www.fereidani.geახალი ქვეთავი 108 – ბაია ლომსაძე – «საქართველოო ლამაზო»
www.fereidani.ge„შთაბეჭდილებები, წინადადებები, შენიშვნები“ – „საქართველო“ – ჩანაწერი 48.
ბატონო გიორგი! მე გიორგი აბესაძე (უმცროსი) გახლავართ. როცა მამაჩემმა თქვენგან ინტერნეტით კუთხის თაროს შეკვეთა მიიღო, წერილის ქვემოთ თქვენი საიტის მისამართი ამოვიკითხე და შემდეგ კი გულწრფელად მოვიხიბლე! ეს არაჩვეულებრივად საქვეყნო საქმეა. ბევრ ჩემს მეგობარსაც ვურჩიე, რომ საიტს გასცნობოდნენ, რადგან აქ ძალიან ბევრი შეიძლება შეიძინო (არა მარტო ფერეიდანზე) და სულიერი სიმშვიდე მიიღო... პატივისცემის ნიშნად კი გიგზავნით ჩემს ერთ ლექსს – „კიდევ ერთი მიწა“:
მე არ მინახავს ქედა და ხულო, ამ ზაფხულს უნდა მოვინახულო.
ასე ყიალი დავგეგმე გუშინ, უნდა გავიცნო სვანი და თუში.
ენკენისთვეში მივაღწევ რაჭას, ჭიშკართან დავაჭაშნიკებ მაჭარს
და მერე ლოცვით დავყვები რიონს. ხვანჭკარის ძალამ რომ გადამრიოს? –
ტალღებში შევუფრინდები ენგურს, ფონად გავიფენ სიმღერას მეგრულს.
მწუხრისას, მზე რომ თავს ზღვაში ჩარგავს, ქისტივით შევიპარები ჩარგალს.
ვაჟას ლექსივით ვიხუვლებ ხევში – ჩემი პატარა წიგნებით ხელში.
საცალფეხო გზას ჩავყვები რაშით, ციციშვილებთან გადავალ ქართლში.
თურმე რამხელა ვყოფილვართ მაინც, დიდი გვქონია სიგრძე და განიც.
................................................................................................................................
საზრდელად კიდევ გვაქვს ერთი მიწა – ცა აფხაზეთის და თეთრი რიწა!!!
გთხოვთ მოინახულოთ!
პატივისცემით გიორგი ალავერდაშვილი.