↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
რაიცის მსოფლიომ საქართველოს შესახებ!


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 48 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Oct 2006
Posts412
კარმა51
OFFLINEPROFILE
მსოფლო არ ვიცი მაგრამ , მაგალითად ჯორჯიის შტატის ერთერთ პატარა ქალაქში საკმაოდ დიდი კულტურული გადატრიალება მოვახდინეთ, ეს ის დრო იყო როდესაც მე და ჩემი მეგობრები ვცხოვრობდით და ვმოღვაწეობდით" ჯორჯიიშ შტატში რამოდენიმე წლის წინ. :cl:
საფუძვლიანად შევასწავლეთ სუფრის წესები,
სადღეგრძელოები,
ასევე ოჯახის ფასი,
გავაცანით საქართველოს ისტორია...

საბოლოოდ შეიძლება ეს მარტო რამოდენიმე ოჯახმა დაინახა მაგრამ მე მაინც ვამაყობ იმით რომ ქართული კულტურა ყველგან სამაგალითოა, თუმცა სამწუხაროდ ეგეც ნელნელა იცვითება :(

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined01 Jun 2007
Posts48
კარმა50
OFFLINEPROFILE
რანა იცოდნენ საქართველოს შესახებ, თვისი ქვეყნის ჰისტორია არ იციან.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined08 Jun 2007
Posts265
კარმა51
OFFLINEPROFILE
ჰა ჰა, ბერძნების უმრავლესობამ არ იცის საკუთარი ქვეყნის ისტორია, და საქართველო რუსეთი ჰგონიათ, რახან საბჭოთა კავშირი იყო ამიტომ სჯერათ რომ იყო ერთი დიდი რუსეთი და მერე ერთ მშვენიერ დღეს(როგორც იუგოსლავია) დაიშალა მარტივ მამრავლებად ამ შემთხვევაში კი სხვადასხვა სახელმწიფოებად, რომლებიც რუსებითაა დასახლებული, და რომ ქართველებს არავითარი საერთო არა გვაქვს რუსულ ჯიშთან და ჯილაგთან ვერაფრით ვერ გავაგებინე,მადლობა ღმერთს ჩემი ცოდნა საქართველოსა და საერთოდ მსოფლიო ისტორიაში საკმაოდ დიდია, ამიტომ არც შედარების და არც მაგალითების მოყვანა არ გამჭირვებია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ არა მარტო ქართული სუფრის წესებსა და ქართული ცეკვაში რომელშიც დიდი ეზოთერული აზრია ჩადებული და არის მთელი რიტუალი, ამათ ვერ აუხნი რადგან როგორც ერს აქვს ძალიან პატარა თვალსაწიერი, მიზერული ცოდნა, არცერთ სფეროში არ უვლინდებათ პროფესიონალიზმი, ძირითადად უცხოელებით(საბჭოთა კავშირიდან ჩამოსული)გადიან ფონს, ის ელადა რომელიც ჩვენ ვიცოდით აღარ არსებობს. სამწუხაროდ.იცით რა თქვეს სოფო ხალვაშზე?რა იყოო ესო ბოდიგარდები რომ ჰყავდა გამოყვანილი, ისე ჩხაოდა მაგას ვინ მიეკარებოდა ან დაცვა რად უნდოდაო, რა უნდა მეთქვა, აქვს აზრი ასეთ პიროვნებებთან კამათს?არა მგონია.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined15 Mar 2007
Posts587
კარმა52
OFFLINEPROFILE
USSR ეგონათ Union of Soviet Socialist Russia და ყველა იქ მცხოვრები - რუსი. აქაც, Georgia თუ გაუგონიათ, როგორც რუსეთის ნაწილი, ან სულაც არ არიან აზრზე.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined08 Jun 2007
Posts265
კარმა51
OFFLINEPROFILE
ნეტა მაგათ ჩემო მაია მაგ აბრევიატურის გაშიფვრა საერთოდ შეუძლიათ?იცი აქ -საბერძნეთში კომუნიზმი როგორ "ცვეტშია"? ჰგონიათ რომ კომუნისტები ყველაზე მაგრები არიან და თუ ხელისუფლებაში მოვლენ მაგრად მოითქვამენ ესენი სულს,ჩემი აზრი რომ გამოვთქვი, კარგი რომ ყოფილიყო კი არ გადავაგდებდით მეთქი,მითხრეს არაა ის კომუნიზმი თქვენ რომ გგონიათო, რა არაა? ლოზუნგი იგივე ისეთივე დროშა და ისეთივე პროპაგანდა, მასონური, კომუნიზმი პირველი მასონიზმია,არა აქვთ ცოდნა რომ აუხსნა როგორ უნდა გააგებინო, რომ კარლ მარქსი, ებრაელი და მარქსიზმის თეორიის შემქმნელი თავად ამბობდა არა ვარ მარქსისტიო და მთელი ცხოვრება კაპიტალისტი ნათესავები არჩენდნენ თავის "კაპიტალში" რომ ლანძღავდა სწორედ ის კაპიტალისტები. ნეტა რომელი კომუნისტური სახელმწიფოა აყვავებული კუბა თუ ჩინეთი?ასე არაა?

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined12 Jun 2007
Posts34
კარმა50
OFFLINEPROFILE
დიდ ბრიტანიტის ერთ პატარა საკურორტო ქალაქ ბრაიტონში უმეტესობამ უკვე კარგად იცის ქართული ხასიათი და მენტალიტეტი, იმიტომ რომ ჩვენი აქ ყოფნის დროის მანძილზე არც ერთი რესტორანი არ დაგვიტოვებია ქართული სიმღერისა და ცეკვის გარეშე, მიტუმეტეს რომ 5 ჩვენგანი მაგარი მოცეკვავეა დანარცჰენი ძველი ლილეს მომღერლები წარომიდგინეთ იმ ხალხის სახეები ჩვენი ბინდისფერია სოფელო-თი რომ ვამთავრებთ ხოლმე თან განსხვავებულებს ვურახუნებდიით

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined20 Mar 2007
Posts97
კარმა50
OFFLINEPROFILE
ხალხო საზღვარგარეთ კი არა, აქ, რუსეთში,სადაც გვგონია რომ ყველამ უნდა იცოდეს სად მდებარეობს საქართველო, სინამდვილეში ბევრმა არ იცის. მე ახალგაზრდები მყავს მხედველობაში. როცა ქართველებს აქედან მიერეკებოდნენ ხშირად მესმოდა ასეთი ფრაზა: რა გაგვიწყალეს ამ ქართველებმა გული, წაეთრიონ თავიანთ შუა აზიაშიოოოო. ერთს ვკითხე ნეტა ვისი მეზობლები არიან ეს ქართველები მეთქი და მან მიპასუხა ტაჯიკებისო და თქვენ კი იძახით საზღვარგარეთ არ იციან სადაა საქართველოოო :dm:

კიდევ ხშირად მეკითხებიან თქვენ მუსულმანები ხართო? - უპასუხე ეხლა ამისთანას : когда ваши предки по лесу бродили наши предки Евангелий переводили - მაინც ვერაფერს ვერ გაიგებენ :ifiqre:

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined08 Jun 2007
Posts265
კარმა51
OFFLINEPROFILE
რა იცის მე მგონი ცალცალკე იწერება

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined25 May 2007
Posts434
კარმა54
OFFLINEPROFILE
სამწუხაროდ საქართველოზე ცოტა რამ თუ იციან საზრვარგარეთ, :( დასანანია :(, ცოტა, ალბათ, ჩვენც უნდა ვაკეთებდეთ რეკლამებს... ეს უკვე სახელმწიფოს პრეროგატივაა, უკეთ გააცნოს მსოფლიოს თავი... ეს ცალკე თემაა..
ისე კი, მე ყოველთვის გულს მწყვეტს ის ფაქთი, როგორც აქ ბევრმა დაწერა, რომ საქართველო ყველას რუსეთი გონია და რომ მასიამოვნონ ხოლმე, თავისი "მოკლე ჭკუით" რუსულად მიწყებენ საუბარს :(((((((((. აააააააააა.............. ამაზე შემზარავი ჩემთვის არაფერია ხოლმე :(

მე ყოველთვის სიამაყით ვუმარტავ რომ საკუთარი ენა და დამწერლობა გვაქვს 14 დამწერლობათა შორის ;) თუმცა ეს ერთეულები არიან :( . ეს არავის ბრალი არაა. გაუნათლებლობის, დაბალი დონისა და კულტურობის ბრალია...... შეძლებისდაგვარად ვაცნობ ხოლმე უცხოელებს საქართველოს ;) ახლა ეს პირველი ევროპელობაც დაემატა ;))))))))))))))))))) და სულ გადავრიე ყველა ;) ხა ხა დმანისის ამბებს ვგულისხმობ ......
მთავარია შევინარჩუნოთ ის რაც გაგვაჩნია ღირებული და დიდებული, სხვას ეს ეცოდინება თუ არა და შეაფასებს თუ არა ;) ეს ნაკლებად უნდა გვაღელვებდეს ;)

საქართველოს გაუმარ.........................................................!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts559
კარმა52
OFFLINEPROFILE
ჯ ო ს!!!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined08 Jun 2007
Posts265
კარმა51
OFFLINEPROFILE
გაუმარჯოს, მშვენივრად წერ ჩემო კარგო, ასეა რუსს რომ მიწოდებენ, მეც ვდუღდები ქვაბში წვენივით, ვუმტკიცებ და ვარ, მაგრამ შეაყარე კედელს ცერცვი, მთავარია საქართველოში არ დაიკარგოს ყველაფერი ის რაც აქამდე მოგვიტანია, სტუმართმოყვარეობა, უფროსის პატივისცემა,პატრიოტიზმი და ყველა ის ტრადიცია რომელსაც ასე ძალიან ებრძვიან მასონები.ყველა მიყვარს აქ ვინც ხართ იმიტომ კი არა რომ ყველა საყვარელია, ქართველი რომაა მინდა ყველა ჩავიხუტო და გულში ჩავიკრა. ცოტანი ვართ მაგრამ კარგები.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined27 Jun 2007
Posts278
კარმა52
OFFLINEPROFILE
ჩინელებს კი წარმოდგენა არ აქვთ საქართველოზე. მაგრამ რო ვეუბნებოდი სტალინის სამშობლოაო მაგრა უხაროდათ ))

:biggrin: რა უხარიათ...

:smilie: ისე ედიკას სახელმა გააცნო ევროპას საქართველო.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined05 Jun 2007
Posts16
კარმა50
OFFLINEPROFILE
ყველას გეთანხმებით.საქართველოს შესახებ ბევრმა საზღვარგარეთ არაფერი იცის.ჩემი ოჯახი ზომიერად განათლებულია,მაგრამ საქართველოს შესახებ აბსოლუტურად არაფერი იცოდნენ,მე კი იმდენს ვესაუბრები რომ გაისად დასასვენებლად უნდათ ჩამოსვლა:)გერმანიაში საქართველოს ძირითადად შევარძნადეთი ცნობენ ან ვარდების რევოლუციით,მაგრამ რატომღაც ჰგონიათ ,რომ რუსულია ჩვენი მშობლიური.მე კი ვუხსნი ყველას,რომ ჩვენ სულ სხვა გორისანი ვართ და ჩვენს ისტორიას შეძლებისდაგვარად მოკლედ ვუყვები:)ვინც ჯკვიანია,აღფრთოვანებას ვერ მალავს:)აქ ბევრნი არიან EX-საბჯოთა ქვეყნებიდან,რომლებიც რუსულად უკეთესად ლაპარაკობენ ვიდრე თავიანთ მშობლიურ ენაზე.არც თავიანთი ისტორია იციან.რა თქმა უნდა ეს იმათი პრობლემაა.მე ის მახარებს,რომ თურმე როგორ გვყვარებია საქართველო,რომ იმ საშინელ პერიოდში ენა და კულტურა შევუნარჩუნეთ.და ეხლა?რა თქმა უნდა თანამედროვეობას ფეხი უნდა ავუწყოთ,მაგრამ ისე არა რომ ჩვენი მეობა დავკარგოთ.მე ვფიქრობ,რომ ჩვენი დიდი უბედურება დღესდღეობით ჩვენივე უწიგნურობაა.სამწუხაროდ ბავშვები საერთოდ არ კითხულობენ არა თუ საზღვარგარეთის ,არამედ ქართულ ლიტერატურას,ისტორიას.წიგნი,ნაკითხობა და განათლება კი ეროვნული ქვეცნობიერების,იდეების განვითარებას უწყობს ხელს.
პ.ს. ბოდიში თუ ბევრი ვიფილოსოფოსე:)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined13 Jun 2007
Posts1101
კარმა71
OFFLINEPROFILE
ლელკას ვეთანხმები...ჩემის მხრივ დავამატებ იმას,რომ მართლა ბევრმა ქართველმა არ იცის საკუთარი ქვეყნის ისტორია,ელემენტარული მაინც,და რა უნდა მოვთხოვოთ ჩვენ უცხოელებს,ზოგი ისეთს იტყვის ხოლმე,სატირალი რომ არ იყოს,გაიცინებდა ადამიანი...ისე კი მართლა ხშირად გონიათ ეს ჩვენი სამშობლო რუსეთის ნაწილი,იმათმაც არაფერი იციან,მქონია ისეთი შემთხვევაც,როცა ძალიან დიდიხანს მიხსნია უცხოელისთვის,რომ ჩვენ ვართ ქრიასტიანული და არა მუსულმანური ქვეყანა...ამიტომ ვთვლი,რომ ჯერ ცვენ უნდა ვიცოდეთ ისე კარგად ჩვენი ისტორია და სადაურობა(ელემენტარული მაინც),რომ უცხოსაც კარგად ავუხსნათ ეს,რატომაც არა,ყველას გვინდა,რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ცნობადი.... :ep:

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined27 Jun 2007
Posts278
კარმა52
OFFLINEPROFILE
რუსებმა კი მშვენივრად იციან საქართველოც და ზოგადად საქართველოს ისტორიაც. იციან, თამარ მეფე, დავით აღმაშენებელი, შოთა რუსთაველის "ვეფხის ტყაოსანი", ქართული ადათ წესები და კიდევ ბევრი რამ. და ვიღაცამ რომ ზემოთ ახსენა რუსებს ქართველები ტაჯიკების მეზობლები გონიათო მე ასეთი რუსი ჯერ არ შემხვედრია. კი არა რამოდენიმე ხნის წინ სახლში რომ ვბრუნდებოდი (აქ,რუსეთში), სადარბაზოს შესასვლელთან ვიღაცას დაუწყვია გამსახურდიას დიდოსტატის მარჯვენა, დავით აღმაშენებელი და ვაზის ყვავილობა. ერთის მხრივ მეწყინა, რომ ასეთი წიგნები გადასაყრელად გაიმეტა პატრინმა, მეორეს მხრივ კი გამეხარდა, რადგან წიგნები გაცრეცილი იყო და უკვე ჰქონდა ვიღაცას წაკითხული.
ასე რომ მეგობრებო, არ ღირს რუსების მომდურება, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მათ ევროპელებზე უკეთ იციან საქართველოს ისტორია და ამ ორ ქვეყანას შორის ბოლო დროს გამწვავებული ვითარების მიუხედავად მაინც უფრო ახლოს არიან საქართველოსთან ვიდრე აშშ და ევროპა. ეს ჩემი აზრია. შეგიძლიათ არ დამეთანხმოთ, და კამათზეც თანახმა ვარ. :cl:

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 48 posts ] 
რაიცის მსოფლიომ საქართველოს შესახებ!
დესპანი