შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
აქ ოთარ კობერიძის მოგონებას დავდებ "ბაში-აჩუკის" გადაღების დროს, ლია ელიავასთან დაკავშირებულს, მშვენიერია ამ სტრიქონების წაკითხვა.
ოთარ კობერიძე: "...ღამის სცენას ვიღებდით "ბაში-აჩუკში". მანამდე მე სოხუმში ვმოღვაწეობდი და ლია ელიავას არ ვიცნობდი, "ჩრდილი გზაზეც" კი არ მენახა. ჰოდა, მზადაა ყველაფერი და ვუცდით პირიმზისას! გავიდა ერთი საათი - არ ჩანს, გავიდა ორი საათი - არ ჩანს. ვეუბნები ბატონ ლეო ესაკიას - გამაგებინეთ, მე ვარ მთავარი როლის შემსრულებელი, თუ ლია ელიავა-მეთქი! ამ დროს გვესმის: აქა ვარ, აქა ვარო და...გამოვიდა თეთრებში - ასეთი კოსტიუმი ჰქონდა, ნაწნავებით...გამოვიდა და გამოანათა! იმან კი გამოანათა, მაგრამ მე თვალთ დამიბნელდა!!! დღესაც არ ვიცი, რატომ ან როგორ ვუამბე მთელი ჩემი თავგადასავალი, როგორ დამიპატარავდა ჯარის შემდეგ ყველა ტანსაცმელი, ერთი სიტყვით, მე მას გავანდე ყველაფერი, რაც მტკიოდა, სხვა თილისმა არ მიხმარია და მან...შემიყვარა!
ყოველ დილით, 7 საათზე მეღვიძება - ამ დროს გამიფრინდა ჩემი ლია - ჩემს მკლავზე დალია სული...ძალიან მიჭირს...მე ჩემი ლია ჯერ არ დამისაფლავებია! ბევრი გულისწყვეტა წაიღო თან...ენატრებოდა ერთიანი, ტრადიციებით განმტკიცებული საქართველო...არ მინდა, ეს დარდი მეც წავიყოლო. მინდა იქ კარგი ამბავი მივუტანო..."