↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
დესპანის პოეტები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1079 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
არასდროს არ თქვა, რომ გყვარებია მხოლოდ ერთხელ და მხოლოდ ერთგვარად,
არასდროს არ თქვა , რომ მეგობრობას არ აქცევ ვალად,
არასდროს არ თქვა, რომ შეასრულებ სამშობლო მიწის წესებს,სისხლით ნაპკურებს,
არასდროს არ თქვა , რომ დრო ყველაფერს და სამუდამოდ გაანადგურებს,
არასდროს არ თქვა , რომ მუდმივია ომი და მტრობა,
არასდროს არ თქვა რომ შეგიძლია მუდმივად თრობა,
არასდროს არ თქვა რომ ამოწურე დრო და მანძილი,
ნურც იმას იტყვი, თითქოს იყო ცინიზმითა და აზრით დაღლილი,
არც გაიფიქრო თითქოს იყო საწყისი აზრის,
რადგან ათასჯერ გასჩენია ბრძენ დოგმებს ეჭვები ბასრი,
არასდროს არ თქვა რომ არსებობს ჭეშმარიტება
რადგან სიცილს მგვრის მავანთა გზა და ცრუ დიდება,
რადგან ყოველი არის ალბათ მირაჟი სრული,
ამიტომ ართქვა , რომ ცხოვრება არისო რთული,
ნურასდროს იტყვი , რომ იცნობდი ვინმეს ან რამეს,
რადგან უცნობთა ბოროტება ვერაფერს გავნებს,
მხოლოდ ირწმუნე რომ არსებობს უწყვეტი რკალი,
სამარადჟამოდ მეორდება სამყაროს ვალი.:huh:

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
ყველას სალამი,თქვენ შემოგევლეთ liako2008,ARIADNIT,1aiko!!
მე კარგად ვარ თქვენ როგორ ხართ?? რავიცი აიკო ყველას აქვს ორი მხარე.. როგორც დადებითი ისე უარყოფითი..ვინც ჩემსას ვერ გაიგებს მარტო გაბრაზებით არ შემოვიფარგლები :)
და ვინც მიყვარხართ მართლა დიდ პატივს გცემთ!!!=ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
1iako აქ ჩაწერე ლექსები ფორუმის ჩატში დაიკარგება
=ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
ლიაკოოოო..მადლობთ ჩემო კარგო...ლექსი უნდა დაიკარგოს და გაიფანტოს.....რამდენჯერ დასანგრეველი სახლის კედლებზე დამიწერია პრაღაში.....აღარც მახსოვს...ჰაერიდან მოდის და ჰაერს შეუერთდეს...ხომ კიტხულობთ და გსიამოვნებთ??? ეგაა მთავარი...გაკოცე ბევრი...ისე თუ მოვიცალე ჩავიწერ მერე სახლში...რა ვიცი თუ დრო მექნა...თუ არადა ფრრრრრრრრრრრრ დაფრთიანდეს და გაფრინდეს=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
გადმოვაკოპირებ თუ დამრთავ ნებას ეხლავე აქეთ
მე ძალიან მოწონს რატომ უნდა დაიკარგოს?=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
ვაიმე ლიაკო რას ქვია ნებას მოგცემ ნებას მოგცემ კი არადა დიდი მადლობელი დაგრჩები=ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
სანთელს დაგინთებ ოქროსფერს,
გულზე გაპკურებ წყალსაო,
თავზე დაგაფრქვევ მზის სხივებს,
საკაცეთს ვეტყვი უარსაო,

შენთვის ვისუნთქებ ძვირფასო,
შენ შემოგწირავ თავსაო,
ფირუზად გადმოგეღვრები,
სიავით ვგევარ ზღვასაო,

სინაზით თეთრსა ღრუბელსა,
შენს კვალზე მომავალსაო,
სიმწიფით პურის თავთავსა,
ოჯახის მონაგარსაო,

სიუხვით ქალსა ქართველსა,
შენი კაცობის თვალსაო.

---1იაკო--16 მარტი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
ომად წავსულვართ!!

შამასწყობია დუშმანი,
არხოტსა ნაგებს კირითა,
ხმალზე ნატვიფრი უჩანდეთ,
ბალღთა ცრემლების ჟინითა,

სკვითურ სისხლს, ცეცხლად ანთებენ,
სლავურს ურევენ ქარაგმად,
თავად უგნურთ და უტიფართ,
ხელზე დასხმიათ შავადა,

შამასწყობიან არხოტსა,
კბილი უელავთ შავადა,
არც რო ფიქრობენ უგნურნი,
საქმე წაუვად ავადა,

არც უფალს ცნობენ, არც დედას,
ჯიშში აკლიათ ცნებაო,
ვაი რომ მაგათ დაუდეთ,
ქართველი კაცის ნებაო,

კვალში ჩაგვიდგეს სიმართლე,
უფალს მივანდოთ სათქმელი,
ავის და კარგის გამრჩევსა,
გვიყვარდეს ერი ქართველი,

ვისაც რომ სადაც ეწიოს,
ბედი და საფიცარია,
თუნდაც იფიცოს სხვის კარზე,
ერობა ჩვენი ვალია,

ვერც გაიხარებს დუშმანი,
ვეღარც იმღერებს ბასრულსა,
მხოლოდ გვიყვარდეს სამშობლო,
ლოცვად შეუდგეთ ასულსა,

16 მარტი 2009წელი.-1იაკო

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
მადლობელი ვარ ლიაკოოო...მე გადმოკოპირებაც ვერ ვისწავლე...თუ არ ვისწავლე რა ვიცი,=dk= =dk= =dk= ...დიდი მადლობაა=ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
სადაფისფერად ნათალსა
თვალები გიდგას ზურმუხტის,
იაგუნდივით ცეცხლსა ჰყრი,
ავი ბუნებით გულუხვი,

შემომეხვევა დამახრჩობს,
შენი მკლავების ჟინია,
თეთრი გედების ფარფატით,
ეგ გრძნობა დამიჯინია,

უტიფარსა და უგრძნობსა,
თავი გიჭირავს განზედა,
ისეთ ღიმილით მიყურებ,
ცეცხლზე რომ მწვავდე, ალზედა,

მწარ-მწარეს იტყვი მალ-მალად,
ენა მიგიგავს გველსაო,
ნეტავი შემხვდე , დაგაფრთხო,
ხელთ ჩამივარდე ველსაო,

ნეტავ ეგ თეთრი კისერი,
ვაჟკაცს მშვენოდეს მკერდსაო,
ნეტავი შენი ნაგრამი,
ჩემს სისხლს შეერთვეს ცხელსაო,

მაშინ დადნები დალღვები,
ცოდვა-მადლს იტყვი ბევრსაო,
მეც ჩემსას გეტყვი სიცოცხლევ,
შენთვისა სულნაბერსაო

1იაკო-----10- მარტი-2009

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
ბედნიერ წუთს მინდა მოვპარო წამი,
და ჩამოვასხა მძივივით ძაფზე,
გადავინახო ჩემს ყულაბაში,
და გადავიცვა მაშინვე თავზე,

როგორც კი სიო დაჰბერავს ზამთრის,
დამეღარება სახე და ყელი,
თეთრი ფანტელი დამათოვს თმებზე,
და დამიდგება სიბერის ჯერი,

მე ვერ ავიტან ასეთ სიცოცხლეს,
და ვერ დავუკრავ მინორულ გამებს,
გავწყვიტავ მძივს და გამოვიყენებ,
ჩუმად მოპარულ ბედნიერ წამებს,

და როცა მძივი აღარ დარჩება,
იმ ჩემს ასხმულსა ძუისა ძაფსა,
მოვუხმობ მყისვე მიქელ- გაბრიელს,
ხმამაღლა დავკრავ ნაღარას, დაფსა,

შევყრი მთელ სოფელს, მტერსა თუ მოყვასს,
წმინდა გიორგის ვთხოვ მისი მონა,
რომ მიიბაროს ეს ჩემი სული,
და თუკი მანაც არ გაიგონა,

ოჰ!-თავად წავალ, გავითხრი საფლავს,
ჩავხტები შიგნით, მე ხელად მარე,
რომ არ შევიგრძნო ზამთრის სიცივე,
და საძაგელი სიბერე მწარე.

მანა-- 6 მარტი-2009

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
ცქერად არ მყოფნი დათუჩავ,
გიშერს მიგიგავ თვალები,
ასე მგონია გიცნობდე,
რაით მამიგო შანები,

ასე მგონია გადმაიხველ,
გადმაიჭერი ველადა,
ჩუმადაც ჩაგეღიმება,
ცისკარს დაიყრი ხელადა,

ბროლებს გადმაიხვალ მდინარეს,
გადმაიცურებ წყალსაო,
თანაც ბავშურად მიღიმი,
მაგ შენს მშვენიერ თვალსაო,

ალალი იყოს დათუჩავ,
შენი ჭკუა და მცდელობა,
სიტყვას მაიგებ, წააგებ,
ეგაა კაცის ხელობა.

მპუა დათუჩაააა

2009 წლის 11 მარტი.1იაკო

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
ადაფისფერი ღრუბლების
თავზე დაისხი სევდაო,
აბა სადაოს რას ხედავ,
ვინ და რა გაგიბედაო,
ჩამაგიკენწლავ გულისპირს
,გაგიღადარებ სულსაო,
ათასგვარ ზღაპარს გიამბობ,
ლამაზსა თუნდაც კრულსაო,
ჩაგიწადილებ,ჩაგყვები
,რუის პირს მწვანედ წნულსაო,
შენაც რომ ერთი კარგი სთქვა,
თვალს წაგართმევს თუ რულსაო.

1იაკო--1 მარტი-2009

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
დოიჩას საკუთრად!!

----გული დაულხენ დოიჩა,მწყერი მოგართვი ბანასა,
მოდი და ერთად ვიპუროდ , ნამგალ შაუწყოდ ყანასა,
ისეთ ბედაურს მოგართმევ, იაროს თანის-თანასად,
ისეთ პურს ჩავყრი საცხობად, სურნელად იმისთანასად,
მარგალიტს ჩაგწყვეტ, გიღიმებ სიმებს აგიწყობ ლამაზად,
ოღონდაც ერთი მეცეკვე....შავი ტარისა დანასად..
გამაიღერე გასტყორცნე...გულში დაჭერი ვარაზად.

1იაკო-----26 თებერვალი-2009

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2009
Posts896
კარმა0
OFFLINEPROFILE
ლიაკო2008-სენმა ლექსებმა დახურა ყველაფერი.დიდება უფალს რომ ამხელა ჭირ-ვარამ გამოვლილ ქართველობას ასეთი ძლიერი შვილები ჰყავთ აღზრდილი.გეხუტები მაგ მოსიყვარულე გულში.მპა,მპა,მპა შენაოოოოოოოოოოოოო=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1079 posts ] 
დესპანის პოეტები
დესპანი