↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
nia7 wrote:
ციტატა:
გთხოვთ, ნუ მეპყრობით უნდობლად,
მაინც რით იყო ცუდი,
მეფე, რომელიც ქურდობდა,
როცა მეფობდა ქურდი?!

იყო მარტივი ერთობა,
მაგრამ ახდებდა ეფექტს,
ქურდი, რომელიც მეფობდა,
როცა ქურდობდა მეფე.

მე ეს ლექსი მომეწონა.=lol= =lol= =lol=

დამსეტყვე, ცაო, დამსეტყვე,
აქა ვარ ჩემის თავითა,
გულითა გაუტეხელი,
მოუღალავი მკლავითა.
რაც უნდა ჭირი მომკერძო,
ბილწთ არ შევეკვრი ზავითა;
მცნებას ვერ შემაცვლეინებ
მოზღვავებულის ავითა!..
განა მარტო ვარ ამ ქვეყნად,
სხვაც მრავალია ჩემფერა,
ვისაც არვ ტარასტა სწყალობს,
წყევლას უბარებს ტერტერა.
ის ვიცი, მითი ვნუგეშობ, -
გულიც მან გამიერთფერა.
ხან მინდორ-ჭალებს დავთელავ,
ხან შავაბიჯერ სერ-სერა;
დავუკრავ მჭვარტლიან ჩონგურს
ათასჯერ, განა ერთხელა;
და ზედ დავმღერებ იმასვე,
რასაც დღესნამდე ვმღეროდი...
მთავ, შენ ის ჩემი ნათქვამი
გულ-მკერდზე დაიწეროდი!
ბარო, წამნი და წამწამნი
იმ სიტყვით დაიკეროდი!..
ისევ მტერი ვარ იმისა,
ვისაც დღესნამდე ვმტერობდი, -
იგივე მიყვარს, იგივე,
ვისაც ამ სოფლად ვრჩებოდი.
სანამა ვცოცხლობ, გულში მაქვს -
კეთილსა ვყვანდე ზიარად;
ვერ მივცემ მტერსა მამულსა
საჯიჯგნად, დასაზიანად...
ნუ გეგონებათ, დავლაჩრდი, -
ჯერ ისევა ვარ ფხიანად.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 May 2008
Posts292
კარმა0
OFFLINEPROFILE
სურვილების ყულაბა

სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის.
სასთუმლად ნუშის ბაღნარი, საბნად თიბათვის ნისლი,
ბაღი მინდოდა მქონოდა თვალუწვდენელი ჩრდილით,
გადავრეკავდი მინდვრებზე შავ-თეთრა კრავებს დილით.

ავაშენებდი სალოცავს, გადადუღებულს კირში,
გამოვისხლავდი გაზაფხულს, ვაზებს ჩავყრიდი მწკრივში,
გავახურებდი კოცონზე ჩემი ცხენისთვის ნალებს,
მისი ქროლვით და ჭენებით გადავუსწრებდი ქარებს.

გავაშენებდი ვენახებს, ცამდე ავწევდი ზვარებს
და ავაგებდი სამრეკლოს, ვაგუგუნებდი ზარებს.
მერე მოვარდნილ ნიაღვრით დავაბრუნებდი წისქვილს
და ჩემი პურის თონეში ფიჩხებს ჩავყრიდი მზის სხივს.

ბაბუაჩემის საწნახელს გადავუხსნიდი ძარღვებს,
არტერიებად დაბერილ ალადასტურის მკლავებს,
ჩემი ჭიშკარის ბოლოსთან გვალვით დასიხცულ მგზავრებს
ცივი წლის ნაცვლად ვასმევდი ცოლიკაურის ხავერდს.

მერე ვნახავდი საცოლეს, ცისფერთვალებას, ლამაზს,
შემოვაკრავდი საჩუქრად ოქრო-დავერცხლილ ქამარს,
და ჩემი მატყლის საბანზე ავიწყვიტავდი ალერსს,
შვილებს სახელად მივცცემდი ლაზარეს, თომას, პავლეს.

მოვწყვეტდი დედის ძუძუდან, რძემდე ვასმევდი ღვინოს
და სასაფლაოს საყდარში შუბლზე ვაცხებდი მირონს.
მერე შევსვამდი სამივეს უუნაგირო ცხენზე,
პატარა მაჯებს ვანდობდი მე რომ თოფი მაქვს სხვენზე.

წკეპლას მოვცხებდი თეძოზე ჩემს ხალიბნალა ფაშატს
და ვაჟებს ვანადირებდი, კვდომის ვაცნობდი ლაზათს.
სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალოდ ხის და ისლის.
სასთუმლად ნუშის ბაღნარი, საბნად თიბათვის ნისლი.

გიორგი შალამბერიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მე ვტოვებ ქალაქს საღამოისას,
მაკრთობს ხმაურით, ხმებით მგრგვინავით,
თუმცა შორიდან ისევ მოისმის
ხმა მოქირქილე და დამცინავი.

იქ მარადიულს წლები შევწირე,
არც გიფიქრიათ ჩემი დანდობა,
მყისვე ჩამქოლეთ, არ შემეწიეთ,
თქვენ ჩემი ტანჯვით გსურდათ გართობა.

გტოვებთ, რამეთუ ვარ განდეგილი,
თავისუფლებას ვეღარ წამართმევთ,
გავრბივარ მწირი ობლად შთენილი
პურის ყანაში, მზე რომ ანათებს.

გავრბივარ ისევ და გზას მილოცავს
ვრცელი ველები და მე არ ვცხრები,
მე დავეცემი ლურჯ ღიღილოსთან,
მიწას ჭაღარით მივენარცხები.

ყვავილო, ნამით კვლავ დამასველე,
მაპკურე შენი ბროლის წვეთები,
მე მეამბოხე სულს მოვასვენებ,
სულს გატანჯულს და მოვითენთები.

მზე ჩადის, სხივი ჩუმად მიცოცავს,
მზე ჩამავალი ზეცის ფერს შეცვლის,
გრილი ნიავი თმას ამიწეწავს,
თმას ამიწეწავს ადრე შევერცხლილს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2009
Posts896
კარმა0
OFFLINEPROFILE
როცა მეძინა სიძმარი ვნახე
დამსიძმრებია დესპანი კარგო
მახო,ნინი,და ყველა ქართველი

მათი ოცნება საქართველოა
ხოლო სახელი დიდსულოვნება
უფალმა მათვის დაწერა კარგო
ახალი აღთქმა და სახარება.

დესპანელებო,ქართველო ერო
დალოცვილებო თავად ღმერთისა
მაგ სიყვარულში შემოგევლებათ
რუსთაველი და თავად ილია

არ ვიცი რა გამომივიდა მარა წრფელი გულით დავწერე=ko= =ko= =ko=

ა რუსთაველი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
ნანა
რა ამბავში ხარ?:)
დესპანმა პოეტობა დაგაწყებინა?=sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2009
Posts896
კარმა0
OFFLINEPROFILE
აუ ნინი შენ ვერ წარმოიდგენ დესპანმა და თქვენმა სიყვარულმა სად გადამაგდოოოოოოოოოოო.მარტო ლექსები დამაწყებინა რომ.უნდა განახა სახლსი როგორ ვკეკლუცობ,ჩემები ეჭვის თვალით მიყურებენ ხომ არ გაუბერა ამ ქალმაო.აი ასეა სიხარულო=fiqri= =haa=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
..მე სიმარტოვის არ მეშინია..

წლები მალულად, მაგრამ მაინც ოცნებებს ახშობს,

და ბევრი ბოღმით, იდუმალად დაგეშილია.

ჩემ გულს ტკივილი, განშორება და რისხვაც ახსოვს,

მაგრამ ვიცი რომ სიმარტოვის არ მეშინია.

მე არ მაშინებს შუაღამით სევდის რითმები

სარკმელთან ჩუმად რომ მიმღერებს ობოლი წვიმა.

არც გულუბრყვილო, გამოუცდელ ქალად ვიქცევი

განა ყველა გზა უეჭველად ტაძართან მივა?!

ვერც შემოდგომა ამატირებს ფოთოლცვენისას

და ვერც გაზაფხულს დაუკოცნი გადაშლილ რტოებს.

განთიადიასას ვარდისფერი როგორ შვენის ცას

და მაინც სული გადაღლილი ნაპირებს ტოვებს..

სადღაც ივსება და იცლება ისევ თასები.

ბევრიც ამაო განდიდებით მთლად შეშლილია.

სადღაც დარჩება ფარდას იქით რჩეულთ დასები..

მაგრამ ვიცი, რომ სიმარტოვის არ მეშინია!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
დასასრულის დასაწყისი..

იმ დღეს ქალაქში, როცა შებინდდა
და ქუჩებს ღამე ესტუმრა წყნარი,
მოხდა ასეთი:
შვებულებიდან
თავის ოჯახში დაბრუნდა ქმარი.
მან ვერ შენიშნა ცოლის ღიმილი,
ვერც საგანგებოდ გაშლილი სუფრა.
მოიმიზეზა თავის ტკივილი,
ცოლს უხალისოდ რაღაცა უთხრა,–
ვახშმობისათვის აღარ ეცალა,
ტანგაუხდელი საწოლს მიენდო...
იმ დღიდან ოჯახს გამოეცალა
რაღაც ურყევი და საიმედო.

ო, არაფერი მომხდარა თითქოს!
შვებულებიდან ქმარი დაბრუნდა.
რა ვუყოთ მერე, თუ ცოლმა იგრძნო,
რომ სახლში ყოფნა ქმარს აღარ უნდა,
რომ ორთა შუა გაჩნდა კედელი,
რომ უცებ ფეხქვეშ შეიძრა მიწა,
რომ რაღაც ფიქრი განუწყვეტელი
კაცისთვის ახალ ცხოვრებად იქცა...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
ცოდვილ მიწაზე
ჩემი სურვილი რომ ყოფილიყო,
ფეხს არ დავდგავდი ცოდვილ მიწაზე.
არ გავჩნდებოდი, არ ვიცხოვრებდი,
არ ვისუნთქებდი, დღეს ამ მიწაზე.

მაგრამ განგებამ, ასე ინება
და მე აქა ვარ, დღეს ამ მიწაზე,
უსიყვარულოდ და უიმედოდ,
დავეხეტები ცალი მიწაზე.

ღმერთო ძლიერო, შენ შეისმინე,
ჩემი ვედრება, დრეს ამ მიწაზე.
ნუ მიმატოვებ,უსიყვარულოდ
და უიმედოდ, ცალს ამ მიწაზე

მარტო დამტოვა მე დღეს ცხოვრებამ,
მატოს დამადგა მძიმე უღელი,
მარტოს მაწვალებს გადასარჩენად,
მარტო ვდგევარ და ვინმეს მოველი.
რატომ გამწირა ასე ცხოვრებამ?!
რატომ დამტოვა მარტო, ეული?!
რატომ არ მომცა მე სიყვარული,
რომ გამიმთელოს გული სნეული?!
გაივლის წლები, დრო შეიცვლება,
მარტო დავრჩები, ისევ წყეული.
ასე ყოფილა ეს ბედისწერა,
უნდა დამტოვოს მუდამ ეული..........."

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
არ მგონი, ჩემში ცეცხლი რომ დაქრეს,
შენ ქვეყნის მზერა ისევ გაცინებს.
ღმერთო, რამდენი ფიქრები გაქრნენ,
ღმერთო, რამდენი დრო გავაცდინე.
მე ვგმობ ცხოვრების მონას და მორჩილს,
ჩემი ფიქრები ისევ კივიან.
ძვირფასო, ახლა ამ მიდამოში
ყველაზე კარგი ეს ადგილია.
შენ სად მიდიხარ, მე რა ვქნა აწი,
ეს დღე, ეს ბედი ისევ შენია.
გარშემო დაჰქრის სურნელი ნაძვის,
ტყეა, მარტო ვარ და მეშინია.
სდუმან ეს მთები, მეც ვდუმვარ აგრე,
შენ ქვეყნის მზერა ისევ გაცინებს.
ღმერთო, რამდენი ფიქრები გაქრნენ,
ღმერთო, რამდენი დრო გავაცდინე!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
ქართველის გული,ყველა სტუმრისთვის
ღია იყო და ასეც დარჩება
მაგრამ უღმერთოდ, ჩვენ დაჩოქებას
ვერც ერთი ერი ვერ მოესწრება

იყოს რუსი და გინდა აფხაზი
ოსი, სომეხი, ესსულ ერთია
ხალხნო..დადექით ერთად, ამაყად
გადაშენება არ გვიწერია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
http://www.youtube.com/watch?v=Jyii9uolcUE

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
ლიაკო დიდი მადლობა=ko=

ეროსი იყო უდიდესი ტალანტი..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ვარდო სასურო

ვარდო სასურო, მაისურო, გრწყავს წვიმა, დარი!
სულით ქებულო, შეგნებულო, სადა გყავს დარი?
ჩემს სხვა ცემული, გულმოკლული, შორს განიგარი!
ტანო ალვაო, მატს ხალვაო, მაქვს სანუკვარი,
სევდა და სენი, მომიხსენი რა საუბარი.
მე სხივცემული, გულმოწყლული, შორს განიგარი!

სასური მზისა, სინაზისა, შემესმა ხმანი,
მე მსურდა თავათ, გავხდი ავათ, უწყალო ყრმანი,
ვარ მისთვის ხელი, მომნახველი ვარ ჟამიანი.
ტრფიალსა გულსა, სულწასულსა, ბედი და თქმანი,
ვერ ვპოვე მახე, ჩემი დღენი არს შესაზარი.
ვარდო სასურო, მაისურო, გრწყავს წვიმა, დარი!

ვიხილე სახე, ვივახვახე მისთვის ხელია,
თმა სათ-გიშერი, მშვენიერი მინა ყელია,
ორნი ობოლნი, ნაზად მწოლნი, ბროლის ველია,
მან მიდო შური, დასაბკური ცრემლი ცხელია.
სევდის ჟამი ვსვი, გულ დავისვი ეკალთა ნარი.
ვარდო სასურო, მაისურო, გრწყავს წვიმა, დარი!

მინახამს წელი ჩემთვის მწველი მარად ჟამსადა,
არა მაქვს ცნობა უშენობა მე ერთ წამსადა,
მთიებს რა იღებ, სულს გავიღებ შენთვის ქრთამსადა.
მელნის ტბა იშრობს, არ შეიშრობს თვალთა ნამსადა,
მახეს აწვები, მაქვს ღაწვები ცრემლით ნაღარი.
ვარდო სასურო, მაისურო, გრწყავს წვიმა, დარი!

ბესარიონ ვსთქვი, ვერ გამოვსთქვი მნათობის ქება,
მედება ალი, გულსა ბრჭალი, არა მაქვს შვება,
ასე უარი, მატყუარი, არ დამრთო ნება.
წამ-წამ მახვილი, გარს სახმილი მისთვის მედება,
მოყვარე, მტერნო, გბრალდეთ ერნო, მაქვს საჩივარი!
ვარდო სასურო, მაისურო, გრწყავს წვიმა, დარი!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
...
ასე არასდროს არ მყვარებია
შენი მშიშარა სხეულის სითბო.
თითქოს პირველად შეგახე ხელი,
უკანასკნელად გიყურებ თითქოს.
ტყუპისცალივით ხარ ახლობელი
და ამავე დროს უცხო სრულიად,
ასე იწყება ალბათ სიცოცხლე,
ანდა ეს უკვე დასასრულია

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი