↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 322 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
დაბადების მომენტში ადამიანის ტვინში უკვე 14 მილიარდი უჯრედი არსებობს, და ეს რიცხვი სიკვდილამდე არ იზრდება. პირიქით, 25 წლის შემდეგ იგი მცირდება 100 ათასით დღეში. ერთ წუთში, რომელსაც გვერდის წაკითხვაზე ხარჯავთ, კვდება დაახლოებით 70 უჯრედი. 40 წლის შემდეგ ტვინის დეგრადაცია მკვეთრად ჩქარდებ, ხოლო 50 წლის შემდეგ ნეირონები(ნერვული უჯრედები) შრებიან და მცირდება ტვინის მოცულობა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მკვლელობა ჩოგბურთის კლუბში

გედევან გედევანიშვილი

ჩოგბურთის კლუბის _ «ჯორჯიან ლაიონზ ლაუნ-ტენის კლაბის» _ პრეზენტაციაზე შემთხვევით მოვხვდი. ჩოგანი ცხოვრებაში არ მჭერია, არავითარი სპორტი არ მაინტერესებს, საყურებლადაც კი, მაგრამ ანანო გედევანიშვილი, ჩემი მკვიდრი ბიძაშვილი, გადამეკიდა; ახალგამომცხვარი კლუბის პიარ-მენეჯერად გაამწესეს, _ ალბათ, იმიტომ, რომ სიცოცხლეში ერთხელ გაბრიელა საბატინის ერთი გეიმი მოუგო და, რაც მთავარია, გაბრიელასავით სიმპათიურია ლამის, _ ჰოდა, თავი გაიგიჟა, გინდა თუ არა, უნდა მოხვიდეო...
_ არა ვარ მე ტუსოვკების ტიპი, არ იცი? _ თავის დაძვრენას შევეცადე, _ ბომონდში მე არ ვიჩითები... არავინ მიცნობს...
_ როგორ არ გიცნობენ! _ გამაწყვეტინა, _ ლაშა ბუღაძესთან ხომ იყავი ლიტერატურულ გადაცემაში? იყავი! რომანი ხომ გამოეცი სკანდალური? გამოეცი! მეტი რა გინდა?!
_ სკანდალური არა, ის... _ თითქმის აგდებულად ვუპასუხე («ეროტომანის ჩანაწერებს» გულისხმობდა), მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, მაინც დამითანხმა და აი, ე. წ. «პრეზენტაციაზე» ვარ...
კლუბი მეგონა იქნებოდა, უბრალოდ, კორტი მომცრო შენობა-სათავსებით, მაგრამ აღმოჩნდა ციხესიმაგრის საკადრისი მაღალი კედლით შემოვლებული ვეება კომპლექსი დახურული და ღია კორტებით, საცურაო აუზით, სპორტული დარბაზებით, კაფე-ბარით, საუნითა და ათასნაირი ტრენაჟორებით _ მოკლედ, ერთობ «ნავაროჩენი» რამ... პუბლიკაც, შესაბამისად, ექსკლუზიურად ელიტური შეიყარა... თეთრ ყვავად თუ არა, მონაცრისფროდ ხო ნამდვილად ვგრძნობდი თავს... ჩამოვიფხატე ცხვირზე ლამაზი, ქათქათა სპორტული ქუდი კლუბის ემბლემით, _ სიმპათიური ჩოგნიანი ბოკვრით, _ რომელიც მისვლისთანავე ჩამოგვირიგეს და კოქტეილით ხელში დავბორიალობ სრულიად უაზროდ მოზიმზიმე საზოგადოებაში... ბოლოს მომბეზრდა ყიალი, დარბაზის კუთხეში შევიყუჟე, რაღაც უცნაურ ტრენაჟორზე ჩამოვჯექი (ასტრონავტის სავარჯიშო მოწყობილობა გეგონებოდათ) და ვწრუპავ ჩემთვის... ისე, კოქტეილი მართლაც კოქტეილობდა... ვაკაიფებ, მაგრამ თან ნერვები მაწყდება, ვფიქრობ, ეს რა მარაზმში ვარ და კიდევ, როგორ მოვიხიო შეუმჩნევლად, ანანომ რომ არ დამწვას... გავხედე _ დეკოლტირებული ბიძაშვილი დარბაზში ბრუნვადად მოძრაობს, სპირალურ ზიგზაგებად, თითქოს მიზნად დაუსახავსო, ყველა «ცნობილ სახესთან» წამით მაინც შეჩერდეს, პერსონალურად დაეკონტაქტოს... რაც არცთუ მარტივი საქმე იყო, ალბათ, _ ორასი კაცი მაინც ეყოლებოდათ მოპატიჟებული...
მოულოდნელად ვიღაც ახალგაზრდა, მაღალი, გამხდარი ქალი მომიახლოვდა ჩოგნით ხელში, ჩოგბურთელის თეთრ ფორმაში გამოწყობილი, ოღონდ იმსიგრძე ქვედატანიანი, ალბათ, სიუზენ ლენგლენი რომ ატარებდა კორტზე ასიოდე წლის წინ... დადგა. მიყურებს, ვუყურებ... ისე შემომაჩერდა, როგორც ძველ ნაცნობს, ოღონდ დიდი ხნის უნახავს, თანაც, მაინც ეჭვი რომ გეპარება და ვერ გადაგიწყვეტია ბოლომდე _ მართლა ნაცნობია თუ, უბრალოდ, ძალიანა ჰგავს...
მიმზერს მდუმარედ. შევიშმუშნე. მეუბნება ოდნავი ყოყმანით:
_ ჩვენ... ერთ სკოლაში ვსწავლობდით...
გამიკვირდა, «ერთ სკოლაში?..» სრულიად არ მეცნობოდა.
_ პარალელურკლასელები ვართ... ტელევიზორში გნახეთ, ამას წინათ... იყავით?
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე _ თან ვფიქრობ, იქნება «ატკაზზე» გავსულიყავი? ანუ უარი მეთქვა? თუმცა, უკვე გვიანაა...
_ ხომ ვამბობდი! _ პატარა გოგონასავით გაუხარდა, _ მართლა პარალელურკლასელები ვართ!
სკოლა ყოველთვის მეჯავრებოდა, ამიტომ ცნობამ, რომ ამ ხმელ-ხმელი ქალბატონის სკოლელობის ბედნიერება მხვდა თურმე წილად ოდესღაც, ჩემში არანაირი ემოცია არ გამოიწვია. პარალელურების გოგოებიდან მხოლოდ გრძელკანჭება ტატა ხახუბია მახსენდებოდა...
_ ძალიან სასიამოვნოა, _ ვუთხარი თავაზიანად და გავჩუმდი. ქალი, ეტყობა, მეტ დაინტერესებას მოელოდა ჩემი მხრიდან, უხერხული პაუზა ჩამოვარდა... ეეჰ, არ მეხერხება ეს «სვეტსკი» საუბრები და რა ვქნა!
უეცრად გაეცინა და ხელი გამომიწოდა:
_ ზუსტად ასეთი წარმომედგინეთ თქვენი წიგნებიდან... მე ელისი მქვია, მაგრამ აგატას მეძახიან, სუიციდოლოგი ვარ...
ელისი, აგატა, სუიციდოლოგი... _ დავიბენი და, ალბათ, ეს რომ დამეფარა, წამოვდექი, ხელზე ვეამბორე, მერე საიმპერატორო გვარდიის ოფიცერივით გავიჯგიმე და თავი დავუკარი ერთობ ღირსეულად, თუმც კი ხაზგასმულად თეატრალურად.
ელისაგატასუიციდოლოგმა ისევ გაიცინა, ხელკავი გამომდო და სეირნობა-სეირნობით წავედით...
_ უკაცრავად, სუიციდი, მგონი, თვითმკვლელობას ნიშნავს ლათინურად, არა? _ ვეკითხები სასხვათაშორისოდ.
_ დიახ, _ თავი დამიქნია.
_ და თვითმკვლელობას სწავლობთ, უკაცრავად და... რა გაგებით?
_ საერთოდ, ფსიქოთერაპევტი ვარ... ფსიქოანალიტიკოსი, მაგრამ ძირითადად სუიციდებზე ვმუშაობ...
_ თვითმკვლელობის ფსიქოთერაპია? _ გავაწყვეტინე, _ თვითმკვლელს რაღა ფსიქოთერაპია უშველის?!.
_ რატომ? _ ოდნავ მშრალად მიპასუხა, _ საკმაოდ ბევრია წარუმატებელი სუიციდი, ცოცხლად დარჩენილებს კი ნამდვილად სჭირდებათ დახმარება... მერე, პრევენციას ვეწევი... ასე ვთქვათ, პროფილაქტიკას... ვმუშაობ იმათთან, ვინც აპირებს... მიდრეკილია თვითმკვლელობისკენ... დეპრესიულებთან... და იცით, კუთხეში ისე იჯექით, გავიფიქრე... ოღონდ არ გეწყინოთ... ეს ჩემი პოტენციური პაციენტია-მეთქი... მერეღა გიცანით...
ნათქვამი არ მესიამოვნა, ცხადია, მაგრამ არ შევიმჩნიე, ცალყბად გავუღიმე. ის კი აგრძელებს:
_ ისეთი გამომეტყველებით იჯექით, თითქოს ფიქრობდით, ეს რა მარაზმში ვარ, კოშმარულ მარაზმშიო...
გავჩერდი, ელისაგატასუიციდოლოგს თვალებში ჩავხედე (მომწვანო თვალები აღმოაჩნდა) და ვეუბნები:
_ ტელეპათი ყოფილხართ! მართლა მაგას ვფიქრობდი!.. _ მერე გავაგრძელე თითქოსდა თავის მართლებით, _ ბიძაშვილი გადამეკიდა, უნდა მოხვიდეო, თორემ «სვეტსკი» რაუტებზე მე არ დავიარები... მწერალი სახლში უნდა იჯდეს და... წერდეს...
«ბიძაშვილის» ხსენებაზე ანანოც გამოჩნდა დაბარებულივით, გაგვიღიმა, ხომ არ მოიწყინეთო, გვკითხა, თანაც ეტყობა, მართლა გულით და არა მოვალეობის მოხდის მიზნით (საერთოდაც გულიანი ტიპია) და ისევ სტუმრებს შეერია...
ალაფურშეტი თავისი ქართული წესითა და რიგით მიედინებოდა, გარგრის ბლანტი წვენივით, რომელიც ბლომადა ვსვი იმ დღეს კლუბში, მეგემრიელა, კოქტეილისა არ იყოს... ამასობაში ალაფურშეტი უკვე მამაპაპურ ქეიფში გადადიოდა მდორედ და ძალდაუტანებლად... აქა-იქ სპონტანურად იკვრებოდა მსმელთა «კუტოკები»... ისმოდა გადაძახილ-გადმოძახილი...
_ მოკლედ, ანანოს დამსახურებაა, აქ რომ ვარ, _ გავაკეთე რეზიუმე.
_ აჰ, ანანოა თქვენი ბიძაშვილი?.. ჩემთან დადის უკვე მეორე წელია...
_ დადის?.. _ უცებ ვერ გავიგე, _ ოო... თქვენ მისი... ფსიქოთერაპევტი ხართ?
_ მაქვს პატივი, _ ჩაიღიმა ელისაგატასუიციდოლოგმა, _ და კიდევ _ აქ მყოფთა ოცდაათიოდე, არა, ორმოციოდე პროცენტის...
_ ორმოციოდე პროცენტის? _ ვერ დავიჯერე, _ რა ამბავია?!. ასეთი... მმ... პოპულარული ხართ?
_ გინდოდათ გეთქვათ, მოდური? _ ამჯერადაც გაიღიმა, მაგრამ თითქოს რაღაცნაირად ნაღვლიანად, _ ისე, არც მე მიყვარს, თქვენი არ იყოს, «სვეტსკი» რაუტები, მაგრამ ერთ-ორ ჩემს «მეგობარს» (ვინც სეანსებზე დადის ჩემთან, პრინციპულად არ ვეძახი «პაციენტებსა» და არც «კლიენტებს», როგორც ზოგი ჩემი კოლეგა) კრიზისული პერიოდი აქვს... ვიცოდი, აქ იქნებოდნენ, ყურში უნდა ვუჩურჩულო რამდენიმე სიტყვა... თუმცა, ჩოგბურთიც ძალიან მიყვარს... და მოსაწვევიც მაქვს, ცხადია... და უკვე თამაშიც მოვასწარი...
ჩოგანი გაიქნია და ამ სიტყვებით გამშორდა, ვიღაც ღიპიან-სათვალიან მელოტ ბიძასთან მივიდა, საუბარი გაუბა... საიდანღაც აშკარად მეცნობოდა ის კაცი (ტელევიზორიდან?), მაგრამ სახელი ვერაფრით გავიხსენე, მგონი, ბანკირი უნდა ყოფილიყო... ანდა ბობოლა ბიზნესმენი... თუ დეპუტატი?..
შამპანურის ფუჟერს დავწვდი და ხიზილალიანი ბუტერბროდიც დავითრიე. წასვლაზე რატომღაც აღარ მეფიქრებოდა... ნაცნობ გრძელ თეთრ კაბას დროდა¬დრო დარბაზის ხან ერთ კუთხეში დავლანდავდი, ხანაც _ მეორეში... ამასობაში მოსაღამოვდა... ხალხი ნელ-ნელა გაიკრიფა... დარჩენილებმა ქეიფი გააჩაღეს... უეცრად თეთრი კაბა თვალთახედვიდან დამეკარგა და ჩემდა გასაოცრად, ავნერვიულდი, დავიარე დარბაზები, შევედი ბარში, მერე სათითაოდ შევიხედე კლუბის ადმინისტრაციის კაბინეტებსა და სასტუმროს ნომრებივით გაწყობილ ოთახებში. ორი მათგანი ცარიელი დამხვდა, მესამეში კი _ სავარძელში გადასვენებული ახალგაზრდა ქალი... ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, გადასვენებული... თავი აშკარად არაბუნებრივად ჰქონდა უკან გადავარდნილი, ხელები _ იატაკზე ჩამოშვებული, ფეხები _ თითქმის გაჩაჩხული... მინდოდა, კარი მიმეხურა _ მეთქი, მთვრალია ანდა კაიფშია, გაითიშა, _ მაგრამ მაინც შევედი, დავხედე...
მედიცინისა არაფერი გამეგება, მაგრამ ეგრევე მივხვდი _ მკვდარია... თვალები და პირი ღია დარჩენოდა... სახე არაბუნებრივად თეთრ, გროტესკულ ნიღაბს მიუგავდა... ალბათ, 30-35 წლის იქნებოდა, ქერა, სლავური შესახედაობის, ხუჭუჭათმიანი... სიცოცხლეში, ალბათ, ეფექტური, ოღონდ თითქოს ოდნავ ვულგარული, ჟოლოსფერ «ბრიუჩნი» კოსტიუმში... საერთოდ, გვამს, ვცდილობ ხოლმე, არ გავეკარო, მაგრამ ახლა რატომღაც თვალი ვერ მოვწყვიტე _ ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, რომ ჩემ წინ უზარმაზარი მარიონეტია და თუ ვინმე ძაფებს დაქაჩავს, ამოძრავდება, წამოდგება, გაივლის, მაგრამ არ გაცოცხლდება, მაინც უსულო დარჩება... როგორც შემზარავი ზომბი...
მოკლედ, რაღაც ხანი გაშტერებული ვუყურებდი, მერე ადგილზე შემოვბრუნდი, კაბინეტიდან გამოვვარდი ელდანაკრავივით და ელისაგატასუიციდოლოგს შევეჩეხე.
ალბათ, სახეზე შემატყო... შესატყობი.
_ რა მოხდა?! _ თითქმის შემომყვირა შეშფოთებით.
ვერაფერი ვუთხარი, ენა დამება, ხელი გავიშვირე მხოლოდ, მეთქი, იქ, იქ, ოთახში...
კარი მკვეთრი მოძრაობით შეაღო და ოთახში შევარდა. შევყევი.
_ ლინდა... _ მხოლოდ ეს ერთი სიტყვა წარმოთქვა ოდნავ გასაგონად, წამით შედგა, თითქოს ძალას იკრებსო, ცალ მუხლზე დაეშვა მოწყვეტით, ქალს ჯერ პულსი გაუსინჯა, მერე ხელჩანთიდან პატარა სარკე ამოიღო, ტუჩებზე მიადო... თავი გააქნია პატარა გოგონასავით, მომიბრუნდა და საქმიანად, მშრალად, შეიძლება ითქვას, ხისტად მომიგდო, _ ლინდა მოკლეს. გადაკეტეთ კარი. კლუბიდან არავინ გავიდეს. გამომძიებელს ვურეკავ.
ძალიან მინდოდა მეკითხა, ვინაა ლინდა, რატომაა დარწმუნებული, რომ მოკლეს (ძალადობის ნიშნები, ჩემი ჭკუით, არ ეტყობოდა) და კიდევ ბევრი რამის კითხვა მინდოდა, მაგრამ რატომღაც უხმოდ დავემორჩილე. თითქმის სირბილით წავედი კლუბის ცენტრალური შესასვლელისკენ, სადაც დაცვა იდგა, თუმცა ვერაფერი შევასმინე... კიდევ კარგი, მობილურზე დაურეკეს და უბრძანეს, კარი დაეგმანათ (მივხვდი, კლუბის პრეზიდენტი იქნებოდა, ეტყობა, საქმის კურსში ჩააყენა ელისაგატამ).

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
გაჰრძელებაააააა

როცა კაბინეტში შემოვბრუნდი, ლინდას გვამთან სუიციდოლოგის გარდა დამხვდნენ: კლუბის პრეზიდენტი და მფლობელი, ცნობილი ქართველი მილიონერი, პლეიბოი და მოყვარული სპორტსმენი, ციმბირში გამდიდრებული ნიკუშა ჯორჯაძე, ანანო პრესმენეჯერ-ბიძაშვილი, ვიღაც ხნოვანი ჭაღარა კაცი, როგორც მივხვდი, ექიმი _ აშკარად პროფესიონალურად ცდილობდა ლინდას მოსულიერებას, მაგრამ მომეჩვენა, ცოტა არ იყოს, მექანიკურად ირჯებოდა, ეტყობა, უკვე მხოლოდ მოვალეობას იხდიდა, სინდისის დასამშვიდებლად, აქაოდა, ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლოო... ქალის გაცოცხლება ისევე რეალური ჩანდა, როგორც, ვთქვათ, ძაფებგადაჭრილი მარიონეტისა... და კიდევ, ოთახში იყო ახალგაზრდა, მხარბეჭიანი კაცი, კართან იდგა კედელს აკრული, ზეაღმართული პისტოლეტით ხელში, ისე, თითქოს ვიღაცის თავდასხმას ელისო... ნიკუშა ჯორჯაძის ბოდიგარდი იქნებოდა, ცხადია...
კლუბის პრეზიდენტი, ცოტა არ იყოს, დაბნეული ჩანდა, შეფითრებულიც კი, რაც მისი რეპუტაციის მქონე კაცისთვის (ვისაც ზვიგენებზე უნადირია წყნარ ოკეანეში, კილიმანჯაროზე პარაპლანით დაშვებულა და კაციჭამია ვეფხვი განუგმირავს) სამარცხვინო სისუსტედ შეიძლება ჩათვლილიყო. უაზრო გამომეტყველებით იჯდა ხელებ და მხრებჩამოშვებული. ჩემდა გასაოცრად, განკარგულებებს იძლეოდა... ელისაგატა!.. როცა კაბინეტში შესვლა დავაპირე და პისტოლეტიანმა გზა გადამიღობა, მხოლოდ ერთი სიტყვა მიუგდო მკაცრად _ «ჩემთანაა» და ულაპარაკოდ შემიშვეს... კლუბის პრეზიდენტმა კითხვითი გამომეტყველებით შემომხედა (ცხადია, არ ვეცნობოდი), ანანომ უკვე დააპირა აეხსნა, ვინ ვარ, მაგრამ ელისაგატამ დაასწრო:
_ ჩემი ახლობელია, ცნობილი მწერალი გედი გედევანიშვილი... გვამი მან იპოვა...
და გვერდზე გაიხედა. ლინდა საწოლზე დაეწვინათ და თვალები დაეხუჭათ, თუმცა პირი ღია ჰქონდა მაინც, ეტყობა, ვერაფერი მოუხერხეს... სახე არაბუნებრივად გადაქცეოდა... უფრო ზუსტად კი, გადანგრეოდა...
«ახლობელი?» _ ელისაგატას ნათქვამმა, ცოტა არ იყოს, გამაკვირვა, მართალი გითხრათ, მაგრამ თან რატომღაც კიდეც მესიამოვნა... თუმცა ამაზე ფიქრის დრო და ადგილი იქ არ იყო...
_ რა ვქნათ ახლა? _ იკითხა ნიკუშა ჯორჯაძემ სივრცეში, თითქოს შველას ითხოვსო.
_ მედიცინა ტუტ ბესსილნა, _ წარმოთქვა ჭაღარა ექიმმა რუსულად და ოთახიდან გასვლა დააპირა, მაგრამ პისტოლეტიანმა არ გაუშვა.
_ ბატონო პროფესორო, დარჩით აქ... თუ შეიძლება... სანამ გამოძიება არ დაიწყება, _ უთხრა ელისაგატამ ისეთი ინტონაციით, ბრძანებას უფრო ჰგავდა, ვიდრე თხოვნას, _ ექსპერტს ნამდვილად ექნება თქვენთან კითხვები, როგორც კოლეგასთან... რამდენი ხანია, თქვენი აზრით, რაც ლინდა გარდ... მოკლეს?
_ ალბათ, ერთი საათი, _ უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ექიმმა და დაამატა, _ საათ-ნახევრის წინ მე თვითონ ვნახე ცოცხალი... მაგრამ რისგან? რისგან მოკვდა?
_ თქვენ რას ფიქრობთ? _ იკითხა კლუბის პრეზიდენტმა.
_ ეს გრიმასა მაფიქრებს... ოსკალ კაკოი-ტო... _ ხელები გაასავსავა პროფესორმა, _ ტოქსინია რამე? არ ვიცი...
_ რა ვქნათ ახლა? _ ისევ გაიმეორა ნიკუშა ჯორჯაძემ მცირედი პაუზის შემდეგ.
_ ახლა მოვა გამომძიებელი, მერე _ პოლიცია, დაიწყება ძიება... _ ჩაილაპარაკა ელისაგატამ.
_ პოლიციის გარეშე არ შეიძლება როგორმე? _ პატარა ბავშვივით იკითხა უცებ მილიონერ-პლეიბოიმ, _ ნამდვილად არ მჭირდება მე ახლა ზედმეტი პრობლემები, სკანდალები და აურზაური, ხვალ საღამოს ლონდონში უნდა ვიყო, ზეგ ბეირუთში, მაზეგ ერზრუმში...
_ უკვე დავურეკე გამომძიებელს, _ მხრები აიჩეჩა ელისაგატამ.
_ იქნებ ჩვენ თვითონ გვეპოვა მკვლელი... შენ, ელის, მაგრად გამოგდის... ეე... დეტექტივობა... მიდი რა, როგორც მაშინ... სათხედის არქეოლოგიურ ექსპედიციაში... _ მილიონერს უცნაურად ხვეწნითი ინტონაცია შეეპარა ხმაში.
_ შენ საიდან იცი? _ გააწყვეტინა სუიციდოლოგმა.
_ მე ბევრი რამე ვიცი, _ მარტივად უთხრა ნიკუშა ჯორჯაძემ, _ ისიც ვიცი... შეგდებული სცენარის შემთხვევა...
ელისაგატამ შეხედა წამიერი დაყოვნებით და შემდეგ თქვა:
_ კარგი. მომიტანონ სტუმრების სია და ვიდეოკასეტა. დაცვა, მგონი, ყველას აფიქსირებს შესასვლელში, არა? კედელზე კამერას მოვკარი თვალი...
მილიონერმა თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად და შემდეგ ბოდიგარდს გახედა. ისიც უმალ მიხვდა, რა უნდა გაეკეთებინა და ოთახიდან უხმოდ გავიდა.
_ გედი, როგორ იპოვეთ მოკლული? _ მომიბრუნდა სუიციდოლოგი.
_ და რა იცით, რომ მოკლულია? _ კითხვაზე ვუპასუხე კითხვით, რომელიც სულ ენის წვერზე მიტრიალებდა, _ იქნებ გულის შეტევა მოუვიდა ანდა კაიფში გაიპარა...
და ექიმს გავხედე. მან უკმაყოფილო სახით აიჩეჩა მხრები (რაღაცით დარდიან სპენსერ ტრეისის დაემსგავსა ფილმიდან «შეშლილი, შეშლილი მსოფლიო»), მაგრამ მერე კეთილი ინება და ამოღერღა:
_ სანამ გვამი არ გაიკვეთება, ვერაფერს ვიტყვი...
_ გედი, როგორ იპოვეთ... ლინდა? _ ისევ გამიმეორა კითხვა ელისაგატამ.
_ შემთხვევით (აბა, ხომ არ ვეტყოდი, რომ მას დავეძებდი?), კარი შევაღე, დავინახე და ვიფიქრე, ცუდადაა ქალი... შევედი, იქნებ დახმარება სჭირდება-მეთქი...
_ და რატომ შეაღეთ კარი? _ ჩამეძია.
_ და თქვენ რატომ ხართ დარწმუნებული, რომ... მოკლეს? _ მეც ისევ კითხვით ვუპასუხე კითხვაზე.
_ რატომ ვარ დარწმუნებული?.. სრულიად მარტივი მიზეზის გამო. სიკვდილამდე თხუთმეტიოდე წუთით ადრე თვითონ მითხრა, რომ ეშინია, არ მოკლას ვიღაცამ, ვინც... აქვეა... კლუბში...
_ მკვლელი აქაა?!. ვიინ?! _ თითქმის ისტერიულად შეჰკივლა უცებ ანანომ, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩუმად იჯდა და მობილურს ჩაჰყურებდა. არ ვიცი, რას აკეთებდა, ეს-ემ-ესებს აგზავნიდა, ალბათ (ჭორაობის ერთგვარი ფორმაა, მოგეხსენებათ, თანამედროვე)... ამ მომენტამდე უჩვეულოდ მშვიდად და უემოციოდ ეჭირა თავი... კლუბის პრეზიდენტისგან განსხვავებით... ისიც თითქოს მშვიდად იჯდა, ლამისაა განყენებული გამომეტყველებითაც კი, მაგრამ ვგრძნობდი, შინაგანად როგორი დაძაბული იყო... ძარღვი მალიმალ უცემდა საფეთ¬ქელთან...
_ მკვლელი ვინაა, ანუ ვინ იცნო და ვისი შეეშინდა, ამის თქმა ლინდამ, სამწუხაროდ, ვერ მოასწრო... _ განაგრძო ელისაგატამ, _ ერთი ჩემი მეგობარი ცუდად გახდა აქვე კლუბში, მობილურზე დამირეკეს და სასწრაფოდ გავედი...
ფრაზის დამთავრება ვერ მოასწრო, ოთახში შემოვიდა ბოდიგარდი ქაღალდებითა და ვიდეოკა¬სეტით ხელში (პისტოლეტი შეენახა), სუიციდოლოგს მიაწოდა და უთხრა:
_ აგერ კასეტა და სია, ვინც დაპატიჟებული იყო... ეს კიდევ, ვინც მოვიდა...
_ მაგის აღრიცხვასაც აწარმოებდნენ? _ გაუკვირდა, არა, უფრო გაუხარდა სუიციდოლოგს. კასეტა ვიდეოფლეიერში შეაგდო, რომელიც იქვე ფანჯარასთან იდო ტელევიზორზე. ეკრანი განათდა...
ამ დროს დერეფნიდან ხმამაღალი ლაპარაკი მოისმა. კარი ბრახუნით გაიღო და კაბინეტში როხროხით შემოვიდა, არა, შემოვარდა წარმოსადეგი, წითურსახიანი კაცი:
_ ნიკუშა, ძმაო, რა ხდება, სახლში ვეღარ წავსულვარ! რატომ არ მიშვებენ შენი გორილები?! დავიფრენ ახლა ყველას აქედან სათითაოდ! დაავიწყდათ, ოლიმპიური ჩემპიონი რომ ვარ აბსოლუტურ კატეგორიაში?! მაგათი ელექტროშოკის მე არ მეშინია და დუბინკების!
_ დამშვიდდი, უჩა, _ უთხრა კლუბის პრეზიდენტმა, მხარზე ხელი მეგობრულად დაჰკრა და საწოლისკენ მიახედა.
_ ეს რა არის?.. _ შეცბა კაცი, _ რა დაემართა?
_ მოკვდა.
_ მოკლეს, _ შეუსწორა ელისაგატამ და წითურ ექსოლიმპიურ ჩემპიონს თვალი თვალში გაუყარა. კაცი მთლად დაიბნა და მხოლოდ ამის თქმაღა მოახერხა:
_ ეე... ეთქვათ, მერე...
_ განზრახ არ გეუბნებოდნენ, _ უთხრა ელისაგატამ მშვიდად, მაგრამ რაღაცნაირად მკაფიოდ.
_ რატომ?!
_ იმიტომ, რომ თქვენ და ყველა დანარჩენი, ვინც კლუბშია, ეჭვმიტანილები ხართ... მკვლელობაზე... რაც აქ ნახეთ, არავის უთხრათ!..
ეს რომ თქვა, უეცრად გამიელვა _ მთავარი ეჭვმიტანილი სულაც მე გამოვდივარ, რადგან გვამი მე აღმოვაჩინე...
_ მეეც? _ პატარა ბავშვივით აღმომხდა, _ მეც ეჭვმიტანილი ვარ?!
_ რაღა თქმა უნდა, _ დამიდასტურა სუიციდოლოგმა თავაზიანი ღიმილით, _ პირველ რიგში თქვენ, გედი, რადგან...
_ რადგან გვამი მე ვიპოვე? _ დავასწარი.
_ დიახ... თუმცა, ულვაშები თქვენ არა გაქვთ...
_ ულვაშები?
_ რა შუაშია ულვაშები?! _ ნიკუშაA ჯორჯაძესაც აშკარად გაუკვირდა, ჩემი არ იყოს. თუმცა, ულვაშებს არც ის ატარებდა...
ექსჩემპიონი კი არ გავიდა, თითქოს გაიძურწა და იმავე წამს ოთახში სწრაფი, ერთგვარად სამწყობრო ნაბიჯით შემოქროლდა სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი შუახნის დაბალი, გამხდარი მამაკაცი, რომელმაც ბოდიგარდი როგორღაც ტექნიკურად, თუმც კი სრულიად უცერემონიოდ მოიშორა გზიდან (მხარი გაჰკრა შეუმჩნეველი მოძრაობით და გვერდზე გადააგდო) და არც მოგვსალმებია, სუიციდოლოგს ხაზგასმულად თავაზიანად მიმართა:
_ ქალბატონო ელისაბედ, როგორ ბრძანდებით? რა მოხდა? რატომ გამომიძახეთ?
_ თქვენ ვინღა ხართ?! _ პლეიბოი-მილიონერი უცნობს მიეჭრა და ლამისაა მუშტშემართული დაუდგა ცხვირწინ. თუმცა, აშკარად სხვადასხვა წონით კატეგორიაში იყვნენ _ ახალმოსული მხრებამდე ძლივსა სწვებოდა.
_ გამომძიებელია, ნიკუშა, ნუ ღელავ, მე დავურეკე... ბატონი ნოდარ... ხატიაშვილი, _ ხაზგასმულად მშვიდად აუხსნა ელისაგატამ კლუბის პრეზიდენტს, _ რამდენჯერმე ერთად მოგვიწია... მმ... ჩახლართული საქმეების გახსნა... კარგად ვიცნობ...
მილიონერი უეცრად, თითქოს მართლა დამშვიდდაო, შემოტრიალდა, მაგიდასთან დაჯდა და ჩიბუხის შეკეთებას, უკაცრავად, გამართვას შეუდგა.
_ რა მოხდა, ქალბატონო ელისაბედ? _ გაიმეორა ტანმორჩილმა გამომძიებელმა. რომელიღაც ლიტერატურული პერსონაჟი გამახსენა ბუნდოვნად.
_ მოკლულია ლინდა ვოინოვა, ტაილანდური მასაჟის ეე... ცნობილი სპეციალისტი ქალაქ თბილისში... და რადგან თქვენ, ბატონო ნოდარ, ოფიციალური პირი ბრძანდებით, ჩავთვალოთ, რომ საქმე უკვე აღიძრა და გამოძიება დაიწყო, _ უთხრა ელისაგატამ სრულიად უემოციოდ.
ამ დროს ნიკუშა ჯორჯაძემ თავი ასწია და სუიციდოლოგს გახედა, რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ იმან არ აცალა, ხელის მოძრაობით ანიშნა, მე თვითონ ვეტყვიო.
_ ბატონო ნოდარ, _ გააგრძელა სუიციდოლოგმა, _ ბატონ ნიკოლოზ ჯორჯაძეს, კლუბის მფლობელსა და პრეზიდენტს, თქვენთან ერთი თხოვნა აქვს...
_ თხოვნა? _ კაფანდარა გამომძიებელმა გენსეკისებურად ბანჯგვლიანი წარბები გაკვირვების ნიშნად ხაზგასმულად აზიდა შუბლზე, _ რა თხოვნა?
_ ბატონ ნიკოლოზს სურს, გამოძიება რაც შეიძლება სწრაფად ჩატარდეს, ზედმეტი აურზაურისა და ხმაურის გარეშე... _ აუხსნა ელისაგატამ, მაგრამ გამომძიებელმა ეტყობა მაინც ვერ თუ არ გაიგო. პლეიბოი-მილიონერს მიუბრუნდა:
_ როგორ წარმოგიდგენიათ ეს, ბატონო ნიკოლოზ? მე კანონს ვერ დავარღვევ... პოლიციას შეატყობინეთ უკვე?
_ ვინ გეუბნებათ, კანონი დაარღვიეო! _ აფეთქდა ნიკუშა ჯორჯაძე, თუმცა მერე თვითონვე დაუწია ტონს, _ მე უბრალოდ მინდა, რომ ახლავე გაარკვიოთ, ვინ მოკლა... საწყალი... ლინდა...
ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა მილიონერმა მოკლულის სახელი ახსენა, ხმაში თითქოს რაღაც შეეპარა... გაჩუმდა. ჩიბუხის გაჩაღებას შეუდგა.
_ ანუ ნიკუშას, უკაცრავად, ბატონ ნიკოლოზს სურს, რომ თქვენ ოფიციალურად მიღებულ პროცედურას ოდნავ გადაუხვიოთ და ჩაატაროთ... ასე ვთქვათ... პრივატული გამოძიება...
_ 100000 ევრო პრიზად, თუკი მკვლელს ღამის 12 საათამდე იპოვით! _ დაახეთქა მილიონერმა და არაჩვეულებრივად არომატული ბოლი ამოუშვა ჩიბუხიდან.
ჩია გამომძიებელს წარბები ამჯერად კინკრიხოზე აუვიდა, ნერწყვი გადასცდა, დაახველა, მაგრამ უმალ მოახერხა Aნებისყოფის კონცენტრაცია და ელისაგატას მიუბრუნდა.
_ ქალბატონო ელისაბედ... ვცადოთ!
_ მერე პრიზი ვის? _ ოდნავ შესამჩნევად ჩაეღიმა სუიციდოლოგს.
_ ფიფთი-ფიფთი... _ მოულოდნელად წაუინგლისურა გამომძიებელმა. თუმცა აშკარად ჩანდა, სულაც არ უხუმრია.
_ პოლიციას არ ეძახით? ოფიციალური სუდმედექსპერტიზის გარეშე აპირებთ გამოძიებას? ეს ხომ... _ დაიწყო ჭაღარა ექიმმა, მაგრამ ნიკუშა ჯორჯაძემ სიტყვა არ დაამთავრებინა, განზე გაიხმო და რაღაც უთხრა ხმადაბლა. ექიმმა თავი გააქნია უარის ნიშნად. მილიონერმა კიდევ რაღაც უჩურჩულა. ექიმმა ამჯერად ცალყბად გაუღიმა და ფანჯარასთან მივიდა. ფანჯრიდAან ჩანდა გაჩახჩახებული კორტი, მაგრამ სრულიად უკაცრიელი და ამის გამო თითქოს რაღაცნაირად ხელოვნური, არანამდვილი თუ ვირტუალური...
«ოღონდ ახლა ანანო არ გამოხტეს», _ გავიფიქრე და ანანო, რასაკვირველია, გამოხტა. უფრო სწორად, დააპირა გამოხტომა... მობილური რატომღაც მუშტში მოიმწყვდია, მაღლა ასწია და რაღაცის სათქმელად შეემზადა, მაგრამ მილიონერმა არ აცალა, ელვისებური მოძრაობით მოზრდილი ატამი... პირდაპირ პირში შესჩარა (დამავიწყდა მეთქვა, რომ საჟურნალო მაგიდაზე ხილით სავსე ბროლის ლარნაკი, ნამწვავებით გავსებული საფერფლე და ორი ნახევრად ცარიელი კოქტეილის ჭიქა იდგა)! ანანომ მოულოდნელობისაგან ატამი ჩაკბიჩა და გაშტერებულმა მექანიკურად დაიწყო ღეჭვა. ნიკაპზე წვენი ჩამოუვიდა ზოლად, თვალებს თოჯინასავით აფახულებდა. არა, შემთხვევით არ გამხდარა ნიკუშა ჯორჯაძე მილიონერი (ან კი ვინ ხდება შემთხვევით?) _ სანამ მე მხოლოდ გაფიქრება მოვასწარი, იმან რეაგირებაც მოასწრო...
_ მოკლედ, ბატონო ნოდარ, დავიწყებ თავიდან, _ თქვა ელისაგატამ ისე, თითქოს კაბინეტში მის თვალწინ არაფერი მომხდარიყოს, _ გაგაცნობთ საქმის ვითარებას, ყველა დეტალს, რაც კი ვიცი, და ვცადოთ, მკვლელი ლოგიკურად გამოვთვალოთ...
_ ჩვენი კახური ლოგიკით, _ გაიკრიჭა გამომძიებელი და უცებ მივხვდი, რომელ ლიტერატურულ პერსონაჟს მაგონებდა, _ კომისარ ლესტრეიდს შერლოკ ჰოლმსზე მოთხრობებიდან!
_ ბატონი ნოდარი ქიზიყელია და ამით ამაყობს, _ ჩაილაპარაკა ელისაგატამ, _ მაგრამ დროს ნუ ვკარგავთ...
_ ვრემია დენგი, _ ჩაურთო ექიმმა. მომეჩვენა, რომ საგრძნობლად გამოუკეთდა გუნება.
_ ქალბატონო ელისაბედ, სანამ მომიყვებით... _ გამომძიებელს სიტყვა არ დაუმთავრებია, ლინდასთან მიიჭრა (იმდენად მკვირცხლი იყო, უძრაობის დროინდელი ერთი ქართული ტელეგადაცემის, «ოქროპირის» ანიმაციური გმირი გამახსენა), გვამის დაათვალიერებას შეუდგა _ აი, ახლა ამოიღებს ლუპას, აი, ახლა, ვფიქრობ, მაგრამ გამადიდებელი შუშა, ჩემდა გასაოცრად, არ უხმარია. საკმაოდ დიდხანს ათვალიერა. ბოლოს პროფესორს მიუბრუნდა, _ თქვენ ექიმი ხართ, არა?
_ დიახ, პროფესორი მარდალეიშვილი.
_ რას ფიქრობთ სიკვდილის მიზეზზე?
ექიმმა მხრები აიჩეჩა.
_ მე ექსპერტი არა ვარ... ჩტო ია მოგუ სკაზატ? უნდა გაიკვეთოს...
გამომძიებელი ახლა ელისაგატას მიუბრუნდა.
_ თქვენ რას ფიქრობთ, ქალბატონო ელისაბედ? რითია მოკლული?
_ ჯერჯერობით თავს შევიკავებდი... _ ფრთხილად თქვა სუიციდოლოგმა, _ თუმცა, ყურადღება მიაქციეთ ლინდას მარჯვენა ხელს...
_ კი, ვნახე, წითელი წერტილი...
გამომძიებელმა ბლოკნოტი ამოიღო და რაღაც ჩაინიშნა.
_ ჯერ გეტყვით, რა ვიცი, _ დაიწყო ელისაგატამ, _ ლინდა ვოინოვამ ამ კაბინეტში შემომიყვანა, იქნებოდა ასე, ალბათ, ექვსი საათი და დახმარება მთხოვა...
_ რა სახის დახმარება? _ გააწყვეტინა გამომძიებელმა.
_ ახლავე, ნუ ჩქარობთ, _ შუბლი შეიჭმუხნა სუიციდოლოგმა და განაგრძო, _ ლინდამ მითხრა, მეშინია, არ მომკლანო და ერთი ისტორია მიამბო...
_ ლინდა შენთან სეანსებზე დადიოდა? _ ამჯერად უკვე კლუბის პრეზიდენტმა გააწყვეტინა, _ საიდან იცნობდი?
_ ძალიან გთხოვთ, ნუ მაწყვეტინებთ, _ ხაზგასმულად ცივად წარმოთქვა ელისაგატამ, მაგრამ კითხვაზე მაინც უპასუხა, _ მართალია, ლინდა მასაჟისტი იყო, მაგრამ სხვა რანგში გადიოდა უკვე და შენ ეს კარგად მოგეხსენება, ნიკუშა... ჩემთან კი დადიოდა, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მიღებულია ი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
გაგრძელებააააა

მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მიღებულია იმ წრეში, სადაც ტრიალებდა... თორემ სინამდვილეში არავითარი ფსიქოლოგიური პრობლემები თუ ნევროზები მას არ აწუხებდა... ჯანმრთელი ქალი იყო, პრაქტიკული და პრაგმატული... პირადი ფსიქოთერაპევტი სჭირდებოდა სოციალური სტატუსის ასამაღლებლად, როგორც, ვთქვათ, ნორკის შუბა...
_ ნორკისა არა ჰქონია, კალანოკისა ჰქონდა... იმან უყიდა, კოტე გო... _ ჩაურთო მოულოდნელად ანანომ, მაგრამ ეტყობა თვითონვე მიხვდა თავისი გამოსვლის უადგილობას, უეცრად ჩაჩუმდა, თითქოს ენაზე იკბინაო, მერე ატამი აიღო და ჩაკბიჩა.
ელისაგატამ ერთი ამოისუნთქა ხმამაღლა, ჩვენდა გასაგონად, კოლოფიდან სიგარეტი ამოიღო, მაგრამ კი არ მოუკიდა, არამედ დაშლა-დანაწევრება დაიწყო მექანიკურად და გააგრძელა:
_ აი, რა მომიყვა ლინდამ, შარშანდელი შემთხვევა: გამოვედიო ერთხელ ჩემი ერთი კლიენტ-პადრუგასაგან (ყოველი კლიენტკა მედაქალებაო, ტრაბახობდა), სპეციალური ორმაგი «რასსლაბლიაიუშჩი» მასაჟი გავუკეთეო, საყვარელთან პრობლემები ჰქონდა, უფრო ზუსტად, იმას ჰქონდა პრობლემები ოჯახში, თავის ცოლთან და ეს კიდევ მაგრად ნერვიულობდა, კაცი არ დავკარგოო... მოკლედ, უკვე უნდა გამოვიდეს ლინდა ქუჩაში და ვიღაც ბიჭი თუ ახალგაზრდა კაცი შეეჩეხა ზედ სადარბაზოსთან... გზას არ უთმობს... ბოლოს ისევ ლინდამ დაიხია უკან და გაატარა... გამოვიდა, გაჩერდა და ფიქრობს, ეს რა უზრდელია ვიღაც... და საერთოდ, რა უზრდელი თაობა წამოვიდა... მერე გაუელვა, _ ნეტავი ვისთან მიდის? იმ ორსართულიან სახლში, სადაც მასაჟის ჩასატარებლად იყო მისული, სულ ოთხად ოთხი ბინა ყოფილა (სპეცზაკაზი სახლი, როგორც თვითონ იტყოდა, ნუცუბიძის ქუჩაზე. ბინა პადრუგას, ცხადია, საყვარელმა უქირავა) და არც ერთში არ ცხოვრობდა ახალგაზრდა კაცი, ზუსტად იცოდა (კაცებზე «ნიუხი» ჰქონდა)... დგას ლინდა და უსმენს, ელოდება, აინტერესებს, რანაირი ზარი დაირეკება, რომ განსაზღვროს, ვისთან მიდის... ყოველთვის აქცევდა დეტალებს ყურადღებას, რა იცი, რაში გამომადგესო, ამბობდა და ეტყობა, სწორედ ამ ცნობისმოყვარეობამ დაღუპა ბოლოს... მოკლედ, ზარი არ დარეკილა, გასაღების გაჩხაკუნებისა და კარის ფრთხილად მიხურვის ხმა კი გაიგონა... გაუკვირდა ლინდას და წამოვიდა... მეორე დღეს კი გაიგო, რომ...
_ ა, მივხვდი!.. _ გააწყვეტინა უცებ ქიზიყელმა ლესტრეიდმა, _ უფრო სწორად, გამახსენდა!.. მოკლული ნახეს ის ქალი, არა? დღემდე გაუხსნელი საქმეა... ინესა როზენბაუმი, 28 წლის, მოდელი კიევიდან, თბილისში ცხოვრობდა სამი, არა, ოთხი წლის განმავლობაში, ბოლოს იყო კორპორაცია «ჯი-ერ-ჯის» პრეზიდენტის, გიზო გოგოლაძის საყვარელი...
_ კაცს თუ საყვარელი არა ჰყავს, კაცად აღარ ითვლება ამ ქალაქში... _ ჩაილაპარაკა ჭაღარა პროფესორმა მოულოდნელი ბოღმით.
_ რა კარგია, რომ გახსოვთ საქმის დეტალები, ბატონო ნოდარ, _ თქვა სუიციდოლოგმა, ექიმის სიტყვებს ყურადღება არ მიაქცია, _ დროს აღარ დავკარგავთ დამატებით მაგეების გარკვევაში...
_ კომპიუტერი მაქვს თავში! _ ქიზიყელმა ლესტრეიდმა საფეთქელზე საჩვენებელი თითი კმაყო¬ფილი ღიმილით მიიკაკუნა, _ აქედან რას ამოშლი!
ელისაგატას არც ამისთვის მიუქცევია ყურადღება, გააგრძელა:
_ ლინდამ მხოლოდ ერთხელ ახსენა ჩემთან მოკლულის სახელი, ისიც _ თავიდან. სულ «პადრუგა, პადრუგას» იძახდა და მართალი გითხრათ, ინესა მითხრა თუ ილონა, ზუსტად აღარც მახსოვდა... მაგრამ, რაც მთავარია, ლინდამ ვერ მოასწრო, ეთქვა, ვინ არის ის, ვინც იცნო... ანუ ვისიც შეეშინდა...
_ მკვლელი იცნო?! _ დააზუსტა ანანომ.
_ იცნო და მიხვდა, რომ იმანაც იცნო, და შეეშინდა, არ მომკლასო... თითქმის პანიკაში ჩავარდა... მე რომ დამინახა, სასწრაფოდ ამ ოთახში შემომიყვანა, კარი ჩაკეტა და იმ ისტორიის მოყოლა დაიწყო, რასაც ახლა გიყვებოდით, მაგრამ დამთავრება ვერ მოასწრო, მობილურზე დამირეკეს, ჩემს ერთ «მეგობარს» აქვე, კლუბში გულყრა მოუვიდა, უფრო სწორად, ფსიქოლოგიური "ჭვალი», და სასწრაფოდ მთხოვეს, მიმეხედა. მეც, ცხადია, წავედი... სანამ მოვბრუნდებოდი, ნახევარი საათი მაინც გავიდა, ალბათ, მეტი თუ არა... როცა აქეთ, დერეფანში შემოვუხვიე, დავინახე, როგორ გიჟივით გამოვარდა გედი გედევანიშვილი ოთახიდან და მივხვდი, რაღაც უბედურებაა... უფრო სწორად, სრულიად კონკრეტულად ვიცოდი უკვე იმწამს, რომ ლინდა მოკლეს... შევედი და მართლაც...
ელისაგატამ გაიხედა საწოლისკენ, სადაც ლინდას გვამი ესვენა. «როდის გადააფარეს პლედი?» P_ გამიკვირდა. რატომღაც ვერ შევნიშნე თუ არ დამამახსოვრდა, ვინ ან როდის გადააფარა...
_ რამდენიმე მომენტი დავაზუსტოთ, პატივცემულო კოლეგავ, _ უთხრა გამომძიებელმა ელისაგატას. სიტყვა «პატივცემულოსა» და «კოლეგას» ხაზი გაუსვა, რამაც, ცოტა არ იყოს, დამაეჭვა, ვერ გავიგე, სერიოზულად უთხრა თუ შაყირით... ქიზიყელ ლესტრეიდს იუმორის თავისებური გრძნობა ჰქონდა, მაგრამ სუიციდოლოგს აშკარად პატივისცემით, შეიძლება ითქვას, ერთგვარი მოწიწებითაც კი ეპყრობოდა (რატომღაც მეჩვენებოდა, რომ მუდმივად რაღაც უხამსობის თქმა უნდოდა და მხოლოდ ქალბატონ ელისაბედის ხათრით იკავებდა თავს). იმ მომენტში კი შევეჭვდი, ხომ არ აშარჟებს-მეთქი... მაგრამ არა... ალბათ, არა...
_ კარგით, დავაზუსტოთ, _ მოულოდნელად მორჩილად დაეთანხმა ელისაგატა. «პატივცემულო კოლეგას» ყურადღება არ მიაქცია.
უეცრად დერეფნიდან ოთახში ხმაურმა შემოაღწია... ბოდიგარდმა კარი შეაღო. ხმაური გაძლიერდა.
_ ჩემი სტუმრები ბუინობენ, _ თქვა ნიკუშა ჯორჯაძემ, _ გავალ, მივხედავ...
_ არავინ გაუშვათ კლუბიდან! _ კატეგორიულად მოითხოვა ბატონმა ნოდარმა, _ და არავის არაფერი უთხრათ მკვლელობის შესახებ!
_ არ ვეტყვი და არც გავუშვებ, ნუ გეშინიათ, ეს ჩემს ინტერესებშია... ანანო, ბატონო პროფესორო, არავინ უნდა იცოდეს, რაც აქ მოხდა, გასაგებია?! _ კატეგორიულად უთხრა პლეიბოი-მილიონერმა, _ რაც შეეხება სტუმრებს, რამეს მოვიფიქრებ, სუფრას გადავახალისებ, შამპანურებს გავახსნევინებ დამატებით... ანანო, წამომყევი!.. ბატონო პროფესორო, თქვენც...
მილიონერმა ბოდიგარდს უხმოდ ანიშნა რაღაც და ყველანი გავიდნენ. დავრჩით ელისაგატა, გამომძიებელი და მე.
_ რამდენადაც მახსოვს, და ნამდვილად ზუსტად მახსოვს, _ დაიწყო ქიზიყელმა ლესტრეიდმა, _ ამ თქვენ ლინდას თავის დროზე არ განუცხადებია, რომ ვიღაც საეჭვო ნახა ინესა როზენბაუმის სახლთან...
_ მართალია, მეც ვკითხე, პოლიციას შეატყობინა თუ არა, _ დაეთანხმა ელისაგატა, _ მაგრამ ისე შეიცხადა, ია ჩტო დურა, ჩემი ფეხით მივიდეო პოლიციაშიო?
_ მერე მაგის პადრუგა არ იყო მოკლული? _ დაღვრემით ჩაილაპარაკა ბატონმა ნოდარმა, _ არ უნდა დახმარებოდა გამოძიებას?
_ ეგეთი პადრუგები ლინდას თავზე საყრელად ჰყავდა, მაგრამ აი, ნამდვილი მეგობარი ჰყავდა თუ არა საერთოდ, არც ვიცი...
_ ეყოლებოდა, ერთი მაინც... კარგი იქნებოდა, გვეპოვა და გამოგვეკითხა, მაგრამ ახლა მაგის დრო არ არის...
_ ნამდვილად არ არის. ამიტომ ვაგრძელებ...
_ გააგრძელეთ, ქალბატონო ელისაბედ, მაგრამ ერთი კითხვა მაქვს...
_ ბრძანეთ, ბატონო ნოდარ...
_ აღწერა ლინდამ იმ ბიჭის თუ ახალგაზრდა კაცის გარეგნობა? იქნებ რამე დამახასიათებელი შენიშნა?
_ სწორედ ეგ უნდა მეთქვა... სპორტულ ფორმაში იყოო, ეცვა საკმაოდ ფართო სპორტული ქურთუკი, ბალახონივით, თავზე კაზიროკიანი სპორტული ქუდი, მხარზე მოგდებული სპორტული ჩანთა (ჩოგნის ტარი მოჩანდაო), ეკეთა მზის დიდი შავი სათვალე და... ულვაშები... _ თქვა ელისაგატამ და სიტყვა გაწყვიტა.
_ რა, ულვაშები? _ ვერ მოვითმინე და საუბარში ჩავერიე.
_ ის, ბატონო გედი, _ მომიბრუნდა ელისაგატა, _ რომ ლინდას ულვაშები შეეჩხირა თვალში და ყველაზე მეტადაც დაამახსოვრდა...
_ რა ულვაშები იყო ეგეთი?
_ წვრილ ზოლად გასდევდაო, ზონარივითო, თითქოს შავი ფლომასტერით მიახატესო საოცრად ნატიფი ფორმის ტუჩებს...
_ რა დაკვირვებული თვალი ჰქონია ლინდოჩკას, _ ჩაილაპარაკა ქიზიყელმა ლესტრეიდმა, _ როდის მოასწრო ამდენის შემჩნევა?
_ როცა ზღურბლზე შეეჩეხა და ელოდებოდა, რომ გზას დაუთმობდა...
_ და რატომ არ დაუთმო გზა? _ ისევ ჩავერიე. ელისაგატამ ინტერესით შემომხედა:
_ მეც მაგაზე ვფიქრობ, გედი... ესაა სწორედ ერთ-ერთი აუხსნელი მომენტი...
_ კარგი რა, ქალბატონო ელისაბედ... _ ხელი აიქნია გამომძიებელმა, _ მე მართალია დიდ პატივს ვცემ თქვენს... ეე... დედუქციურ ტალანტებს, მაგრამ ზოგჯერ თქვენც აჭარბებთ... რა არის აქ ტვინის სამტვრევი?!. უზრდელი იყო ვიღაც, თანამედროვე ახალგაზრდების ამბავი არ იცით? ისე გადაგჯეგენ, ზედაც არ შემოგხედავენ!
_ ბატონო ნოდარ, _ ერთობ მშრალად გამოეპასუხა ელისაგატა, _ ლინდა საკმაოდ ეფექტური, მე ვიტყოდი, გამომწვევად ეფექტური ქალი იყო... ეგეთს ყურადღება რომ არ მიაქციოს კაცმა და გზა არ დაუთმოს, განსაკუთრებული მიზეზია საჭირო...
_ რა, მკვლელობაზე მიდიოდა ტიპი და იმიტომ არ აქცევდა არავის და არაფერს ყურადღებას?!. _ იკითხა გამომძიებელმა, უკან დახევას აშკარად არ აპირებდა, _ Mმაინც არ გამოდის, ქალბატონო ელისაბედ, კაცი ეგეთ დროს ყოველთვის განსაკუთრებით ფრთხილობს, თავაზიანია, ცდილობს, ზედმეტი ყურადღება არ მიიქციოს!
_ მართალი ხართ, ბატონო ნოდარ, და სწორედ მაგიტომაა უცნაური, რომ მაინც არ დაუთმო გზა ქალს...
_ და რა იცით, რომ ის ახალგაზრდა კაცია მართლა მკვლელი? საერთოდაც, იქნებ ინესა სხვამ მოკლა და ლინდა _ სხვამ? _ წამოვროშე უცებ.
_ ეგეთი დამთხვევები სერიალებშიც კი არ ხდება... _ ელისაგატამ ნაღვლიანად გამიღიმა, _ საქმეც ისაა, რომ ლინდა ეგრევე მოკლეს მას მერე, რაც იცნო ინესას სავარაუდო მკვლელი და იცნო სწორედ... იმ წვრილი ულვაშით!
_ მაშ, საქმე გაგვიხსნია და ეგ არის! მოვნახოთ კლუბში წვრილულვაშა ჯეელი და... მორჩა! _ გაუხარდა ქიზიყელ ლესტრეიდს. ეტყობა, წარმოიდგინა, რომ 50000 ევრო უკვე ჯიბეში უჭყავის.
_ საქმეც ისაა... _ სუიციდოლოგმა დრამატული პაუზა გააკეთა, _ ეგეთულვაშა კაცი დღეს აქ... არ ყოფილა!
_ აბა, რა მოელანდა ლინდას?! დაესიზმრა თუ?!
_ რა იცით, რომ არ ყოფილა?! იქნებ იყო და წავიდა? _ ვერ მოვითმინე, რომ არ მეთქვა.
_ შევამოწმე... დაცვის ვიდეოფირზე აღბეჭდილია ყველა, ვინც კი დღეს აქ იყო... სტუმრებს შორის ულვაშიანი აღმოჩნდა 18 კაცი, როგორც დავთვალე, მაგრამ არც ერთს არა აქვს ეგეთი სახასიათო ულვაში... _ და ფლეიერს ხელი დააჭირა. ვიდეოკასეტა ნარნარად ამოიზიდა, ელისაგატამ ამოიღო და გამომძიებელს თითქოსდა ოფიციალური თუ ცერემონიული ჟესტით გადასცა.
_ ნამდვილად? _ ჩაეკითხა ბატონი ნოდარი, კასეტა გამოართვა, წამით დაფიქრდა, მერე ფლეიერში ჩააბრუნა და ისევ ჩართო.
_ ნამდვილად... კი ბატონო, თქვენ თვითონ შეამოწმეთ... და საერთოდ, ეგეთ პიჟონურ ულვაშებს იშვიათად თუ ატარებს დღეს ვინმე... მეტისმეტად თვალში საცემია... კომიკურიც კი... «ოპერეტოჩნი»...
_ იქნებ... ხელოვნური იყო?! _ უცებ გონება გამინათდა.
_ რაღა თქმა უნდა, ხელოვნური იყო... _ თავი დამიქნია ელისაგატამ, _ მაგაში ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი... მკვლელმა, ცხადია, განზრახ გაიკეთა ეგ ულვაშები, რომ სწორედ ისინი დამახსოვრებოდათ...
_ მაგრამ როგორ იცნო ლინდამ მკვლელი არარსებული ულვაშებით? _ დასვა კითხვა ქიზიყელმა ლესტრეიდმა, თვალი ეკრანს მოაშორა, კეფა მოიფხანა, ხელში სტუმრების სია აიღო და კითხვას შეუდგა.
_ საქმეც ეგაა! _ მხრები აიჩეჩა ელისაგატამ, _ ეგ რომ ვიცოდე, იმასაც გეტყოდით, მკვლელი ვინაა...
დავიბენი, ცოტა არ იყოს, და ვეკითხები:
_ უკაცრავად, ვერ გავიგე, _ თუ ულვაშები მკვლელს აღარ აქვს, როგორ იცნო ლინდამ... ულვაშებით?.. არარსებული ულვაშებით?
_ მეც ვერ გავიგე... ჯერჯერობით ვერ გავიგე... _ ჩაილაპარაკა სუიციდოლოგმა. «ჯერჯერობით» განსაკუთრებული ინტონაციით წარმოთქვა.
მინდოდა მეთქვა, რაღაც გეშლებათ-მეთქი, მაგრამ ხმა აღარ ამოვიღე. წუთით სიჩუმე ჩამოვარდა. მერე ელისაგატამ ჩაილაპარაკა:
_ რატომღაც მგონია, მკვლელი ახლაც აქაა, კლუბში...
_ რატომ გგონიათ?! _ გამიკვირდა.
_ ლოგიკურად ეგრე უნდა იყოს, ჭკვიანი მკვლელი გაქცევას არ ეცდება ასეთ სიტუაციაში...
_ რატომ?!
_ ყურადღება რომ არ მიიქციოს... ის ხომ დარწმუნებულია, რომ მისი პოვნა შეუძლებელია... თანაც, როგორც დაცვასთან გავარკვიე, დროის იმ მონაკვეთში, ექვსიდან შვიდამდე, არც არავინ გასულა აქედან... ვინც წამსვლელი იყო, გაცილებით ადრე წავიდა, დანარჩენები კი საქეიფოდ დარჩნენ...
_ ვოუ! _ წამოიძახა მოულოდნელად ქიზიყელმა ლესტრეიდმა და ფურცელი ააფრიალა, _ გიზო გოგოლაძეც აქ ყოფილა თავის ცოლთან ერთად!
_ ვინ გიზო გოგოლაძე? _ ვერ მივხვდი.
_ ინესა როზენბაუმის საყვარელი!
_ კი ვიცი, მაგრამ ეგ არაფერს არ გვაძლევს... _ მიუგო სუიციდოლოგმა მშვიდად.
_ ულვაშები არა აქვს და იმიტომ? _ ვეკითხები.
_ არა... იმიტომ, რომ ალიბი აქვს, დარბაზიდან არ გასულა, შუა თამადობაში იყო მაშინ, როცა ლინდას... კლავდნენ.
_ ეგ მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოხდეს... _ ჩავილაპარაკე.
_ რა? _ ვერ გაიგო ელისაგატამ.
_ თამადობა ალაფურშეტზე...
_ გიზო გოგოლაძე ცნობილი თამადაა... თანაც, ყვითელ პრესას თუ დავუჯერეთ, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ-სექსაპილური მამაკაცია «ახალ ქართვე¬ლებს» შორის...
_ თქვენ ყვითელ პრესასაც კითხულობთ? _ გამიკვირდა რატომღაც.
_ რა, მეტისმეტად ინტელექტუალურად გამოვიყურები სამაგისოდ? _ ჩაეცინა ელისაგატას, _ სიამოვნებისთვის არ ვკითხულობ, ნუ გეშინიათ... უბრალოდ, მჭირდება ზოგჯერ სტერეოტიპების გაცნობა... მოარული შტამპების...
_ გიზო გოგოლაძე... გიზო გოგოლაძე... არაფერს არ გვაძლევს... არაფერს არ გვაძლევს... _ ქიზიყელი ლესტრეიდი სუიციდოლოგის სიტყვებს ისეთი ინტონაციით იმეორებდა თავისთვის, ღრმად ჩაფიქრებულ კაცს რომ აქვს ხოლმე, _ არაფერს არ გვაძლევს?.. იქნებ მოგვცეს?.. _ წამით დადუმდა და მერე უცებ წამოიყვირა, _ ძლივს!.. არის!.. გამახსენდა!
_ რა გაგასხენდათ? _ მშვიდად იკითხა ელისაგატამ.
_ დეტალი!.. ინესა როზენბაუმის მკვლელობის საქმიდან... ხელზე იმასაც უპოვეს წითელი წერტილი!
_ მერე რა? _ ისევ ვერ მოვითმინე, რომ არ ჩავრეულიყავი.
_ ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ორგანიზმში ძლიერი საწამლავი ჰქონდა! და თუ ლინდასაც იგივე ნივთიერება აღმოაჩნდება, დამტკიცდება, რომ ისინი ერთმა კაცმა მოკლა! _ გამოაცხადა გამომძიებელმა გამარჯვებულის ტონით.
_ მაგაში მე ისედაც არ მეპარება ეჭვი, _ გულგრილად ჩაილაპარაკა სუიციდოლოგმა.
_ და ეს წითელი წერტილი რაღაა? ნემსი უჩხვლიტეს? _ ვიკითხე.
_ ან ქინძისთავი... _ თქვა გამომძიებელმა.
_ ან ბეჭ... _ თქვა ელისაგატამ, მაგრამ სიტყვა აღარ დაამთავრა, დადუმდა. ჩაფიქრდა.
_ იქნებ მოვიყვანოთ აქ გიზო გოგოლაძე და დავ... მმ... მეგობრულად დაველაპარაკოთ? _ შესთავაზა ქიზიყელმა ლესტრეიდმა სუიციდოლოგს, _ ალიბი აქვს თუ არა აქვს, ჩემთვის სულერთია... ვგრძნობ, მაგის ნახელავია!.. ეტყობა, საყვარელი აშანტაჟებდა, ცოლად მომიყვანეო, თორემ გაგიბაზრებო რამერუ¬მეებს და იმანაც აიღო და... მოიშორა!.. კილერი მიუგზავნა!
_ მერე მაგას როგორ დაუმტკიცებთ, ბატონო ნოდარ? _ თითქმის სარკასტულად გაუღიმა ელისაგატამ, _ ანდა კიდევ, ის კილერი დღეს რა, კლუბში მოაბრძანა? თან დაჰყავს? უჩინმაჩინის ქუდში? Mმაშინ _ ულვაშიანი, დღეს კი უულვაშო?..
ელისაგატას კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ისევ არ დაამთავრა სიტყვა. გამომძიებელმა საათზე დაიხედა.
_ თორმეტამდე ძალიან ცოტა დრო რჩება, _ თითქმის უიმედო ინტონაცია ჰქონდა.
_ მაინც რამდენი? _ დაინტერესდა ელისაგატა.
_ ერთი საათი.
_ სავსებით საკმარისია. თუ ერთ საათში ვერ გამოვითვლით, ესე იგი, ვერც ვერასოდეს გამოგვითვლია... და კაპიკია მაშინ ჩვენი დედუქციის ფასი!
ისევ დუმილი ჩამოვარდა.
_ მოდი, ხელახლა დავფიქრდეთ, _ შესთავაზა ელისაგატამ.
_ მოდი... _ პატარა ბავშვივით მორჩილად დაეთანხმა გამომძიებელი.
კვლავ დუმილი.
_ როდის არ უთმობს კაცი ლამაზ ქალს გზას? _ იკითხა სუიციდოლოგმა.
_ როცა უზრდელია!
_ კიდევ?
_ როცა ძალიან ეჩქარება

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
გაგრძელებაააა

_ კიდევ?
_ როცა ბრმაა!
_ კიდევ?
_ როცა ფემინისტია! _ ეს უკვე მე ვთქვი.
_ კიდევ?
დუმილი.
_ როდის შეიძლება არარსებულმა გაგახსენოს ოდესღაც ნანახი?
_ ქალბატონო ელისაბედ, _ ლამისაა მუდარით უთხრა ქიზიყელმა ლესტრეიდმა, _ აღარ გვინდა რა კითხვები, თავი სკოლაში მგონია...
_ ესე იგი, «მაზგავოი შტურმი» არ გამოვიდა, _ ჩაილაპარაკა ელისაგატამ, _ კარგი, მაშინ ვეცდები გავიხსენო დეტალები, როგორ აღწერა ლინდამ ის მომენტი, როცა იცნო მკვლელი და მიხვდა, რომ იმანაც იცნო...
_ ეგ საერთოდაც არ მოგიყოლიათ ჩემთვის! _ ქიზიყელ ლესტრეიდს ხმაში საყვედურის ინტონაცია შეეპარა, თითქოსდა ელისაგატა რაღაცას უმალავდა.
_ ბოდიში, _ უთხრა სუიციდოლოგმა სრულიად უპრობლემოდ და განაგრძო, _ ისე, ჯერ არც არავისთვის მომიყოლია... მოკლედ, ეს მომხდარა ალაფურშეტის სუფრაზე მანამ, სანამ სკამებს მოატანინებდნენ და საქეიფოდ დასხდებოდნენ... უფრო სწორად, ქეიფი უკვე კარგა ხნის დაწყებული იყო ფაქტობრივად, მაგრამ ჯერ კიდევ ფეხზე იდგნენ და ისე სვამდნენ. ლინდა ნაცნობს ეჭორავებოდა სენდვიჩების ჭამითა და შამპანურის წრუპვით, რომ უეცრად ყურადღება მიაქცია ვიღაცას, ვინც იმ მომენტში მის წინ გაჩერდა სუფრასთან, ოღონდ მოპირდაპირე მხარეს... ახლა ვეცდები, აღვიდგინო ლინდას სიტყვები, უფრო სწორად, სიტყვების შინაარსი, რადგან ბატონ ნოდარისგან განსხვავებით თავში კომპიუტერი არა მაქვს, ჩემდა სამწუხაროდ... მოკლედ, მგონი, ასე მიყვებოდა: ის ვიღაც გაჩერდა... აიღო ჭიქა «სოკით» (ლინდამ ასე თქვა)... მოსვა... მოიხსნა შავი სათვალე... და უცებ ვიცანიო... ულვაშებით!.. კონტრაჟურში... ის იყო, ის, ინესას მკვლელი!.. ხელსაწმენდი აიღო, პირზე მოისვა, შემომხედა და მივხვდი, იმანაც მიცნო!.. და მივხვდი, რომ მომკლავსო!.. და სწორედ იმწამს დარეკა ჩემმა მობილურმა, ლინდას მოვუბოდიშე და ოთახიდან სასწრაფოდ გავედი... ცოცხალი ლინდა მეტი აღარ მინახავს...
ელისაგატა გაჩუმდა.
_ ერთი რაღაც მიკვირს: თუკი კაცები უკვე ქეიფობდნენ მაშინ, ის ვიღაც ტიპი რას დაიარებოდა აქეთ-იქით?.. _ იკითხა ქიზიყელმა ლესტრეიდმა.
_ მართლაც... დამაფიქრებელი მომენტია... თანაც, რატომ აიღო «სოკი» და არა შამპანური?! ან თუნდაც კოქტეილი?
_ ძალიან გემრიელი გარგარის წვენი იყო და რა გასაკვირია! _ ჩავერიე დეტექტივების საუბარში, _ მეც ბლომადა ვსვი...
_ კი, მართალია, საოცრად არომატული იყო, მეც გავსინჯე... ნატურალური, ბლანტი... _ ჩაილაპარაკა სუიციდოლოგმა ხმადაბლა, გაჩუმდა, წამით ჩაფიქრდა და მერე ისეთი ხმით გააგრძელა თავისთვის ლაპარაკი, თითქოსდა ტრანსშიაო, _ ბლანტი... ბლანტი... კონტრაჟურში... ნატიფი ტუჩები... საოცრად ნატიფი ტუჩები... ზოლი... ასოციაციური... ზოლი... ალუზია... სტოპ!
_ რა სტოპ? _ ვერ გავიგე.
_ სტოპ ნიშნავს... მოვედით! _ თქვა უცებ ელისაგატამ და მოულოდნელად პატარა გოგონასავით გადაიკისკისა. მხიარულად და ლაღად, თითქოს მძიმე ლოდი ჩამოეხსნაო გულიდან.
_ სად მოვედით? _ დაღვრემით იკითხა ბატონმა ნოდარმა.
_ ევროპაში! _ ელისაგატა აშკარად ხუმრობის ხასიათზე დადგა.
_ ჩვენ ისედაც ევროპაში ვართ... _ ჩავილაპარაკე. რატომღაც მეც გამაღიზიანა სუიციდოლოგის კისკისმა...
_ დარწმუნებული ხართ? _ გაეცინა ელისაგატას, _ მაშინ მითხარით, როდის არ უთმობს ევროპელი კაცი ლამაზ ქალს გზას?
Aარც მე და არც ქიზიყელ ლესტრეიდს ხმა არ ამოგვიღია, _ რამდენჯერ შეიძლება ერთი და იმავე კითხვის დასმა, მართლა და მართლა?!.
მაგრამ ელისაგატამ თავის კითხვას თვითონვე უპასუხა:
_ როცა კაცი სინამდვილეში... ქალია!
_ ქალი?!. და ულვაშები?! _ აღმომხდა, რასაც ჰქვია.
_ თხევადი.
_ რა თხევადი?!
_ ულვაშები.
უცებ გამომძიებელმა თავში ხელი შემოირტყა, ადგა, სუიციდოლოგთან მიიჭრაA და... ხელი ჩამოართვა! რამდენჯერმე ენერგიულად მოუჭირ-დააჯანჯღარა და უთხრა:
_ ქიზიყელი რომ არ ვიყო, ხელზე... მმ... გეამბორებოდით, ქალბატონო ელისაბედ!
უნდა გამოვტყდე, რომ ამ სცენას დებილივით ვუყურებდი, ბოლომდე ვერ გავაცნობიერე, რა იგულისხმა ელისაგატამ. ელემენტარულად, დავიბენი. Q
ქიზიყელი ლესტრეიდი ამასობაში თავის ადგილს დაუბრუნდა და გამოაცხადა:
_ გაუმარჯოს ევროპას! ახლა ყველაფერი ნათელია დღესავით! _ ნახევრად დაცლილ კოქტეილს დასწვდა და არაყივით გადაკრა.
_ ნათელია, _ დაეთანხმა ელისაგატა, _ მაგრამ სინამდვილეში... რამხელა სიბნელეა ამ ყველაფერში... ჯოჯოხეთური სიბნელე...
გამომძიებელმა ვითომდა სერიოზულად დაუქნია თავი, აქაოდა, გეთანხმებითო, მაგრამ ისეთ გუნებაზე იყო, თავისდა უნებურად პირი ეკრიჭებოდა თუ ეხეოდა ყურებამდე. ცოტაც და სიმღერას შემოსძახებდა. ამის შემყურეს ნერვები საბოლოოდ მომეშალა და საკმაოდ ხმამაღლა და მკვეთრად ვუთხარი ორივეს:
_ რა არის ნათელი?! ამიხსენით, თუ შეგიძლიათ! ხალხი არა ხართ?!
_ მე ავუხსნი! _ თქვა ბატონმა ნოდარმა.
Eელისაგატამ თავი დახარა თანხმობის ნიშნად. ბატონმა ნოდარმა ხელები მოიფშვნიტა და დაიწყო:
_ ლინდამ იცნო ინესა როზენბაუმის მკვლელი ყალბი წვრილი ულაშებით, რომელიც დღეს მას, ცხადია, აღარ ჰკეთებია... მაგრამ რაღაცამ გაახსენა ლინდას ის ულვაშები და შექმნა ეფექტი, თითქოს ისევა აქვს...
_ აა, გარგრის წვენი რომ მოსვა, ულვაშებივით გაუკეთდა! _ როგორც იქნა, გონება გამინათდა.
_ დიახ, ბატონო... თანაც მაშინდელივით ერთმანეთს დაემთხვა ულვაშები და მზის სათვალე, რომელიც მკვლელმა ლინდას თვალწინ მოიხსნა...
_ და კიდევ, სპორტული ქუდიც ეხურა მაშინდელივით...
_ ქუდი? _ დააზუსტა ქიზიყელმა ლესტრეიდმა, _ ქუდზე არაფერი გითქვამთ...
_ როცა კლუბში მოვედით, ყველას დაგვირიგეს ემბლემიანი ქუდები და თავიდან ყველას გვეხურა... _ აუხსნა ელისაგატამ.
_ და როგორ მიხვდით, რომ მკვლელი... ქალია? _ ვეკითხები სუიციდოლოგს ყველაზე მთავარს.
_ რამდენიმე რაღაცამ მაფიქრებინა... ჯერ ერთი, მკვლელმა, ანუ იმ ახალგაზრდა კაცმა, ზღურბლზე რომ შეეჩეხა, ბუტაფორიული ულვაშების გარდა ლინდას თავი ნატიფი ტუჩებითაც დაამახსოვრა... მაგრამ, რაც მთავარია, ლოგიკურად ვიმსჯელე, გამოვთვალე... ვინ უნდა ყოფილიყო დაინტერესებული ინესა როზენბაუმის სიკვდილით? გიზო გოგოლაძე? ძნელი წარმოსადგენია... რა შეიძლება სცოდნოდა ისეთი ინესას, რომ მისი მოკვლა გამხდარიყო აუცილებელი?.. მოკლედ, გიზო გოგოლაძე დროებით გამოვრიცხე... დავიწყე ფიქრი, ვინაა ისეთი, ვისაც ინესა როზენბაუმის სიკვდილი აწყობდა და ვინც დღეს აქ, კლუბშია, ვისაც ნატიფი ტუჩები აქვს და როცა კაცები ქეიფობენ, სუფრას არ უზის და ჭიქებს არ უჭახუნებს?.. გონებაში თავისთავად ამომიტივტივდა გიზო გოგოლაძის ცოლი... მით უმეტეს, ლინდასგან ვიცოდი, რომ ქმართან უსიამოვნება ჰქონია, ეშინოდა, არ მიმატოვოს და საყვარელი არ შეირთოსო... მერე კიდევ ერთი დეტალი: მკვლელს ზარი არ დაურეკია, გასაღებით გააღო კარი და ისე შევიდა... საიდან იშოვიდა გასაღებს?.. ინესას გარდა ბინის გასაღები, ცხადია, ჰქონდა მის საყვარელს... მაგრამ გიზო გოგოლაძე გამოვრიცხეთ... აი, მისი ცოლისთვის კი ინესას ბინის გასაღების შოვნა უადვილესი იქნებოდა, რა უნდა ქმრის შარვლიდან გასაღების ამოცლას და დუბლიკატის გაკეთებას... გარდა ამისა, ეგეთ სახლებში სადარბაზოს კარიც იკეტება ხოლმე და იმ მეორე გასაღების ასლიც ექნებოდა უთუოდ, მაგრამ არ დასჭირდა, ზღურბლზე შემთხვევით ლინდა შეეჩეხა და სრულიად ბუნებრივია, რომ გზა არ დაუთმო, რადგან თვითონაც ქალია... სახელად...
_ ვიკა ბასილაია, _ ჩაურთო გამომძიებელმა.
_ გმადლობთ ინფორმაციისთვის, _ თქვა ელისაგატამ, წამით დაფიქრდა და გააგრძელა, _ ბატონო ნოდარ, ერთი თხოვნა მექნება თქვენთან, ძალიან თუ არ შეწუხდებით...
_ დიახ, ბრძანეთ...
_ თუ შეიძლება, მოძებნეთ ვიკა ბასილაია და სთხოვეთ, აქ მოვიდეს...
_ და რა უნდა უთხრათ?
_ წინასწარ არ მინდა ამის თქმა...
_ ჩვენ ერთად ვაწარმოებთ გამოძიებას... არ უნდა ვიცოდე, რას ეტყვით?! _ ქიზიყელმა ლესტრეიდმა აშკარად შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, _ იქნებ...
_ რა იქნებ? _ გააწყვეტინა ელისაგატამ ღიმილით, _ გეშინიათ, რამე არ შემეშალოს? ნუ გეშინიათ, ბატონო ნოდარ... აქამდე შემშლია?
_ არა, არ შეგშლიათ... _ იძულებული გახდა, ეღიარებინა, _ მაგრამ თუ გინდათ, აქვე რომ გამოტეხოთ, სჯობია ვიცოდე, კონკრეტულად რა ტაქტიკას ირჩევთ... რის თქმას აპირებთ...
_ მომენდეთ, ბატონო ნოდარ... მოდუნდით და მიიღეთ სიამოვნება... _ უთხრა ელისაგატამ... კიდევ ერთხელ გამიკვირდა. ასეთ სიტუაციაში ხუმრობის თავი ჰქონდა?
Qქიზიყელმა ლესტრეიდმა რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ მერე, ეტყობა, ხელი ჩაიქნია და მხოლოდ ესღა იკითხა:
_ და რა ვუთხრა, როცა მკითხავს, ვინ მეძახისო?
_ უთხარით, რომ... იშვიათი ანტიკვარული სამკაულების კოლექციონერია ჩამოსული... მმ... იტალიიდან... და საქმიანი წინადადება აქვს მასთან...
_ და რა იცით, რომ ვიკა ანტიკვარულ სამკაულებს აგროვებს?!. _ ისევ ჩავერთე დეტექტივების საუბარში.
_ არ ვიცი, აგროვებს მართლა თუ არა, მაგრამ რომ აინტერესებს, ფაქტია... ლოგიკური ფაქტი...
_ და რომ არ წამომყვეს მაინც? _ ჩაეკითხა გამომძიებელი. ჯერ კიდევ ყოყმანობდა.
_ წამოგყვებათ.
_ კარგი, ვცდი, _ დაჰყაბულდა ბატონი ნოდარი და ოთახიდან გავიდა.
პაუზა დიდხანს გაგრძელდა. ელისაგატა რაღაცას წერდა ფურცელზე გამალებით. ბოლოს გაჩერდა და ჩაილაპარაკა:
_ ძალიან გამიკვირდება, თუკი ვიკა ახლა არ შემოვა ოთახში...
_ როგორ შემოვა ოთახში, სადაც მისი მოკლული... ასვენია?! _ ეჭვი შემეპარა.
_ სწორედ მაგიტომაც შემოვა, რომ დაამტკიცოს, არაფერი იცის და ესე იგი, არც არაფრისა ეშინია...
_ და რომ დაეჭვდეს, ხაფანგს უგებენ, მაინც მოვა?
_ მოვა. სხვა გზა არა აქვს. ხაფანგიდან დაღწევის საუკეთესო გზა მისთვის ისევ და ისევ ხაფანგზე გადის... არ შეიძლება ეს არ ესმოდეს...
_ და ეს რაღა შუაშია, ანტიკვარიატის კოლექციონერი... თანაც რატომღაც იტალიიდან? _ ვერ მოვითმინე, რომ არ მეკითხა.
_ იტალიიდან? _ გაიმეორა, _ ექსპრომტია... რაღაც ხომ უნდა მეთქვა... უბრალოდ, ბორჯიების საგვარეულო ბეჭედი გამახსენდა, რომელშიც მოწამლული ბრჭყალი იყო ჩამალული... ვისი მოკვლაც უნდოდათ, ხელს ჩამოართმევდნენ და... კარგად იყავი...
ვერ მოასწრო წინადადების დამთავრება, რომ კარი გაიღო და ოთახში შემოაბიჯა ახალგაზრდა ქალმა, _ თვალში მომხვდა სპორტული ფიგურა გრძელ შავ კაბაში... მოკლედ შეკრეჭილი თმა, სწორი ნაკვთები, სერიოზული, თითქმის მკაცრი გამომეტყვე¬ლება... შემოვიდა, დადგა, გვიყურებს. ოთახის იმ მხარეს, სადაც საწოლზე ლინდას გვამი ესვენა, არ გაუხედავს. არც ერთხელ.
გამომძიებელმა, რომელიც მასთან ერთად შემოვიდა ოთახში, ხელით ანიშნა, დაბრძანდითო. ქალი სავარძელში ჩაეშვა ჩვენ წინ, ლინდასკენ ზურგშექცევით. ახლა უფრო კარგად დავაკვირდი: ტუჩები მართლაც ნატიფი ჰქონდა, გამომეტყველება _ მეტისმეტად ცივი და მშვიდი იმისთვის, რომ დამეჯერებინა, ბუნებრივად იყო ასე მშვიდად. თანაც, ერთი დეტალი «ყიდიდა», ასე ვთქვათ... ნესტოების კიდეები გასთეთრებოდა, ოდნავ შესამჩნევად უთრთოდა... თუმცა, ერთი შეხედვით, ნამდვილად ღირსეულად ეჭირა თავი, ვერაფერს შეატყობდი. და კიდევ, გამაოცა ბრილიანტების რაოდენობამ... ციმციმი, არა, სულაც ნათება გაუდიოდა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით... ყურებში, ყელზე, ხელებზე გასაოცარი სილამაზისა და რაოდენობის სამკაული ეკეთა. ყველაზე ძვირფასი იყო, ალბათ, მასიური ძველებური ბეჭედი, რომელიც მარჯვენა ხელის საჩვენებელ თითს უმშვენებდა... თუმცა, ეს განძეული ისე დაეხვავებინათ, იმდენად თვალში საცემად იყო გამოფენილი, რომ რაღაც უსიამოვნო, ლამისაა მძაღე განცდა დამეუფლა...
_ აი ქალბატონი, რომელმაც მოგიწვიათ აქ... _ უთხრა ბატონმა ნოდარმა და ელისაგატაზე მიანიშნა.
_ თქვენა ხართ იტალიელი კოლექციონერი? _ ახალშემოსულის ხმაში შეფარული ირონია მომესმა.
_ არა, რა თქმა უნდა... მე არა ვარ იტალიელი კოლექციონერი... ჩავთვალოთ, რომ მე... მისი წარმომადგენელი ვარ, _ მიუგო ელისაგატამ თავაზიანი ღიმილით.
_ ჩავთვალოთ? _ გაიმეორა ვიკა ბასილაიამ ლამის სარკასტულად და ხაზგასმულად ნაძალადევად ჩაიცინა, _ ჩავთვალოთ, კი ბატონო... და რა საქმიანი წინადადება აქვს ჩემთან... იტალიელ კოლექციონერს?
_ ცოტა უჩვეულო წინადადებაა...
_ მაგალითად?..
_ თქვენი სამკაულების ექსპოზიცია იტალიაში... ბორჯიების საგვარეულო სასახლეში ეწყობა გამოფენა სახელწოდებით: «მომაკვდინებელი სილამაზე. საიუველირო ხელოვნება დანაშაულის სამსახურში».
ვიკა უეცრად სავარძელში გასწორდა, გამოცრა:
_ გადაეცით თქვენს კოლექციონერს, რომ მისი წინადადება არ მაინტერესებს. კარგად ბრძანდებოდეთ.
Dდა წამოდგომა დააპირა.
_ ერთი წამით, _ თქვა ელისაგატამ, _ ნუ ჩქარობთ. ეს წინადადების მხოლოდ პირველი ნაწილია. მეორეც არსებობს.
_ მაგალითად?
_ ჩვენ ხელთა გვაქვს ერთი ადამიანის მიერ სიკვდილის წინ დაწერილი ჩვენება. ალბათ, დაგაინტერესებთ...
_ არ მესმის, რაზე ლაპარაკობთ... _ მშვიდად ჩაილაპარაკა ვიკამ. ნესტოებზე თითქოს ცარცი გადაუსვესო.
_ საწამლავმა უცებ არ იმოქმედა, _ განაგრძო ელისაგატამ, _ ჰოდა, მანაც მოასწრო და დაწერა თავისი მკვლელის სახელი, დაწერა ყველაფერი: როგორ ნახა ინესა როზენბაუმის სახლის სადარბაზოში მისი მკვლელობის დღეს ის ულვაშებიანი და როგორ იცნო აქ, კლუბში, ხილის წვენი როცა დალია და «ულვაშები» გაუკეთდა... აი, აქ, ამ ფურცელზე წერია ყველაფერი!
Aამ სიტყვებით ელისაგატამ ქაღალდი მიაწოდა. ვიკას არ გამოურთმევია, დახედა და თქვა:
_ ეს ლინდას ხელი არ არის!
_ სტოპ! _ თქვა სუიციდოლოგმა, _ საიდან იცით, რომ ლინდასი უნდა იყოს?
ვიკას ხმა არ ამოუღია. მზერა გაუშტერდა.
_ მე აქ, ახლა, ერთხელ მაინც ვახსენე ლინდა? _ ელისაგატა ჩვენ მოგვიბრუნდა.
_ არა, არ გიხსენებიათ, _ დაუდასტურა ბატონმა ნოდარმა.
_ საერთოდ არა... _ მეც დავუქნიე თავი.
ელისაგატამ განაგრძო:
_ თქვენ სხვა შეცდომაც დაუშვით, ვიკა... ერთი და იმავე იარაღით მოკალით ორი ადამიანი... პროფესიონალი მკვლელი იარაღს საერთოდ მკვლელობის ადგილზე ტოვებს... მაგრამ თქვენ ხომ მოყვარული ხართ... თანაც ერთობ სპეციფიკურ, შეიძლება ითქვას, უნიკალურ იარაღს იყენებთ... ასეთის გადაგდება დაგენანება... მაგრამ ეს უნიკალურობაა სწორედ მისი მინუსი...
_ არ მესმის, რაზე ლაპარაკობთ... _ მონოტო¬ნურად, სრულიად მექანიკურად ჩაილაპარაკა ვიკამ და უცებ ცრემლები წასკდა...
ორიოდე წუთი ხმა არ ამოგვიღია. ვიკამ ისევე მოულოდნელად შეწყვიტა ტირილი, როგორც დაიწყო, თვალები ცხვირსახოცით შეიმშრალა და თქვა:
_ ეს პარტია წავაგე, _ მერე მწარედ ჩაიცინასავით, _ გეიმ ოუვერ...
ბატონმა ნოდარმა სუფთა ფურცელი და კალამი დაუდო წინ:
_ ვიკა, დაწერეთ აღიარება... მერე მე თვითონ მიგიყვანთ პროკურატურაში... გამომძიებელი ვარ... ნოდარ ხატიაშვილი... როცა თქვენი ფეხით მიხვალთ და ჩაბარდებით, ეს მდგომარეობას მნიშვნელოვნად შეგიმსუბუქებთ... ამას აუცილებლად გაითვალისწინებენ... გარანტიას გაძლევთ...
ვიკას ხმა არ ამოუღია. თითქოს არც უსმენდა.
გამომძიებელმა ვიკას თავზე ხელი გადაუსვა, ბავშვს რომ გადაუსვამენ ხოლმე, ისე, დასაწყნარებლად. «არა, ეს მთლად ლესტრეიდიც არ ყოფილა», _ გამიელვა.
ვიკას ნესტოები უეცრად გაუვარდისფრდა... მერე ჩაილაპარაკა:
_ ჩემს ბავშვს... რა ეშველება?..
_ მილიონერი მამა რა, არ მოუვლის თუ? _ გამიკვირდა.
ვიკამ ისე შემომხედა, თითქოს პირველად დამინახა. მერე თქვა:
_ არა... ჩემს ბავშვს პირველი ქმრისგან...
_ და რა სჭირს? _ ისე ჰკითხა ელისაგატამ, რომ გავიფიქრე, ვიკა, ალბათ, ახლა ყველაფერს მოუყვება-მეთქი...
ასეც მოხდა. ვიკამ ჩაისუნთქა, ელისაგატას შეხედა და ლაპარაკი დაიწყო, უკვე თითქოსდა უემოციოდ... მაინც მაგარი ნებისყოფის პატრონი იყო... ჩვენ არ გვიყურებდა. უშუალოდ სუიციდოლოგს მიმართავდა.
_ მე არ ვიცი, თქვენ ვინა ხართ... პოლიციელს არ ჰგავხართ... მაგრამ თუნდაც პოლიციიდან იყოთ... სულერთია... მაინც მინდა გიამბოთ... რატომ გავაკეთე... რაც გავაკეთე... თქვენ გგონიათ, რა... აი, ამ... ბრილიანტებისთვის?
_ არა?
_ არა... არა... ჩემი ბავშვისათვის... ჩემი ავადმყოფი ბავშვისათვის... იცით, დღეში რამდენი დოლარის წამალი სჭირდება მხოლოდ იმისთვის, რომ უბრალოდ... იცოცხლოს?.. ფიზიკურად იარსებოს?!
_ რა დიაგნოზი აქვს?
_ პროგრესული მიასთენია... კუნთების დისტროფია... გიზო რომ არ გამოჩენილიყო ჩემს ცხოვრებაში, ბავშვი დიდი ხანია მკვდარი მეყოლებოდა... გიზომ გადაარჩინა და გიზო აცოცხლებდა, გიზოს ფული... ბავშვის გამო ყველაფერს ვიტანდი, გიზოს გაუთავებელ დროსტარებას და ქალებს... ეს ქალები გამოჩნდებოდნენ ხოლმე, გაიელვებდნენ მეტეორივით და ქრებოდნენ... იგივე ეს ლინდა... ყველას ხელში გაიარა... თავის დროზე წერილებსაც კი სწერდა ჩემს ქმარს, შემიყვარდიო, მაგრამ გიზომ ყურადღება Eაღარ მიაქცია. აი, მერე კი გამოჩნდა ქალი, რომელიც აღარ გაქრა... ჩვენს ქალაქში ხომ არაფერი იმალება... ანონიმური წერილების თუ შეტყობინებების ღვარი წამოვიდა... _ მწარედ ჩაეცინა, _ ე.წ. «კეთილისმყოფელებისაგან»... საოცარია, რამდენი უსაქმურია, ვინც სხვისი ცხოვრების ნგრევისგან იღებს სიამოვნებას... და მეც პირველად შემეშინდა, რომ გიზო მიმატოვებდა... მივხვდი, უნდა მემოქმედა... და ვიმოქმედე... მეგონა, ვერავინ გაიგებდა... დარწმუნებული ვიყავი... და როცა ლინდას თვალებში დავინახე, მიცნო და ყველაფერს მიხვდა, სხვა გზა აღარ მრჩებოდა... იგივე უნდა გამეკეთებინა მეორედ, რაც უკვე გავაკეთე ერთხელ... _ ვიკა გაჩერდა წამით, ჩაიცინა, თქვა, _ მაგრამ ღმერთი ხომ სამობ...
სიტყვის დამთავრება ვერ მოასწრო, რომ ელისაგატამ მკვეთრი მოძრაობით მიიხედა გვერდზე, უეცრად საჟურნალო მაგიდაზე შეხტა და მთელი ხმით იწივლა:
_ თააგვი!!!
ცხადია, ყველამ იქით გავიხედეთ მექანიკურად. ვერ მოვასწარი თავის უკან მობრუნება, რომ ე.წ. გვერდითი მზერით ვხედავ, მაგრამ რას ვხედავ, სუიციდოლოგმა ქალბატონ ვიკას ხილით სავსე ბროლის ლარნაკი არ დაუშვა თავში?!. ვიკამ ხელები აიქნია და ტომარასავით გადაემხო პირქვე. არც დაუკვნესია.
ატამი და ვაშლი ფერად ბურთებად გაგორდა ყველა მიმართულებით _ ჩოგბურთის კლუბი წამით გოლფის კლუბს დაემსგავსა.
გავშტერდით. ხმას ვერ ვიღებთ. სრულიად წარმოუდგენელი, აბსურდული სცენა იყო. გაშეშებული Kკადრივით ჩამრჩა მეხსიერებაში. თვალებიც კი მოვიფშვნიტე.
ელისაგატა, ვითომც აქ არაფერიაო, სიტყვის უთქმელად ჩამოხტა მაგიდიდან, იატაკზე დაგდებულ ქალთან ჩაიმუხლა, გადმოაბრუნა, დააკვირდა, კმაყოფილმა ჩაილაპარაკა, _ სუნთქავს, _ მერე მარჯვენა ხელი ამოუტრიალა და საჩვენებელი თითიდან მასიური ბეჭედი ფრთხილად ააძრო, წამოდგა, მაგიდაზე ქაღალდის ხელსაწმენდი გაშალა და ბეჭედი ისევ ძალიან ფრთხილად დადო ზედ. მხოლოდ ამის შემდეგ მობრუნდა ჩვენკენ და გვეუბნება:
_ ბრჭყალი ნახევრად უკვე გამოშვებული აქვს, ხედავთ?
ბეჭედს დავაშტერდი _ მართლაც, კაქტუსის ეკალივით წვეტიანი ფოლადის ხიჭვი «სათითური» რგოლის გვერდითა ნაწილში მოჩანდა თავისი ბუდიდან ოდნავ თავამოწეული...
_ ერთი წამითაც რომ დამეგვიანა, ვიკას ვეღარასოდეს მოვასულიერებდით, ახლა კი... მარტივად... _ სუიციდოლოგს სიტყვა არ დაუმთავრებია, ცოცხალი ყვავილებით სავსე მაღალი ლარნაკიდან, რომელიც კარადაზე იდგა, ყვავილები ამოყარა და წყალი ქალს თავზე დააცალა. ვიკა შეიშმუშნა და თვალი გაახილა. ჯერ თითქოს ვერ გვიცნო, ვერ მიხვდა, სად იყო, მაგრამ მერე სახეზე შეეტყო, ყველაფერი გაახსენდა, ბეჭედი მოისინჯა მალულად, უცებ ხელი მკვეთრი მოძრაობით თვალებთან მიიტანა და... ისტერიკა დაეწყო...
ელისაგატამ სიგარეტის კოლოფიდან ღერები ამოყარა, ბეჭედს კალამი წამოსდო, კოლოფში ჩაუშვა და ბატონ ნოდარს გადასცა. მან უხმოდ გამოართვა, თავი დაუქნია და კოლოფი გულის ჯიბეში შეინახა. შემდეგ სუიციდოლოგმა ოთახის კარი გამოაღო, დერეფანში გაიხედა და ვიღაცას უთხრა:
_ სასწრაფოდ მოიყვანეთ ექიმი... პროფესორი მარდალეიშვილი.
_ ახლავე... _ მომესმა ბოდიგარდის ხმა. ეტყობა, კართან დატოვა ნიკუშა ჯორჯაძემ.
Eერთი წუთიც არ გასულა, ექიმი შემოვიდა.
_ ბატონო პროფესორო, რამე დასაწყნარებელი შეგიძლიათ გაუკეთოთ? _ ჰკითხა ელისაგატამ და ვიკაზე ანიშნა, _ თანაც თავი გაუსინჯეთ... მძიმე საგანი მოხვდა თავში... შემთხვევით...
ექიმმა თავი დაუთვალიერა, თვალებში ჩახედა, ჩაილაპარაკა, «ნიჩეგო სერიოზნოგო»... ამასობაში ვიკას შუბლზე უზარმაზარი კოპი ამოეზარდა ჩვენ თვალწინ... პროფესორი ოთახიდან გავიდა, თუმცა მალევე დაბრუნდა «დიპლომატით» ხელში, გახსნა, ამპულა ამოიღო, თავი წააცალა და ერთჯერადი შპრიცის ავსება დაიწყო. ვიკამ უცებ ტირილი შეწყვიტა, ღრმად ჩაისუნთქა და თქვა:
_ არ მინდა. არაა საჭირო...
_ საჭიროა! _ უთხრა ექიმმა, მერე მკლავი სპირტიანი ბამბით გაუწმინდა და ნემსი ელვისებურად გაუკეთა. ვიკამ რეაგირებაც კი ვერ მოასწრო.
პროფესორმა ჩაილაპარაკა:
_ თხუთმეტ წუთში, ალბათ, დაგეძინებათ... _ მერე ჩვენკენ მოტრიალდა, _ აქვე ვიქნები... პაზავიტე, ესლი ნუჟნო...
და ოთახიდან გავიდა.
ვიკა ადგილზე შეტოკდა, თითქოს წამოდგომას აპირებსო, მაგრამ ეტყობა ძალა არ ეყო ან, უბრალოდ, გადაიფიქრა. გაყუჩდა. ხმას არც ერთი არ ვიღებდით.
პაუზა ვიკამ დაარღვია, ამოიოხრა, ელისაგატას თვალებში შეხედა და უთხრა:
_ იცით... ტყუილად გადამარჩინეთ... ტყუილად... მე ციხეში არ წავალ... ვერ წავალ... იმ ცხოვრების მერე, რაც გიზომ მომცა... აი, მანამდე, კიდევ ჰო... მე ხომ ძალიან ღარიბი ოჯახიდან ვარ... რა პერსპექტივა მქონდა ცხოვრებაში?.. არავინ _ დამხმარე, არავინ _ ხელის შემწყობი...H ჰა და ჰა, მდივან-მემანქანე გამოვსულიყავი, სეკრეტუტკა... მაგრამ მე მინდოდა ყველაფერი, ან _ არაფერი... მიზანი დავისახე ცხოვრებაში და ბოლომდე ვიბრძოლე... ყველაფერი გავაკეთე, რომ გამემარჯვა... ვიქტორია ტყუილად არა გქვია, _ ვეუბნებოდი თავს, _ შენ აუცილებლად გაიმარჯვებ... და ვიმარჯვებდი... ჩოგბურთზე დავიწყე სიარული... ნაკრებში მოვხვდი... სხვათა შორის, გიზო კორტზე გავიცანი... ჩემი ეს ცხოვრება, სინამდვილეში, მე თვითონ შევიქმენი... სელფ-მეიდ... ყველაფერი მოვიპოვე, რაზეც ბავშვობაში ოცნებაც კი არ შემეძლო და ახლა... ციხეში წავიდე, მთელი დარჩენილი ცხოვრება... ოთხ კედელში... ბალანდაზე?
_ და ბავშვი? თქვენი ავადმყოფი ბავშვი? _ ჰკითხა ელისაგატამ ძალზე ჩუმად, ოდნავ გასაგონად.
_ ჩემი ბავშვი ისედაც განწირულია... თავს დავიბრიდავ თუ ციხეში წავალ პაჟიზნენი სროკზე, ყველა ვარიანტში განწირულია... ვინ მიხედავს?
Eელისაგატა ჩაფიქრდა, თანაც მარჯვენა ხელი მაღლა ასწია, თითქოს გვანიშნა, ხმა არ ამოიღოთო. იფიქრა, იფიქრა და მერე გვითხრა:
_ ახლავე მოვალ... გამოუვალი სიტუაციები არ არსებობს...
და ოთახიდან გავიდა. ვიკამ თავი ჩაქინდრა, თითქოს გაითიშაო... უძრავად და უხმოდ იჯდა, გახევებული, ქანდაკებასავით.
ელისაგატა დაახლოებით ნახევარ საათში დაბრუნდა ნიკუშა ჯორჯაძესთან ერთად, ვიკას წინ დაჯდა. ვიკამ თავი ძალიან ნელა ასწია, უხმოდ მიაჩერდა. სუიციდოლოგმა დაიწყო:
_ ორი ადამიანის სიცოცხლეს ვერაფერი გადასწონის, ავადმყოფი ბავშვის სიცოცხლეც კი... ორი ადამიანის სიცოცხლე საზღაურს მოითხოვს, სრულფასოვან საზღაურს... მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ სასწორზეა ავადმყოფი ბავშვის სიცოცხლე... და ორ სიკვდილს რომ არ მიემატოს მესამე... ვიკა, გთავაზობთ გამოსავალს, ერთადერთ გამოსავალს ამ სიტუაციაში: თქვენ წახვალთ მონასტერში, თან წაიყვანთ თქვენს ავადმყოფ ბავშვს და იქ იცხოვრებთ გამოუსვლელად... ქმარს ეტყვით, რომ გქონდათ ხილვა, რომ თავი ღმერთს უნდა შესწიროთ... თუკი გიზო გოგოლაძე თქვენზე უარს იტყვის, წამლის ფულს იკისრებს ნიკუშა ჯორჯაძე... ყველაფერზე მოველაპარაკე უკვე...
და ნიკუშას გახედა. მან თავი თანხმობის ნიშნად უხმოდ დაუქნია. ელისაგატამ განაგრძო:
_ ეს საქმე ჩაიფარცხება... ლინდა შემთხვევით მოწამლა შინნაკეთმა კონსერვირებულმა სოკომ... ეს იყო უბედური შემთხვევა, რომელსაც არავითარი კავშირი არა აქვს ვინმე ინესა როზენბაუმის მკვლელობასთან...
და უცებ ელისაგატა ჩემკენ მობრუნდა:
_ ასე არ არის, გედი?
_ ოო, ეს სოკოს კონსერვი საერთოდ ასაკრძალია, _ დავუდასტურე, _ რამდენი ადამიანი დაიღუპა უკვე ბოტულიზმით...
_ მაგრამ, ვიკა, _ განაგრძო ელისაგატამ, ამჯერად გამომძიებელს გახედა, _ თუ თქვენ დატოვებთ მონასტერს, ბატონ ნოდარს მაშინვე გაახსენდება, რომ მის თვალწინ აღიარეთ დანაშაული და საქმე ძალაუნებურად განახლდება... არა, ბატონო ნოდარ?
_ რა თქმა უნდა, _ თავი დაუქნია ქიზიყელმა ლესტრეიდმა, _ მით უმეტეს, რომ მეხსიერება მაქვს, კომპიუტერს შეშურდება _ მილიონი გიგაბაიტი! ყველაფერი მახსოვს, ყველა დეტალი, ყველა წვრილმანი!
_ მე გაგიშვებთ თეკლათის დედათა მონასტერში, _ განაგრძო ელისაგატამ, _ იღუმენია სიდონია ჩემი ჯგუფელია, უნივერსიტეტიდან, ერთად ვსწავლობდით ფსიქოლოგიას... ხვალვე წაგიყვანთ ჩემი «ჯიპით»... რას იტყვით?
ვიკას ხმა არ ამოუღია, მხოლოდ თავი დაუქნია. თვალები ებლიტებოდა.
_ თანაც... _ დაამატა ელისაგატამ, _ ისეთი ადგილია, გინდა-არ გინდა, სინანული თავისით დაგეუფლება...
* *
კლუბიდან მე და ელისაგატა ერთად გამოვედით.
_ ტყუილად კი არა ვარ სუიციდოლოგი, _ მეუბნება ღიმილით, _ ხომ კარგად გამომდის... პრევენცია?
_ ფანტასტიკურად! _ სრულიად გულწრფელად მივუგე.
_ გედი, და როგორ გგონიათ, რატომ დააწესა ამხელა პრიზი ნიკუშა ჯორჯაძემ?
_ არ ვიცი... _ დავიბენი, ამ კითხვას არ ველოდი, _ კაი ტიპია, ალბათ, და იმიტომ...
_ კაი ტიპი... _ გაიმეორა ელისაგატამ მსუბუქი ჩაცინვით, _ რაც უნდა კაი ტიპი იყოს, სად გინახავთ მილიონერი, რომელიც გადააგდებს ასი ათასს, თუკი ამის რაღაც სრულიად კატასტროფული საჭიროება არ არსებობს?
_ მართალია, ცოტა ძნელი წარმოსადგენია... _ დავეთანხმე.
_ ნიკუშას არაფრით არ აწყობდა დღეს აქ პოლიციის შემოსვლა... ჩხრეკა... შმონი... უცხო თვალი...
_ რატომ? რისი ეშინია?
_ შეხედეთ... რად უნდა ჩოგბურთის კლუბს ამხელა კედლები?
გალავანი მართლაც შთამბეჭდავად გამოიყურებოდა.
_ არ ვიცი, _ ისევ გულწრფელად ვაღიარე.
_ ანდა ამხელა ანტენები?
მართლაც უშველებელი ანტენები იყო დამონტაჟებული კლუბის ტერიტორიაზე, პარაბოლურიც და ისეთიც. ხელები გავასავსავე.
_ რაღაცაა, ეტყობა, აქ, კლუბის საწყობებში... _ ჩაილაპარაკა ელისაგატამ და მომცრო იაპონური «ჯიპის» კარი გამიღო, _ სანამ სადმე დამპატიჟებდეთ, ბატონო გედი, მე თავად გეპატიჟებით... ღამის კლუბ «იპანემაში»... ამხელა ჰონორარი პირველად ავიღე ცხოვრებაში, მარტო ხომ ვერ დავხარჯავ... გამიწევთ კომპანიას?
_ სი... სიამოვნებით...
_ ძალიან კარგი... რაც შეეხება ნიკუშას საქმეებს, ეგ ჩვენ არ გვეხება... ნიკუშას ბავშვობიდან ვიცნობ, მეზობლები ვიყავით წყნეთში, ზაფხულს ერთად ვატარებდით... ფეხბურთსაც კი ერთად ვთამაშობდით... ნაღდ ტიპად დარჩა, რაც მილიონერისთვის არც ისე ადვილია... _ თქვა ელისაგატამ და მანქანა დაქოქა.
_ მაგრამ... _ დავიწყე და აღარ გავაგრძელე.
_ რა მაგრამ?.. ცხონებული ლინდასგან განსხვავებით, მე სრულებით არა ვარ ცნობისმოყვარე. თუმც კი ძალიან მიყვარს ლოგიკური გამოცანები...
_ ეგ სხვადასხვა რამეა, _ ჩავურთე.
_ რა თქმა უნდა. მაგრამ თქვენ კი მგონი არ უჩივით ცნობისმოყვარეობის ნაკლებობას... გაინტერესებთ, რა იმალება ჩოგბურთის კლუბის სარ¬დაფებში?..
თავი დავუქნიე.
_ მე მაქვს ჩემი ვერსია, თუმცა ზუსტად არაფერი ვიცი... Nნიკუშას ბავშვობიდან ჰყავდა ერთი ქურთი ძმაკაცი, რაზმიკა... მეც კარგად ვიცნობდი... თურქეთ-ერაყის საზღვარზე დაიღუპა სამიოდე წლის წინ... მოკლედ, გინდათ გიამბოთ?
_ მინდა, _ ვუთხარი.
და მიამბო.
მაგრამ ეს უკვე სრულიად სხვა ისტორიაა...

=sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
აკაკი წერეთელი
კუდაბზიკეთი
(ზღაპრული მოთხრობა
იყო და არა იყო რა. იყო დრო, როცა ადამიანს ყველა გრძნობაზე უფრო შიშის გრძნობა ჰქონდა გამოფხიზლებული და ყოველგვარ საშიშ-საზარელ არსებას, გინდ სულიერი ყოფილიყოს და გინდ უსულო, ყოვლის შემძლებელად ისახავდა, აღმერთებდა და თაყვანსა სცემდა. მრავალღმერთობის დრო იყო და ყოველ ერს თავისი შესაფერი ღმერთი ჰყავდა: ზოგს ლომი, ზოგს სპილო, ზოგს გველეშაპი, ზოგს დიდი გველი და სხვანი. ერთი სიტყვით, ვისთვისაც რა უფრო საშიში და საფრთხილო იყო, იმას ემონებოდნენ. სხვათა შორის, იყო ერთი ქვეყანაც „კუდაბზიკეთი“, ოდესმე სახელგანთქმული და მოწონებული, მაგრამ ბოლოს კი ისე დაცემული და დაჩიავებული, რომ მისი მკვიდრები ნაცარქექიაობის მეტს ვეღარას ახერხებდნენ: უჯდნენ კერას და ერთმანეთს უჩუჩხურებდნენ. მათთვის რაღა საჭირო იყო ან ლომი, ან ვეშაპი, რომ მათი მაწუხებელი ჭიაღუაც დიდი რამე ეგონათ? და მოინდომეს მკბენარის თაყვანისცემა, მაგრამ არ იცოდნენ ვისთვის მიეცათ უპირატესობა: ტილისათვის თუ რწყილისათვის? ზოგს ის მოსწონდა, ზოგს ეს!.. არჩევანზე მივიდა საქმე. კუდაბზიკელები ორად გაიყვნენ. ერთმა მხარემ ტილი გამოიყვანა თავის კანდიდატად და მეორემ რწყილი. ვერ შეთანხმდნენ, მოუვიდათ ჩხუბი და ნაცარმტუტი აადინეს. დაერიენ ერთმანეთს და აღარ ზოგავდნენ. ამ საბრალოებს სულ კერას ძირში ეძინათ, არაფერს არ დასდევდნენ, არა ეინტერესებოდათ რა, და მხოლოდ სამ წელიწადში ერთხელ, არჩვენების დროს გამოაჭყეტდნენ თვალებს ბეცად, ახორხოზდებოდნენ, აჭიჭყინდებოდნენ, ერთმანეთს ნაცარს აყრიდნენ თვალებში და არჩევნებს რომ მორჩებოდნენ, ისევ ისე ჩვეულებრივად მიეგდებოდნენ კერას ძირას... ცარიელი გუდა ადვილი გასაბერავია!.. კაციც ასეა: რაც უფრო ცარიელი აქვს თავი და გული, უფრო მალე იბერება და თავის თავიც დიდ რამედ მოაქვს. კუდაბზიკების ქვეყანაშიც ეს სენი საერთოდ იყო მოდებული; ათში ცხრა იბერებოდა და სხვის თვალში რომ ბეწვს ეძებდა, თავისაში დვირესაც ვეღარ ხედავდა.
ყველა ტრაბახობდა, ყველა თავის თავზე ლაპარაკობდა, გაისმოდა განუწყვეტელი „მე, მე და მეო!“ ასე რომ ბრმას რომ ყური დაეგდო, იფიქრებდა: აქ სწორედ სადღაც თხის ჯოგიაო. მართალია, თითო-ოროლა შეგნებული და ქვეყნისთვის გულშემატკივარი მათშიაც ერია, მაგრამ იმ არევ-დარევაში და საერთო ხორხოზში ვინღა რას გაიგონებდა, რომ ყურთასმენა აღარსად იყო.

- თქვე უბედურო, ნაცარქექიებო, მოეგეთ გონებას, - ურჩევდნენ შეგნებულები საბრალო თანამემამულეებს, - რა დროს ეგ წილადობილაა?.. რას გადაჰყოლიხართ მაგ „რწყილობია-ტილობიას“? ისე როგორ დაგაბრმავათ ცოდვამ, რომ ცხვირს იქით ვეღარასა ხედავთ? ქვეყანას ნადირ-მხეცები შემოსევიან, ლამის გაგვანადგურონ, ერთი ტყვილა შემქაქანებელიც არსადა სჩანს და თქვენ კი ჭიანჭველეთში გინდათ თავი ისახელოთ და ისიც უკუღმართობითო!..

- არ შეიძლება, არ შეიძლება! - ყვიროდნენ ნაცარქექიები, - ჩვენც კაცები ვართ, ქუდი გვახურავს და ულვაშები გვასხია!.. სხვებს თუ ჰყავსთ სათაყვანო და არჩევნებში შედიან, ჩვენ რაღა ვართო?

- კი ბატონო! მაგრე იყოსო, - უპასუხებდნენ შეგნებულები. - აარჩიეთ მაგრამ მისთანა კი, რომ ვარგოდეს რამედ და ქვეყნის გამოსადეგი იყოს რამეშიო!.. თუ მართლა მწერ-ბუზებს იქით გზა აღარა გაქვსთ რა, ფუტკარი აირჩიეთ: ის მაინც თაფლსა და სანთელს აკეთებს; ან აბრეშუმის ჭია, დარაიას რომ გაძლევსთ! ან წურბელა, ცუდი სისხლის სხეულიდან გამომწოვიო და სხვანი...

- ეჰ, არა, არა! - გაიძახოდნენ ნაცარქექიები, - ფუტკარი მოუსვენარია, გარეთ დაბზუის აქეთ-იქეთ და ჩხვლეტაც მწარედ იცის, ყაჭის ჭია - მყრალია, წურბელი მოსისხარიაო და სხვანი. ბატონი ტილი და ბატონი რწყილი კი განუშორებლად სულ ჩვენთან არიან და მხოლოდ ამ ორ გვარს ეკუთვნის და შეშვენის ჩვენი თაყვანისცემაო! ამ ორს იქით გზა არა გვაქვს. ან ერთი უნდა ავირჩიოთ და ან მეორე და საქმე მხოლოდ ჯობინობაზე არის მიმდგარიო!

- სად თქვენი კანდიდატი და სად ჩვენიო? - გაიძახოდნენ ტილაძეები. - თქვენი ერთი გიჟი ვინმეა, მოუსვენარი, ხან აქ არის, ხან იქ, ერთ ალაგას ვერ მიისწრებ, ვერ გააჩერებ! ხან აქ შეძვრება და ხან იქ, დღედაღამ მოსვენებას არ იძლევა! სადაც არ გგონია, იქ გაჩნდება, სადაც არ ელი, იქ გიკბენს და თუ შეგატყოთ, ჩემი დაჭერა ინდათო, ისკუპებს და ცხრა მთას გადაევლება! ჩვენი კანდიდატი კი მშვიდობიანი, დარბაისელი, დამჯდარი ხასიათის, მორიდებულ-მოკრძალებული; შორს წასვლის თავი არა აქვს!.. მართალია ხანდახან ჩუმად იკბინება, ისე რომ ტანს მოგაფხანინებს, მაგრამ, თუ შეგატყო აღშფოთება, შეინანებს და იქვე სადმე ნაოჭში მიიმალებაო.

- ეგ ღირსება კი არ არის, წუნიაო, - უპასუხებდნენ რწყილაძეები, - ჩვენი კანდიდატი კი მარდია, ცოცხალი, მიხტი-მოხტის, ხან იქ შეძვრება, ხან აქ!.. გაგაღვიძებს, გამოგაფხიზლებს და გაგაშფოთებსო!.. თქვენი კი საზიზღარი რამ არის და ყოვლად საბრალო!

ასე ამგვარად, თავისებურად თავთავისას გაიძახოდნენ ორივე მხრით მოპირდაპირეები და მათ ბრძოლას დასასრული აღარ ჰქონდა. ბრძოლაც ხომ ახირებული იყო ამ ნაცარქექიებისა! არ იყო მისთანა უპატიური რამ, ერთმანეთისთვის არ შეეწამებინათ და არც უშვერი რამ, ერთმანეთისთვის რომ არ ეკადრებინათ! ამ არჩვნების დროს რომ „კუდაბზიკეთი“ გენახათ, იტყოდით: ქვეყანას სწორედ მტერი შემოჰსევია და ხალხიც საომრად მომზადებული დახვედრას უპირებს, რომ სამშობლო გადაარჩინოსო. მაგრამ რა ბრძანებაა!! ის მხოლოდ „რწყილობია-ტილობიას“ თამაში იყო!.. ამ არეულობის დროს გარეშე მტერმა ისარგებლა და სიცილით გაიძახოდა: „წამკიდებელო, წაჰკიდეო, ორივეს თავი წასწყვიტეო!..“ და მართლაც რომ „კუდაბზიკეთი“ დღითი-დღე სიგლახაკეში ვარდებოდა: ტურა-მელები ფრინველებს იპარავდნენ, მგლები - ოთხფეხს იტაცებდნენ და დათვი იქაურობას ტორავდა და ანადგურებდა, - ერთი სიტყვით, პატრონი აღარავინ იყო!.. ბოლოს ჩავარდა ქვეყანა იმისთანა განსაცდელში, რომ ტილიც დაავიწყდათ და რწყილიც!.. დიდი და პატარა ტირილით გაიძახოდა: „გვიშველეთ, ვინ ხართ მამაციო?!“ დაგვიანებული „ვაი! ვაი!“ და „გვიშველეთ!“ კარგად მოგეხსენებათ, ვერაფერი მალამოა წყლულისათვის, და საბრალო ნაცარქექიების სატკივარსაც აღარა ეშველა რა!.. მაშინ კი ჩაფიქრდნენ, ჩახვდნენ გონებაში და სთქვეს: ეს რა გვემართება? სწორედ გაღალული ვართ, თვალი გვკრეს და დაგვაჩაჩანაკესო! შემლოცველი უნდა სადმე მოვნახოთო! - აქეთ ეცენ, იქით ეცენ, მოიყვანეს ერთი მკითხავი და გამოალოვიეს „თვალყვისათვალნაკრ
ავისა“. ბებერმა სამჯერ პირჯვარი გამოისახა, სამჯერ თავი გააქნია, სამჯერ თვალებში მიაფურთხა ნაცარქექიებს, სული შეუბერა და მოჰყვა:
ნაცარქექია, ქექია,
ფუჭო, ტყუილავ-ბექია
რას მიგდებულხარ კერასა,
ტილზე ნუ ჰფიქრობ, მოშორდი,
რწყილს აუარე გვერდიო!
რად გინდა პრიშტი-პრუშტები
და სომხის ეფრემ-ვერდიო?....
ეს რომ შეულოცა, თავზე ხატის ნაბანი გადაასხა ნაცარქექიებს, და რადგანაც ნაცარქექიები პიდაღებული შეჰყურებდნენ მკითხავს, წყალი ნახევარზე მეტი პირში ჩაესხათ... მეტი მოუვიდათ და კინაღამ დაიხრჩვენ... აუვარდათ ხველა. ბებერმა ხელახლა გამოისახა პირჯვარი და სულთამბრძოლის შეულოცა.
„ცისა და ქვეყნის შუამავალი, დედა მარიამ იჯდა სამოთხისა კარსა და ლოცვილობდა. მოვიდა წმინდა გიორგი, თაყვანი სცა და მოახსენა: „დედაო ღვთისაო! მოვიარე ფეხდაფეხ შენი წილხვედრი, ვნახე დაცემული, დავარდნილი, სადაც აღარცა ძველი ძველობს და არც რა ახალია“. ატირდა დედა მარიამ და ცრემლი მისი მარგალიტად ეყრებოდა ქვეყანასა ზედა. მივიდა იესო და შეეკითხა: „დედაო, რას სტირი, ვის იგლოვ? ცასა და ქვეყანასა?“ – „ვსტირ ჩემ საწილოსა! ვგლოვ ჩემ სადედოფლოსა, დღეს დაცემულსა, დავრდომილსა და შენგან დავიწყებულს, ხელაღებულსა!“ – „არა, დედაო ჩემო, მე როგორ დავივიწყებ შენს სადედოფლოსა? ხელს ვით ავიღებ შენს წილ-ხვედრზედა?.. მხოლოდ გამოვსცდი იობის განსაცდელითა, რომ უმეტესად გავჰკურნო და ავამაღლო! წყეულიმცა იყოს ეშმაკი მისდამი შეჩენილი და ფუ მის ავის თვალით შემყურესა!..“ გაიხარა მარიამ, შეწყვიტა ცრემლები და ღიმილი ტკბილი ქვეყნად ნათლად მოჰფინა. ამინ“.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
დაკარგული წიგნი

შაჰ-თამაზის შუბლზე ასპიტის თვალივით ელავდა კვერცხისოდენა ალმასი. ირანის მბრძანებელი ყოველთვის მზის პირდაპირ დგებოდა, რომ ალმასიდან შადრევანივით ანაფრქვევი სხივებით ქვეშევრდომთათვის თვალი მოეჭრა. ამიტომ მრისხანე ყაენს ვერავინ უმართავდა თვალს და ყველანი, მდაბიონი და დიდებულნი, ყოველთვის დამხობილნი იყვნენ მის წინაშე.
ახლაც, მუხლებზე დაშვებული, მისი ერთგული ქაიხოსრო ათაბაგი რიდითა და კრძალვით მოახსენებდა:
- აი იმ კლდეებში, რომელთაც ანათებს შუქნი თქვენი თვალისა, იმ კლდეებში, რომელთ ეწოდება ვარძია, არს საგანძური უამრავი. და არს იმ კლდეებში სენაკები რიცხვით ათასამდე და ტაძარი გამოკვეთილი იმავე კლდესა შიგან, შემკული მრავლის ხატითა, ოქრო-ვერცხლითა და თვლებით პატიოსანით. და აქვს ციხესა მას ორი ბჭე რკინისა და ერთიც მთლიანად ოქროსი ნაჭედი დიდის ხელოვნებითა და ოსტატობითა, რომელზე გამოკვეთილ არს სახე თამარისა და მამისა მისის გიორგისა. ხოლო ამჟამად ციხესა შინა იმყოფებიან მცირედისა ჯარითა პატრონნი ლორისა და ბამბაკისა. დაუძინებელნი მტერნი თქვენისა მზეებრ სხივოსნობისა - შერმაზან და ვახუშტ დიასამისძენი.
შაჰ-თამაზი უსმენდა და წარბებშეკრული გასცქეროდა ვარძიას. მას გვერდით უდგნენ სარდლები - ისმაილხან და სახეგაჩეხილი სელიმხან. მათ შემდეგ მორჩილად თავდახრილნი იდგნენ: ბეგლარბეგნი შაქ-შირვანისა, შამშადილისა, რანისა და პატრონ-მპყრობელი ჰერეთ-კახეთისა ლევან. უფრო მოშორებით კი მობიბინე ველზე გაშლილიყო ყიზილბაშთა ლაშქარი, საპალნიანი ცხენებით და ბარგი-ბარხანით დატვირთული უამრავი აქლემით. ლაშქარს დაღლა ეტყობოდა. შაქიდან ისინი პირდაპირ ხერთვისისაკენ დაიძრნენ და გზად მხოლოდ ღამის გასათევად ჩერდებოდნენ. და აი მზე უკვე დასავლეთისაკენ გადახრილიყო, როდესაც მათ წინაშე, მტკვარს გაღმა, წამოიმართა კლდეში გამოკვეთილი ქალაქი. ლაშქარი შედგა და ყაენი წავიდა წინ სარდლებთან ერთად.
კარგა ხანს თათბირობდა შაჰ-თამაზი დიდებულებთან და გასცქეროდა ვარძიას. ბოლოს სელიმხანმა რაღაც უბრძანა ეტიკს, რომელიც სწრაფად მიბრუნდა, ძუნძულით გაიქცა ლაშქრისაკენ და ხმამაღლა დაიძახა:
- კარვები გაშალეთ, ბანაკად ვდგებით!
მეომრები აიშალნენ, აქლემები დააჩოქეს, ცხენებს საპალნეები მოხსნეს და აბიბინებული მინდორი მალე მოიფინა ათასგვარი კარვით. ბანაკის შუაში აიმართა ყაენის დიდი კარავი დარბაზით, პატარა ოთახებით, დაფენილი თექის ხალიჩებით და გადატიხრული ყალამქრებით. კარვის თავზე აფრიალდა ყაენის ალამი.
ყაენი მობრუნდა, დიდებულებთან ერთად კარავში შევიდა. ტახტზე შესკუპებული მოშინაურებული მაიმუნი ხელის ქნევით ძირს ჩამოაგდო, დაჯდა და დიდებულებს მიმართა:
- ციხე ესე და ქვაბნი მიუვალად ჩანს. თუმცა არ არის რა ამა ქვეყნად მტკიცე ისეთი, რომელიც წინა აღუდგეს ჩემს ძლიერებას, მაგრამ გვიჯობს წარვუგზავნოთ მათ უსტარი, რათა ნებით მოვიდნენ კარავსა ჩემსა ხარაჯითა და მმორჩილებდნენ, ხოლო რისხვა ჩემი შევუცვალო მათ წყალობად.
უკანასკნელ სიტყვაზე შაჰს თვითონ გაეღიმა. დიდებულები მიხვდნენ და ერთმანეთს გადახედეს. შემდეგ ყაენმა მიმოიხედა და ვიღაცას თვალით ძებნა დაუწყო.
- ზიადოღლ-შავერდ-სულტან-ნადარხან-უსტაჯარლუ, წინ წამოდექ!
დიდებულთა წრე გაირღვა და შაჰის წინ წარსდგა დაბალი და ჯუჯა კაცი, საოცრად განიერი მხრებით და ო-სავით მოგრეხილი ფეხებით. ყბებზე წვერი არ ჰქონდა, ხოლო ულვაშები ტუჩის ბოლოებზე მიჰკროდა. ზიადოღლიმ დაიჩოქა და შუბლი ნოხზე დაადო.
- შენ გავალებ ამ ქვაბების აღებას, - მიმართა შაჰ-თამაზმა და ზევიდან ოდნავ დახედა, - მიუვალ კლდეებში გამოცდილი ხარ და უძლევი, ხოლო ჯილდოდ მიბოძებია შენთვის ულამაზენი ქალნი, ამ ქვეყნის პატრონთა ნათესავნი, რომელნი იმყოფებიან ქვაბსა ამას. ამჟამად ჯარი დააწყვეთ, საბრძოლად იყავით მზად და დილისათვის ელოდეთ ჩემსა ბრძანებას.
ზიადოღლი ფეხის წვერებზე ემთხვია შაჰს და მაშინვე გავიდა.
- მდივანბეგო, დასწერე უსტარი! - უბრძანა ყაენმა მაღალსა და უცნაურად სახეგაყვითლებულ კაცს, რომელმაც მაშინვე მოიკეცა, გულზე ჩამოკიდებული სამელნე შეისწორა, ქაღალდი გაშალა და ფრთა მოიმარჯვა.
მე, შაჰ-თამაზი, ყოვლისა ცასა ქვეშისა უმაღლესი, მიმსგავსებული ანგელოზთასა, თანამდგომი ღვთისა, მოვლინებული დიდისა ალაჰისაგან, მოგიმცნობთ თქვენ, უსჯულოთ ლორისა და ბამბაკის პატრონთ შერმაზან და ვახუშტ დიასამიძესთ, აწ მე მოვალ, რათა განგწვართოთ თქვენ და ყმანი თქვენნი, არა ოდეს აღებად ხრმლისა, რომელი ღმერთსა ჩვენთვის უბოძებია. ხოლო ცხოვნებით იგი ოდენ ვაცხოვნო, რომელმა უწინარეს ამა უსტარის მიღებისა, თაყვანი მცეს წინაშე კარვისა ჩემისა და აღიაროს ქადაგება მოჰმადმოციქულისა და უარყოს სჯული თვისი, და ხელითა თვისითა იწყოს წინაშე ჩემისა ლეწად ჯვარისა, რომლისა მიმართ დაგიცსთ ცუდი სასოება“.
ყაენმა ცერზე წამოცმული დიდი ბეჭედი დაასვა უსტარს, თვალი გადაავლო, დაახვია და გადასცა შიკრიკს.
შიკრიკი გაიქცა ქვაბებისაკენ.
შაჰი ადგა, დიდებულებთან ერთად კარვიდან გამოვიდა და თავისი შუბლის დიდი ალმასის შუქი ვარძიის კლდეებს შეანათა.
ვარძიის თავზე მზე ჩადიოდა.
* * *
სენაკებში, გასაოცარი სიჩუმის შემდეგ, უცბად ატყდა ყურთწამღები ყიჟინა, კივილი, შეძახებები და ჩახაჩუხი. შაჰმა დაამთავრა კლდეებში გამოკვეთილი ქალაქის დათვალიერება, თავის კარავს მიაშურა, და ყიზილბაშები შეუდგნენ ვარძიის ქონების საპალნეებად შეკვრას. ყაენმა ბრძანა, რომ მთელი ავლადიდება მის სალაროში წაეღოთ. როდესაც ბრძოლის შემდეგ დაღლილი და სისხლში მოსვრილი მეომრები ყაენთან გამოცხადდნენ, მათ გაოცებით უამბეს შაჰ-თამაზს ზღაპრული მშვენება ქვაბებისა. მაშინ შაჰი თვითონ წაბრძანდა ამ მშვენების სანახავად. ყველა სენაკი დაიარა და აღტაცებულმა ქაიხოსრო ათაბაგს თავისი ხალათი და ლორი-ბამბაკის პატრონობა უწყალობა.
შემდეგ მეომრებმა თავიანთი მკვდრების გატანა დაიწყეს. მზის ჩასვლამდე ეზიდებოდნენ მკვდრებს და ვარძიის ალაფს. მკვდრები ასპინძისაკენ ჩაჰქონდათ და იქ მარხავდნენ. ხოლო საპალნეებად შეკრული განძეული მიჰქონდათ ყაენის კარავთან და იქ აწყობდნენ.
გულზე სამელნეჩამოკიდებული მდივანბეგი მთელ დღეს დადიოდა სენაკებში და განუწყვეტლად წერდა, ადგენდა ნაალაფევის სიას, რომ არაფერი დაკარგულიყო და მთელი განძი უკლებლად მირთმეოდა ყაენს:
„ციხის შუაგულს არს ათი ადლი ქვა ოთხკუთხივ მოგრძო ერთი ქვისაგან გათლილი და შიგნით და გარეთ ამისი კედელი, ოქროს და ლაჟვარდის სახენი კაცისა და ანგელოზისა მოჭედილნი, სულ სამოცდაორი მოვხსენით კედლებსა მას, თუმცა ლაჟვარდი დაიმსხვრა სრულად და ოქრო იგი შთავდევით საპალნესა ა“.
„ერთი ოქროს ხატი კაცის სახითა, აგებული, ტახტზედან აყუდებული, მურასათ მოჭედილი, მრავალი ძვირფასი თვალ-მარგალიტი მასზე მსხდომარე და ორის ლალით თვალთა ნაცვლად, რომელ ჯუჰაირის მცნეთ თითო ორმოცდაათ თუმნათ დააფასეს, კიდევ ხუთი დიდი ხატი ოქროსი და ორმოცდაათი ვერცხლისა შთავდევით საპალნესა ბ“.
„მურასად ნაჭედნი მცირედნი ხატნი ოქროსი სამას სამოცდახუთი შთავდევით საპალნესა გ. დ. ვ. ზ“.
რკინის ორი ბჭე მოხსნეს და პირდაპირ აჰკიდეს აქლემებს. ოქროს ბჭე კი პატარა ნატეხებად აქციეს და საპალნედ შეჰკრეს. სამოცდაათლიტრიანი ჩამოსხმული სარეკლის წაღება არ მოხერხდა. ჩამოაგდეს და დაამტვრიეს. მდივანბეგი კი წერდა და წერდა სიაში ოქრო-ვერცხლის მოკაზმულობას, მურასა ხატებს, კანდელებს, ოქროსა და ვერცხლის მძიმე შანდლებს, ოსტატურად ნაჭედ სურებს, მინანქრიან თასებს, ოქრომკერდით ნაქარგ სამოსელს, სასაკმეველს და მოფენილობას, ქირმანის ხალიჩებს, ტრაპეზის შემკულობას, დროშებს და სიასამურის და კვერნის ბეწვეულს. ხუთასი საპალნე შეიკრა იმ დღეს და მდივანბეგი დარეტიანებული დალასლასებდა საკნიდან საკანში, ტაძრიდან ეკვდერებში და განუწყვეტლად ადგენდა სიას. ბანაკიდან სურა ამოუტანეს და დაცარიელებული პატარა სამელნე ორჯერ აუვსეს.
როდესაც ჯერი წიგნებზე მიდგა, მდივანბეგს არაქათი აღარა ჰქონდა და ღონემიხდილი დასასვენებლად ჩამოჯდა. სათითაოდ მათი ჩაწერა ვეღარ შესძლო და მითვლით დაიწყო ჩაბარება. მაგრამ შემდეგ იმ იმედით, რომ წიგნს მაინც არავინ მოიპარავსო, ბრძანა, პირდაპირ ჩაეყარათ უზარმაზარ ხურჯინებში. სიაში კი ჩასწერა: „წიგნები მრავალი და მრავალი, სულ ათორმეტი საპალნე“. ბოლოს ადგა (დანარჩენის შესრულება უკვე ყორჩიბაშის საქმე იყო) და ლასლასით გაემართა ბანაკისაკენ, სადაც ყაენს ნადიმი ჰქონდა გამართული.
მონებმა წიგნებიც საპალნეებად შეჰკრეს და ვიწრო ხვრელში ფრთხილად დაუწყეს ჩატანა. ერთი საპალნე მოსახვევში გაეჭედათ. ბევრი ჯაჯგურისა და წვალების შემდეგ საპალნე როგორც იქნა დასძრეს ადგილიდან, მაგრამ ამ წვალებაში გაიხსნა საპალნის ერთი მხარე, საიდანაც კარგა მომსხო წიგნი გამოვარდა, სიპზე დაცურდა, სარკმელში გაძვრა და ფრიალო კლდეზე გადაეშვა. ყორჩიბაში შეშინდა. წიგნს დასაჭერად გამოედევნა, სარკმელში გაიხედა და კლდეზე გადაეკიდა, მაგრამ გვიან იყო: წიგნი აღარა ჩანდა, დაკარგულიყო. ბოლოს ყორჩიბაშს გაახსენდა, რომ წიგნები მდივანბეგს მითვლილი არ ჰქონდა. ხელი ჩაიქნია და ისევ საპალნეს მიუბრუნდა. შაჰი წიგნის დაკარგვას ვერ გაიგებდა და ყორჩიბაშს თავი ისევ შერჩებოდა მხრებზე.
შემდეგ დაცლილ სენაკებს ნამუსრევის მომლოდინე მეომრები შეესივნენ და ხელიდან ჰგლეჯდნენ ერთმანეთ მკვდრების ტანსაცმელს, იარაღის ნამსხვრევებს, რკინის შუბისთავებს, ფქვილით სავსე კოდებს, სპილენძის თუნგებს, გამჭვარტლულ საკიდლებს და ხახვისა და ნივრის გალებს.
ბოლოს ბანაკიდან მოისმა ბუკის ხმა და ყველამ დატოვა სენაკები.
ყაენმა ბრძანა აშლილიყვნენ.
ბანაკი აფუსფუსდა. აიშალა და გორგალივით დაიხვა. შემდეგ ატრიალდა, ურჩხულივით შლა დაიწყო, ერთი თავით ზანტი ზლაზვნით გზაზე შეცურდა, გაიბაწრა, სრიალითა და კლაკვნით შეუყვა გორაკებს, სერზე თავი აიქოჩრა, თავისი ათასფრად აჭრელებული ზურგით გამძღარი უნასივით ზანტად გადაცურა მთის გადაღმა და თვალთაგან მიეფარა.
* * *
ქარმა, ჯავახეთის კლდეებში მონავარდე ქარმა, საჯიხვეებზე დაისისინა. შემდეგ ქედს გადაევლო, ტყეებს თავზე გადაურბინა, თმა აუფორიაქა და გაშლილი აფრებით ჭალაში გადაკლაკნილ შარას დააცხრა. სტვენით გაიქროლა, მტვერი აიხვეტა, ააბურთავა და, ცარიელ სენაკებს რომ შეასკდა, კივილი მორთო. გაუკვირდა, რამდენჯერ მიხეთქებია ამ ქვაბებს, მაგრამ კარი ყოველთვის დახშული ხვდებოდა. გააფთრებული ეპოტინებოდა კლდეებს. ფრთებს სცემდა ბჭეებს. სამრეკლოს თაღში თავშერგული გამწარებით ღმუოდა, ხანდახან ზარის თოკსაც დაეხვეოდა. ჩამოჰკრავდა, მაგრამ კარს არავინ უღებდა. მაშინ გამძაფრებული ბრუნდებოდა უკან და ასწლიან მუხებს ეჭიდებოდა. გააფთრებული უგრეხავდა ტოტებს. მიწამდე დრეკდა მათ კენწეროებს და შვილდივით დაჭიმული ხეებიდან ასხლეტილი მიქროდა მაღლა და ცას აყრიდა გამხმარ ნეშოებს.
ახლა კი ქვაბის კარი ღია დაუხვდა და ფრთებგაშლილი შევარდა შიგნით. რამდენიმე სენაკი ქშუილით გაირბინა, შემდეგ ისევ გარეთ გამოვარდა და ველებს გადაჰკივლა. ხმა რომ არავინ გასცა, გაშმაგებული მიბრუნდა და თმაგაწეწილი ისევ სენაკებში შევარდა, ზევით ზირბინა. ვიწრო ხვრელებში კვნესით გაძვრა და ტაძარში შევარდა. კივილით შემოეხვია ჩუქურთმიან სვეტებს, იატაკზე დაყრილი ნაგავი ააფორიაქა, გულაღმა დაყრილ დახოცილ მეომრებს სახეებზე გადაურბინა და იქიდან თაღს შეასკდა. არასოდეს მას არ უგრძვნია ამდენი თავისუფლება და სიხარული. მარტოდმარტო იყო ამ ტაძარში, ამ სენაკებში და სიხარულით ცეკვავდა, სტვენდა და ყვიროდა. ფრთებს აფრიალებდა და ხარხარებდა, გაბმულად ხარხარებდა. ერთხანს ბავშვივით ათამაშა რაზამოგლეჯილი კარი, აქეთ-იქით არახუნა. შემდეგ თითქოს გაბრაზდა, მძლავრად დაეჯახა, გაგლიჯა, გარეთ გავარდა, კლდეზე ფრთებით ჩამოეკიდა და ქანქობა დაიწყო. მოულოდნელად რაღაც პატარა საგანს გაედო. მიტრიალდა და უფრო მძლავრად გაუქროლა. ადგილიდან ვერ დასძრა. მაშინ მთელი ძალით დაებდღვნა, ყდა წამოუშალა და გვერდები ხრიალით გადაფურცლა. სათამაშო მოეწონა. ახლა იქიდან დაუქროლა და გვერდები აქეთ გადმოატკაცუნა. გადაიხარხარა. რაც შეეძლო კლდეების წვერამდე აიწია, იქიდან მთელი ძალით დაექანა და ისევ დააცხრა ფურცლებს. ძალუმად გაჰკრა, აჩეჩა, აატკაცუნა და დასაგლეჯად ჭიდილი დაუწყო. ვერ მოერია და გაბრაზდა. სუსხიანი თითებით ჩააფრინდა ფურცლებს. წეწდა, ეჯაჯგურებოდა, გაცოფებული ღრინავდა, მაგრამ ეტრატის ფურცლები მტკიცე აღმოჩნდა. ქარი გააფთრდა, გაგიჟდა, მას ქროლვით კლდეები დაუქცევია, ხეები დაუთხრია და წყალნი აღმა წაუყვანია, მაგრამ აქ კი ძალა არ ჰყოფნიდა. წიგნი მას რაინდივით დაუხვდა. ბასრი ფურცლებით სჭრიდა და სერავდა ქარს და ნელ-ნელა აჩოქებდა. ასე იბრძოდნენ დიდხანს ქარი და წიგნი. ქარი დაიღალა, მთვრალივით ლასლასი დაიწყო და ქანცმილეული ყოველ შეჯახებაზე ძლივს აბრუნებდა თითო-ოროლა ფურცელს. ბოლოს სრულიად მოსწყდა. ქვემოთ ჩაცურდა, მტკვარზე დაწოლილ ნისლად იქცა და ქრუდივით გაიპარა.
წიგნმაც დაუშვა თავისი ფურცლები და გადაშლილი შესცქეროდა მხიარულად აციმციმებულ ცისკრის ვარსკვლავს.
* * *
სალამურის ლიკლიკა ხმა ნახირს უხმობდა. კუნტრუშა ხბოები მხიარულად მიხტოდნენ ნამით დაფარულ ბალახიან ფერდობზე. მათ წინ უსწრებდნენ ბეკეკები და წვერებცანცარა ვაცები. ქვიდან ქვაზე გადადიოდნენ და ციცაბო კლდეებზე უშიშრად ხტოდნენ. ხბოებს თან მოჰყვნენ ჭკვიანთვალებიანი დინჯი ხარები და ჯუგჯუგით მოსიარულე ბანჯვალა ცხვრები. შემდეგ გამოჩნდა ყრმა მწყემსი გრძელი კომბალითა და სალამურით.
ნახირი გაიშალა აბიბინებულ ზეგანზე. ყრმა მწყემსი კი ჩამოჯდა ციცაბოს ნაპირას, კომბალი მხარზე მიიყუდა და არწივისებური ბასრი თვალით ხეობას ჩახედა. ქვემოთ შხუოდა წვრილად ჩაკლაკნილი მტკვარი, კლდეებზე კი ლივლივებდნენ თეთრად გადაპენტილი გულყვითელა გვირილები.
მოულოდნელად მწყემსმა თვალი მოჰკრა რაღაც უცნაურ ოთხკუთხა საგანს.
გადაშლილ წიგნს ჰგავდა.
წამოიწია და დააკვირდა.
ყრმას უყვარდა წერა და დანის წვერით მუდამ გამოჰყავდა ფიქალზე ასოები და სიტყვები. ქაღალდი და წიგნი, სადაც ბევრი ამბები და არაკები ეწერა, მას ოცნებად ჰქონდა გადაქცეული.
და ახლა თვალი მოჰკრა...
კომბალი განზე გადაისროლა, გუდა მოიხსნა, ძირს დააგდო, მოსხლტა ადგილიდან და ციცაბო კლდეზე თავგამეტებით დაიწყო ჩასვლა. ბანდულიან ფეხს თამამად ადგამდა სიპებზე. ხელებით მარჯვედ ებღაუჭებოდა ქიმებს და როდესაც ცოტათი დაივაკა, წიგნისაკენ სირბილით გაექანა. ელვასავით გადაევლო ლოდებს და ღორღებში ბალახით ჩაკერებულ ჩონჩხებს. მივარდა და დახედა.
წიგნი იყო.
ეტრატის ფურცლები გაყვითლებულიყვნენ და ალაგ-ალაგ მხატვრობას ხავსიც მოჰკიდებოდათ.
ყრმამ წიგნი ფრთხილად და მოწიწებით აიღო და სიხარულით გულში რომ იხუტებდა, წიგნმა ფურცლებზე დაგროვილი ნამის ცრემლებით ყრმას უბე აუვსო.
წკრიალა სიმღერით შეუყვა აღმართს პატარა მწყემსი. აღტაცებული მიაბიჯებდა სიპებზე და ბროლივით გამჭვირვალე ხმით უმღეროდა ნაპოვნ წიგნს და ამომავალ მზეს.
ზეგანზე რომ ავიდა და მზემ თავის სხივთა შუბები მწვერვალებზე გადმოალაგა, ყრმამ წიგნის თავფურცელი გადაშალა და ახალგაზრდული ოდნავი ბორძიკით ამოიკითხა:
- ვეფხისტყაოსანი.
ფართო მკერდზე წვერგადაფენილი, ჭაღარაშერთული, დარბაისელი მთები ჩაჩქანებიანი რაინდებივით წამოშლილიყვნენ, ჯიხვის რქის წარბები მაღლა აეკრათ და უბეებიდან ვაშასავით აფრენდნენ არწივებს.
დილის მზე ციმციმებდა და იცინოდა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
''საკუთარი მე''

''მე'' არის ის, რაც ნამდვილად ხართ, და არა ის, რადაც გაქციეს''_ამბობს პაულო კოელიო...მაინც რა საოცრებაა ადამიანი? როცა ღმერთმა სამყარო შექმნა, ამ სამყაროს რაღაც აკლდა... და თიხისგან გამოძერწა ადამიანი, სახისა თვისა...და შთაბერა სული... დიახ!_ღმერთმა ადამიანს სული შთაბერა...ცხოველნი მარტო შექმნა, მათთვის სული არ შთაუბერია ღმერთს!.... _სული!_მაინც რაა ასეთი ძლიერი, უტეხი?!..სული, რომელიც თვითეულ ადამიანშია ჩასახლებული... ბავშვობიდანვე ვზრდით სულს..საკუთარ სხეულში, ჯერ გაუთვიცნობიერებლად...მერე კი.... არადა სული გაცილებით დიდია, ვიდრე სხეული...მას ვტკენთ, მას ვახარებთ... ვანთავისუფლებთ შიგნით, როგორც ბოთლში ჩამწყვდეული ალადინის ჯინივით

საოცრებებს კი, სწორეთ განთავისუფლებული სული ახდენს სამყაროში... _რატომ ვეძებთ ადამიანები?... რატომ ველოდებით ქვეშეუცნობლათ რაღაცას?! რატომ გვჯერა ბოლო წუთამდე სასწაულის?... _იქნებ კოდი, სწორეთ ჩვენს სულშია ჩამარხული?!...მომაკვდავსაც, ხომ ბოლო წუთამდე სჯერა სასწაულის, რომ გადარჩება?... _საკუთარი ''მეს'' აღმოსაჩენათ, სხვა გზით უნდა წახვიდე ადამიანი, ათასჯერ გავლილსა და გაკვალულზე ვერ იპოვნი საკუთარ მეს...ეკალ_ბარდებიან გზაზე ბევრ ხიფათთან, ტკივილთან ერთად მიუახლოვდები მას... გვინდა თუ არა; როცა ადამიანები ცდილობენ ჩარჩოებში მოგაქციონ, თავისივე შექმნილი კანონებით;_რომ ეს მისაღები არაა, რომ ამ სიტუაციაში ასე უნდა მოიქცე, რომ წვიმაშიც კი, ქოლგის გარეშე გასვლა სიგიჟეა..რომ აუცილებელია ფეხსაცმლის ჩაცმა...რომ...ასე და შემდეგ...ამით ჰკარგავ საკუთარ მეს...და იქცევი, ვიღაცისთვის სასარგებლოთ... ყველა ადამიანშია ის ''მე'' მაგრამ მის მოძებნაში სხვა ვერ მიგეხმარება... თავად უნდა იპოვნო შენში...მთის ნიავივით თავისუფალი და წყაროსავით ანკარა. ''მეს'' არ სჭირდება სამკაულები, ის ველზე ამოსულ ყვავილსა ჰგავს, რაც უფრო გვიან შეამჩნევენ, უფრო დიდხანს ცხოვრობს... _და მაონც... გულზე ხელი დაიდეთ და თქვით, რამდენჯერ მოგდომებიათ, ფეხსაცმელები გაგეძროთ და ფეხშიშველა გაგევლოთ წვიმიან ამინდში...მაგრამ შეგრცხვენიათ..._''რას იტყვის ხალხი ''.. აი, როგორ ვკარგავთ საკუთარ თავს, გვინდა თუ არა, სხვების წნეხის ქვეშ ვექცევით და მათი თვალებით ვუყურებთ სამყაროს, თუ ჩვენს სულში რამე განყენებული გაკრთა, მსწრაფლვე ვაგდებთ...არ ჯდება ნორმებში..._ნუთუ ერთხელ მაინც არ გვიფიქრია, ვინ მოიგონა ეს ნორმები? ვინ დაგვიწესა წესდება ცხოვრებისა?...ჩვენნაირმა ადამიანებმა...მერედა არაფერი არ გამოეპარათ...იმ ადამიანებმა დავიჯერო ყველაფერი იცოდნენ?....და მაინც...ადამიანმა არ უნდა იცხოვროს სხვისი ცხოვრებით, რადგან ის ამით საკუთარ თავს სამუდამოთ ჰკარგავს... _ იქნებ გედის სიცოცხლე, იმ ერთ რამედ ღირს, სიკვდილის წინ, რომ იმღეროს?!_იმ ერთ სიმღერისთვის მოდის გედიც?!....ვირთხაც კი პოულობს გასასვლელს ჩაკეტილი სივრციდან...და განა ადამიანი ვირთხაზე მეტი არაა...რატომ არ ცდილობს ბორკილები ახსნას სულს და სამუდამოთ განთავისუფლდეს ჩაკეტილი სივრციდან, იმ ჩარჩოებიდან, რომელშიც ბავშვობიდანვე ცდილობდნენ ჩვენს მოქცევას!....შენით უნდა იპოვნო ჭეშმარიტება...ჭეშმარიტების გასაღები კი თვითეულ ადამიანშია დამარხული, სხვა ვერ მიგვიყვანს იმ სიმართლემდე, რომელსაც საკუთარი თავის აღმოჩენა ჰქვია... _'' წუთისოფელი ''_ნუთუ არაფერს გვეუბნევა ეს სიტყვა?...წუთია ჩვენი ცხოვრება ამა სოფლად...წუთი...და მერე მოდის გარდაცვალება , ერთ განზომილებიდან მეორე განზომილებაში გადასვლა...მაშინ რისთვის გვიბოძეს სხეული?...ჭურჭელი სულისა!_ალბათ იმიტომ, რომ ნამდვილი სახელი დავირქვათ ადამიანებმა, ნამდვილ სახელს კი...სიკვდილი გვარქმევს...ვერ გავექცევით... სიკვდილს კი გარდაცვალება ჰქვია.. მაშინ , რატომ უნდა გვეშინოდეს? განა, ვინც სიციცხლე მოგვანიჭა, სიკვდილიც მან არ შექმნა ჩვენს გადასარჩენად?!... _უკვდავება კაცის სულისა, წასვლის შემდეგ მოდის!...რამდენ ხანს გასძლებს შენი სახელი?...გაუძლებს თუ არა ...ქარიშხლებსა და მოწისძვრებს! _აი, რისთვის გვეძლევა წუთი, ამა სოფელში!... ვიპოვნოთ საკუთარი თავი...საკუთარი მე...რომელშიც დასაწყისოც არის და დასასრულიც..რომელშიც დამდაბლებაცაა და ამაღლებაც...სიძულვილი და სიყვარული... სინათლე და სიბნელე...ოღონდ, არ ვიქცეთ სათამაშოებათ, თუნდაც ბედისწერის ხელში...ვიღაცას კი არა, საკუთარ თავს ვებრძოლოთ...რომ საკუთარი მე გავანთავისუფლოთ, ჩარჩოებიდან...რადგან ჩაკეტილ სივრცეში...ყველაფერი ლამაზი კვდება.... -----------------------------------------------------------------------------------------------------

"ბედისწერა"

_მაინც რა არის ბედისწერა?!..ადამიანს, მართლა დაბადებიდან დასდევს ბედისწერა?!...თუ ისევ ადამიანები იგონებენ ამას, რომ საკუთარი უბედობა გაამართლონ...მაგრამ საითაც არ უნდა გაიქცე, რომელ გზაზეც არ უნდა გაიარო...ვერასოდეს დაემალები ბედისწერას!...ის ზოგჯერ განგაშივით რეკავს, გაფრთხილებს, მაგრამ ადამიანებს არ გვინდა ყური დავუგდოთ...გონების მაგივრად გულს მივყვებით და...სანამ დასასრულამდე არ მივალთ, ვერ ვხვდებით, რომ ჩვენივე ხელით გავუთხარეთ სამარე საკუთარ სულს!....ბედისწერაა კაცს, რომ მწვერვალზე აგიყვანს...კლდის ქიმზე შეგაყენებს და მერე იქიდან გკრავს ხელს...ისე ჩაგჩეხავს კლდიდან, აზრზე მოსვლასაც არ გაცლის... ხშირად წამი სწყვეტს ადამიანის ცხოვრებას...ერთი უბრალო წამი!...ამ წამმა შეიძლება ფრთები გამოგასხას, ცაზე წაგიყვანოს, იქ დაგასახლოს....და შეიძლება იმ წამმა ისე დაგანარცხოს, მთელი ცხოვრება ვეღარ შესძლო ფეხზე წამოდგომა...
_და მაონც მგონია, ბედისწერა ადამიანებს დედის მუცლიდან ასდევს...ასდევს ლოცვათ, წყევლათ...რომ სადღაც დასაწყისში გაითვალა ჩვენი თვითეული ნაბიჯი...რამდენიც არ უნდა ვიბრძილოთ...არაფერი შეიცვლება, რადგან ბედისწერამ იცის ყველაფერი....ის ყველგანაა....ჩვენთან ერთად იზრდება და ბერდება... ბედისწერა გვაკარგვინებს და გვაპოვნინებს, რომ მერე ისევ დაგვაკარგვინოს... _ამბობენ, ადამიანი თვლის თავის მომავალსო!_არა! დამიჯერეთ, ბედისწერაა ესეც...ბედისწერა გვითვლის წამებსა და წუთებს, რადგან, ჩვენ ადამიანები, ძაფმობმული თიჯინებივით ვართ და ისე ვასრულებთ, ვიღაცა უხილავის ნება_სურვილს, გვგონია, ეს ყოველივე ჩვენში მოვიდა...ჩვენით გავთვალეთ... _წამი...საუბედუროთ წამი გვახარებს და წამი გვანგრევს. და თუ ეს წამი გამოგვეპარა, ვერ შევნოშნეთ...დასასრულამდე ისე მივდივართ, ვერავინ ვერ გვამჩნევს...ზღაპარივით, თითქოს ვიყავით და არ ვიყავით...საოცარია, წამი სწყვეტს ადამიანის მთელ ცხოვრებას...წამი ბედნიერებისა და წამი უბედურებისა....და ამ დროს ხმამაღლა გინდა იყვირო_''შეჩერდი წამო!''_ გინდა უსასრულობათ იქცეს წამი.. .გაიზარდოს, რადგან ადამიანის ცხოვრება ისეთი ინერტულია, რომ იქნებ მართლაც ამ ერთი წამისთვის ღირს ამ ქვეყნად მოსვლა, ამ ერთი ბედნიერი წამისთვის...რომელიც გავიწყებს ყველას და ყველაფერს! _ბედისწერა!_ჩვენზე ადევნებული, ბოროტ ხმად ჩასაფრებული... რამდენჯერაც სცდი ფრთები წამოსწიო და აფრინდე, იმდენჯერ განარცხებს უკან და ხარხარით გეუბნება_''შენ ჰეი...სად მიფრინავ...არა გაქვს ფრღ ბი!_არა გაქვს!'' კონსტანტინე გამსახურდია ამბობს ლამაზათ;_''არავინ ისე მგრძნობიერად არ მღერის, როგორც მარტოსული, რადგან სიმღერა მარტოობაში იბადებაო.'' ასეა, მარტოსულები ხომ სხვა განზომილებაში და სხვა სამაროში ცხოვრობენ...ყოველ ნაბიჯზე გრძნობენ ბედისწერას და მთელი ცხივრება ცდილობენ არ დაჰყვნენ მის ნება_სურვილს, ეურჩონ...მითითებულ, მინიშნებულ გზისკენ კი არა, თ ვის მიერ ამორჩეულ გზას დაადგნენ, თუნდაც კისერი მოიტეხონ, არას დაგიდევენ...ოღონდ იცოდნენ, ეს გზა მხოლოდ მათია...მათი აღმიჩენილია . უბედურება, იქნებ სწორედ ისაა, რომ სხვის გაკვალულზე იარო...აკძალულ მხარეს გახედვაც, რომ არ გაბედო.... მაგრამ ასეთი ადამიანები, ხომ ყველაზე მეტად არიან საცოდავები...ასეთების მოსვლას და წასვლას აზრი არცა ჰქონია და არც ექნება...პირიქით, ქარიშხალი ანგრევს სამყაროს, ჯებირებს გადმოსული წყალი ამახსოვრებს ბუნებას თავს...რადგან ყველაფერი დიადი... ქარიშხალივითაა, უცბათ დაგატყდება და წალეკვით გემუქრება... ყველა ადამიანი, მაინც ოკეანეში დაკარგულ მგზავრსა ჰგავს, რომელიც ცდილობს გამოაღწიოს ნაპირამდე და დაღამებას ელოდება, რომ იმედათ სიბნელეში ანთებული შუქურა დაინახოს, თუნდაც მკრთალი სინათლე, რომ იქით დაიძრას, თუნდაც ვერ მიაღწიოს ამ სინათლემდე ...მთავარია დაიძრას, რადგან კაცის ცხოვრება მაინც შუქურას მოძებნაა, ყველამ უნდა მოვძებნოთ ჩვენი წილი შუქურა, რომ წყვდიადი გაგვინათოს!....სულში ჩამომდგარი წყვდიადი... მზე ძლიერია, თითქოს ერთნაირად ანათებს, მაგრამ ყველას ერთნაირად როდი ათბობს...ჩრდილებსაც ხომ მზე წარმოქმნის?...საცოდავია ის ადამიანი, რომელსაც ჰგონია, რომ თავადაა, თავისი ცხოვრების მჭედელი, ასეთები ჩარჩოებში მოქცეულები იზრდებიან...სანამ რამეს გააკეთებენ, ჯერ სხვას უყურებენ, ისინი როგორ გაიგებენ, როგორ აღიქვამენ...ლამაზი იქნება თუ არა მათი გადმოსახედიდან და მერე იწყებენ მოქმედებას!...სხვისი თვალებით უყურებენ საკუთარ თავს, მაგრამ ერთხელ თუ დაფიქრებულხართ იმაზე, რომ ყველა ჭეშმარიტებისაკენ მიმავალი გზა, რომ შენით უნდა იპოვნო?!_რომ გასაღებიცა და ბოქლომიც ჩვენს სულშია ჩამარხული....სხვას როგორც უნდა, ისე კი არ უნდა მოერგო ცხოვრებას, არამედ, როგორც სული გიკარნახებს...გონებასაც უნდა გაუწიო ანგარიში, მაგრამ ზოგჯერ გულის ძახილსაც უნდა მიჰყვე, თორემ ცხოვრება მზეზე გაფენილი ჩირივით,,.გამოგაშრობს და გამოგფიტავს... ჩვენშია გასაღები...და ის უნდა ვიპოვნოთ...ტკივილი?!_არ შეგეშინდეთ, ყოველი ადამიანი ტკივილში პოულობს საკუთარ თავს!_მარტოსულობის ტკივილში. უნდა გაანთავისუფლო სული შიგნით, ბრძოლით უნდა მოიპოვო თავისუფლება...რადგან განთავისუფლებული სული ახდენს ამ ქვეყანაზე საოცრებებს!_არ ააქვს მნიშვნელობა, შეიძლება სატუსაღოში პატიმარი, ათასჯერ მეტად იყოს თავისუფალი, ვიდრე რბილ სავარძელში მჯდომი რომელიმე გვამი!...რადგან თავისუფლება გარედან კი არა შიგნიდან მოდის!... -დავიჯეროთ, რომ სასწაულები უფრო მეტი ხდება ცხოვრებაში, ვიდრე ზღაპრებში... _სულ ციტა რამეა ამისთვის საჭირო...ამოვიდეთ ჩარჩოებიდან და სხვანაირად შევხედოთ განთიადს...მზის ამოსვლას...განა ამაზე მეტი სასწაული ხდება?!...შეხედეთ, როგორ აშრიალებს ხეებს ნიავი...ყური დაუგდეთ...ფოთლები რაღაცას გვეჩურჩულებიან...ჩიტებიც გვიყვებიან, სიყვარულზე და სიძულვილზე...ოღონდ, ნუ აღიქვავთ ამას ჩვეულებრივი თვალებით, თორემ ვერასოდეს იქცევით საინტერესო ადამიანად...ბედისწერაც ხომ, ყოველთვის ძლიერ ადამიანებს დ,ასდევს, არ ტოვებს მომენტს, მაშინვე ფეხთქვეშ მიწას აცლის! _ვისაც ჰგონია დროს ატარებს, პირიქით იმას დრო ატარებს თავის ნებაზე!_და იცით რატომ? ბედისწერისგან გათვლილია ყოველი წამი, ყოველი წუთი და საათი!...რადგან ჩვენ ხომ დაბადებიდან...დედის მუცლიდან აგვდევს
............................................................................................................................................................................................................................................

" სიყვარული"

_რა არის სიყვარული?_სამყაროს დასაბამიდან ცდილობენ ამ კითხვას პასუხი გასცენ...ყველა თავისებურ ახსნას პოულობს სიყვარულისას... _გოდერძი ჩოხელი ამბობს ერთ თავის პატარა მინიატურაში; _'' არსებობს თუ არა სიყვარული? _არსებობს! ვიღაცას არ სჯერა და კითხულობს; _დაამიმტკიცეთ, რომ არსებობს. სიყვარულს კი, ისეთი ბუნება აქვს, დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ,სადაც ფეხს დაადგამს.'' ისევე, როგორც სხვა გრძნობას, სიყვარულსაც აქვს ორი უკიდურესობა... ფრთებს გამოგასხავს, მაღლა წაგიყვანს, სამყაროს ჯადოსნური ფერებით მორთულს დაგანახვებს და... თუ მოინდომა...ფრთებს ჰაერშივე დაგალეწავს და ისე ჩამოგანარცხებს ქვესკნელში, რომ იქიდან ამოსასვლელს ვერასოდეს იპოვნი!... _მაინც რა არის სიყვარული?!_იქნებ ბედნიერებასავით, ისიც ძიებაა, ძიებაა ჭეშმარიტებისა, რომ სანამ ეძებ...სანამ გწამს...ცოცხალი ხარ, ამის უნარს დაკარგავ თუ არა, ცოცხალ ლეშად გადაიქცევი.... იქნებ მართლაც ორი განსხვავებული ბუნება ჰქმნის დიდ სიყვარულს, რათა ერთმანეთი შეავსონ!... _ და მაინც მჯერა, რომ ნამდვილი სიყვარული, უცბად, დელგმასავით გატყდება თავს, ყველაფერს დაგავიწყებს და უკან დასახევ ბილიკსაც აღარ დაგიტოვს...რამდენადაც ცდილობ გააკონტროლო, უფრო მეტად ხდები მისი ტყვე...აქეთ გმართავს, აქეთ გაკონტროლებს.... ნამდვილ სიყვარულს ვერ დაამაგრებ...ვერ ჩააყენებ დაგუბებული წყალივით, რადგან მაინც იპოვნის გადმოსასვლელს, მაინც გადმოანგრევს ჯებირებს, როგორც არ უნდა გაამაგრო...მაინც ყველაფერს ამსხვრევს. ვერ მოაქცევ ჩარჩოებში, რადგან ნამდვილ სიყვარულს სივრცე უყვარს...მიწაზე ვერ ეტევა...მას სიმაღლეები უყვარს, გონება უძლურია მის დასამორჩილებლად....და მაინც სიყვარული სიკეთეა, უსაზღვრო სიკეთე...ვინც გიყვარს, მისთვის მხოლოდ სიკეთე გემეტება, სადაც არ უნდა იყოს და ვისთანაც არ უნდა იყოს... სიყვარული არ დადის! სიყვარული დაფრინავს...ლამაზი, მოხატული ფრთები აქვს და მინდვრის ყვავილებით მორთულ მდელოებზე დაფრინავს. მხოლოდ შეყვარებულს შეუძლია სასწაულის მოხდენა, იგი რამდენადაც გტანჯავს, უფრო მეტად ხდება ახლობელი.. რადგან არ არსებობს დიდი სიყვარული ტკივილის გარეშე... _მანამდე არ გადაშენდება კაცობრიობა, სანამ ადამიანებს სიყვარულის ნიჭი ექნებათ, არ გადაშენდება რადგან მხოლოდ სიყვარული აშენებს ყველაფერ ლამაზს...სიყვარული ამაგრებს, ნამდვილი, დიდი სიყვარული... _მაინც რა არის სიყვარული?!_ალბათ ერთგულება, სიკეთესთან ერთად...ერთგულება და კიდევ სისუფთავე...ბოლომდე უნდა გაიხსნა, ბოლომდე უნდა გადაიშალო წიგნივით, სულის ყველა კუთხე-კუნჭული უნდა გაანათო, პატარა მისხალიც არ უნდა დატოვო ჩაბნელებული, თორემ იმ ბნელ ადგილას ღვივდება პატარა თესლი უნდობლობისა და ეჭვისა...გაანათე სული...თქვი ისიც კი, რაც გამძიმებს...ნუ, ითამაშებთ, რადგან სიყვარულს მესამე თვალიც აქვს და ოდნავ გაპარულ ბზარსაც უცბათ ამჩნევს...განათდით...მიეცით სიყვარულს ბოლომდე და იგივე მოგეცემათ...თუ ადვილად მოიპოვებთ, ნუ ჩათვლით, რიმ იოლი დასაკარგია..ნამდვილი სიყვარული ხომ ნიღაბს ვერ ირგებს, ვერ მოარგებ...მოდის! გატყდება თავზე და თუ დაკარგავ, ვეღარასოდეს დაიბრუნებ...ერთი და იგივე კარები ორჯერ არ იღება...თორემ დიდი ხანძრისგან მხოლოდ ფერფლი რჩება, რაც ძლიერ იწვის, მალევე იფერფლება, იქნებ ამიტომაცაა, რომ დიდი სიყვარული მალე კვდება...უფრო ზუსტად კი კლავენ! აი ისე, თითქოს განაჩენს გამოუტანენ და სიკვდილმისჯილივით, ეშაფოტზე თავწაკრული აჰყავთ....მაგრამ მაინც მგონია, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა იმღეროს ყველამ, გედის სიმღერა, თუნდაც სიკვდილის წინ, გედმა იცის, რომ მოკვდება მაგრამ მაონც მღერის,,,იქნებ ამ ერთი სიმღერისთვის მოდის გედიც?! სწორედ ამაშია სიყვარულის მთავარი ღერძი, რაც ანათებს, იწვის კიდეც...და რაც იწვის კვდება...სამწუხაროდ ასეა...ქვეყანაზე რასაც დასაწყისი აქვს, იმას დასასრულიც აქვს, ესეც ცხოვრების კანონზომიერებაა... აშენებ...გულდასმით აშენებ სასახლეს სიყვარულისათვის, გგონია, რომ ვერაფერს დააკლებს ქარიშხალი და წვიმა, მაგრამ ერთი აგურიც, რომ გამოაცალო, თავზე ჩამოგემხობა...და შენც შიგნით მოგიყოლებს, საკუთარ ნანგრევებში დაგმარხავს... _ცოდვაა ადამიანი ამ გრძნობის განცდის გარეშე წავიდეს ამქვეყნიდან...უნდა განიცადო, თუნდაც გეტკინოს, თუნდაც მოგკლას, რადგან სიყვარული ყველაზე დიდი საოცრებაა, რაც კი ღმერთს შეუქმნია...როცა გიყვარს, სადაც არ უნდა იყოს ის, ყველგან გგრძნობ მისი გულის ფეთქვას...მის სურნელს...რომ დაუძახო...ქარი მიუტანს შენი ხმის ექოს...ცხრა მთის იქითაც გააგონებ ხმას.. მართალი უთქვამთ, როცა შენ გიყვარს ადამიანი ხარ და როცა სხვას უყვარხარ, ღმერთიო, მე კი...ყველას ვუსურვებ ერთხელ მაინც ყოფილიყოს სასურველი ადამიანის ღმერთი!...რადგან სიყვარულია თავად დასაწყისი ამ სამყაროს...მხოლოდ სიყვარულით ანთებულ გულს შეუძლია მთებს შეეჭიდოს...სიკეთის ნერგი ახაროს!...მაშინ დღეგრძელობა ჭეშმარიტ სიყვარულს, რომელზეც ბევრი ლაპარაკობს, მაგრამ ცოტას თუ უნახავს სონამდვილეში!....
..........................................................................................................................................................................................................................................

"სიკვდილი"

_ციცინათელა იწვის...ანათებს, მაგრამ სხვას საკუთარი სხეულის ხარჯზე ანათებს...სიცოცხლეშივე იწვის! ადამიანებიც იწვიან, მაგრამ მათგან გამოყოფილ სინათლეს, გვერდით მყოფნი ვერ ხედავენ....და თუ შეამჩნიეს, სანუგეშოდ ერთ-ორ სიტყვას გადაუგდებენ და ერთი სული აქვთ დროზე გაეცალონ, ვითარც კეთროვანს...რადგან ადამიანებს არ უყვართ, არაფერი განსხვავებული...არ უყვართ ჯაჭვიდან ამოვარდნილი რგოლი...არც განყენებული აზრების მქონე ადამიანები მოსწონთ. რასაც ვერ ხსნიან, თავის სახელს არქმევენ და სიგიჟეთ ნათლავენ...ეს უფრო ადვილია, ვიდრე იმის ამოხსნა თუ რა ხდება იმ "გიჟის" სულში... _რატომ ვეძებთ ადამიანები გამუდმებით სინათლეს?...ფარვანასავით, რატომ მივისწრაფვით სინათლის ალისკენ...ხომ ვიცით, რომ სინათლე სიკვდილთან დაგვაახლოვებს?!...იქნებ ფარვანაც სიკვდილისათვის მიდის სინათლესთან...იცის და მაინც იწვის!...რადგან უნდა ლამაზად წავიდეს!.... _სიცოცხლე სიზმარია, სიკვდილი კი გამოფხიზლება...წამია სიცოცხლე, რომელიც ყოველთვის გაურკვეველი ვადითა დ ა მიზნით გვეძლევა...მაგრამ სამწუხაროდ ამას დასასრულამდე ვერა ვგრძნობთ.... _ყველა ადამიანი, სიცოცხლესთან ერთად თავის სიკვდილსაც ატარებს...ყველაში თვლემს სიკვდილი და ალბათ ამიტომაა, როცა გრძნობ ის შენშია, შენში სუნთქავს...გინდა დარჩე...დარჩე სიკვდილის შემდეგ... ''_რა არის სიცოცხლე? _სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა. _სიკვდილი? _სიკვდილიც სევდა არის, ადამიანად არყოფნის სევდა"_ეს სიტყვები, ჩემს უსაყვარლეს ადამიანს გოდერძი ჩოხელს ეკუთვნის!... დაბადებიდან შემოდის ადამიანში სიკვდილი, ჩვენვე ვატარებთ ჩვენს სიკვდილს ნებითა თუ უნებლიეთ...რადგან ასე დააწესა გამჩენმა...ჩვენთან ხომ, სიცოცხლესთან ერთად სიკვდილსაც უმღერიან...მაგრამ მასზე ფიქრი გვაშინებს, გავურბივართ, თითქოსდა ჩვენთან არასდროს მოვა სიკვდილი. მაგრამ სიკვდილს დიდი თვალები აქვს და ძალიან შორს იხედება, ჯერ სიცოცხლეში უნდა ამოიწურო და მერე მოვა... _შეიძლება ადამიანმა ასი წელი იცხოვრო ამ ქვეყანაზე, მაგრამ მიწის მიყრის შემდეგ ახლობლებსაც გადაავიწყდე!...შეიძლება ოცდახუთ წელში ჩატიო მთელი ცხოვრება...ისე, რომ საუკუნეებმაც ვერ წაგშალოს...სიცოცხლესაც აზრს სიკვდილი აძლევს...სიკვდილი ალამაზებს სიციცხლესაც...რომ ვიცოდეთ ყველანი ასი წლისა მოვკვდებით; არავინ არაფერს გავაკეთებთ, დავიკრეფავდით გულზე ხელებს და დაველოდებოდით იმ ასი წლის გასვლას... _მაინც რა არის სიკვდილი?!...სიკვდილი დაბადებაა..მეორედ დაბადება..ერთი, ძალიან კარგი ღირსება აქვს სიკვდილს, როცა ახლობელი გიკვდება, რამდენადაც გულს გწყვეტს,,,უფრო გაახლოვებს, უფრო ახლოს შეიგრძნობ იმ ადამიანს...და მისი წასვლის მერე იმდენ ახალს აღმოაჩენ მასში...რაც არასოდეს არ შეგიმჩნევია მის სიცოცხლეში. ჩვენ დავატარებთ ჩვენივე სიკვდილს...ის ჩვენში ცხოვრობს და რატომ უნდა გვეშინოდეს?...ისიც ხომ ჩვენი შემადგენელი ნაწილია.... სიყვარულივით, სიცოცხლეც ყველას მიმართ მოწყალე არაა. ზოგს ავი დედინაცვალივით ამწარებს, უზარმაზარ ლოდებს აგორებს ზემოდან...ზოგი იღლება ფერდაკარგული სამყაროს ყურებით და ნებით მიდის...მიდის იმ იმედით, რომ დაისვენებს...თუმცა მიწა კარგსაც და ცუდსაც ერთნაირად იკრავს მკერდში და აციებს!... სიკვდილის არსებობა გვაფიქრებს ადამიანებს ამაოებაზე...სიკვდილი გვაყვარებს სიცოცხლეს...რომ სტუმრებათ მოსულნი ერთმანეთში ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ...და ისეთივე სუფთანი წავიდეთ იქით, როგორებიც მოგვიყვანა ამ ქვეყანაზე ღმერთმა... _რა არის სიკვდილი?!_შიში....იქნებ მართლაც ადამიანად არყოფნის შიში და მეტი არაფერი...და მაინც ღმერთს ყველა სახელის დასარქმევად მოვყევართ ამ წუთისოფელში...რადგან ადამიანები აქ ჩადენილი ცოდვა-მადლით განისჯებიან უკვე იქ...რომ არა სიკვდილი, სიცოცხლეც არარაობათ გადიქცეოდა..ფასს დაკარგავდა..იცხოვრეთ ყიველი დღე, როგორც უკანასკნელი დღე...მეტი ღიმილი, სიკეთე, სიყვარული აჩუქეთ ერთმანეთს, რომ სიკვდილსაც ამაყად შევხვდეთ, რდგან იქ სადაც ბოლოს წავალთ მეფეებიცა და მათხოვრებიც ერთი სიმართლით განისჯებიან... _''სიცოცხლემ გაიღიმა, ნაღვლიანად შეხედა სიკვდილს და სინანულით თქვა; _ოდესღაც შეიქმნა ნათელი...და შეიქმნა ბნელიც, იქიდან მოდის ყველაფერი ადამიანური გრძნობები...თეთრი და შავი...სიკეთე და ბოროტება...სიყვარული და სიძულვილიც...ვიცი, რომ მე და შენ არაფრის შეცვლა არ შეგვიძლია, და მაინც, ჩამქრალი სიცოცხლე ისე მტკივა, როგორც დედას შვილის სიკვდილი...შენ, თუ მაინც გჯერა სიცოცხლისა სიკვდილის შებდეგ?... _მჯერა?!-გაოცებოთ ჩაეძია სიკვდილი. კი არ მჯერა, ვიცი! მე მივაცილებ ყველას იმ ლამაზი სინათლის დასაწყისამდე...სანამდე განისჯებიან და იცი, მათ არ ეშინიათ...იმდენად გაიცებულები არიან ხილულით...სახეზე ყოველთვის ენით აუწერელი სიმშვიდე აფენიათ...ამ სიმშვიდეს კი ვერანაირ სახელს ვერ დაარქმევთ! _შენ გინდა თქვა, რომ ჩემს არსებობას აზრი არა აქვს?-გულმოსული ჩაეძია სიცოცხლე; _არა!_პირიქით, უშენიდ ამქვეყანაზე არაფერს ექნებოდა აზრი. ადამიანმა უნდა იხილოს წუთისოფლის ეს სასწაული... სიციცხლე გარდამავალი საფეხურია სიკვდილამდე...მე კი მეგზური მარადიულობაში...ადამიანი ღმერთმა შექმნა და იმ გარკვეული საფეხურის შემდეგ, რომელსაც ადამიანი გაივლის...ისევ ღმერთამდე მიდის!...და იცი რატომ?...სახელი, რომ დაერქვათ!_ნამდვილი სახელი!''...

მაგდა მტკვრისპირელი,

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
.შენ, თუ მაინც გჯერა სიცოცხლისა სიკვდილის შებდეგ?... _მჯერა?!-გაოცებოთ ჩაეძია სიკვდილი. კი არ მჯერა, ვიცი! მე მივაცილებ ყველას იმ ლამაზი სინათლის დასაწყისამდე...სანამდე განისჯებიან და იცი, მათ არ ეშინიათ...იმდენად გაიცებულები არიან ხილულით...სახეზე ყოველთვის ენით აუწერელი სიმშვიდე აფენიათ...ამ სიმშვიდეს კი ვერანაირ სახელს ვერ დაარქმევთ! _შენ გინდა თქვა, რომ ჩემს არსებობას აზრი არა აქვს?-გულმოსული ჩაეძია სიცოცხლე; _არა!_პირიქით, უშენიდ ამქვეყანაზე არაფერს ექნებოდა აზრი. ადამიანმა უნდა იხილოს წუთისოფლის ეს სასწაული... სიციცხლე გარდამავალი საფეხურია სიკვდილამდე...მე კი მეგზური მარადიულობაში...ადამიანი ღმერთმა შექმნა და იმ გარკვეული საფეხურის შემდეგ, რომელსაც ადამიანი გაივლის...ისევ ღმერთამდე მიდის!...და იცი რატომ?...სახელი, რომ დაერქვათ!_ნამდვილი სახელი!''...

ძალიან მომეწონა. კარმა ჩემგან=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
გენიალურია ,ძალიან მომეწონა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
გოდერძი ჩოხელი...

_ სახელი და გვარი!
_ ბათილა ლიდიაური.
_ რამდენი წლის ხარ?
_ ოთხმოცის.
_ შვილები გყავს?
_ არა, უშვილო ვარ.
_ როგორ გგონია, სად მიდის სული სიკვდილის შემდეგ?
_ სული? სული არ დაიკარგება. ხორც გაეყრება და სიზმარივით იქნება. ცხონებული ვინც არის, ის სულ ნათელში იქნება, ბოროტებს სხო ადგილი ექნებათ.
_ შენ როგორ გგონია, როგორ ადგოლზე მოხვდები?
_ მე... უშვილოები, თურმე, პირქვე წვანან, ოღონდ მაგას ნუ დაწერ.
_ რატომ ნუ დავწერ?
_ უშვილო ვინმე წაიკითხავს და გულს შამააკლდება.
_ სიკვდილზე რას იტყვი?ქვებსა და ხეებს თუ აქვთ სიკვდილის განცდა?
_ სიკვდილი რომ გამაიგონა ღმერთმა, იფიქრა, მოდი, გამოვცდიო და ჯერ ქვას მიარგუნა მისი განცდა. ქვებმა ისე განიცადეს, იმდენი იდარდეს, დარდისაგან სულ იფშვნებოდნენ. ღმერთმა იფიქრა, ამათთვის ეს განცდა არ შეიძლება, ამისათვის სუსტებიაო, აარიდა ქვებს სიკვდილი და ახლა ხეს მიარგუნა. იმათაც ძალიან განიცადეს. მთელმა ტყეებმა ტოტები ჩამაილეწეს და არარ ივიწყებდნენ. ხეებსაც აარიდა და ახლა წყალს მიარგუნა. ვერც წყალმა გაუძლო, დაშრობა დაიწყო. ადგა ღმერთი და ადამიანებს მიარგუნა სიკვდილი. ადამიანმა იტირა, იტირა... მერე დამარხა მკვდარი და ტირილით გადაიმგლოვა კიდეც. ჰოო, ამის მერე ღმერთმა ადამიანს მიაკუთვნა სიკვდილის განცდა...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
მოხუცი გუთნისდედის სიკვდილი

და წავდგე ჩემს მეუფესთან

ხელთანთებული ცვილითა

ვაჟა-ფშაველა

არავისზე ნაწყენი, არავის ნამტერალი არა ყოფილა გუთნისდედა ნიმია. თუ ვინმე შემთხვევით აწყენინებდა, იტყოდა:

_რამდენი ადამის შვილი ჩამოდის ამ ქვეყანაზე, ათასი ფერი და ფერადი! ვის რას გაუგებ?

არასოდეს უნატრია სიმდიდრე, მხოლოდ თავისი პურის ხვავით იყო მადლიერი.

-ყველა რომ მდიდარი იყოს დედამიწაზე, ღარიბი ვიღამ მოიგონოს?_ და ათქვირებულ ყანას რომ შეხედავდა, სასოებით წაიჩურჩულებდა:

_შენი მადლის ჭირიმე!

ოთხმოც წელს მიაღწია და არაფერი ასტკივებია. მეოთხმოცდაერთეში სისუსტე იგრძნო, მაგრამ სიკვდილისა არ ეშინოდა. თვითონ სიკვდილი არად მიაჩნდა. უფრო ეზარებოდა, ვიდრე ეშინოდა. ეზარებოდა, როგორც ნათბილარს ლოგინის მერე გარეთ გასვლა ბნელ, ქარიშხლიან ღამეში.

_გამოთეთრებით რომ გითხრა, რა მოსაგონი იყო სიკვდილი?!_იტყოდა წყენით ნინია, როცა გულმძიმობას იგრძნობდა.

ბოლოს, ღამეებიდან შემონაქროლმა სიკვდილმა ნინიას სალამი მისცა, ჯერ გვერდით მოუჯდა, ცივად შეაჟრჟოლა, მერე ჩონჩხარა მკლავები შემოჰხვია და აღარ უშვებდა.

_ მოიცა, მოიცა, სიკვდილო, შენი წვერ-ულვაშის გამოსვლასა!

ჯერ სიცილით ეხუმრებოდა ნინია სიკვდილს, ერთი ორჯერ კიდევაც მაგრა შეუჭახუნა გულმოსულმა, - რა დროს ეგ არი, მომშორდიო! განგებ ღვინოც გადაჰკრა ლოგინში,- სავსე ჯამი, რომ მტერს ავად არ ვეგონო, ხოლო სიკვდილს სათავისოო!

კარის მეზობელმა, მეხრეებმა, მისი გუთნისდედობით გაწვრთნილებმა, ინახულეს, გადასაყოლებელი ამბებიც უამბეს, მაგრამ ჯანი უსუსტდებოდა, სული კი არ ტყდებოდა.

-ალალ-მართალი, გულგაწმენდილი მივდივარ წუთისოფლიდან, არავის არას ვემართლებოდი, არავის საყვედური არ მიმდევს... პურის მომყვანი ვიყავი ამქვეყნად, აი, ეს გაფხრეწილი პერანგი მიმყვება მხოლოდ! ბევრი მინდორი გადამიშავებია. და ახლა... სად უნდა წავიდე, სად გავნიავდე? - წამოიწია და მუდარით ითხოვნა:

-მინდორს გადამახედეთ!

ორივე შვილი მხარში შეუდგა და მოწიწებით აივანზე გაიყვანეს.

ქვემოთ ვენახებში გადაფანტული სოფელი მოჩანდა, შორს-ლურჯ-ლილისფრად დაბურული მთები, ზედ შავად შელანძული ციხის ნაშალი, კლდიდან ქვაკიბე რომ ჩამოჰყვებოდა და ძირს დაშლილი სავსე მინდორი, ქსნისა და არაგვს

შუა გადაჭიმული... აფერებულ ყანებზე დაუდგრომელი ნიავი აფენებდა და აქანებდა მზეკაბას . თავთავი ჩუმად შრიალებდა .

აგერ წილკანი ... ჯვართმუხა ... იდგა ღვთაებრივი სიჩუმე...

ბუნება შეერთხმებულია ... მზე ჩადიოდა ... ბროლის ნიავი

შეეთამაშა მომაკვდავ გუთნისდედას, შუბლზე მიელამუნა, შეეგრილა , თითქოს მის სპეტაკ თმის კულულს მოეხვია და აკოცაო!

ნინიამ ზეგარდიდან დახედა სავსე მინდორს, ხარბად თვალი შემოატარა. გულცქერით შეისაყვარლა ამრეშებული ყანები, ამოხეთქილი ბურღალი ბალახი...

ტკბილმა მოგონებამ გული-გულში გაუარა და გაეღიმა... ოცი წლისამ აიღო გუთანი ხელში, მაშ, სამოცი წელი სჭერია! უნახავს, ხალხი დაუპურებია...

-ახლა ნაცარმტვერი უნდა გავხდე?! საიდანღაც, თითქოს შემოესმა სევდიანი ოროველას ზუზუნი და თვალზე ცრემლი მოეგუბა. მზე ბუდისაკენ მიდიოდა... შეიმცნაურა... მიხვდა ყოველივეს...

შვილებმა მხრებში უეცარი სიმძიმე იგრძნეს. მამას შეხედეს. ბუნებაში გადამდნარიყო უკვე ნინია, სული დაელია....

მზე ჩავიდა დიდებულებით, მიებარა ღამის მღვიმეს. ამჭვირვალდა მშობლიური კამკამა ცა, ლურჯად მინაქრული, ღამის იით აყვავებული...

გამოჩნდა რკალი ახალი მთვარისა... ვერცხლის ლუმბა...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
ARIADNIT wrote:
ციტატა:
გოდერძი ჩოხელი...

_ სახელი და გვარი!
_ ბათილა ლიდიაური.
_ რამდენი წლის ხარ?
_ ოთხმოცის.
_ შვილები გყავს?
_ არა, უშვილო ვარ.
_ როგორ გგონია, სად მიდის სული სიკვდილის შემდეგ?
_ სული? სული არ დაიკარგება. ხორც გაეყრება და სიზმარივით იქნება. ცხონებული ვინც არის, ის სულ ნათელში იქნება, ბოროტებს სხო ადგილი ექნებათ.
_ შენ როგორ გგონია, როგორ ადგოლზე მოხვდები?
_ მე... უშვილოები, თურმე, პირქვე წვანან, ოღონდ მაგას ნუ დაწერ.
_ რატომ ნუ დავწერ?
_ უშვილო ვინმე წაიკითხავს და გულს შამააკლდება.
_ სიკვდილზე რას იტყვი?ქვებსა და ხეებს თუ აქვთ სიკვდილის განცდა?
_ სიკვდილი რომ გამაიგონა ღმერთმა, იფიქრა, მოდი, გამოვცდიო და ჯერ ქვას მიარგუნა მისი განცდა. ქვებმა ისე განიცადეს, იმდენი იდარდეს, დარდისაგან სულ იფშვნებოდნენ. ღმერთმა იფიქრა, ამათთვის ეს განცდა არ შეიძლება, ამისათვის სუსტებიაო, აარიდა ქვებს სიკვდილი და ახლა ხეს მიარგუნა. იმათაც ძალიან განიცადეს. მთელმა ტყეებმა ტოტები ჩამაილეწეს და არარ ივიწყებდნენ. ხეებსაც აარიდა და ახლა წყალს მიარგუნა. ვერც წყალმა გაუძლო, დაშრობა დაიწყო. ადგა ღმერთი და ადამიანებს მიარგუნა სიკვდილი. ადამიანმა იტირა, იტირა... მერე დამარხა მკვდარი და ტირილით გადაიმგლოვა კიდეც. ჰოო, ამის მერე ღმერთმა ადამიანს მიაკუთვნა სიკვდილის განცდა...

კარგია ძალიან=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
პაემანი სასაფლაოზე

სამყაროს აღქმა სასაფლაოდან, როცა მეუღლის აჩრდილს დასტრიალებს გმირის ფიქრები, იგონებს თანამეცხედრეს აწ უკვე სამარის ლოდთან, თან კი თვალს აპარებს მეზობელ სასაფლაოსკენ სადაც ასევე დამწუხრებული "ტიპი" ჩასჩერებია უგემოვნო ლოდს. როგორი უნდა იყოს სამყაროს აღქმა ასეთ სიტუაციაში? თითქოსდა ნაცნობი ქარგა გალაკტიონისეული "მესაფლავისა", მაგრამ უფრო შიშველი, თან ყოველგვარ სახიობობას მოკლებული. შვედები გაცილებით "ევროპელები" არიან ალბათ და როგორც ახლა ვამბობთ უკომპლექსოები. თითქოსდა უბრალო სიუჟეტი: ქალს მოუკვდა ქმარი, რომელიც არც თუ დიდად უყვარდა კი არა და საერთოდ არ უყვარდა, პატივს სცემდა უბრალოდ; კაცს მოუკვდა დედა, კამიუს უცხოსთან შედარებით- უყვარდა ნაღდად, და ერთმანეთს ხვდებიან სასაფლაოზე.
რამაც მაიძულა ორიოდე სიტყვით შევხმიანებოდი შვედი მწერალი ქალის, კატარინა მასეტის ამ ცნობილ ნაწარმოებს; კითხულობ და ერთი წამითაც არ ჩნდება კითხვა- ამბავი მართალია თუ გამოგონილი? არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდი, უბრალოდ ფაქტს ვამბობ. რაც შეეხება მასეტის ამ რომანს, რამაც მომხიბლა- იმდენად დამაჯერებელი ხელშესახები და ნამდვილია ყველაფერი, რომ ეჭვი არ შეგაქვს არც ერთ ეპიზოდში. და აქ გამიჩნდა შური- როგორ ახერხებენ ასე ევროპელები? ასე მსუბუქად წერას? არა სერიალებივით, არა, არამედ- უბრალოდ.
უამრავ თანამედროვე ახალგაზრდა რომანისტის ნაწარმოებია, ბოლომდე ვერ წამიკითხავს ზოგი: რთული, რთული, რთული; კლასიკური ფსიქოლოგიის, ფილოსოფიის, საზოგადოებათმცოდნეობის, მცოდნეობის, მცოდნეობის, მცოდნეობის ცოცხალი ტრაქტატები... ამბავი კი ქრება, სადღაც იკარგება, ვერ მოიხელთებ... მწერლობა ხომ ამბავის მოყოლაა, და ყვება მასეტი და გჯერა, რომ ასე იყო და გგონია რომ სადღაც შვედეთში მომხდარი ამბავი შენ გადაგხდა, ის წვრილმანები გმირის შინაგან სამყაროში რომ ხდება და რაც ქმნის მწერლობას საკუთარი გგონია. იქნებ ნიჭი ქვია ამ უბრალო რამეს და ტყუილად ვცდილობთ კომპლექსებს, ქართველების ვერგათავისუფლებასა და არაევროპელობას მივაწეროთ?
რთულად დაწერეს უკვე "ულისე", არ ღირს გაჯიბრება. კი, შემშურდა ასეთი სიმსუბუქის ამ რომანში რომაა ასახული, ადამიანთა ღრმა და სულისკნელში მიმალული განცდების ხონჩით მორთმევა თითქოს..
ქალისა და კაცის ურთიერთობა ხომ ადამსა და ევას შემდგომ არ შეცვლილა, და ახალს ხომ ვერას დაწერ, მაგრამ მაინც ახალ ამბავივით უნდა მოყვე, ასჯერ გაგონილ ანეგდოტზე რომ გაგეცინება კარგი მომყოლის ხელში. 7 ათასი წელია ევა აძალებს ვაშლს ადამს, ადამი უძალიანდება. კაცი- ბუნება, ქალი- სიახლე. ბენი ფერმერი, ბუნებას მიახლოებული, ძროხებთან მოლაპარაკე, დეზირე ბიბლიოთეკარი, ცივილიზაციის პირმშო, ცნობადის ხილნაჭამი, როგორც მინდიას მეუღლე აძალებს ხის მოჭრას ასევე ბენი გრძნობს, რომ უნდა აირჩიოს ან ფერმა ან დეზირე, აქ ქალთა ემანსიპაციის პრობლემაცაა თითქოს, მაგრამ მაინც პირველსაწყისების ბრძოლა; ნატურა თუ ცივილიზაცია? რომელი ძლევს? და ჩემის აზრით ცოტათი სუსტი ფინალი, თუ კვანძის გახსნა, ან შეილება რაღაც დიდის მოლოდინში მეცოტავა ფინალი და არ დამაკმაყოფილა? ყველაფერი მაინც იმით მთავრდება რომ ევა აკრძალულ ნაყოფს შეაჭმევს ადამს. არა, ეს ასეც უნდა მიმხდარიყო, ახალს რას მოიფიქრებდა ადამიანი, მაგრამ რაღაც დამაკლდა მაინც... თუმცა საერთო განწყობა ამ რომანით გამოწვეული ასე რომ აღმაფრთოვანა არ გამნელებია.
რაც შეეხება თარგმანსა და მთარგმნელობას, დავით გაბუნიას მთარგმნელობით ოსტატობას ტუვე იანსონის "კომეტა მუმინების ხეობაში", კითხვისას მივაქციე ყურადღება, როცა ჩემმა 8 წლის შვილმა ეს 150 გვერდიანი ნაწარმოები დაუზარებლად წაიკითხა, თუმცა ეს სხვა თემაა. რაც შეეხება ამ რომანს, როგორც ასეთ დროს იტყვიან ხოლმე; რომ არა უცხო ტოპონომები და სახელები, აშკარად ქართული გეგონება. დავითის სასახელოდ უნდა ითქვას რომ ბრწყინვალე უბრალობითაა გადმოქართულებული, ამანაც განაპირობა ალბათ ის რომ შვედი მწერალი მთელი ღირსებით წარმოჩნდა ქართულად. მთარგმნელის ღირსებადვე რჩება ბუნებრივია, სათარგმნი ნაწარმოებისა და მწერლის შერჩევაც.
და მაინც, ამ რომანის შესაშურმა უბრალოებამ მაიძულა ორიოდე სიტყვით შევხმიანებოდი და ჩემი შთაბეჭდილებები გადმომეცა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მანსარდა თავლაში

სოფლიდან შემომითვალეს, ჩამოდი, ძველი ჯარგვალი დავშალეთ და თავლა აგვაშენებინეო. მეზარებოდა, მაგრამ ქალაქში მუზეუმის ერთფეროვანი, მოსაწყენი და მონოტონური საქმით ტვინგადაღლილმა, ვიფიქრე, იქნებ განვიმუხტო ცოტათი-მეთქი.
ავტობუსში დიდად არ დავღლილვარ თუ არ ჩავთვლით ერთ, მეტად მსუქან მგზავრთან შელაპარაკებას, გამწარებული რომ აქებდა რუსებს და მე რომ დედის კეთილები ვუგინე, რა თქმა უნდა რუსეთის მამფალების. ალბათ არ მივაქცევდი ყურადღებას, მაგრამ წარმოვიდგინე მთელი დარჩენილი მგზავრობის მანძილზე საბჭოთა კავშირზე და ასეთებზე უნდა ელაპარაკა და რა გაუძლებდა? მართლაც არათუ მას, არც სხვებს ამოუღიათ ხმა სამსაათიან დამქანცველ გზაზე.
მამაჩემს გაუხარდა, რომ მოვიცალე, ძმასაც, თუმცა არ გამოუხატია, რძალს კი ყოველთვის მხიარული ღიმილი აეკვრებოდა სახეზე როცა ჩავდიოდი სოფელში; ამათ რომ ეზარებოდათ, მე ხან რას წამოვიწყებდი ხანაც რას და პირველი სწორედ ის ამიბამდა მხარს, შემდეგ მამაჩემიცა და ძმაც იძულებული ხდებოდნენ ჩაბმულიყვნენ საქმეში. ოთხმოცსაა მიტანებული მამაჩემი, დალევით ჩემდენს ახლაც სვამს, ცოტა მუხლებმა მიმტყუნესო დაიჩივლებს, მხოლოდ. თავლა იმხელა დაუწყია, კარგი ორი თვალი ოდა გამოვა, ჩვენი საცოდავი მეზობლის, ვალიკოს მიერ აშენებულ ფიცრულ სახლზე დიდი აშკარად არის, სიგრძე და სიგანე ერთი აქვს. საძირკვლად სულ წაბლის ბოძებია, კავებიცა და დირეებიც, სულ წაბლისაა. აქ ჩემს ბავშვობაში თავლა იდგა, პატარა, სადღაც 16 კვადრატული მეტრი ფართობის ალბათ, ამიტომ იძახდა მამაჩემი თავლას ვაშენებო, თორემ, რამდენადაც ვატყობ, უფრო ბოსელის დანიშნულება ექნება; კვიცი ერთ პატარა ჯარგვალშიც კი დაეტეოდა. ძველ თავლას მეორე სართულიც ქონდა, ფაქტიურად სხვენი, სადაც თავხესთან თუ გაიმართებოდა კაცი წელში, გვერდები კი დაფერდებული იყო და ერდოსა თუ სამერცხლულს თუ გავითვალისწინებთ, მანსარდასა ჰგავდა. თავლის სწორედ ეს ნაწილი წარმოადგენდა ხოლმე ჩვენი- ბავშვების, საყვარელ სათამაშო ადგილს. სწორედ აქ ვთმაშობდით სახლობანას მე და ტყუპი დები- შავგვრემანი ანი- მამის მხრიდან ბებიის პატივსაცემად რომ დაარქვეს სახელი და თეთრი, რძესავით თეთრი ჰანა- დედის მხრიდან ბებიის, პოლონური წარმოშობის ქალის უკვდავსაყოფად რომ შეურჩიეს სახელი. სწორედ აქ გამოგვიჭირა ანისა და ჰანას უფროსმა ძმამ- ლაზარემ, შიშვლები. მართალია აღარ მახსოვს, ხუთი თუ ოთხი წლის ბავშვები რატომ ვიყავით შიშვლები, მაგრამ რომ არ დავუსჯივართ, კარგად მახსოვს. მერე, დიდი ხნის მერე, შვიდიოდე წლის შემდეგ, ისიც კარგად მახსოვს ტყუპების მამამ, არსენმა ცხვირის ძვალი რომ გამიტეხა ქვასავით მუშტით. არადა თითქმის არაფერი დამიშავებია, უბრალოდ ტირის თოფიდან, ბიძაჩემმა რომ მაჩუქა დაბადებისDდღეზე, ვისროდით მე და ჩემი სკოლის მეგობარი და მეზობელი- გიო და გიოს ნასროლი პირდაპირ ყურში მოხვდა, უფრო სწორედ, პირდაპირ კი არა ზურგიდან მოხვდა ბიბილოში- დაფნარი გაიარა ტყვიამ და გზაზე მიმავალი არსენი მოძებნა მაინცა და მაინც. არსენმა ხომ მხეთქა ცხვირზე,- არც სისხლი წამომსვლია და არც გამსიებია, მაგრამ ნაპერწკლებად გამინათდა მიდამო,- შემდეგ დედაჩემი მცემდა კარგა ხანს, ვინ მოარტყა, მითხარიო, მაგრამ სტუმარზე ხომ არ ვიტყოდი ის იყო-მეთქი? მერე მეუბნებოდა გიო, ამდენს ვერ გავუძლებდი და მე რომ ვყოფილიყავი ვიტყოდიო, თუმცა დარწმუნებული ვარ არ იტყოდა.
***
-- ადი მაღლა და ამოსჭერი სატეხით, ორი ძელია დასამაგრებელი, სათავე უნდა გავდოთ,-- მეუბნება მამაჩემი. კიბით ავდივარ, ხის კარკასი თუ ჩონჩხია აგებული მხოლოდ, ვებერთელა პარალელოპიპედსა გავს. ორნახევარი მეტრია სიმაღლე. აქედან ჩამოვარდნა არაა სასიამოვნო, ჩემი არც თუ ისე მცირე წონის გათვალისწინებთ. პარალელოპიპედის ერთ-ერთი გვერდის შუაში, გადავაჯექი ძელს ცხენივით და დავიწყე სატეხით პატარა ორმოს ამოკვეთა, სათავის დამჭერი ძელის ჩასამაგრებლად.
მაინც მგონია რომ ძველი ბოღმა ახსოვდა არსენს როცა მარტყამდა, თორემ ყურის ბიბილოს გაკაწვრა რაღა ასე დასასჯელი იყო, ნახევარი ცხოვრება ცალი ნესტოთი ვსუნთქავდი შემდგომ სანამ ოპერაცია არ გამიკეთა ოდიშვილმა და არ მტანჯა ერთი საათი, თან სულ დედას აგინებდა დამხმარე ექიმსა თუ ექთანს: ასეთი ცხვირი ჯერ არ მინახია, თქვენი ბრალია, ნაჩქარევად დამაწყებინეთ ოპერაციაო.
ძველ თავლაში ვიყავით მე, ტყუპები, გიო და ანჟელა მაშინაც, როცა მეზობლის, ჩვენზე ათი წლით უფროსი, ანდროს ოჯახური ამბავი წყდებოდა. ყველაფერი ისმოდა ჩვენს თავლაში. ამიტომაც გვქონდა სულ დავა მათთან; გვეჩხუბებოდნენ, სადმე სხვაგან გადაიტანეთ ეს წყეული საძროხე, თქვენი საქონლის ბღავილი და ბოგინი არ გვაძინებს ღამეო. ისე კაცმა რომ თქვას ღამე სულაც არ ღრიალებდა და ბღაოდა ჩვენი საქონელი, მაგრამ მაინც არ იყო სასიამოვნო საძინებლიდან სამიოდე ბიჯის დაშორებით საქონლის ახორს რომ აგიშენებს მეზობელი. ბებია მიყვებოდა, არაა ასე საქმე, ეს თავლა ბაბუაშენმა, დავითმა, თავის ჯეელობაში ააშენა, მაშინ სად ჰქონდათ ამ მათხოვრებს ოდა, ყანის ბოლოში ცხოვრობდნენ ფაცხაში, მერე ააგეს თავიანთი ოდაო. მოკლედ საქმე ისე წავიდა შემდგომ, რომ გივის ოჯახმა ახალი სახლი აღმართა მოშორებით, ფაცხის ადგილას. თანაც ცოტა ხანში ჩვენი ცხენები და საქონელი ერთიანად ამოწყდა და ისევ თბილი მეზობლობა გავაჩაღეთ. თავლა კი მხოლოდ სასიმინდედღა გამოიყენებოდა, ნალიად რაღა, უფრო სწორედ თავლის სხვენი, და ჩვენს სათამაშო ადგილად. ანდროს კი რაც შეეხება, ახალმოყვანილი Hყავდა ცოლი, მაგრამ ვერა და ვერ ააწყვეს ურთიერთობა, არა პირველი სამიოდე თვე სიამტკბილობაში გაატარეს, მერე დაიწყო წივილ-კივილობია. საოცრად ლამაზი ქალი იყო, ლანა ერქვა, ხშირად მეხმარებოდა მათემატიკის დავალებების შესრულებაში, ამას როგორ წაყვა- მეთქი? ყოველთვის მაოცებდა. ძალიან ხშირად შევსწრებივარ როგორ ჩაუდებდა თავს დედამთილს კალთაში და ტიროდა. დედამთილი, დაიცა დეიდა, ეფერებოდა თმაზე. ბებია კი, ანდროს ბებია, უტატანებდა:
-- არა, რა გატირებს, რა გატირებს ამიხსენი?-- თან ბოროტად აკვესებდა თვალებს საოცრად დანაოჭებული შავი სახიდან, -- ჩაარტყა უნდა თავში! -- დასძენდა მწარედ და შუაცეცხლიდან აღებულ ნაკვერჩხლიან, აბოლებულ შეშასა თუ მუგუზალს აუფრიალებდა სახესთან.
-- დდ,დაანება, თთ,თავი, ვერ ხედავ ტტ,ტირის- მოაშორებდა დაიცა თავის დედამთილს რძალს.
მერე ისიც მახსოვს ბიჭები რომ იჭაჭებოდნენ ქუჩაში სიცილით, როცა არსენი ამბობდა: "ვერ ტყნავს, ეს გამოყლევებული და როგორ გაუჩერდება ცოლიო!"-- მართალი გითხრათ, მაშინ გავბრაზდი არსენზე; შემეცოდა ანდრო, ეტყობა მართლა დავიჯერე არსენის სიტყვები და იმიტომ შემეცოდა. "გამოყლევებულის" მნიშვნელობას კი მაშინღა მივხვდი პირველად.

***
-- ეყოფა ახლა, ჩაამაგრე!-- მეძახის მამაჩემი. წურწურით მომდის ოფლი სახეზე, ხელისგულით ვიწმენდ და მეტრონახევრიან ძელს ვართმევ, ერთ ბოლოს დირეზე ამოჭრილ ორმოს ზომაზე ვასწორებ და ვამაგრებ მასში.
-- არ წაიქცევა?
-- ჩაჭედე და გვერდებზე ხარიხებით გაამაგრე.-- ასეც ვშვები.
ძველ თავლას წვრილი ლარტყებით ჰქონდა მეორე სართულის მოკლე, ერთმეტრიანი კედელი შემოვლებული, ცხაურასავით იყო, სიმინდი რომ არ გაფუჭებულიყო. სწორედ ამიტომაც შეგვამჩნია მაშინ ტყუპების ძმამ- ლაზარემ; როცა ვთამაშობდით უცხო თვალისგან დაცულები არ ვიყავით. საცოდავი ლაზარე, ხუთი წლით იყო ჩვენზე უფროსი, აფხაზეთის ომში მოკლეს შემდეგ, ტამიშთან.
ტყუპებთან ძირითადად მანსარდაში ვთამაშობდი ხოლმე. აი, ანჟელასთან კი, ქერათმიანი დახუჭუჭებული თმები რომ დასთამაშებდა მხრებზე, მუდამ პირველ სართულში, თავლაში ვერთობოდით; განა რამე, უწყინარი თამაშები იყო; მე- მამა, ის- დედა, ხშირად შვილიც გვყავდა, მეზობლის 5 წლის ბიჭი, ნუკრი, თუმცა იშვიათად; მარტო გვერჩივნა. იმ დღეს კი როცა ტყუპები, მე, ანჟელა და გიო ვიყავით მანსარდაში, ანა ამბობდა: " ანდრომ ცოლს ღალატი დასწამაო, თან ვიღაც დაასახელა, ასე უთხრა “იმას დიდი ყლე აქვსო და იმიტომ მღალატობო”, როცა ამას ამბობდა მე ის მახსენდებოდა 5 წლისანი როგორ გამოგვიჭირა მისმა ძმამ შიშვლები, ჯერ აქ მანსარდაში, შემდეგ კი მასთან სხვენში. უკვე 10 წლისანი ვიყავით და უფრო დიდებივით ვცდილობდით თავდაჭერას. მაშინ მე უკვე გაგონილი მქონდა არსენისგან, "ვერ ტყნავს ცოლს და როგორ გაუჩერდებაო", მაგრამ ეს არ მითქვამს თანატოლებისთვის, რატომღაც მკრეხელობად ჩავთვალე. მოკლედ მამამ, აპალონმა, ჩამოაკითხა შვილს და წაართვეს ანდროს ცოლი; ღირსებიანი კაცი იყო ლანას მამა, ლანა კი ძალიან ლამაზი და საოცრად სათნო. მართალია, მიკვირდა როგორ წაყვა ანდროს-მეთქი, მაგრამ არ გაემტყუნებოდა; ისეთი სიმღერა იცოდა ანდრომ გიტარაზე, თან აღნაგობაც პოდიუმზე გამომავალი მანეკენი ბიჭებისა Hქონდა და აბა ვინ დაუჭერდა ქალს, მით უმეტეს, რომ მაჭანკლებმა გაჩარხეს საქმე. ანდროს სახლიდან გამომავალ დავასა თუ კამათს ვუსმენდით ბავშვები, მაგრამ ის მახსენდებოდა სამი წლის წინათ, მე და ანჟელა რომ ვთამაშობდით თავლაში. ანჟელამ სახლიდან დედამისის ტანსაცმლებით სავსე ვებერთელა ჩემოდანი მოათრია, ხან ერთ სამოსში გამოეწყობოდა ხანაც მეორეში, და ასე შიშველ-ტიტვლები დავრბოდით თავლაში. იმ დროს საქონელი უკვე ამომწყდარი იყო, უფრო სწორედ ცხენები მე საერთოდ არ მახსოვდა, ბოლო ძროხა კი ახალდაკარგული იყო; ბაბუაჩემის შემდეგ აღარავის გაუგრძელებია ფერმერობა, მამაჩემი ადვოკატი იყო და აბა ცხენებისა და ძროხების სადევნელად სად ეცალა, ეს სიბერეში აუჩვილდა ეტყობა გული და დაუბრუნდა, საგვარეულო საქმიანობას. ზოგჯერ ბაგაში ჩავიმალებოდით, რამდენიმეჯერ მანსარდაზეც ავირბინეთ. ეტყობა გივისთან გაიგონეს ჩვენი ბასტი-ბუბუ და მოულოდნელად თავლის კარი ანდრომ შემოაღო. ამ დროს ანჟელას უკვე ეცვა ერთ-ერთი წითელი კაბა, მეც მამაჩემის შავი ხალათი მქონდა შემოფართხუნებული და არც თუ ისეთი საგანგაშო ვითარებაში ვიყავით, მართალია კი შევკრთით ორთავენი, მაგრამ როგორც კი ანდრო ვიცანით დავმშვიდდით; ანდრო ხომ გაცილებით დიდი იყო ჩვენზე, მაგრამ მაინც ჩვენიანად ვთვლიდით. რას წარმოვიდგენდით, დამარცვლითა და დაწვრილებით მოუყვებოდა ბებიამისსა და დედამისს ამ ყველაფერს და გივიც უკვე დაბრუნებული რომ იქნებოდა სამსახურიდან (ფოსტალიონად მუშაობდა). ამბის მოყოლა, გაგიხარიან, ეხერხებოდა, ალბათ ოჯახიდან მოსდგამდა, გივისაც ყველა ამიტომ ლანძღავდა; სანამ წერილს ადრესატამდე მიიტანდა, მთელმა მისმა ჯალაბმა უკვე ზეპირად იცოდა შინაარსი და მთელ სოფელს იყო მოდებული ამბად. როგორ არ გააფრთხილეს გივი, საბჭოს თავმჯდომარემაც დაიბარა, მაგრამ არაფერი ეშველა, ცოტათი მაინც მოუფრთხილეს და ახლა ისე ლამაზად წებავდნენ, თავიდან, კონვერტს, ვერ შენიშნავდი ადვილად თანაც მხოლოდ ახლობლებს უყვებოდნენ შინაარს.

***
-- მოდით ახლა, რას მახვეწნინებთ, მიირთვით საჭმელი! -- იძახის რძალი სახლის უკანა კარებიდან, მარცხენაში, ტაფა უჭირავს, მარჯვენაში ღომის ჩოგანი, თან მაჯით შუბლზე ჩამოშლილ თმას ისწორებს.
-- არა, ღამდება უკვე, ჯობია მოვასწრო! -- გავსძახე და ნივნივა კოჭზე გავიარე ბარბაცით, ვიწრო ძელი იყო სარტყლად შემოვლებული, პარალელოპიპედის მეორე ბოლოსაკენ გავემართე, ირწეოდა თავლის ჩონჩხი.
-- ყანყალებს! -- ჩამოვსძახე მამაჩემს.
-- მოკასებია დასამატებელი და გამაგრდება!
-- მოკასი რა ჯანდაბაა?
-- აგერ გვერდულად რომაა მიჭედებული, ბოძსა და კოჭზე,-- მითითებს მამაჩემი. ვინ დაარქვა მოკასა, რუსულია ნეტა? ვერ გავიხსენე ასეთი სიტყვა რუსულის ჩემი მარაგიდან. ხარიხაა ვითომ? მკლავი საშინლად დამეღალა, მაინც დავიწყე სატეხით ძელზე ორმოს ამოჭრა.
მოყოლა კი არა, ამბის მოტანა და დაფქვა ეხერხებოდა ანდროს, თორემ, მოყოლა- ბოლო ბებიაჩემი იყო ვინაც იცოდა. რილკესი არ იყოს, ნამდვილ მოყოლას ვგულისხმობ. როცა მართლა გავიწყდება სად ხარ და მონუსხული უსმენ; თვალწინ დაფრინავენ ყურით აღქმული ეპიზოდები და სიუჟეტები. ვეღარ ვანსხვავებდი ბებია როცა ყვებოდა, ნამდვილს როდის მიადგებოდა და როდის- გადმოცემით გაგებულსა და გამოგონილს; ტაბაკონასა, ხუდონსა და ბზიფში დავქროდი თუ ვმოგზაურობდი; თვალწინ დამიდგებოდა წალენჯიხასა თუ საბერიოში მოკლულ აბრაგს როგორ დასტიროდა ცოლი- სკვამია; როგორ მიჰქონდა გადარეულსა და აზვირთებულ ბზიფს ცხენიდან გადმოთრეული მუსურყვას სხეული.
დიდხანს არ დამჭირვებია ლოდინი: საღამოს მე და გაღმა უბნელი ლევანი ორღობეში წვეტიან ქვებზე გამწარებული ვთამაშობდით ფეხბურთს, რა თქმა უნდა, მშვენიერი,- იმ დროისთვის,- ჩინური კედები გვეცვა, ასე რომ ფეხის გულებზე არ გვქონდა პრობლემა, უბრალოდ მუხლისთავები გვქონდა დაჩეჩქვილ-დაბღოტილი. დედა მეძახდა, რაღაცნაირად, ავისმომასწავებელი ხმით. რატომღაც იმწამსვე ანდროს სახე წარმომიდგა თვალწინ. სამზადში იყვნენ შეკრებილნი: დარიცა ინტერესით იცინოდა, დედაჩემი გაფითრებული უსმენდა ანდროს, ქალოია საუბარი იცოდა, დაწვრილებით ყვებოდა ყველაფერს, ანუ უამრავ რამეს ურთავდა, ამძაფრებდა წარმოსახვით. მე კარებთან ავიტუზე, წირთხლსა და ვებერთელა განჯინას შორის, ბებიას რომ მოჰყოლია მზითვებში; აზრი არ ჰქონდა გაქცევას. არც მახსოვს როგორ მცემდა დედაჩემი. მაგრამ კარგად მახსოვს იმ ღამეს პირველად რომ არ დავწექი დედასთან და ბებიასთან გადავბარგდი. მერე კარგა ხანს, 12 წლამდე, სანამ არ გარდაიცვალა, სულ ბებიასთან მეძინა. ანჟელა კი დედამისმა- მაყვალამ გაიგდო ცემა-ცემით; სიტყვა არ ამოუღია, იქვე დაფნის ვებერთელა წკეპლა მოსწყვიტა და ამოსცხო ანჟელას, იმან ბღავილით გასწია სახლისკენ, მაგრამ არ უშვებდა, მაყვალა, თმაში ჩაფრენოდა და რიტმულად უტყლაშუნებდა წკეპლას დუნდულებზე. დავახრჩობ ამ ქალს-მეთქი, გავივლე მაშინ გუნებაში, არადა როგორ მიყვარდა და პატივს ვცემდი; ციხიდან როცა დაბრუნდა, არავინ არ შეიფარა, მარტო ჩვენი ოჯახი ჰყავდა მზრუნველად. მის ორთვალიან სახლში ჯერ არ შეისვლებოდა, ექვსი წლის წინანდელი სისხლის ოხშივარი ისევ იდგა ოთახებში, ოთახებში კი არა ქუჩაშიც იგრძნობდა კაცი, რაღაცნაირად მძაღესა და სიდამპლის სუნს, ნესტოებით თუ წარმოსახვით აღქმულს. მახსოვს ამ სახლთან ჩავლისას შიშის ზაფრა გვიტანდა, არა მარტო ბავშვებს; საღამოხანს, ჩაის სმისას მიეპარა თურმე მაყვალა მამობილს, ვალიკოს და ზურგში ჩაარჭო მისივე ნაჯახი, რუდუნებით მის მიერვე გალესილი- დურგალი იყო საცოდავი. ეზომდე მიფორთხებულა ვალიკო, ზურგში ჩარჭობილი ნაჯახით, გამონთებია მაყვალა და ზედ ალაგესთან უროთი დაუჩეჩქვია თავი, მოუსწრაფვია მისთვის სიცოცხლე.
მეზობლები ითხოვდნენ, არავის შეეშვა მაყვალა ოჯახში. კარგა ხანს გამარჯობას არ გვეუბნებოდნენ, რატომ უშვებთ სახლშიო. მხოლოდ ჩვენ, ბავშვები მივდიოდით მაყვალასთან, ანი და ჰანა რამდენჯერმე სცემა არსენმა ამისთვის, მაგრამ ერთიოდე კვირითღა თუ შველოდათ დებს დასჯის შიში, მე და გიოს რომ გვხედავდნენ ვერ უძლებდნენ ცთუნებას და ისინიც მოდიოდნენ მაყვალას ეზოში, თანდათან არსენიც შეეგუა, როგორც მერე შეეგუა იმას, რომ ანა გაგრელს წაყვა, პირველი კურსის დასაწყისშივე ხოლო, ჰანა- ლაგოდეხელს, პირველი კურსის დასრულებისთანავე და წლიწადში ერთხელღა თუ ხედავდა შვილებს, ძლივს რომ შეარიგეს მამას.
მაყვალა ჯერ ფაცხაში ცხოვრობდა, მერე დავეხმარეთ და ვალიკოს აშენებული პატარა, ფიცრული სახლი შევაკეთეთ; კედლები შევწებეთ ქაღალდით, იატაკზე ლინოლეუმი დავაგეთ და სარკმლებში შუშა ჩავსვით. ეს მერე, მანამდე კი ზამთრის სუსხიან საღამოებში, ახლაც თვალწინ მიდგას, ჯერ ანჟელა შემოაღებდა კარს, შვიდი წლისა, მას სამი წლის იესე მოჰყვებოდა და კარგა ხნის შემდეგ შემოვიდოდა მაყვალა, აყურადებდა შემომიშვებენ თუ არაო. ეტყობა მაინც უწევდა ჩემი ოჯახი ანგარიშს მეზობლებს, მაგრამ ამ შემადგენლობით, ამათ გარეთ როგორ გაუშვებდი კაცი?!

***
-- ოდი ჩამოდი დაღამდა!-- მეძახის ისევ რძალი. უკვე დაბნელდა, ძლივს ვარჩევ სატეხის თავს.
-- კი, მოვალ, მაცალე ცოტა,-- მერე კი მამაჩემს ჩავსძახე,-- ხუთი სანტიმეტრი ეყოფა სიღრმე?
-- კი, რათ უნდა მეტი,-- მეუბნება, თავს ვერ წევს ზემოთ, მოტეხილა ამ სამ თვეში საგრძნობლად. მეტრონახევრიანი ბოძი ჩავარჭვე ღრმულში და გვერდულად ჩავაჭედე ლერსმანი. ირწევა, მაგრამ არ წაიქცვა. გვერდებში მივაჭედე ლარტყა, გავასწორე მართობულად ისე რომ მართკუთხა სამკუთხედის მართი გვერდი შექმნას. კარგად გამაგრდა.
--ამაზე უნდა ჩამოვდოთ, იმხელა მორი?-- ვკითხე შეშინებულმა. ძირს 15 მეტრიანი ვებერთელა ნაძვის მორი ეგდო, დამუშავებული; შეძლებისდაგვარად გასწორებული ნაჯახით.
-- ხო, მაგრამ მძიმეა, ნადი დაგვჭირდება ხვალ ამ სათავეს მაღლა ასატანად,-- ამომძახა, დაღონებულმა. ეჭვით შევხედე ჩემს ნაცოდვილარს; ეს დაიჭერს ამხელა მორს? კიდევ უნდა გავამაგრო ხვალ, გავიფიქრე, სარტყლის კოჭზე ჩამოვჯექი და ფეხები დაბლა ჩამოვაკონწიალე, ოფლში ვიყავი გახვითქული. როგორ შეეძლო სოფელს არ მიეღო ზამთრის სუსხში ორი წვრილშვილის პატრონი ქალი ოჯახში? ვაჟას მოკვეთილი გმირებისა გვიკვირს.
ციხიდან რომ ჩამოვიდა, ჯერ იყო და რა თქმა უნდა არავინ ელოდა ასე მალე, ოთხ წელიწადში, მის ჩამოსვლას რუსთავის სატუსაღოდან, მერე კი- ბავშვით რომ ნახეს, დააღო სოფელმა პირი. ერთ შვილს დეიდა უზრდიდა სადღაც ქალაქში, ანჟელას რაღა, და იშვიათად, წელიწადში ერთხელ ალბათ, ჩამოყავდა ჩვენთან, ძალიან ბედნიერი ვიყავი ამ დროს, სულ ოთხჯერ თუ ხუთჯერ მოხდა ასე, და ახლა როცა დედამისი ჩამოვიდა და საერთოდ აქ უნდა დარჩენილიყო წარმოიდგინეთ როგორ გამიხარდებოდა. მახსოვს რა სიყვარულით ჩამიკრა გულში შვიდი წლის ბავშვი და გადამკოცნა, თან გაკვირვებული იმეორებდა: ”ეს ოდია?, ოდია ეს?”

***

-- ჰე, მოდით ახლა თორემ გაცივდა საჭმელი! შუქიც არაა როგორ გავაცხელო ისევ!-- ისევ იძახის ძმისცოლი, დაბალია და ფერმკრთალი, ახლაღა შევნიშნე- უკვე დასტყობია მუცელი. მივედი თავხე ძელთან, იქნებ ავწიო ერთი მხრიდან მეთქი; ძვრაც ვერ ვუყავი. ჩუმად გაეცინა მამაჩემს, გამახსენდა როგორ მიყვებოდა, ეს სახლი შვილო, სულ მე და ბაბუაშენმა ავაგეთ, ეს ვებერთელა ძელები და კავები სულ მხრით გამოვათრიეთ ტყიდანო.
-- მაგას რას ასწევ მარტო, ხვალ დავუძახებ მეზობლებს და მერე,-- მითხრა თანაგრძნობით.-- სახურავი ასე დამრეცი რომ გამოვა?-- შეძლებისდაგავარად იყურებოდა ზემოთ, წელზე ხელი შემოებჯინა, თავი კი არ ჰქონდა აწეული, წელში იყო უკან გადახრილი.
-- მერე კარგი არაა? თოვლი დასრიალდება! --გამიკვირდა მე.
-- კარგი კია, მაგრამ კრამიტი არ გაჩერდება. სხვა სახურავი არ მაქვს.
-- არა, არა, სხვენი ხომ უნდა გამოიყენო? აბა მარტო ბოსელი უნდა იყოს, ზემოთ სასიმინდეც ხომ გინდა?
-- სად ვნახო შიფერი?
-- მოვახერხებთ რამეს, სად გეჩქარება.-- შემენანა, ამხელა შენობა ასე მარტივად გადასახურავად.
-- მაგას ორმოცი ცალი არ ეყოფა, ცალი თუთხმეტი ლარი ღირს,-- ამბობს ძმა, ქურთასთან დაიჭრა ფეხში და ჯერაც უჭირს სიარული, თორემ მე არ დავჭირდებოდი, ამ წვრილმანი საქმისთვის,-- მთავარია ერთი თვალი გადავხუროთ, სადაც ძროხები უნდა დავაბათ, ცოდვანი არიან, უკვე წვიმები იწყება, ეზოში ვერ შემოგვყავს, ხბოებმა რომ არ გამოღეჭონ.
ძლივს მოიბრუნეს ხელი, როგორც დედაჩემი ამბობდა ხოლმე, საქონელზე. ერთი რომ ამოწყდნენ, ვერა და ვერ მოვაშენეთ. მახსოვს, ულამაზესი კოპლებიანი ძროხა იყიდა მამაჩემმა, ბოჩოლითურთ, ცნობილი მწყემსის- ამერანისაგან. ორი თვის თავზე მოკვდა ბოჩოლა და დედამ უკან დაუბრუნა ძროხა. მერე იყო არსენმა გვათხოვა. ეს იმიტომ რომ, რახან ნაყიდი ვეღარ გავახარეთ იქნებ ასე გადარჩესო. სამ კვირაში მოკვდა. ბღავილით მიდიოდა ყოველ საღამოს არსენის ახორთან. მე და დედა მივიდოდით და ძალით მოვათრევდით ჩვენს ბოსელში; ცხენი აღარ გვყავდა და თავლა ბოსელის მოველეობას ასრულებდა უკვე. ბოლოს სახლში თქვეს, ქიტესა დაგვპირდა დეკნას გაჩუქებთო. ძალიან უყვარდა ჩვენი მშობლები, ქიტესას,- მამაშენმა ბევრჯერ დამიხსნაო, მითხრა ერთხელ. მეგონა ბოჩოლასა თუ ხბოს გვჩუქნიდა და ვებერთელა ძროხა შემოაჯლიგინა ეზოში. გიჟივით დარბოდა პირუტყვი, ახლოს არ გვიკარებდა, ძლივს მივიჩვიეთ, ცოტა ხანში კი ნახშირივით შავი ხბო გააჩიანა, იმწამსვე ბალუ დავარქვით ბავშვებმა; არ მახსოვს ამაზე მეტად რა გამიხარდა ბავშვობაში: სუსხიანი მარტის დასაწყისი იდგა- დედა, ბებია, მე და გიო ვიყავით თავლაში, დედამ სათუთად შემოახვია ბოჩოლას ჩვრები თუ ნაჭერი და ბაგაში ჩასვა, ჩელა მიადგა და გულდასმით ლოკავდა, თავზე, ტანი ჩვრებში ჰქონდა შეხვეული. მართლაც მოვიბრუნეთ ხელი და გამრავლდა საქონელი. მერე კარგა ხანს წუწუნებდა დედაჩემი, ამდენ პირუტყვს მარტო როგორ მოვუვლი, თქვენ არ მეხმარებითო. მას მერე არ გვითამაშია ბავშვებს არც თავლაში და არც თავლის მანსარდაში, მას შემდეგ არც ანჟელასთან მითამაშია; დედამისი რა თქმა უნდა შემირიგდა; მე ვეხმარებოდი ხოლმე, როცა რამის მიჭედება, გახერხვა თუ შეკეთება დასჭირდებოდა, სოფლის სხვა ბიჭებივით, ნერვებს არ ვუშლიდი. ისე კი ვკითხე ერთხელ, ამხელა კაცები რომ გყავს ყოველთვის სტუმრად ვერ თხოვ დაგეხმარონ-მეთქი? ახლაღა ვხვდები მისი ის ღიმილი, მაშინ რომ პასუხად მაძლევდა, რამხელა სიყვარულსა და სითბოს იტევდა.
ანდრომ კი ვერ მოისვენა, და როცა ცოლი წაართვა სიმამრმა, ადგა და სასამართლოში უჩივლა. ძმა მიყვებოდა, მიყვებოდა რა, საღამოს სახლში რომ ვიყავით ყველა და მე დედას ვეტმასნებოდი, მაშინ გვიყვებოდა; ძმამაც კარგად იცოდა მოყოლა, ოღონდ თუ გულს დაუდებდა და განწყობაზე იყო მოშინღა ყვებოდა:
-- გადარეული იყო აპალონი, გააფთრებული დადიოდა სასამართლოს ფოიეში და მე რომ დამინახა გაშტერებით მითხრა: “ეს რა მიყო, ამ ნაბიჭვარმაო!”-- და სიცილი მოაყოლა, ძმამ.-- ყველას გვეგონა რომ გოგოს მხარემ იჩივლა, სასამართლოში! თვალები გიჟს უგავდა: “ ეს როგორ მომჭრა თავი ამ ნაბიჭვარმაო!”
ხუთი წლით მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა ანდროს, სანიმუშო ყოფაქცევისთვის წელიწადნახევარში გამოუშვეს. მერე ძირითადად ქალაქში იყო. ერთხელ ქალაქიდან რომ მოდიოდა, ჩვენს ალაყაფთან ჩავლისას, ბირჟაზე შეკრებილი ბიჭები დაესივნენ, “ანდრო, გვაჩვენე ერთი მაგი საბუთიო,” ანდრომ არსენს დაანახა რაღაც წითელი, გასაშლელი მოწმობა, სხვები რომ მიუახლოვდნენ, “გეყოფათ ახლაო” და საჩქაროდ წავიდა სახლისკენ.
-- ვინც მაგი კეკებეში მიიღო იმის დედაც მოვტყან!-- შეიგინა არსენმა და ბიჭები ახორხოცდნენ. ბოლოს როცა ვნახე, უკვე დამოუკიდებლობის შემდგომ, წითელი ჯვრის მისიას ახლდა. მანქანაზე ჰოლანდიის დროშა ოყო. გაოცებულმა ვკითხე ჩემს უფროსს, ასეთები რათ უნდათ-მეთქი?!
-- იცნობ?
-- როგორ არ ვიცნობ, ერთი წამხდარი და უღირსებო კაცია.
-- ეგ წითელი ჯვარი სულ აგენტების ბუდეა, რა გიკვირს ერთი!-- გაღიზიანებით წარმოთქვა ჩემმა უფროსმა და ვიტრინაში არეკლილ საკუთარ სილუეტს შეავლო თვალი, შემდეგ კი კაბა შეისწორა ოდნავ. ნუ გადაამლაშეთ-მეთქი ვუთხარი ღიმილით. მერე ფიქრმა გამიელვა; ურთიერთობითი იყო ყოველთვის, ადვილად ახერხებდა კონტაქტში შესვლას, ეშმაკს მოთაფლავდა და სიკვდილს გააბრუნებდა უკან. მახსოვს, სოფლის დირექტორი, ინგლისურის მასწავლებელი, როგორ აღმერთებდა: ასეთი ნიჭიერი ბავშვი არ ღირსებია ჩვეს სკოლას არასოდეს და არც აწი ეღირსებაო, არადა თვითონ მას ოქროს მედალზე ჰქონდა სკოლა დამთავრებული: სოფლის ისტორიაში პირველი იყო ვინაც ოქროს მედალი მიიღო, პირველი და უკანასკნელი, მერე არავის ღირსებია.

***

-- მთავარია არ გაწვიმდეს,-- ამბობს მამაჩემი.
-- რაღაც ისე მოიღრუბლა, ვეჭვობ! -- წარმოთქვა რძალმა,-- ორშაბათს დარჩები?
-- არა, მუზეუმში ახალი დირექტორი დაგვინიშნეს, არ მაქვს მასთან ღრეჯვის თავი,-- ვთქვი ისე, რომ სხვა ახსნა განმარტება არ დამჭირვებოდა.
-- მთავარია სათავე ავათრიოთ, მერე მეც ვიზამ, ნელნელა-- ამბობს ძმა და ჭიქებს ავსებს.
-- რაც არ უნდა გაგვიჭირდეს, მაინც მაღალი სახურავი გავაკეთოთ, სხვენში რომ შეინახოთ რამე, თორემ ზარალია.
-- აგერ ხართ ორივე და გადაწყვიტეთ.
-- ერთი სათავე დავამაგროთ და დანარჩენიც იქნება,-- უთხრა ძმამ.
-- მთავარია არ გაწვიმდეს,-- ისევ გაიმეორა მამამ, მერე ჭიქა მომიჭახუნა და თქვა:
-- ყველა წასულების ხსენება, ნათელში იყოს!
-- სოსო! —გაისმა აივანთან.
-- ვუი, იესეა! -- წამოხტა რძალი და სანამ გარეთ გავიდოდა მანამდე დაიძახა,-- მობრძანდი იესე!
შემოვიდა იესე. მაღალია, სულ გამელოტებულა. გულღიად, გაბადრულად მომესალმა და გადამეხვია.
-- როგორა, ხარ?!
-- გაიხარე, შენ ხომ ხარ კარგად?-- სიხარულს ვერ მალავს.
-- ანჟელა, როგორაა? აქეთ ხომ არაა?
-- არა, რა უჭირს.
-- რამდენი ჰყავს, შვილი?
-- სამი, გოგო და ორი ბიჭი.-- იბადრება იესე.
-- დიდები იქნებიან უკვე?-- დავმთვრალვარ, ისე მიჩუყდება გული.
-- უფროსმა სკოლა დაამთავრა, უკვე.
-- მომიკითხე რო ნახო! -- ვეუბნები თითქოს სხვათაშორის და ჭიქას ვუვსებ.

***
შუაღამემდე არ დამეძინა; ვერ ვხვდებოდი ნამთვრალევი, ფიქრებში ვიყავი თუ სიზმარში; შავი, უსიერი, ტაიგისა თუ ჯუნგლების ხედები ირეოდნენ თვალწინ; ამაზონის ჯუნგლები თუ თოვლითა და ყინულით გადათეთრებული რუსული სტეპები თუ ციმბირი. მერე თითქოს უცებ გადაიჭიმა ცაცა და მიწაც და დალის ნახატების პეიზაჟი გადაიშალა. რაღაცნაირი, ახლებური ცა და მიწა იყო თითქოს. ვებერთელა სივრცე გაწოლილიყო, ხმელი, გაჩხიკინებული ხე იდგა შუაში, გამხმარი ლეღვის ხე; მის ერთ-ერთ ხმელ ტოტზე ჩამოკიდებულ თოკზე სხეული ფრიალებდა, ყულფში თავგაყრილი ადამიანის სხეული, ფიტულივით მსუბუქად, თუმცა მუხლებით მიწას ეხებოდა, ძველი კოლხეთი გამახსენდა სიზმარში, ვიფიქრე, ასე ხომ იქ მარხავდნენ მიცვალებულებს, მაგრამ მაშინ მუხა უნდა იყოს-მეთქი. უცებ სახით ჩემსკენ მოატრიალა სიომ და მე ვიცანი ადა, მაყვალა დედა. მიკვირდა სიზმარში, ადა ხომ კარგახნის მკვდარია, თავი როგორ ჩამოიხრჩო-მეთქი? თუმცა რადგან მუხლებით ეხებოდა მიწას, ნაღდად ისაა-მეთქი, დავასკვენი; სწორედ ეს იყო ხომ მაშინ ეჭვის საბაბი- თავი არ მოუკლავს ადასო. მოულოდნელად თვალები დაჭყიტა და შავი, საშინელი მზერით მომაჩერდა, არა, თავიდამ მეგონა რომ მე მიყურებდა, მაგრამ მერე აღმოჩნდა რომ მის წინ, მიწას ჩასჩერებოდა, რომ დავაკვირდი, ვალიკო ვიცანი, უფრო სწორედ, მიწაში კისრამდე ჩამარხულ ადამიანში- ვალიკოს სახე თუ თავი ვიცანი; თავზე სისხლით წითელი ჯვარი ჰქონდა გამოსახული, ჭრილობის სახით. ფიქრმა გამკრა, აკი უროთი გაუჩეჩქვა თავი მაყვალამ, ასეთი იარა საიდან აქვს-მეთქი? შორს ჰორიზონტზე ვიღაც მორბოდა, ახალგაზრდა კაცი, აშკარად სალესი ქვა ეჭირა ერთ ხელში, მე რომ პატარაობაში ბაბუას ვპარავდი ისეთი, მეორეთი- დროშას მოაფრიალებდა: ცხადში ვიხსენებდი, ანდროს გავდა-მეთქი, მაგრამ ზუსტად არ მახსოვს. ხელზე ვიღაცამ მომქაჩა, მოვიხედე და იესე ვიცანი, ოღონდ ბავშვობის იესე, ორი წლისა რომ ჩამოაჩანჩალა მაყვალამ, ქერა, ოქროსფერი კულულები რომ დასთამაშებდა კეფაზე და მას შემდეგ- რაც სოფელი შეეგუა ციხიდან დაბრუნებული მკვლელის ოჯახს,- დაიცა რომ ზრდიდა, ხოლო ოჯახიდან ანდროს გაქცევის შემდეგ მის იმედადღა რომ იყო.
ალიონზე გამომაღვიძა სახურავზე წვიმის თქეშმა; ბავშობაში რომ მიყვარდა, თავლის ყავარზე წვიმის თქარუნი, ისე უშენდა ისხარი, ძალუმი და მაცოცხლებელი. ავდექი, თავი გავაქანე და ხელები საფეთქლებზე მივიჭირე, თხემი ტკივილისაგან მისკდებოდა, თითქოს სისხლი არ ეტევა თავში და გარეთ გამოჭრას ლამობსო. ვინანე, რამ დამალევინა ამდენი საფერავი?! ფანჯარა გავაღე და სახე წვიმას მივუშვირე: წვეთები სასიამოვნოდ მომეალერსნენ სახეზე, ხელისგულები ჩამოვისვი შუბლიდან ნიკაპისკენ, მივისრისე წვიმა და თავლისაკენ გავიხედე: უცებ, ცხადში,- შემიძლია დავიფიცო,- ნათლად დავინახე თუ როგორ დარბოდნენ ჯერარაშენებულ თავლის სხვენზე ჩემი ბავშვობის სულისწორები.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 322 posts ] 
დესპანი