|
,,იმედით ვცოცხლობ, რაღაცის იმედი ყველას აქვს. იმედი ხშირად მართლდება, მაგრამ თუ იმედი გამიცრუვდა, საკუთარ თავს უნდა დავაბრალო, რადგან ყოველთვის ჩემში უნდა ვეძებო პრობლემა. მე ბევრი ვიბრძოლე, იმედი მქონდა, რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაფერს შევძლებდი მაგრამ შეცდომა დაუშვი. იმედი ჩემ თავს მე გავუცრუე, მე არ ვარ მთლად ისეთი კარგი როგორიც თავი მეგონა, თუ არ ასრულდა ჩემი უდიდესი ოცნება “მიზეზი მე ვარ”. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ეს მე ვარ, ისეთი როგორიც ვარ, იმედით სავსე. არ ვიცი, მართლა არ ვიცი, რატომ, როგორ, მაგრამ მიყვარს. ვიცი, ვიქნები, ასეთი იმედგაცრუებული და ცუდი გოგო, რომელიც შეყვარებულია, წარსულ შეცდომებს აღარ გავიმეორებ ოდესმე ღრმად ჩაგხედავ თვალებში, დაგაკვირდები და ვეტყვი “მიყვარხარ”, ოდესმე ეს აუცილებლად მოხდება. შენ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ხარ, ამ დაუსრულებელ ტკივილსაც ექნება დასასრული, და თუ არ დაესმევა წერტილი, მე დავრჩები ასეთი, მეყვარება და მის ჩახუტებაზე ვიოცნებებ. აღარც იმედი დარჩა, მაგრამ მთავარია ისევ მიყვარხარ. ძალიან მიყვარხარ, სხვა სათქმელი აღარაფერი დამრჩა. შენი სიყვარული ჩემია, ამას არავის დავუთმობ. მე მიყვარხარ და მე მიყვარს ჩემი სიყვარული მხოლოდ ეს დარჩა ჩემგან, რომელიც სიყვარულზე ოცნებობდა, შეიძლება განადგურებული ვარ ჩემ თავს ეს განადგურება მე მოვუტანე, მაგრამ რაც მთავარია მე მიყვარხარ და ამით ვცოცხლობ ეს ძალას მაძლევს, იძახიან, სიყვარულს არავინ არ მოუკლავსო, მაგრამ მრავალი გაუნადგურებია, მე არ მინდა, რომ მათ სიას მივეკუთვნებოდე და ამიტომ: მე მიყვარს ჩემი სიყვარული და ამით ბედნიერი ვარ.””
|