↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1780 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მადლობა გუგუა გაიხარე . სიღნაღი რომ დავათვალიერე თავისი გალავნით ,
(ამ ზაფხულს ვიყავი) მაშინ ჩავედით ბოდბის მონასტერში მოვილოცეთ
დიდი მოწიწებით .

მისი მადლი ნუ მოგვაკლოს გმერთმა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Aug 2008
Posts1679
კარმა0
OFFLINEPROFILE
ვაზს შევხვდი თურქთა მიწაზე,
ხმის ამოღებას ცდილობდა,
ო, როგორ ვერ მოვისაზრე,
ჰკლავდა ქართული ჭრილობა.
ვამტვრევდი ენას უცხოურს,
ვხარჯე, მარაგი რაც მქონდა,
არადა, თურმე ბეჩავი,
ქართულად ლაპარაკობდა.
ვზი უცხოეთს და ვქვითინებ
თითქოს და ქრისტე მენახოს,_
შენი ცრემლების ჭირიმე,
ჯვარზე გაკრულო ვენახო!

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined10 Sep 2008
Posts125
კარმა0
OFFLINEPROFILE
თვითონ არ ვიცი, ასე რად ხდება,
სადაც კი ვნახავ ლამაზ მთა-გორებს,
სადაც ლამაზი მთა-ბარი მხვდება,
ჩემს საქართველოს რატომ მაგონებს.
მისი ხატება, როგორც ლამპარი,
მინათებს გზას და თან დავატარებ,
თუ სადმე მხვდება ტურფა ბაღნარი,
ჩემი სამშობლოს მთა-ბარს ვადარებ.
და მეც არ მინდა სხვა ნეტარება,
თუნდ დავიარო მთელი სამყარო,
ალაბათ ვერ ვპოვებ სხვა შედარებას,
მხარე ლამაზი რომ შევადარო!

გრიგოლ აბაშიძე
P.S.ეს თქვენ ფერეიდნელო ქართველებო ......

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined16 Nov 2007
Posts771
კარმა50
OFFLINEPROFILE
გუგუა გაიხარე !
ციცი ორივე ,შენს მიერ დადებულ საიტს გადავხედე ,პირველი ,ძალიან საინტერესო საიტია გაკეთებული.
მეორე, ხომ მშვენიერების სამყარო!
მადლობ ჩემო კარგო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
აბა გავიქეცი ციცის საიტებში

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ქუჩას მისდევდა ლამაზი გოგო და ცალი ხელით ვარდი მოჰქონდა, ისეთი იყო, აგიხსნა როგორ, მოგონილია მასთან ჯოკონდა. გაქვავებული ჭაბუკნი იდგნენ, ხმას ვერ იღებდა დიდხანს ვერავინ, მიშტერებოდნენ იმ ლამაზ გოგოს და ქანდაკებებს ჰგავდნენ ყველანი. ბოლოს და ბოლოს ერთმა მათგანმა იმ გაქვავებულ ჭაბუკთა შორის, ძლივს ამოღერღა სხვების მაგივრად:
"მტრისას ასეთი ლამაზი ცოლი!" შენ მონატრება რა არის იცი?

როცა შორს არის და მასზე დარდობ,

შენს საგულეში ვიცი სხვა არის,

ეს ვიცი მაგრამ მაინც გნატრობ.

დიდი ტკივილი რა არის იცი?

როცა დღე და ღამი ფიქრში წვალობ.

გთხოვ მომისმინე ,მოეშვი სიცილს,

შენ ხომ არ იცი მინდა გასწავლო

უზომო სევდა რა არის იცი ?

თუ არც ეს იცი გაშოროს ღმერთმა.

ტკივილი , სევდა სიშორემ იცის .

ეს ყველაფერი მე ვიცი ერთმა.

შენ მოლოდინიც არა გცოდნია,

როცა არ იცი მოვა თუ არა ,

და მასთან მისვლა შორზე შორია.

შენ არაფერი არ იცი არა . . . სანამ რაიმეს დაიწყებ მანადე დიდი მოლოდინია....მოლოდინს ფიქრი ერთვის თან...ფიქრს აზრი...აზრს გულიც ერთვება და იქ მერე სევდაც ისადგურებს...მალული, პატარა..შეუცნობადი........

ასე იყო ყოველთვის, შენდამი დიდი სიყვარულის მიუხედავად მაინც სევდიანი და ფიქრით სავსე მზერა მქონდა.... ყოველთვის მიკვირდა ადამიანების რომლებსაც სევდანარევი ღიმილი არ შეეძლოთ...
ბედნირია ასეთი ადამიანი.........

სანთელივით ვართ ადამიანები როლმებსას ეკლესიაში ანთებენ და ღმერთს შესთხოვენ კარგად მიმყოფე გულით საყვარელი ადამიანებიო.......

ასე მოვედი შენთან ჩემო ყველავ, დაგანთე და ეხლა ვლოცულობ....ოღონდ ტაძარში არ ვდგავარ.....ჩემს ქოხში ვარ მუხლმოდრეკილი.....ოღონდ ხატებს არ მივჩერებივარ.....ჩვენი ისტორიის ფურცლები მიმზერს წინიდან......ოღონდ თავშალი არ მახურავს თაზვე....ძაძებ მოსიილი ვდგევარ ჩემო მზეო........ ხელებიდან გამოცლილო მზეო........

და ცრემლი მოდის.....და მოგორავს დროება....მტკივნეულია თითოეული შენზე ნაფიქრი წამი.........

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ნუ დაივიწყებ, შენი ვალია!
ნუ დაივიწყებ წინაპრის ადათს,
ნუ დაივიწყებ გმირობას ათასს.
რაც დღემდე შენთვის სისხლი დაღვრილა
სულ არ მოვსულვარ დღემდე ადვილად.

ჩვენამდე, დღემდე, ჯაჭვია გრძელი,
გზა ეკლიანი, ვიწრო და ძნელი.
შენამდე ცხრა ძმა ხერხეულიძე,
სამასი გმირი არაგველია.

მეფე დავითი, მეფე თამარი
და ეს გზა ისევ გასავლელია.
ნუ დასრულდება წარსული შენზე,
ხავსს ნუ მოადებ მშობლიურ ეზოს
რათა შენს შვილებს და შენს მომავალს
წინაპრის სახე სანთლებად ენთოს.

ღმერთივით ერთი სწამდეთ სამშობლო
და თავს სწირავდნენ ენას და რწმენას
გადასახლებულთ ქართული მიწა
ხატად ექცათ და გულზე ესვენათ.

ნებით, ქართველი არ თმობს სამშობლოს,
განა ადვილი დასათმობია?
ძალით არასდროს,
წინაპრის კერა განა ადვილი ჩასაქრობია?

განა სამთავროს, ბაგრატს და გელათს,
ცამდე აზიდულ ძველ სვეტიცხოველს,
შოთას და ვაჟას და მშობელ დედას
რის ფასად დათმობ – გაიუცხოვებ.

მძლავრი მდინარის ჩქეფების დარად
შენს სისხლში მაინც იჩქეფებს მარად
და სანამ ცამდე არ გაბრწყინდება
შენი სამშობლო სამოთხის დარი
სანამ სიცოცხლე არ მოგწყინდება
მოსახდელი გაქვს იცოდე ვალი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

ციცი სად მოძებნე ასეთი კარგი საიტები,
ძალიან მომეწონა.
მადლობა პირადად ჩემგან,ჩემო საყვარელო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined19 Apr 2008
Posts157
კარმა9
OFFLINEPROFILE
მაგარი საიტი გაქბტ გაკეტებული ბატონო გუგუა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
jijilala wrote:
ციტატა:
გუგუა გაიხარე !
ციცი ორივე ,შენს მიერ დადებულ საიტს გადავხედე ,პირველი ,ძალიან საინტერესო საიტია გაკეთებული.
მეორე, ხომ მშვენიერების სამყარო!
მადლობ ჩემო კარგო.

გაიხარე საყვარელო.იცოცხლე მრავალჟამიერ.გკოცნი ჩახუტებით.
მიყვარხაარ=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
შენ გაიხარე ჩემო გუგუა,ამდენი სიკეთის
მთესველო,შენ გაიხარე თუნდაც იმიტომ რომ
დღე-გამოშვებით მატირებ გულ ამომჯდარს.
ამ ტირილში ცუდს ვერაფერს ვხედავ.
შენ და შენმა საიტმა კიდევ უფრო თვალნათლივ დამანახვეთ
თუ რამდენი ტანჯვა გადაიტანა ჩვენმა,მართლაც
რომ ბედკრულმა საქართველომ.
რა სიამოვნებით შევუერთდებოდი,"წმინდა ნინოს
მომლოცველობით გზა"-ზე ფეხით წასულ მომლოცველთა ჯგუფს,რათა მათთან ერთად მეც აღმესრულებინა ლოცვები.
მაგალითად მოვიყვან უხუცესი პილიგრიმის,გიორგი
ამუზაშვილის სიტყვებს:

"ახლა, როცა საქართველო მძიმე პერიოდში იმყოფება, გადავწყვიტეთ ფეხით გაგვევლო ის გზა, ლოცვით და გალობით მივახლებოდით წმინდა ნინოს საფლავს, რათა შეგვევედრებინა ყველა ცოდვების მიტევება, საქართველოს გადარჩენა და გამთლიანება".
ღმერთი იყოს შენი და ჩვენი ქვეყნის მფარველი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მახო საიტი მოგეწონებია
ვნახე შენი ჰოსტი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ციცი არ წაიკითხე?

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1780 posts ] 
დესპანი