↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1780 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
მახოს და ციცის გაუმარჯოს.

გუგუა ჭეშმარიტო ქართველო გაგაძლიეროს ღმერთმა და ხელი მოგიმართოს
ამ უდედეს მამულიშვილურ საქმეში.შენს საიტის ხშირი სტუმარი ვარ და ვერასოდეს
ცრემლის და ტკივილის გარეშე ვერ ვკითხულობ ჩვენი ნატანჯი ფერეიდნელი ქართველების
წერილებს.იქნებ შენი საიტის საშუალებით ,დიდი სიყვარული გადასცე ჩემი სახით(ერთი,რიგითი
ქართველის)საქართველოს სისხლ-ხორცებს და ბედკრული საქართველოს ძირძველ ქართველებს.
გუგუა კიდევ ერთხელ და მრავალჯერ მადლობას მოგიხდი ჩემო კარგო ამ ტკბილ-მწარე ცრემლებისათვის,რისგარეშეც ერთი აბზაცის წაკითხვაც კი არ შემიძლია.ღმერთი შენსკენ და ყველა ჭეშმარიტი ქართველისაკენ,ვისთვისაც აუწონავი სიმდიდრეა ჩვენი პატარა ,მაგრამ ულამაზესი და უტკბილესი საქართველო.გაიხარე გენაცვალე შენს ლამაზ ოჯახთან ერთად.=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
მედი გაიხარე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
საღამო მშვიდობისა ჩემო ძვირფასებო!
გუშინ 11 საათზე პილიგრიმთა ერთი ჯგუფი გაემგზავრა ქუთაისში, ხვალ, ესე იგი კვირას, ქუთაისიდან ფეხით უნდა ავიდნენ გელათში, პილიგრიმებში მხოლოდ გიორგები უნდა ყოფილიყვნენ. მეც დიდი სურვილი მქონდა მათთან ერთად წასვლისა, ჩემი წინადადებაც კი შევიტანე რომ უკანა გზაზე მოწამეთაშიც გამოგვევლო, ჩემი შეგნებული ახალგაზრდობა ხომ ქუთაისში მაქვს გატარებული დსა იქაურ ყოველ კუთხე-კუნჭულს კარგად ვიცნობ! მაგრამ სამწუხაროდ სამსახურიდან არ გამიშვეს... კერძო მშენებლობა - კერძო მშენებლობაა! მეცხვარის ძაღლივით სულ იქ უნდა ვიყო დაბმული... მეტი რა გზა მქონდა, ოღონდ ჩემი ფერეიდნული საქმეც ვაკეთო და პრეტენზია არ მაქვს... ასე რომ ცოტა ხანში გელათსაც მოვინახულებთ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ველოდებით სასიამოვნო სიახლეებს ჩემო
გუგუა,შენა ხარ ჩვენი გამხარებელიცა და
ამტირებელიც.
აბა,წარმატებებს გისურვებ.
გეფერება შენი ქურდუნია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მახო წავიკთხე როგორ არა
როგორ ხარ=ko= =ko= =ko=

გუგუა ღმერთმა ძალი და ღონე მოგცეს ,რომ ასეთი კეთილი საქმე
აკეთო , ჩვენ ძმებთან და დებთან დაგვაკავშირო .უფალი იყოს შენი შემწე,
ყველა შენ დაწყებულ საქმეში.მოკითხვა ირაკლის=ko= =ko= =ko=

ფერეიდნელებს ქართული სიყვარყლით აღსავსე სალამი და მოკითხვა
ჩემგან და ჩემი ოჯახისაგან (ძალიან ბევრნი ვართ)=ko= =ko= =ko=
=sher= =sher= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts416
კარმა0
OFFLINEPROFILE
ვაააა! 4 დღის წინ შემოვსულვარ, ისიც ჩაქროლებით...

გამარჯობათ ჩემო ერთგულო ქართველებო!
აქ იმდენი რამე მომხდარა, რომ საიდან დავიწყო არ ვიცი.

ბოტიჩელით დავიწყებ:
ბოტიჩელი!
პატიოსანი კაცი მოგნატრებია...
ყველაფერმა დაკარგა ფასი... და ამ ყველაფერთან ერთად
პატიოსნებამაც, თორემ პატიოსნება ადამიანის შინაგანი თვისებაა
და პატიოსანი ადამიანები დღესაც ისევე იბადებიან,
როგორც ასი წლის წინ, ოღონდ მათ ამ ბუნებრივ თვისებას
აღარ ვაფასებთ და
იმათ ვისაც ამის დეფივიტი აქვთ ისინი წამოვიდნენ წინ!
მოდი ეს იმ კაცს გაუმარჯოს, ვინც თავისი პატიოსნების ფასიც იცის და სხვისასაც
აფასებს... შენ გაგიმარჯოს სანდრო ბოტიჩელი!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts416
კარმა0
OFFLINEPROFILE
გამარჯობა ციცი!

მოგიკითხავ დიდი სიყვარულით=ko=
უღრმესი მადლობა ძვირფასი საიტებისთვის!
ჩვენთვის ეს ისეა როგორც უდაბნოში პეშვით ცივი
წყლის მოწოდება...=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts416
კარმა0
OFFLINEPROFILE
დესპანზე რომც ვერ შემოვიდე, ფერეიდაზე შესასვლელად
მაინც გამოვნახავ ხოლმე დროს...ხან შეიძლება ეს ის დრო იყოს,
საქართველოში რომ იტყვიან "წყალსაც კი სძინავსო", მაგრამ ვიცი,
რომ მახოს მაინც არ სძინავს და ისიც ამ დროს სადღაც ფერეიდანის
ქუჩებში "დაბოდიალობს".
მიცნობს ნეტა, რომ დამინახოს?!

ვინა მახო ვერ გიცნობს?!
გუშინ იტალიაში, ფეხბურთის სტადიონზე,
უბილეთოდ შესული მიცნო....
(და ფერეიდანის ქუჩაში ვერ გიცნობს?!)
კი ვიცი, რომ ფეხბურთის თაყვანისმცემელი ხარ, მაგრამ
მაინც აქ რას აკეთებო?=dk= =fiqri=
_დღეს ვთამაშობ მეთქი, ჩემო მახო (გავიფიქრე)

ვააა, "მაგი შიშით კაცმა ვეღარსად უნდა გაიარ გამაიარო@?!?!?!"
იქნებ თქვენ მაინც მითხრათ, რომელ "ზონას უყურებს?"

მახო გკოცნი გეხვევი=ko= შენი ფიცხელა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts416
კარმა0
OFFLINEPROFILE
ფიცხელ-არ იშლი შენსას, არა?=ae=

მეკითხება ბატონი ელჩი

არა, შენ იშლი რო...=ae=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
pizchela =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts416
კარმა0
OFFLINEPROFILE
მახო!
ბერიძეს შენი მოკითხვა გადავეცი და თვითონაც
მოგიკითხა.

გუგუა!
შენი თამადობის და სადღეგრძელოს ისტორიაც "წამომცდა":)
მე მგონი არ გამიბრაზდები(შენგან ნებართვა არ ნქონდა.)
[06.02.2009 17:42:02] BERİDZE : momikiTxe Cemken
[06.02.2009 17:42:25] IVERIELI : madlobT
[06.02.2009 17:43:30] BERİDZE : yvela qarTvelebi miyvarxarT

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts416
კარმა0
OFFLINEPROFILE
გუგუა!
მეც გული დამწყდა გელათში რომ ვერ წახვედი:(
ისე იქნებოდა ჩვენთვის თითქოს ჩვენც შენთან
ერთად მოგველოცოს გელათს...
იქნებ რეალურად ესეც შევძლოთ როდესმე:)

ბედნიერი კაცი ხარ გუგუა! იმ სადარაჯოზე დგახარ
სადაც სამშობლოს დასჭირდები...
მთავარია,რომ საქართველოს აშენებთ... და სად და რას
აღარა აქვს დიდი მნიშვნელობა=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ფიცხელ საქართველოს აშენებას,ტკბილი
სამი ხმა არ უნდა ნეტა? ჩვენც იქნებ ჩვენი
ხმები მიგვეწვდინა.
დიდი მადლობა გადაეცი ბერიძეს ჩემგან.
ნანუჩი მომიკითხე და გადაეცი,ხელოსანმაც კი
ვერ ჩამირთო გუგუას ინტერვიუ-თქო,
ხომ ხედავთ რა ცოდვა ვარ.მართლა ვინ იცის
ნეტავ რა პრობლემაა.
აბა გკოცნი ძვირფასო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts416
კარმა0
OFFLINEPROFILE
მახო!=ko=
102-ე გვერდიც წაიკითხე.=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts416
კარმა0
OFFLINEPROFILE
მლოცველთა ჯგუფი:გოგიტა და ზაზა მელიქიძეები და გიორგი ამუზაშვილი...

რამხელა მადლია...
გზა "რომელიც გაიარა მირიან მეფემ ცხენით 17 საუკუნის წინ, რათა მიახლებოდა ბოდბის მონასტერში წმინდა ნინოს, რომელმაც აღსასრულის ჟამს დაიბარა თავისთან, რათა უკანასკნელად დაელოცა ღვთივკურთხეული მეფე და სრულიად საქართველო."
დღესაც ისეთი ურწმუნონი ვართ,როგორც როგორც
მეფე მირიანი 17 საუკუნის წინ იყო...
დღესაც ისე ბატონობს კერპთაყვანისმცენლობა სხვადაცხვა
საგნებისა თუ პიროვნებების მიმართ, როგორც მაშინ...
იქნებ დღესაც ისე ვერწმუნოთ და ვირწმუნოთ ის ჭეშმარიტება,
რისთვისაც ჩვენი მაცხოვარი ეწამა და რისთვისაც წმიდა ნინო საქართველოს მოევლინა...
იქმებ ჩვენც ისე მოვინანიოთ როგორც 17 საუკუნის წინ მირიან მეფემ მოინანია...
და მართლაცდა ჭეშმარიტი სარწმუნოება მიიღო...
იქნებ შეგვინდოს უფალმა შეცოდებანი და კიდევ ერთხელ დალოცოს საქართველო...

დე, ეს გავლილი გზა და გზად მოლოცვილი ეკლესია -მონასტრები,
წმიდა ნინოს საფლავზე საქართველოს შევედრება ყოფილიყოს ამის საწინდარი...
დე, ეს ყოფილიყოს იმ გზის დასაწყისი,რომელიც "სამებაში" მიგვიყვანს...

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1780 posts ] 
დესპანი
body>