↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
ფეხები მიადგი ლამაზო ერთმანეთს
კაბის ქვეშ გიყურებს მთელი დედამიწა,
გვირილა გაკოცებს,კანჭებზე ღმერთმანი
შეგრცხვება იცოდე და მე ვერ დაგიცავ
გულთან შეიბნიე ჩახსნილი ღილები,
ვერ ხედავ მთელი ცა მკერდში რომ ჩაგცქერის?
მზე სხივებს წაგატანს თუ გაგეღიმება
და გვიან მიხვდები ძვირფასო რაც გელის.
თმას ასე თამამად ნურასდროს გაიშლი
ნიავი აგირევს, ფიქრს აგიცანცარებს,
რა ვნებიანია თან ქარი მაისში?!
არ იცი,მაგრამ მე ხომ ვიცი რაც არის.
ეგ ყელი მაღალი,როგორმე დაფარე
იწვიმებს იცოდე და მაინც მოგიწევს,
თუ არ დამიჯერებ,წვეთს შემოგაპარებს,
მუცლამდე ჩაგიღვრის და გვერდში მოგიწვენს.
ვერავინ დაიცავს შენს უმანკოებას,
ცოტა მოერიდე ხალხსა და სამყაროს,
თორემ ჭორაობა დაიწყეს რტოებმა
რა უბიწოებით გარყვნილი რამ ხარო

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
მწვანე ქარაფზე დგას კამელია,
ცოტა ადესა არ დაგველია?!-
თუ კი გაქვს ხოში...
ჰა ქარმა მტვერი დააბზღრიალა და
ანგელოზმაც ჩამოიარა ცისფერი ქოშით...
აჰა, თვალები თვალებს მიესო.
განა ამ ღვინოს სვამდა იესო?!..
ანდა პილატე,
შენი ალერსი მიჯდება ძვირად,-
მაგრამ არ ვიცი რა ჩემდა ჭირად
ამეკვიატე.
(ჩემია)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ცუდოოოოო კარგია მიდი დადე დესპანის პოეტებში=ko= =ko= =ko= =ko= =ko=

=sher= =sher= =sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
თქვეს ერთხელ სამთა ანგელოზთა-როგორ დავბადოთ
კაცი ყველაზე ბედნიერი და უბედურიც,
რა დავაწყევლოთ,ან ისეთი რა დავანათლოთ,
ათასჯერ ბედის თქვას მადლობა და საყვედურიც

პირველად თეთრმა ანგელოზმა წარსდგა ნაბიჯი
დავბადოთ კაცი მდიდარიო,მაგრამ მახინჯი.
წითელმა:ის სჯობს ,ყრმა ოცნებებს ნუღარ მიეცეს
ულამაზესი იყოს მაგრამ უღარიბესიც.

ბოლოს კი შავი ანგელოზი წამოიმართა
და შავი სიტყვა განუცხადა ცათა ბინადართ
სასჯელი გინდათ?მაშინ დიდი კაცი დავბადოთ
სახელ-დიდებით შესწვდებოდეს ცათა კაბადონს.

ოღონდ დავბადოთ სულთა მედროშე
უთუოდ მგოსნად
და უთუოდ-საქართველოში...

იმ ღამეს, ჭყვიშთან ვერ დიოდა წყნარად რიონი
თურმე, იმ ღამეს დაიბადა გალაქტიონი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ალუბლის ტოტებს
დავით-დეფი გოგიბედაშვილი

რაღაც ფრანგული იერი დაგკრავს,
თითქოს წელიწადს ზოგჯერ წამს მოწყვეტ,
მაძღარის დუმილს, მშიერის ნათქვამს,
როგორც წნელი წალდს იქნებ წამოჰყვე,

სიჩუმეს, ჰაერს, სიტყვა სულიდან
ამომაქვს, გალობის ვისმენ მუდამ ხმას,
ნიავს ალუბლის მიაქვს სუნი და
თუ კი თვალს მოკრავ, გაგხდის უნახავს,

ახლა ისე ვარ, შხამიც არა მწყენს,
ჟან ვალ ჟანს ცრემლიც განკიცხვის წასკდა,
როგორც ჭალაში მწყერი გაჰყვა მწყერს
ჟამი მრავალ ჟამს, წამებიც წამს და

ნაბიჯებს გზები, გზებს კი მთელი დრო
გადაჰყვა, მორჩა, რაღაცის მწამდა,
მაგრამ არ მახსოვს, ან რამ ააღზნო
მინდვრის ღრუბელი, ან ვინღა დაწნა,

ან როდის უთქვამთ – აი, მოდისო,
როდის მივლია ვინმესთან ერთად,
სანამ მოვკვდები მინდა მოგისწრო
კოცნა, კოცონის გვირგვინი ფერფლთა,

ალუბლის ტოტზეც – ოქროს საწმისი,
ჯანდაბას მწყერიც თუ არა შეჯდა
და არა იყო გინდ გვარი მისი
ან რა გაიყო, ოდეს შეერთდა

და ისევ წამი ამ ქვეყნად მტოვებს,
ცაც მთას გარშემო არ უვლის, არ ჰგავს,
აიმ ალუბლის, ალუბლის ტოტებს
შენ ჩემს გარშემო გაისად დარგავ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
გვირილები
დავით-დეფი გოგიბედაშვილი

წალკოტებს გავდა, გავდა მთებს, მოგზაურობა თავისკენ, მეცნო,
ტალღა–არხები გადავრთე, ბიბისი, ემტივი, რუსთავი, მეცცო
და დამიბუჟდა სხეული, ფიქრი, უწონობისას ძილში დავყვინთე,
თეთრი სამყარო მესიზმრა და გვირილების სიყვითლე,

მერე კი ძლივს გავიღვიძე, სიზმარს სამი დღე ვიხდიდი,
გავშიშვლდი, როგორც მუსიკა და როგორც ბოსხის ტრიპტიხი,
სიმბოლოებად გადავიშალე, გადავესუნთქე მთვარეებს, ნისლებს,
ხან მწვერვალების მომგავს ნიშანი, ხან სიგიჟეებს ვამბობ ან ვისმენ

და ახლა ჩემს წინ ხიდი იშლება, იქიდან აქეთ დამაქვს სიტყვები,
სიტყვებს სხივები ოქროს ნიშნებად ადევთ სახეზე, ჩრდილებს მივყვები,
რათა მოგაგნო ყოველი მხრიდან, გამმა განახო იმ უცხო ფერთა,
ყოველი მგზავრი თავს დაიხრიდა შენს წინაშე და წინ დაგიფენდა

თავის საწუთროს შორი ქვეყნების, ვარ მეც მათ შორის, შორეთს მივყავარ,
ვეყრები ღრუბლებს, ვენახებს ვეყრები და ახლა ამწუთს რომ მავსებ და მიყვარხარ,
კვლავ მიბუჟდება სხეული, ფიქრი, უწონობას ვგრძნობ, ძილში დავყვინთე,
მე იქ მომელის თეთრი სამყარო, შიგ გვირილების სიყვითლეც.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
მიყვარს ქართულად, მძულს ქართულად
ვმღერი ქართულად
მადლობა ღმერთს ნება დართულად.

შანსი მქონია არ მომირთხამს
ფეხი თათრულად,
ვზივარ და ფეხი ფეხზე მიძევს, ეგეც ქართულად.

და კი ბატონო თარგმნეთ რუსულად
თარგმნეთ სპარსულად
მაგრამ მე მიყვარს, მე მძულს
მე მწამს, მე ვწერ ქართულად

მე ყოვლად ქართველს
ყოველივე მიყვარს ქართული
ამიტომაც ვარ ქართველებთან წელგამართული.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 May 2008
Posts292
კარმა0
OFFLINEPROFILE
(ფირუზ ბოლქვაძეს)

წამო, შევცვივდეთ ცხენისწყალში ბედაურებით!
მორჩა! მომბეზრდა! დავიღალე ამდენ უნიჭო:
დამრიგებლებით, ზემდგომებით, მეთაურებით...
მდორე სიცოცხლეს მინდა მკერდი გადაუგლიჯო!

რა საერთო აქვს გაგიჟებას ღმერთის ნებასთან?!
ქაფმომდგარ ტალღებს მიველეწოთ მხურვალ ტანებით!
თუ სიკვდილია, დაე მოვკვდეთ უკვდავებასთან
მჭიდრო შეხებით - არა მხოლოდ ხელწატანებით!

ვის რა ხელი აქვს, ვინ რას დაწერს - უკეთ ვინ უფრო?!
ჯანდაბას დაფნა! უსაჩუქრონ ისევ გოეთეს!
ჩევნ ხომ სიცოცხლეც სხვანაირი გვწამს და მით უფრო
სიკვდილი გვხიბლავს სულ სხვაგავრი, ქართველ პოეტებს!

ხომ გვყავდა ქალი ვინც გვიყვარდა თავდავიწყებით?!
ხომ ვწერეთ ლექსი?! (არ გავქრებით ვიცი უკვალოდ!)
და თუ ბედია, იქ დავმთავრდეთ, სადაც ვიწყებით,
ასე ანაზდად, ასე ლაღად, ასე უბრალოდ

წამო, შევცვივდეთ ცხენისწყალში ბედაურებით!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
არაჩვეულებრივია კარმა შენ =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
ანდერძი...

იმ პატარა სიყვარულის ცრემლებს ვფიცავ,
იმ თეთრ აკვანს, დედაჩემის ცისფერ თვალებს,
ვფიცავ მიწას, ვაჟას გულზე დაყრილ მიწას,
რიჟრაჟს ვფიცავ, ნისლებში რომ იფერმკრთალებს.
თუ ჩემს ზეცას, ჩემს მწვერვალებს ცადასროლილს
წაეყარა ყორნისფერი ღამე მძიმედ, _
ამოვწვადო ხმალი ელვით ანაჟრჟოლი,
ვარსკვლავებით მოხატული, მოციმციმე.
თუ დავეცე, ნუ მიტირებთ დანანებით,
ნაღველს გულში არასოდეს გავივლებდი.
საქართველოს ლამაზებო, მანანებო,
დამაყარეთ თქვენი ფერის ყვავილები.
გული დამაქვს სიყვარულით განახელი,
მყვარებია...ჰო, ცრემლებიც მყვარებია,
ჩემი ქვეყნის ძველი დარდი და ნაღველი
ხანჯალივით გულში გამიტარებია.
გაღიმებაც შემიძლია აპრილისა,
ხარირემის ვაჟკაცური დაძახილიც...
_ შენი ლექსი ქედმაღლურად გაჰყვირისო,_
მეტყვის ვინმე, სტრიქონებზე თავდახრილი.
თაობა ვარ ავთანდილის გაწაფული,
სიყვარული უბით დამიტარებია,
ჩემი თეთრი ცისარტყელა, გაზაფხული,
თებერვალში აპრილს დამიდარებია...
დავიღუპო!...ნუ მიტირებთ დანანებით...
ნაღველს გულში არასოდეს გავივლებდი...
ჩემი ქვეყნის ლამაზებო, მანანებო,
დამაყარეთ გაზაფხულის ყვავილები.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
შენ შვიდი ფერი ვეღარ დაგხატავს,
შენთან ფერები არაფერია
შენს თავს ვერ ვანდობ უნიჭო მხატვარს
შენ დედოფლობის დიდო ფერიავ.

შენთვის არ კმარა პიკასოს ფუნჯი
არც ლეონარდოს ნიჭი უბადლო
შენი მხატვარი მხოლოდ ერთია
შენ მხოლოდ იმ ერთს უნდა უმადლო.

ვერც ფიროსმანი, ვერც რაფაელი.
ვარც კონსტანტინეს ფერთა მორევი
როგორ დაგხატავ აღარ კითხულობ?!
სიყვარულია ნიჭი ყოველი.

სწორედ ამ გრძნობით მე შენ დაგხატავ,

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
კალიოსტროს ლანდს შესთავაზა მან პაემანი.
წინაპრის ლანდით არის ახლა იგი ბურვილი.
მეფურ სიუხვით ათავადა ყველა მსურველი.
თვითონ ფრთიანი, უხილავი, როგორც დემონი.

ბევრ ამაყ სიზმრებს დააწაფა თვალთა თვლემანი.
ბევრ ოცნებაში ბრწყინვალების შექმნა ურვილი.
ხალხის წინაშე ჯადოსნობით კვლავ აღჭურვილი,
დროს კარჩაკეტილს და შმაგ სივრცეს არ დაემონა.

ასხვანაირებს სილამაზეს, როგორც მგოსანი.
თვალში მონოკლით ავაზაკობს _ ცბიერი მარად
და ყალბ სიგელებს აქანდაკებს შეუდარებლად.

ხან მეომარი, ხან მოხელე, ხან ჩოხოსანი,
ხანდისხან ლორდი _ ის იგონებს საოცარ გრიმებს
და ამ ლექსს, ალბად, ნიღაბის ქვეშ ის გაუღიმებს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
სალაღობო

ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,
ატმის ხესავით აფეთქებული და მოქნეული გავაზივითა.
ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,
ფართოდ გაშლილი და მოხატული
თამარ დედოფლის დარბაზივითა.

“კაცის გული ისეთია,
ვით მორევი შავი ზღვისა:
რაგინდ კარგი ცოლი ჰყავდეს,
მაინც ენატრება სხვისა!”
დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს,
გაისარჯოს და ბრძოლაში დაიხარჯოს!
გაუმარჯოს საქართველოს მზეს და ზეცას,
საქართველოს ძლიერებას გაუმარჯოს!
დაუკარით! ჯერ ხომ სისხლი გვიდგას ძარღვში,
ჯერ ხომ საროს ფოთლები არ გასცვენია,
ჯერ ხომ მცხეთის სვეტიცხოვლის დიდ ტაძარში
საქართველოს ცხელი გული ასვენია!
დაუკარით! და იმღერეთ ისე მაგრად,
რომ ფილტვები გვეტკინოს და დაგვებეროს!
დაუკარით, რომ ჭაბუკნი ვიყოთ მარად,
რომ ცხოვრებამ ვერასდროს ვერ დაგვაბეროს!
დაუკარით! და იმღერეთ შადიანი,
ფიცხელ ომში რომ მღეროდა მაჩაბელი.
დაუკარით ძველებური დარდიანი,
დაუკარით არწივების ასაფრენი!
ცხრა ლახვარი რომ დამარტყათ ცხრაჯერ გულში,
მტრის ჯინაზე ცხრაჯერ მწარედ გავიცინებ,
დავიღლები საქართველოს სიყვარულში,
სასთუმალზე ერთხელაც არ დავიძინებ!
დაუკარით! მოასწარით, თორემ ჰერი...
და სიბერეც ძუ მგელივით მოგვიხტება,
დაუკარით ძველებური მოსალხენი:
- შავგვრემანებს შავი ჩოხა მოგვიხდება!
დაუკარით ძველებური ლოთიანი,
საათნოვა რომ მღეროდა შაითანთან,
დაუკარით! განა ყველა ლოთი არი?!
განა ყველა სიყვარულით დაიშანთა?!
დაუკარით ძველებური ლოთიანი,
თორემ დარდი ღრუბელივით გასივდება,
გაფრინდება სიყმაწვილე შფოთიანი,
წრფელი გული, ცხელი გული გაცივდება!
”ვაჟკაცსა გული რკინისა,
აბჯარი თუნდა ხისანი,
თვალნი ქორებულ მხედავნი,
ზედ მუხლნი შავარდნისანი”.

ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,
ატმის ხესავით აფეთქებული და მოქნეული გავაზივითა.
ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,
ფართოდ გაშლილი და მოხატული
თამარ დედოფლის დარბაზივითა!

1940

შადიანი - ძველებური მხიარული სიმღერა

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined06 Nov 2008
Posts75
კარმა0
OFFLINEPROFILE
რომ ავყოლოდი გულისთქმას,
ჭკუას არ დავიხმარებდი,
შენთან დავლევდი ჩემს დღეებს
შენს გულში გავიხარებდი

ზურგს საფქვავს წამოვიგდებდი
გზას წისქვილისკენ გავლევდი
პატარაც რამე გწყენოდა
სულს ხოხობივით დავლევდი
ანა კალანდაძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მაღლიდან გადმოვიხედე, დაგხედე მწოლიარესა,
ფერი მიგიგავ ლალ-ღვინოს, ჭიქაში მდგომიარესა.
სიცილი ელვას მიგიგავ, როდესაც გაგეცინება,
სილამაზითა მზეს გევხარ, დილით რო მოეფინება.
სად მოიცალა იმ ღმერთმა შენი თვალ-წარბის წერათა,
ან სად დაგხატა ეგეთი, ან სად შეგამკო ხელათა.
ციდან წამოვა ტოროლა, ჩამოსთვლის გალობასაო,
წიგნი, ჭრა-კერვა გცოდნია, ნეტავ შენ ქალობასაო.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი