↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined16 Nov 2007
Posts771
კარმა50
OFFLINEPROFILE
რუსთველის პროსპექტზე სიარული
ნუ მომიშალოს ღმერთმა,
ვიყო მუდამ ასე მხიარული,
ქართველი პოეტი მერქვას.
პურის ნატეხი და ერთი ლიტრა ღვინო
სიმდიდრედ ჩამითვალეთ,
თუ მეტი ვინატრო ან ეს ვითაკილო, —
ვერ ვნახო სამოთხის მთვარე…
მხოლოდ დროდადრო დამარეტიანოს
ქაშვეთის შემოხედვამ —
რუსთველის პროსპექტზე ხეტიალი
ნუ მომიშალოს ღმერთმა!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined16 Nov 2007
Posts771
კარმა50
OFFLINEPROFILE
არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა!
ყველა ხევსური და ყველა სვანი,
ქართველი ქალი თვალებმაყვალა,
ჩემი თბილისი და ფიროსმანი,
არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა!
მოკვდა თუ არა, ყველამ აცხონა,
ცოცხალი არვინ არ მიიკარა,
მე ფიროსმანის ქუჩაზე ვცხოვრობ
და ყოველ დილით ვხვდები ნიკალას.
ძილგატეხილი და არეული
ჭიქა არაყით გაიხსნის მადას,
მერე შეკრთება, ვით მთვარეული
და ორთაჭალის ლამაზებს ხატავს.
ქართული ზეცა, ქართული ზვარი,
მტკვარი მღვრიე და მტკვარი ანკარა…
ჩემი თბილისი და ფიროსმანი,
არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა!

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 May 2008
Posts292
კარმა0
OFFLINEPROFILE
* * * *
შენს დალალებს ბორკილებად დავიდებდი,
გავიგებდი შენი სიზმრის მხარეს,
მოგაგნებდი, ირგვლივ ციხეს აგიგებდი
და დარაჯად მოგიჩენდი მთვარეს.
ჩემს ტუჩებზე სურნელებას დავიფენდი
შენი წვივის და მუხლების სითბოს
და მუცელზე ამ თითებით დავირბენდი,
გესმის?- გული როგორ ცემს და რითმობს.
მერე ტალღებს, შენი მკერდის გაზვირთებით,
ჩემს სხეულზე გავიშლიდი ბადეს,
სუნთქვას კოცნით დახრჩობამდე აგივსებდი,
ვეღარ მოვთვლი, დაგათრობდი რამდენს.
საძილეთში შენთან ხვევნით შევიდოდი,
ცხელი ენით დავითვლიდი მალებს,
შენს სისველეს ჩემს ცხელ ტანზე შევიშრობდი
და სიცელქით აგივსებდი თვალებს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ვილლ,=sher= მომწონს შენი ლექსები, კარმა საჩუქრად:)
ვისია?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
გავიდა კვირა

გავიდა კვირა,
ორშაბათია.
ჩემს ირგვლივ ხშირად
სხვები დადიან.
ცას აბარია
სულის ობლობა.
ხომ ზღაპარია
დღეს მეგობრობა.
გულია - ღერძი,
რა ქნას ხელებმა?!
და დღესაც ვებრძვი
საშინელებას.
მე, როგორც ვატყობ,
წავიდა მთვარე.
სადღაც ავადმყოფს
ახველებს მწარედ.
გავიდა კვირა,
ორშაბათია.
ჩემს ირგვლივ ხშირად
სხვები დადიან.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ბუბუსუნა,რამდენიხანია ვეხვეწები ავტორს
და ცოცხალი თავით არ მეუბნება,
მე კი მაგის გულისთვის ყელი კინაღამ გამოვღადრე ვიღაცას.=dk= =dk= =dk= =dk= =fiqri= =fiqri=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ქალი სიცოცხლე და გაზაფხული, უნაზეს ტრფობად გულს ჩასახული
ქალი უეცარი სიხარული, ქალი იმედი და სინანული.
ქალი ბედნიერი დედა, ქალი შიში და ელდა.
ქალი ფაქიზი დანაზი, ქალი სათუთი ბავშვი.
ქალი ამაყი და ლაღად მონავარდე,
დაელოდე, იქნებ შენთან მოკალათდეს.
ქალი ანგელოზია ყინწვისის, ქვეყნად მისი ფასი ვინ იცის
ქალის სულშია ერის სიმდიდრე,ქალის ნამუსოქვეყნად იდიდე
ქალი თამარი და ერის თვალ, ქალი რუსთაველის საფიცარი,
ქალი შემოპარული გულში, ქალი აფეთქებული ნუში'
უნდა ესათუთოთ ასეთ საგანძურს' ქვეყნად ვერ იპოვით ქალის საფასურს!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ყველაზე საბრალო მათხოვრის თვალებია,
ყველაზე წმინდა კი ხატის.
ყველაზე შეშლილი პოეტის თვალებია,
ყველაზე მაცდური-ქალის...

ყველაზე ვერაგი ფლიდის თვალებია,
ყველაზე ღვთიური-ბერის.
ყველაზე უმანკო ჩვილის თვალებია,
ყველაზე თბილი კი დედის

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
შენში იმდენად ბედნიერი სული ბინადრობს,

გზააბნეული ანგელოზიც ალბათ გინატრებს,

საიდან მოდი ასე ტკბილი, ასე უბრალო,

ასე ცოდვიან და დიდგულა დედამიწაზე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined09 Jan 2009
Posts95
კარმა0
OFFLINEPROFILE
დიან დღეები,
ღამეებიც ესრეთვე მწყობრად -
მწუხრის ზეწარი
ყოველივეს გადაჰფენია...
„ყოფნა - არყოფნა?!“ -
ამჯობინეს პასუხად „ყოფნა!“
მაგრამ ეგ „ყოფნაც“,
მე თუ მკითხავ, - არაფერია!

ვგდებულვარ როსმე
თვალშეუდგამ ღამეში ობლად,
თავს ლეგიონი
სიკვდილების გადამფრენია...
„ყოფნა - არყოფნა?!“ -
ხვეწნით მითქვამს პასუხად „ყოფნა!“
მაგრამ ეგ „ყოფნაც“,
ღმერთი-რჯული, - არაფერია!

სიკვდილი - წუთში!
ნუ ჩამითვლი შენ ამას ჯობნად -
სხვა ნაპირისკენ
გზა ვარდისფრად დანაფერია...
„ყოფნა - არყოფნა?!“ -
ვამჯობინე პასუხად „ყოფნა!“
მაგრამ ეგ „ყოფნაც“,
ოჰ, ეგ „ყოფნაც“ არაფერია!

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined09 Jan 2009
Posts95
კარმა0
OFFLINEPROFILE
ორშაბათს გოგონა გავიცანი,
გოგონა ნახატი ყალმისანი,
მისი ღიმილი და დალალები
სამშაბათს გამიხდა საფიცარი.
ოთხშაბათს წერილი გავუგზავნე
და თავს მოსაკლავად ვიმეტებდი,
ჩემი გასაჭირი ავუხსენი,
ჩემი ეჭვები და იმედები.
პარასკევს პასუხი მომივიდა,
ვაიმე, ბედო უკეთურო!
დაბერებულხარო გნოლივითა,
ცოლ-შვილს მიხედეო, უბედურო.
თეთრად გავათენე პარასკევი,
ფიქრში გავატარე შაბათ-კვირე,
თავმოჭრილი ვარ-თქო - დავასკვენი.
ჰოდა, თავის მოკვლაც დავაპირე.
მოვიდა მეორე ორშაბათი,
ისევ შემეფეთა ის უღმერთო,
ელვამ დამიარა კოჭებამდი,
დილამშვიდობისას გისურვებთო.
მე ახლა თავის მომკვლელი ვარ?
უნდა სხვანაირად ვძლიო სვე-ბედს,
მე ვიცი, რაცხა ოხერი ვარ,
ლექსებს დავწერ და ვიოცნებებ.

• • •

ღმერთია ჩემი მწყალობელი,
მე კი იმ უღმერთოს მგალობელი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 May 2008
Posts292
კარმა0
OFFLINEPROFILE
qurdimaxo wrote:
ციტატა:
ბუბუსუნა,რამდენიხანია ვეხვეწები ავტორს
და ცოცხალი თავით არ მეუბნება,
მე კი მაგის გულისთვის ყელი კინაღამ გამოვღადრე ვიღაცას.=dk= =dk= =dk= =dk= =fiqri= =fiqri=

მახუნია და ბუბუსუნა, ბოლო ლექსის ავტორია გ. შალამბერიძე. =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
will wrote:
ციტატა:
qurdimaxo wrote:
ციტატა:
ბუბუსუნა,რამდენიხანია ვეხვეწები ავტორს
და ცოცხალი თავით არ მეუბნება,
მე კი მაგის გულისთვის ყელი კინაღამ გამოვღადრე ვიღაცას.=dk= =dk= =dk= =dk= =fiqri= =fiqri=

მახუნია და ბუბუსუნა, ბოლო ლექსის ავტორია გ. შალამბერიძე. =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
მახუნია და ბუბუსუნა, ბოლო ლექსის ავტორია გ. შალამბერიძე

კაი კია და შალამბერიძე უძახე შენე=haa= =haa=
წამოდი რა ასათიანთან წავიდეთ

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined07 Feb 2009
Posts266
კარმა0
OFFLINEPROFILE
მენატრები ციდან ცამდე,დუმილიდან დუმილამდე.
წუხილიდან ტირილამდე,სიცოცხლიდან სიკვდილამდე,
გელოდები დღიდან დღემდე,წარსულიდან მომავლამდე.

ერთადერთი ხარ ვისაც ველოდი
ვიცი უშენოდ რომ ვერ ვიცოცხლებ
იცი?მიყვარხარ ჩემო სიცოცხლე
მხოლოდ და მხოლოდ შენტვის ვიცოცხლებ!!!

რომ გაწვიმდება, იგრძნობ სიცივეს
აგიტრტოლდება როცა ტუჩები,
რომ გაგიჟდები მარტოობისგან
მოვალ და მაგრად ჩაგეხუტები.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი