შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
იქით წავიდე და... ვხედავ სიკვდილია, აქეთ სიცოცხლეებს ოხრად არიგებენ, ყელში ამოვიდა ეს ცრუ იდილია, ხორცი ვიღას უნდა, ახლა ბარიგები სულებს ყიდულობენ, დროა უცნაური, საათს დახედავ და სამი საათია, ახლა ტკბილ ძილშია ყველა უთაური, მე კი ძველებურად ყელს მჭრის აპათია. ვგრძნობ, რომ მეც ასე ვარ, თავის გარეშე და... არ მსურს, აღარ მინდა გულიც გამომიღონ, ყველა გაჩუმება ყელში გამეჭედა, ჰოდა, მაპატიეთ ხმა თუ ამოვიღო. მორჩა, გავიხადე, ვდგავარ შიშველი და... ცოტა გამიარა გულზე იშემიამ, რა ვქნა, მაპატიეთ, ეს თუ მიშველიდა, ყველას დაენახა - ცუდო შიშველია!
ისევ არეული დამაქვს ნაბიჯები, შარვალს ცარიელი ჯიბე გამოჩრია, ისე მომყვებიან ზურგში ნაბიჭვრები, ვხვდები თუ დავეცი ყელსაც გამომჭრიან. მაგრამ არაფერი... სხვა რამ მედარდება... მაინც რანაირად ყოფნა დავიჩემე... დღეში თითო დარდი მაინც მემატება, ყელში ამოვიდა, ჰოდა, დავიჯერე, რომ ამ ცხოვრებაში თუა გადარჩენა, ჩემთვის მხოლოდ მისი თბილი თითებია... მხოლოდ მისმა თბილმა სუნთქვამ დამაჯერა, ჩემი თვალები რომ ისევ ინთებიან. ჰოდა, მოდით, ძმებო, თავი დამანებეთ, თქვენი წიაღსვლები თქვენთვის დამითმია, მე კი... მას მოვძებნი მთელი გამალებით, სულში ახლა ისე სუნთქავს არითმია, რომ დროს მგონი ყველა რამსი აერია, ვეღარ დამეწევა უკან ბარე ორი... ახლა ეს ცხოვრება ჩემი ჰაერია, მხოლოდ ნაბიჯი მაქვს ისევ არეული.
შენ ხარ ფიქრები,ხარ ოცნება სურვილი ჩემი ხარ განთიადი,ხარ დაისი ვით სულის მწველი. შენ ხარ დღის შუქი და უთვალავი ვარსკვლავი ცაზე ხარ ბობოქარი და საზარელი ტალღები ზღვაზე.. შენ ხარ კივილი ჩემი სულის და ლექსის მუზა, გულის სიმძიმე აუტანელი,ვით გემის ღუზა. ჩუმი ფიქრი ხარ და ოცნება გულში მალული ჩემი სუნთქვა და გოდება ხარ ძლიერ ტანჯული. შენ ხარ აწმყო და შენ ხარ წარსული.. ხარ მომავალი ჩემთვის ნატრული! ბოროტება ხარ, ბნელი წყვდიადი.. შენ ხარ სიკეთე.. და განთიადი! თბილი გიმილი და ცრემლი თვალზე, ხარ სალოცავი გუმბათის თავზე.. ვნება ხარ ენით აუღწერელი ხარ გრძნობა კალმით დაუწერელი. ცრემლი ხარ თვალზე გადმონადენი, ხარ გულის ფეთქვა.. იცი რამდენი! მშვენება ცისა, სინაზე ზღვისა.. სამყაროს ფერი, სინათლე მზისა.. შენ ხარ სიცოცხლის სწორი მიზანი, ნუ მომიგონებ როგორც სიზმარი..
ღმერთო, მაპატიე აპათია, რაც კი მაბადია - მაპატიე... ერთსაც ვერ ვასრულებ შენაპირებს, ნეტავ მოვაგნებდე შენს ნაპირებს. თორემ უშენობა უმზეოა, არ ვიცი ვისავით უმწეო ვარ... ქვიშაზე ნაწერივით წავიშლები, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები მე მივატოვე მზის შენობა, ჩემიც აღარ მახსოვს მნიშვნელობა. იქნებ გამახსენო? გამახსენე ყველაფერი თავიდან ამიხსენი. შენი სამი ცალი სამოსელი, ღმერთო ფარდებივით ჩამოხსენი. იქნებ მომაშორო ეს ნიღაბი... უფალო მე კი არა - შენ იყავი!!