მგონი მაინც ვერ გამიგეთ სწორად რის გამო დავწერე წერილი. მე კარგად ვხედავ რომ თქვენი ბევრ სიკეთეს აკეთებთ და ეჭვი არ მეპარება, რომ უფრო მეტს აკეთებთ ვიდრე ამ ფორუმზე ჩანს. ქურდი მახოს წერილს რაც შეეხება, მე თქვენ არ მიგულისხმიხართ, იყო რამდენიმე სხვა წერილი, რომელთა ტონმაც გული მატკინა, მაგ. "არ ვარგივართ ეს ქართველები", "მხოლოდ სიტყვით ვიცით საქმის კეთება", "ამდენი წევრია ფორუმზე და ხმას არავინ იღებს" და ასე შემდეგ. მე ერთადერთი იმის თქმა მინდოდა, რომ ალბათ ბევრია ისეთი, ჩემნაირი და თქვენნაირი, რომლებიც ფორუმის გარეთ აკეთებენ თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს. და იმის გამო რომ აქ ვეღარ აქტიურობენ, სიკეთის არკეთების სურვილში არ უნდა დავადანაშაულოთ. თქვენს წამოწყებას რაც შეეხება, მე საწინააღმდეგო არაფერი მითქვამს, პირიქით, ძალიან კარგ და მადლიან საქმეს აკეთებთ, და რა თქმა უნდა, რომ ერთობლივი ძალებით ბევრად მეტი მოხერხდება და უფრო მეტი ადამიანის დახმარებას შეძლებთ. უბრალოდ, არც ეხლა ხართ ცოტა (სხვა ფორუმებზე, მაგ. გოგაზე, თქვენზე ნაკლები არიან) ამიტომ რამდენიც ხართ, იმდენმა რო წამოიწყოთ ეგ მადლიანი საქმე, ეჭვი არ მეპარება, ნელნელა სხვებიც შემოგიერთდებიან და მეტი სიკეთის კეთებას შეძლებთ.

ოღონდ ამ ნათქვამსაც პოდესტიდან ჭკუის სწავლებად ნუ ჩამომართმევთ

კიდევ ერთხელ გთხოვთ პატიებას, თუ რაღაც ისე გამოვხატე როგორც საჭირო იყო. არანაირი კრიტიკა ვინმეს მიმართ ჩემი მიზანი არ ყოფილა.

რომელ კრიტიკაზეა საუბარი, როცა ასეთი სასიკეთო საქმის დაწყებას აპირებთ. ვიმეორებ ერთადერთი, რატომაც მოგწერეთ ის არის, რომ რამდენიმე წერილის ტონმა და იმ ხალხის მიმართ ბრალდებებმა, ვინც ამ საქმეში არ აქტიურობს, გული დამწყვიტა. იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, ბევრი აკეთებს სიკეთეს თავისი შესაძლებლობების ფარგლებში და იმის იქით შეიძლება რამის საშუალება არ აქვს. არც თავის ქება ყოფილა ჩემი მიზანი, ჩემი თავი იმის მაგალითად მოვიყვანე, რომ სხვებიც არიან (მათ შორის თქვენც) ვინს სიკეთეს დაფარულად აკეთებს. ძალიან გთხოვთ, ნუ მიიღებთ ჩემს ნათქვამს კრიტიკად ან რამე სახით ნეგატიურად. პირიქით, მთელი გულით მიხარია, ესეთი საქმე რომ კეთდება და რომ შემეძლოს (და იქნებ შევძლო კიდეც) მეც შემოგიდგებოდით მხარში.
უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.
