↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ყოველდღიური დაიჯესტი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ენგურჰესის საიდუმლო ოპოზიციას გაუმხილეს
[დავით კირვალიძე]
ალეკო ხეთაგურმა გუშინდელი ქადილი ქარს გაატანა. მართალია, ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატმა ენგურჰესთან დაკავშირებული მემორანდუმის გაცნობისათვის დეპუტატებს სამინისტროში მისვლა ურჩია, მაგრამ დილა კარგად გათენებული არ იყო, რომ საკანონმდებლო ოპოზიციას მემორანდუმი თავად მიურბენინა.

დეპუტატებმაც ცალი თვალით ჩაიჭყიტეს დოკუმენტში და მეტად ორიგინალური დასკვნა გააკეთეს - მემორანდუმის საიდუმლო მუხლები ენერგეტიკას ეხებაო. თურმე თავი იმით უნდა დავიმშვიდოთ, რომ მემორანდუმის ტექსტი ენრგუჰესს შეეხება და არა კოსმიურ მოვლენებს ან მსოფლიო გეოპოლიტიკურ გადაჯგუფებებს.

ჟურნალისტებს მემორანდუმი კვლავ დაუმალეს. საზოგადოების ინფორმირება ოპოზიციონერ პაატა დავითაიას მიენდო. თუ როგორ ასრულებს დავითაია ოპოზიციურ დეპუტატის როლს, ეს აგვისტოს მოვლენების საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეობისას გამოვლინდა.

ხეთაგური გუშინ მთელი დღე ირწმუნებოდა, რომ მთავრობის დამტკიცებისას პარლამენტში რუსულ ”ინტერ რაოსთან” გაფორმებული მემორანდუმით მისვლას და პარლამენტის ტრიბუნიდან მის გამოქვეყნებას არ აპირებდა.

- ”ოპოზიციას მემორანდუმის გაცნობა არ უთხოვია, სამინისტროში არავინ მოსულა და არ უთქვამს, წამაკითხეო. მათ ეს დოკუმენტი გამოითხოვეს, რაც არ მოხდება, მაგრამ თუ ადგილზე მოვლენ, გავაცნობთ”, - აცხადებდა ხეთაგური.

ენგურჰესთან დაკავშირებით რუსულ კომპანიასთან გაფორმებული მემორანდუმი და მისი გამოქვეყნების საკითხი საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გურამ ჩახვაძემ დააყენა.

5 თეთბერვლის დილით კი, ხეთაგურის გამოგზავნილი მემორანდუმი უკვე ოპოზციას ეპყრა ხელთ. მინისტრობის კანდიდატმა ტექსტი პარლამენტში ფრაქცია ”ძლიერი საქართველოს” წევრს პაატა დავითაიას პირადად გადასცა.

დავითაიამ მისთვის შესაფერისი განცხადება გააკეთა. მისი აზრით, მემრანდუმი კონკრეტულ საკითხებს არ მოიცავს და საიდუმლო ე.წ. მუხლებიც მხოლოდ ენერგეტიკას ეხება. რაც შეეხება ამ მემორანდუმის საფუძველზე ხელშეკრულების გაფორმების პროცესს, მასში დავითაიამ პარლამენტის ჩართვა მოითხოვა.

- ”საკითხი უნდა განიხილებოდეს ნდობის ჯგუფის ან რამე სხვა ფორმატით და უშუალოდ ხელშეკრულების გაფორმება პარლამენტის კონტროლის ქვეშ უნდა მოხდეს”, - აღნიშნა დეპუტატმა და პროცესში მესამე მხარის ჩართვის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

ძალიან მალე მესამე მხარის ვინაობაც გამოიკვეთა და ეს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აღმოჩნდა. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ნიკა გილაურის თქმით, ამ საკითხზე მოლაპარაკებები უკვე აქტიურად მიმდინარეობს.

”ევრობანკს საკმაოდ დიდი საკრედიტო პორტფელი გააჩნია ენგურჰესისადმი. რუსულ კომპანიასთან გაფორმებული მემორანდუმი დღეს ოპოზიციასაც გავაცანით, რომელიც დარწმუნდა, რომ სამომავლოდ გასაფორმებელ ხელშეკრულებაში ქართული სახელმწიფოსთვის პრობლემატური არაფერია”, - განაცხადა გილაურმა.

პაატა დავითაია ელვის უსწრაფესად მიესალმა ხელშეკრულებაში მესამე მხარედ ევრობანკის ჩართვას.

- ”ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს აქვს შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში იჩივლოს, რაც იმას ნიშნავს, რომ სამომავლოდ ”ენგურჰესთან” დაკავშირებით რამე პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში საქართველო რუსეთის პირისპირ მარტო არ დარჩება”, - აღნიშნა მან.

ენგურჰესის რუსეთისთვის გადაბარებით, ენერგეტიკის სფეროს რუსეთისთვის გადაცემის პროცესი ”წარმატებით” დასრულდა. ამჟამად ოკუპანტი რუსეთი მთლიანდა აკონტროლებს საქართველოს ენერგოსექტორს. ”ინტერ რაოს” მფლობელობაშია თბილისის გამანაწილებელი ქსელი - ”თელასი”, ჰესები - ”ხრამი-1” და ”ხრამი-2”, გარდაბნის მე-9 და მე-10 ენერგობლოკები.

პირდაპირ თუ ირიბად კრემლი აკონტროლებს ”ენერგო პროს”, რუსთავის გაზოტურბინას, ჟინვალის წყალსაცავს და ენრგურჰესს.

18:26 05.02
ჟანგბადის უქონლობის გამო, შესაძლოა, 16 წლის ბიჭი გარდაიცვალოს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
სალომე ზურაბიშვილი: ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს, რადგან ყველა რესურსი და ნდობის მანდატი, შინ თუ გარეთ, ბოლომდე ამოწურა

"საქართველოს გზის" ლიდერმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპული ტურნე ახლახან დაასრულა. ამბობს, რომ ევროპელ დიპლომატებთან და პოლიტიკოსებთან გამართული შეხვედრებისას საქართველოს ომის შემდგომ მდგომარეობაზე, ქვეყნის დემოკრატიზაციის კუთხით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა."ჯორჯიან თაიმსი" მას ოპოზიციის სამომავლო გეგმებზე და ევროპაში საქართველოსა და ხელისუფლებისადმი დღეს არსებულ განწყობაზე ესაუბრა.

_ შეიცვალა თუ არა ევროპის დამოკიდებულება ომის შემდგომი საქართველოსადმი?

_ ომის პერიოდში ევროპამ მცირე ქვეყნის მიმართ მეტად დიდი მხარდაჭერა გამოხატა. ახლა კი სიმართლის თქმის, ყველაფრის გარკვევის და განსჯის პროცესი მიმდინარეობს. ამ თემაზე ყველა ინსტიტუტი თავისუფლად მუშაობს, ყველაფერი ნათელია, რომ ეს საქართველოს მიერ ჩადენილი შეცდომაა.

ამით, ცხადია, რუსეთის გამართლებას არავინ ცდილობს. ყველამ კარგად იცის, რას წარმოადგენს რუსეთი, ეს არის მუდმივი პრობლემა. ევროპაში შეიმუშავეს რაღაცა ფორმა რუსეთთან ურთიერთობისა, რომლის მეშვეობითაც მისი ნეიტრალიზება შეიძლება მოახერხონ.

სააკაშვილის მიმართ მთავარი ბრალდებაც სწორედ ის არის, რომ, როდესაც იცი, რას წარმოადგენს შენი მეზობელი ქვეყანა, არ უნდა მისცე საშუალება გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც დიდი ხანია სურს.

_ სააკაშვილი უცხოეთს უკვე იშვიათად სტუმრობს. ამბობენ, აღარსად იწვევენო. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?

_ არ ვიცი და არც ვაპირებ ჩავეძიო. მთავარი ის კი არ არის, ეპატიჟებიან თუ არა სააკაშვილს, არამედ ის, რომ მან და მისმა ხელისუფლებამ ყველა რესურსი ამოწურა და ესეც ამის ერთ-ერთი მაჩვენებელია. ფაქტია, მას აღარ გააჩნია არავითარი წონა და ძალა, რომ მოლაპარაკებებში ჩაერთოს და ჩვენი ინტერესები ბოლომდე დაიცვას. რა დააშავა ხელისუფლებამ გუშინ და გუშინწინ, ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება, რადგან უკვე დღეს ვეღარაფერს აკეთებენ ქვეყნისთვის, რომელიც უკიდურესად რთულ ვითარებაში იმყოფება და სასწრაფოდ სჭირდება შველა. ესენი მხოლოდ უფრო დიდი გასაჭირისკენ უბიძგებენ და ამიტომ აუცილებელია მათი წასვლა.

_ ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებში წასვლის სურვილი რამდენად იგრძნობა?

_ ხელისუფლებას, რომელიც საკუთარ თავში დარწმუნებულია, სულაც არ სჭირდება ყოველდღე იმის გაცხადება – მე არ წავალო.

საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას საკუთარი თავის რწმენა უკვე დაკარგული აქვს და სწორედ ამიტომაც გაიძახის, არსად წასვლას არ ვაპირებო. იგივე განათლების მინისტრის და ყოფილი გენერალური პროკურორის, ნიკა გვარამიას ბოლო სატელევიზიო ეთერი აიღეთ, ეს იყო შეშინებული კაცის საუბარი. საუბრობდა რაღაც მითიურ შეთქმულებაზე, გადატრიალებაზე.

განა ოპოზიციის წარმომადგენლებიდან რომელიმეს უხსენებია, რომ გადატრიალების მოწყობას გეგმავს? ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს, რადგან ყველა რესურსი და ნდობის მანდატი, შინ თუ გარეთ, ბოლომდე ამოწურა.

_ ხელისუფლების წასვლა რა ფორმით წარმოგიდგენიათ? მემორანდუმები ადრეც არაერთხელ დაწერილა, თუმცა რაიმე ხელშესახები შედეგი ვერ მოუტანია.

_ დოკუმენტი, რომელიც ოპოზიციამ გამოაქვეყნა, არ არის მემორანდუმი, არამედ ოპოზიციის პოლიტიკური მიზნის განცხადებაა და ამ პოლიტიკური მიზნის ირგვლივ შეიკრა მთელი ოპოზიცია. ეს დოკუმენტი სწორედ იმით არის მნიშვნელოვანი, რომ მან არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, არამედ საზოგადოებაც შეკრა და როდესაც არსებობს ხალხის ნება, მას წინ ვერც ერთი ხელისუფალი ვერ აღუდგება. ეს პოლიტიკის კანონია.

_ ოპოზიციას აქვს რაიმე გეგმა, თუ როგორ უნდა მიაღწიოს ამ მოთხოვნების შესრულებას?

_ ჯერ ერთი, გეგმა რომც იყოს, არ გეტყოდით. გეგმა გავახმიანო და ხელისუფლებას მივცე შანსი, ამ გეგმისაგან თავის დასაცავად მოემზადოს? გეგმას არა აქვს მნიშვნელობა, არამედ იმას, რომ ეს მოხდება, მოხდება უახლოეს მომავალში და არა იმიტომ, რომ მე ან რომელიმე პოლიტიკურ ლიდერს უნდა და ასე გადავწყვიტეთ რომელიღაც ოთახში, არამედ იმიტომ, რომ ეს ხალხის ნებაა. სწორედ ამიტომ არის ხელისუფლება შეშინებული და გაურკვეველ ქმედებებს სჩადის. მათი ეს დაბნეულობა არის ნიშანი, ამ ხელისუფლებამ შეიგნო, რომ მისი დრო დასრულდა.

_ დანარჩენი ოპოზიციაც გაზაფხულზე საუბრობს. ეს იქნება საპროტესტო აქციები? უკვე გვაქვს ერთწლიანი საპროტესტო აქციების გამოცდილება, რომელიც მაინცდამაინც შედეგიანი ვერ აღმოჩნდა.

_ ნუ დავუბრუნდებით ისტორიას, დღეს სულ სხვა ვითარებაა. თუნდაც იმიტომ, რომ გავიარეთ ომი თავისი ტრაგედიით, თავისი ტერიტორიების დაკარგვით, აღარ არის ის საქართველო, რომელიც 2008 წლის აგვისტომდე არსებობდა.. ეს არის დამარცხებული ხელისუფლება, რომელსაც არა აქვს ის რესურსები, რომელიც გააჩნდა საპრეზიდენტო არჩევნების დროს, იგივე ფულადი რესურსების თვალსაზრისით, რომ ხალხი მოესყიდათ. ადმინისტრაციული რესურსების კონტროლის ხარისხი იმისთვის, რომ არჩევნები გაეყალბებინათ, შესუსტდა. ხალხიც არ არის ის, რაც იყო შარშან, რადგან დღეს, ყველა, როგორც მე, ფიქრობს, რომ ხელისუფლება უნდა წავიდეს, რადგან ვეღარაფერს აკეთებს.

ის, რომ ვიღაც უნდა გავიყვანოთ თამაშიდან, ისევ არჩევნები გვინდა, ვიღაც მოგვწონს ან არ მოგვწონს, უკვე ჩვენი არჩევანი კი აღარ არის, არამედ გარდაუვალი აუცილებლობაა, რადგან სხვა ალტერნატივა აღარ დაგვიტოვეს არც ოპოზიციას, არც საზოგადოებას.

_ ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმავეს ამბობენ, რომ საზოგადოება ის აღარ არის, რაც ერთი წლის წინ...

_ ჰო, მაგრამ, აბა, გავიდნენ ხალხში და გაარკვიონ, რას ფიქრობს ხალხი. მაგრამ მათი მხრიდან ასეთ ნაბიჯებს ვერ ვხედავ. ვერაფერს ვხედავ, გარდა იმისა, რომ დადიან და ხუთი შავი მანქანა წინ მიუძღვით, ხუთი უკან მიჰყვებათ. იმისთვის, რომ გაიგო, ხალხი რას ფიქრობს, ქუჩაში უნდა გაიარო და ხალხს მოუსმინო. როდესაც მათ ვხვდები, ერთადერთი კითხვა, რომელიც ისმის, არის – როდის წავა? ამ კითხვაზე პასუხიც მალე იქნება.

_ ოპოზიციამ 2009 წელი სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლის წლად გამოაცხადა.

_ ეს ოპოზიციამ კი არ გამოაცხადა, არამედ საზოგადოების დაკვეთაა. საზოგადოებაში არის გავრცელებული ეს განცდა და არა იმიტომ, რომ ამას ოპოზიცია ან ვინმე იძახის, არამედ დღეს პროცესები ისე მიდის, რომ ამათი გაჩერება შეუძლებელია. ყველა ხედავს, რომ ამ ხელისუფლებამ საკუთარი თავი ამოწურა და უნდა წავიდეს, სხვა ალტერნატივა არ არსებობს.

_ ვინ შეიძლება იყოს სააკაშვილის ალტერნატივა?

_ როდესაც სააკაშვილი წავა, კონსტიტუციურ ვადებში დაინიშნება ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, რადგან არავითარი რევოლუცია ჩვენს ქვეყანას აღარ სჭირდება. გამოვლენ სხვადასხვა კანდიდატები საპრეზიდენტო არჩევნებში და შემდეგ ხალხი აირჩევს.

_ ფიქრობთ, ოპოზიციას ერთიანი კანდიდატი არ უნდა ჰყავდეს?

_ 2008 წლის 5 იანვარს სულ სხვა ტიპის საპრეზიდენტო არჩევნები იყო, ახლა კი სულ სხვა ტიპის იქნება. სააკაშვილი მიდის, ის აღარასდროს იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი და მასთან ერთად წავა მისი ამალაც.

თუ გვსურს დემოკრატიული ქვეყანა, ორი რამე გვჭირდება: სამართლიანი არჩევნები და სამართლიანი სასამართლო.

სამართლიანი არჩევნებით უნდა დავიწყოთ, რადგან მხოლოდ ნორმალური არჩევნების შედეგად, ნორმალური ხელისუფლების არჩევის შემდეგ იქნება შესაძლებელი სასამართლოს წესრიგში მოყვანა.

რაც შეეხება პრეზიდენტობის კანდიდატებს, მათი ვინაობა სააკაშვილის წასვლის შემდეგ გაირკვევა და ეს იქნება ყველაზე სამართლიანი არჩევნები, რადგან აქამდე ამომრჩევლისთვის არჩევანის საშუალება არასოდეს მიგვიცია. ყოველთვის ვეუბნებოდით, რომ მოდის ვიღაც მესია, გადამრჩენელი, რომელიც ყველასთვის მისაღები უნდა იყოს, ის უნდა ავირჩიოთ და სხვა არავინ.

_ ამ შემთხვევაში ასეთად ირაკლი ალასანიას ფიგურა მოიაზრება.

_ აღარ უნდა დავუშვათ, რომ "მესია" ავირჩიოთ. ამის შესახებ მე ირაკლი ალასანიასაც ვესაუბრე. კანდიდატს ხმა იმიტომ კი არ უნდა მივცეთ, რომ უალტერნატივოა, არამედ იმიტომ, რომ პასუხებმა, რომელიც ჩემს კითხვებზე მისგან მივიღე, დამაკმაყოფილა. არც ისაა აუცილებელი, საპარლამენტო არჩევნებში ხმა მაინცდამაინც პრეზიდენტის პარტიას მივცეთ. ამომრჩეველს თუ ეს თავისუფლება არ შევუნარჩუნეთ და კვლავ მონსტრი და "მესია" შევქმენით, ერთი ადამიანი ამ ქვეყანას ვერ მოუვლის, იმდენად რთულ ვითარებაში იმყოფება.

_ რამდენად მოსალოდენლია, რომ შიდაპოლიტიკური დაძაბულობის თავიდან არიდების მიზნით, სააკაშვილი კვლავ რუსეთთან კონფრონტაციაზე წავიდეს?

_ არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ყველა მათი წამოწყება კრახით დასრულდება, მათ შორის, ომის გაჩაღების პროვოკაციაც. სწორედ ამიტომ სააკაშვილი რაც შეიძლება სწრაფად უნდა წავიდეს, რადგან გამორიცხული არაფერია და ქვეყანას კი კიდევ ერთი კრახი არაფერში სჭირდება.

დალი ბჟალავა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
რეზო ამაშუკელი: "არც იმათ ვენდობი, ვინც ოპოზიციაში გადავიდნენ და კეკლუცობენ ახლა ძალიან. ერთი მთხლეა ეგენი ყველა"

ოპოზიციის ერთი ნაწილის მოთხოვნას, გადადგეს საქართველოს პრეზიდენტი, ცნობილი საზოგადო მოვაწეები მხარს უჭერენ, თუმცა ამის განხორციელება არარეალურად მიაჩნიათ. როგორც ქართველი ინტელიგენტები ამბობენ, ხელისუფლებისა და პრეზიდენტის შეცვლა ქვეყანაში აუცილებელია, მაგრამ ამ მიზნის მისაღწევად სწორი პოლიტიკა და საზოგადოების ნებაა საჭირო. სწორი პოლიტიკით სვლის რეცეპტს კი, როგორც ჩანს, დღემდე ვერ მიაგნო ოპოზიციამ.

მსახიობი გოგი ქავთარაძე ერთ-ერთი იმ საზოგადო მოღვაწეთაგანია, რომელმაც ოპოზიციის მიერ შემოთავაზებულ მემორანდუმს მოაწერა ხელი, თუმცა ნაკლებად სჯერა მოთხოვნის დაკმაყოფილებისა – გადადგეს საქართველოს პრეზიდენტი.

გოგი ქავთარაძე, რეჟისორი და მსახიობი:"ჩვენ კი მოვაწერეთ ხელი, მაგრამ არა მგონია, ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება რეალური იყოს. ჩვენ ჩვენი საქმე მაინც უნდა გავაკეთოთ". კითხვაზე, რა იქნება იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი დათანხმდა მემორანდუმის მოთხოვნას, მსახიობი გვპასუხობს:

"არაფერი არ იქნება. ახალი საპრეზიდენტო კანდიდატურა უნდა იყოს და აბსოლუტურად მართვადი იქნება პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში. საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს ისეთს, რომ ვერ შეცვალონ. პრეზიდენტის გადადგომის შემთხვევაში არანაირი საშიშროება პოლიტიკური პროცესების დაძაბვისა არ იქნება. ხელისუფლება რამეს რომ აკეთებდეს, კიდევ მესმის. უკეთესი თუ იქნება, თორემ უარესი ხომ არ იქნება? ქვეყანა დანგრეული და დაქცეულია", _ აღნიშნავს ქავთარაძე.

რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი კი ფიქრობს, რომ მემორანდუმის მოთხოვნის დაკმაყოფილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს აზრი, თუ ოპოზიციას ექნება გეგმა, რომლითაც ის იხელმძღვანელებს.

მერაბ კოკოჩაშვილი, რეჟისორი: "ჩემი პოზიცია არის ისეთი, რომ ოპოზიცია უნდა იყოს ძლიერი, უნდა ჩამოაყალიბონ გეგმა, რა როგორ უნდა გაკეთდეს. რა თქმა უნდა, საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს პრეზიდენტის გადადგომა, მაგრამ ეს უნდა მოხდეს რეფერენდუმისა და ერთიანი პოზიციის საშუალებით და არა ძალადობით.

ვფიქრობ, რომ დიპლომატიით და მოლაპარაკებით შესაძლებელია ძალიან ადვილად მიაღწიო მიზანს. ჩემთვის აბსოლუტურად არარეალურია, მაგრამ, თუ სერიოზულად მომზადდება პროცესები, რეალური გახდება. ყველაფერი არის დინამიკა, ყველაფერი არის პროცესი. ამას სჭირდება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან სერიოზული მომზადება.

თუ ოპოზიცია გაერთიანდება და ერთმანეთს ყურს დაუგდებენ, ძალიან ადვილია ამ ბრძოლაში გამარჯვების მიღწევა. ამ მომენტში არა მგონია, რომ რეალური იყოს მემორანდუმის მოთხოვნის დაკმაყოფილება. თუ ეს პროცესი სწორად განვითარდა პოლიტიკურად და საზოგადოებრივად, ეს რეალური გახდება", _ აცხადებს მერაბ კოკოჩაშვილი.

წლების განმავლობაში ცალკეული ოპოზიციური პარტიები მუდმივად ითხოვდნენ ქვეყნის პირველი პირის მიერ თანამდებობის დატოვებას, თუმცა დღემდე ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილებულა. ამიტომ მოლოდინი იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი ვადაზე ადრე დატოვებს თანამდებობას, ნაკლებად რეალურია.

პოეტი რეზო ამაშუკელი დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილი არაფრის სანაცვლოდ თავის თანამდებობას არ დათმობს.

რეზო ამაშუკელი: "მე ძალიან უნდო გავხდი. ვერავის ვენდობი. ამ მოთხოვნას, ანუ რაც ახლა ოპოზიციას აქვს, მე იმ დროიდან ვითხოვ, რაც სააკაშვილი დავინახე, თუმცა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაკლებად მჯერა. სააკაშვილი არავითარ შემთხვევაში არ დათმობს თავის სკამს. დაიმახსოვრეთ, ეს ჩემი სიტყვებია. სააკაშვილი მოაწყობს ქვეყანაში 7 ნოემბერზე უარესს. ხალხი გამოშტერდა უკვე. პირდაპირ ვაცხადებ და ვისაც უნდა იმას ეწყინოს. აქამდე კი მიგვიყვანა "თავისუფლების ინსტიტუტმა", კიწმარიშვილმა და ჟურნალისტების იმ ნაწილმა, რომლებსაც საქართველო ფეხებზე ჰკიდია.

ასეთი უბედურება საქართველოს არასოდეს ჰქონია. ნებისმიერი პოლიტიკური ძალა უფრო ნორმალურად მიმაჩნია, ვიდრე სააკაშვილის გუნდი. მე არც იმათ ვენდობი, ვინც ოპოზიციაში გადავიდნენ და კეკლუცობენ ახლა ძალიან. ერთი მთხლეა ეგენი ყველა.

"ჯორჯიან თაიმსი": ოპოზიციაში გადასულებში ბურჯანაძესა და ზურაბ ნოღაიდელს გულისხმობთ?

_ დიახ. მაგათ ერთ ნაბიჯზე აღარ ვენდობი".

სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით გამოდის "ქართული აკადემიაც".
"ქართული აკადემიის" წევრი ნუკრი ქანთარია მიიჩნევს, რომ მიზნის მისაღწევად ხალხის მზადყოფნაა საჭირო.

ქანთარია აღიარებს, რომ 2007 წლის ნოემბრის მოვლენების დროს ოპოზიციამ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა და, რომ ამ შეცდომების გამეორება აღარ მოხდება.

საკუთარ შეცდომებზე მხოლოდ ბრიყვები სწავლობენ, ხოლო იდიოტები ამ შეცდომებს ისევ იმეორებენ. საინტერესოა, ზემოთ თქმულის რომელ ამპლუაში აღმოჩნდება ამჯერად ოპოზიცია. ნუკრი ქანთარია იმედოვნებს, რომ მასობრივი აქციების გზით ეს ხელისუფლება აუცილებლად წავა.

ნუკრი ქანთარია, "ქართული აკადემიის" წევრი: "2007 წლის აქციების დროს იყო შეცდომები პოლიტიკოსების მხრიდან და ამიტომ იმ შეცდომების გათვალისწინება მოხდება. ვფიქრობ, სწორი პოლიტიკით შესაძლებელია, რომ ხელისუფლება შევცვალოთ ქვეყანაში. ჩვენი პოზიცია იქნება პრინციპული, კულმინაციისას კი წავა საპროტესტო აქციებიც და საერთაშორისო მხარდაჭერაც იქნება.

საბოლოოდ, ხალხმა უნდა აირჩიოს და მე იმედი მაქვს, რომ ქვეყნის ხელისუფლებაში მოვა ისეთი ძალა, რომელიც უკეთესად შეძლებს ქვეყნის საერთაშორისო მოლაპარაკებებსა თუ სხვა პროცესებში ჩართვას. ეს კი იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ იქნება კოალიციური მთავრობა და ის არ იქნება ერთი პარტიით დაკომპლექტებული. მთავარია ის, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ქვეყნის სათავეში ყოფნა არის ქვეყნისთვის ძალიან ცუდი შედეგის მომტანი", _ ამტკიცებს ქანთარია.

რეჟისორ რეზო ესაძის თქმით, ოპოზიციის მოთხოვნები გაუგებარია, თუმცა ისიც აუცილებელია, რომ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალოს.
"ნორმალურ ქვეყანაში შეცდომების გამო პრეზიდენტები მიდიან და ყირაზე დამდგარ ქვეყანაში როგორ ხდება, მაგაზე ვერაფერს გეტყვით", _ აცხადებს რეზო ესაძე.

"ჯორჯიან თაიმსის" კითხვაზე კი, რამდენად რეალურია პრეზიდენტის გადადგომა, რეჟისორს შემდეგი პასუხი აქვს: "ასე ლაპარაკი უბედურებამდე მიგვიყვანს. რას ქვია"არ დათმობს"? რას ქვია "ფუჭი მოთხოვნაა"? მაშინ, თუ არაფერი მოითხოვე და შეეგუე არსებულ რეალობას, ცოცხალი ორგანიზმი უნდა მოკვდეს.

რაც წესის და კანონის ფარგლებშია, ყველაფერი უნდა გაკეთდეს. ნორმალურ ქვეყანაში ყველა უნდა ემორჩილებოდეს კანონს. პრეზიდენტიც ასევე უნდა იქცეოდეს. მიხეილ სააკაშვილმა გაახმიანა თეზისი ნულოვანი ტოლერანტობის შესახებ, ხომ? ამიტომ ეს ნულოვანი ტოლერანტობა პრეზიდენტზეც უნდა გავრცელდეს, როგორც ამ ქვეყნის რიგით მოქალაქეზე. არ შეიძლება ასე სასწორზე დგომა. კანონს უნდა დაემორჩილოს ყველა.

ეს ქვეყანა არავისთვის უჩუქებია ღმერთს. ჩვენ ყველანი ამ ქვეყნის შვილები ვართ. კანონის ფარგლებში უნდა ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ვართ მსახურები ამ ქვეყნისა. ნურავინ იფიქრებს, რომ ვინმე შეუცვლელია. ტყუილია ეს. ბევრია ნიჭიერი და ჭკვიანი პოლიტიკოსი ირგვლივ, მაგრამ იმ ნიჭიერ ხალხს უნდა მისცეთ სარბიელი. სარბიელის მიცემა კი კანონის ფარგლებში მოღვაწეობაა. ერთხელ და სამუდამოდ აღარ უნდა დაწყნარდეს ქვეყანა? აღარ უნდა დაემსგავსოს ეს ქვეყანას? აღარ უნდა დავფიქრდეთ, რომ ეს ქვეყანა ჩვენი საკუთრება არაა და მას მხოლოდ უნდა ვემსახუროთ?"

შორენა გოგოლაძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined16 Nov 2007
Posts771
კარმა50
OFFLINEPROFILE
რა ,კონკრეტულ პროექტს სთავაზობს,ოპოზიცია, საქართველოს მოსახლეობას?
რის გამოსწორებას და რის დაბრუნებას გვთავაზობენ?
საითკენ წაიყვანს საქართველოს მათი პოლიტიკა,ვინმეს აქვს გაწერილი რაიმე პროექტი.
რა გზით,როგორ და რა დროში.
დაიღალა ხალხი!
თორემ ,ყოველთვის იმ გზას ვტკეპნით:_"გიჟი ქალაქს მიდიოდა,რა მიჰქონდა ,რა მოჰქონდაო"!
=fiqri=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
George Soros - Was vor uns liegt

Nur eine koordinierte Wirtschaftspolitik kann den Absturz der Weltwirtschaft verhindern. Für die USA ist eine längere Phase der Stagflation noch das optimistischste Szenario.

* Gastkommentar: George Soros - Wie es zum Crash kam (http://www.ftd.de/meinung/kommentare/:G ... 67857.html)
* Kommentar: Der große Selbstbetrug (http://www.ftd.de/meinung/kommentare/:K ... 57657.html)
* Weltwirtschaftsforum in Davos: Schreckgespenst Keynes (http://www.ftd.de/politik/international ... 67293.html)
* Kolumne: Thomas Fricke - Weniger Geld für weniger Crash (http://www.ftd.de/meinung/leitartikel/: ... 64549.html)
* "Mutter aller Krisen": Volcker warnt vor Dollarcrash (http://www.ftd.de/boersen_maerkte/aktie ... 63947.html)
* Kommentar: Wir sind Gier (http://www.ftd.de/meinung/kommentare/:K ... 30192.html)
* Chronik der Kursstürze: Die schwärzesten Börsentage seit 1987 (http://www.ftd.de/boersen_maerkte/aktie ... 24688.html)

George Soros ist Chairman von Soros Fund Management. Gerade ist sein Buch "Reflections on the Crash of 2008" erschienen.
www.project-syndicate.org

Die Zukunft der Weltwirtschaft hängt in hohem Maße davon ab, ob Präsident Barack Obama ein schlüssiges und wirksames Maßnahmenpaket auf den Weg bringt. Wie die Chinesen, Europäer und andere wichtige Akteure reagieren, wird ebenso wichtig sein. Bei guter internationaler Zusammenarbeit könnte die Weltwirtschaft Ende 2009 anfangen, aus einem tiefen Loch hervorzuklettern. Andernfalls steht uns jedoch eine wesentlich längere Zeit des Chaos und Niedergangs bevor.

Es ist nicht möglich, das wirtschaftliche Gleichgewicht auf einen Schlag wiederherzustellen. Stattdessen muss die Wirtschaft erst mit Geld vollgepumpt werden; dann, wenn Kredite langsam wieder fließen, muss diese Liquidität fast ebenso schnell wieder aus dem System abgezapft werden. Die zweite Operation wird sowohl politisch als auch technisch schwieriger als die erste.

Der Versuch, die US-Wirtschaft mit Geld vollzupumpen, wird an zwei Fronten in Schwierigkeiten geraten: beim Wechselkurs und beim Zins. Der Dollar hat sich zuletzt stark erholt, aber der Grund für diese Stärke war nicht ein gestiegenes Verlangen, Dollar zu besitzen. Es war die wachsende Schwierigkeit, welche zu leihen. Europäische und andere internationale Banken hatten viele auf Dollar lautende Vermögenswerte erworben, die sie routinemäßig im Interbankenhandel refinanzierten. Als dieser Markt austrocknete, waren sie gezwungen, Dollar zu kaufen.

Multimilliardär und Spekulant George Soros
Multimilliardär und Spekulant George Soros

Zugleich mussten Länder der Peripherie viele auf Dollar lautende Anleihen zurückzahlen, als sie diese nicht weiter umschulden konnten. Russland und die osteuropäischen Staaten an der Euro-Peripherie waren zwar viel stärker an den Euro gebunden; doch als der russische Markt zusammenbrach, war der Effekt auf den Dollar derselbe. Denn die russische Zentralbank hatte zu viele Euro gekauft und musste sie verkaufen, um den Rubel zu verteidigen.

Die Tatsache, dass Deutschland und die EZB das Problem der globalen Wirtschaft ganz anders sehen als der Rest der Welt, wird künftig wahrscheinlich große Schwankungen bei den Wechselkursen hervorrufen und die Erholung behindern.

Die EZB ist laut Gesetz verpflichtet, sich nur um die Aufrechterhaltung der Preisstabilität zu kümmern, nicht um Vollbeschäftigung. In Deutschland lebt immer noch die Erinnerung an die galoppierende Inflation der Weimarer Republik fort. Beides führt zu Widerstand gegen fiskalische Verantwortungslosigkeit und das unbegrenzte Drucken von Geld.

Teil 2: Worin der Der Ausweg aus einer Deflationsfalle besteht >>
Diskutieren Sie verschiedene Themen in der FTD-Debatte
zur Top-Liste
217 Bewertungen ****
Anzeige
Ligatus - Das Premium-Netzwerk für Performance-Marketing
Kenne ich – nutze ich.
46% aller ERP-Lizenzen bleiben ungenutzt – mit weitreichenden Folgen für die Unternehmen.
Sekretärin ab 39€ /Monat
95% Fixkosten einsparen: Telefonservice und Büroservice. Jetzt gratis testen!
Günstige Absicherung
Günstige Absicherung für Ihre Familie. Risiko- Lebensversicherung von CosmosDirekt.
Google Tausendreporter Furl YiGG Mister Wong del.icio.us Webnews

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ეკონომიკის ანალიზი ჯორჯ სოროსის მიერ

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined09 Jan 2009
Posts95
კარმა0
OFFLINEPROFILE
ჯიჯილალა
თქვენ გაინტერესებთ რამდენ ხანში დაიბრუნებს ოპოზიცია, ანუ მომავალი ხელისუფლება, სააკაშვილის მიერ საშვილიშვილოდ დაკარგულ ტერიტორიებს???

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined16 Nov 2007
Posts771
კარმა50
OFFLINEPROFILE
აბა ,მაშ რისთვის იკლავენ თავს,მოსასვლელად?!
ძალიან გთხოვთ ,ვიდრე ერთმანეთს გამოვეპასუხებით ბოლო სიტყვამდე ჩავიკითხოთ ერთმანეთის
კომენტარი.მე სერიოზულად ვკიტხულობ, რა პროგრამის და პოლიტიკის გატარება აქვთ შემუშავებული,
ოპოზიციას.მე ,როგორც ერთმა ამომრჩეველმა ,უნდა ვიცოდე ,ვის და რატომ ,უნდა მივცე ხმა.
თქვენ კი ისეთ უაზრო კითხვას მისვამთ ,რომ არც ვიცი,რა პასუხი გაგცეთ,
თუმცა პასუხი მაინც გამაცემინეთ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined09 Jan 2009
Posts95
კარმა0
OFFLINEPROFILE
ჯიჯილალა
ხელისუფლება იმიტომ უნდა შეიცვალოს, რომ რაც გვაქვს ისიც არ დავკარგოთ ,რაც გავეცით რუსეთზე ის დავიბრუნოთ (სტრატეგიულ ობიექტებს ვგულისხმობ ), და ელემენტალურად პასუხი უნდა აგოს ახლანდელმა ხელისუფლებამ თავის დანაშაულზე ქვეყნის წინაშე.ეს რათქმა უნდა ძალიან ზოგადად.
პასუხი ჩემს კითხვას არ ქონდა, გამომდინარე იქიდან, რომ რიტორიკული ხასიათის იყო და პასუხიც კითხვაშივე იდო. "საშვილიშვილოდ დაკარგული".
მე არ ვიცი თქვენი დამოკიდებულება ამ ხელისუფლებისადმი, მაგრამ მე რომ სააკაშვილის მომხრე ვიყო ნამდვილად არ მექნებოდა მორალური უფლება იმის, რომ მომავალი ხელისუფლებისადმი წამომეყენებინა პრეტენზია, აბა ეხლა მითხარით რამდენ თვეში დამიბრუნებთ აფხაზეთს და სამაჩაბლოს და რამდენ დღეში გამოასწორებ მიშას ნამოღვაწარ "საერო" საქმეებსთქო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined16 Nov 2007
Posts771
კარმა50
OFFLINEPROFILE
nia7
ჩემი დამოკიდებულება ამ ხელისუფლებისადმი,ნულოვანი!
საქართველოსადმი სიყვარული ,უსაზღვრო და უძლეველი!
რაც შეეხება ,ვაკეთებ თქვენს ციტირებას:-"მაგრამ მე რომ სააკაშვილის მომხრე ვიყო ნამდვილად არ მექნებოდა მორალური უფლება იმის, რომ მომავალი ხელისუფლებისადმი წამომეყენებინა პრეტენზია, აბა ეხლა მითხარით რამდენ თვეში დამიბრუნებთ აფხაზეთს და სამაჩაბლოს და რამდენ დღეში გამოასწორებ მიშას ნამოღვაწარ "საერო" საქმეებსთქო"
აი ასეთ მიდგომას არ ვეთანხმები.გააფუჭა ერთმა და მეორეს არაფერი ვკითხოთ. (? )
ქვეყნის წინაშე დანაშაულზე პასუხი უნდა აგოს ყველამ ,1991წლიდან დღემდე!ასე რომ ჩემო კარგო ,როგორც თქვენთვის ,ასევე ჩემთვის ბევრია მიუღებელი ოპოზიციური წრიდან.უბრალოდ როგორც თქვენ არ გჯერათ პრეზიდენტის,ასევე მე არ მჯერა მათი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
კა-გე-ბეს გადამდგარი გენერლის აღსარება
2009 წლის 07 02, შაბათი - 12:08

მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირი პოლიტიკური რუკიდან კარგა ხანია, გაქრა, არასასურველი სუბიექტების საბჭოთა კა-გე-ბე-ს მეთოდებით მოცილება მაინც აქტუალურია. ერთხანობას ოპოზიცია იმასაც ამტკიცებდა, რომ “ვარდების რევოლუციის” შემდეგ ქვეყანაში ახალი “37 წელი” დაიწყო, თუმცა გადამდგარი გენერალი, რომელსაც საბჭოთა სპეცსამსახურში მაღალი თანამდებობები ეკავა და რომელმაც, გარკვეული მიზეზების გამო, ვინაობის გამხელა არ ისურვა, დღევანდელობასა და 1937 წელს შორის მსგავსებას ვერ ხედავს:

_ დღეს რეპრესიები კი არ არის, არამედ ხალხი გასულელდა, რადგან ყველაფერს ხმამაღლა ამბობს და გაზეთში წერს. ეს როგორ შეიძლება? გაიძახიან, საქართველოს უშიშროება არ ჰყავსო. უშიშროება კი გყვავს, მაგრამ ის მაშინ იქნება ძლიერი, როცა ფული ექნება.
_ კა-გე-ბე-ში მუშაობა ნებით დაიწყეთ თუ ვინმემ გაიძულათ?
_ საშუალო სკოლა 1941 წელს დავმათვარე. სიმწიფის ატესტატი სწორედ იმ დღეს ავიღე, როცა დიდი სამამულო ომი დაიწყო. მართალია, 16 წლის ვიყავი, მაგრამ მე და რამდენიმე ჩემმა თანატოლმა “პლეხანოველმა” ბიჭმა ჰიტლერის დამარცხება გადავწყვიტეთ და კომისარიატში მივედით, მაგრამ კომისარმა გვითხრა, ბავშვებო, საომრად არ გამოგვადგებით და “პავესტკების” დარიგებაში მოგვეხმარეთო.
_ დასთანხმდით?
_ არა... იმავე წელს ფილოსოფიურზე ჩავაბარე. მეორე კურსზე რომ ვიყავი, სამხედროში გამომიძახეს და მითხრეს, სამხედრო სავალდებულო სამსახურს სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისარიატში მოიხდიო. სხვათა შორის, მამაჩემი 1937 წელს დახვრიტეს.
_ რატომ?
_ არ ვიცი. კა-გე-ბე-ს არქივში მისი დახვრეტის დოკუმენტს ვერ მივაგენი, უფრო სწორად, მხოლოდ ერთწინადადებიანი ცნობა აღმოვაჩინე _ “გარდაცვლილია ციხეში”... სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში სამუშაოდ “შესწავლის” გარეშე გამაგზავნეს, ანუ ანკეტის შევსებისას დავწერე, მამა არ მახსოვს და არ ვიცი, როდის გარდაიცვალა, რადგან ჩემი მშობლები ერთად არ ცხოვრობდნენ-მეთქი. ჩემს გულწრფელობაში ეჭვი არ შეუტანიათ და პირდაპირ “ენკაგებეს” თბილისის სკოლაში ჩამრიცხეს. მაშინ საბჭოთა “ენკაგებეს” ლავრენტი ბერია ხელმძღვანელობდა, საქართველოსას კი _ ავქსენტი რაფავა.

_ “ენკაგებეს” სკოლაში რას გასწავლიდნენ?
_ ოპერატიული ინფორმაციის მოპოვებას, რომელიც მთელი ხელოვნება და ფილოსოფიაა.
_ ოპერატიული ინფორმაციის მოპოვებისას მთავარი რა არის?
_ პირთან, ვინც საჭირო ინფორმაციას ფლობს, კარგი ურთიერთობის დამყარება...
_ ბატონო გენერალო, გახსოვთ, პირველი ოპერაცია, რომელიც დამოუკიდებლად ჩაატარეთ?
_ (ამაყად) ცხადია, მახსოვს. 1943 წელს გერმანელებმა ტყიბულში, ვანსა და ოზურგეთში “დესანტი” ჩამოსხეს. “პრიკაზი” მივიღეთ და იმ ადგილებს, სადაც “დესანტი” იყო, ალყა შემოვარტყით. “დესანტებში” ქართველებიც იყვნენ. მართალია, ისინი მხარს ჰიტლერს უჭერდნენ, მაგრამ ბოლოს მაინც ჩვენს მხარეს დადგნენ, გერმანელები განაიარაღეს და ჩაგვაბარეს...
“ენკაგებეს” სკოლის დამთავრების შემდეგ, სადაც სულ ერთ წელიწადს ვსაწვლობდი, მუშაობა ჩოხატაურში დავიწყე. მაშინ ჩოხატაურის ტყეებს თავს ბევრი ფირალი აფარებდა და მათი უმეტესობაც მხარს ჰიტლერს უჭერდა, თუმცა ზოგიერთი შემოვირიგე. უშიშროების დაუწერელი კანონია, შემორიგებულს ხელი აღარ უნდა ახლო... ფირალი გიგინეიშვილი რამდენიმე თვის შემორიგებული მყავდა, რომ მითხრეს, თბილისში წაიყვანე, უნდა გაასამართლონო. გიგინეიშვილს ბორკილები დავადე და თბილისისკენ წამოვედით. სამტრედიაში ბიძაჩემს შევუარე, გიგინეიშვილს ხელები გავუხსენი და მასთან ერთად გემრიელად ვიქეიფე, თუმცა თბილისში რომ ჩამოვედით, ბოდიში მოვუხადე და ისევ ბორკილები დავადე. სასამართლომ მას შვიდი თუ რვა წელი მიუსაჯა, მაგრამ ერთ-ერთ კოლონიაში მომარაგების უფროსად დავანიშნინე...
_ ანუ, “გადაიბირეთ”?
_ არა.
_ საერთოდ, ბევრი “დაგივერბოვკებიათ”?
_ (ამაყად) დიახ, მათ შორის, ამერიკელებიც, გერმანელებიც, ფრანგებიც და ირანალებიც... ფილმი _ “საკდესი უფლებამოსილია შეგატყობინოთ” ჩემი კონსულტანტობით არის გადაღებული. საბჭოთა კავშირის დროს ყველა წერილს ვხსნიდით და ვკითხულობდით. საამისოდ კა-გე-ბე-ში სპეციალური განყოფილება არსებობდა. მოკლედ, ერთხელ აღმოვაჩინეთ, რომ სოხუმიდან გამოგზავნილი წერილი დაშიფრული იყო. მთელი სოხუმი გადავატრიალეთ, მაგრამ ვერაფერს მივაგენით.
_ წერილის ადრესატი ვინ იყო?
_ ამერიკელი. სოხუმში ათასობით ადამიანი ისვენებდა. თითქმის ყველა “პოჩერკი” შევამოწმეთ. ბოლოს, აეროპორტში მივედი და იმ მგზავრთა მონაცემები შევამოწმე, ვინც სოხუმში იმ დღეებში ჩამოფრინდა და მათზე მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ზედამხედველობა დავაწესე. სხვათა შორის, ქართველებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია... სასურველ პიროვნებას ლენინგრადში მივაგები, ის გვარად აგაროდნიკოვი იყო და “ცერეუზე” მუშაობდ. დიდხანს ვუთვალთვალებდით. ერთხელაც, ბუჩქებში რაღაც ჩააგდო. რამდენიმე საათში ზუსტად იმ ადგილას სამი ამერიკელი დიპლომატი მივიდა, მათგან ერთ-ერთი ქალი იყო, რომელმაც დაკავებისას ჩემი თანამშრომელი ძაღლივით დაკბინა... აგაროდნიკოვმა ყველაფერი აღიარა და ვიდრე დაკითხვის ოქმზე ხელს მოაწერდა, გამომძიებელს სთხოვა, თუ შეიძლება, ჩემი პასტა მომეცით და ხელს იმით მოვაწერო. გამომძიებელმა შეცდომა დაუშვა და კალმისტარი მიაწოდა. აგაროდნიკოვმა პასტა პირთან მიიტანა და მაშინვე მოკვდა. როგორც გავარკვიეთ, კალმისტრის თავში საწამლავი იყო ჩასხმული...

_ ბატონო გენერალო, ქალი აგენეტები გყავდათ?
_ დიახ.
_ მათი უმეტესობა, ალბათ, იაფასიანი მეძავი იყო, არა?
_ როგორ გეკადრებათ! მეძავებს იშვიათად ვიყენებდით, რადგან მათზე კომპრომატებს ვერ შევაგროვებდით, სხვანაირად კი ისინი ინფორმაციას არ მოგვცემდნენ. სხვათა შორის, კა-გე-ბე-სთან ხანდახან ქურდებიც თანამშრომლობდნენ. ერთ საქმეში სამი თბილისელი “კარმანშჩიკი” გამოვიყენე. მაშინ შს მინისტრი, თუ არ ვცდები, ვარლამ შადური იყო. მასთან მივედი და ვუთხარი, ორი-სამი სანდო ჯიბის ქურდი მჭირდება-მეთქი. მეორე დღეს სამი “კარმანშჩიკი” მართლა მომიყვანეს. მათ ავუხსენი, რომ ამერიკელი “რაზვეტჩიკებისთვის” რადიაციული აპარატურა უნდა მოეპარათ. იმ დღეებში ამერიკელები ბათუმში წავიდნენ და ჩვენც თან გავყევით, მაგრამ “კარმანშჩიკებმა” გამომიცხადეს, აჭარის შს მინისტრის შელიას შიშით ხელს ვერ გავანძრევთო, თუმცა რკინიგზის სადგურში ისეთი სიტუაცი შევქმენი, რომ ბიჭებმა ამერიკელები პირწმინდად გაასუფთავეს...

_ კა-გე-ბე სექსუალურ ინტრიგებსაც აწყობდა?
_ არ უარვყოფ: ყოფილა შემთხვევა, რომ ობიექტთან მეძავი ან “პედერასტი” შეგვიგზავნია. მახსოვს, ერთ ინგლისელს “პედერასტი” შევუგზავნეთ და ყველაფერი გადავიღეთ.
_ ჰომოსექსუალისტები კა-გე-ბე-ს შტატიანი თანამშრომლები იყვნენ?
_ არა, მათ მხოლოდ მაშინ ვეძახდით, როცა გვჭირდებოდა და თითო გამოძახებაში 300-400 მანეთს ვუხდიდით, თუმცა გადმობირების ამ მეთოდს იშვიათად ვიყენებდით...
_ ბატონო გენერალო, კა-გე-ბე-ში მუშაობა იმ დროს დაიწყეთ, როცა ამ უწყებას ლავრენტი ბერია ხელმძღვანელობდა. “დიდი მეგრელს” პირადად იცნობდით?
_ (ამაყად) მხოლოდ ბერიას კი არა, სტალინსაც ვიცნობდი! სტალინს 1945 წლის თებერვალში იალტის კონფერენციაზე შევხვდი. რუზველტსა და ჩერჩილს კი თვალი შორიდან მოვკარი. იალტის კონფერენციას საბჭოთა უშიშროება იცავდა. მე “ბაიდარსკი ვაროტას” ვმეთვალყურეობდი, რომელიც იალტიდან ოდნავ მოშორებით არის. ერთ საღამოს აღმოვაჩინე, რომ ვიღაცები გადამცემს ამონტაჟებდნენ, მათ ზედამხედველობას გენერალ-ლეინტენანტი უწევდათ, რომელიც გამომელაპარაკა და ქართულად მკითხა, ქართველი ხომ არ ხარო. დავეთანხმე. მოგვიანებით გავიგე, რომ ეს კაცი კრემლის კომენდანტი ეგნატაშვილი იყო. მოკლედ, ეგნატაშვილმა მითხრა, აქ რა გინდა, იალტაში მივდივარ და ჩემთან ერთად წამოდიო. გენერალი ეგნატაშვილი ყოველ დღე ყავას და კონიაკს მასმევდა. მანმადე არ ვიცოდი, ყავა რა იყო... ერთ დილას ეგნატაშვილმა სიმფერეპოლის აეროპორტში წამიყვანა. ვდგავარ და სიგარეტს ვეწევი. უცებ დავინახე, რომ ათ მეტრში სტალინი, მოლოტივი და ვოროშილოვი საუბრობენ. ჩემდაუნებურად სიარული “ზადნი ხოდით” დავიწყე, მაგრამ ამ დროს ვოროშილოვმა დამიძახა, “მალადოი ჩელოვეკ, მოჟნა ნა მინუტო”. მაშინვე მასთან გავჩნდი. მოლოტოვმა მთხოვა, რომ ბორჯომი მიმეტანა... აეროპორტის მოსაცდელში გავვარდი, ორი ბოთლი ბორჯომი, სამი ჭიქა, გასახსნელი ავიღე და უკან დავბრუნდი, მაგრამ სამეულს რომ მივუახლოვდი, ისევ დავიბენი. მდგომარეობიდან მოლოტოვმა გამომიყვანა და მირჩია, ბოთლები მიწაზე დამელაგებინა. რჩევა შევასრულე და სამივეს ჭიქები ჩამოვურიგე. მოლოტოვმა თვალით მანიშნა, რომ ბორჯომი პირველად სტალინისთვის დამესხა. ამის შემდეგ სტალინმა მკითხა, “კაკ დელაო”. “ვსიო პარიადკე”-მეთქი, მივუგე და სტალინმა უცებ ქართულად მკითხა, ბიჭო, ქართველი ხარო? დიახ, იოსებ ბესარიონოვიჩ, ქართველი ვარ-მეთქი, _ მივუგე. სტალინმა გაიცინა, კარგი ბიჭი ამიტომაც ხარ და შენი იმედი მაქვსო. სტალინი ზუსტად 10 წუთს მელაპარაკა. ამასობაში თვითმფრინავიც მოვიდა და ტრაპზე რუზველტი “კალიასკით” ჩამოიყავნეს...

37 წელს დახვრეტილთა უმრავლესობის რეაბილიტაციის საქმემ ჩემს ხელში გაიარა და არ უარვყოფ, სტალინის დროს რეპრესიები მართლა იყო, მაგრამ მაგალითად, მიხეილ ჯავახიშვილი, რომლის რეაბილიტაციაც მე მოვახდინე, სტალინმა კი არა, ჩეკამ დახვრიტა. მოწმე ნაცვლიშვილმა მითხრა, რომ მწერლის გამომძიებელი აბაშიძე იყო. ლავრენტი ბერიას კაბინეტში მიხეილ ჯავახიშვილი სწორედ მას შეუყვანია. კაბინეტიდან გამოსული აბაშიძისთვის ნაცვლიშვილს უკითხავს, “ნუ კაკ, ონ პრიზნალსია”? აბაშიძეს უპასუხია _ “ტი შტო, სნიმ სდელალი. ესლი ვი სნიმ სდელალი, ნი ტოჟე პრიზნალი”... ბერია მაგიდაზე მჯდარა, მიხეილი _ სკამზე და პენსნე ჰკეთებია. მოულოდნელად ბერიას სკამისთვის ფეხი უკრავს, მწერალს პენსნე დავარდნია და მის ასაღებად დახრილა. ბერიას ჯავახიშვილისთვის ფეხით უცემია... მიხეილ ჯავახიშვილის დახვრეტის შემდეგ გამომძიებელი აბაშიძეც დახვრიტეს, ალბათ, შეეშინდათ, რომ ზედმეტი არაფერი ეთქვა...

_ 1937 წელს დახვრეტები თბილისში ხორციელდებოდა?
_ დიახ. ხალხს, როგორც ვიცი, ორთაჭალის ციხის უკანა ეზოში ხვრეტდნენ.
_ ბატონო გენერალო, ამბობენ, რომ ბერიას თბილისში საიდუმლო გვირაბი ჰქონდა, რომელიც სათავეს ჩიტაძის ქუჩაძეზე, ყოფილი კომკავშირის ცეკას და ახლანდელი სახალხო დამცევლის ოფისის ქვეშ იღებს...
_ ბერიას გვირაბი მართლა ჰქონდა, რომელიც მეტროს ერთ-ერთ სადგურს უერთდება, მაგრამ მან ამ გვირაბის დამთავრება ვერ მოასწრო...
_ ამბობენ, რომ ცნობილი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები კა-გე-ბე-ს თანამშრომლები იყვნენ...
_ ამ თემებზე ლაპარაკისა და ლუსტრაციის კანონის მიღების წინააღმდეგი ვარ, რადგან ამ ხალხს შვილები და შვილიშვილები ჰყავს...
_ ცნობილ ადამიანებს კა-გე-ბე-სთან თანამშრომლობას რატომ აიძულებდით?
_ (გაბრაზდა) რას გეტყვით, იცით? “პიდისიატ ვოსემ დესიატიში” არასოდეს მიმუშავია, საზოგადო მოღვაწეებსა და ანტისაბჭოთა ხალხთან სწორედ ეს განყოფილება მუშაობდა...

კა-გე-ბე-ს გადამდგარი გენერლის თქმით, საბჭოთა სპეცსამსახურები ბევრ სულელურ ოპერაციას ატარებდნენ. ნიღბიანმა რესპოდენტმა ერთი კურიოზული ისტორია მიამბო: ბათუმში, სოფელ მარადიდთან, რომელიც ორად არის გაყოფილი და ნაწილი საქართველოს შემადგენლობაშია, ნაწილი კი _ თურქეთის, ქართველ მესაზღვრეებს, საზღვრის უკანონო დარღვევის საბაბით, ცოლ-ქმარი დაუკავებიათ. ქალს უთქვამს, ნენა, ძროხას ვეძებდით და რა ვიცი, ფეხი სად დავადგითო. ცოლ-ქმარი პატიმრობაში 20 დღეს ყოფილა, შემდეგ თურქებისთვის გადაუციათ და მათ გაუნთავისუფლებიათ...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
ხალხო რატომ იშლით ნერვებს ამ პოლიტიკოსების გამო ვერ გავიგე. ვიცი ბატონო რომ მათზეა ჩვენი ქვეყნის ავ- კარგი დამოკიდებულო მეტყვით, მაგრამ მე არ დაგეთანხმებით მაგაში. თამარ მეფის და დავით აღმაშენებლის შემდეგ არც ერთ მმართებელს ჩვენი საქართველოსა, არაფერი არ გაუკეთებია მისდა სასიკეთოდ ანუ საქართველოს სასიკეთოდ. ყველა თავისთვის იქაჩება. ჩვენი ბედი თანამემამულეებო, მხოლოდ მაღალი ღმერთის ხელშია,ის თუ უშველის ჩვენს სამშობლოს, თორემ მე უკვე აღარარავისი აღარ მწამს. ერთი წავა და სხვა მოვა, თურფასა საბაღნაროსაო ხომ გაგიგიათ? ისე იქნება მუდამ ბაბაიებო და თქვენ კი იწყვიტავთ ნერვებს. არც რევოლუციაა ჩემის აზრით საჭირო და არც პრეზიდენტის გადადგომა არ უშველის საქმეს,- პირიქით ამ ომისაგან წელში გაწყვეტილ ქვეყანას, კიდევ უფრო დააზარალებს. საჭიროა ჭკვიან ხალხთა გუნდი, პარლამენტში და ძალისხმევა. დავუშვათ ავირჩიეთ შალიკო,- ვალიკო გამოვა მაინც ოპოზიციაში და დაიწყებს ყვირილს რა უნდა იმას იქაო, ვალიკოს აირჩევ, შალიკოს ვერ დაამაგრებ. ქართველო ოპოზიციონერებოოოოოოოოოოოოო! თოხს მოკიდეთ ხელი და უფრო მეტ საქმეს გაუკეთებთ სამშობლოს ვიდრე ამდენი
ლაი-ლაით. თან უაზრო გამონათქვამებით. ვაი ღმერთო ჩემო რამ შეჰყარა ეს ამდენი უგონო ხალხი ერთად? მიხედეთ ბაღ- ვენახებს, დაზარდეთ ცხოველები და ფრინველები, თუ ყველას თბილისში გინდათ ცხოვრება და მერიის წინ აყუდება? თქვენ ვერც ერთ მთავრობას ვერ მოერგებით ჩემო კარგებო. და თუ გაინტერესებთ რატომ, ზაფხულში ჩამოგივალთ მანდ და პირადად გეტყვით დიდის პატივისცემით.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined16 Nov 2007
Posts771
კარმა50
OFFLINEPROFILE
მანა შენ შემოგევლე,აი მესმის პირდაპირ იქ ურტყავ ,ყამირს,სადაც დასარტყმელია!
მოდით ეხლა და ვარჩიოთ ეს კეთილშობილი ,"ვისისტია"ან ვის მხარეს "იწონება".
=sher=
დაგვავიწყდა ქართველებს ;-"რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია"!

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined09 Jan 2009
Posts95
კარმა0
OFFLINEPROFILE
ძალიან საინტერესო წინადადება წავიკითხე ოპოზიციის "დასაქმებასთან" დაკავშირებით, მხოლოდ ერთი პრობლემაა, მიწის დამუშავება გლეხის საქმეა და არა პოლიტიკოსის და მთავრობის ვალდებულებაა დააინტერესოს და ხელი შეუწყოს გლეხს . რაც არ უნდა "საოცრება" იყოს ჩვენი ხელისუფლებისგან,მათგან მიწასთან მუშაობის მასტიმულირებელ წინადადებებს და ღონისძიებებს ნამდვილად ვერ ვხედავ. (თუნდაც ყურძნის ჩაბარების პრობლემები გავიხსენოთ ). მიუხედავად იმისა , რომ ძალიან მოწადინებულიები ვართ რომ ოპოზიცია ყველაფრით დაკავდეს (პოლიტიკის გარდა ) რათა ჩვენს საყვარელ პრეზიდენტს ზედმეტად თავი არ აატკივოს, არა მგონია ეს წინადადება მოქმედებაში მოვიდეს და განხორციელდეს.

ისე ძალიან საინტერესოა ,ოპოზიცია თუ მიწას დაამიშავებს და მოსავალს მოიყვანს, ამ დროს რას გააკეთებს ჩვენი, სამშობლოზე უზომოდ" შეყვარებული "ხელისუფლება? ალბათ რასაც აქამდე აკეთებდა, მიითვისებს სხვის ნაშრომს ან კიდევ უარესი უბრალოდ გააჩუქებს მოვლილ მიწას რუსებზე. მე თქვენ გეტყვით და ჯერ არ გაუკეთებია.

"უბრალოდ როგორც თქვენ არ გჯერათ პრეზიდენტის,ასევე მე არ მჯერა მათი."
რაც შეეხება ამ შეფასებას. პრინციპულად ვერ დაგეთანხმებით. ოპოზიციის და ხელისუფლების დანაშაულს ვერ გავაიგივებ ვერანაირად. ოპოზიციას დღეს ხალხი იმიტომ აღარ ენდობა, რომ მათ ვერ შესძლეს გამოეყენებინათ მომენტი და ვერ გააძევეს ეს ხელისუფლება. ეს არის და ეს. რაც შეეხება ხელისუფლებას, მათი დანაშაულობების ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს, მხოლოდ ტერიტორიების დაკარგვას და სტრატეგიული ობიექტების რუსეთის ხელში გადაცემას დავასახელებ.

ბოლოს კი დავამატებ და მანას დავესესხები, მართლაც :" ვაი ღმერთო ჩემო რამ შეჰყარა ეს ამდენი უგონო ხალხი ერთად?" ?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ტელმანი
ფრიად საინტერესო აღსარება იყო.
ხომ აარ მეტყვი სად დევს და თუ კიდევ
არის რაიმე მსგავსი.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ყოველდღიური დაიჯესტი
დესპანი