↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ილაპარაკე ჩუმად, ჩუმად ილაპარაკე
და გაზაფხულის უწყნარეს ფშვინვას მიუგდე ყური,
ილაპარაკე პურზე, მწიფე თავთავებზე, როცა ღამეში
ვარსკვლავით იფურჩქნება წითელი ვარდი.
ილაპარაკე ბალახებზე, რომ მათ ნაღვლიან
ჩურჩულში შენი სუნთქვა დაიხეს,
როგორც საფლავზე ქარიან ღამით მთვარის სხივები.
ილაპარაკე ცაზე, ჩიტებზე, მეგობრებზე, ბავშვებზე, ამინდზე.
ილაპარაკე როგორ დაბერდა შენი სახლის წინ მაღალი ცაცხვი,
ილაპარაკე როგორ აკლდა ტოტები ყოველ შემოდგომაზე,
ილაპარაკე ჩუმად, ჩუმად ილაპარაკე,
შენი ტუჩები გადაირბენენ გაქრობის და დავიწყების მწარე მინდორზე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ის ნაკვალევი შემოდგომის მდინარეებმა დაინაწილეს,
ის სუნთქვა ზამთრის ქარიშხლებმა თან წაიყოლეს,
აღარაფერი დარჩენილა – თებერვლის სუსხში
მოწყენილ ბაღთან სამასი წლის ყვაყრანტალებს.
ზამთარი მოდის, გრძელი და ცივი
და ერთი ლუკმა სითბო მაინც შევთხოვოთ გამჩენს,
ყვავი გაფრინდა,
მშვენიერი ყვავი გაფრინდა
სიცივეების წმინდა მხარეში,
ხოლო იმ წუხილს ვარსკვლავები მოგიყვებიან,
ოღონდ ახედე და იფიქრე გზის დასასრულზე
და ქვაფენილიც ის გაშლილი ხელისგულია
სადაც ვკითხულობ ჩვენს დამარცხებას.
გაუთენარი დღეები გზაფრავს,
ვერ ამობობღდი ბინდის ხაროდან,
ჩაგძახი, როგორც ჭერახდილი საფლავს
სადაც ბავშვივით მოგიხაროდა.
ჩაგძახი, თუმცა ამაოდ ვბილწავ
სიტყვას, გულზე რომ გამხია კეცად
და ზეცასავით იხსნება მიწა
და მიწასავით ღამდება ზეცა.

ჩემ შიგნით ორმო ამოვთხარე,-მითხრა გლახაკმა
ახლა იმ ორმოს ფსკერზე ვდგავარ
და მთელი დღე ვცეკვავ გიჟივით.
__ ნუ დაესწრებით მეგობრებო, ამ დღესასწაულს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ისიც ჩაწერე, სანამ ბოლო წერტილს დავსვამდე,

რომ ახლა უფრო შევეჩვიე სახლში ყოფნას, ნუ გეცინება.

ისიც ჩასწერე, რომ მეშინია, ყველა ახალი დღის გათენება,

ჩემ გვერდით ახლა არავინ არის და იქნებ ვინმემ მაინც გაიგოს,

რომ დამავიწყდა ჩემი სიცოცხლე, რომ დამავიწყდა ყველა სიმღერა,

რომ შუადღეს კარტოფილს ვიწვავ და ორ კაცზე ვაწყობ მაგიდას,

ისიც ჩასწერე, რომ არ ვიცი, რა მემართება,

როცა მზე მოდის, მე კი ფარდებს ვუშვებ ბოლომდე,

რატომ გაჩერდი, სანამ ბოლო წერტილს დავსვამდე,

რომ მესიზმრება, ბაბილონი ინგრევა თითქოს

და ძილში ვხედავ ავარვარებულ წითელ სახეებს,

რომ ჩემ სიკვდილთან ერთად სამყაროც მოკვდება თითქოს,

ისიც ჩასწერე, რომ გავყიდე ძველი ნივთები,
სანამ ბოლო წერტილს დავსვამდე,

რომ ზოგჯერ დანას ვეღარ პოულობ, რომელიც თურმე ხელში მიჭირავს,

რომ მეშინია მისი წკრიალის, მისი ტკბილი მიმზიდველობის,

ისიც ჩასწერე, რა დაგემართა, რომ ღამით აღარ ვაქრობ სინათლეს,

რომ მეშინია, რატომ გაჩერდი, სანამ ბოლო წერტილს დავსვამდე,

ჩასწერე, როგორ მაკლდება თვალში, როგორ დავდივარ პანაშვიდებზე,

ისიც ჩასწერე, ვერაფრით შეძლო, ერწმუნა რამე, თუმც ბევრს ეცადა,

რა დაგემართა, რატომ ცახცაცებ, რომ დავწვი ყველა ძველი სურათი

ისიც ჩასწერე, სანამ ბოლო წერტილს დავსვამდე,

რომ წერტილია ჩემი ბოლო უსასრულობა,

ისიც ჩასწერე,.. რა დაგემართა, რა დაგემართა, რატომ ცახცახებ?

ბალახს ცეცხლივით ეღვრება წვიმა. აქ იწყება შენი საღამო.

აქ იღვიძებენ ანგელოზები ილუზიურ ფრთათა შხუილით.

შენი სნეული ამგელოზები, ბალახს ცეცხლივით ეღვრება წვიმა.

ლითონივით წკარუნებენ მათი სხივები ილუზიურ ფრთათა შხუილში.

შენი მშვიდი და ნამდვილი ცოდვა იფარება ბალახის ცეცხლით

მე შეიძლება მარიამი გიწოდო ახლა-

დედა კი არა, ის მეორე, მაგდალინელი,

სხვა სახელი შენ არ შეგფერის, შენი მშვიდი და ნამდვილი ცოდვა

ცეცხლის ალივით დასრიალებს ნათელ წვიმაში.

შენ უკვდავი ხარ შენი ცოდვით. აქ იწყება შენი საღამო.

და როგორც წვიმა კარგავს ღრუბელს, როგორც ბალახი კარგავს მინდორს

შენ გეკარგება

შენი სნეული ანგელოზების ილუზიურ ფრთათა სიგრილე,
მე შეიძლება მარიამი გიწოდო ეხლა...

რა ჩაიფიქრა შემოდგომამ შენს ღრმა თვალებში:

ლოცვის ნეტარი სიმხურვალე, ნიჰილიზმი, მონანიება
თუ გაძარცვული ბაღის სიჩუმე....

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მაინც დაშორდა გულგრილ თანხმობით
ღიმილი ღიმილს, მაგრამ უეცრად
ჩვენ შევეჩვიეთ ამ სიცრუესაც,
ვით გულწრფელობის ხეზე დამყნობილს,
ვიგემეთ მისი ტკბილი ნაყოფი.
და დარჩა მაინც... იქნებ სინდისთან
შეგუებული წმინდა ცდუნება,
რომელიც ძალს იკრებს ბინდისას
და მთელი რამე გტანჯავს უვნებლად
მღელვარე მზეში დასაბრუნებლად...
თითქოს არ იცის, რომ ყველა სასჯელს
თვითონ იმზადებ შენი თავისთვის,
რომელიც უფრო მძიმეა ასჯერ
და ასჯერ უფრო მწარედ განიცდი,
რათა ვით დამღა, ზედ გულზე დარჩეს.
და ალბათ მაშინ; რაღც დიადი
აღაგზნებს ძარღვებს-ფრთხილად და
მწარედ,
რომ შეიკუმშოს და გამთლიანდეს
ის დრო და სივრცე- ჩვენ რომ
დავტოვეთ
ჩვენი სულის და სხეულის გარეთ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined07 Feb 2009
Posts266
კარმა0
OFFLINEPROFILE
თუ ძალა შენი შენ გაგაკვირვებს,
და თუ ძმაკაცსაც იყიდი ფულით,
სუფრასთან მაინც ნუ დაპატიჟებ
ღვინოს არ უყვარს დამპალი სული.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მე სიბნელიდან მომაქვს წყალი,
რომლის ასტრალურ ბრწყინვალებაში
შენ ირეკლები-როგორც მეორე მარადისობა.
მე არ მაქვს იარაღი,
ჩემი ჭრილობები რომ დავიცვა
მძვინვარე არაფრისგან.....

მე არ მაქვს ღამე
და ჩემ გულში გამხმარი ტყეა
და იმ გულიდან ჩემი ჩრდილივით
გამოსრიალდება ექო, რომელიც
ყველა სიტყვას წარსულში დგამს,
ყინულოვანი ვარსკვლავივით...

მე არ მაქვს სიტყვა, რომელიც გულს დაუბრუნდება,
სიმშვიდის თანხმობის სიტყვა,
ჩემი პირი ნაპერწკლებს ყლაპავს
რათა იქიდან გამხმარი ტყის
წითელი კვნესა ამოჩუხჩუხდეს...

მე ჩემ სხეულებს ვაგროვებ დღეში,
რომ შენი ჩრდილით შევაჩერო
მათი უძლური გულგრილობა
და აღგზნება საბედისწერო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მე კარდად ვიცი, მეუფეო, რომ არც წვიმა ვარ,
და არც ბალახი, შრიალით რომ მოგვწვდე მუხლამდე,
ადრე გაბზარულს და დუმილით დაღმა მიმავალს
იმ ილუზიის ანარეკლი მახრჩობს, წუხანდელ
ტკივილს რომ დაჰყვა და მადლობაც ვერ მოვუხადე.

რა ვუპასუხო იმ მიხრწნილ და უხიაკ ბებერს,
მთელი სიცოცხლე რომ იცინის ჩემში მაცდურად
და დანასავით უელვარებს თვალები ბასრი
არავინ უყვარს, საკუთარი სიკვდილის გარდა.

ო, მეუფეო, შენს სიღრმეში შემომაცურა
არარაობამ, და უსახურ სხეულით დასვრილს
ის გული მეწვის, დარჩენილი სამოთხის კართან.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მე ჩამოვედი უკანასკნელ გაჩერებაზე,
სადაც ვერავინ ვერ მიპოვიდა,
სადაც არავინ არ დამაძებდა.
ავხედე ხეებს,
თბილ სიმწვანეს რომ ისრუტავდნენ
და იქ დავტოვე თვალები ჩემი.

ავადმყოფ წვიმის ცივ სირბილეში
გამოვიპარე ხელებიდან,
თმები ვერცხლის ქარს შევატოვე.

მე მივდიოდი
დაუნდობელი სიჯიუტით და სიმსუბუქით,
როგორც შურისმაძიებელი.

იღვრებოდა წყალი მინდორში,
ეცემოდა შუქი მდინარეს,
რომლის სახელი აღარავის აღარ ახსოვდა
და იმ მდინარის ნაპრალებში
ტუჩები და სახე ჩავქოლე.
სანამ მდინარე რამეს მეტყოდა
მე დავასწარი:
გმადლობ, ჩემო მოთმინებავ, რომ მიღალატე!
ვისი ხმა ისმის მინდვრის ბოლოდან!
მგზავრო, შენ გეძებს ეს მინდორი, დაუსრულებლად

რომ იმეორებს ბალახებს და წითელ ყვავილებს,
შენ გეძახის დასამშვიდებლად...
უკანასკნელ გაჩერებაზე
ჩადიან მხოლოდ მთვრალები და მინდვრის მსურველნი.
ხის ბოლოდან კი ცა იწყება.
ხოლო ცის გულში
წმინდა გუმბათი
ჩემს ცოდვიან მიწას აშინებს!...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ნეტავი დიდხანს ითოვოს ღმერთო!
ჩემი ოთახი უცხო ხმების ტანჯვით გაივსოს,
ჩემი ოთახი ატივტივდეს ბედნიერები
ილუზიაში და მოლოდინში,
რომ გაყვითლებულ მოგონებებს ჩავკიდო ხელი
და ტირილით შევბრუნდე სულში.
ნეტავი დიდხანს ითოვოს, ღმერთო!
რომ დავიბრუნო ძველი სიზმრები-
ტვინის ხვეულში ხოჭოსავით აცოცებული,
რომ გაყინული ჭრილობა შეთბეს
და ფანჯრებს იქით პეიზაჟის ერთფეროვნებამ,
და ფანჯრებს იქით პეიზაჟის განურჩევლობამ
გამახსენოს ჩემი სიმხდალე-
უცოდველობად მონათლული დიდი ხნის წინათ...
საუკუნეა არ უთოვია!
საუკუნეა გამოფიტულ ოთახში დავრჩი,
საუკუნეა ჩემს სხეულში, როგორც ტაძარში,
აღარავინ აღარ ლოცულობს!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ნუ მიენდობი ჩემს ცრუ ღიმილს, იგი კარია,
რომლის იქით ცივ სიბნელეში
მაგიდას უზის მობუზული კაცი და, როგორც
ჰორიზონტზე ჩამავალ მზე,
მხოლოდ საკუთარ თავს ანათებს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 May 2008
Posts351
კარმა3
OFFLINEPROFILE
როგორ მინდა შენთან ჩემო მაგნოლია!

ვით ფოთოლი შენი, მზეზე მოციმციმე
ქარებს აჰყოლია,
და წასულა შენგან, გაფრენილა შენგან,
მიწას დაჰკონია,
ისე გული მისი სხვათა, სხვათა, სხვათა
უტყვი გამგონეა,
არ გახსოვარ ალბათ, არ გახსოვარ ალბათ,
ჩემო მაგნოლია!

ჩვენ ცხრათვალა მზეთა და მძვინვარე ზღვათა
ტრფობა გაგვყოლია...
მიგვატოვონ მარად მათ სამხრეთის ქართა,
რაღაც არ მგონია,
მაგრამ გული მისი სხვათა, სხვათა, სხვათა
უტყვი გამგონეა...
მე არ ვიცი რატომ, არც შენ იცი, რათა,
ჩემო მაგნოლია?

ო, ასეთი წუთი, დაუბრუნებელი,
შენც ხომ არ გქონია?
დაბრუნდება ისევ, დაბრუნდება ისევ,
შენც ხომ არ გგონია?
მშვენიერი ზღვების, მშვენიერი მთების
ტრფობა გაგვყოლია,
როგორ მინდა შენთან, როგორ მინდა შენთან,
ჩემო მაგნოლია!...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ნარჩიტა მადლობა .კარგია=ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ბევრს გაუვლია გზა სამშობლოსი,
ზოგს დანანებით და ზოგს წამებით.
ძნელია ზიდვა საქართველოსი,
ამ ტვირთს ზიდავდნენ ჩვენი მამები...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ისე გავიდა ეს გაზაფხული...
მე ერთი სიტყვაც არ მახსოვს შენი,
მე_სიყვარულით ვარ დაზაფრული,
კიდეც რომ გსურდეს, ვეღარ მიშველი.
ისე გავიდა ეს გაზაფხული,
მე ერთი სიტყვაც არ მახსოვს შენი.

რა დაგიშავე, მითხარი ბარემ,
რად ამითრთოლე მგზნებარე გული,
რისთვის მომიკალ, რად გამიმწარე
ეს სიჭაბუკე და გაზაფხული.

მე სიყვარული ამიტანს უცებ,
დაგეძებ, დამდევს ფიქრთა კრებული,
დავიარ თბილის-ქალაქის ქუჩებს
და დავბრუნდები აცრემლებული.

ვაი, სად გნახო, საით იქნები,
ვიცი_გარბიხარ და მემალები,
შენ დაგეძებენ ჩემი ფიქრები
და ამღვრეული ჩემი თვალები.

ჩემთვის ერთია, სადაც იქნები,
ჩემს სიყვარულში დაგაჯერებენ,
შემოგხვდებიან ჩემი ფიქრები
და ჩემს მაგივრად გაგაჩერებენ.

შენ შემომხედავ მწყრალი თვალებით,
გაიცქრიალებ და შებრუნდები;
მე ვნებიანი და ნამთვრალევი
გეტყვი: _აროდეს არ შემძულდები!

ნუ გაფრინდები, ჩემო ოცნებავ,
ნუ გაგიტაცებს თრთოლვა ქალური,
მე შენთვის მინდა ეს საოცრება,
ეს სიჭაბუკე და სიყვარული.

ნუ მათქმევინებ ამ გაზაფხულზე:
_ნეტავი მიწა მეყაროს გულზე!

ჰოდა, თუ მოხვალ ვარდებით ხელში
(პოეტებს უყვართ ვარდის სურნელი).
ვიმღერებ მუდამ მე, შენი ეშხით
და სიყვარულით განუკურნელი.

დავლევთ სიყვარულს, როგორც ტკბილ ღვინოს,
გეტყვი, რაც დამაქვს გულში ფარული,
მერე წავიდეთ, დავაგვირგვინოთ
ეს სიჭაბუკე და სიყვარული

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 May 2008
Posts351
კარმა3
OFFLINEPROFILE
- - -

უშენოდ მოვა აწი სიბერე,
უერთმანეთოდ გავყვებით გზას,
მოდი, ისეთი რამე მიმღერე,
რომ ვერ მიმღეროს ვერავინ სხვამ.

აქ აღარ მოვალთ ალბათ არც ერთი,
დილა უშენოდ დადგება ხვალ,
დამიმახსოვრე აი, ასეთი,
აი, ასეთი, როგორიც ვარ!...

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი