შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
საქართველოში დაბრუნებას ვინც არ ელოდა, მიწა მიჰქონდა, მიწა - თბილი, მიწა - ლამაზი, შენ მუჭა - მუჭა გაგიტანეს საქართველოდან, ქართულო მიწავ, ალბათ იმიტომ დაპატარავდი...
საქართველოში დაბრუნებას ვინც არ ელოდა, მიწა მიჰქონდა, მიწა - თბილი, მიწა - ლამაზი, შენ მუჭა - მუჭა გაგიტანეს საქართველოდან, ქართულო მიწავ, ალბათ იმიტომ დაპატარავდი... ამ ლექსისთვის მადლობა და კარმა შენ.=ko=
რუსთველის პროსპექტზე სიარული ნუ მომიშალოს ღმერთმა, ვიყო მუდამ ასე მხიარული, ქართველი პოეტი მერქვას. პურის ნატეხი და ერთი ლიტრა ღვინო სიმდიდრედ ჩამითვალეთ, თუ მეტი ვინატრო ან ეს ვითაკილო, — ვერ ვნახო სამოთხის მთვარე… მხოლოდ დროდადრო დამარეტიანოს ქაშვეთის შემოხედვამ — რუსთველის პროსპექტზე ხეტიალი ნუ მომიშალოს ღმერთმა!
ნუ მობრუნდებით- დღეს ამ კედლებმა დაიმახსოვრეს თქვენი თვალები, დაიმახსოვრეს თქვენი ღიმილი. მე ხომ გითხარით, აქ ვერაფერს ვერ იპოვიდით, ვერც ეგზოტიკურ პეიზაჟებს, ვერც მრჭყვიალა მონეტებს, ვერც იდუმალი სინათლის კრთომას. ჩემს ძარღვებშია დალექილი ახლა ის ცოდვა და ღამით, როცა მთვარე მაწვალებს, ფანჯრებივით იღება ტკივილი. სული კი ცარიელია და ქუჩა-ქუჩა დაძრწის, როგორც მოხეტიალე მევიოლინე.
რა ეშველება ჩვენს სიყვსრულს, როცა ყველა გზას მოუჭრიან, როცა ყველა ბაღის კიდესთან ჩაუსაფრდება დაცინვა და შურისძ|Iება, როცა უყველა ფოთლის შრიალი ჩაესმება ტანჯვის მუსიკად. რა ეშველება ჩვენს სიყვარულს, სიმარტოვეზე მეოცნებეს, ქალაქის ბრძენ ბუჩქებსა და კედლებს შორის თავამოყრილს. ვინ უშველის, ვინ შეიფარებს ორიოდ ლუკმა ბედნიერებას ვინ გაიმეტებს. თითქოს ღამემაც დაივიწყა ძველისძველი მოვალეობა რომ საგნები და სხეულები ბინდით შებუროს, დააწყვილოს, გაამთლიანოს... რა ეშველბა ჩვენს სიყვარულს- ხალხმრავალი ოთახების ბურუსში მსუნთქავს, ვინ გაიხმობს მწვანე, მწვანე ნაპირებისაკენ, ვინ შეაგებებს აკრძალული ქარების სურნელს, მდევრებიც და დევნილებიც ჩვენა ვართ უკვე, და საკუთარმა ნაკვალევმაც გაგვისწრო თითქოს, საფრთხე ხვეწავს იმ ნაკვალევს, საფრთხე ანიჭებს სრულქმნილებას... რა ეშველება ჩვენს სიყვარულს როცა ყველა გზას მოუჭრიან...
თუ სიყვარულის სადღეგრძელოს ყანწით ვერ დალევ და სანუგეშოთ ვერ ჩააქსოვ ოხვრას ნაღვლიანს თუ სიყვარულში, სიყვარულით არ დაიწვები, მაშინ ნეტავი უკეთესი რა შეგიძლია?! თუ ლამაზ თვალებს კოცნით ცრემლებს ვერ ამოუშრობ! ვერ აგრძნობინებ სიყვარული თუ რა ძნელია! თუ უნაზეს და ლამაზ თვალებს ვერ აათრთოლებ ნეტავ იცოდე უკეთესი რა შეგიძლია?! სხვისი ტკივილი შენებურად თუ არ გიგრძვნია, და სხვისი დარდი სიხარულად არ შეგიცვლია გაწვდილ ხელისთვის თუ კი ხელი არ გაგიწვდია მაშინ ნეტავი უკეთესი რა შეგიძლია?!
სიცოცხლისაგან მიტოვებული მე მიმატოვა სიკვდილმა და ყველასაგან დაობლებული არ მიმატოვა ტკივილმა, მე გამაღვიძა გულჩათხრობილ სევდის კივილმა და ამ სიცოცხლის უსამართლო მწარე ღიმილმა...
უსიკვდილოდ და უსიცოცხლოდ ცხოვრება მიჭირს მე წუთისოფლის უსამართლო მოქცევა მიკვირს და ეს უაზრო წამები კი უკვალოდ მიქრის მე კი ვერ ვასწრებ რომ რამე ვთქვა, დღეები მიქრის...
ან რა აზრი აქვს ნეტავ ჩემთვის ამ მდორე წუთებს თუ კი მკვდარი ვარ და სიკვდილსაც ვაწუხებ თურმე. თუ ჩემმა გულმა მიღალატა _ აღარ ვარ უკვე და უსიცოცხლო სიკვდილსაც კი მე ვეღარ ვუთმენ
სიყვარული რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში ის დღე იყო გაზაფხული იღვიძებდა იაში მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს,ულამაზეს ლიანებს სიყვარული რიგდებოდა და მე --დავაგვიანე . რიგში იდგნენ ჭაბუკები,უმეტესად ქალები შეჰყურებდნენ წიგნის თაროს,მომღიმარი თვალებით სევდა მწვავდა თვალთა უპეს სევდა გაურიყავი სიყვარულის რიგში ღმერთო აქაც ბოლო ვიყავი.
და როდესაც დახლთან მიველ ,მომღიმარი თვალებით სიყვარულით ლაჟვარდს ხელში შეურთდნენ ქალები წიგნის თაროს შერჩენოდა ერთადერთი კრებული და გამყიდველს ის თავისთვის ჰქონდა დაგადადებული
სიყვარული რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში ის დღე იყო გაზაფხული იღვიძებდა იაში მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს,ულამაზეს ლიანებს სიყვარული რიგდებოდა და მე--დავიგვიანე