↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
ვაი რამდენი ვწერე და გასული ვყოფილვარ ფორუმიდან,(ძაან ხშირად იკარგება სახელი)
ამ დროს მედისაც და მახოსაც დაუწერიათ ლექსები,
მომეწონა თქვენი ლექსებიც მაგრამ მედი-მე უფრო შენი საკუთარი ლექსები მომწონს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
არიადნი,შენ კიდევ არ გძინავს?
ჩემი სიკვდილი,ვილიკუნას ვირუკუნა რაფერ
დადუმებულა,ნეტავ რა ჭირს.
არი,წადი ძინძაში.=lol= =lol= =lol=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
შენ წინათ ცაში დაქროდი,
ესიტყვებოდი ვარსკვლავებს,
და დედამიწის წალკოტი
არარაობად ჩათვალე.
შენ მაშინ გულთამხილველად
მეტყოდი მშობლის კილოზე:
„ყრმაო, ყველაზე პირველად
სამშობლოსათვის ილოცე“.
შენ წინათ ცაში დაქროდი
და წმინდა სულებს თან ახლდი,
ახლა კი მიკვირს, იმგვარი
აგრე ვით დაჩაჩანაკდი?!
ცხოვრების ორომტრიალში
უპირველესი ყოვლისა —
შენ ხმა დაკარგე წინაპრის,
მამაცი მეციხოვნისა!
მე გავაცოცხლე ხმა იგი
და მინდა ყურში ჩაგძახო:
“ადექ, მგლის მუხლი მაიბი,
რამ წაგახდინა, ყაძახო!”
შენი პირველი ოცნების
და პირველ სიტყვის დამჯერემ,
სამშობლოსადმი ლოცვები
ამ ცისფერ წიგნში ჩავწერე.
თავად დავუდექ თამადად
თავადურ ხმათა ღრეობას,
წაიკითხე და პაპათა
დაგიბრუნდება მხნეობა!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
მახო
აქაც გემშვიდობები,ღამე მშვიდობისა!
მახო მტერი კი არ გყავს და კარმებს მაგიტო გაკლებს..
ვიღაც გეკაიფება..გეფიცები.შენ სიახლოვეს მტერს რა უნდა,
მართალ და ალალ ადამიანთან!!!
გკოცნი ! კარგად=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
მადლობა არიადნიტ:)

ხვალ დავითობაა და გილოცავთ ყველას ჩემო კარგებო.
ჩემი შვილიშვილიც დავითია და მას მივუძღვენი ეს პატარა ლექსი.:)

დავითობას მოგილოცავ ბებო,
მისი მადლის დაგებერტყოს კალთა,
გამარჯვებულს,თავაწეულს გევლოს
ჯიშიანი ულაყების მსგავსად.
მე ის მინდა რომ,სათქმელად მქონდეს,
- ჩემს შვილიშვილს,ჯანსაღსა და მართალს,
ვე დაჯაბნის ცხოვრების გზა რთული,
ვერც სიავე,ვერც ოდენი განცდა.
უფალსა ვთხოვ იმედები ჩემი,
ამიხდინოს ნათლადა და საღად,
-დავითობას მოგილოცავ ბებო,
მისი მადლის დაგებერტყოს კალთა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
მედი
გილოცავთ დავითობას,ჯანმრთელი და თქვენი გულების გამხარებელი
ყოფილიყოს თქვენი პატარა=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined16 Nov 2007
Posts771
კარმა50
OFFLINEPROFILE
დავითობას ვულოცავ შენს შვილიშვილს მედი!
100%აესრულებინოს ბებოს ნატვრა სურვილები.
გაგეზარდოს ჯანმრთელი, ბებოს იმედი.:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ჩემო საყვარელო მედუშკები,გილოცავ
დავითობას,სიხარული და ბედნიერება
არ მოკლებოდეს შენს პატარას.
გკოცნი უამრავს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
გამბედავო და მაგარო ხელო,
ხელო უცნობ, მაგრამ დიდი მხატვრის.
როგორც მედგრად გატანილი ლელო,
როგორც სწრაფი ასრულება ნატვრის!

ერთი ვეფხვიც დღეს ჩვენამდე აღწევს;
არქეოლოგს უპოვნია მთაში,
სად უძველეს ხეებს ლეწს და აქცევს
ნანგრევთ შორის ქარიშხალი - რაში.

ივერიის ლეგენდები შოთას
იგონებენ გადმოცემით ძველით,
და სიმღერებს მრავალს, არა ცოტას,
ჩვენო მთებო, თქვენგან კიდევ ველით

რა ბრწყინვალედ გამოხატავს შოთა
სიყვარულის და გატანის გრძნობას.
მეგობრობას, რაინდობას, ძმობას.
დაუჭკნობ ჰანგს იმ გარდასულ დროთა

მისით გული ხელოვნების ტაძარს,
ოქროს ხანას უცნობ გზითაც იგნებს.
კიდევ მრავალს გაუმარჯოს წიგნებს!
წრფელ სინდისით გამარჯვებულ წიგნებს!

გამბედავო და მაგარო ხელო,
ხელო უცნობ, მაგრამ დიდი მხატვრის.
ჩვენ გვახარებს გატანილი ლელო,
ჩვენ გვახარებს ასრულება ნატვრის!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
არიადნიტ,ჯიჯი,მახო დიდი მადლობა,გაიხარეთ და გამრავლდით
თქვენს მონაგართან ერთად.
ყველა დავითს ვულოცავ დავითობას და ედავითოდ საქარტველოს გასაძლიერებლად.=ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined09 Jan 2009
Posts95
კარმა0
OFFLINEPROFILE
წუხს როიალი ბაღის მახლობლად
და მოდის გზიდან სხივთა კრებული.
ალბათ, სადღაც შორს, ვიღაც ნაღვლობდა,
აქაც დარდია გამეფებული.
წუხს როიალი, მე რაღაც მტკივა,
დავტოვებ თბილისს და წავალ დასთან.
ვნახოთ, ეს ფიქრი სანამდე წავა,
ვნახოთ, ეს ტანჯვა სანამდე გასტანს

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined09 Jan 2009
Posts95
კარმა0
OFFLINEPROFILE
ცხოვრება

განმეორებას
ისევ ელიან.
და ეს ცხოვრება
ჩემი მკვლელია.
გამოთხოვების
წამი ხშირია.
და მე ცხოვრების
არ მეშინია.
და ეს ლექსია
განმეორება.
ჩემს პოეზიას
ებრძვის ცხოვრება.
და მინდა შველა
რომ ვთხოვო უფალს.
რომ ამნაირი
ცხოვრება მღუპავს.
განმეორებას
ისევ ელიან.
და ეს ცხოვრება
ჩემი მკვლელია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ადგილო კურუმ-კურუმო,
ველიან-ჭალიანაო,
სამოთხესავით ლამაზო,
მიყვარხარ ძალიანაო,
რადა ხარ სულ მუდამ დინჯი
შე შურთხის თვალიანაო?
იმსჭვალვის აზრით ქვეყანა
კაციან-ქალიანაო!
შენის გულისთვის თავს იკლავს,
სისხლს და ცრემლს აფრქვევს ყველაო;
შენ არც ჭირს იმჩნევ ჭირადა,
არც დაგეტყობა ლხენაო;
მსმენოდა ნეტამც ერთხელა
მე შენი ტკბილი ენაო,
მენახა აღფრთოვანება
და შენი აღმაფრენაო!
გულში ინახავ დიდ ფიქრსა,
არ გინდა გამოჩენაო.
შენი მტერი და ორგული
უფალმა შეაჩვენაო!
მთვრალი ხარ მხოლოდ ეშხითა,
დღისით - მზით, ღამე - მთვარითა,
ფეხთით არაგვი გიმღერის,
იორი გიზის თავითა.
გარიგებს დედობრივის ხმით,
იყო ჭკვიანად, დინჯადა,
რომ გიხსენებდეს ქვეყანა
მუდამ-ჟამს კაი ბიჭადა!
შემკულსა ყვავილებითა
პირს გბანდეს ნამი დილისა,
გულს გაწვეთებდეს ნექტარსა
სიო ნიავის გრილისა.
ნუ მოსტყუვდები, სიტურფეს
გარეგანს უნდა აზრიცა:
სიმშვენიერეს ტვინისას
ვერ სჯობს სიტურფე ტანისა,
თორემ დაჰკარგავ მაგასაც,
რაც წარმტაცი გაქვს თვალისა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
თუ დაგავიწყდი, რა მოხდა მერე
თუ გამატანე პატარა ღელეს
შენი ფერებით დაღლილ ჩემს ხელებს
ემახსოვრები კარგა ხნის მერეც.

თუ დაგავიწყდი, ასკილის რტოო
არაფერია, რა მოხდა მერე-----

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
იყავი მუდამ ასე წარმტაცი,
არ შეარცხვინო შენი მანდილი,
გახსოვდეს მუდამ შენი ვაჟკაცი,
შუაგულ ცეცხლში გადავარდნილი.
გეცვას ქართული კაბა, ქათიბი,
წმინდა სამოსი ჩვენი დედების,
იყავი მუდამ ასე ნატიფი
და ნურასოდეს ნუ დაბერდები!
რომ ის შორს მყოფი, სადღაც შენს იქით
მაინც გხედავდეს ალავერდობას
და შენ გეტრფოდეს, როგორც ბესიკი
ეტრფოდა თავის ანა დედოფალს!
იყავი მუდამ შეუშიშარი,
აწმყოსთან ერთად გწამდეს წარსული,
და მოკვდი ისე, როგორც შუშანა,
მოწამე არჩილ მეფის ასული.
ნუ მოისურვებ სხვა ქვეყნის ამინდს,
გიყვარდეს მხოლოდ შენი მამული
და თუ ტირილის დაგიდგეს ჟამი,
მონახე ჩანგი და სალამური!
იყავი მუდამ ასე წარმტაცი,
არ შეარცხვინო შენი მანდილი,
გახსოვდეს მუდამ შენი ვაჟკაცი,
ბნელ უკუნეთში გადავარდნილი!

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი