↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 322 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
მოხვედი?
-მოვედი....
-გელოდი... ვიცოდი რომ მოხვიდოდი....
აკი ღმერთი განსჯისო კაცის ცხოვრებას?

-თუკი მისცემ ამის ნებას!..
-მე მიყვარდა ის...
-ვინ, ღმერთი?
თითქოს ჩაქირქილება... შავი მოსასხამის ქვეშ გველებივით გალურსულა შავი ხელები მოლოდინში...
-ღმერთიც და ადამიანებიც. მე ვეხმარებოდი მოყვასს.
-ხმამაღალი ნათქვამია! გაიხსენე მაშინ თუნდაც ერთი სიკეთე, რომელიც ანგარების გარეშე არ გაგიკეთებია?!
-მე მწამდა სიკეთის...
-იმიტომ, რომ უკან დაგიბრუნდებოდა, არა?
-მე მართლა მიყვარდა...
-იმიტომ, რომ მასაც ყვარებოდი, იმიტომ გასცემდი რომ უკან მოგეღო. ეხმარებოდი ეკლესიასთან ატუზულ მათხოვრებს და ითვლიდი თან, ჩემთვის თუ დამრჩაო... ვტყუი?
-არა...
შენიღბული შიში... ვერდამალული...
-ვცდილობდი არ ჩამედინა ცოდვა.
-და არ გამოგდიოდა არა?! თუ კი შეძლებდი ერთიბეწო სიკეთის ქვაზე დადებას და მერე ათასჯერ ჩაუვლიდი იქ თუ დამხვდებაო...
თითქოს დანაშაულზე წაასწრესო, დადუმდა მსწრაფლად...
-არასოდეს არაფერი მოგიპარავს?... თუ გავიწყდებოდა ერთი ადამიანის ნათქვამი ანდაზა: აქლემის და ნემსის ქურდი ერთიაო?
უსასტიკესი ირონია და მწარე წამოსროლა:
-თვითონვე იგონებთ და მერე ისევ ანგრევთ იდეალებს...
და მერე ისევ უხამსი ღიმილი.
-უფლება არ გაქვს! - გაუბედავად გაბედილი შეწინააღმდეგება.
არამიწიერი საძულველი ღიმილი და ფრაზა:
-მე ყოვლისშემძლე ვარ!!!...
-შეუძლებელია...
-სანამ ადამიანები არსებობთ და სცოდავთ, მე ვიქნები, ე.ი. უკვდავი ვარ! მე ვიბადები ხელახლა ცოდვასთან ერთად და ღალატი, ტკივილი, სიცრუე სანამ არსებობს, მეც ვიარსებებ... მე ცოდვა მკვებავს და მასაზრდოებს მარად...
-როდის მიდიხარ ადამიანისგან?
გველების შეტორტმანება მოსასხამის ქვეშ... დუმილი...
და უეცრად.... ქვითინად ამომხდარი ლოცვა:
-მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა,
წმინდა იყავნ სახელი შენი,
იყავ ნება შენი,
ვითარცა ცათა შინა,
ეგრეცა ქვეყანასა ზედა...
ამინ!
არადა, ვერასოდეს წარმოიდგენდა, თუ შეძლებდა წაუკითხავად ლოცვის წარმოთქმას.
დიდება შენდა ღმერთო!
შერჩენილი შიშით გახედა ეშმაკის ნადგომს და წამის უსწრაფესად გაუყვა გზას ტაძრისაკენ.....

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
თბილისიდან რომ აღმოსავლეთისკენ წახვიდე, ერთი დღის მოგზაურობის შემდეგ მიადგები ერთს გრძელს მთასა, რომელსაც ჰქვია ცივი. ამ ცივის მთაზე რომ ახვიდე და იქით, აღმოსავლეთისკენ, გადაიხედო, შენ თვალწინ ქვემოთ გადაიჭიმება ვეებერთელა ვაკე, რომელსაც ჰფარავს მთელი მწვანე ზღვა ვენახებისა და ზვრებისა. ამ ვაკის ზედ შუა წელზე დაინახავს გრძელს ლაპლაპა ზოლსა, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გავლებულსა. ეს სწორე ვაკე არის კახეთის ველი, ლაპლაპა ზოლი კი – მდინარე ალაზანი, რომელიც კახეთს ჰყოფს ორს, თითქმის თანასწორ ნაწილად: აქეთა ნახევარს ჰქვია გამოღმა მხარი, იქითას – გაღმა მხარი. გაღმა მხარს საზღვრად უძევს აღმოსავლეთის დიდი და მაღალი მთები და ესენი ჰყოფენ კახეთს დაღესტნისაგან, რომელიც იწყება ამ მთებს იქით.

თუ გაღმა მხარისაკენ თვალს დააკვირვებ, ერთს ადგილას მთის ძირში გაარჩევ დიდს ღელეს, ღრმად შევარდნილს მთაში. ეს ღელე ახლა სახნავ-სათესი ადგილია, მაგრამ რომ ახლო მიხვიდე და კარგად გასინჯო, მიწების მიჯნაზე და განაპირას ადვილად შეამჩნევ ქვიტკირის ნაშთებსა. ეს ნაშთები უტყუარი ნიშნებია იმისა, რომ ეს ადგილი ნასოფლარია.
სოფელი ვაშლოვანი

დიახ, ძველს დროში სწორედ ამ ადგილას ჰყვაოდა კარგა მოზრდილი სოფელი, რომელსაც ვაშლოვანი ერქვა. დასავლეთით ამ სოფელს ერტყა ზვრები და ვენახები, ხოლო აღმოსავლეთის მხრივ ის თითქმის ეხებოდა ხშირსა და აყრილს ტყეს, რომლითაც შეფენილი იყო მთა. ამ ხშირის ტყის წყალობით შიგ შუა გულს სოფელში მიწითგან შადრევანივით ამოჩუხჩუხებდა ვეებერთელა ანკარა წყარო, რომლის ყინულივით ცივი წყალი იყო საკვირველი სასმელი მთელი სოფლისა. შენობანი სოფლისა სულ ქვიტკირისანი იყვნენ და ჰმოწმობდნენ, რომ სოფელი შეძლებული იყო. მართლაც, მაშინ ვაშლოვანმა და მთელმა კახეთმა არ იცოდა, რა იყო ვაჭრის ვალი, რომელშიაც ეხლა კახეთი ჩაფლულია.

ვაშლოვანის ნაპირას, აღმოსავლეთით, ტყის ახლო, იდგა მშვენიერი ორსართულიანი სასახლე, ირგვლივ შემკული ლამაზი მოაჯირებითა. ეს სასახლე ეკუთვნოდა თავად ლუარსაბ ქართველაძესა, რომელიც განთქმული იყო მთელს კახეთში თავისი სიმდიდრით და პურადიბით. ცოლად მას ჰყავდა ქართლიდან მოყვანილი ქალი მაგდანი. აგებულებით სუსტი მაგდანი იყო სწორედ ოქროს გულის პატრონი. მათს სახლში ყოველდღე იმდენი საჭმელი კეთდებოდა, რომ ორ-სამ სახლობას ეყოფოდა, მაგრამ ხშირად დააკლდებოდათ ხოლმე საჭმელი და გაუმაძღარნი რჩებოდნენ. ამის მიზეზი იყო მეტად კაცთმოყვარე გული მაგდანისა. ის უხვად უგზავნიდა თავისი სახლიდან სანოვაგეს ყოველს ავადმყოფსა, ღარიბსა და გაჭირვებულსა. ამასთან მაგდანას ჰქონდა საოცარი ხმა და განთქმული იყო მთელს იმ მხარეში თავისი მშვენიერის სიმღერით. მისი ხმა და სიმღერა ისე ღრმად მიდიოდა კაცის გულში, ისეთი სიამოვნების ჟრუანტელს დაასხამდა, რომ ვინც კი მას მოისმენდა, თავის სიცოცხლეში აღარ დაავიწყდებოდა. ზურაბმაც მშვენივრად იცოდა თარზე დაკვრა. როცა ქმარი უკრავდა თარზე და ცოლი დამღეროდა, ყური ამაზე უკეთესს ვერას გაიგონებდა.

ზურაბი და მაგდანი სულ ხუთი-ექვსი წლის ჯვარდაწერილნი იყვნენ. შვილად ჰყავდათ ერთადერთი ქალი – ქეთო, რომელიც მესამე წელიწადში იდგა. მეტად საყვარელი ბავშვი იყო ქეთო: ლამაზი, თეთრი ბამბის ქულასავით, ცქრიალა, მხიარული და უღალავი მოტიკტიკე. ამასთან ქეთოს საშინლად უყვარდა თავისი დედის სიმღერა, ხშირად ამღერებდა და სულგანაბული ყურს უგდებდა მთელი საათობით. კაცს სწორედ ჩასაყლაპავად მოუნდებოდა ეს ბავშვი. დედ-მამას მასზე ამოდიოდა მზე და გაგიჟებით უყვარდა.
ლეკები კახეთში

ვაშლოვანში და საზოგადოდ კახეთში მაშინდელს დროში ხშირად დაიარებოდნენ ლეკები. ძველის დროიდან დაღესტანსა და საქართველოს შორის ტკბილი განწყობილება არსებობდა, დიდი მეგობრობა სუფევდა. ყოველს საქართველოს მტერს დაღესტანი მტრობას უწევდა; ყოველს საქართველოს მეგობარს მოყვრულად ეპყრობოდა. არავის არ ახსოვდა, რომ ლეკები როდესმე საქართველოს დასცემოდნენ და ჩხუბი აეტეხნათ ქართველებისათვის. ლეკები მტრად გაუხდნენ ქართველებს შემდგომში, როდესაც მაჰმადიანობა მიიღეს და საქართველომ მართლმადიდებელის რუსეთისაკენ გაიწია. ძველს დროში კი დიდის პატივისცემისა და გულითადის მეგობრობის მეტი ქართველებს ლეკებისაგან არა მოაგონდებოდათ რა. ამ მეგობრული მეზობლობის გამო ლეკები თავისუფლად მიდი-მოდიოდნენ კახეთში, უმეტეს ნაწილად სავაჭროდ. გასაყიდად გამოჰქონდათ უფრო ნაბდეულობა და იარაღეულობა, რომლის კეთებაში განთქმულნი იყვნენ.
ქეთოს მოტაცება

სოფელს ვაშლოვანში დაიარებოდა კაი ხნიდან სავაჭროდ ორი ბაჯაჯგუნა ლეკი. ესენი ისე წყალწაღებულები იყვნენ, რომ თვითონ ლეკებსაც აბუჩად ჰყავდათ აგდებულნი. ამიტომ მათგან ცუდი საქმის გაბედვას არავინ არ მოელოდა; მაგრამ მალე მათ გაამართლეს ქართული ანდაზა: თავჩაღუნული – კუდაბზეკილიო...

ერთხელ ერთმა ლეკთაგანმა თავის ამხანაგს უთხრა:

­ იცი, რა აზრი მომივიდა! რამდენი ხანია, რაც ჩვენ სავაჭროდ დავიარებით, მაგრამ რა გამოვიდა? ისევ ისეთივე ღატაკები ვართ, როგორიც ვიყავით, ისევ ისეთივე ძაღლური ცხოვრება გვაქვს, როგორიცა გვქონდა. სხვაფრივ კი რომ მოვიქცეთ, ერთბაშად გავმდიდრდებით და მოვრჩებით ამდენ ვაივაგლახსა და ლაწლაწსა.

– როგორ? – ჰკითხა ამხანაგმა.

– ზურაბ ქართველაძე ხომ ძლიერ მდიდარია? – ჰკითხა მან

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
არადა როგორ მიყვარდა...

...რომ გამოვხიზლდი ჰაერში მოფარფატე მის სხეულს მოვკარი თვალი, ისე ლამზად მიფრინავდა თავისი თეთრი კაბით, თითქოს ჰაერში ცეკვავდა, უკანასკნელ ცეკვას ასრულებდა სრულიად მარტო და ისე ლამაზად...

მე ის მოვკალი...

ამაკანკალა, შუბლით ფანჯრის მინას მივეხუტე და თვალები დავხუჭე...

მიყვარს როცა ასე მიყურებს, ფეხს ფეხზე გადაიდებს, ორივე ხელს ლოყებზე შემოიდებს და თვალებს მოჭუტავს, თან როგორც ყოველთვის შიშველ ტანზე ჩემი მაისური აცვია და ელოდება, როდის ვეტყვი რამეს. ხმას არ იღებს... ვინ იცის, პატარა თავში რა აზრები უტრიალებს, დროდადრო მის თვალებში მორბენალ ეშმაკუნებსაც ვხედავ და მეღიმება... ისიც იღიმის, ისე საყვარლად, რომ მზად ვარ წამოვხტე და ხელში ავიტაცო, რატომღაც თავს ვიკავებ, ისევ სერიოზული ვხდები და მის საქციელს ვაკვირდები... სახე შეეცვალა...
- იცი, დღეს ორმა კაცმა სიყვარული ამიხსნა – მეუბნება და ჩამს რეაქციას აკვირდება, მე ისევ არაფერს ვეუბნები, მშვიდად ველოდები, როდის გააგრძელებს საუბარს.
- სხვათა შორის, ორივე მაგარი ვინმეა.
ცოტა ვბრაზდები, მაგრამ დუმილს ვამჯობინებ, არ მინდა შემატყოს, რომ უკვე სიგიჟემდე მიყვარს და მისი ყველა კაცი, რომელიც კუდში დასდევს, ნერვებს მიშლის...
- ჰოდა, ერთი ჩემი თანამშრომელია, მეორე კი...
- მეორე?
- მეორე მეორეა, რა მნიშვნელობა აქვს?
ისევ ვცდილობ არაფერი შევიმჩნიო, სიგარეტს ვუკიდებ და თვალს არ ვაშორებ მის მუხლებს. ლამაზი მუხლები აქვს, საერთოდ ფეხები აქვს ძალიან ლამაზი, რაღაცნაირი, გამომწვევი... მზერა მიებნიდა, მიხვდა, რომ იმოქმედა ჩემზე, წამოდგა, მომიახლოვდა, პატარა ტუჩები ყურთან მომიტანა და მითხრა:
- შენთან მინდა...

ფანჯარას მოვშორდი, ქვემოდან ხალხის ხმა მესმოდა, კივილი, მალე ალბათ სასწრაფოც მოვა, მილიცია... აქ დაველოდები, ასე ჯობია... სიგარეტს დავწვდი და მოვუკიდე, ვერ დამიჯერებია, რომ მან ეს გამაკეთებინა, თითქოს სულ უნდოდა, ჩემი ხელით მომკვდარიყო, მახსოვს, მეუბნებოდა, ამ ბოლო დროს ისე ვცხოვრობ, ასე მგონია რაღაცის მოსწრება მინდა, სადღაც მეჩქარება, ამ ერთ წელიწადში იმდენი რამ მოხდა, ოცი სიცოცხლე რომ იცხოვროს ზოგიერთმა ადამიანმა, ამდენს ვერ შეიგრძნობსო, შენიდან დაიწყო ჩემი ცხოვრება და იმდენნაირად შეიცვალა, იმდენი ეტაპი გავიარეთ, თითქოს, ათასი წელი გვეცხოვროს ერთადო.... ეს რა გავაკეთე... ღმერთო, ნუთუ მე ვკარი ხელი, თუ თავად? არა, თავად ამას არ გააკეთებდა, ალბათ მე ვკარი ხელი და გადავაგდე.

არადა როგორ მიყვარდა და... მიყვარს...

ზოგჯერ საოცრად ბავშვური იყო, ტიტინა, მოთამაშე, ზოგჯერ კი ისეთი ქალური, ვნებიანი, თითქოს რამოდენიმე ქალი გაერთიანებულაო მასში, იმდენად სხვადასხვანაირი, იმდენად ცვალებადი იყო, რომ მიკვირდა, როგორ შეეძლიო ასე გარდასახვა. ოყო პერიოდი, როცა შეეძლო მთელი დღე სახლში მარტო ყოფილიყო, წიგნი ეკითხა და მუსიკისათვის მოესმინა, ამ დროს არავისთან კონტაქტი არ უნდოდა, საკუთარ თავში იკეტებოდა... იმ დღეების განმავლობაში არც მე მღებულობდა, უცხო ვხდებოდი მისთვის, თუ დავურეკავდი, უბრალოდ დამელაპარაკებოდა, ხმაში კი საოცარი სიცივე ეტყობოდა... ზოგჯერ კი აიწყვიტავდა ხოლმე და სიგიჟის მორევში გადაეშვებოდა, ათას სისულელეს აკეთებდა, შეეძლო ჩემთან ერთად ყოფილიყო და თან უამრავ მამაკაცთან ეფლირტავა... საოცრად მსიამოვნებდა, როცა ვუყურებდი, როგორ ეცეკვებოდა სხვას, ისეთი მოქნილი იყო, იმდენად სექსუალური, ცეკვაში საოცარ ჟინს დებდა, ამ დროს მზერა მტაცებელი ცხოველის უხდებოდა, მამაკაცი კი მის მსხვერპლად იქცეოდა ხოლმე, მე შორიდან ვადევნებდი თვალყურს ამ სცენას და მეღიმებოდა, ეს ქალი მე მეკუთვნოდა მაშინ... და ახლაც, მკვდარიც მე მეკუთვნის...

სავარძელში ჩავჯექი... ისევ მისი სურნელი ტრიალებს აქ, თითქოს მისი ნაბიჯების ხმაც მესმის...

-იცი, ჩვენი ურთიერთობა ალბათ მალე დასრულდება – მეუბნება და სევდიანად იღიმება.
-საიდან მოიტანე?
-უბრალოდ, შენგან იმას ვერ ვგრძნობ, რასაც უნდა ვგრძნობდე...
-და რას უნდა გრძნობდე?
-სიყვარულს, იცი როგორ სიყვარულს? გიჟურს, თავდავიწყებაში გადასულს, შენ მგონი შემეჩვიე და გგონია, რომ გიყვარვარ, შეჩვევა და სიყვარული უნდა განასხვავო ერთმანეთისგან.
-საინტერესოა ამ პატარა თავში კიდევ რა აზრები მოგდის? – ვკითხე და გამეღიმა.
-კიდევ ის, რომ მგონია, სერიოზულ ქალად ვერ აღმიქვამ, შენ უბრალოდ ჩემით ამაყობ, მოგწონს, როცა შენთან ერთად ვარ და ყველა მე მიყურებს, მოგწონს, როცა სხვას ვეცეკვები, თავს ვანდომებ მამაკაცს და მერე კი შენთან მოვდივარ...
-გაჩუმდი...
არაფერი მიპასუხა, ჩემი ხელი აიღო და ხელის გულზე მაკოცა... მეუბნება ხოლმე, რომ ყველაზე მეტად ჩემი ხელები უყვარს. როცა თავის პაწაწინა ლოყაზე მიიხუტებს ჩემხ ხელის გულს, თვალებს დახუჭავს და გაინაბება, ისეთი საყვარელია ხოლმე, რომ მინდა სამუდამოდ გაგრძლედეს ეს წამი...

არადა როგორ მიყვარდა და მიყვარს... ვერც შევნიშნე ისე შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში, თავიდან მეგონა, რომ მორიგი გატაცება იყო ჩემი მხრიდან, რამოდენიმე კვირაში ჩაცხრებოდა ვნება და სხვა ქალზე გადავერთვებოდი... ახლაც მახსოვს როგორ მაკოცა პირველად, მანქანაში ჩაჯდა, მოულოდნელად ჩემსკენ შემობრუნდა და... თავისი რბილი ტუჩებით რომ შემეხო, გაოცებისაგან ხმა ვერ ამოვიღე, არ ველოდი, მან კი გაიცინა და მითხრა, ახლა შეგვიძლია წავიდეთო...
ბოლო დროს ხშირად ვეღარ ვხედავდი, ხშირად კი არა, დღევანდელ დღემდე ორი თვე არ მყავდა ნანახი, დღეს ვნახე და რა გავაკეთე თუ... გამაკეთებინა?

კარები რომ გამიღო, ისეთი მშვიდი იყო, ნაზი, საოცრად ქალური. თეთრი, გამჭვირვალე კაბა ეცვა, სხეულის ყველა ნაკვთი ეტყობოდა. გამიღიმა და სახლში შემიპატიჟა, თითქოს მელოდა კიდეც... მერე მასთან ახლოს მივედი და ვუთხარი, რომ საოცრად მომენატრა, რომ მიუხედავად იმისა, ორი თვის განმავლობაში მის სიახლოვეს არ გამოვჩენილვარ, სულ მასზე ვფიქრობდი, რომ ის ჩემი ქალია... ღიმილით მისმენდა, სწორედ მაშინ მიუახლოვდაღია ფანჯარას...
მითხრა, დაიგვიანეო და მე ვერ გავითავისე ის, რომ მისი მარტო დატოვება არ შეიძლებოდა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, როცა მე მის გვერდით არ ვიყავი, საბოლოოდ მიხვდა, რომმას ერთ მამაკაცთან ცხოვრება არ შეუძლია, რომ ერთი სიცოხლე აქვს და ვერ იქნება სულ ჩემთან... მერე ყველაფერი ამერია, მახსოვს მივედი, მუხლებზე დავიჩოქე მის წინ და პატიებას ვთხოვდი, მახსოვს, მისი თბილი თითების შეხება ჩემს სახეზე, მერე მითხრა, რომ მიღალატა, რომ სხვა მამაკაცში გამცვალა, მე ვთხოვდი გაჩუმებულიყო, ის კი მიუხედავად ჩემი თხოვნისა, დეტალებში მიყვებოდა თავისი სასიყვარულო ღამეების შესახებ, უჩემობის დროს რომ მოუწყვია საკუთარი თავისთვის, მერე ისიც მახსოვს, ბოზი ვარო, რომ მეუბნებოდა, ჩემში მეძავი ცხოვრობსო, საკუთარ თავს ვეღარ ვიტანო, ალბათ ასეთი ცხოვრება დავიმსახურე და მივიღე კიდეცო... მერე კი, ჰაერში მოფარფატე მის სხეულს მოვკარი თვალი, ისე მიფრინავდა, თითქოს უკანასკნელ ცეკვას ასრულებდა...
არადა როგორ მიყვარდა... და მიყვარს...

მე ის მოვკალი...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
დაუსვი ეს კითხვა შენს თავს ?
არსებობს ასეთი ფსიქოლოგიური თამაში სახელწოდებით "პირამიდა", რისი არსიც შემდეგში მდგომარეობს:

ადამიანმა უნდა წარმოიდგინოს რომ მხოლოდ რამოდენიმე დღის სიცოცხლე დარჩენია, და დაუსვას საკუთარ თავს შემდეგი შეკითხვევი:

--რას შევცვლიდი განვლილი ცხოვრების განმავლობაში დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს?
--რას არ შევცვლიდი განვლილი ცხოვრების განმავლობაში დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს?
--ანდერძი ?
--რას გავაკეთებდი უკანასკნელი დღეების განმავლობაში?

პრინციპი კი ის არის რომ ადამიანი ანალიზს უკეთებს განვლილ ცხოვრებას და საკუთარი ფასეულობების სისტემის გადაფასებას ახდენს ამ გზით.

ამ თამაშის პირობის წარმოდგენა უკვე თავისთავად შემზარავია ახალგაზრდა ადამიანისათვის, მაგრამ რაღაც დონეზე ქრისტიანული ცხოვრებით მცხოვრები ადამიანისთვის ,იმისთვის ვინც აღსარებაზე ერთხელ მაინც ყოფილა , ცოდვების გამო სინანულში ჩავარდნილა და წარსული გაუანალიზებია ,რთული წარმოსადგენი არ უნდა იყოს.

თამაშის შესახებ რამოდენიმეჯერ გაგონილი მქონდა ,მაგრამ სრულად ვერა და ვერ მოვახერხე საკუთარი ყურადღების და ფიქრების კონცენტრაცია გამეკეთებინა რათა ღრმად დავფიქრებულლიყავი ამ ყველაფერზე( ალბათ ჩემი ახალგაზრდული ასაკის გამო).

ორიოდე წლის წინ კი ჩემი რენტგენოლოგის მიერ გამოთქმულმა ეჭვმა კი სერიოზულად დამაფიქრა.
საქმე იმაში გახლდათ რომ რენტგენმა აჩვენა კისტისმაგვარი სხეული და მისი თვისებების დასადგენად საჭირო იყო შემდგომი გამოკვლევების ჩატარება.

აი სწორედ მაშინ დავფიქრდი სერიოზულად განვლილზეც , აწმყოზეც და მომავალზეც!

მთლიანად მოვახდინე მთელი ჩემი ყურადღების, მეხსიერების და ფანტაზიის კონცენტრირება.თანაც ყოველგვარი ზალდატანების გარეშე.

მინდა აქვე განუგეშოთ და გითხრათ რომ კვლევების პასუხი დადებითი იყო და სიცოცხლეს არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდა, მაგრამ ამ შემთხვევის წყალობით სერიოზული გამოცდილება მივიღე "საკუთარ თავთან" და ეს სწორედ ის შემთხვევა იყო ალბათ, უფალი ავადმყოფობას გასაანალიზებლად რომ მოგვივლენს ხოლმე, როგორც გაფრთხილებას!

რა არის ადამიანისთვის ყველაზე ფასეული და რას ტოვებს ადამიანი სიკვდილის შემდეგ?

როგორც ქალი და დედა, რათქმაუნდა თავად ინსტინქტი გკარნახობს შვილების კეთილდღეობაზე , აღზრდისთვის ყველა საჭირო რესურსებზე ზრუნვას , და ეს თავისთავად, ბუნებრივად ხდება .

ყველაზე უმდიდრესი, წარმატებული ქალბატონებიც კი, რომლებმაც მთელი ცხოვრება თაყვანისმცემლების მოგერიებასა და საკუთარი თავის ზრუნვაში გაატარეს , წლების შემდეგ მიხვდებიან რომ მთელი ეს დრო ფუჭად გაატარეს, რადგან ფუფუნებისგან გაბრუებულებს სულ დაავიწყდათ ახალგაზრდობაში ,ერთხელ და სამუდამოდ დაესვათ კითხვა საკუთარი თავისთვის თუ რა იყო მათთვის ის ფასეული, რაც წლების შემდეგაც არ დაკარგავდა აქტუალურობას .ის დაფასებული ქალბატონები მერეღა მიხვდებიან რომ ფულსა და ფუფუნებაზე ბევრად მნიშვნელოვანი ფასეულობები არსებობს ამ ქვეყნად. სხვა თუ არაფერი მათ ისევ საკუთარი ეგოიზმი გადარევთ სიბერეში, რადგან მთელი ცხოვრების მანძილზე დაგროვილი ქონება ოხრად რჩებათ რომელიც არავისთვის ემეტებათ , ისეთისთვის ,ვინც ძლიერ უყვართ (აქ კატას და ზაღლს არ ვგულისხმობ რათქმაუნდა :) ).

რამოდენიმე თვის წინ 2 ადამიანის გარდაცვალების შესახებ შევიტყვე და ამ შემთხვევამ ძლიერ დამაფიქრა და კარგად და ნათლად დამანახა პასუხი იმ კითხვაზე რაც დიდიხანია უკვე მაწუხებდა:

რა არის ის ძვირფასი და ღირებული, რისთვისაც ღირს ცხოვრება?

პირველი გარდაცვლილი იყო მამაკაცი, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში საუკეთესო თანამდებობები ეკავა ,ფუფუნება და პატივმოყვარეობა იყო მისი ცხოვრების კრედო. საკუთარი ეგოს მონა გამხდარიყო და სხვებისგანაც გულცივად იგივვეს მოითხოვდა. საკუთარ თანამდებობას და ძალაუფლებას იყენებდა სხვა ადამიანების დასამონებლად დასამცირებლად და შემდეგ ამით ტკბებოდა. ერთ დღეს მთვრალი ისე გადაიჩეხა მანქანით ხრამში რომ უგზოუკვლოდ დაკარგული რამოდენიმე დღის განმავლობაში არავის მოუკითხავს ,ალბათ იმიტომ რომ ყველამ შვებისგან ამოისუნთქა.

ამავე პერიოდში გარდაიცვალა ერთი სანდომიანი ქალბატონი, რომელისაც პატიოსან, შრომაში გაეტარებინა თავისი მძიმე ცხოვრება .უკანასკნელ ლუკმას უყოფდა გაჭირვებულებს , სხვების ტკივილს საკუთარზე მეტად განიცდიდა და უანგარო სიყვარულით , სიკეთით პასუხობდა ადამიანებს . შვილი მას არ ჰყოლია მაგრამ ის მცირედი რაც გააჩნდა - სიყვარულით გაუყო საყვარელ ადამიანებს .ყველაზე მთავარი კი რაც დატოვა ამ ქვეყნად და რასაც შესწირა მთელი თავისი ცხოვრება ეს იყო მისი უდიდესი სიყვარული ყველასადმი.

ფაქტია რომ არცერთს და არც მეორეს იმქვეყნად თან არაფერი წაუღია , მაგრამ ზემოთნახსენები მამაკაცის შესახებ ისევე მალე დაივიწყეს , როგორც დაივიწყებს ხოლმე ადამიანი გუშინ ნანახ ფილმს, ხოლო ქალბატონის სახელს კი დღემდე უდიდესი სიყვარულით იხსენებენ და მისი ხსენებაზე რაღაც ამაღლებული გრძნობა ეუფლებათ ხოლმე...

სიკეთეც კი სიყვარულის გარეშე არ არის უანგარო და სრულყოფილი. ყველა წამოწყება ცხოვრებაში , რომელსაც სიყვარულის გარეშე გავაკეთებთ, ისევე უპერსპექტივოა და იქვე წაიქცევა, როგორც უფესვო ხე. თუ სიყვარულით შევხედავთ თუნდაც უკვე მობეზრებულ კოლეგას ან მეზობელს მასში ხომ იმდენ ლამაზ თვისებას გავაღვიძებთ და აღმოვაჩენთ , რომ ის დღეც მშვენივრად და ბედნიერად მოგვეჩვენება.

გულქვა ფროიდიც კი, რომელმაც საპირისპირო სქესისადმი ლტოლვა სასაცილო კომპლექსების სახით ჩამოაყალიბა ,რომელიც ამტკიცედა რომ ადამიანის მამოძრავებელი ღერძი- მხოლოდ მისი "სქესობრივი ლტოლვა" პლუს "პატივმოყვარეობაა" ,გვარწმუნებდა რომ მელანქოლიისა და დეპრესიისგან განკურნების ერთადერთი საშუალება ალტრუიზმია, რაც სხვა არაფერია თუარა სიყვარული!

ჩემი აზრით მხოლოდ ადამიანური სიყვარული არის ბედნიერების საწინდარი! რომლის მაგალითი არის დედაშვილური, უანგარო სიყვარული!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Dec 2008
Posts636
კარმა0
OFFLINEPROFILE
მას აშინებს შენი ცხოვრება, მერე ხელს გაგიშვებს და აფრინდება, ალბათ.

არ უცდია ჯერ,

თუმცა... ის ხომ ჰაერის კუთვნილებაა.

ადრე თუ გვიან ყველა თავის ადგილს უბრუნდება. შენთან, მიწაზე ჩამოსახლებას დიდი დრო დაახარჯა, მაგრამ ადრე თუ გვიან მაინც მოუწევს წასვლა!

გაავლე
ხაზი,

გააბი
ჟაჭვი…

მაგრამ საკმარისი არც მასალა გაქვს და არც გრძნობა…

ცის ბოლომდე ვერ მიაწვდენ

იქ მისი ადგილია!

ის ცისაა…

შენ მიწის…

ის წავა…

ნუ იტირებ, მე უბრალოდ წინასწარ გაგაფრთხილე…

თუმცა ამ ქვეყანას ხომ ადამიანები არ განაგებენ…

იქ, სადაც ადამიანები ბატონობენ ბუნებაზე, ასე არ ხდება, იქ ყველაფერი ჩვენს ხელთაა,

იქ შენი ცხოვრების განმგებელი შენ ხარ და შეგიძლია შეცვალო მომავალი...

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined10 Sep 2008
Posts125
კარმა0
OFFLINEPROFILE
„ცისა და ქვეყნის შუამავალი, დედა მარიამ იჯდა სამოთხისა კარსა და ლოცვილობდა. მოვიდა წმინდა გიორგი, თაყვანი სცა და მოახსენა: „დედაო ღვთისაო! მოვიარე ფეხდაფეხ შენი წილხვედრი, ვნახე დაცემული, დავარდნილი, სადაც აღარცა ძველი ძველობს და არც რა ახალია“. ატირდა დედა მარიამ და ცრემლი მისი მარგალიტად ეყრებოდა ქვეყანასა ზედა. მივიდა იესო და შეეკითხა: „დედაო, რას სტირი, ვის იგლოვ? ცასა და ქვეყანასა?“ – „ვსტირ ჩემ საწილოსა! ვგლოვ ჩემ სადედოფლოსა, დღეს დაცემულსა, დავრდომილსა და შენგან დავიწყებულს, ხელაღებულსა!“ – „არა, დედაო ჩემო, მე როგორ დავივიწყებ შენს სადედოფლოსა? ხელს ვით ავიღებ შენს წილ-ხვედრზედა?.. მხოლოდ გამოვსცდი იობის განსაცდელითა, რომ უმეტესად გავჰკურნო და ავამაღლო! წყეულიმცა იყოს ეშმაკი მისდამი შეჩენილი და ფუ მის ავის თვალით შემყურესა!..“ გაიხარა მარიამ, შეწყვიტა ცრემლები და ღიმილი ტკბილი ქვეყნად ნათლად მოჰფინა. ამინ“.

[1899]

=fiqri= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =fiqri=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ეს ამბავი ძალიან დიდი ხნის წინ მოხდა და აქედან ძალიან შორს. თქვენ რომ შეგძლებოდათ ნებიერად გეფრინათ უღრანი ტყის თავზე, როგორც, მაგალითად, ცნობისმოყვარეობით განთქმულ ყვანჩალა ზიტას, უთუოდ შენიშნავდით ტყის შუაგულში, მდელოზე აჩონჩხლილ პატარა ციხესიმაგრეს ქონგურებიანი გალავნით და ამ გალავანს გაყოლებული, წყლით ამოვსებული თხრილით.
უცნაური იყო ეს სათამაშოსმაგვარი ციხესიმაგრე და კიდევ უფრო უცნაური ის ამბავი, აქ რომ დატრიალდა. უცნაური იყო, რადგან ეს ციხე-დარბაზიცა და ეს გალავანიც თავის დროზე ტყის უჩინარ ბინადრებს _ პატარა, ჯადოქარ გნომებს აეშენებინათ იმდროინდელი რაინდების წაბაძვით; ერთხანს უცხოვრიათ კიდეც აქ, მაგრამ მერე ისევ ძველებური და თავისუფალი ცხოვრება მონატრებიათ და ტყეში დაბრუნებულან, ციხესიმაგრე კი აქაური ტყის მელათმთავრის _ დე ლა მელას მშობლებისათვის გადაუბარებიათ. გარიგების თანახმად, ციხის ახალი მეპატრონენი ყოველდღე მიაცუნცულებდნენ ქონდრისკაცებთან თავისი ღამეული ნადავლის მეოთხედს.
ასეთი იყო გარიგება წინაპართა შორის და მელაკუდები, თუმცაღა საკმაოდ ეშმაკები იყვნენ, ამ გარიგებას არ არღვევდნენ _ არც ჯადოქარი გნომების განაწყენება უნდოდათ და არც თავიანთი წინამძღოლისა, რომელსაც ციხე-დარბაზთან ერთად მელათა გრაფის წოდებაც მიეღო და ახლა ისე უფრთხილდებოდა ამ რაინდულ პატივს, როგორც თავის უგრძესსა და უფაფუკეს კუდს.
ადრე, როცა კუდგრძელები ჯერ კიდევ თავ-თავიანთ სოროებში ცხოვრობდნენ ტყეში, ნადავლის მეტ ნაწილს მგელი სევასტი ართმევდა. სევასტის არნახული მადა ჰქონდა, მაგრამ სოფლის ძაღლების ეშინოდა და მარტო მელიები ჰყავდა დაჯაბნილი _ სადაც კი დაიგულებდა, პირიდანვე სტაცებდა ქათამს. რომელიმე მელათაგანი რომ გაქცეოდა კიდეც _ გაწბილებული სევასტი სოროს აუწიოკებდა. მომხდარა, რომ ლეკვებიც კი მოუტაცნია...
ისე იყო თუ ასე, მელათა მოდგმამ გნომებთან გარიგება არჩია. ახლა, ღამეული ნადირობის შემდეგ, მელაკუდები გარიჟრაჟზე, წინასწარ დათქმულ ადგილზე ხვდებოდნენ ერთმანეთს და მამაცი დე ლა მელას წინამძღოლობით დარაზმულნი ამაყად შედიოდნენ თავიანთ ციხესიმაგრეში.
შიმშილით ჯანგატეხილი სევასტი კბილების კრაჭუნით უვლიდა გარშემო სამელიეთის გალავანს და დე ლა მელას მოდგმის აქ დასახლების დღეს წყევლიდა...
სამელიეთის გალავანს შიგნით კი ფრიად საინტერესო ამბები ხდებოდა. გნომებისგან გაგონილმა სარაინდო ისტორიებმა ისე გაიტაცეს დე ლა მელა, რომ იგი ახლა ძალას არ იშურებდა, რათა თავისი ცუღლუტი ქვეშევრდომებისათვის ნამდვილ საგრაფოებში მიღებული წეს-ჩვეულებები და სიტყვა-პასუხი შეეთვისებინა.
ამ წეს-ჩვეულებათაგან ზოგი ძალიან ლამაზი იყო, ზოგი _ მომაბეზრებელი, მაგრამ არცთუ უაზრო, ზოგიც _ უბრალოდ სასაცილო... გრაფის ზურგს უკან თითქმის ყველა ქირქილებდა მის ახირებაზე, მაგრამ ამ თამაშს თავისი ხიბლიც ჰქონდა და მელაკუდები თანდათან მიეჩვივნენ ახლებურ ყოფას: ღამღამობით კვლავ დასუნსულებდნენ ნადავლის საშოვნელად, დღისით კი ისე დარბაისლურად დასეირნობდნენ დე ლა მელას სასახლის გარშემო, რომ ამის შემყურე ყვანჩალა ზიტას ეჭვიც კი ღრღნიდა _ ჩემს შემოსატყუებლად ხომ არ იდარბაისლებენ თავს ეს ეშმაკებიო?
მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, უფრო სწორად კი _ საღამოს (ხოლო მშვენიერი იყო თუ არა _ ახლა ნახავთ), სამელიეთის გალავნის შიგნით ისეთი წრიალი ატყდა, რომ ცნობისმოყვარე ზიტამ ჩვეული სიფრთხილე დაივიწყა და გალავნის ქონგურს შემოაჯდა. აქედან უკვე კარგად ხედავდა, რომ მისთვის ახლა სამელიეთში არავის ეცალა: რაღაც საგანგაშო მომხდარიყო, მელიები მიმორბოდნენ და მხოლოდ დე ლა მელა, რომელსაც ზიტა უცდომლად ცნობდა უზარმაზარი და მბზინავი კუდით, აუჩქარებლად მიემართებოდა სასახლისაკენ.
გრაფის ციხე-დარბაზში უკანასკნელი, ყველაზე ბალანგაცვენილი და გაუბედურებული მელაც რომ შეიძურწა და გარეთ აღარავინ დარჩა, ზიტას მთლად უმტყუნა ნებისყოფამ და ახლა უკვე სასახლის ზემო სარკმელში შეყო თავი.
როდესაც თავდაპირველი აურზაური მიწყნარდა და კუდაცახცახებული ქვეშევრდომები უფროს-უმცროსობით განლაგდნენ დე ლა მელას გარშემო, ზიტა სმენად იქცა. მალე მიხვდა, რომ მთელ ამ ამბავს არავითარი კავშირი არ ჰქონდა ყვავებთან, მაგრამ სამელიეთს კი მართლაც დიდი გასაჭირი ადგა _ ამაღამდელი ნადირობისათვის გამზადებულმა მელაკუდების რაზმმა თხრილზე გადასასვლელი ხიდი ვერ ჩაუშვა. ვიღაც მზაკვარს გარედან ისე ჩაეხერგა ხიდიცა და ალაყაფის კარიც, რომ ახლა ციხიდან ცხვირის გამყოფი არავინ იყო. რაღა თქმა უნდა, თუ გალავნიდან გადახტომას და თხრილში თავის დახრჩობას არ მოინდომებდა.
ზიტა მიხვდა, რომ წესისამებრ, სხვაზე ადრე თავისი აზრი დე ლა მელას ყველაზე კუდგრძელ კარისკაცებს _ ბარონებს დე სუნსულიოსა და დე ცუნცულიოს უნდა გამოეთქვათ, მაგრამ ყვანჩალამ არ იცოდა, რომ სუნსულიო-ცუნცულიოს ვეზირობის დროს ერთხელაც არ მომხდარა, რომ მათი აზრი ერთმანეთს დამთხვეოდა.
ახლაც ასე იყო. დე სუნსულიო დაჟინებით იმეორებდა _ `სევასტი! სევასტი! სევასტი!~, ხოლო დე ცუნცულიო ასეთივე შეუპოვრობით პასუხობდა _ `ბომბოკო! ბომბოკო! ბომბოკო!~
დე ლა მელა ხან ერთს მიაჩერდებოდა, ხან მეორეს, თავისთვის კი ფიქრობდა, რომ თუმცაღა სევასტი ყველაფრის მკადრებელი იყო, შიმშილით მისუსტებული ბებერი მგელი ვერაფრით ამოგლეჯდა ძირფესვიანად ხეს და ხიდს ვერ ჩახერგავდა, ხოლო დათვი ბომბოკო ჯანზე კი იყო, მაგრამ მელიებთან გასაყოფი არაფერი ჰქონდა და, საერთოდ, არ ჰგავდა ამგვარი ვერაგობის ჩამდენს...
მელათმთავარმა კიდევ ერთხელ შეავლო თვალი კარისკაცებს და თავისთვის ჩაილაპარაკა:
_ ბრძენი სოფი თუ უშველიდა ახლა ჩვენს გაჭირვებას, მაგრამ ფრენა ჩვენ არ შეგვიძლია და, აბა, ხმას როგორ მივაწვდენთ?..
_ მე მოგიყვანთ სოფის! _ ისე უეცრად წამოიჩხავლა ზემოდან ზიტამ, რომ თვითონვე გაუკვირდა და თავი ფრთებში ჩამალა.
ბეწვბრწყინვალეთა საზოგადოებაში უეცარი სიჩუმე ჩამოვარდა. დე ლა მელა უძრავად იჯდა, თითქოს არც გაეგონა ზიტას წამოძახილი და მხოლოდ ცოტა ხნის შემდეგ რაღაც უნდობლად აიხედა იმ სარკმლისაკენ, სადაც ეგულებოდა სამელიეთის არამკითხე მხსნელი. ყვანჩალა უკვე გაფრენილიყო...
გათენებას ბევრი არ უკლდა და, ის-ის იყო, სუნსულიო-ცუნცულიო კვლავ კამათის წამოწყებას აპირებდნენ, როდესაც დარბაზში ბუ სოფი შემოფრინდა და დარბაისლურად დაეშვა დე ლა მელას ტახტის წინ.
სოფისა და დე ლა მელას მეგობრობას თავისი ისტორია ჰქონდა. ჯერ კიდევ სამელიეთის დაარსებამდე სოფის მამას შესცოდებია და შესაჭმელად არ გაუმეტებია დე ლა მელას პატარა და-ძმა. რაღა თქმა უნდა, ამის შემდეგ სოფი და მისი წვრილშვილი დე ლა მელას მთელი მოდგმისათვის კბილშეუხებელნი გახდნენ. ეს მშვიდობიანი მეზობლობა ნელინელ მეგობრობაში გადაიზარდა: სოფი დროდადრო შემოიფრენდა ხოლმე დე ლა მელასთან _ ხან სევასტის ადგილსამყოფელს დაუზუსტებდა, ხან ახალდაჭერილ თაგვს მიართმევდა, ხან სასახლის ამბებზე წაეჭორავებოდა...
გონიერ სოფის დიდი ხანი არ დასჭირვებია, მდგომარეობაში რომ გარკვეულიყო. მან ყურადღებით მოუსმინა მელათმთავარს, თვინიერად დააცალა დე სუნსულიოსა და დე ცუნცულიოს დაესრულებინათ მორიგი პაექრობა, მერე მძიმედ აფრინდა და ტყისაკენ აიღო გეზი.
მთელი ამ ხნის განმავლობაში ზიტა კვლავინდებურად სარკმელში იყო შეყუჟული და კუდგრძელებს მისი არსებობა მაშინღა გაახსენდათ, როცა სოფის გააყოლეს თვალი და ბუს მიდევნებული ყვანჩალა დაინახეს.
სოფის ყვანჩალას დამგზავრება აშკარად აწყობდა. ინათებდა თუ არა, სულ უფრო და უფრო ცუდად ხედავდა და თუ სამელიეთში უკვე გათენებულზე მოუწევდათ მიბრუნება, ზიტას უნდა მიჰყოლოდა კუდში.
ბუმ გეზი პირდაპირ ბომბოკოს ბუნაგისაკენ აიღო. დე ლა მელასთან ლაპარაკის შემდეგ, ეჭვი მაინც ღრღნიდა _ ვაითუ დათვი რაიმემ გააცოფა ან ფუტკრებმა დაკბინეს და გონებადაბნელებულმა მელიებზე იყარა ჯავრიო...
ბომბოკო ბუნაგის წინ დაუხვდათ. მხარ-თეძოზე ისე არხეინად და მშვიდობისმოყვარედ წამოგორებულიყო, რომ სოფი ხმისამოუღებლად გადააფრინდა თავზე და კვლავ სამელიეთისაკენ გაეშურა. მხოლოდ ზიტამ წაიჩხავლა რაღაც მისალმებისდაგვარი და კუდი დაუქნია უცნაური წყვილის შემოფრენით ცოტა არ იყოს გაკვირვებულ დათვს.
გათენებულიყო და ახლა უკვე ზიტა მიფრინავდა წინ. მიფრინავდა ნელა და აუჩქარებლად, მაგრამ დროდადრო მაინც უკან იყურებოდა _ სოფი ხომ არ ჩამორჩაო...
ის-ის იყო, ციხესიმაგრეში შეფრენას აპირებდნენ, რომ ზიტა მოცელილივით დაეშვა გალავნის ქონგურზე. სოფი უხმოდ გვერდზე მიუჯდა.
ცოტა ხანში, სული რომ მოითქვა, ზიტამ აკანკალებული ხმით ჰკითხა სოფის _ მდელოზე რამეს თუ ხედავო? სოფიმ უარის ნიშნად დიდი თავი გააქნია. ზიტამ რაღაც დაბნეულად მიმოიხედა გარშემო, მაგრად მოჭუტა თვალები და მერე ისევ თვალებდაჭყეტილი მიაშტერდა ციხესიმაგრის წინ გაშლილ მდელოს. არა, ნამდვილად არაფერი ეჩვენებოდა _ ზედ შუა მდელოზე უზარმაზარი გველეშაპი გაწოლილიყო... მერე სოფიმაც თითქოს გაარჩია რაღაც რუხი და უძრავი ბორცვი...
ზიტა შიშისაგან ადგილიდან ვერ იძვროდა. სოფის გულმა უკარნახა, რომ ახლა მხოლოდ მის საზრისიანობაზე იყო დამოკიდებული სამელიეთის ბედი და განწირულივით მოსწყდა გალავანს.
სუნთქვაშეკრული ზიტა ხედავდა, რა მძიმედ იქნევდა ფრთებს ბუ და რა ფრთხილად დაფრინდა რუხი მთის შორიახლოს. სოფი ცოტა ხანს შეყოვნდა. ეტყობოდა, ძალას იკრეფდა, მაგრამ მერე მხნედ წაბაჯბაჯდა გველეშაპისაკენ და ზედ ცხვირწინ დაუსკუპდა.
გველეშაპი მოწკურული თვალებით ბუს მიაშტერდა _ ეს ვინღააო?
სოფი ცდილობდა, რაც შეიძლება ბოხი და სერიოზული ხმით ელაპარაკა და სიტყვა-პასუხიც განსაკუთრებით ზრდილობიანი ჰქონოდა _ რაც უნდა იყოს, ელჩობა ჰქონდა ნაკისრი.
_ პატივცემულო გველეშაპო, _ როგორც იქნა, ამოთქვა სოფიმ, _ მაპატიეთ, რომ სახელით ვერ მოგმართავთ.
_ მე კლარა მქვია, _ მოულოდნელად ნაზი და წკრიალა ხმით უპასუხა გველეშაპმა.
_ მადამ კლარა, _ კვლავ წამოიწყო სოფიმ, ცოტა არ იყოს, შეცბუნებულმა, მაგრამ ახლა უკვე თავისივე ხმით.
_ გაუთხოვარი გახლავართ, _ გააწყვეტინა სიტყვა კლარამ.
_ ოო, მომიტევეთ, მადმუაზელ, ეს ხომ ისედაც ჩანს... ასეთი ნაზი და მშვენიერი არსება... _ არ დაიბნა სოფი.
_ თქვენ ასე თვლით? _ იკითხა კლარამ აშკარად ნასიამოვნები კილოთი.
_ რაღა თქმა უნდა, ამას ხომ ბრმაც დაინახავს, _ თქვა სოფიმ და ინანა, _ ვაითუ კლარამ იცის, ბუები დღის სინათლეზე ცუდად რომ ხედავენო.
_ როგორ დაინახავს, თუ ბრმაა? _ სულ სხვანაირად შეატრიალა კითხვა კლარამ.
_ გამოთქმაა ამნაირი. მაგალითად, როდესაც ვამბობთ: გული გამისკდაო, _ მართლა ხომ არ გვისკდება გული, _ გაუჭირვებლად მოიხმო მაგალითი სოფიმ.
_ ჰოოო? _ გაიკვირვა კლარამ, _ თუმცა ყოველთვის მიჭირდა ამგვარ გამოთქმებში გარკვევა... მშობლებსაც იმიტომ გამოვექეცი...
_ რატომ გამოექეცით? _ ჩაეკითხა სოფი, რომელსაც კლარას გაჭირვებამ თავისი დამშეული ბარტყები გაახსენა.
_ ჩვენს გამოქვაბულში შემთხვევით კვერცხს დავაბიჯე ფეხი და დედ-მამამ სულ `მოსაკლავი~ მიძახეს. შემეშინდა და აქეთ გამოვიქეცი... უკვე რამდენი ხანია მას შემდეგ... ესე იგი არ მომკლავდნენ? ეს მხოლოდ გამოთქმაა ამგვარი? აბა, თუ ბოროტები არ იყვნენ და ჩემი მოკვლა არ უნდოდათ, რატომ იძახდნენ: `ამ მოსაკლავმა ჩვენი უკანასკნელი იმედი დაამსხვრიაო?~ _ მე ხომ მხოლოდ კვერცხი შემომატყდა? _ თავისას არ იშლიდა კლარა.
სოფიმ მძიმედ ამოიოხრა და რაღაც უიმედოდ ახედა გველეშაპს.
_ როგორ ბრძანებთ, თქვენი მშობლები, ასეთი საპატივცემულო გველეშაპები, თავიანთ ქალიშვილს მოსაკლავად როგორ გაიმეტებდნენ... იმ კვერცხიდან, ალბათ, თქვენი ძმის ან დის გამოჩეკას ელოდნენ და იმიტომაც გაცეცხლდნენ.
_ არა, პირიდან ცეცხლს არ აფრქვევდნენ, _ დააზუსტა კლარამ, _ ცეცხლს რომ აფრქვევენ, ისინი ჩვენი შორეული ნათესავები არიან.
სოფი აღარ გამოედევნა კლარას ნათესაური კავშირების დადგენას და გველეშაპთან ლაპარაკის თავდაპირველი გეგმა გაიხსენა. ერთხანს ჩუმად იყო, მერე, ნელინელ, მოთქმით წამოიწყო:
_ სულ მარტოდმარტო დარჩენილი, თან ასეთი ლამაზი, ასეთი ახალგაზრდა... რა უსამართლობაა...
ბუმ უეცრად შეწყვიტა მოთქმა და რიხიანი კილოთი დაასკვნა:
_ თქვენ უნდა დაბრუნდეთ! დიახ, თქვენ აუცილებლად უნდა დაუბრუნდეთ მშობლიურ კერას!
_ რას დავუბრუნდე? _ კვლავ ვერ გაიგო კლარამ.
_ მშობლიურ გამოქვაბულს, _ განმარტა გველეშაპის მიუხვედრელობით გაბეზრებულმა ბუმ.
_ არასოდეს! მე მათთან საერთო აღარაფერი მაქვს და სულაც დამოუკიდებლად უნდა ვიცხოვრო. მე უკვე დიდი ვარ.
სოფიმ ერთი კი დააპირა შეპასუხება, _ პატარა ხარო, _ მაგრამ ამ ვეება მთას რომ ახედა, ენა არ მოუბრუნდა და უიმედოდ ჩაქინდრა თავი.
კლარა, პირიქით, გახალისდა, ლაპარაკის ხასიათზე დადგა და მეოცნებე ხმით განაგრძობდა:
_ დიახ, მე უკვე ზრდადასრულებული ქალიშვილი ვარ და დამოუკიდებლად უნდა ვიცხოვრო. სხვათა შორის, საკუთარ ბედზეც უნდა ვიფიქრო. ამიტომ, პირველ ყოვლისა, ოცდაათი მელია მჭირდება.
სოფიმ ყურები ცქვიტა. `დაღუპულან~, _ გაიფიქრა თავისთვის, მაგრამ შეეცადა მღელვარება არ დამჩნეოდა და კლარას განზრახ დამტკბარი ხმით ჰკითხა:
_ ასე მოგშივდათ, განა?
_ არა, სულაც არ მშია... თუმცა ჰო, ჰო, ძალიანაც მშია და სანამ ის მელაკუდები ოცდაათ თავისიანს არ გაიმეტებენ, ციხიდან არ გამოვუშვებ!
სოფი შიშით აძაგძაგდა, მაგრამ უკან მაინც არ იხევდა და მელიების დასახსნელ გზას ეძებდა.
_ პატივცემულო კლარა, მელიების ნაცვლად, ვთქვათ, სამასი თაგვი რომ მოგვერთმია ან ქათმები... მერწმუნეთ, გაცილებით უფრო გემრიელია...
კლარა ჭირვეულად იმეორებდა თავისას:
_ არავითარი თაგვები და ქათმები! ოცდაათი მელა და მორჩა! მე არსად არ მეჩქარება, მაგათ იკითხონ.
მერე აძურწულ სოფის დახედა და დაამატა:
_ ოცდაათი მელა და თან ყველაზე ლამაზი. ყველაზე ლამაზი ყველაზე გემრიელიც იქნება. ხომ ასეა?!
ეს ბოლო სიტყვები იმგვარი შეუვალობით იყო ნათქვამი, რომ სოფიმ შეპასუხება ვეღარ გაბედა, შიშისაგან გაათკეცებული თავაზიანობით დაემშვიდობა გველეშაპს და ისე ნაბიჯ-ნაბიჯ დაიხია უკან, რომ თავის ბოლო დაქნევასთან ერთად აფრენილიყო კიდეც და გასცლოდა იქაურობას.
ყვანჩალა, რომელიც გალავნიდან თვალს ადევნებდა ამ წარუმატებელ ელჩობას, ჰაერში შეეგება გამობრუნებულ ბუს და სოფის საგრაფო დარბაზში შეფრენისთანავე, თავის ჩვეულ ადგილზე მოკალათდა სარკმელში.
სოფი ისე მოცელილივით დაეშვა დე ლა მელას ტახტის წინ და ისე უხერხულად ჭუტავდა თავის დიდრონ თვალებს, რომ ცხადი იყო _ სასიკეთოს ვერაფერს იტყოდა.
სიჩუმე ისევ დე ლა მელამ დაარღვია:
_ თქვი, ჩვენზე ფიქრით ძილგამკრთალო დაო, თქვი, რა ამბავი მოგიტანია?!
_ ოო, თქვენო კუდუბრწყინვალესობავ, ბუთა მოდგმის მფარველო და კეთილო მეგობარო! საზარელი ამბავი უნდა შეგატყობინოთ!
დარბაზს კუდების ცახცახმა დაუარა. უძრავად ისხდნენ მხოლოდ დე ლა მელა და მისი რამდენიმე ძველი თანამებრძოლი. მართალია, ამ უკანასკნელთ კუდები საერთოდ არ ჰქონდათ, თავის დროზე სევასტისა და სოფლის ძაღლებს მოეჭამათ, მაგრამ რომ ჰქონოდათ, ნამდვილად არ ააცახცახებდნენ.
_ გვაუწყე ჩვენი უბედურების ამბავი, ქალბატონო სოფი, ნუღარ აყოვნებ! _ კვლავ მიმართა დე ლა მელამ სტუმარს და თვალებმოჭუტულმა გადახედა დარბაზს.
სოფიმ ჯერ დინჯად და დაწვრილებით აღწერა გველეშაპის გარეგნობა და მათი საუბრის შინაარსი, ბოლოში კი წამოენთო და წამოიძახა:
_ გველეშაპი ღელავს! ოცდაათი მელა, თან ლამაზი ყველა, უნდა შესაჭმელად!
_ რა დროს ლექსებია, _ ჩაიქირქილა დე სუნსულიომ.
დე ცუნცულიომ შეპასუხება არ დააყოვნა:
_ დიდად სამწუხაროა, როდესაც ზოგიერთს არ ესმის, რომ ჭეშმარიტი პოეზიის ძალა სწორედ ასეთ წუთებში ვლინდება!
დარბაზში მოულოდნელი კისკისი გაისმა. კუდმოჭმულებმა უკმაყოფილოდ გადახედეს შორეულ კუთხეში შეყუჟულ მბზინვარექურქიან ლამაზმანებს, დე ლა მელას ნება-სურვილის თანახმად, ფრეილინებად რომ იწოდებოდნენ. ფრეილინებმა დამნაშავედ დახარეს თავები, მაგრამ წამწამებქვეშიდან ისე ეშმაკურად აციმციმებდნენ თვალებს, რომ დე ლა მელასაც კი ულვაშებში ჩაეცინა _ ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ამ კუდფაფუკა ცუღლუტებმა სასახლის ყველა საიდუმლო იცოდნენ _ ისიც, თვითონ ჩუმ-ჩუმად ლექსებს რომ წერდა და ისიც, ვის უძღვნიდა ამ ლექსებს...
ამასობაში კუდების ცახცახიც შეწყდა და მელათმთავარი მიხვდა, რომ სწორედ ახლა უნდა გაეცა პასუხი სოფისათვის.
_ მაშ, ოცდაათი მელა, თან ლამაზი ყველა, უნდა შესაჭმელად?! ვერ მივართმევთ, ვერა! _ ეს დაბოლოება ისეთი მჭექარე ხმით წარმოითქვა, რომ დარბაზმა ერთბაშად იქუხა.
ზიტა, რომელიც მოულოდნელობისაგან კინაღამ გადმოვარდა თავისი სარკმელიდან, ცალკეულ შეძახილებსღა არჩევდა: `გრაფს გაუმარჯოს! ვაშაა!~, `დე ლა მელა _ გაგვიძეხი ყველას!~, `ძირს მზაკვარი გველეშაპი!~ და ასე შემდეგ.
საომარი ყიჟინა რომ ჩაცხრა, დე ლა მელამ კილო იცვალა:
_ ღრმად პატივცემულო კუდგრძელებო და უკუდონო, ქალბატონო სოფი და თქვენც, ქალბატონო ზიტა, კარგად მოგეხსენებათ, რომ ჩვენს გასაჭირს ყვირილით არაფერი ეშველება. სჯობს, თითოეულმა ბრძენთაგანმა გამოთქვას თავ-თავისი აზრი.
დე სუნსულიომ გაბადრულმა გადახედა დარბაზს. ემჩნეოდა, რომ ხსნის გზა ნაპოვნი ჰქონდა. ეს გზა სევასტისაკენ მიდიოდა _ შევურიგდეთ და გვიშველისო.
დე ცუნცულიომ, რაღა თქმა უნდა, ბომბოკოსაკენ აიღო გეზი _ თუკი სამომავლოდ ბომბოკოს თაფლს შევპირდებით, ახლა გასაჭირისაგან გვიხსნისო...
კუდმოჭმულთა აზრი უკუდოთუხუცესმა მელენტიმ გამოთქვა: `ჩვენ, მისი კუდუბრწყინვალესობის ძველ თანამძრომელებს, თუმცაღა კუდები არ შეგვრჩა სევასტისთან და სოფლის მზაკვარ ძაღლებთან ორთაბრძოლაში, მაგრამ გულები, ზოგიერთებისაგან განსხვავებით, საგულესა გვაქვს, _ აქ მან ხმას აუწია, _ ამიტომაც ჩვენი საერთო გადაწყვეტილებაა _ ომი და მხოლოდ ომი!~
დე ლა მელამ რატომღაც სასახლის თავანს ახედა და მელენტის შემპარავი ხმით ჰკითხა, _ საომარი გეგმა თუ გაქვთო?
_ საომარი გეგმა ერთ კვირაში თქვენი კუდუბრწყინვალესობის წინ გაიშლება, _ გაიჯგიმა მელენტი და ღირსებით აღსავსე თავდახრით დაასრულა თავისი პატაკი.
_ გნომებისათვის ხომ არ გვეკითხა რჩევა, _ სასხვათაშორისოდ ჩაილაპარაკა სოფიმ. დე ლა მელას არაფერი უპასუხია, მაგრამ ისეთნაირად იქნევდა თავს, ეტყობოდა, ეს აზრი სხვაზე უფრო დაუჯდა ჭკუაში.
ის-ის იყო დე ლა მელას საბოლოო სიტყვა უნდა ეთქვა, წინ ბებერი მელათმწიგნობარი და ალქიმიკოსი მელკიბიადესი აეტუზა. აცახცახებულ თათებში ობმოკიდებული ტყავის გრაგნილი ეჭირა. ეტყობოდა, რომ ღელავდა და რაღაც დიდმნიშვნელოვანის თქმას აპირებდა, მაგრამ გრაფის ნებართვის გარეშე ვერ ბედავდა.
გაქუცულკუდიანი მეცნიერის მიუპატიჟებლად ტახტის წინ გამოჩენა, როგორც ჩანს, საგრაფო კარზე მიღებული რომელიღაც წესის დარღვევა იყო, მაგრამ დე ლა მელამ თვალებით ანიშნა ბალანაბურძგნილ სასახლეთუხუცესს, რომ საგანგაშო არაფერი მომხდარა და მელკიბიადესს ღიმილით მიმართა:
_ დიდო ალქიმიკოსო! აი, ახლა კი მოგეცა საშუალება, მთელი შენი ცოდნა გამოამჟღავნო. ჩაუჯექი შენს სინჯარებს და ერთ კვირაში, სანამ გულადი კუდმოჭმულები საომარ გეგმას გაამზადებენ, ხელოვნური ვარიები გამოიყვანე! ხომ შეძლებ? იცოდე, უკანდასახევი გზა არა გაქვს! ერთ კვირაში ციხესიმაგრის ყველა თაგვი შეჭმული იქნება და მხოლოდღა შენი ვარიების იმედით უნდა ვიარსებოთ!
კარისკაცებმა მლიქვნელურად ჩაიხითხითეს, მაგრამ მელკიბიადესს ეს აინუნშიაც არ ჩაუგდია. დე ლა მელას არ აცილებდა თვალს და მხოლოდ მას მიმართავდა:
_ თქვენო კუდუბრწყინვალესობავ! როგორც კი ბრძენმა ქალბატონმა სოფიმ ეს საზარელი ამბავი მოგვიტანა, მე გნომების ბიბლიოთეკას მივაშურე და იქ ძველისძველ ხელნაწერებში ერთი ეტრატი ვნახე, რომელშიც საოცარი რამ წერია...
_ მაინც რა წერია? _ ჩაეკითხა დე ლა მელა.
_ გველეშაპი ხორცს არ ჭამს, გრაფო, მენდეთ... მხოლოდ ბალახს... აი, აქ წერია, ამ ეტრატზე. ჩანახატიც არის...
დარბაზში ჩოჩქოლი ატყდა. მელკიბიადესს გარკვევით ესმოდა მისი მისამართით ნათქვამი: `გამოჩერჩეტებული ბებერი~, `კუდგაქუცული შარლატანი~, `არამკითხე ცრუმეცნიერი~... იგი დაიბნა და აიძურწა, მაგრამ თავისას მაინც არ თმობდა: მე ყველა გველეშაპს როდი ვგულისხმობ, ქალბატონმა სოფიმ რომ აგვიწერა, მხოლოდ იმაზე ვამბობო, _ იმეორებდა. შემდეგ სოფის გრაგნილი გაუშალა წინ: ხომ ჰგავსო? _ ჩაეკითხა.
_ შეიძლება კიდევაც ჰგავს, _ ფრთები აიჩეჩა სოფიმ, _ მაგრამ დანამდვილებით მაინც ვერ გეტყვით, ხომ იცით, დღისით რა ცუდად ვხედავ.
გრაგნილმა მთელი დარბაზი შემოიარა. რაღა თქმა უნდა, უფროს-უმცროსობის დაცვით, მაგრამ ყველამ დაათვალიერა ეტრატი გველეშაპის სურათითა და მინაწერით.
ის-ის იყო, გრაგნილი კვლავ მელკიბიადესს უნდა დაჰბრუნებოდა, ზევიდან ჩხავილი გაისმა და სარკმელში ყვანჩალა ზიტა გამოჩნდა.
_ თქვენო კუდუბრწყინვალესობავ, _ ჩამოსძახა მან დე ლა მელას, _ მაპატიეთ, რომ დაუკითხავად ვერევი თქვენს საქმეებში, მაგრამ ქვის გული ხომ არა მაქვს? ვიდრე აქ ბჭობდით, მე გნომებთან გადაფრენა მოვასწარი და მათი პასუხიც მოგიტანეთ.
დე ლა მელამ ზიტას ახედა, მერე სოფიზე გადაიტანა მზერა და თითქოს მისგან რაღაც უხმო დასტური მიიღოო, ყვანჩალა დარბაზში შემოიპატიჟა:
_ ჩამოფრინდით, ქალბატონო ზიტა, აქ თქვენ კბილს არავინ გახლებთ. რაც უნდა მოშიებულნი ვიყოთ, თქვენგან ისე დავალებულნი ვართ, რომ...
_ ცუდი ამბავი რომ მოვიტანე, გრაფო?! _ ხმა ჩაუვარდა ზიტას, მაგრამ ტახტის წინ მაინც დაფრინდა.
_ რითაც დაგვეხმარეთ, იმისთვისაც მადლობელნი გახლავართ... მაინც, რა თქვეს ასეთი გნომებმა?
_ არაფერი შეგვიძლიაო, ჩვენი ჯადოქრობა მხოლოდ ამ ტყის ბინადრებზე ვრცელდებაო და ის გველეშაპი კი ცხრა მთას იქიდანაა გადმოხვეწილიო... მისი აქ გამოჩენის ამბავი თქვენზე ადრე გავიგეთ და რომ შეგვძლებოდა, როგორ არ დაგიხსნიდით, თვითონაც ხომ შიმშილი მოგვიწევსო... _ ქვითინით ჩაამთავრა ზიტამ ეს მართლაც უნუგეშო ამბავი.
დე ლა მელას არასოდეს ენახა მტირალი ყვავი, მაგრამ არაფერი შეიმჩნია და ზიტას კვლავინდებური სიმშვიდით მიმართა:
_ ჩემო ზიტა, ჩვენ დიდი გასაჭირი გვადგას, მაგრამ სატირალი მაინც არაფერი გვაქვს. ნუ მივცემთ ცუდ მაგალითს ახალ თაობას (აქ დე ლა მელამ ნაძალადევი ღიმილით გადახედა ფრეილინებს და შემდეგ კვლავ ყვავს მიუბრუნდა), _ დიახ, სატირალი არაფერია, დასაფიქრებელი კი ბევრი. ვთხოვოთ ქალბატონ სოფის კიდევ ერთხელ აგვიწეროს გველეშაპთან შეხვედრა. რაიმე წვრილმანი ხომ არ გამოგრჩათ?.. ისე აღელვებული ბრძანდებოდით... ბალახს ხომ არ ძოვდა, თქვენ რომ მოფრინდით?
_ ბალახს? _ ჩაეკითხა სოფი, _ არა, ბალახს ნამდვილად არ ძოვდა. საერთოდ არაფერს ჭამდა, თვლემდა. შეიძლება იმიტომაც არ ჭამს, რომ ცუდ გუნებაზეა... უკვე დიდი ხანია, რაც მშობლებს გამოექცა, სულ მარტოდმარტოა და ტირის... ისე მგონია, სულ არ არის ბოროტი არსება... მაგრამ მელიებს რომ მოითხოვს?
_ იმიტომაც მოითხოვს, რომ მელიათმჭამელია და მოშიებული! _ წამოიძახა მელენტიმ და ნიშნის მოგებით გადახედა მელკიბიადესს.
_ ნუ განვაახლებთ კამათს, _ შემრიგებლური კილოთი თქვა დე ლა მელამ, _ მერე წამით ჩაფიქრდა და ჩაილაპარაკა, _ ისე, ჩვენში რომ ვთქვათ, თუ არ ჭამს, რა ჯანდაბად უნდა ოცდაათი მელა?
_ მე ვიცი... _ წაიკნავლა ერთ-ერთმა ყველაზე კუდფაფუკა ფრეილინამ და იმავე წამს ცხვირი ჩამალა გვერდზე მდგარი მეგობრის ბეწვში.
_ ბრძანეთ, მადმუაზელ, ახლა თქვენს ხელთაა ჩვენი ბედი! _ მიმართა ეშმაკურად გაღიმებულმა დე ლა მელამ. მერე, როდესაც შენიშნა, რომ ფრეილინამ სულ ჩაიკმინდა ხმა, უკვე უფრო სერიოზულად გაუმეორა, _ გისმენთ, რენატა!
აღელვებული რენატა მარაოსავით იქნევდა ფაფუკ კუდს, მაგრამ უკანდასახევი გზა უკვე მოჭრილი ჰქონდა.
_ დიახაც, ვიცი! გველეშაპი გაუთხოვარია და სულ მარტოდმარტოა... თქვენ ხომ თქვით, რომ გაუთხოვარია? _ ჩაეკითხა რენატა სოფის. სოფიმ უხმოდ, თავის დაქნევით დაუდასტურა ნათქვამი.
_ რა შუაშია გათხოვილი და გაუთხოვარი?! _ ჩაერია დე ცუნცულიო.
_ იმ შუაშია, რომ... _ წამოიწყო დე სუნსულიომ და უმწეოდ გადახედა რენატას, რადგან მართლაც არ იცოდა, რა შუაში იყო და წინადადებას ვერ ამთავრებდა. ისევ რენატამ უშველა:
_ დიახ, იმ შუაშია, რომ მარტოდმარტოა და კუდის სწორს ეძებს... კუდი ხომ გრძელი აქვს? _ კვლავ ჩაეკითხა სოფის და ისევ უხმო დასტური მიიღო, _ აბა, როგორ გათხოვდება, თუკი ვინმეს თავი არ მოაწონა, _ განაგრძობდა რენატა, _ თავის მოწონება კი მარტო ჩვენნაირი ფაფუკი ბეწვით შეიძლება... ჰოდა, ყელსაბურავი უნდა გაიკეთოს ჩვენგან... ჩვენც რომ მასე შიშველ-ტიტვლებს გვერბინა და თაყვანისმცემელი არავინ გვყოლოდა, შეიძლება ჩვენც კი გავმწარებულიყავით...
დარბაზი ისევ აჩოჩქოლდა: `სისულელეა~, `სად სიყვარული და სად გველეშაპი~, `შეჭმა უნდა, შეჭმა უნდა~, `სიყვარული ყოვლისშემძლეა~, `თვითონ რენატა რაღაზეა გაუთხოვარი?~ _ მოისმოდა საერთო ხმაურში.
დე ლა მელამ წყრომის ნიშნად კბილები დააღრჭიალა _ გაჩუმდითო! _ და სუნსულიო-ცუნცულიოს წყვილს მიაჩერდა.
ბარონ დე სუნსულიოს აზრით, გამოდიოდა, რომ რენატა მართალია და სიყვარული ყოვლისშემძლეა, მაგრამ გველეშაპს მელიების შეჭმა უნდა.
ბარონი დე ცუნცულიო ამტკიცებდა, რომ რენატა ცდება და გველეშაპისათვის ისევე უცხოა სიყვარულის ამამაღლებელი გრძნობა, როგორც ხორციელი სიყვარული.
_ თუ ხორცისადმი სიყვარული? _ ჩაეკითხა თვალებმოწკურული მელათმთავარი.
_ დიახ, დიახ, ხორცისადმი სიყვარული, _ მყისვე დაეთანხმა ბარონი.
_ მაშინ რაღაში სჭირდება ეს მელიები?
_ გასართობად, მხოლოდ გასართობად, ხომ თქვეს, მოწყენილიაო, _ სხაპასხუპით ჩაამთავრა წინადადება დე სუნსულიომ და თვალები აარიდა დე ლა მელას.
უკუდოთუხუცესმა მელენტიმ, რომელსაც, წესის მიხედვით, ბარონების შემდეგ ერგებოდა სიტყვა, მჭახე ხმით წარმოთქვა კუდმოჭმულთა აზრი:
_ თქვენო კუდუბრწყინვალესობავ! ლაპარაკი სიყვარულზე იქ, სადაც წყდება სამელიეთის ბედ-იღბალი, ჩვენი კუდების ხსოვნის შეურაცხყოფად მიგვაჩნია და მოვითხოვთ, რომ მადმუაზელ რენატამ საჯაროდ ბოდიში მოიხადოს!
დე ლა მელა წამით შეცბა, მაგრამ მაინც არ დაბნეულა და შემრიგებლური გეზი აიღო:
_ სინიორებო! თქვენი რაინდული წარსული გაიხსენეთ! განა თქვენ არ ებრძოდით კუდგამეტებით სევასტისა და იმ დაუნდობელ ფოქსტერიერებს _ ფანის, ფანფანსა და ფანდორს? ვის შერჩა გამარჯვება?! შენ არ იყავი, მელენტი, სევასტის რომ შეატოვე კუდი, რათა რენატას დედა გადაგერჩინა?! ან შენ, შეუპოვარო მელიარეს, შენ არ გადაიკვნიტე ხმისამოუღებლად ხაფანგში მოყოლილი კუდი?! ახლა რაღა დაგემართათ?! სად გაქრა თქვენი რაინდობა?! მადმუაზელ რენატა იქნებ მართლაც ცდება, მაგრამ მოდი, ნუ დავწამებთ მას მკრეხელობას და ნუ შევუღრენთ... შეხედეთ _ რა ახალგაზრდა და რა მშვენიერია. აბა, ვინ უნდა იოცნებოს სიყვარულზე, თუ არა მან და მისმა მეგობრებმა?!... ჩვენ კი, უფროსმა თაობამ, კვლავ სახელმწიფო საქმეებზე ვიფიქროთ, _ სული მოითქვა დე ლა მელამ და დასტურისათვის, რატომღაც, სოფის მიუბრუნდა, _ ასე არაა, ქალბატონო სოფი?
სოფიმ ისედაც ფართოდ დაჭყეტილი თვალები კიდევ უფრო დაჭყიტა და საკმაოდ ხმამაღლა, დამარცვლით წარმოთქვა: _ მე ვფიქ-რობ, რომ მად-მუა-ზელ რე-ნა-ტა მარ-თალს ამ-ბობს!
დარბაზი გაისუსა მელათმთავრის გადამწყვეტი სიტყვის მოლოდინში და ის-ის იყო, დე ლა მელამ რაღაცის თქმა დააპირა, ზიტა აჩხავლდა:
_ ვიდრე რამეს გადაწყვეტდეთ, კუდფაფუკებო, უნდა გითხრათ, რომ ამას წინათ აქ ჩამოფრენილი იხვებისაგან გავიგონე _ ვიღაც ყმაწვილი გველეშაპი ცხოვრობს აქედან ერთი კვირის საფრენზე, სრუტის გადაღმა ნისლიანი კუნძული რომაა, იქო... ტბაში დავინახეთ, მარტოდმარტო ცურავდაო... უზარმაზარი და საშინელი შესახედავიაო...
_ ეგება გვეშველოს და ითხოვოს ეს ოჯახდაქცეული ყელსაბურავის გარეშე, _ აღმოხდა დე ლა მელას.
კარისკაცები ხმას არ იღებდნენ. სუნსულიო-ცუნცულიოს უკვე აღარ ახსოვდათ, თავდაპირველად რა აზრი გამოთქვეს და ახლა ენაზე დაეჭირათ კბილები. კუდმოჭმულები რიგრიგობით მომნუსხავად აშტერდებოდნენ რენატას, სოფისა და ზიტას. ვეტერანები დარწმუნებული იყვნენ, რომ გრაფი აშკარად ტყუვდებოდა და ახლა არ იცოდნენ, ღირდა კამათის თავიდან წამოწყება თუ არა.
მელაკუდებში გაშინაურებული ყვანჩალა კი არ ცხრებოდა და სხაპასხუპით გაიძახოდა: მე ზიტა არ ვიყო, თუ ხუთ დღეში სამახარობლო ამბავი არ ჩამოგიტანოთ! თქვენ ჯერ ნამდვილი ყვავი არ გინახავთო...
ზიტა კიდევ რაღაცის დაყოლებას აპირებდა, მაგრამ გრაფის გამომცდელ მზერას წააწყდა და უცებ დადუმდა.
_ ქალბატონო ზიტა, თქვენ მართლა შეგიძლიათ ხუთ დღეში ჩამოგვიტანოთ ზღვისგადაღმელი სასიძოს ამბავი? _ შეეკითხა დე ლა მელა ყვავს ისე, რომ თვალი არ მოუშორებია მისთვის.
ზიტამ ენაზე იკბინა _ ან როგორ უნდა ეფრინა ხუთ დღეში ერთი კვირის საფრენი, ან ამდენი ხნით ვის იმედად დატოვებდა თავის ახალგამოჩეკილ ბახალებს?.. _ სოფიმ, თითქოს საფიქრალს მიუხვდაო, ყვავს გადაულაპარაკა, _ ბარტყებზე ნუ ფიქრობ, ერთი ბ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ალპური ია

კაქავაბერდის თავზე მთელი წელი ღრუბელია ჩამოწოლილი, ციხის გალავნის წვეტიანი ზღუდე თეთრ ღრუბლებში იძირება და მხოლოდ მაღალი კოშკები მოჩანან შავად. შორიდან არ ჩანს რომ ეს მხოლოდ ნანგრევებია და ციხე-კოშკი ჩამონგრეულია, სათვალთვალო კოშკზე გუშაგი დგას. სასახლის ყველა კარი ჩარაზულია, ციხე-კოშკის თავიდან კი ვიღაც გასძახის კლდის ციცაბოზე მომავალ მგზავრს; ხოლო როდესაც ქარი ღრუბლებს გაფანტავს ხეობებში და ნაფლეთებად დაშლის, გამოჩნდება გალავანზე მოდებული ბურდები, ციხე-კოშკის დახრილი თავი და ნახევრად მიწაში ჩაწოლილი გალავნის კედლები _ არავითარი რკინის კარი, არც გუშაგი კოშკის თავზე. სიჩუმეს დაუსადგურებია კაქავაბერდის ნანგრევებში, მხოლოდ ხევში ხმაურობს მდინარე ბასუტი, რომელიც ჩამოფხეკს ნაპირებს და მორეცხავს მდინარის კალაპოტის ლურჯ გრანიტს. თავის ვიწრო კალაპოტში მიიკლაკნება მდინარე ბასუტი და თითქოს, მისი თეთრი ქაფის ქვეშ ათასი ქოფაკი ძაღლი ყმუილით ღრღნის თავის ქვის ბორკილებს. გალავანზე ძერასა და სვავს ბუდეები გაუკეთებიათ, როგორც კი ციხის კედლებში ფეხის ხმა გაისმის, ისინი ყრანტალს იწყებენ. გამოფრინდებიან ბუდეებიდან და შიშისმომგვრელად დაფრინავენ ციხის თავზე, ბოლოს კი გამოჩნდება ქვის არწივი მოკაუჭებული ნისკარტით, შუბის წვერებივით ალესილი ბრჭყალებით, ფოლადის ჯავშანივით ფრთებით. კაქავაბერდის მაღლობზე ერთადერთი ყვავილი ალპური იაა, რომელსაც კაკბის ფეხივით წითელი ღერო და მეწამული ყვავილი აქვს. ალპური ია ქვებში იზრდება, გალავნის კედლების ქვეშ, მზისგან ქვები ცხელდება და როცა ღრუბელი გალავნის კედლებს და ქვებს დაჩრდილავს, ია იხრება და თავს თბილ ქვაზე დებს. ყვავილების მტვერში მოსვრილ ფერად ხოჭოს ია ჰამაკად ეჩვენება, ხოლო ქვეყანა მეწამულ წალკოტად. ქვევით, ხევში, მდინარე ბასუტის მეორე ნაპირზე, კლდეზე, როგორც ქანდარაზე, შემომჯდარი რამდენიმე სახლი მოჩანს. დილაობით საკვამურებიდან გველივით მოიკლაკნება ლურჯი კვამლი და ღრუბლებში იკარგება. შუადღის სიცხეში სოფელში მამალი ყივის, მამლის ყივილთან ერთად სახლის ჩრდილში მჯდარი მოხუცი გლეხი ამთქნარებს, ხელჯოხით ქვიშაზე ნიშნებს ხატავს, ნიშნებთან ერთად თავის წარსულს ჩხრეკს. სოფელშიც და ციხის თავზეც დრო ნელა მიიზლაზნება, წლები თითქოს ერთ ხეზე მოსხმული ერთმანეთისმაგვარი ფოთლებია, ამიტომაც ირევა მოხუცის მეხსიერება. მდინარე უწინდელ ჰანგზე მღერის, ისევ ქვები და ისევ ის ქვის არწივი. რამდენ თაობას უცხოვრია მდინარე ბასუტთან, დაკემსილი ნაბდები გაუფენია ატალახებულ მიწაზე, ლერწმით შეუკრავს კარვები და ყოველ გაზაფხულზე, როდესაც კაქავაბერდის კალთაზე ალპური ია იშლება, თხა და ცხვარი ციხის ფერდობზე გაურეკია, გუდა ყველით აუვსია და ზამთარში ფეტვის პური და თხის ყველი უკვნეტია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
გაგრძელება

ერთ მზიან დღეს კაქავაბერდის ფერდს სამი მხედარი შესდგომოდა. არა მხოლოდ სამოსზე, არამედ ცხენზე ჯდომაზეც ეტყობოდათ, რომ ორი მათგანი ქალაქელი იყო და არც კაქავაბერდი ენახათ და არც მისი ფერდობი. მესამე მხედარი მათ მიუძღვოდათ და თუ წინამავალნი მაგრად ჩაფრენოდნენ თავიანთი ცხენების ლაგამს და წონასწორობას ძლივს იკავებდნენ, ეს უკანასკნელი თავისთვის რაღაც ნაღვლიან და უსასოო სიმღერას ღიღინებდა, ისეთს, როგორიც ტიალი ხეობა, მოწყენილი ფერდობი და შორეული სოფელი იყო.. ციხის თავზე ჩამოწოლილი ღრუბელი ფარდასავით იხრებოდა და გალავანს ხან გამოაჩენდა, ხანაც დაფარავდა. პირველი მხედარი თვალს არ აცილებდა გალავნის კედლებს. მას თავში ციხის ისტორია უტრიალებდა, ეტრატებზე დაწერილი ისტორიული სიტყვები სამთავროთა დღეების შესახებ, როცა ჯავშნიანი ცხენები ფლოქვებს სცემდნენ რკინის კარიბჭესთან და ნანგრევებიდან დაბრუნებული მათი ადიუტანტები შუბებს იმარჯვებდნენ. სათვალეებიდან მისი ყოვლისმცოდნე თვალები ხედავდნენ საბრძოლოდ აღკაზმულ ადამიანებს, მათი ხოტბის შესხმისთვის გამზადებულ ლერწმისკალმიან მემატიანეებს.. პირველი მხედარი ძველ გზას ეძებდა და ვერ ამჩნევდა ნაცარში მოთამაშე ნახევრადშიშველ ბავშვებს, თხებს, რომლებიც გაკვირვებისგან თავებს მაღლა წევდნენ. ფეტრისქუდიანი მეორე მხედარი კაქავაბერდის მაღლობზე სიძველეებს არ ეძებდა, მის მთელ სიმდიდრეს უბის სქელი რვეული და ფანქარი წარმოადგენდა. საკმარისი იყო თვალი მოეკრა მშვენიერი სახისთვის, დაენახა ლამაზი კუთხე ან ხავსმოკიდებული ქვა, რომ მყისვე თვალით აღქმული ფურცელზე გადაჰქონდა. პირველი მხედარი არქეოლოგი იყო, მეორე _ მხატვარი. როცა კარვებს მიაღწიეს, ძაღლებმა შეუტიეს მხედრებს, მესამე მხედარი მათრახით ძაღლების მოგერიებას ამაოდ ცდილობდა, მათ მხედრებს ციხის გალავნამდე სდიეს, ყეფის ხმაზე რამდენიმე ადამიანი გამოვიდა.. კაქავაბერდის ქვები თითქოს გაცოცხლებულიყვნენ და არქეოლოგს ელაპარაკებოდნენ, ის სათუთად ეპყრობოდა თითოეულ ქვას, ათვალიერებდა, ზომავდა, რაღაცას იწერდა, ფეხით ფშვნიდა მიწის გოროხებს და მიწაში ჩაფლული ქვის ბოლომდე აღწევდა. მან ციხე-კოშკის სათვალთვალოდან ხმამაღლა დაიყვირა, როცა კუთხეში ქვაზე ამოკვეთილი სიტყვები შენიშნა. მეორე მხედარი, რომელსაც ცხენებისთვის აღვირი აეხსნა და კედელთან დაცუცქული ეწეოდა, არქეოლოგის ყვირილზე წამოხტა, იფიქრა, რომ სათვალეებიანს გველმა უკბინა. ფეტრისქუდიანმა შეამჩნია წვეტიანი გალავანი, ნანგრევები, კედლების ნაშალი, ციხის შესასვლელის ხატვისას ერთი წამით ფანქარი ხელში გაუშეშდა, რადგან ხმაურზე სვავი გამოფრინდა ბუდიდან ყრანტალით და გალავნის თავზე შეკრა ირაო. ცხენებს სვავების ყრანტალის შეეშინდათ, დაიძაბნენ, ერთმანეთს მიუახლოვდნენ და როცა არქეოლოგმა კოშკის მწვერვალიდან დაიძახა, რომ მან იპოა ბაკურ მთავრის სამარხი, მხატვარმა მისი სიტყვები ვერ გაიგო. მას თვალი არ მოუცილებია სვავებისათვის; მათი მძლავრი ფრთებისათვის, სისხლისფერი მოკაუჭებული ნისკარტებისთვის, ო, რა ძალა იგრძნობოდა მათ ფრენაში... მხატვარს ფანქარი ხელში შერჩა და ვერც კი შეამჩნია, როგორ ჩამოუვარდა ქუდი მიწაზე. ჩიხე-კოშკის ფერდობზე თავწაკრული, ქამარში ნამგალ გაჩრილი კაცი ამოვიდა და ცხენებთან მჯდარ დარაჯს ჰკითხა, თუ ვინ იყვნენ ჩამოსული სტუმრები. ამაზე მოხუცმა უპასუხა, გალავნის თავზე ჩაფლული ოქროს განძის საძებნელად იყვნენ ჩამოსულებიო. გლეხი ჩაფიქრდა, კეფა მოიქექა და ხევისკენ გაემართა ყანის სათიბად. მიდიოდა და ფიქრობდა: რა იქნებოდა, მას რომ ეპოვნა განძი? რამდენჯერ მჯდარა სწორედ იმ ქვაზე, რომელიც არქეოლოგმა გადააადგილა; რომ სცოდნოდა, განძი ხომ მისი ახალუხის ჯიბეში იქნებოდა. რამდენ ძროხას იყიდდა... ამ ფიქრებში იყო, როცა ყანას მიუახლოვდა, ჩოხა მოისროლა, ჩოხასთან ერთად _ ზედმეტი ფიქრებიც და მუშაობას შეუდგა. ციხის ქვებში მეწამული ია ამოზრდილიყო, არქეოლოგი ვერ ამჩნევდა ვერც ყვავილს და ვერც ბალახს. მისთვის ქვეყანა ვრცელი მუზეუმი იყო, სადაც არანაირი სიცოცხლე არ არსებობდა. ის ქვებზე შემოხვეულ ხავსს აცლიდა, ჯოხის წვერით ძირფესვიანად გლეჯდა კლდის ნაპრალებში ამოზრდილ იას, ქვას ხელით ეფერებოდა და წარწერებს მტვერს აცლიდა. ფეტრისქუდიანმა კაცმა, როცა ყველაფერი, რაც არქეოლოგს სჭირდებოდა, ჩაიხატა, რვეულის ახალ გვერდზე გამოსახა გალავნის ერთი ნაწილი, საიდანაც ქვის არწივის ბუდე და გალავნის ფერხთით ამოზრდილი ალპური ია მოჩანდა.
*** ნაშუადღევს ისინი გალავნიდან ჩამოვიდნენ, არქეოლოგმა კიდევ ერთხელ შემოიარა ციხე-კოშკის ოთხივე მხარე და ჩქარი ნაბიჯებით დაეწია ცხენებს.
ამჯერად ყველას მესამე მხედარმა გაუსწრო, თუ არქეოლოგის თავში ბაკურ იშხანი და ისტორიკოსის ეტრატი ტრიალებდა, მხატვარი იებს ხედავდა და მდინარე ბასუტის ყრუ ხმაური ესმოდა, მესამე მხედარს კი ლავაშები და მაწონი ელანდებოდა.
მან პირველივე კარავთან დააბა ცხენები და კარვის ვიწრო შესასვლელში შევიდა. მშიერი ცხენები ხარბად ძოვდნენ ქორფა ბალახს. კარვის შესასვლელის წინ, კერიასთან, პატარა ბიჭი ნაკვერჩხალზე სოკოს წვავდა. უცხო კაცების დანახვამ ის გააკვირვა, არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო-სოკო ცეცხლზე მიეტოვებინა და დედის დასაძახებლად გაქცეულიყო, თუ სოკოც თან წაეღო. როცა კარავთან დედის შიშველი ფეხის და ტანსაცმლის შრიალის ხმა გაიგონა, ბიჭს გული მოეცა, შემწვარი სოკო ნაკვერჩხლიდან აიღო და კერიაზე დადო. დედა შემოვიდა, თავსაფარი ოდნავ ჩამოიფარა თვალებზე, კუთხეში დაწყობილი დაკეცილი ბალიშები სტუმრებს მიაწოდა. მესამე მხედარმა არქეოლოგის ჩანთიდან კონსერვის ქილა ამოიღო. –ჩვენ მშივრები ვართ, დაიკო. თუ გაქვს, მაწონი მოგვეცი და ჩაიდანი დაგვიდგი, შაქარი გვაქვს... –თქვა მან. ქალი კერიასთან მივიდა, სოკო გადადო, დაიხარა წივებს სული შეუბერა, თავშალი ჩამოუსრიალდა. ფეტრისქუდიანმა ქალის თეთრი შუბლი, შავი თმა და მუქი თვალები კარგად დაინახა. ის დაჟინებით უცქერდა გაკვამლულ კერიასთან დაჩოქილ ქალს.
ნეტავ, სად ენახა მას მსგავსი სახე, მაღალი თეთრი შუბლი და მუქი იისფერი თვალები?... დიდი დრო გასულიყო იმ დღიდან, ნუთუ შესაძლებელია ასეთი მსგავსება? ტუჩებიც კი მსგავსია. კაქავაბერდელი ქალის სახე მზეს კი გაერუჯა, მაგრამ თვალების ფორმა ისეთივე ჰქონდა, როგორიც იმას, რომელიც ამ ქალივით ტანკენარი იყო. ქალი ჩაის ჩუმი და ჩქარი მოძრაობებით ამზადებდა. ყოველთვის, როცა იხრებოდა მისი მკლავების ვერცხლისფერი სურმები პატარა ზარებივით წკრიალებდნენ. იმ ქალსაც შრიალა ტანსაცმელი ემოსა, ნაცრისფერ პალტოს ატარებდა, შავი ხავერდის ქუდი ეხურა, რომლზეც გრძელი ნარინჯისფერი ქინძისთავი ებნია. შორს იყო, ძალიან შორს... იქნებ მდინარე ბასუტი სხვა მდინარესთან შერევით აღწევს იმ ზღვას, რომლის სანაპიროს, ქვიშაზე, ერთ დღეს ერთად ისხდნენ ქალი და მხატვარი.
დარაჯმა კონსერვის მეორე ქილა გახსნა, არქეოლოგი ჩაფიქრებულიყო, ბიჭმა სოკო შეჭამა და კონსერვის მბზინავ ქილას მიაშტერდა, დაცარიელებას ელოდა, კაცმა შენიშნა მისი მზერა და ქილა გაუწოდა. ბიჭმა ხორცის დარჩენილი ნაჭრები ძაღლს დაუყარა, თვითონ კი ბავშვებთან გაიქცა, რათა მათთვის თეთრი რკინის კოლოფი ეჩვენებინა, რომელიც ამ მხარეში უცხო იყო. ქალი კერიის წინ იჯდა და ჩაის ადუღებას ელოდა, უყურებდა ცეცხლი რომ არ ჩამქრალიყო, და წივებს ერთმანეთში ურევდა, როცა კვამლი გველივით მოიკლაკნებოდა კარვის ლერწმიანი კედლების ნასვრეტებიდან, დიასახლისი თავდასაცავად ხელებს თვალებზე იფარებდა. იმ ქალს არასდროს უვლია შიშველი ფეხებით, არ მჯდარა გაკვამლული წივების წინ. დილაობით ზღვა სხვადასხვანაირი იყო …და ნაპირების კირქვას ლოკავდა. ნაპირზე ხავერდის ქუდიან ქალს მარაოს ბოლოთი ქვიშაზე რაღაც ნიშნები გამოჰყავდა და მერე შლიდა, მხატვარი კი ხმელ ტოტს აქუცმაცებდა და როცა ტალღები მათ ფეხებზე ელამუნებოდნენ და მერე უკან გარბოდნენ, თან ნაფოტები მიჰქონდათ. იმ დგეს იქ დაპირების სიტყვები ითქვა და ზღვაში დაინთქა.
მერე სხვა დღეები დადგა, მოულოდნელად და ნათლად დამთავრდა ყველაფერი. მეხსიერებას შემორჩა წყვილი იისფერი თვალი, ნაცრისფერი პალტო და მარაოს ბოლო, რომლითაც ქალი ქვიშაზე დაპირებებს წერდა და შლიდა. ჩაიდანი ადუღდა, ქალმა სუფრა გააწყო, როცა დაიხარა ნაწნავი ზურგზე გადაეწია, ზღვისპირა ქალს მოკლედ შეჭრილი თმა და თეთრი კისერი ჰქონდა, თხელი კანის ქვეშ ლურჯი ძარღვები ემჩნეოდა. ბიჭმა სახლში შემოირბინა, მას რამდენიმე ბაშვი მოჰყვა, რომლებიც ჭილოფზე მსხდარ სტუმრებს გაკვირვებული მზერით მიაჩერდნენ, ბიჭს ძალიან გაუხარდა, როცა მას მეორე კოლოფიც აჩუქეს, ამჯერად გარეთ არ გაქცეულა, ჭილოფზე დაჯდა და დედამ ჩაი დაუსხა, ხოლო ფეტრისქუდიანმა კაცმა შაქრის მოზრდილი ნაჭერი ჩაუგდო ჭიქაში. ბიჭს გაუკვირდა და როცა ზედაპირზე ბუშტუკები ამოვიდა, შაქრის მოსარევად ჭიქაში თითი ჩაყო, ცხელმა ჩაიმ თითი დასწვა, მაგრამ……კრინტი არ დაუძრავს, არქეოლოგსაც და დედასაც ბიჭის ოინზე გაეცინათ. ფეტრისქუდიანმა კაცმა იცნო ეს ღიმილი, ალბათ, მსგავსი სახეების მქონე ადამიანები ერთნაირად იღიმიან. ქალს ზედა ტუჩი შეუმჩნევლად აუთრთოლდა, ტუჩები სისხლისფერი მიხაკივით გაუწითლდა, ღიმილმა თვალები გაუბრწყინა. მხატვარმა უბიდან რვეული ამოიღო, გადაშალა ქვებისა და ძეგლების ჩანახატები და თეთრ ფურცელზე ფანქრის ჩქარი მოძრაობით კერიასთან მჯდარი ქალი გამოსახა. ნაკვთები იმდენად ნაცნობი იყო, რომ დახუჭული თვალებითაც კი ხედავდა ქალის პროფილს. მხოლოდ ბიჭმა დაინახა დედა თეთრ ფურცელზე, ალბათ ფიქრობდა, რომ მხატვრის ფურცლები ანკარა წყალივით ირეკლავდა ყველაფერს.
ცოტა ხნის შემდეგ ცხენები უკვე კარვის წინ იდგნენ, მესამე მხედარი მათ კაზმავდა, უნაგირს ჩანთა მიაბა და ქალთან დასამშვიდობებლად მივიდა. ქალი ადგა, თავშალი სწრაფად ჩამოიწია შუბლზე და თითების ბოლოებით ჩამოართვა ხელი, დანარჩენებმაც მათ მიბაძეს, ამჯერად ქალმა ხელები მკერდთან მიიტანა და თავი დაუკრა მათ. ფეტრისქუდიანმა კაცმა ბიჭს ვერცხლის ფული აჩუქა და თმაზე მიეფერა.
ცხენები კაქავაბერდის ფერდობს ბასუტის ხეობისკენ ჩაუყვნენ. სამივე მხედარი ჩაფიქრებულიყო, თითოეული მათგანი მეხსიერებაში საკუთარ სურათს ხატავდა.
Gგზის ორივე მხარეს ალპური ია მოფენილიყო, ფეტრისქუდიანი დაიხარა, მოწყვიტა და რვეულის იმ ფურცელში ჩადო, რომელზეც ქალი ეხატა. ქვები ხმაურით ცვიოდნენ ხევში, ის კი ფიქრებში ზღვას ხედავდა, რომელიც ნაპირზე ხან ხავერდის ქუდიან ქალს გამოიყვანდა, ხანაც ნაწნავიანს, გალავნები. . . მათ საძირკველთან მეწამული ალპური იები.

***

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
გაგრზელაბააა

მოსაღამოვდა. . .
იმავე გზით კარვებისკენ დაღლილი კაცი ადიოდა. მთელი დღე თიბავდა და წელი სტკიოდა, ამიტომ ადიოდა ნელა, ჯოხს ეყრდნობოდა და ზოგჯერ ისვენებდა, მუხლები უკანკალებდა. მთიბავი შუადღეს ნანახი კაცი იყო, რომელსაც მესამე მხედარმა ციხე-კოშკის განძის ამბავი უამბო. თავისი ყანიდან მან მხედრები დაინახა და იფიქრა, რომ უნაგირზე დამაგრებულ ჩანთაში სწორედ ის განძი იყო, რომელიც მიწაში ინახებოდა. რამდენჯერ მჯდარა იმ ქვაზე, როცა კოშკის ნანგრევებისკენ თხა და ცხვარს მიერეკებოდა. ამ ფიქრს გაებრაზებინა, თუ დაღლას _ კაცი აფორიაქებული იყო, საღამოს ტყეში სანადიროდ გამოსული მშიერი დათვივით. მან პირველ კარავს მიაღწია, ფეხით გაწია ძაღლი, რომელმაც პატრონის დასახვედრად კუდის ქიცინით მოირბინა, წელიდან ნამგალი მოიხსნა და კუთხეში მიაგდო, ჯოხი კერიასთან დადო და ჩუმად დაჯდა ჭილოფზე. კერია ბოლავდა, ჩაიდანი დუღდა, ბალიშზე შაქრის ორი ნატეხი იდო . მთიბავს ჯერ ახალუხი არ გაეხადა და წინდები არ გაებერტყა, რომ ოთახში სურმების ჯღარუნით და ტანსაცმლის შრიალით ქალი შემოვიდა, ბიჭი, დედის კალთას ამოფარებული, კონსერვის ქილებით ხელში, შემოიპარა და მამისკენ გაიქცა. მამა მიხვდა, რომ მხედრები მის ჭილოფზე დამსხდარიყვნენ, ბიჭმა მხატვრის ნაჩუქარი ვერცხლის ფულიც აჩვენა. კაცმა ბიჭიც და ცარიელი კოლოფებიც ფეხით გაწია, ბიჭი დედის კალთას ჩაებღაუჭა და ატირდა. მამამ ხმა დაარბილა, შვილს დაუძახა და ფული გამოართვა. ბიჭი აცრემლებული სახით მოუყვა მამას, რომ ფულის მჩუქნელმა ფურცელზე დედა დახატა. ეჭვმა ნაპერწკალივით გაიელვა გაბრაზებული კაცის გულში, თვალები გაუფართოვდა და ქალის სახეზე სიწითლე შეამჩნია. ეს ყველაფერი ერთ წამში მოხდა, მეორე წამში კი კაცმა გაცოფებული დათვივით იფეთქა, მძიმე ჯოხი აიღო და ქალს გამეტებით დაარტყა. სურმები ახმაურდნენ, სკამიდან ჩაიდანი გადმოვარდა, ქალი ტკივილმა დაამუნჯა, ხელი ზურგისკენ წაიღო და გარეთ გამოვიდა, რათა კარვის წინტირილით გული მოეოხებინა, ბიჭი დედის კალთაში იმალებოდა, კაცი ცოტა ხანს კიდევ ბრაზობდა, მერე ფეტვი ჭამა და ჭილოფზე დაჯდა.
შემდეგ კაქავაბერდის თავზე სიჩუმე ჩამოწვა, კერიებში ცეცხლი ჩაინავლა, ბნელი ღამე ჩამოწვა, ნადირთა ხმისგან შეშინებული ძაღლები კარვების წინ აიტუზნენ, ცხვარი ბალახზე დაწვა, ჭილოფისკენ წავიდა ქალიც . . .
კაქავაბერდის თავზე ღრუბელი გოლიათი ლოკოკინასავით ჩამოსრიალდა, კარვებზე ღამის სინესტე ჩამოწვა, ალპური იის ყვავილებს ცვარი დაეცა.
მეწამული იით მთვრალ ხოჭოს ყვავილებში ეძინა და ეჩვენებოდა, რომ მთელი ქვეყანა სურნელოვანი წალკოტი, ალპური ია იყო. . .

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ვისი სული გსურს?!
გამარჯობა ,სიკვდილო. მე, მე ვარ ...
დაბადებიდან ჩემთან ხარ ,სიკვდილო და უკანასკნელ შეგრძნებადაც შენ შეგიხოცავ .
ხელისგულებით ვზომავ მანძილს ხოლმე შენამდე .ისე ახლოს ხარ მკლავებს გავყოფდი და ჩაგიცმევდი . იციი,საინტერესო იქნებოდა სექსი შენთან ,სიკვდილო.შენ ჩემით იკვებები,ჩემთვის კი ეს ყველაფერი თამაშია საკუთარ შენთან, მარადიულ შენთან.. .ვცარიელდები, ვცოტავდები, ვფერმკრთალდები,მეტი არც არის საჭირო-ამის იქით ვეღარ წავალთ და ეს რეალურ-ირეალური ურთიერთობა იმდენად ბუნებრივი ხდება , სხვაგვარად წარმოუდგენელია უკვე...ჩვენი წარმოსახვითი საერთო სივრცის ცა და მიწას ტანსაცმელივით შემოვიცვამდი, ენის წვერით გაგილოკავდი,სივრციდან წვეთავ ,როგორც გადმოღვრილი ტკბილი მურაბა. არც კი ვიცი,სად ვპოვულობდი დამატებით დროებს
რომ ის გზა გამევლო სადაც შენ ხარ.ნეტავ,ყველაფერი დავამავიწყდეს , რაც შენამდე იყო...
მოვალ და შემოვედინები შენში. მოვალ და დაგტენი ამბებით და სიტყვებით.. შემოვბოდიალდები სივრცეში, იქნებ გნახო კიდეც და შენი ენერგია გადმომდო .
მიყვარდა დაკვირვება...შენიღბული ადამიანების... მიყვარდა მათი ნიღბები... ვიჩუქებდი ხოლმე თითო ნიღაბს.შენ კი ერთი ნიღაბი გაქვს მხოლოდ,სიკვდილო.არ ხარ მრავალპლანიანი და მრავალწახნაგოვანი მოთამაშე. მასშტაბური კი ხარ,ამას ვერ დაგიკარგავ.
ვინც კვდება ამ სამყაროში თუ ხვდება ,სიკვდილო ,რომ ცხოვრება მარაზმია და მას ვერაფერი შეაფერადებს...
ადამიანო,ცხოვრება მთავრდება ამ საღამოსავით. იქ სადაც ჩვენ არ დავბადებულვართ, იქ სადაც ზღაპარს სახელად ცხოვრება არ ვიგონებთ და უბრალოდ ვცხოვრობთ ,უბრალოდ სიკვდილს უნდა გააყოლო შენი ცხოვრება და შენ დარჩები სადღაც განყენებული... ადამიანო,არ იდარდო შენი ერთი მუჭა და უკვე აფეთქებული სამყარო.გამოამწყვიდიე საკუთარი უსუსურობა ოთხ კედელშუა ,ცხოვრების ფარღალალა კედლები ვეღარ გიჭერენ გაუცხოებულს. ცხოვრება უკვე ნანახი ფილმია და ამ ფილმში სიკვდილის დამონტაჟება არ დაივიწყო .
ადამიანო,ფანქრით მოხაზული სიცოცხლის საზღვარი- აგონია _ დიდი სიმშვიდეა!
და სიკვდილის განცდა_როდესაც მისი სხეულის ტემპერატურაც კი შენია...შენი ხდება..საშინლად ლამაზი განცდაა.
ადამიანო,უბრალოდ ძილი ნებისა!
ძილი ნებისა,ადამიანო!
ყველაფერი იქ გროვდება, უკან.

ეს დღე უკვე იყო...

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined09 Jan 2009
Posts95
კარმა0
OFFLINEPROFILE
რაოდენი თავისუფლებაა, საოცარო ფრინველო, შენს მოძრაობაში! განუსაზღვრელი ექსტაზი სივრცეთა შთანთქმისა, ერთდროულად ყველგანყოფის სურვილი. თავისუფლება დიახაც ჰგულისხმობს ყოვლისმომცველობას და შენ უთუოდ ჰფლობს მას სივრცეში, რომლის სინაკლებესაც მომეტებულად განვიცდი მე, როგორც პატიმარი. მაგრამ შენს უბოროტო გულს, შენს უმანკოებას ვფიცავ, უსპეტაკესო, კიდევ მეტად რომ დავიწროვდეს საკანი, თუნდაც რომ დაიძრნენ და კუბოს ფიცრებივით შემომეჭდონ მისი კელდები, შენ მაინც ვერ იქნები ჩემზე თავისუფალი. შენ სივრცეებში გასწავლეს ფრენა, მზემ ოქროს ცვარში ამოავლო საშურველი სითეთრე შენი სხეულისა. მიწამდე დაჰყვინთავ და წამისყოფაზე უმალ დიდებული მნათობის კალთასთან ნებიერად ამოჰყვინთავ ფირუზოვან თვალსაწიერის მეუფევ, მაგრამ ვერ მომატყუებს ეგ შენი თავდავიწყებამდე დაუცხრომელი ნავარდი. არამც და არამც შენ არა ხარ თავისუფლება, არამედ მარტოოდენ სიმბოლო ხარ თავისუფლებისა. ნამდვილი თავისუფლება აქ, კუბოსდარ ვიწრო საკანში იშვის. აქ, შეგრძნებათათვის, ხანგრძლივ მოწყენილობაში იბადება იგი. უჩინრად ისახება ენერგიულ ფიქრებში, დაიძვრის, როგორც მდინარე მეხსიერებისა და მიეშურება ჩემივე ცხოვრების სათავისაკენ. დავიწყების უფსკრულიდან მოუხმობს გარდასულ სახეებს, აწ განვლილ ცხოვრებისეულ შემთხვევებს, ნაფიქრ-ნაგრძნობსა თუ წარმოსახვაში აელვარებულ სურათ-ხატებს. ხელახლა აცოცხლებს, ახლებურად წარმოგვიჩენს მტერსა და მოყვარეს და შენში ჰბადებს ახალ თვალს, თვალს მსაჯულს, შენივე სიღრმისაკენ მიქცეულს, რომელიც დაწვრილებით გამოიწვლილავს მთელს შენ წარსულს, შენს ნამოქმედარს, ნათქვამს, გულისნადებსა თუ ნააზრევს, ადამიანებისამი მიმართებას, პირუთვნელობის იქცეველი სასწორით ასწონის ყოველივეს, ნაწევარებს გაამთლიანებს, მიზეზებიდან გამოიყვანს შედეგებს და შედეგებიდან კვლავ მიგაბრუნებს მიზეზებისაკენ, რითაც გასწავლის კითხვას დრო-ჟამისეულ კანონებში არეკლილი ბედისწერის წიგნისას. დრო-ჟამისეულ მდინარებაში გასწავლის ნავარდს, ისე, ვით შენ დანავრდობ, საოცარო ფრინველო, უკიდეგანო სივრცეში, სინანულის საკურთხეველთან განბანილს, სინდისის ცეცხლში გამოგაწრთობს, საკუთარ თავს, საკუთარ ჭეშმარიტ არსს გაპოვნინებს, სიქველის საწყისსა და უჟამობის სამანებს მიგაახლებს და მაშინ, ამ ახალი სიმაღლიდან განახლებული სულითა და შემართებით გააცნობიერებ და გადააფასებ ნებისმიერ არსებას, ნებისმიერ საგანსა თუ მოვლენას და ისეთ უმნიშვნელო გასაჭირსაც, როგორიცაა პატიმრობა, ოთხკედელშუა გამომწყვდევა, გიხსნის და, რაც მთავარია, დასაბამს აძლევს შენში ახალ, ჭეშმარიტ ცხოვრებას, შინაგანი თავისუფლების შუქით გასხივოსნებულს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ცხვირი

ბერ ძენტის ცხვირის ამბავი იკენოოში ყველას გაეგო.ხუთი ექვსი სუნის სიგრძის ცხვირი ბაგეებზე გადმოჰკიდებოდა და ნიკაპს ქვემოთ ჩამოსცილებოდა,სისქე ძგიდიდან წვერამდე ერთნაირი ჰქონდა, გრძელი ცხვირი სახის შუაში ეკიდა და ძეხვს ჰგავდა.

ბერი ორმოცდაათს იყო გადაცილებული და მთელი სიცოცხლე,აღკვეციდან დღემდე,უკვე ნაიდოძიოგუბუს მაღალი წოდების მქონე,მწარედ განიცდიდა ცხვირის სიგრძეს.რა თქმა უნდა თავს იტყუებდა თითქოს ეს ნაკვთი სულაც არ აწუხებდა მას. საქმე მარტო ის როდი იყო,რომ ცხვირის გამო ტანჯვა მას მიაჩნდა ღვთისმსახურის შეუფერებლად რომელმაც მთელი თავისი განზრახვანი უნდა შესწირონ ბუდა ამიდას სიახლოვესთან არსებობას. მას უფრო ის აცუხებდა,არავის შეეტყო, როგორ ძლიერ ტანჯავდა საკუთარ ცხვირი. საუბრისას მუდამ ეშინოდა, სიტყვა ცხვირზე არ ჩამოეგდოთ.

ბერს ცხვირი ორი მიზეზის გამო ტანჯავდა.

ჯერ ერთი, გრძელი ცხვირი ბევრ ყოპით უხერხულობას უქმნიდა. მაგალითად ბერს არ შეეძლო დამოუკიდებლად მიეღო საკვები. თუ ჭამდა სხვისი დახმარების გარეშე, ცხვირის წვერი ფინჯანში ეფლობოდა.ამის გამო ტრაპეზის დროს ბერი თავის პირდაპირ მაგიდასთან სვამდა ერთ ერთ მოწაფეს,რათა მას დაეჭირა ცხვირი სპეციალური ფიცრის საშვალებით, რომლის სიგანე სუნი იყო, ხოლო სიგრძე ორი სიაკუ. ასე ჭამა ყოველთვის ძნელი საქმე იყო,როგორც მოწაფისათვის, ისე მოძღვრისთვის. ერთხელ მოწაფის მაგიერ ცხვირი ეკავა მორჩილ ბიჭუნას. ტრაპეზის დროს მას დააცემინა, ფიცრიანი ხელი აუკანკალდა და ცხვირი ბრინჯის ფაფაში ჩავარდა. ამ ამბის გამო ატეხილმა ხმებმა დედაქალაქამდე მიაღწია და მაინც ბერის დარდის მთავარი მიზეზი ეს არ იყო. სინამდვილეში მას შეურაცყოფილი თავმოყვარეობა ტავჯავდა.

იკენოოს მცხოვრებნი ამბობდნენ, თითქოს გრძელცხვირა ღვთისმსახურ ძენტის გაუმართლა, რომ ის ბერია, თორემ ის რომ საერო კაცი ყოფილიყო, მათი აზრით ალბათ, არც ერთი ქალი არ გაჰყვებოდა ცოლად. ზოგიერთი იმას ამტკიცებდა, თითქოს ის ცხვირიხს გამო აღიკვეცა ბერად. მაგრამ თვითონ ძენტის სულაც ვერ წარმოედგინა რომ მისი სასულიერო წოდება თუნდაც რამდენადმე აიოლებდა იმ ტანჯვას რასაც ცხვირი აყენებდა.მისი თავმოყვარეობა საკმაოდ იყო შელახული ისეთი საკითხისგან, როგორიცაა ქორწინება.ამიტომ ის ცდილობდა თავისი სიამაყის ჭრილობები ემკურნალა როგორც აქტიური, ისე პასუხი საშუალებებით.

ჯერ ერთი, ბერი ეძებდა ასშუალებას, როგორ მიეღწია იმსათვის, რომ ცხვირი ნამდვილზე უფრო მოკლედ მოსჩვენებოდა.როცა მარტო იყო, მთელი ძალ ღონით ცდილობდა ყველა მხრიდან დაენახა საკუთარი სიფათი. როგორც არ უნდა მოებრუნებინა თავი, სანუგეშოს ვერაფელს ხედავდა და ჯიუტად უყურებდა გამოსახულებას, ხან ლოყას დააყრდნობდა ხელისგულზე, ხან კი თითებს დაიწყობდა ნიკაპზე. მაგრამ არც ერტხელ არ დაუნახია თავისი ცხვირი ისე დაპატარავებული, რომ გულზე მოშვებოდა. და რაც უფრო მწარედ განიცდიდა, იმდენად დიდი ეჩვენებოდა ცხვირი. მაშინ ბერი სარკეს ყუთში ინახავდა, ჩვეულებრივზე უფრო მწარედ ამოიოხრებდა და ,,კანონკიოს'' სუტრის წასაკითხად უხალისოდ უბრუნდებოდა ძველ ადგილს პიუპიტრთან.

ბერს ძლიერ აფიქრებდა სხვა ადამიანთა ცხვირები.იკენოოს ტაძარი იმ ტაძართაგანი იყო,სადაც ხშირად აკურთხებდნენ, ქადაგებდნე და ასეშემდეგ.ტაძრის მთელი შიგნითა არე სენაკებით იყო სავსე, ტაძრის აბანოებში ყოველდღე ათბობდნენ წყალს. მომსვლელი -ბერები და საერო ხალხი - ყოველთვის ბევრი იყო. ბერი განუწყვეტლივ ათვალიერებდა ამ ადამიანთა სახეებს. იმედოვნებდა რომ ერთ კაცს მაინც იპოვიდა, რომელსაც მისი მსგავსი ცხვირი ექნებოდა და ეს შვება მოჰგვრიდა. ამიტომაც მისი თვალები ვერ ამჩნევდნენ ვერც ქურთუკებს, ვერც თეთრ კიმონოებს ხოლო ხალხის შლაპები და წმინდა მსახურების ნაცრისფერი ტანსაცმელი ისე მობეზრდა, რომ ისინი მისთვის არ არსებობდნენ. ბერი ვერ ხედავდა ადამიანებს, ის ამჩნევდა მხოლოდ ცხვირებს... მაგრამ ცხვირები საუკეთესო შემთხვევაში მხოლოდ კეხიანი იყო, ისეთი ცხვირი კი, როგორიც მას ქონდა, არ შეხვედრია. ბერი დღითიდღე სულით ეცემოდა. საუბრისას უნებურად თითები იჭერდა ჩამოკიდებულ ცხვირის წვერს, თან თან წითლდებოდა იმ ბავშვივით, რომელსაც ცელქობაზე წაასწრეს.ასეთ გარემოებაში სრულად ვლინდებოდა მისი მძიმე სულიერი მდგომარეობა.

ბოლოს, როგორმე რომ ენუგეშებინა თავი, ბერი ეძებდა მსგავს ცხვირიან პერსონაჟებს ბუდისტურ და საერო წიგნებში. მაგრამ არც ერთ საღვთო წიგნებში არ ეწერა,რომ მანდგალაიანს ან შარიპუტარას დიდი ცხვირი ჰქონდაო.წმინდა ნაგარჯუნასც და ასვაგხორშსაც ჩვეულებრივი ცხვირი აღმოაჩნდათ. როგორღაც, ჩინეთის შესახებ ლაპარაკისას, ბერმა გაიგო, თითქოს შუჰაის თავად ლიუ სიუან-დეს გრძელი ყურები ჰქონდაო, და გაიფიქრა, რომ რამდენად ნაკლებად იგრძნობდა მარტოობას, საუბარის თემა ცხვირი რომ ყოპილიყო.

უნდა ვთქვად, რომ ბერი პასიური საშვალებების გარდა, მიმართავდა ცხვირზე ზემოქმედების აქტიურ ხერხებს. აქაც ყველაფერი იღონა: სვამდა დამწვარი გოგრის ნაყენს, ცდილობდა ცხვირი ჩაეყო თაგვის შარდში. მაგრან რა ზომისთვისაც არ უნდა მიემართა, ცხვირი მაინც ძველებურად ტუჩებზე ხუთგოჯიანი ძეხვივით ჩამოჰკიდებოდა.

მაგრამ აი ერთხელ, შემოდგომაზე ბერის ერთი მოწაფეთაგანი დედაქალაქში გაემგზავრა მისი დავალებით და იქ გაიგო მეგობარი ექიმისაგან გრძელი ცხვირების დაპატარავების წესი. ამ ექიმმა ჩინეთში იმოგზაურა და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მღვდელმსახურება დაიწყო ტიორაკუს ტაძრის ბუდის მთავარ ქანდაკებასთან.

ბერმა ჩვეულებრივსამებრ, ისეთი გამეტყველება მიიღო, თითქოს საკითხი ცხვირების შესახებ სრულიად არ აინტერესებდა და სიტყვაც არ დაცდენია, რათა დაუყონებლივ ეცადა ხსენებული ხერხი. მეორე მხრივ, მან თითქოს სხვათაშორის შენიშნა, რომ ძალზე უსიამოვნო, შეაწუხოს მოწაფე ყოველი ჭამის დროს. გულის სიღრმეში კი იმედოვნებდა, რომ მოწაფე ასე დაიყოლიებდა, გამოეცადა ეს ხერხი.მოწაფე კარგად მიუხვდა ბერს ეშმაკობას. მიუხედავად იმისა, რომ მოწაფეს ზიოზღს ჰგვრიდა ეს ეშმაკობა, მასზე ძალიან იმოქმედა და სიბრალული გამოიწვია იმ გრძნობებმა, რამაც აიძულა ბერი ამ ეშმაკობისთვის მიემართა.ბერის მოლოდინი გამართლდა: მოწაფე ყველანაირად ცდილობდა დაეთანხმებინა იგი, ამ ხერხისთვის მიემართა, გამართლდა მოწაფის მოლოდინიც. ბერი ბოლოსდა ბოლოს დაიყოლი.

რაც შეეხება ხერხს, ის ძალზედ მარტივი იყო: ცხვირი უნდა მოეხარშათ მდუღარეში და კარგად დაეტკეპნათ ფეხებით.

ტაძრის აბანოებში წყალს ყოველდღე აცხელებდნენ, მოწაფე წავიდა და მათარით ისეთი მდუღარე წყალი მოიტანა შიგ თითს ვერ ჩაყოფდი. ცხვირის ჩაყოფა მათარაში საშისი იყო -სახე დაეწვებოდა. ამიტომ გადაწყვიტეს, ხის თეფში დაეხვრიტათ, დაეხურათ ის მათარაზე და მდუღარეში ცხვირი ამ ნახვრეტიდან ჩაეყო. როცა ცხვირი მდუღარეში ჩაეშვა, ტკივილი სულაც არ უგრძვნია. ცოტა ხნის შემდეგ მოწაფემ თქვა:

-უკვე კარგად მოიხარშებოდა,

ბერს მწარედ გაეცინა. მან გაიფიქრა ვინმეს ეს ფრაზა რომ გაეგო, აზრადაც არ მოუვიდოდა, თუ იგი ცხვირს შეეხებოდა. მდუღარეში გაფუფქული ცხვირი კი ისე ეფხანებოდა, თითქოს რწყილები კბენენო.

ბერმა ცხვირი თებშის ნახვრეტიდან ამოიღო.მოწაფე ორივე ფეხით შესდგა ცხვირს, რომელსაც ჯერ კიდე ორთქლი ასდიოდა და მთელი ძალ -ღონით ტკეპნიდა. ბერი იწვა, ცხვირი ფიცრის იატაკზე განერთხო და მის თვალწინ მოწაფის ფეხები ზევით-ქვევით მოძრაობდა. დროდა დრო მოწაფე სიბრალულით დახედავდა ხოლმე ბერის მელოტ თავს. შემდეგ ჰკითხა:

-არა გტკივათ? ექიმმა გამაფრთხილა, რომ ძლიერ გავტკეპნო. გტკივათ?

ბერს სურდა თავი გაექნია უარის ნიშნად, მაგრამ ცხვირზე მოწაფის ფეხები ედგა და თავი ადგილიდან ვერ დაძრა. მაშინ მან თვალები ასწია, მოწაფის სიცივისაგან დამსკდარ ქუსლებს დააშტერდა და გაჯავრებული ხმით წარმოსთქვა:

-არა, არ მტკივა.

და მართლაც, აქავებული ცხვირის ტკეპნა იმდენად ტკივილს არ იწვევდა, რამდენადაც სასიამოვნო შეგრძნება.

გარკვეული ხნის შემდეგ ცხვირიდან, ბოლოს და ბოლოს, გამოსვლა იწყეს ფეტვის თესლის მსგავსმა რაღაც ბურთულებმა, როგორც ქათმის შეწვისას იცის. მოწაფემ ეს შეამჩნია, ცხვირიდან გადმოვიდა და თავისთვის ჩაილაპარაკა:

- ნაბრძანები მქონდა ესენი თმის მაშით ამომეცალა.

უკმაყოფილო ბერი უსიტყვოდ დეთანხმა. განა მას არ ესმოდა მოწაფის კეთილი გრძნობები. ესმოდა, მაგრამ უკმაყოფილო იყო იმით, რომ მის ცხვირს ისე ეპყრობოდნენ, როგორც რაღაც ნივთს. და ის იმ ავადმყოფის გამომეტყველებით, რომელსაც ოპერაციას უკეთებს გაუწაფავი ექიმი, ზიზღით აკვირდებოდა, მოწაფე როგორ იღებდა მაშით ქონს მისი ცხვირიდან.ქონის ნაჭრებს ფრინველის ფრთის ღეროს ფორმა ჰქონდა და სიგრძით დაახლოებით ოთხი ბუს ტოლი იყო.

როცა ბოლოს ეს პროცედურა დასრულდა, მოწაფემ შვებით თქვა:

-ახლა კიდევ მოვხარშოთ.
ბერი ისეთივე უკმაყოფილო გამომეტყველებით დათანხმდა. და როცა მეორედ მოხარშული ცხვირი მათარიდან ამოიღეს, აღმოჩნდა, რომ საოცრად დაპატარავებულიყო. ახლა ის არაფრით განსხვავდებოდა ძალზედ ჩვეულებრივი კაუჭისებური ცხვირისაგან.დამოკლებულ ცხვირს ხელს უსვამდა და მთრთოლვარედ და უხერხულად იყურებოდა მოწაფის მიერ მოტანილ სარკეში.

ცხვირი, სწორედ ის ცხვირი რომელიც ოდესღა ნიკაპამდე სწვდებოდა, არნახულად დამოკლდა და ახლა მოკრძალებით გადმოჰყურებდა ზედა ტუჩს. აქა-იქ ჩანდა წითელი ლაქები,მოწაფის ფეხების ნაკვალები.ახლა კი დაცინვას არავინ დაუწყებს... სარკიდან ბერს ვიღაც უყურებდა და კმაყოფილებით თვალს უკრავდა.

მართალია, ბერს ეშინოდა რომ ერთი-ორი დღის შემდეგ ცხვირი კვლავ დაგრძელდებოდა. ყოველ ხელსაყრელ ხელსაყრელ შემთხვევას, წმინდა წიგნების ხმამაღალი კითხვისა თუ ტრაპეზის დროს მალულად ეხებოდა ცხვირის წვერს.მაგრამ ცხვირს ჩვეულებისამებრ ეკავა თავისი ადგილი არც აპირებდა ქვემოთ ჩამოწევას. მეორე დღეს, დილაადრიან, გაღვიძებისთანავე ბერმა თითებით მოსინჯა ცხვირი. ცხვირი კვლავ პატარა იყო. და ბერმა ისეთი შვება იგრძნო, თითქოს ,,წმინდა ლოტოსის სუტრების'' გადაცერის მრავალწლიანი შრომა დაეგვირგვინებინოს.

არ გაუვლია ორ-სამ დლეს, და ბერმა მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ სამურაი რომელმაც იმ ხანებში მოინახულა იკენოის ტაძარი,თვალს არ აცილებდა მის ცხვირს, ხმის ამოუღებლად დამცინავად შეჰყურებდა. ეს კიდევ არფერი, მორჩილმა, სწორედ იმან მისი ცხვირი ბრინჯის ფაფაში რომ ჩაუვარდა,სააღსარებო და ქადაგებების ჩასატარებელ დარბაზთან გვერდი რომ ჩაუარა, ეტყობა სიცილის შეკავება უნდოდა, მაგრამ ბოლოს მაინც გადაიხარხარა. რამდენჯერმე, როდესაც ბერი მუშებს ბრძანებას აძლევდა შეამჩნია რომ ისინი მხოლოდ პირისპირ იდგნენ მოწიწებით, საკმარისი იყო მიბრუნებულიყო, რომ მაშინვე ახითხითდებოდნენ.

ბერმა ჯერ ეს სახის შეცვლას მიაწერა.მაგრამ ასეთი ახსნა სრულყოფილ პასუხს არ იძლეოდა. რა თქმა უნდა, მუშა-ბერები და მორჩილი სწორედ ამ მიზეზით იცინოდნენ. მაგრამ, თუმცა ძველებურად იცინოდნენ, ეს სიცილი რაღაცით განსხვავდებოდა იმ სიცილისაგან, როცა ცხვირი გრძელი ჰქონდა ალბათ უჩვეულოდ მოკლე ცხვირი უფრო სასაცილო იყო,ვიდრე ჩვეული გრძელი ცხვირი. მაგრამ, ეტყობა, იყო კიდევ სხვა მიზეზიც.

-ისინი არასოდეს არ იცინოდნენ ასე თავხედურად, ზოგჯერ ბურტყუნებდა ბერი, როცა საღვთო წიგნების კითხვას შეწყვეტდა და მელოტ თავს გვერდზე გადახრიდა. ამავე დროს ჩვენი ლამაზმანი დაბნეული შესცქეროდა იქვე დაკიდებულ ვიშვაბჰადრის გამოსახულებას, ახსენდებოდა როგორი გრძელი ცხვირი ჰქონდა რამდენი დღის წინ და ნაღვლიანი ფიქრობდა:,,ახლა მე ვგავარ სიღარიბეში ჩავარდნილ ადამიანს რომელიც მალავს ძველებურ დიდებას...,,სამწუხაროდ, ბერს არ ჰყოფნიდა გამჭრიახობა გაეგო სინამდვილე.

ადამიანთა გულში დავანებულია ორი ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობა, არ არის ქვეყანაზე ადამიანი, რომელიც მოყვასის უბედურებას არ თანაუგრძნობდეს. მაგრამ საკმარისია ამ მოყვასს შეუმსუბუქდეს მდგომარეობა, რომ მაშინვე გაჩნდება რაღაც უკმაყოფილების გრძნობა. ოდნავ თუ გავაზვიადებთ, შეიძლება იმის თქმაც, რომ ჩნდება სურვილი კიდევ ჩავაგდოთ ეს მოყვასი იგივე უსიამოვნო მდგომარეობაში მაშინვე იბადება მტრობა თუმცა პასიური ამ მოყვასისადმი...ბერს ვერ გაერკვია, რაშია საქმე მაგრამ მიუხედავად ამისა, ნაღვლობდა, უეჭველია იმიტომ რომ ბუნდოვნად გრძნობდა ამ ეგოიზმს იკენოოს ერისკაცებისა და ბერების მხრიდან.

ბერის განწყობილება დღითი დღე უარესდებოდა. ის გაბრაზებული აგინებდა ყველას ვინც კი თვალში მოხვდებოდა. საქმე ბოლოს იქამდე მივიდა რომ მისი მოწაფეც სწორედ ის რომელმაც ცხვირზე უმკურნალა ჩუმ ჩუმად ამბობდა, თითქოს ბერი რელიგიისადმი გულგრილილობით ცოდავდა. ბერი განსაკუთრებით აღაშფოთა არამზადა მორჩილის თავხედობამ. ერთხელ, ფანჯრიდან ყეფა შემოესმა და გარეთ გამოვიდა, რათა გაეგო, რა მოხდა. დაინახა, რომ მორჩილი ორი ფუტის სიგრძის ჯოხით დასდევდა ეზოში გაბურძგნულ გამხდარ ძაღლს. იგი რომ უბრალოდ დასდევდნებოდა! არა დასდევდა და გატაცებით ყვიროდა:

-აი, შენ, ცხვირში! აი, შენ, ცხვირში!

ბერმა ბიჭუნას ჯოხი გამოსტაცა და გააფთრებით სთხლიშა სახეში. ჯოხი ცხვირის დამჭერი ძველი ფიცარი აღმოაჩნდა.

ბერი სულ უფრო და უფრო ნანობდა, რომ ასე წინდაუხედავად დაიმოკლა ცხვირი.

ერთ მშვენიერ ღამეს, მზის ჩასვლის შემდეგ ქარმა დაუბერა.პაგოდის სახურავქვეშ დაკიდული ზარები მომაბეზრებლად რეკდა. საკმაოდ აცივდა და მოხუც ბერს თუმცა ეძინებოდა თვალზე რული არ ეკარებოდა. ის თვალგახელილი იწვა და უცებ იგრძნო ცხვირის საშინელი ქავილი. თითები შეახო -ცხვირი ისე გასიებოდა, გეგონებოდა, წყალმანკით დაავადდაო.თითქოს გაცხელდა კიდეც.

- საწყალი, უმართებულოდ დაამოკლეს და ავად გახდა,- ჩაიბუტბუტა ბერმა მოწიწებით მოკიდა ხელი ცხვირს ისე როგორც უკავიათ სამსხვერპლო ყვავილები ბუდის შესამკობად.

დლას ჩვეულებრივსამებრ ადრე გაეღვიძა, ფანჯარაში გაიხედა რომ ტაძრის ეზოში გინკო და ცხენის წაბლი ჩამოცვენილიყო და ეზო მოოჭვილივით ბრწყინავდა. სახურავები თრთვილს დაეფარა. განთიადის ჯერ კიდევ სუსტ სხივებში მკაფიოდ ბრწყინავდნენ პაგოდის მორთულობანი.გაღებულ ფანჯარასთან მდგარმა ბერმა ღრმად ჩაისუნთკა..

და ამ წუთში მას კვლავ რაღაც ძველი, მივიწყებული გრძნობა.

ის აღელვებული ჩაეჭიდა ცხვირს - ეს აღარ იყო გუშინდელი მოკლე ცხვირი ეს იყო მისი ძველი ხუთი-ექვსი სუნის სიგრძის ცხვირი, რომელიც ტუჩებზე ნიკაპამდე ჩამოჰკიდებოდა. ბერი მიხვდა არომ წუხელ მის ცხვირს კვლავ ძველი მდგომარეობა აღედგინა და მაშინ საიდანღაც დაუბრუნდა მხიარული შვების შეგრძნება ზუსტად ისეთი როგორიც მან გამოცადა ცხვირის დამოკლებისას.

- ახლა კი აღარავინ დამცინებს,- ჩაიჩურჩულა ბერმა და თავის გრძელი ცხვირი შემოდგომის ქარს შეუშვირა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined09 Jan 2009
Posts95
კარმა0
OFFLINEPROFILE
(გაგრძელება )

მაშ ასე, სივრცეების პატარა ბინადარო, შენ მხოლოდ მშვენიერი სიმბოლო ხარ იმ თავისუფლების, ამ ბნელ საკანში რომ იწყო აღმოცენება. ოდესღაც მტრედისფერი დაარქვეს რიჟრაჟს, როცა კაცობრიული ცხოვრების გარიჟრაჟზე პატრიარქთა დიდმა წინაპარმა ნოემ წარღვნისეულ სტიქიათა დაცხრომისას გამოგტყორცნა კიდობანიდან, როგორც მაცნე გადარჩენილი კაცობრიობის ახალ საფეხურზე აღზევებისა, და შენ მაშინ ცნობიერების გარიჟრაჟის სიმბოლოს იქეცი. სპეტაკზე უსპეტაკესად გიხილა ზეცით გარდამოსული იორდანეზე წინამორბედმან უფლისამან და ნათლისმცემელმა, როცა ლაჟვარდოვანი სიწმინდის მისაღებად მოიწიფა კაცობრიული გონი, და ამ ახალი განწმენდილი ცნობიერების სიმბოლოდაც შენ შეიქმენ. ცნობიერება მიგვაახლებს ჭეშმარიტებას, ხოლო ჭეშმარიტება თავისუფლების ძალუმი ფრთებით გვაუნჯებს. ანგელოსის ორი ფრთა ფრესკაზე მაღალი ცნობიერების ხატია, ხოლო ქერუბიმის ექვსი ფრთა - ხატი განუსაზღვრელად უფრო მაღალი ცნობიერებისა. და ვინ უნდა გაგიმართოს მზერა შენ, უფალო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველივეს აღავსებ მადლითა შენითა. ეს შენ მოგვივლინე სულიწმიდის ხატად ელვარე ნიმბით მოსილი პატარა მტრედი, სხეულისმიერი საკნის წიაღში რომ აღგვინთებს ცნობიერების კანდელს და გვაზიარებს ანგელოსურ ბუნებას შენსას, უკვდავებისა და თავისუფლების საწინდარს. ჭეშმარიტად არსებობს შენგან დადგენილი ცით დედამიწამდე დამავალი და მიწით ზეცამდე აღმავალი ანგელოსური კიბე ცნობიერების ხარისხებისა, შენგან რჩეული ერის ნუგეშად რომ იხილა ოდესღაც ბიბლიურმა იაკობმა. შენა ხარ, მტრედო, ხატი ცნობიერების ამ სიმაღლეთა ერთიანობისა. ვიმზერ სივრცეში შენს დაუსრულებელ ნავარდს, როგორც ჩემი სულის პროექციას გარე სამყაროში და ვტკბები მშვენიერი სიმბოლოთი, რომლის ჭეშმარიტმა არსმა ჩემშივე იწყო აღმოცენება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
ინტერვიუ ღმერთთან

ერთხელ დამესიზმრა, თითქოს ინტერვიუს ვიღებდი ღმერთისგან . . .

- მაშ ასე, გინდა აიღო ინტერვიუ ჩემგან? – მკითხა ღმერთმა.
- თუ დრო გაქვს. _ ვუთხარი მე.
( ღმერთს გაეღიმა )
- ჩემი დრო მარადისობაა. . . რა კითხვების დასმა გინდოდა ჩემთვის?
- ყველაზე მეტად რა გაკვირვებს ადამიანში?
და ღმერთმა მიპასუხა :
- მათ სწყინდებათ ბავშვობა, ისინი ჩქარობენ გაზრდას, შემდეგ კი ოცნებობენ ბავშვობის დაბრუნებაზე. . .

ისინი ფულის კეთებაში კარგავენ ჯანმრთელობას, შემდეგ კი ამ ფულს ხარჯავენ ჯანმრთელობის აღდგენაში. . .

ისინი იმდენს ფიქრობენ მომავალზე, რომ ივიწყებენ აწმყოს, იმდენად, რომ არ ცხოვრობენ არც აწმყოში და არც მომავალში. . .

ისინი ცხოვრობენ ისე, თითქოს არასდროს მოკვდებიან და კვდებიან ისე, თითქოს არასდროს უცხოვრიათ.
. . .
ღმერთმა მომკიდა ხელი და ჩვენ ცოტა ხანი გავჩუმდით,
მაშინ მე ვკითხე:
- როგორც მშობელი, როგორ გაკვეთილს მოგვცემ შენს შვილებს?
- იცოდნენ შეუძლებელია აიძულო ვინმე, რომ უყვარდე, მათ მხოლოდ შეუძლიათ იყვნენ სიყვარულის ღირსნი. . .

იცოდნენ, რომ ეს არ არის კარგი, შეადარო თავი სხვას

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 322 posts ] 
დესპანი