↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 322 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ბაღნებო,რაფერ ხართ,თქვენ შემოგევლეთ.
=cxeni= =cxeni= =cxeni= =cxeni= =cxeni=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Jun 2008
Posts1079
კარმა0
OFFLINEPROFILE
=cxeni= =cxeni= =cxeni= =cxeni= =cxeni= =cxeni= =cxeni= =ml= =ml= =ml= =ml= =ml= =kf= =kf= =kf= =kf=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
ნუ დაითვრებით ღვინითა, რამეთუ მოსდევს სიბილწე

ერთ ეგვიპტელ მეუდაბნოეს ეშმაკი დაპირდა, რომ აღარ შეაწუხებდა, თუკი სამიდან ერთ-ერთ ცოდვას მაინც ჩაიდენდა.

არჩევანი ასეთი იყო: მკვლელობა, მრუშობა და სიმთვრალე.

- ჩაიდინე რომელიმე ცოდვა: ან კაცი მოკალი, ან იმრუშე, ან დათვერი და ამის შემდეგ სიმშვიდეში იცხოვრე. აღარ შეგაწუხებ.

მეუდაბნოემ იფიქრა:

კაცი მოვკლა? - მეშინია, ეს თავისთავად დიდი ცოდვაა, რომელიც საღმრთო სამართლითაც სიკვდილით ისჯება და სამოქალაქოთიც. ვიმრუშო? სირცხვილია, სხეულის სისუფთავე რომ დავღუპო და შეურაცხვყო ჯერ უცნობი სიბილწით. დათრობა კი თითქოს არ უნდა იყოს დიდი ცოდვა, რადგან მთვრალი გამოიძინებს და გამოფხიზლდება. დავთვრები, რომ ეშმაკმა აღარ შემაწუხოს და შემდეგ მშვიდად ვიცხოვრებ უდაბნოში.

და აი, წაიღო თავისი ხელსაქმე ქალაქში, გაყიდა და შევიდა დუქანში.
იქ დალია და დათვრა ...

ეშმაკის მანქანებით მთვრალს ერთ ურცხვ მეძავთან მოუხდა ლაპარაკი, მოიხიბლა და დაეცა მასთან, ცოდვის ჩადენისას ქმარმა მოუსწრო მათ და ცოლის შეურაცხმყოფელს ცემა დაუწყო, მან კი ცემითვე უპასუხა, მოერია და მოკლა.

ასე დაიწყო იმ განდეგილმა დაიწყო სიმთვრალით, მერე იმრუშა და ბოლოს მოკლა კიდეც. სიფხიზლეში მას ამ ცოდვების ეშინოდა და ერიდებოდა, მთვრალმა კი ჩაიდინა და თავისი მრავალწლოვანი ღვაწლი დაღუპა. მხოლოდ ჭეშმარიტი სინანულით შეძლო, კვლავ მოეპოვებინა დაკარგული, რადგან ღმრთი* * *

ს გულმოწყალებით სინანულით მოქცეულ ადამიანს უბრუნდება ცოდვის გამო დაკარგული ადრინდელი დამსახურება.

ასე უბიძგებს სიმთვრალე ცოდვებისაკენ ადამიანს და სათნოებების დაღუპვის გამო ხსნას აკარგვინებს .

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
იმხელა ალიაქოთი ატეხეს, რომ უეცრად გამეღვიძა. თვალები რომ გავახილე, საოცრება ვიხილე: საჩვენებელი თითი შეხვეული იყო, არათითს სისხლი სდიოდა, ცერი რისხვისაგან და მძვინვარებისგან ძაგძაგებდა, შუათითს თავშეკავებულად ეჭირა თავი, აი, ნეკს კი ცნობისწადილი კლავდა:

- რა ხდება, რაშია საქმე? - მოუთმენლად კითხულობდა ის.

- ეს არათითმა მიქნა, - ზლუქუნებდა საჩვენებელი თითი, - შეხედე, შეხვეულიც მაქვს...

- მოეშვი ერთი, რა შუაშია არათითი? - დაუტატანა ცერმა, - ან დაყენდი, ან სასიკეთოდ ჩაერიე. ვერ ხედავ, სისხლი სდის.

- გეყო უმცროსის დაბრიყვება, სქელო ბებერო, - გააწყვეტინა სიტყვა გაცეცხლებულმა საჩვენებელმა თითმა.

ეს უკვე მეტისმეტი იყო. თავი ვერ შევიკავე:

- რა ხდება, რას მიმალავთ? - დავიყვირე მოთმინებადაკარგულმა. ერთხანს სიჩუმე ჩამოვარდა, ბოლოს შუათითმა ამოიღო ხმა:

- ისეთი არაფერია, ჩვეულებრივი უთანხმოებაა. შეგიძლია ძილი გააგრძელო, - ამოღერღა მან.

- როგორ დავიძინო, როცა ჩემი თითები ასეთ დღეშია? - ვუპასუხე მას.

ლაპარაკში ნეკი ჩაერია:

- ჰო, ნამდვილად უნდა დაიძინო. განა არ იცი, რომ ქალები ცუდად იტანენ უძილობას?

- თვალსაც ვერ მოვხუჭავ, სანამ არ გავიგებ, რა იმალება ყველაფერი ამის უკან.

უეცრად საჩვენებელმა თითმა წამოყო თავი და განაცხადა:

- მე მოგიყვები, რაც იმალება ყველაფერი ამის უკან.

შუათითმა არ დაახანა და ჩაარტყა საჩვენებელს, სცადა, გაეჩუმებინა, რითაც მაიძულა, დამეყვირა:

- აცალე ლაპარაკი!

საჩვენებელმა თავი ჩაქინდრა. ამიტომ აღშფოთებულმა დავტუქსე:

- რამ გადაგიკეტა ტვინი?.. პასუხი თუ არ მივიღე, იცოდეთ, ყველას დაგხოცავთ, არ მოგეშვებით, სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს.

არათითმა ტირილი მორთო:

- არა, ჯერ პატარა ვარ, არ მინდა სიკვდილი, ყველაფერს მოვყვები...

მაგრამ ნეკმა, რომ გაეჩუმებინა, ერთი გვარიანად უთავაზა.

იძულებული გავხდი, დანა გამომეღო და დავიყვირე:

- ყველას დაგხოცავთ, არც ერთს არ დაგინდობთ!

მაშინ ცერამ დაიწყო მოყოლა:

- რა ჩემი საქმეა, მაგრამ შენთვის აჯობებდა, საჩვენებელი თითით დაგეწყო, რადგან მან გაგიმეტა და შენი თავი ერთ ღარიბ-ღატაკ კაცს გაუყადრა. ეს თითი კარგს არაფერს დაგმართებს, რაღაც უბედურებას გადაგკიდებს. განა არ დავინახე, როგორი ზიზღით გააყოლა თვალი ერთ მდიდართაგანს, თითზე იაგუნდის ბეჭდით რომ იწონებდა თავს?

გული შემეკუმშა... მზერა მივაპყარ საჩვენებელ თითს და შევეკითხე:

- სიმართლეა, რაც გავიგონე?

- სრული ჭეშმარიტებაა, - მიპასუხა ამაყად.

- შენ რა გითხარი? - მივმართე სევდანარევი ხმით, - განა არ იცი, რომ საერთოდ ყველას სჯობიხარ?

მწარედ გაეცინა:

- ყველას ვჯობივარ? რითი, რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ არ მაქვს ის, რაც მათ აქვთ?

უხეშად შევაწყვეტინე:

- მაგრამ შენ გაქვს ის, რაც მათ არ აქვთ; შენს სიცოცხლეს არაფერი ემუქრება, ხოლო რაც შეეხება მათ, ისინი მუდამ სიკვდილის საფრთხის ქვეშ არიან, რადგან მდიდარ ყაჩაღებთან ერთად ცხოვრობენ.

დამცინავი ღიმილით მომიჭრა:

- ნუ ცდილობ მათ გამართლებას, ვისაც ბეჭედი ამკობს, ყველა ყაჩაღი ხომ არ არის?!

რისხვამ იფეთქა ჩემში. დანა აღვმართე, რომ მომეკვეთა. ამ დროს შიშისგან დავიყვირე და გულგახეთქილს გამომეღვიძა. თითების ამოძრავება ვცადე. ყველა მათგანი უვნებელი და საღ-სალამათი იყო. თავიც კარგად ვიგრძენი მას შემდეგ, რაც სიზმარმა სურვილი გამიქრო, მქონოდა ბეჭედი, ისეთი, ჩემს მდიდარ მეზობელს რომ უკეთია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined17 Aug 2008
Posts100
კარმა0
OFFLINEPROFILE
თამბაქოს მოყვარულ მანდილოსნებს

სიგარეტს რომ არა სწვდე
ანგელოზი ხარ ხეთისა
პირს გააღებ და სუნუ მცემს
სიმყრალე ჯოჯოხეთისა.პ.ს. უცნობი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ძმას - გიორგი ასათიანს

***

ქუთაისში

გიორგი! შენ, კაცო, ჭკუაზე მეგონე და რას მწერ, რას ლაპარაკობ?! თუ ძმა ხარ, თავი დაანებე სისულელეებს! რა სულიერი დაღონება, რის სევდა, ანდა რა საქმეები გაქვს შენ აწეწილი?! ერთხელ და სამუდამოდ გეუბნები, ამისთანა სისულელეებს თავი დაანებე, თორემ დაგღუპავს.

ბიჭო, ლექსების წერა ხომ არ დაგიწყია?! არ გამომჭრა ყელი! რაღაც ისე კაკანებ შენ, რომ ვერ არის კარგად შენი საქმე. ზევით-ზევით ნუ დაფრინავ, მიწაზე იარე, მიწაზე - ქუთაისის მიწაზე!

რომ მწერ, აქ გაჩერება არ შემიძლიაო, რატომ არ შეგიძლია?! ასეთ სისულელეებსაც, თუ კაცი ხარ, თავი დაანებე.

ბევრს ვკითხულობო, იკითხე მერე, კითხვამ ვის აწყინა, შენ რომ გაწყინოს, მაგრამ არ ვარგა: ვინც ბევრს კითხულობს, ის არასოდეს ლაპარაკობს, ბევრს ვკითხულობო.

ის იკითხე, რაც ახლა გესაჭიროება, ძველი ქართული მწერლობა ისწავლე, ის სჯობია ყველაფერს...

თუ ძმა ხარ, სიტყვების კორიანტელი, გატყლარჭული სტილი და ათასნაირი უცხოური ამბები ნუ გაგიტაცებს, მაგ ყველაფერი სისულელეა; ჩვეულებრივი ადამიანური ენით დაწერილი (ილია, აკაკი, ვაჟა) წაიკითხე და იყავი ჩვეულებრივად უბრალო. ასეთი წერილი მეორედ არ მომწერო, თორემ შევწუხდები.

მე მგონია, მანდ რომ ჩააბარო გამოცდები, ის სჯობია, ყველა დაგეხმარება, ჩემი ამხანაგები, მიშა, შოთა¹ და სხვები. შენ უთხარი, მეც მივწერ, ანდა რად უნდათ მიწერა, ისედაც კარგად იციან შენი ამბავი.

ასე, მომიკითხე ბიძია, ბიცოლა, ნარგიზა², შოთა ქურიძე და სხვანი და სხვანი.

შენი ძმა ლადო ასათიანი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Dec 2007
Posts1678
კარმა50
OFFLINEPROFILE
„ქართველები რბილი ხალხია, ჭკვიანი, ალერსიანი, სიმღერა უყვართ. დედის გინებისათვის შეიძება კაცი მოჰკლან. ამხანაგი უყვართ. ამხანაგის გულისათვის სახლს გაყიდიან, ოღონდ შენც სამაგიერო სიყვარულს გთხოვენ. ეს ჯაყელიც ასეთია. მომკლა, ყოველ დღე მზის ამოსვლას და ჩასვლას მაყურებინებს - მზე უყვარს... როცა დედას იფიცებს, მაშინ არ სტყუის. ქართველები თუ დედას იფიცებენ, ხატზე დაფიცებას უდრის. კიდევ მეტს. თავისი ქვეყანა სიგიჟემდე უყვართ, საქართველოს სადღეგრძელოს რომ ამბობენ, ხანდახან ტირიან კიდევაც. სამოთხესავით ქვეყანაა, საქართველო, სამოთხესავით...“

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined07 Feb 2009
Posts266
კარმა0
OFFLINEPROFILE
მაგაში გეტანხმები

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Dec 2007
Posts1678
კარმა50
OFFLINEPROFILE
კი მაგრამ არ ვაფასებთ და არ ვუვლით=tavfx=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ქ. ქუთაისი, გაზეთ „ინდუსტრიული ქუთაისის“ რედაქცია

ძმაო, გოგი! შენი ლექსი უშეცდომოდ დაიბეჭდაო, რომ მწერ, ესაა, ბიჭო, უშეცდომოდ?! წათების მაგიერ - წაქები წერია, ნადუღი რომ დაგეწერათ, უკეთესი იქნებოდა, წინმბრძოლის მაგივრად - წინბრძოლი. ისე-ს მაგივრად ისევ და სხვა. განსაკუთრებით ეს “ისევ” ამახინჯებს აზრს. ზევით სამ სტრიქონში “ისევ” არის ნახმარი და თქვენ, ალბათ, იფიქრეთ, მეოთხეშიც “ისევ” იქნებაო, და გაუშვით ასე. მეოთხეში უნდა იყოს “ისე გულდაგულ შევარდნენ”. თქვენ გაგიწყდათ მიწა, თქვენ!

სოფელში ყოფილხარ, ბიჭო, გაზეთის მუშაკი ხარ, ცოტა დაწვრილებით რომ მოიწერო, არ შეგიძლია?! რა არის ეს ორი პწკარი! |

მე არა მიშავს, ოთახი მივიღე ძერჟინსკის ქ. № 3-ში, მაგრამ ჯერ კიდევ “სახლაფორთოა” და დამრჩება თუ არა, არ ვიცი. თუ მოახერხო, გამოიარე აქეთ. მანდ წესიერად იყავი, წერილები მოიწერე.

მოგიკითხეს ანიკომ და მანანამ. მომიკითხე ჩვენები და რედაქციის ხალხი. იყავი კარგად.

შენი ძმა ლადო ასათიანი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
ვერ ვიპოვე -აფორიზმები და აზრები(გამოთქმები)
ამიტომ მაპატიეთ,მაგრამ აქ დავდებ ..."აზრებს"

აზრები....

ერიდე დავას მოლაყბეებთან...

ენა ყველას აქვს, ჭკუა კი ცოტას...

დამცინავი დუმილი ყველაზე უფრო დამამცირებელი პასუხია...

ქალთან ლაპარაკი ხშირად მეტ ცოდნას გვაძლევს, ვიდრე მეცნიერთან...

ნურასდროს გაუმართავ ხელს იმას, ვინც დახმარებას არ ითხოვს...

ყველაზე რთული პროფესია არის კაცობა...

ქალი რაც უფრო ლამაზია, მით უფრო პატიოსანი უნდა იყოს, რადგან მხოლოდ პატიოსნებით გაუწევს წინააღმდეგობას იმ ზიანს, რომლის მოტანაც შეუძლია მის სილამაზეს...

მსგავსი მსგავსს ეძებს და ხალისით უკავშირდება...

მშობლებს ისე მოექეცი, როგორც ისურვებდი შენი შვილები მოგექცნენ...

არასდროს დაიკარგება სიტყვა, რასაც ხალხში მრავალნი იმეორებენ...

ბოროტი ზრახვა, მზრახველისთვის უფრო მწარეა...

ბრძენ ზედამხედველს _ გონებას მიჰყევი მთელი შენი ცხოვრება...

ხუმრობაც ზომაზე იხმარე, როგორც მარილი...

იცხოვრე ხალხში ისე, რომ მეგობრები არ ჩამოგშორდნენ და მტრები დაიმეგობრო...

კეთილგონიერო მანდილოსანო, თუ გინდა რომ შენმა ქმარმა მთელი დრო შენთან გაატაროს, იზრუნე იმისათვის, რომ სხვაგან ვერსად ნახოს მეტი სინაზე და სითბო, როგორიც შენთან...

იოლია ბედნიერმა ანუგეშოს უბედური...

ნურას ჩაიდენ საძრახისსა და სამარცხვინოს ნურც აშკარად და ნურც ფარულად. პირველი შენი კანონი უნდა იყოს საკუთარი თავის პატივისცემა..

უზნეობა საკუთარი თავის უარყოფაა...

საშინელია, გონება თუ კაცს არ ემსახურება...

ყოველ ადამიანში მზეა, ოღონდ აცადეთ რომ ანათოს...

ვინც ცხოვრობს უშინაარსოდ, უგუნურად, თავაშვებულად, კი არ ცხოვრობს, ნელ-ნელა კვდება...

შეცდომა ყველას მოუვა, მაგრამ ვინც შეცდომას იცავს, ის სულელია...

სიკვდილის შიშით სიკვდილია უგუნურება...

სიხარბის უარყოფაა ყველაზე დიდი სიმდიდრე...

უნდა ისწავლო მეგობარო მოთმენა მისი, რაც უსაშველო და უცვლელია...

ვერვინ ამჩნევს როგორ გადის სიჭაბუკე, მაგრამ როცა გასულია ყველა ხედავს...

ბედნიერი დროა, როცა ნება გეძლევა ილაპარაკო ის, რასაც განიცდი...

ნუ გააკეტებ ისეთ რამეს, რასაც შენი სინდისი დაგმობს. ნუ იტყვი ისეთ რამეს, რაც სიმართლეს არ შეეფერება. დაიცავი ეს ორი მთავარი რამ და შენ სრულყოფ შენს ცხოვრებას...

სულმოკლეობის უსაძაგლესი სახეა საკუთარი თავის შეცოდება...

შეიყვარე თუნდაც ყველა, მაგრამ ყველას ნუ ენდობი...

გახსოვდეს, აზრის შეცვლა და ისეთი მოქმედება, რაც შენს შეცდომას გამოასწორებს უფრო შეჰფერის თავისუფლებას, ვიდრე შეცდომის ჯიუტად დაცვაა...

ჭეშმარიტება შეიძლება დროებით დაიჩაგროს, მაგრამ მისი საბოლოოდ დამარცხება შეუძლებელია...

სადაც გული არ მიგიწევს, არ გამოვა სიყვარული...

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined10 Jan 2009
Posts35
კარმა0
OFFLINEPROFILE
winaTqma

mTeli qarTuli cnobiereba da Sesabamisad misi eTnokulturac marTlmadideblur sarwmunoebaze gadis, es is mTavari Rer¬Zia, rom¬lis ig¬no¬ri¬re¬bis Sem¬Txve¬va¬Si qar¬Tve¬li eri uda¬od da¬kar-gavs sa¬ku¬Tar TviT¬myo¬fa¬do¬bas _ sa¬xes da uk¬va¬lod Ca¬i¬kar¬ge¬ba Ta¬na¬med¬ro¬ve, glo¬ba-li¬za¬ci¬is ma¬si¬ur go¬dol¬Si, Ca¬i¬kar¬ge¬ba im axal mul¬ti¬kul¬tu¬ra¬lur kon¬sti¬tu¬ci¬a¬Si, sa¬dac Tvi¬To¬e¬u¬li in¬di¬vi¬dis be¬di wi¬nas¬war aris gan¬saz¬Rvru¬li da ga¬we¬ri¬li kon¬kre-tul dro¬Si.
ni¬hi¬liz¬miT Sep¬yro¬bi¬li am pa¬ta¬ra moT-xro¬bis gmi¬re¬bic, swo¬red am ma¬ra¬di¬ul di¬le¬mis wi¬na¬Se dga¬nan, rom¬lis ga¬daw¬yve-ta¬sac ase uSe¬de¬god cdi¬lobs ka¬cob¬ri¬o¬ba, mi¬si ga¬Ce¬nis dRi¬dan. moT¬xro¬bis gmi¬re¬bi TiT¬qos bib¬li¬u¬ri ia¬ko¬bis msgav¬sad, Se¬e-Wid¬nen an¬ge¬lozs, ra¬Ta mo¬i¬po¬von “sa¬moT¬xe-Si” dab¬ru¬ne¬bis uf¬le¬ba. al¬baT WeS¬ma¬ri¬te-bis Zi¬e¬bis pro¬ces¬Si ni¬hi¬liz¬mic mi¬sa¬sal-me¬be¬lia, Tu ki igi jan¬saR na¬per¬wkals ata-rebs sa¬ku¬Tar sxe¬ul¬Si, meb¬rZo¬li ni¬hi¬liz-mi prog¬re¬sis sa¬wi¬na¬da¬ria, rac brwyin¬va-led aqvs ga¬az¬re¬bu¬li moT¬xro¬ba¬Si xa¬Tu¬na Si¬u¬kaS¬vils, kar¬gad da¬ak¬vir¬diT ra ci¬ta-te¬bi moh¬yavs av¬tors na¬war¬mo¬e¬bis fi¬nal¬Si; “siy¬va¬ru¬lia Ta¬vad Rmer¬Ti,” ”eZe¬be igi Sen-Si da hpo¬veb mas”, faq¬ti¬u¬rad am sa¬xa¬re¬bi-se¬ul frag¬men¬teb¬Sia mo¬ce¬mu¬li du¬a¬liz¬mis-gan gan¬Ta¬vi¬suf¬le¬bis is er¬Ta¬der¬Ti re¬cep-ti, rom¬lis al¬ter¬na¬ti¬va¬sac uSe¬de¬god eZebs gza¬ab¬ne¬u¬li da ne¬be¬lo¬ba da¬kar¬gu¬li ada¬mis mod¬gma. Mar¬se¬bobs ase¬Ti kar¬gad cno¬bi¬li ga¬mo¬naT¬qva¬mi; “karg mTqmels kar-gi gam¬go¬ni sWir¬de¬ba”, Ce¬mo pa¬tiv¬ce¬mu¬lo ba¬to¬ne¬bo, karg gam¬gons ki Ta¬vi¬su¬fa¬li ne-ba da una¬ri siy¬va¬ru¬li¬sa, ami¬to¬mac brZa-nebs ufa¬li; “siy¬va¬ru¬lia Ta¬vad Rmer¬Ti”. . . . .

zu¬rab rTve¬li¬aS¬vi¬li

xaTuna SiukaSvili
A
ali¬o¬ni¬dan ali¬o¬nam¬de

sa¬wol oTax¬Si, ali¬o¬nis nac¬ris¬fe¬ri, msu¬bu¬qi nis¬li id¬ga, jguf-jgu¬fad grov¬de-bo¬da Rrub¬le¬bi ca¬ze...
di¬li¬dan¬ve ga¬ver¬Te sax¬lis saq¬me¬eb¬Si, dro¬mac na¬xa sa¬Ta¬na¬do mo¬men¬ti da Tval¬sa da xels Sua ga¬me¬pa¬ra.
Su¬ad¬Re kar¬gad ga¬da¬su¬li iyo sax¬li-dan, rom ga¬mo¬ve¬di. wvim¬da gab¬mu¬lad, me¬go-bar¬Tan miv¬di¬o¬di mar¬to¬o¬bis tvir¬Tis mo-sax¬sne¬lad, ize¬i¬mes Cem¬Si sev¬di¬an¬ma fiq¬reb-ma da tki¬vi¬leb¬ma, ga¬mi¬Tav¬xed¬dnen ner¬ve¬bi da ager ga¬mi¬u¬fe¬rul¬da cxov¬re¬bac, ram¬den-jer vca¬de, gav¬qce¬o¬di yve¬la¬fers, rad¬gan ver da¬vi¬mor¬Ci¬le dro da verc mo¬ver¬ge.
qu¬Ca¬Si coc¬xa¬li sam¬ya¬ro ga¬da¬me¬Sa¬la win, mo¬fus¬fu¬se xal¬xi, aC¬qa¬re¬bu¬li man¬qa¬ne-bi, amo¬vi¬sun¬Tqe, Tva¬le¬bi cis si¬lur¬jes mi¬vap¬ya¬ri, ic¬rem¬le¬bo¬da ze¬cis lur¬ji Tva-le¬bi, wvi¬mis wve¬Te¬bi sa¬xe¬ze me¬ce¬mod¬nen da ra¬Rac idu¬mal xmas ga¬mos¬cem¬dnen. uk¬rav¬da ca¬Si uxi¬la¬vi RvTa¬eb¬ri¬vi or¬kes¬tri, iR¬vre-bo¬da Cem¬Si mu¬si¬ka ara¬am¬qvey¬ni¬u¬ri.
uceb ra¬Rac xmam ga¬mo¬mar¬kvia...
_ ma¬wo¬ni, ma¬wo¬ni! _ ga¬is¬ma mo¬xu¬cis da¬koJ¬ri¬li xma, mo¬xu¬ci wel¬Si od¬nav mox-ri¬li¬yo, ma¬Ra¬li, xmel-xme¬li, Wa¬Ra¬ra Tme-bi, Txe¬li ufe¬ru¬li tu¬Ce¬bi da ke¬xi¬a¬ni cxvi¬ri mis qar¬Tul war¬mo¬mav¬lo¬ba¬ze mig¬va-niS¬neb¬da. da¬kem¬si¬li Sar¬val-xa¬la¬Ti da pir¬da¬Re¬bu¬li fex¬sac¬me¬le¬bi, rom¬le¬bic xar¬bad yla¬pav¬dnen wvi¬mis ni¬aR¬vrebs, da¬nax-vis¬Ta¬na¬ve guls sib¬ra¬lu¬liT agiv¬seb¬da...
_ Teq¬vsmet¬sar¬Tu¬li¬a¬ni kor¬pu¬sis me-Tor¬me¬te sar¬Tu¬li¬dan axal¬gaz¬rda qal¬ma mo¬xucs gad¬mos¬Za¬xa:
_ `ori ban¬ka ma¬wo¬ni amo¬mi¬ta¬ne!~..
mo¬xucs si¬xa¬ru¬lis sxi¬vi au¬ki¬af¬da Tva¬leb¬Si, Can¬Ti¬dan ori qi¬la amo¬i¬Ro da Tva¬leb¬Si kiT¬xva da¬e¬ba¬da: `Can¬Ta vis da¬vu-to¬vo?~ ga¬Ce¬re¬ba¬ze rom Sem¬niS¬na, jer Se-yoy¬man¬da, Sem¬deg ki mo¬ri¬de¬biT mkiT¬xa:
_ ba¬bu, xu¬Ti wu¬Ti Can¬Tas xom ver da-ud¬ge¬bo¬di?..
_ ba¬rem erT lars mog¬cemT da Ta¬vad au¬tan ma¬wons, Tqven ki wa¬diT, da...
ukan rom dav¬brun¬di, mo¬sac¬del¬Tan nac¬no¬bi Sem¬xvda...
_ sa¬da xar, ro¬gor xar, ras Svre¬bi?! Ca¬me¬kiT¬xa.
ne¬ta¬vi sad var, ras vSvre¬bi, ro¬gor var, ga¬vi¬fiq¬re da oma¬xi¬a¬nad vu¬pa¬su¬xe:
_ kar¬gad, Sen ras Svre¬bi?
met¬rom¬de mik¬ro¬av¬to¬bu¬siT Ca¬ve¬di, wvi¬mam ga¬da¬i¬Ro, wvi¬mis¬gan ga¬je¬re¬bul as-falts mzem uSur¬ve¬lad da¬af¬rqvia sxi¬ve¬bi da or¬Tqlmac pa¬er¬Si da¬iw¬yo nar¬na¬ri.
met¬ros ma¬ta¬re¬bel¬Si Ca¬moj¬do¬mis¬Ta¬na-ve bav¬Svi Se¬mo¬vi¬da, mux¬leb¬ze da¬e¬ca da...
_ “de¬da ar myavs, ma¬ma ar myavs, da-mex¬ma¬reT bi¬Zi¬e¬bo, de¬i¬de¬bo”!
bavSvs ga¬da¬par¬su¬li Ta¬vi da sa¬xe mu-wu¬ke¬biT hqon¬da da¬fa¬ru¬li, WuW¬yi da¬un¬dob-lad sWam¬da. erT-er¬Tma mgzav¬rma or¬la¬ri¬a-ni Ca¬u¬Cur¬Ta xel¬Si, zog¬ma ki xur¬da fu¬li Ca¬uC¬xri¬a¬la.
Sem¬deg ga¬Ce¬re¬ba¬ze ka¬ku¬CiT xel¬Si, Sa-viT¬mo¬si¬li qa¬li Se¬mo¬bar¬bac¬da. mi¬si da¬Ra-ru¬li sa¬xe, Cam¬qra¬li Tav¬le¬bi, ga¬te¬xi¬li xma, jan¬ga¬moc¬li¬li na¬bi¬je¬bi, sik¬vdi¬lis coc¬xal sa¬xes hgav¬da. sik¬vdi¬li id¬ga Cems win efe¬me¬ru¬li si¬sus¬tiT. ma¬xin¬jma fiq¬reb-ma ca¬sa¬viT gam¬cri¬ces, Tva¬le¬bi ga¬me¬yi¬na, mo¬mak¬vdi¬ne¬be¬li Ri¬mi¬li mo¬me¬ria sa¬xe¬ze, ga-da¬re¬u¬li cxov¬re¬ba, au¬ta¬ne¬li yo¬vel¬dRi¬u-ro¬ba-si¬coc¬xle ra aris Tu ara `SeC¬ve¬u¬li Wi¬ri~, Tu ara gza, ro¬me¬lic uci¬lob¬lad un¬da ga¬i¬a¬ro sik¬vdil¬Tan Se¬sax¬ved¬rad. da-ba¬de¬bi¬dan miv¬di¬varT sik¬vdi¬lis¬ken da vem-sgav¬se¬biT Tan¬da¬Tan mas! jde¬ba igi Cven¬Si! an aris sik¬vdil-sik¬vdi¬li da ara si¬coc-xle?! an iq¬neb Cven yve¬la¬ni gar¬dac¬vli¬le-bi varT, vin uw¬yis...
mo¬xu¬ci mow¬ya¬le¬bas Txo¬u¬lob¬da...
me¬go¬bar¬Tan mi¬ve¬di, mar¬to¬o¬bis tvir-Ti mo¬vix¬se¬ni, qu¬Ca¬Si mom¬xda¬ri am¬be¬bi mo¬vu-ye¬vi...
ukan dab¬ru¬ne¬bi¬sas, mik¬ro¬av¬to¬bus¬Si ori mTvra¬li ma¬ma¬ka¬ci xma¬maR¬la sa¬ub¬rob-da...
_ wu¬xel siz¬mar¬Si `wmin¬da ni¬no” vna-xe.
_ er¬Ti ma¬gis de¬dac va¬ti¬re, wmin¬da¬ni mgo¬ni mar¬to Rmer¬Ti iyo!
_ maS `ni¬no~ wmin¬da¬ni ar iyo ?
_ `ni¬no~ mok¬vda! wmin¬da¬ni da srul¬yo-fi¬li ar kvde¬ba!
_ ar gin¬da gi¬or¬gi, ra eS¬ma¬ki Se¬gij-da da sa¬ta¬na.
_ Rmer¬Tia Ta¬vad sa¬ta¬na! bib¬lia wa¬gi-kiT¬xavs, iq we¬ria `Tav¬da¬pir¬ve¬lad iyo sit-yva, sit¬yva iyo Rmer¬Ti!~ Rmer¬Tma ki yve¬la-fe¬ri Seq¬mna; sa¬ta¬na, jo¬jo¬xe¬Ti, sa¬moT¬xe, ada¬mi¬a¬ni da yve¬la¬fe¬ri, rac sam¬ya¬ro¬Sia, e.i mTe¬li sam¬ya¬ro. sam¬ya¬ro ki er¬Ti mTli¬a¬no-baa, am mTli¬a¬no¬ba¬Si Se¬dis sa¬ta¬nac, ro¬me-lic Rmer¬Tis¬gan ga¬mom¬di¬na¬rea. Rmer¬Tma dar¬go `Sec¬no¬bis xe~, man ico¬da, rom amiT Sec¬de¬bo¬da eva da ac¬du¬neb¬da adams! mok-lav¬da abe¬li ka¬ens Tu ka¬e¬ni abels! es sul er¬Tia, da ra ga¬mo¬dis, Rmer¬Tma mok¬la abe¬li, Rmer¬Tma hkla pir¬vel.
_ ga¬Cum¬di, Rmer¬Ti ar gwams...
_ mwams, mag¬ram mis na¬moq¬me¬dars mxo-lod rwme¬nis Tva¬liT ar vud¬ge¬bi, cal¬sa-xad ver aR¬viq¬vam mas, `kri¬ti¬kis Tva¬li¬Tac~ vu¬yu¬reb, ro¬gor Se¬miZ¬lia qal¬ze vTqva la-ma¬zi¬ao, Tu mas mxo¬lod pro¬fil¬Si vxe¬dav, iq¬neb me¬o¬re mxa¬res Sra¬mi aqvs.
_ ram gaT¬qme¬vi¬na ase¬Ti ra¬me¬e¬bi Rmer-Tze?
_ lo¬gi¬kam, Ce¬mo oTar, lo¬gi¬kam! iman, rom is xe! iyo Ca¬na¬sa¬xi omi¬sa, Ra¬la¬ti¬sa, mru¬So¬bi¬sa, ci¬lis¬wa¬me¬bi¬sa... ho! ci¬lis¬wa¬me-ba¬ze ga¬max¬sen¬da Rmer¬Tma dag¬vwa¬ma pir¬ve-lad ci¬li, TiT¬qos Cven ada¬mi¬a¬neb¬ma Ca¬vi¬di-neT pir¬ve¬lad ka¬tas¬tro¬fu¬li Sec¬do¬ma da amis ga¬mo ga¬mo¬dev¬na Cve¬ni wi¬nap¬re¬bi “sa-moT¬xis ba¬Ri¬dan,” ara¬da Rmer¬Tma Seq¬mna “mi¬ze¬zi”-Sec¬no¬bis xe, ra¬mac ga¬mo¬iw¬via ase-Ti Se¬de¬gi, da dag¬va¬kar¬gi¬na “sa¬moT¬xe¬Si” cxov¬re¬bis uf¬le¬ba. Rmer¬Ti iyo eva¬Sic mi-si¬ve Sec¬do¬mis sa¬xiT da ac¬du¬na ada¬mi, Rmer¬Tma mok¬la abe¬lic da ro¬ca aR¬moC¬nda Ta¬vi¬si Sec¬do¬mis wi¬na¬Se, usu¬su¬ri, la¬Ca¬ri-viT dad¬ga gver¬dze da Cven ada¬mi¬a¬nebs dag-vi¬we¬ra ka¬no¬ne¬bi, mcne¬be¬bi imi¬saT¬vis, rom ga¬mo¬vas¬wo¬roT mi¬si Tav¬da¬pir¬ve¬li Sec¬do-ma-pir¬ve¬li cod¬va sam¬ya¬ro¬Si! Cven ada¬mi¬a-neb¬ma un¬da vzRoT Rmer¬Tis Sec¬do¬ma, vi¬a-roT wa¬me¬bis gza¬ze da vec¬vaT sa¬Ti¬Ta¬od jvars! Aama¬zea naT¬qva¬mi “pa¬pis gas¬ro¬li¬li qva Svi¬liS¬vils mox¬vdao”. Rmer¬Tma tan-jvis¬Tvis-jvar¬cmis¬Tvis, ro¬gorc ma¬mam yve-la Svi¬li ga¬wi¬ra, maT So¬ris yve¬la¬ze say-va¬re¬li Ze ie¬so, ro¬me¬lic arc RvTis¬gan da arc ka¬cis¬gan im¬sa¬xu¬reb¬da Ra¬lats. na¬Ra-la¬te¬viQqris¬te ka¬cis¬gan da RvTis¬gan Cem-Tvis wmin¬da¬nia da sa¬ma¬ga¬li¬To. Ami¬tom var me qris¬ti¬a¬ni.
_Tu gi¬fiq¬ria ima¬ze, ro¬de¬sac bav¬Svi iba¬de¬ba, ra¬tom ar xvde¬ba am sam¬ya¬ros si-cil-kis¬ki¬siT? ara! cxa¬re, Sem¬za¬ra¬vi crem-le¬biT ege¬be¬ba sam¬ya¬ros! `Cvi¬li~ ro¬gorc ara¬vin, ise grZnobs, ris¬Tvi¬sac gaC¬nda! rom gaC¬nda jvar¬cmis¬Tvis! rom is ub¬ra¬loa, ami-to¬maa ada¬mi¬a¬ni mTe¬li cxov¬re¬ba sa¬mar-Tlis Zi¬e¬ba¬Sia, ara¬da si¬mar¬Tle sa¬fuZ¬vel-Si¬ve Cak¬les.
PCe¬mo oTar, pir¬ve¬lad RmerTs da¬a-viw¬yda mcne¬ba `ara cil swa¬mo~ mas Ta¬vad da¬a¬viw¬yda, Ta¬vi¬si Ta¬vic! Cven ki gvax¬sovs, rad¬gan yve¬la Cven¬gan¬Si zis cod¬vi¬li Rmer¬Ti. igi iyo Tav¬da¬pir¬ve¬lad da iyo sit¬yva¬Si gan¬sxe¬u¬le¬bu¬li mag¬ram ar iyo wmin¬da¬ni da srul¬yo¬fi¬li, ami¬tom gar¬da-ic¬va¬la Cven¬Si, an Se¬saZ¬loa mok¬vda ki¬dec...
_ srul¬yo¬fi¬li Tu ar iyo, ro¬gor Seq¬mna yve¬la¬fe¬ri?
_ gin¬da erT zRa¬pars mo¬giy¬ve¬bi Rmer-Tze.
_ iyo da ara iyo ra, iyo er¬Ti Rmer-Ti, igi ar¬se¬bob¬da ca¬ri¬el siv¬rce¬Si mar-to, mos¬wyin¬da mar¬to¬o¬ba da iw¬yo xsna mis-gan, Seq¬mna man yve¬la¬fe¬ri sam¬ya¬ro¬Si da me-eq¬vse dRes Seq¬mna ada¬mi¬a¬ni, ro¬me¬lic da¬a-sax¬la sa¬moT¬xis baR¬Si. Mmag¬ram iyo mow¬ye-ni¬lo¬ba da er¬Tfe¬rov¬ne¬ba sam¬ya¬ro¬Si! ar aRiq¬me¬bo¬da si¬la¬ma¬ze ise mZaf¬rad, ro¬gorc dRes! ar giz¬gi¬zeb¬da cxov¬re¬ba ael¬va¬re¬bu-li cec¬xli¬viT! ar ar¬se¬bob¬da TeT¬ri da Sa¬vi, si¬ke¬Te da bo¬ro¬te¬ba, ar¬se¬bob¬da mxo-lod er¬Tsa¬xo¬va¬ni-er¬Tfe¬rov¬ne¬ba, mo¬iw¬yi¬na Rmer¬Tma er¬Tfe¬rov¬ne¬bi¬sa¬gan, umoZ¬ra¬o¬bi¬sa-gan es `ma¬ra¬di¬u¬lo¬bac~ amo¬u¬vi¬da yel¬Si, si¬ax¬lis da azar¬tis Zi¬e¬ba¬Si dar¬go `Sec-no¬bis xe~ da ige¬ma na¬yo¬fi evam! ima¬ve wams ae¬xi¬la RmerTs Tva¬le¬bi eva¬Si da da¬iw¬yo `moZ¬ra¬o¬ba~. sam¬ya¬ro¬Si! mZaf¬ri aR¬qme¬bi si-la¬ma¬zis, si¬ma¬xin¬jis, si¬ke¬Tis, bo¬ro¬te¬bis.
`moZ¬ra¬o¬bas~ - ci¬vi¬li¬za¬ci¬is man¬qa¬nas Ses¬wi¬ra Rmer¬Tma `uk¬vda¬o¬ba~ da im dRi¬dan gar¬da¬ic¬va¬la Cven¬Si, tyu¬i¬lad ux¬mobT ca¬Si an ek¬le¬si¬a¬Si mas. rad¬gan Cven¬Sia da Cven¬Si un¬da mo¬vux¬moT.
_ SeS¬li¬li xar! da¬uy¬vi¬ra oTar¬ma gi¬or¬gis da sa¬var¬Zel¬Si mZi¬med Ca¬eS¬va, Rrmad sun¬Tqav¬da, Tva¬lebs uaz¬rod at¬ri¬a-leb¬da...
gi¬or¬gis Ta¬vi mxreb¬Si Ca¬er¬go, uxeS wvers da¬koJ¬ri¬li msxvi¬li Ti¬Te¬biT ner¬vi¬u-lad aw¬va¬leb¬da, si¬fic¬xem Tan¬da¬Tan ga¬da¬u-a¬ra, mo¬eS¬va...
_ bed¬ni¬e¬ri xar, ada¬mi¬a¬no, ase brmad, rom gwams Rmer¬Ti, Ce¬mi go¬ne¬ba ki sa¬ziz-Rrad iqe¬qe¬ba, Rmer¬Ti ki ara, sa¬ku¬Ta¬ri Ta-vi dav¬sa¬je ax¬la, Cem¬Si vxe¬dav¬di RmerTs, ro¬me¬lic sa¬ku¬Ta¬ri Sec¬do¬mis wi¬na¬Se da¬a¬ye-nes, usu¬su¬ri, si¬a¬ma¬ye¬dag¬mo¬bi¬li, mxreb¬Ca-moy¬ri¬li. me ar vi¬ya¬vi we¬Ran `gi¬or¬gi~, arc da¬To, arc Ta¬ma¬ri, me vi¬ya¬vi Rmer¬Ti, ro-mel¬mac sa¬ku¬Tar Tav¬Si Sec¬do¬me¬bi aRi¬a¬ra, sa¬ku¬Tar Tav¬Si ga¬va¬sa¬mar¬Tle Rmer¬Ti dRes, xval ki sa¬ta¬nas ga¬va¬sa¬mar¬Tleb.
Sin gvi¬an dav¬brun¬di, sa¬mu¬Sao oTax¬Si, sa¬wer ma¬gi¬da¬ze mi¬Zi¬ne¬bul¬ma, no¬dar ta¬bi¬Zis `ga¬lak¬ti¬on¬ma~ Ce¬mi yu¬rad¬Re¬ba mi¬iq¬cia. kiT-xva¬Si Ra¬me Cu¬mad Se¬mo¬pa¬ru¬li¬yo Cems oTax-Si, qa¬laqs eZi¬na, Cqa¬mi aRar is¬mo¬da, sa¬Zi¬ne-bel¬Si Se¬ve¬di, ax¬lad da¬wo¬lils qu¬Ci¬dan yvi¬ri¬lis xma Se¬mo¬mes¬ma, qa¬lis xma iyo, Sve¬las iT¬xov¬da, Sem¬deg ma¬ma¬ka¬cis qir¬qi-lis xmac ga¬is¬ma, qa¬lis xma crem¬leb¬Si ix-rCo¬bo¬da...
_ ra gin¬da, vin xar, ara¬fe¬ri maqvs, vai de¬da.; da¬ik¬vne¬sa qal¬ma da xma miw¬yda...
qu¬Ca isev si¬Cu¬mem mo¬ic¬va, Se¬Si¬ne¬bu¬li sar¬kmel¬Tan mi¬ve¬di, ax¬lo-max¬lo kor¬pu¬seb-Si xal¬xi ai¬van¬ze ga¬mo¬su¬li¬yo.
`sa¬i¬dan iyo xma, ro¬mel ezo¬dan ne¬ta, oT¬xas¬ca¬me¬tis mgo¬ni, ra cxov¬re¬baa, ada¬mi¬a-ni Si¬SiT ga¬reT ver ga¬va”...
sa¬Zi¬ne¬bel¬Si Se¬ve¬di, sa¬ban¬Si Ca¬vi¬ma¬le, vcdi¬lob¬di me¬fiq¬ra, ra¬i¬me kar¬gze, Ce¬mi Ta-vis dam¬Svi¬de¬bas Se¬ve¬ca¬de `mo¬ma¬val¬Si yve-la¬fe¬ri kar¬gad iq¬ne¬ba!~ ram¬de¬ni¬me wuT¬Si qu¬Ci¬dan ma¬ma¬ka¬cis xma mo¬is¬ma...
_ le¬i¬la! le¬i¬la! le¬i¬la! _ eZax¬da da eZeb¬da qals... xma Tan¬da¬Tan da¬iw¬ri¬ta da sa¬a¬Tis wik-wiks Se¬u¬er¬Tda.
mTe¬li Ra¬me ba¬liS¬Si Tav¬Ca¬kar¬gu¬li vi¬we¬qi, sa¬a¬Tis wik-wi¬ki ki Se¬maZ¬rwu¬neb¬lad ga¬mos¬cem¬da ka¬cis xmas.
_ lei-la, lei-la, lei-la....
Cam¬Zi¬ne¬bia, di¬liT, ro¬gorc sa¬ma¬ri¬dan mic¬va¬le¬bu¬li wa¬mov¬de¬qi, te¬le¬vi¬zo¬ri Cav-rTe. ali¬o¬nis wam¬yva¬ni ‘’siy¬va¬ru¬lis dRes’’ gvi¬lo¬cav¬da, TxuT¬me¬ti ap¬ri¬li iyo. . .
_ `siy¬va¬ru¬lia Ta¬vad Rmer¬Ti~ Ca¬vi-Cur¬Cu¬le, sar¬kes¬Tan mi¬ve¬di, sa¬xe¬Si Cav¬xe¬de Cems ore¬uls, usi¬a¬mov¬no Ra¬mes Tva¬le¬bi Se-e¬Su¬pe¬bia mis¬Tvis...
_ sad aris Rmer¬Ti?! Sev¬Ra¬Ra¬de gan¬wi-ru¬li xmiT da mux¬leb¬ze da¬ve¬ci, `eZe¬be igi Sen¬Si da hpo¬veb mas~, Cam¬Cur¬Cu¬la ore¬ul¬ma, si¬nam¬dvi¬le ar ar¬se¬bobs xel¬Se¬sa¬xe¬bi, amo-tiv¬tiv¬da go¬ne¬bis fsker¬ze nac¬no¬bi fra¬za da vig¬rZe¬ni, ro¬gor ij¬da Cem¬Si Rmer¬Ti! xel¬Se¬u¬xe¬be¬li, Tva¬li¬Tu¬xi¬la¬vi, si¬nam¬dvi-le....

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined10 Jan 2009
Posts35
კარმა0
OFFLINEPROFILE
ეეეე,წაშალეთ ვერა რა ვერ გადავიყვანე ქართულ შრიფტზე.. რა ვქნა?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
ორატორი
ჩემსავით ესეც უადგილო იყო აქ,გინდაც
ქართულ შრიფტზე ყოფილიყო..:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
თბილისი.

მეუღლეს - ანიკო ვაჩნაძეს

***

ანიკო ძვირფასო! დავბრუნდი თბილისს მშვიდობით, დაღლილი ნახულითა და გაგონილით, მთვრალი ღვინითა და სიყვარულით.

რედაქციაში დამხვდა შენი წერილი - სიტყვაძვირი და სიტყვამცირე, დამხვდა და გამახარა, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ ვიცოდი დამხვდებოდა.

ანიკო, თბილისში ყველაფერი ძველებურადაა, ყველაფერი სტანდარტულადაა, სასახლეშიც ასევეა, ყველგან ასეა, მხოლოდ ჭავჭავაძის ქუჩაზე არაა ძველებურად: ნაცნობი ხე შეცვლილა ოდნავ, ფოთლები გასცვენია, შემოდგომის ბრალია, თუ შენმა უნახაობამ დაჰმართა ეს საქმე...

ანიკო! მაპატიე, რომ ისეთ მდგომარეობაში გინახულე... 11-ში წამოვალ; ყოველ ღონეს ვიხმარ, რომ წამოვიდე და დამხვდი. აუცილებლად.

წერილი მომწერე, თუ მოასწრო, მხოლოდ “გასაგები, ადვილად გასაგები”. კიდევ ნახვამდის, მოგიკითხა ყველამ, ვისაც იცნობ ახლოს.

ლადო ასათიანი

7. 9. 1939.

თბილისი.

***

ანიკო, ძვირფასო! მშვიდობით ჩამოვედი, მაგრამ ნეტავი არ ჩამოვსულიყავი, მომწყინდა, მოსაბეზრებელია აქაურობა. დავდივარ მარტოდმარტო ნაძვნარში. ხომ გახსოვს ჰაინრიხ ჰაინეს ნაძვი, სამხრეთზე რომ ოცნებობს, იმ ნაძვს ვგავარ ახლა მე. დავდივარ და ვფიქრობ საქართველოზე - ჩემს სამშობლოზე, და შენზე...

...საზიზღარ ხასიათზე ვარ ახლა, სად გადმომაგდე ამ იდიოტობაში, 23-ში წამოვალ აუცილებლად და გნახავ.

ლადო ასათიანი

18. 9. 1939.

წაღვერი

***

ანიკო, ძვირფასო! დღეს ხომ სამი რიცხვია, ბაქოში ვართ ჩასული (პირველი საათია), მივდივართ როსტოვს და მერე სად, არ ვიცი. სიცხე მაქვს და თავი მტკივა.

ვაგონ-რესტორანი ამ მატარებელს არ ჰქონია და ხომ იცი...

სხვა რა მოგწერო, რომ ჩავალ და მოვეწყობით, მაშინ მოგწერ დაწვრილებით ყველაფერს. მომიკითხე მეგობრები, იყავი კარგად და სულ კარგად.

გკოცნის შენი ლადო ასათიანი

3. 11. 1939.

ბაქო.

***

ანიკო, ძვირფასო! როსტოვიდან ლისკში ჩავედით, გზაში ძალიან ცუდად ვიყავი, ახლა ლისკში ვარ (ღამის 5 საათია) და ვორონეჟისაკენ მივდივართ. ნეტავ რად მივდივარ, ვიცოდე მაინც, ან რა მომელის?!

შენ, ალბათ, კარგად ხარ, დადიხარ თბილისის ცის ქვეშ არხეინად...

სურათები თუ გამოიტანე? იყავი კარგად და კარგად. მომიკითხე ნიკა და სხვ.

გკოცნის შენი ლადო ასათიანი

6. 11. 1939.

ლისკი.

***

ანიკუშა! გაზეთი და წერილი მივიღე, როდის დაიწყე ასეთი მოკლე წერილების წერა? შენ თუ ცუდ ხასიათზე ხარ, მერე მე რა დავაშავე? ცუდ ხასიათზე რომ იყავი, მაშინ უფრო მწერდი, მგონი, და ახლა რა მოგივიდა, ა? პასუხს მოგწერო, რას ქვია, პასუხს მომწერ... ხომ იცი, რომ მე მიყვარხარ და მიყვარხარ არა ისე, როგორც უყვართ, არამედ უფრო მეტად და სხვანაირად, ამიტომ ასეთი რამეები არ არის საჭირო.

ახლა ერთ რამეს გეტყვი: ამ თვის ბოლოს შვებულება აიღე... იქნებ, ჩემი წიგნის დარჩენილი ჰონორარის აღება მოახერხო, შენც ხომ მიიღებ ფულს და ჩამოდი. აქ, საჭმელი, ხომ იცი, იშოვება... თუ ფეხმძიმობა ძალიან არ შეგაწუხებს და თუ სუსტად არ იქნები, აგვისტო აქ რომ გავატაროთ, არაფერი გიჭირს, მეც შენთან ერთად უზომოდ გავიხარებ...

ასე თუ მოხერხდება, ეს გავაკეთოთ, ძალიან გთხოვ, შენთვისაც კარგი იქნება. მერე აქედან ერთად წავიდეთ. სხვაგან წასვლაზე კი ვერ დაგეთანხმები, შენზე გაბრაზებული ვარ, დღეს შენს წერილს ველი, თუ მივიღე, შეგირიგდები.

ასე. გკოცნის შენი ლადო ასათიანი

12. 7. 1940.

აბასთუმანი.

***

ანიკუშა გენაცვალე! მივიღე შენი გამოგზავნილი “თაობა”

წერილებითურთ. მივიღე ყურძნის წვენი, რად გინდოდა ამდენი ყურძნის წვენი, ა? რას ხარჯავდი ამდენ ფულს, გქონდეს მაინც?! ეჰ, ჩემო ანიკო, არავითარი საჭირო არ იყო ამდენი “ხლაფორთი”, რა საჭიროა, თუ ღმერთი გწამს, ა? უშენოდ ამ ერთი თვის მეტს ვერ გავჩერდები.

ანიკო, გენაცვალე! გამიგე და მომწერე, - რადიანი თუ არის თბილისში, გაზეთში გიორგი ნატროშვილია თუ ის. მომწერე ეს მალე.

ნახე ჟაკი და ჰკითხე თავისი მისამართი და მომწერე, ქუჩა ვიცი, მაგრამ ნომერი არ მახსოვს, კოტე მესხის... არ ვიცი.

ო, ჭირიმე, კაპიკი ფული არა მაქვს უკვე და სამი თუმანი ვალიც მაქვს.

ერთი კიდევ: “თაობაში” გამიგე, № 6-ში ლექსი თუ იბეჭდება ჩემი, ანდა საჯაიამ თუ მიუტანა ნიკას ლექსი, ორი ლექსი აქვთ მანდ ჩემი. მოიწერე ამაზეც. ნიკა აგიაშვილს რა მოუვიდა, არაფერს მწერს? პრეზიდიუმი თუ იყო?

ასე, ჩემო გოგო, შენ რომ ამდენი რაღაცეები გამომიგზავნე, მე რა გამოგიგზავნო?

ალითა შოვშია, ხომ?

ასე ჩემო ანიკო! როგორც მე გეუბნები, ისე მოიქეცი, ნუ გეშინია, ჯერ არ მოვკვდებით.

გკოცნის შენი ლადოია.

საჩქაროდ მომწერე წერილი.

მომიკითხე ხალხი და დედაშენი.

შენი ლადო ასათიანი

24. VII. 1940.

აბასთუმანი.

***

ანიკო გენაცვალე! მივიღე ფული და გავაგრძელე კიდეც ვადა 1-მდე. ძალიან კარგად ვარ, ოღონდ შენი ამბავი მაწუხებს. შეწუხებული იქნები, მაგრამ ყველაფერს დაგავიწყებ, რაც გაჭირვება გინახავს.

ლექსები თუ მიიღე, თუ მიიტანე, როგორაა საქმე? ხომ იცი, როგორც ვწერდი, ისე, “ჩვენს თაობაში”. იმ ერთი ლექსის გარდა, რომელიც მაგათი ანგარიშით № 7-ში უნდა დაიბეჭდოს, კიდევ აქვთ ერთი ლექსი “ასათიანური” და თუ არ დაბეჭდავენ, გამოართვი.

ბიჭები ხომ არ ჩამოსულან თბილისში? ალბათ, 1-სათვის ჩამოვლენ, ალიოშა ხომ არ ჩამოსულა? ლექსები არ დამიბნიო, გიგზავნი ცნობას, მაგრამ რად გინდა?

გკოცნის შენი ლადო ასათიანი

14. 8. 1940.

აბასთუმანი.

***

ჩემო ანიკო! წაიკითხე ახლა ეს წერილი და გაიგე, ერთხელ და სამუდამოდ, როგორ არის საქმე და როგორ უნდა მოიქცე. რომ მწერ, ზამთარში მანდ დარჩიო, ზამთარში აქ ძალიან მკაცრი სიცივე იცის, საჭიროა კარგი თბილი ოთახი, შეშა, ნავთი, საჭმელი, ესენი კი ზამთარში აქ ძალიან ძნელი საშოვნელია, ბაზარი იხურება, სურსათი თითქმის არ იშოვნება, შეშა არ არის. ტყეები რომაა, ხომ არ გგონია, აქ ბევრი შეშა იყოს? ოჯახები, რომლებიც აქ ცხოვრობენ, აქედანვე იმარაგებენ შეშას, სურსათს და ყველაფერს. ჩემსავით მარტოკაცის ცხოვრება აქ ზამთარში შეუძლებელია. ასე მირჩია ყველამ, ექიმებმაც და სხვებმაც, მერე მე, კიდევაც რომ მქონდეს ეს პირობები, ხომ იცი, რანაირი კაციცა ვარ, ჩემი თავის მოვლაც როგორ შემიძლია, ხომ იცი?!

აქ ზამთარში მხოლოდ ისეთი ოჯახები არიან, რომლებიც საკმაოდ შეძლებულნი არიან და რამდენიმე წელია ცხოვრობენ. ზამთარში აქ ამდენი ხალხი კი არ არის, ერთი დუქანია და მეტი არაფერი, მერე, სხვას რომ თავი დავანებოთ, სამსახურზე აქ ერთი ამბავია, ერთი ადგილის განთავისუფლებას ოცი კაცი შეჰყურებს... როგორც ხედავ, მე აქ ზამთარში ასე ვერ დავრჩები. თუ შენ შეგიძლია მოაწყო ეს ყველაფერი, ოთახიც იშოვნო, შეშაც, სამსახურიც, ფულიც და სურსათიც, დიდი სიამოვნებით, მაგრამ... ვერც შენ და ვერც მე ამას ვერ შევძლებთ.

თბილისში უნდა დავბრუნდე. უნდა ვიმუშაო სადმე და რეჟიმით უნდა ვიცხოვრო. ასე კი არ კვდება ხალხი, ექიმობს და ცოცხლობს. ნამეტან ახსნა-განმარტებებს და მსჯელობებს თავი დაანებე, მე შენზე უფრო მინდა ყველაფერი. უკვე აღარ შემიძლია წერა, ისე მომეშალა ნერვები. თბილისში დავბრუნდები, დავწყნარდები და სადაც დაწყნარებულად ვიქნები, იქ უკეთესია ჩემთვის და ჩემი ავადმყოფობისათვის.

რა ვქნა, შენ ძალიან შეწუხდები, ფეხმძიმედ ხარ, საერთოდ ხალხის შეწუხება კიდევ სირცხვილია. და ამიტომ თბილისში ეცადე ისევ ბინის შოვნას.

მოვრჩები, ნუ გეშინია. არჩილმა კიდევ გამსინჯა და უკეთესი მდგომარეობააო, მერე ჩემი ავადმყოფობა, ხომ იცი, სხვანაირია, ნელ-ნელა მიდის. ჩემი გამოგზავნილი ამანათი თუ მიიღე. ფული არ მაქვს 5 მანეთის მეტი და ფეხსაცმელიც დამეხა. ასე, ჩემო ანიკო, მე უშენოდ ერთ თვესაც ვერ გავჩერდები, გინდა აქ იყოს და გინდა სხვაგან, ასეა ეს!

შენი ლადო

1940. აბასთუმანი.

(თვე და რიცხვი არ აწერია).

***

ანიკო! მივიღე შენი წერილი. მე არა მიშავს. დღეს დავითვალე და უკვე 10 ახალი ლექსი აღმომაჩნდა...

კაცო, რა ეშმაკი მოუვიდა “ერთცახე” წიგნს, მაგან გამიჩინა მე ჭლექი, უკვე თვენახევარი გავიდა და კიდევ არაა.

დღეს ვარ კარგად, ფოსტალიონმა მითხრა, დიდი წერილია შენიო, წიგნი მეგონა, მივედი და შენი და რეზოს წერილები იყო.

მოიწერე დაწვრილებით, ბავშვი როგორაა. წიგნი თუ იქნა, გამომიგზავნე.

შენი ლადო ასათიანი

10. 3. 1941.

აბასთუმანი.

***

ანიკო, გენაცვალე! გიგზავნი ლექსებს (სულ 6 ლექსია), მიეცი სიმონ ჩიქოვანს... “მნათობისათვის”. უნდა დაიბეჭდოს აუცილებლად ასე - ექვსივე, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მინდა; თუ რაიმე შეიცვლება, თუნდაც ერთი სიტყვა, არც მაშინ მინდა, არაფერია აქ შესაცვლელი, არც სადაოა რამე. აგვისტოს ნომერში რომ დაბეჭდონ, კარგი იქნება. ისევ გიმეორებ, თუ ასე დაიბეჭდება, თორემ არ მინდა. იცოდე, გავგიჟდები რომ სხვანაირად რამე მოხდეს, ქვეყანას შევაწრიალებ. თუ დაბეჭდვა გადაწყვიტონ, მაშინ მანქანაზე რომ გადააბეჭდინებენ, მერე ნიკას შეადარებინე, თორემ შეცდომები იქნება და გავგიჟდები. თუ ასე არ დაიბეჭდოს, მაშინ გამოართვი, არ დაკარგო, შეინახე, ნურავის ნუ აჩვენებ, ჩუმად და წყნარად გააკეთე ეს. კიდევ გიმეორებ, თუ ასე არ დაიბეჭდება, არ მინდა, კარგად დაიმახსოვრე. სხვას არავის მისცე, სიმონი სჯობია, ან კარლო.

საგზურისას რას შვრები, უკვე მითავდება ვადა. როგორც გწერდი, ერთი თვის იშოვნე კიდევ, მეტი არ მინდა, მალე, თორემ აქ ახლა ერთი ამბავია. წერილები და ცნობა თუ მიიღე? საგზური თუ მოხერხდეს, თორემ გზის ფული გამომიგზავნე და ან ქუთაისში წავალ და ან მანდ ჩამოვალ.

ასე, გენაცვალე, საჩქაროდ გააკეთე ეს, ანიკო. ლექსებს არაფერი ჩხიკინი არ დაუწყო, არ გადამრიო, შვილივით გაბარებ, იცოდე! წიგნის საქმე როგორაა?

აჩვენე ლექსები, ხალხი რომ არ იქნეს, მაშინ, როგორც გწერდი სიმონს ან კარლოს; თუ მოხერხდა ასე დაბეჭდვა, დაუტოვე, თუ არა და ისე ჩუმად წაიღე შინ და შეინახე. რომელ ნომერშიც დაიბეჭდება, სულ ერთია, მხოლოდ ასე და ამგვარი რაოდენობით უნდა დაიბეჭდოს.

ასე და ასე! წერილები მოიწერე.

გკოცნის მრავალს შენი ლადო ასათიანი.

(წერილი უთარიღოა)

***

ჩემო ანიკო! გამოგიგზავნე ქეთო დადიანის ხელით “მანი კრუპა” და წერილი, ალბათ, მიიღებდი. ამ წერილს ისე ვწერ საჩქაროდ, ბორჯომში ჩააგდებს კაცი. მე არა მიშავს, ვარ ისე, ნელთბილადო, რომ იტყვიან... ეს ხველება ვერ მოვიშორე.

ანიკო, ასე, ამ თვის დამლევისათვის, თუ მოახერხო, ცოტა ფული გამომიგზავნე გზის ფულად და გზაში რომ მეყოს; შეიძლება, სულ მალე დამჭირდეს წამოსვლა. ხომ იცი, ეს რას ნიშნავს?! შეიძლება, სხვანაირად დატრიალდეს საქმე. ისე კი არ მინდა ფული. იქნებ, წამოსვლაც იქნეს საჭირო, სულ მალე, ეს იცოდე.

მე კი არ მინდა, ძალიან კარგად ვარ ამ სიცხეში აქ და ამიტომ ვითხოვ განგებას, ცოტა ხანს, სანამ ეს სიცხეები გათავდებოდეს, ნუ გამომაგდებს აქედან, თანაც გაძლიერებულ კვებაზე ვარ გადაყვანილი. ანიკო, შენ გენაცვალე, იქნებ ახლა სასაცილოც იყოს წიგნების გაგზავნ-გამოგზავნა, მაგრამ ერთი წიგნი მჭირდება, ძალიან მჭირდება, ერთ რაღაცას ვწერ და ის თუ არ მექნა, ვერაფერს ვერ გავაკეთებ. ეს წიგნი არის ჩემი მაგიდის უჯრაში, რომელში - არ ვიცი, ერთ-ერთში იქნება, პირველად ზევითა უჯრაში ნახე - მარცხნივ რომ ზევითა უჯრაა. წიგნს სათაური არა აქვს, კანი შემოხეული აქვს, პატარა, თხელი, თეთრი წიგნია, თავზე აწერია, მგონი, “ქართველები უძველეს დროში”, თუ “ქართველების უძველესი ადგილმდებარეობა”. აი, ეს წიგნი გამომიგზავნე ვინმეს ხელით, თუ ქალი ხარ. თუ დავრჩი აქ, ძალიან მჭირდება. გიგზავნი წიგნის ზომას (ქაღალდს), რომ უფრო კარგად მიაგნო. მანდ მედო სულ მაგიდაზე პატარა, თხელი, თეთრი წიგნი. ასე, აბა, შენ იცი, თუ გამიკეთებ ამას.

მანანა როგორ არის? ავად იყოო, იწერებოდი...

კარგად დაუკვირდი, სხვა არ გამომიგზვნო. თუ ზევით უჯრაში არაა, მერე მარჯვენა ქვეითაში ნახე. იყავი კარგად. წერილი მომწერე, აკოცე მანანას.

გკოცნის შენი ლადო ასათიანი

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 322 posts ] 
დესპანი