↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
როგორც ბიბინა, მწვანე მინდორი,
რომ მოვმკვდარიყავ საღ-სალამათი,
მუნჯს ჩემს წინ სიტყვა რომ დასცდენოდა
და ეთქვა მერე ტკბილი სალამიც.
ჭექა-ქუხილის ხმას რომ გაეშრო
ცრემლი, თვალებზე განაბრწყინები,
მამის მოლოცვა რომ მღირსებოდა _
ყიამათის1 დღეს ვიქორწინებდი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
http://www.youtube.com/watch?v=ukigFpQUGOs

დღევანდელ დღეს გილოცავთ დესპანელებო...

სიკეთე, სითბო და დიდი სიყვარული იყოს ჩვენი ცხოვრების თანამდევი ,მუდამ !!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სიყვარულით ხომ სავსე ვარ, დარდი მაქვს უფრო მეტი,
გულს მაინც რაღაც მაკლია, ვფიქრობ და ვერა ვხვდები.
ზეციდან ქვაც რომ მესროლონ, უნანებლად
რომც მკლავდნენ,
ტკივილს ვერ ვიგრძნობ, უფალო, გამშეშებია მკლავი.

ეშმაკის ნაშიერი ვარ, ხვედრი ასეთი მერგო,
მკვდარი რომ მომცეს უფალმა, ცოცხალს ავგზავნი ზემოთ.
ცარიელს გამომიგზავნის, სავსეს ვუბრუნებ ხელად _
ვარ ასეთი და ამქვეყნად სანამ ვარ, მიყვარს ლხენა.

მადლობა ღმერთს, რომ მისგანვე ბოძებული მაქვს ჟამი,
ვცოცხლობ, ვსულდგმულობ და ფრთებიც
არ დამიშვია წამით,
უფლის ფეხებთან დავემხე და ერთსღა ვფიქრობ ახლა:
როგორც მას შვენის, ავზიდო სუყველაფერი მაღლა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
უფალმა ღმერთმა შექმნა ქალი .ქალმა სამყარო
ქალი დედაა... ამ სამოთხის მაცოცხლებელი
უნდა შეკრიბო ყველა ქალი უნდა შეჰყარო
და დაუჩოქო, ბავშვია თუ უკვე ბებერი.

მაშ ვის დაუდგეთ მუხლის ჩოქზე თუ არა ქალებს
მაშ ვის დავუნთებს მაჯისიმსხო თაფლის კელაპტრებს
თუ არა ქალი, ამ სამყაროს ვინ გაახარებს,
ქალი თუ არა არსებობას ღმერთს ვინ შენატრებს.

ყველა ბრძენი და მეცნიერი ქალმა დაბადა
ქალმა დაბადა ყველა მონა ყველა ბატონი
ქალმა შვა ყველა სულიერი ყველა დამბლა და
ყველა ძლიერი ამა ქვეყნის ბატონ-პატრონი.

კაცის ძლიერ მკლავს ემონება შექმნილა რაც კი
კაცსა მორჩილებს ყველა ქალი, როგორც გულის ტყვე
სამაგიეროდ ქალმა შექმნა სუყველა კაცი
ქალმა დაბადა ქვეყნად ყველა დაბადების დღე.

კაცის სულშია შემალული ომი და ხოცვა
ქალი კი ცდილობს ბედის გზაზე ვარდი დაჰყაროს,
მამაკაცებო! რომც არა სთქვათ არცერთი ლოცვა
ქალის დალოცვა ეყოფოდა მთლიან სამყაროს!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
შენით გადაღლილი...
შენით გადაღლილი ჩემი ემოცია,
ფრაზებს მივანდე და
ლექსად შევუკვეთე,
ტერფით ნატკენია ისევ დედამიწა,
ღმერთო,
ჭრილობაზე სული შეუბერე.

ხორცი მოყინული სხეულს მოეძალა,
სულზე მტკაველებად
გადავითვლი ტკივილს,
მინდა გრძნობებისგან შენში დავიცალო,
ქალის ცუდი ჩვევა გამაწითლებს ვიცი.

შენით გადაღლილი ზამთარს ვეურჩები,
იქნებ დამნებდეს და წასვლა დააჩქაროს,
შეძლებისდაგვარად თავსაც ვეგუები,
მინდა შეგუება მანაც დამაცადოს.

მალე ღამის სუნთქვა,ისევ დასუსტდება,
ადრე ირიჟრაჟებს დილა ბორიალა,
შენით დაღლილი თუ შენში დავისვენებ,
ვიყო ამ შეგრძნებით მაშინ წარა-მარა...

ტერფით ნატკენია ისევ დედამიწა,
ღმერთო,
ჭრილობაზე სული,შეუბერე,
ქარის მოტანილი ზამთრის თეთრი ბოდვა,
ლექსად ამ ცხოვრებას შენთვის შევუკვეთე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
გულო!
ვინ ხარ.. იდუმალი ტკივილების
თავსასთუმალი თუ მოტრფიალე,
ღმერთო, რამდენი წელიწადი
გიფრთხილდი, მაინც ვერ მოგიარე.
ვცდილობდი სხვის ჯიბრზე არ გვეცხოვრა,
შეძლებისდაგვარად აგარიდე
შიში, შური, ზიზღი, უზნეობა
და ვატყობ, მაინც ვერ დაგინდე.
ხარ ტკივილიანი და მომღიმარე,
თბილი,მგრძნობიარე და კეთილი,
მაინც ათასჯერ ჩაგვიტარეს
დაუნდობლობის გაკვეთილი.
ახლა ვატყობ,შენც რომ მიღალატე,
მკერდქვეშ ხშირ-ხშირად ფორიაქობ,
სიცოცხლის ბოლო სიმთან მიყვანამდე
ნუ მივლი გან-გან და შორიახლო
ფიქრებად,რომელთა მსგავსებაშიც -
ტკივილები მძაფრად ახლდებიან,
მზერაში, სულსა და არსებაში
წამის გაუცდენლად სახლდებიან.
ვატყობ, ეს ტკივილი არსად წავა,
(წლები მიქრიან და...თუნდ იარონ!)
აღარც სურვილი მაქვს, აღარც ძალა
გეფერო, გიფრთხილდე, მოგიარო...
უკვე სააქაოს ინტერესი
თანისთანადობით მეკარგება,
შორი ცა - უმშვენიერესი,
სამოთხის ფერებად მექარგება.
(მინდა, მოთმინება შენც გყოფნიდეს,)
არ ვარ ძველებურად ფეთიანი,
რას იზამ, უეცრად რომ მომინდეს
ცათა ბილიკებზე ხეტიალი?!

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined15 Jan 2009
Posts117
კარმა0
OFFLINEPROFILE
ვინა სთქვა, თითქო პატარა იყოს
ჩემი სამშობლო დიდების ღირსი,
ქართლში ვინ ჰპოვა პატარა ციხე,
ვინ მოიგონა სიმცირე მისი?!
აბა, შეადგით ერთმანეთს მთები,
მთები - შემკული სხივების სირმით,
ააშრიალეთ არწივის ფრთები,
კლდით გაიგონეთ ყვირილი ირმის.
ყოველ მაღლობზე ციხე და კოშკი
ნახეთ, აზომეთ ოსტატის მზერით,
ან მოაგროვეთ უხსოვარ დროში
ჩვენში დაღვრილი ბუნების ფერი.
გაზომეთ ქარი თუ ქარიშხალი,
ჩამწყვდეული რომ ღმუოდა ხევით,
წყალი მქუხარი და საშიშარი
და ავარდნილი გუმბათი ზევით.
წინაპრის მიერ განვლილი სივრცე,
ჟამი - ძლეული გაფრენილ ცხენით,
და გორგასალის ნაბიჯი მტკიცე,
მთლად აღბეჭდილი ქართველის რწმენით.
შეახეთ ბრძოლით გაწვრთნილი ხელი
დარუბანდიდან მოტანილ კარებს,
და გაიხსნება სამშობლო ცემი,
უსასრულობის შემცველი მხარე.
ვინა სთქვა, თითქო პატარა იყოს
ჩემი სამშობლო, დიდების ღირსი,
ქართლში ვინ ჰპოვა პატარა ციხე,
ვინ მოიგონა სიმცირე მისი?!

სიმონ ჩიქოვანი

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined15 Jan 2009
Posts117
კარმა0
OFFLINEPROFILE
უკაცრავად, მაპატიეთ სითავხედე,
ვხედავ ჩქარობთ მაგრამ უნდა დაგაყოვნოთ,
ვერ მიცანით ვერც ვერაფრით მიგახვედრეთ?
თქვენი ხსოვნის ნაწილი ვარ ქალბატონო.
რატომ შეკრთით? ღაწვებს ფერი დაჰკრავს თეთრი,
ნუთუ ისევ ძველი გრძნობა კვლავ ბატონობს?!
გამოცვლილხართ, თუმც თვალები ძველებურად,
მიამიტი შეგრჩენიათ ქალბატონო.
როგორა ვარ, რას ვაკეთებ? რად არ მკითხავთ?!
ცოლიც მყავს და შვილიც უნდა გავათხოვო,
დღეს ყველაფერს ერთად გეტყვით რაც არ მითქვამს,
ახლა მაინც მომისმინეთ ქალბატონო.
თქვენს წინაშე თუ კი რამე დავაშავე,
ამიხსენით, მიმანიშნეთ არ დამზოგოთ
საკუთარ თავს ჩავთვლი ალბათ დამნაშავედ,
სინანულიც გვიანია ქალბატონო?
ეს ცხოვრება ბილიკია, ეკლიანი
ზოგი დარდის ლუკმას ეძებს სამახსოვროდ,
არ მოგბეზრდათ მარტოდმარტო ხეტიალი?
გულახდილად მიპასუხეთ ქალბატონო.
მაგ სიმკაცრით და უზომო სიამაყით
რა მოიგეთ, რა საჩუქარს ელით ბოლოს!
მენანებით ლოდინით და დარდით დაღლილს,
სიბერეც, რომ შეგპარვიათ ქალბატონო.
და დრო დადგა უკვე ჩვენი განშორების,
ქედს მოგიხრით, მაგ სიტყვების სამახსოვროდ,
გახსოვთ მაშინ, თვალს რო ვეღარ გაშორებდით,
ახლა კიდევ რა გატირებთ ქალბატონო?
თუ გიყვარდით ამიხსენით რატომ დამგმეთ?
ახლა ვინ გყავთ პატრონი ან საპატრონო?
მომიტევეთ, კიდევ ერთხელ პატივს დაგდებთ
... და სახლამდე მიგაცილებთ, ქალბატონო!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

...ს ე ვ დ ა

ყველა სევდიან ადამიანს რატომღაც ვეტრფი
ასე მგონია ყველა სევდიანს აქვს ნაზი გული,
ყველა სევდიანს მსურს მოვეფერო და ვანუგეშო
სევდიან თვალებს რომ ვუყურებ მეც მტკივა გული...
ალბათ რამდენი რამე ხდება სევდის მიზეზი
ჩვენ ვიცინით და ვიღაც კიდევ სევდიანია..
მაშ გაუმარჯოს ცხოვრებაში სევდიან თვალებს
რამეთუ სევდა სიყვარულის თანამგზავრია..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined16 Nov 2007
Posts771
კარმა50
OFFLINEPROFILE
ყაყაჩო

ეთერ სვანიძეს

ძველად აქ ჯარებს უხმობდნენ
დაფდაფითა და ბუკითა,
ახლა ყაყაჩო შემომხვდა
ლამაზი ქალის შუქითა.
შემომხვდა, შემომანათა,
ჩინჩხლები შემომაყარა,
ალუჩა-ტყემლის შემოსვლა
და გაზაფხული მახარა…
უცხო კაცად რომ შემიცნო,
შერცხვა და თავი დახარა;
შერცხვა და თავი დახარა,
სიწითლემ გადაუარა,
ალბათ, იმაზე დაფიქრდა,
მოვეწონეო თუ არა?!

1940

ეთერ სვანიძე ,ჩემი უსაყვარლესი ადამიანის,ნიჭიერი ,
კოლორიტი მსახიობის,გიგოლა თალაკვაძის,უმშვენიერესი მეუღლე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
ცრემლი არ მოდის, მაინც მე ვტირი
და შორეული სივრცე მიტაცებს.
სული გაფრინდა თეთრი მტრედივით,
სხეული დარჩა ცოდვილ მიწაზე.
ალბათ იქ ჩემზე ვიღაც ნაღვლობდა,
მაშინ, როდესაც მე არ ვიცოდი.
ასე მგონია, სულთან ახლოა
ცისფერი შუქი მარადისობის.
ცოტა ხნის შემდეგ სისხლიც გაშრება,
ვხედავ სიკვდილის ყვითელ მანტიას.
მე ვიფერფლები, გულის გარშემო
მსოფლიო სევდის ცეცხლი ანთია.
უკვე დაღამდა, ისევ მე ვტირი
და უხილავი სივრცე მიტაცებს.
სული გაფრინდა თეთრი მტრედივით,
სხეული დარჩა ცოდვილ მიწაზე.....

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სიბერემდე ისე შორია...
მაცადე ,ჯერ ხომ სიბერემდე ისე შორია,
მიჭირს დავამყნო სიცოცხლეზე
წლების ფესვები,
გათენებამდე, ალიონი ასე მგონია,
ღამეს ხვდება და მე ლოდინით
ისევ ვშტერდები.

დღეებს ვიკრიფავ,მონატრებით
ვარ გალახული,
სულ სათითაოდ დამითვლია,
ტკივილთან ერთად,
თავაშვებული ცხოვრება მღლის,
არ ვარ ჩვეული,
ძარღვშემკრთალია ფორიაქი
კისრიდან ყელთან.

სივრცე ნათურებგადამწვარი
სინათლით ფიქრობს,
გამოიცვალოს ჰაერი თუ დანებდეს
ღამეს,
წარსულისაგან უნაყოფო აწმყომ მიშვილოს,
თორემ წარსულში გავშტრდი და...
მიშველეთ რამე.

მალე,რიჟრაჟი დილისფერით
გაზაფხულს აღწერს,
ბებერ სევდასაც ვარსკვლავებით
გათვალავს ზეცა,
გადმოვარდება ხეებიდან დეკემბრის სუსხი,
დრო რომ გზადაგზა დამყვებოდა…
გრძნობით ავკეცავ.

მაცადეთ,ჯერ ხომ სიბერემდე ისევ შორია,
ეს დღეებიც ხომ წამოვკრიფე,
კვლავ აჩემებით,
ლექსზე განწყობა მომიხალეს,
სუნთქვა ცხელია,
აქვე,ფურცელზე გადმომყევი...
ნუღარ ჩერდები.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი

ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი,
მწუხარე თვალებით მიწას დაჰყურებდა.
მშვიდობით, მშვიდობით! ამაოდ დაგენდე,
ელვარე საღამოვ ალმას საყურეთა!

ბაგეთა ლოცვაო, დიდება და ძეგლო,
უთუოდ მახსენებ ოდესმე... ოდესმე!
გრაალის კოშკები, ზმანებათ სამრეკლო
შენს ფერხთქვეშ დაიმსხვრა და გლოვა მომესმა.

ოჰ! როგორ გაფითრდა ციურთა თანადი
ოცნება, ნახაზი საგანთა უარით,
ღრუბელი ფერადი და ალვა ტანადი,
რომელსაც აზიის ცით გადავუარეთ.

ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი
და ფოთლებს ისროდა სიფითრე ბარათის.
ამაოდ დაგენდე, და ჩვენ ერთმანეთი
ამაოდ გვინდოდა! მშვიდობით მარადის!

ქარვათა მორევში დაეშვა ფარდები -
საღამო კანკალებს შიშით და რიდობით,.
საღამო ნელდება და კვდება ვარდები...
მშვიდობით, მშვიდობით, მშვიდობით!..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მოდი თორემ ისევ წყვიადი მითვისებს
გააღე სარკმელი, სინათლე მაჩუქე,
თითებით შემეხე გათოშილ თითბზე,
დახეთქილ ტუჩებზე დამედე მალამოდ
მოდი,გეხვეწები!მოდი და მიშველე!
ნახატში ათასფერ ფერებად დამფანტე,
წლებისგან არეულ დროში კვლავ მოპოვე,
წამები ,წუთები დარაჯად დამდგარან,
სიბნელეს აჯობე!გთხოვ გამომიტაცე!
მოდი, კვლავ დამბადე შენს გაშლილ მკლავებში
გაფანტულ ნაბიჯებს თავი მოუყარე,
ჩუმად მიჩურჩულე ,რომ ჩემით არსებობ,
მოდი, თორემ ისევ, წყვდიადი მითვისებს....

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
რა შორიდან მოდის ერთად
ჩვენი გზა და თემშარა
ეჰ, რამდენი ბოროტება,
თვალწინ გადაგვეშალა
ან რამდენჯერ დაგვიღვარეს
სიცოცხლის წყლის მათარა,
დაგვცინოდნენ - სიყვარული
ასე რამ შეგაყვარათ?
ნიჭის ხარისხს არიგებდნენ
უნიჭოთა მამები...
სულ პირველნი მივდიოდით
და სულ ვაგვიანებდით
ზოგ კაცს ბედი ზურგს აქცევს და
ზოგს ძაღლივით უმართლებს,
ჩვენ კი ძმაო ამ ბედიღბალს
ზურგიც ვერ დავუნახეთ!
თუმცა აწი სინანული
რა ჯანდაბას მოგვიტანს?
ჩამოასხი იმ ბოთლიდან
ჯიბეში რომ მოგიჩანს!
ჩამოასხი, სანამ შეგვრჩა
ნიჭი ლექსის გარითმვის,
სანამ მიქელ-გაბრიელი
ესა-მესას გაგვითვლის
ჩამოასხი, მთვრალი ვერ გრძნობს
ამ ცხოვრების სიმყრალეს,
მიდი ძმაო დალიე და
მეც გადმომდე სიმთვრალე!

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი