხრა - რას დაგადარო!..
დაგიწნა თეთრი ზამბახის ქუდი,
ჩემო დიდგულა, პატარა ქალო.

შორს აგიშენო თეთრი კარავი,
სიყვარულივით ჩუმი, მდუმარი.
არ შეგაშფოთებს მეტი არავინ,
ისევ ჩვენ ვიყოთ ჩვენი სტუმარი.

ო, შენ არასდროს არ მოგწყინდება,
ჩემთან სიზმრებში ჩაგეძინება
და ცისკარივით გამიბრწყინდები,
ძილში რომ ჩუმად ჩაგეცინება.

ხან უზრუნველი მინდორთა შორის
თეთრ ყვავილებში დამემალები,
მინდორს აანთებს ვარსკვლავი ორი
და შემაჟრჟოლებს შენი თვალები...

წამოდი, ჩემთან არ არის ცუდი,
ლექსები გითხრა - რას დაგადარო!..
დაგხურო თეთრი ზამბახის ქუდი,
ჩემო დიდგულა, პატარა ქალო.

:) :) :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined10 Sep 2008
Posts125
კარმა0
OFFLINEPROFILE
ქვა,ქვაა
მაგრამ ბედისწერა განაგებს ქვასაც,
ზოგი ჩუქურთმით იფარება და ზოგი ხავსით,
ზოგი იქნება ობელისკი,ზოგი ბილინგვა,
ზოგი სამსხვერპლო ქვა იქნება ან ბაზილიკა.
ზოგი ტირილით და ანდერძით დაიკაწრება...
ქვით,ქვით აშენეს დილეგებიც
და ღვთის ტაძრებიც.

უმრავლესობა მხილოდ ქვაა ,
ქვაა უბრალო.......
ესეც ბედია,ბედი უფალო?

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 May 2008
Posts292
კარმა0
OFFLINEPROFILE
****
მე მოვალ შენთან გუშინ ან შარშან,

შენ მოხვალ ჩემთან ზეგ ან გაისად,

როცა კვირტები დაიწყებს გაშლას,

როცა ხეხილი ნაყოფს დაისხამს.

როცა მე და შენ იმდენად დაგვღლის

ამქვეყნად ჩვენი როლის თამაში,

რომ მე დაგითქვამ შეხვედრის ადგილს

სადმე წარსულში ან მომავალში..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
მე შენზე ვფიქრობ,
ღამის გადაღმა
ამოფეთქდება მალე ცისკარი,
ნეტავ მანახა,ნეტავ მანახა,
ნეტავ მანახა შენი სიზმარი.
იქნებ ზეცისკენ მიემართები,
დგას გაზაფხულის ლურჯი ხარება,
ან გეზმანება,რომ ხარ სანთელი
და გევედრები მე შებრალებას.
იქნებ მინდორზე დგეხარ შროშანად,
ქარს მოაქვს ჩემი ხმები შენამდე,
...ნეტავ მაშაინაც,როცა შორსა ვართ,
ერთიმეორის სიზმრებს ვხედავდეთ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
ნუთუ ეს არის რასაც ვეძებდით,
ნუთუ,ესაა სუყველაფერი?
როგორ ბრჭყვიალებს შენი ბეჭედი
ჩამავალი მზის სხივით ნაფერი.
ქარებს მივდევთ თუ ქარი მიგვდევნის,
ისევ შრიალებს შენი მანდილი,
რა ცოტა დაგვრჩა დღე გუშინდელი,
როგორ იზრდება დღე დღევანდელი.
რა ვქნათ,
რა ვუყოთ,
როგორ მოვრიგდეთ?...
კლებულობს სივრცე - ტყავი შაგრენის...
დამიდასტურე ,ჩემო სიცოცხლევ
რომ მეც საკუთარ გზებს მივაგენი.
დამიდასტურე ძველი ზღაპარი,
აღსავსე ღელვით და ჟრუანტელით,
იმედის კალთა გადამაფარე
და დამიბრუნე დილის ნათელი,
რომ ვთქვა -ვიპოვე,რასაც ვეძებდი,
რომ არ არსებობს სხვა არაფერი -
რომ კვლავ ბრჭყვიალებს შენი ბეჭედი,
დილის ცინცხალი სხივით ნაფერი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
სოფლის თავს სამი წყაროა,
სამი სარკეა ლელი!
ერთში შენ ჩანხარ,
ერთში - მე,
ერთში - პეპელა ჭრელი.
ვისია
ცისკრის ციაგი,
ვარდი
ტურფა და მწველი,
გიყვარვარ -
რა უბრალოა,
მიყვარხარ -
რარიგ ძნელი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
საირმეში დამესიზმრა ფურ-ირემი,
მკერდხატულა,
ყელმაღალი,
გიშრისთვალა...
დამინახავს სილამაზე ქვეყნად ბევრი,
არასოდეს შევხვედრივარ ამისთანას.
ხელთუქმნელი ქანდაკივით იდგა მთაზე,
ცისარტყელა ციდან რქებით ჩამოჰქონდა,
შენი ჰქონდა მჩქეფარება და სინაზე,
ყელიც შენი...
თვალებიც კი შენი ჰქონდა.
ვერცხლის თასით გავუწოდე წმინდა წყალი,
არც მომხედა,
თვალი სადღაც გაურბოდა,
სულ ტყუილად შევხაროდი მე საწყალი,
იმ ურჯულოს,თურმე გულიც შენი ჰქონდა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
დასაბამიდან...

დასაბამიდან დღეცისმარადი
საქართველოში ამ ღვინოს სვამდენ,
გადადიოდა ხელში ხელადა
დარუბანდიდან ნიკოპსიამდე.

საკუთარ სისხლით დაკვეთილ ზედაშს
ცხენზე დალევდა ომში ვაჟკაცი,
რომ შემდეგ თათრებს უტიროს დედა
დაატრიალოს ხმალი სიმკაცრით.

მე დღესაც ვხედავ მამაც რაინდებს,
კოშკში დამწყვდეულ მზეთუნახავებს,
მათ სადღეგრძელოს ნუ მომარიდებთ,
ამაზე მაინც ნუ დამძრახავენ.

ბარათაშვილი არაგვზე სვამდა,
მე კი დღეს მახრჩობს ”ქიმერიონი“.
მტრედიც გადიქცა ეხლა სვავადა,
სხვა ქარიშხლების მოდიან დრონი.

რა საჭიროა სატრფოს ცრემლები,
არც ქარს ვაწუხებ საფლავის თხრისთვის.
მოისვენებენ ისედაც ძვლები,
თუ კრემატორი აღირსეს ტფილისს.

დამისხით, ძმებო დამალევინეთ,
ამივსეთ ყანწი წითელ ღვინოთი.
საქართველოში ბევრი მაგინეს,
მიუმატებენ, რომ ვარ მე ლოთი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined17 Jan 2009
Posts217
კარმა0
OFFLINEPROFILE
ზღვისფერი გაქვს თვალები, და თავათ ჰგევხარ ზღვას
თუ არ შეგებრალები და მითხოვდები სხვას
მივატოვებ გაზაფხულზე თესვასა და ხვნას
გადავლახავ ადიდებულ ჭოროხსა და მტკვარს
ცეცხლს გავატან შენს სამყოფლოს,შენს სიყვარულს ქარს,
და მოგიკლავ,მოღალატევ,მაგ ნაფერებ ქმარს,
ზღვისფერი გაქვს თვალები და თავად გევხარ ზღვას

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined09 Jan 2009
Posts95
კარმა0
OFFLINEPROFILE
მე რა ვქნა, სიკვდილს თუ ვერ ავცდები,
ქარმა ხეს ტოტი გადაუზნიქა.
და არსენალის ჯარისკაცები,
მესმის, უკრავენ ახლა მუსიკას.
გაივლის გრძნობა, როგორც ანთება,
მოვედი, ისევ დამაგვიანდა.
შემოდგომის დღე ნელა ღამდება,
მე კი მივყვები რკინის ლიანდაგს.
ხმები ისმოდა, ხმები დადუმდნენ,
სურვილი მქონდა წუხელ ძილისა.
მინდა, თბილისში სულ არ დავბრუნდე,
მინდა, ბოლომდე გავყვე რკინიგზას.
სულის ამნაირ ღელვას რა ჰქვია,
დგება ნათელი ისევ ზენარის.
შორს მიდის მტკვარი, ძირს ქალაქია
და მაღლა ისევ დგას არსენალი.
მე რა ვქნა, სიკვდილს თუ ვერ ავცდები,
ქარმა ხეს ტოტი გადაუზნიქა.
და არსენალის ჯარისკაცები,
მესმის, უკრავენ ახლა მუსიკას.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined09 Jan 2009
Posts95
კარმა0
OFFLINEPROFILE
მეგობარს

ახლა ღამეა და თითქოს ცივა
და წინ იშლება უსაზღვრო არე.
ახლა ღამეა, ოთახში ვზივარ,
აივანს ისევ ანათებს მთვარე.
ჩუმი ზაფხულის მწვანე ფოთლები
მაღალ აივანს გარს ახვევია.
შენ თქვი: ძვირფასო, ასე როდემდის!
და საიდუმლო ფიქრი გეწვია.
თეთრი დღეები მიჰქრიან თვალწინ,
ასე მგონია ვიღაც დამეძებს.
ჰა, შემოდგომა იწყება აწი
და ჩვენ ვსაუბრობთ ცისფერ ღამეზე.
ეს გრძნობა ისევ ებრძვის გონებას
და ძვირფას დღეებს დრომ დამაშორა.
მე ახლო ვხედავ ჩემს მოგონებას,
მე ახლო ვხედავ ძვირფას ლენორას.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
რარიგ კარგია, სამშობლოვ,
შენი მტკვარი და რიონი,
შოთა, ილია, აკაკი,
ვაჟა...

ორზღვათა შუა მდებარე
ბრწყინავდა კავკასიონი,
შოთა, ილია, აკაკი,
ვაჟა...

სულ მაღლა გორის ციხეა,
სულ დაბლა ძველი სიონი,
შოთა, ილია, აკაკი,
ვაჟა...

დაბლით კოლხიდის ველია,
მაღლიდან დგას ბახტრიონი,
შოთა, ილია, აკაკი,

ვაჟა....

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ხვალემ იზრუნოს ხვალისა,
ხვალემ იზრუნოს ხვალისა!
ღვინომ აიღოს ღვინისა,
წყალმა წაიღოს წყალისა!

არც ვწუხვარ, არც მერიდება
მიმავალ-მომავალისა;
წყალმა წაიღოს “დიდება”,
ხვალემ იზრუნოს ხვალისა!

გულმა მიიღოს გულისა,
ხვალემ იზრუნოს ხვალისა.
ღვინომ მიიღოს ღვინისა,
წყალმა წაიღოს წყალისა!

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი