↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
თუ ასე ტურფა იყავი,
რად ვერ გამჩნევდი იაო,
იმად, რომ სიყვარულისთვის
გული არ გამიღიაო.
ახლა კარგ მებაღე შამხვდა,
ალერსით გამაღვიაო,
ტკბილადამც მამიგურგურა
კალთაზე დამარწიაო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 May 2008
Posts351
კარმა3
OFFLINEPROFILE
საუბარი ნაძვებთან

ამ მთაზე ამოსვლა როგორღა გაბედა,
არა ვარ ასეთი გოგონას მნახველი,
მოსულა თქვენთანაც და შეუბრალებლად,
დანით დაუხაზავს თავისი სახელი...

თქვენ ალბათ ტკივილებს გულშივე იქრობდით,
ზეცას ვერ შესძრავდით ზარით და კივილით,
როდესაც გსერავდათ, ნეტავ რას ფიქრობდა,
ნეტავ თუ ესმოდა ეგ თქვენი ტკივილი.

თქვენ ვიცი დასწყევლით, თქვენ ვიცი, დასძრახავთ,
რა ვუყოთ, შლეგია და გადარეული,
აი, მე პატარა პოეტი გახლავართ,
მარადჟამს სუსტი და ფერგადალეული

და განა დამინდო?! არაფერს ჩამორჩა,
იხმარა ათასი ხერხი და მახენი,
ამხადა მკერდი და ზედ გულზე ამომჭრა,
ზედ გულზე ამომჭრა თავისი სახელი.

მაგრამ მე თქვენსავით არ ვკიცხავ ამაზე,
გავა დრო, ბავშვური ვნებებიც გაუვლის,
ისეთი კარგია, ისეთი ლამაზი,
შევუნდოთ, შევუნდოთ ეს დანაშაული!...

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 May 2008
Posts292
კარმა0
OFFLINEPROFILE
Johnnie Walker

ნუ გეშინია, ჯონი უოლკერ, დღეს არ დავთვრები,
დღეს უნდა ერთი, უმნიშვნელო, წერტლი დავსვა!
მოდი ჩავკეცოთ, მეგობარო, ერთად კარტები -
ჩვენ ხომ ყოველთვის ვთამაშობდით წესების დაცვით...
ჯანდაბას რაც კი წაგვიგია! ახლა კი - ვწვები!
ბლეფია, ვიცი, გვატყუებენ, ძვირფასო უოლკერ, -
"წითელი ძაღლის" ინსტინქტი მაქვს, - გუმანით ვხვდები,
მთელი ცხოვრება "ოაზისს" და "კარიბულ" პოკერს
ვთამაშობ, მაგრამ... ზოგჯერ დგება წაგების ჯერი...
თავში უხლიათ ეს ქონებაც, ეს არქონებაც,
დაე იცოცხლონ, დაე მოკვდნენ ათას წლის მერე!
ისეთი გარჯით ირჯებიან, რომ გეგონება,
თეორიები ამოიცნეს ობრი დე გრეის...

რა დროს შიშია, რა დროს ძრწოლა და უძრაობა,
როცა გველიან ტიტანები ველზე ფლეგრეის?!
მოვიმიზეზოთ ჯონი უოლკერ, ვთქვათ - უდროობა,
არ დაიჯერო, რომ დროს ვუსწრებთ, რომ ჯერ ადრეა!
მესსაზე სხვაბმა იარონ და... იდაყვზე კბენით
აღსარებისთვის, ტაძრებია და პადრეები...
ჩვენ კი წავიდეთ, ისე როგორც ჯენტლმენებს შვენით,
(და ნუ იდარდებ, არ დავრჩებით ბედთან ვალებში)
პროტესტის ნიშნად ჩავიდინოთ თუნდაც მკვლელობა,
და ღმერთს ჩავხედოთ თავხედური მზერით თვალებში, -
იქნებ როგორმე გაამართლოს მოუცლელობა...
ნუ გეშინია, ჯონი უოლკერ, დღეს არ დავთვრები,
დღეს უნდა ერთი, უმნიშვნელო, წერტლი დავსვა!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Dec 2007
Posts1678
კარმა50
OFFLINEPROFILE
http://www.dailymotion.com/video/x71ee5 ... e_creation

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ეჰა, განთიად აღსდგები,
ცისკარო, ნარგიზ ნარევო,
წარბო, აყრილო შვილდურად,
პირსუფთავ, მოცინარეო,
ღვთის მადლმა, შემიწყნარეო.
ქალო, რო წიგნი მოგწერე,
ქალო, ეშხითა მორთულო.
დღისით მზევ, ღამით მთვარეო,
ბრწყინვალე შუქურ ვარსკვლავო,
შენ ხმელეთისა მდარეო,
ვარსკვლავო სურვილისაო,
სული შენ მიიბარეო.
ქალო, ამ თვალთა ნათელო,
ქალო, სახე გაქვს მზისაო,
ქალო, შვენება ვინ მოგცა
სამოცი ვარსკვლავისაო.
მთვარე ხარ მანათობელი
იალბუზისა მთისაო,
შუქი ანათებს ქვეყანას
მაგ შენი თვალებისაო.
ცაში ნაბანო ვარსკვლავო,
ხელთ დასაჭერო მზისაო.
ვისაც შენ ჰყვეხარ, მასა აქვს
წყალობა მაღალ ღვთისაო,
გახსოვდე, მომიგონებდე,
მე შენთვის ცრემლი მდისაო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
http://www.dailymotion.com/video/x7z1i9 ... y_creation

ტერენტი გრანელი=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 May 2008
Posts292
კარმა0
OFFLINEPROFILE
რეზიუმე

მოდი, ცხოვრება შევაჯამოთ -
თუმცა, არც ისე ადვილია!
ხორცი, რომელიც შეიჭამა,
სისხლი, რომელიც დაილია,
ფეხი, რომელიც წამოვკარით,
ხელი, რომელიც ჩავიქნიეთ,
გრძნობა, რომელიც ამოვკირეთ,
ეჭვი: "არ გვხსოვს"... "არ გვქნია"...
ყველა მოშლილი პარაპეტი,
ყველა შებღალვა სამარეთა,
და არც ნაკლები და არც მეტი -
მზერა, რომელიც ავარიდეთ...
სიტყვა, რომელიც ვერ დავძარით,
ხმალი, ხელიდან განაგდები,
ყველა საყდარი და ტაძარი,
შეჩვენება და ანათემა.
მიწა, რომელიც მივაყარეთ
ზეცას, დაცემით შესაშური...
ჯვარი, რომელზეც მივაკარით
ღმერთი, სახელად იეშუა.
მამა, რომლიც აღარც ვიცით...
დედა, რომელიც - უანგაროდ!
შვილი, რომელიც გავასხვისეთ,
ცოლი, რომელიც უარვყავით -
სუფთა ფურცელზე ჩამოვწეროთ,
უნდა სულ რაღაცა ათი წუთი...
გამოვითვალოთ ქვეშმიწერით
ყველა კუთხე და აზიმუტი,
სადაც ცხოვრებამ გადაგვხარა
(მაინც დარჩება ფარატინად!)
და საუკუნის გასაყარზე,
როგორც მეფე და პალადინი,
შევდგეთ წარსულის შეჯამებით -
თუმცა, არც ისე ადვილია! -
ხორცით, რომელიც შეიჭამა,
სისხლით, რომელიც დაილია...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
=ko= =ko= =ko= =ko= კარმა ჩემგან .

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Dec 2008
Posts636
კარმა0
OFFLINEPROFILE
letigo
http://www.dailymotion.com/video/x71ee5 ... e_creation
მომეწონა ეს ლექსი, მშვენიერია, თუმცა ფეხბურთის გამოც დიდი სიამოვნებით ვესტუმრები საიტს შემდგომში=zer= =zer= =zer=

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 May 2008
Posts292
კარმა0
OFFLINEPROFILE
დღეს ხომ ბედობაა...

ნუ დამიბედებ დღეს ბედობაა...
აუხდენელი ოცნებების...
ნუ დაიბედებ ცივ ქარტეხილებს...
თავხედობაა,
ჩემი მხრიდან, შენთან თამაში!

და შენზე ფიქრი,
ვითომ ღამეს რომ მატეხინებს...
მე და შენს შორის
უფსკრულების არის ლამანში...

ჯოჯოხეთია,
გზააბნეულ ორი სულისთვის...
და ამ ორიდან
გადარჩება მხოლოდ ერთ-ერთი!

და ერთადერთმა ღმერთმა იცის,
ალბათ - რომელი...
ნუ დაიბედებ ჩემს სიყვარულს!
მე ვარ დემონი...

მე ვარ სატანა...
ვოლანდი ვარ და ბელზებელი...
ლუციფერი ვარ...
ქვესკნელების ვარ ჰეგემონი

და სივრცეებში მიმოფანტულ
ქართა მპყრობელი...
პლანეტები ვარ გადამწვარი...
მათი მზეები...

და გალაქტიკებს დემონიურ ფეხებს ვაბიჯებ...
ნუ დაიჩემებ ჩემს სიყვარულს,
ქრისტეს გაფიცებ,
- იქნებ როგორმე გადამირჩე -
ღმერთის გულისთვის!

დღეს ბედობაა...
დაიბედე ჩემზე არფიქრი!
ანგელოზები დაიბედე...
სამოთხეები...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მაღლიდან გადმოვიხედე, დაგხედე მწოლიარესა,
ფერი მიგიგავ ლალ-ღვინოს, ჭიქაში მდგომიარესა.
სიცილი ელვას მიგიგავ, როდესაც გაგეცინება,
სილამაზითა მზეს გევხარ, დილით რო მოეფინება.
სად მოიცალა იმ ღმერთმა შენი თვალ-წარბის წერათა,
ან სად დაგხატა ეგეთი, ან სად შეგამკო ხელათა.
ციდან წამოვა ტოროლა, ჩამოსთვლის გალობასაო,
წიგნი, ჭრა-კერვა გცოდნია, ნეტავ შენ ქალობასაო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ბაზალეთის ტბა

ბაზალეთისა ტბის ძირას
ოქროს აკვანი არისო,
და მის გარშემო წყლის ქვეშე
უცხო წალკოტი ყვავისო.

მწვანეა მუდამ წალკოტი,
არასდროს თურმე არ სჭკნება,
ქვეყნისა დროსა ტრიალსა
იგი არ ემორჩილება.

ვერ ერჩის თურმე მის მწვანეს
ვერც სიცხე, ვერცა ზამთარი,
და იმის მზიან ჩრდილებში
მუდამ გაზაფხული არი.

წალკოტის შუაგულშია
ის აკვანი ასვენია,
და ჯერ კაცთაგან იქ ჩასვლა
არავის გაუბედნია.

მარტო ერთნი – სირინოზნი
იმ აკვანს გარს ეხვევიან,
მარტო იგინი, გრძნეულნი,
დასტრფიან და დამღერიან...

ამბობენ, - თამარ დედოფალს
ის აკვანი იქ ჩაუდგამს,
და ერს თვისთა ცრემლთ ნადენით
ტბა კარვად ზედ გადუხურავს.

ამას კი აღარ ამბობენ, -
აკვანში ვინ ჩააწვინა,
ან თვით ერმა თვისი ცრემლი
ზედ ტბად რისთვის დაადინა...

იქნებ აკვანში ის ყრმა წევს,
ვისიც არ ითქმის სახელი,
ვისაც დღედაღამ ჰნატრულობს
ჩუმის ნატვრითა ქართველი?

თუ ესე არის, ნეტა მას
ვაჟკაცსა სახელოვანსა,
ვისიცა ხელი პირველად
დასწვდება იმა აკვანსა!

თუ ესე არის, ნეტა მას,
დედასა სახელდებულსა,
ვინც იმ ყრმას პირველ მიაწვდის
თვის ძუძუს, მადლით ცხებულსა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2009
Posts896
კარმა0
OFFLINEPROFILE
ეხლა მივხვდი ჩემს საშინელ შეცდომას
მენატრება, ის რაც უკვე მშორდება
დღე გადასულ კალენდარში დავეძებ
რაც არასდროს აღარ განმეორდება

არასდროს აღარ მოვა,ის
რაც ერთხელ წავიდა....
რაც იყო წავიდა....

დარჩება დღიურების,
ნაფერფლი და ნაცარი
რაც იყო წავიდა...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Feb 2008
Posts2059
კარმა46
OFFLINEPROFILE
როგორც ყოველთვის

როგორც ყოველთვის,
არც ამ წერილს გამოგიგზავნი.
არც ერთი ლოცვა ცამდის არ ადის.
ახლა მგზავრი ვარ და დუმილში
ვჩურჩულებ მგზავრი:
- მშვიდობით იყავ, აწ და მარადის.
ამ განშორებამ არ გაფინა ფერები ფითრის
არც დავიწყებად, არც უკვდავებად,
შენ ოცი წელი გებევრება, მე ასებს ვითვლი
და ათასებიც მეცოტავება.

მირზა გელოვანი

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 May 2008
Posts292
კარმა0
OFFLINEPROFILE
****

მთელი საღამო გჭამდი თვალებით.
გჭამდი თანდათან, არაერთბაშად.
მე მიყვარს როცა მეკიდება ნელა ბახუსი...
მე მიყვარს როცა ნება-ნება მათრობს თრიაქი...
შენი სხეულიც ხომ თრიაქია?!
მთელი საღამო გჭამდი თვალებით.
გჭამდი მოზომილ თანმიმდევრობით:
ჯერ შეგიჭამე ფეხის ტერფები,
მერე წვივები დავხარ - ვერ გავძეხ,
ვღეჭე მუხლები - ვერც მათ გამაძღეს.
მერე ბარძაყებს მივეპარე ისე ქურდულად,
ვით მტაცებელი ეპარება თავის სამსხვერპლოს.
მერე თეძოთა გამაოგნა ზუსტმა სიმრგვალემ
და გული დამწყდა რადგან თვალებით
შემეძლო მხოლოდ მათი შეგრძნება.
მივყევი ზემოთ. აქ მახეში მკერდის გავები -
შეველ სამოთხეს, ვკრიფე ვაშლები
და ნერვიულად ვყლაპე მთელ-მთელი.
მთელ-მთელი ვყლაპე ძუძუსთავებიც.
მერე ყელს დავწვდი. დავეწაფე როგორც ვამპირი -
ციდან მოვხსენი ახალი მთვარე, სამეფო თასი,
შევავსე შენი ცისფერი სისხლით და ისე შევსვი.
მერე სველ ტუჩებს კინამ დავაკვდი -
იმდენხანს ვწოვე სიყვარულის ელექსირები,
სანამ ბოლომდე არ დავაშრე მათი სისველე.
ბოლოს წამწამთა მათრახები ვიგრძენ სხეულზე.
მათ უმოწყალოდ, დაუნდობლად გამამათრახეს
და გადამაგდეს თვალთა ზღვების აბისალებში.
მე ჩავიძირე გიშერისფერ მათ სიღრმეებში
და... იქ დავიხრჩვი. თუმცა არ მოვკვდი -
არ შეიძლება პოეტი მოკვდეს ასე იოლად! -
მე შენს სურნელად გარდავიცვალე
და ნაცვლად სამოთხის,
შენს ხავერდოვან თმებში ვპოვე განსასვენები.
მთელი საღამო გჭამდი თვალებით.
გჭამდი თანდათან, არაერთბაშად.
მე მიყვარს როცა მეკიდება ნელა ბახუსი...
მე მიყვარს როცა ნება-ნება მათრობს თრიაქი...
შენი სხეულიც ხომ თრიაქია?!

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი