↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Dec 2007
Posts1678
კარმა50
OFFLINEPROFILE
მემკვიდრეს უნდა გვიტოვებდეს მამრი თუ მდედრი,
კოკორმა უნდა მიიბაროს ვარდის მშვენება
და რადგან ყველას გზას მოუჭრის სიკვდილის ხვედრი,
შვილებში უნდა გრძელდებოდეს მშობლის ხსენება.

შენ კი გწადია, მარად შეგრჩეს სიტურფე თვალთა,
გსურს, შენივ ცეცხლით გამოკვებო დროის სახმილი,
გინდა ხრიოკეთს დააბერტყო სიუხვის კალთა
და, როგორც მტერმა, საკუთარ სულს ჩასცე მახვილი.

დღეს შენ ამშვენებ ამ სამყაროს, ვით ხატი ტაძარს,
ხარ წარმავალი გაზაფხულის ზღვა უნაპირო,
ხვალ კი ჩააცმევ შენს სიტურფეს ჟამთასვლის ძაძას
და სამარისკენ წარიტაცებ... ნაზო ნადირო.

იყავ მოწყალე და ნუ ელი ჟამთა აღვსებას,
ნუ აჭმევ მიწას წუთისოფლის კუთვნილ არსებას.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined07 Feb 2009
Posts266
კარმა0
OFFLINEPROFILE
შენი თვალები ბევრის მთქმელია, შენზე ოცნება მხოლოდ ჩემია,
ჩემი გული კი დიდი გემია,სადაც შენს მოსვლას მუდამ ელიან,

ამ ქვეყნად რომ ხარ უპლის ბრალია,ლამაზი რომ ხარ დედის ბრალია,
მე რომ მიყვარხარ,შენი ბრალია,შენც რომ გიყვარდე უფრო კარგია.

მე შენი ნახვა ყოველთვის მინდა ,მინდა ვსუნთქავდე შენს შორი ახლოს
ვერ დავიძინებ იმ განეს მშვიდად,რომ ზმანებაში ვერ დაგინახო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
აი, სურათი იმდროინდელი,
როცა ვეტრფოდი მე ჩემს ზემფირას,
როცა ფიქრებით გარემოცული
ვხეტიალობდი შავი ზღვის პირას.
როცა ვტიროდი გულდათუთქული
და ცხელ ცრემლებში ვპოვე გართობა,
რადგან უმიზნოდ და უნაყოფოდ
მიქროდა ჩემი ახალგაზრდობა,
როცა ვნატრობდი უბრალო ხალათს,
დედის ძვირფასი ხელით შეკერილს,
როცა ვიყავი მოუსვენარი
და უმეგობრო კუხელბეკერი!
აი, სურათი, დე შენთან იყოს
და მაშინ უკეთ გემახსოვრება —
ზანტად განვლილი დღეების შემდეგ
ერთი მართალი კაცის ცხოვრება!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Dec 2007
Posts1678
კარმა50
OFFLINEPROFILE
წუთისოფელი რა არი?
აგორებული ქვა არი.
რა წამს კი დავიბადებით,
იქვე საფლავი მზა არი.

საცა სოფელში მიხვიდე,
სუყველგან ორი გზა არი.
შუაში არის ხმელეთი,
გარშემო დიდი ზღვა არი.

ყველა ადამის შვილი ვართ,
თათარიც ჩვენი ძმა არი.
თუ ქალი გეტყვის დობასა,
ის უკეთესი და არი.

აგრეთი გქონდეს გუნება,
ვით მოწმენდილი ცა არი,
თუ არ იწამებ ამასა,
მუცლით ნაშობი რა არი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ამ ოდესმე მხიარული
გზით უყვარდათ სიარული;
აწ გზა მიტოვებულია,
როგორც ძველი სიყვარული.

მაგრამ ყველაფერი ძველი
ამოა და სასურველი:
ძველი პური, ძველი ღვინო,
ძველი სტუმარ-მასპინძელი.

ძველებური მიყვარს სუფრა
და სიმღერა, მაგრამ უფრო
მიყვარს ეს ხე, რომ არც ვიცნო
და არც გამოვესაუბრო.

შემოდგომავ, მოდი, გელი,
მომაწოდე შენი ხელი,
მიყვარს ყველაფერი სადა,
მიყვარს ყველაფერი ძველი!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
დამხატე...
ოღონდ ნუ დამხატავ ასე სევდიანს.
შემილამაზე მარტოობა მხიარულ გრიმით.
შემომაძარცვე ეს ავბედითი მელანქოლია.
თორემ უსაზღვრო ძალა უნდა ბუნებრივ ღიმილს.
დახატე ზეცა...
ოღონდ თეთრი მოსაწყენია.
დახატე სივრცე...
ოღონდ ლურჯი აღარ დახატო.
მე აღარ მინდა შემოდგომა ფოთოლთაცვენით.
იქნებ მიმოზა დამიხატო სადაფისფერი.
თეთრი ზამთარი?
მე არ მახსოვს,ეს იყო ძველად.
შენ დამიხატე უნამქერო და იისფერი.
დახატე მიწა...
და მზის აკვნად აქციე თოვლი.
ზღვაც დამიხატე...
ოღონდ მწვანე,ისე ვით მოლი.
მერე რა მოხდა ცხოვრებაში ის თუ ლურჯია.
დახატე ქალი...
საქალეთი შეცვალე თუ გსურს,
უყოველგვარო დამცირებით,უმასკარადო.
ამ სამყაროში ბევრი რამე შეცვალე თუ გსურს,
ოღონდაც ქალი არ დახატო უმამაკაცოდ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
''თქვეს ერთხელ სამთა ანგელოზთა:
როგორ დავბადოთ კაცი ყველაზე ბედნიერი და უბედურიც,
რა დავაწყევლოთ ან ისეთი რა დავანათლოთ,
ათასჯერ ბედის თქვას მადლობაც და საყვედურიც?
პირველად თეთრმა ანგელოზმა წარსდგა ნაბიჯი:
"დავბადოთ კაცი მდიდარი,მაგრამ მახინჯი"_
წითელმა:_"ის სჯობს ყრმა ოცნებებს ნუღარ მიეცეს,
ულამაზესი იყოს ,მაგრამ უღარიბესიც.
ბოლოს კი შავი ანგელოზი წამოიმართა
და შავი სიტყვა განუცხადა ცათა ბინადართ:
"სასჯელი გინდათ?მაშინ დიდი კაცი დავბადოთ,
სახელ-დიდებით მისწვდებოდეს ცათა კაბადონს,
ოღონდ დავბადოთ სულთა მედროშე,
უთუოდ მგოსნად და უთუოდ საქართველოში"...
......................................
იმ ღამეს ჭყვიშთან ვერ დიოდა წყნარად რიონი...
თურმე იმ ღამით დაიბადა
გ ა ლ ა კ ტ ი ო ნ ი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2009
Posts896
კარმა0
OFFLINEPROFILE
Image

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ისეთი მინდა რომ შემხვდებოდეს,
გამიღვიძებდეს წამით იმედებს,
ჩემი ცხოვრების შემოდგომამდე,
ერთ აპრილს მაინც წამიკიდებდეს.

მასულდგმულებდეს, მიბნევდეს თავგზას,
მისი თვალების ჩუმი ბრძანება,
გოშიასავით ატეხდეს წკავწკავს
ჩემი ლომური ამპარტავნობა.

არ დავირცხვენდი, გითხრათ სიმართლე,
არა და არა, არ დავირცხვენდი,
ოღონდ მიყვარდეს,მართლა მიყვარდეს,
გაგიჟებამდის, თავდავიწყებით.

ოღონდაც, ღმერთო, გარდასულ წლების,
ისევ მარგუნე უცხო თრიაქი,
ის ღვთაებრივი, მაცდური ძალა-
შიში, ცახცახი და ფორიაქი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 May 2008
Posts351
კარმა3
OFFLINEPROFILE
ბუხარი

სულ ჩაიფერფლა ბუხარი,
ბუხრის წინ თვლემა ტკბილია,
ბედს ქედი არ მოუხარე?
რა გზები გამოგივლია...

გარეთ თოვლია მუხლამდი,
ქარი ქვითინებს ტიხართან,
იყო დრო - ძლიერ უყვარდი,
იყო დრო - ძლიერ გიყვარდა!

გაყვითლებულან ფურცლები,
რა უნდა გითხრან ფურცლებმა,
განა მარტო ჩვენ ვხუცდებით,
თურმე ბუხარიც ხუცდება.

წლები კი ისევ მიჰქრიან,
წლები კი ისევ მოჰქრიან,
ბუხარში ფერფლი ხომ ყრია,
დაღლილი კაცის ფიქრია...

გარეთ თოვლია მუხლამდი,
ქარი ქვითინებს ტიხართან,
იყო დრო - ძლიერ უყვარდი,
იყო დრო - ძლიერ გიყვარდა!..

ოთარ შალამბერიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined16 Nov 2008
Posts25
კარმა0
OFFLINEPROFILE
nia7 wrote:
ციტატა:
ორშაბათს გოგონა გავიცანი,
გოგონა ნახატი ყალმისანი,
მისი ღიმილი და დალალები
სამშაბათს გამიხდა საფიცარი.
ოთხშაბათს წერილი გავუგზავნე
და თავს მოსაკლავად ვიმეტებდი,
ჩემი გასაჭირი ავუხსენი,
ჩემი ეჭვები და იმედები.
პარასკევს პასუხი მომივიდა,
ვაიმე, ბედო უკეთურო!
დაბერებულხარო გნოლივითა,
ცოლ-შვილს მიხედეო, უბედურო.
თეთრად გავათენე პარასკევი,
ფიქრში გავატარე შაბათ-კვირე,
თავმოჭრილი ვარ-თქო - დავასკვენი.
ჰოდა, თავის მოკვლაც დავაპირე.
მოვიდა მეორე ორშაბათი,
ისევ შემეფეთა ის უღმერთო,
ელვამ დამიარა კოჭებამდი,
დილამშვიდობისას გისურვებთო.
მე ახლა თავის მომკვლელი ვარ?
უნდა სხვანაირად ვძლიო სვე-ბედს,
მე ვიცი, რაცხა ოხერი ვარ,
ლექსებს დავწერ და ვიოცნებებ.

• • •

ღმერთია ჩემი მწყალობელი,
მე კი იმ უღმერთოს მგალობელი.

მაგარი ლექსია, მაგრად მევასება, საღოლ:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined09 Jan 2009
Posts95
კარმა0
OFFLINEPROFILE
გთხოვთ, ნუ მეპყრობით უნდობლად,
მაინც რით იყო ცუდი,
მეფე, რომელიც ქურდობდა,
როცა მეფობდა ქურდი?!

იყო მარტივი ერთობა,
მაგრამ ახდებდა ეფექტს,
ქურდი, რომელიც მეფობდა,
როცა ქურდობდა მეფე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined09 Jan 2009
Posts95
კარმა0
OFFLINEPROFILE
რაც გაჰქრა, გაჰქრა, წავიდა,
რაც არ გამქრალა, ქრება,
ქრება, რომ მერე თავიდან
კვლავ მოგვევლინოს ვნებად.

რაც მიდის, მიდის, რაც არა,
რჩება უბრალოდ, რჩება,
რჩება ის, რაც არ დამწვარა,
რაც არ გაშლილა ფრთებად.

რაც მოდის, მოდის დროულად,
მოდის, მოჰყვება ნამქერს,
მოდის ის, რაც არ მოსულა,
რომ მოვიდეს და გაჰქრეს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined09 Jan 2009
Posts95
კარმა0
OFFLINEPROFILE
ჯონი - დამპყრობელი - ჯონი

ინგლისელები საქართველოში 1919 წ.

საკამათო რა მაქვს დროსთან,
ან რას მარგებს საწუთროსთან ომი, -
ღვინო ღმერთმა შეგარგოს და
ჭიქა მაინც დამიტოვე, ჯონი!

ვაი, ბედშავს რა მიქნია,
ყველაფერი წამიგია მგონი, -
ყვავილები დამითმია,
მიწა მაინც დამიტოვე, ჯონი!

ვინ გაიგებს ართქმულ იგავს,
ვის რად უნდა დოლარი და კრონი, -
ოქრო-ვერცხლი ოხრად მიგაქვს,
ხატი მაინც დამიტოვე, ჯონი!

ჯონი, შენ ერთს გართობ როკვით,
ჯონი, გულზე დაგდებია ქონი, -
თავის დასახრჩობი თოკი,
თოკი მაინც დამიტოვე, ჯონი!

თითს მიქნევ და მასხრად მიგდებ,
თან სალდათად მერეკები მგონი, -
გევედრები, მოდექ-მიდექ,
წადი, სანამ ლამაზი ხარ, ჯონი!

საკამათო რა მაქვს დროსთან,
თვითონ უნდა გამოვნახო ფონი, -
ღვინო ღმერთმა შეგარგოს და
ჭიქა მაინც დამიბრუნე, ჯონი!

არ მქონდა წაკითხული ეს ლექსი. ყველაფერი მართლაც საინტერესოა.:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
ნია7
ინებე კარმა=ko=

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი