↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 May 2008
Posts292
კარმა0
OFFLINEPROFILE
გაჟონვა

ისეთი მარტო ხარ - გეცინება.
ისეთი დაღლილი - მიეჩვიე.
ძალაინ მარტივად - გეძინება.
ან იქნებ პირიქით - საეჭვოა.

თვალებში ჩაზრდილი გისოსიდან
ჟონავს შემოდგომის მიწურული.
აგიტანს სიცივე, მიცოცდები
რატომღაც ჯვარცმასთან... სისულელე!

ნებდები საკუთარ სისუსტეებს.
მარტო ხარ - ღმერთმაც კი მიგატოვა.
და მხოლოდ წვიმების ინსულტები
ტოვებენ ფანჯრებზე ჰემატომებს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Sep 2008
Posts93
კარმა0
OFFLINEPROFILE
საქართველოს მთებს

მთებო, რა ლამაზები ხართ,
რარიგ სიტურფით ჰშვენითა,
ყვავილნი მობრძანებულან
თქვენი ჩიტების სტვენითა!
ირმები დალაღებულან
ნორჩი ბალახის წვენითა,
დადიან, დასეირნობენ
ყურდაცქვეტილი სმენითა!
ნეტავ სულ თქვენთან მამყოფა,
მახარა თქვენთან ლხენითა,
თქვენთან მაღირსა სიკვდილი,
ვიმარხებოდე თქვენითა;
ვისუდრებოდე ნისლებით,
გულზე ცვარ-ნამის დენითა;
მტიროდეთ, მასაფლავებდეთ,
ფოთლებს მაყრიდეთ წყენითა;
დამძახდეთ ზარსა გლოვისას
ნიავის კვნესა-სტვენითა!
მთებო, რა საყვარლები ხართ,
ტყე-ღელე, ჭალა-სერითა,
აყვავებული ქედებით,
მდინარეების ჩქერითა,
ცის ელვა-ჭექა-ქუხილით
და ქარიშხალის მღერითა, -
- ისე არ მოვკვდე, არ გავძღე
თქვენი სიტურფის მზერითა!


/ქუჩიშვილი (ჩხეიძე) გიორგი/ 1911 წ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined15 Jan 2009
Posts117
კარმა0
OFFLINEPROFILE
თუ სახეზე შემომხედავ დაინახავ უცებ ღიმილს,
ვერ მიხვდები რომ მე ჩუმად ამით ვფარავ გულის ტკივილს,
გავუყვები ღამით ქუჩას და ავხედავ სავსე მთვარეს,
ცას ვარსკვლავი თუ მოწყდება ჩუმად ჩავიფიქრებ რამეს,
მერე ისევ ძველებურად სალოცავში ვიწყებ ლოცვას,
ცოდვების დასავიწყებლად ისევ დავცლი ღვინის ბოცას,
დავითვერბი, ვერ ავდგები, კვლავ დავიწყებ მუხლზე ცოცვას,
ნურას მკითხავ, ვერას გეტყვი და დავიწყებ ისევ ბოდვას,
ვიღაცა თვალს გამაყოლებს ვერ გაიგებს ის ჩემს ტკივილს,
გულიანად ჩაიცინებს: "მთვრალია და მიტომ ტირის"
ვინ რა იცის როგორ ვცხოვრობ, რად ვიღიმი მუდამ ასე,
არ იციან ჩემი გული ტკივილითვთ თუ არის სავსე,
მე რომ მუდამ თან ვატარებ განწყობას და ლამაზ ღიმილს,
ვერ ხვდებიან რომ ღიმილი მალავს ჩემი გულის ტკივილს!
ვერას ვამბობ ძველებურად მივუყვები კუთვნილ ბილიკს,

გაიკვირვებთ ალბათ ყველა თუ დავიწყებ უცებ ტირილს,
სევდით სავსე ვზივარ ასე და შევცქერი ზეცით მთვარეს,
ყველა ჩემი გულის ტკივილს მე ვუყვები ამ ჩუმ ღამეს,
თითქოს მისმენს, ხმას არ იღებს, ვერ ბედავს რომ მითხრას რამე,
შეიძლება მიფრთხილდება არ სურს მითხრას რამე მდარედ,
ან საერთოდ არ ვადარდებ მოსცლიაო ამბობს ასე,
"შენნაირი ვინც მინახავს ყველა მეუბნება მასე"

თუმცა რა ვქნა ცხოვრებაში რით განვაგრძო გზები გრძელი,
მე წავალ და გზად დამრჩება ნაწერები ცრემლით სველი,
ვიღაც ნაწერს წაიკითხავს იტყვის არ არისო წრფელი,
ვიღაც იტყვის სულ ეს იყო? არ არის ეს ძაან ვრცელი.
მაგრამ როგორც მე მჩვევია გავუყვები ჩემს ბნელ ქუჩებს,
ტყუილა არ ვიოცნებებ არ ვეცდები შევწვდე ღრუბლებს,
შევეცდები თან ვატარო ამ ცხოვრების მძიმე ჯვარი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined11 Jan 2009
Posts10
კარმა0
OFFLINEPROFILE

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
ღმერთო, მაპატიე აპათია, რაც კი მაბადია - მაპატიე... ერთსაც ვერ ვასრულებ შენაპირებს, ნეტავ მოვაგნებდე შენს ნაპირებს. თორემ უშენობა უმზეოა, არ ვიცი ვისავით უმწეო ვარ... ქვიშაზე ნაწერივით წავიშლები, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები მე მივატოვე მზის შენობა, ჩემიც აღარ მახსოვს მნიშვნელობა. იქნებ გამახსენო? გამახსენე ყველაფერი თავიდან ამიხსენი. შენი სამი ცალი სამოსელი, ღმერთო ფარდებივით ჩამოხსენი. იქნებ მომაშორო ეს ნიღაბი...
უფალო მე კი არა - შენ იყავი!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
დამხატე... ოღონდ ნუ დამხატავ ასე სევდიანს, შემილამაზე მარტოობა მხიარულ გრიმით, შემომაძარცვე ეს ავბედი მელანქოლია, თორემ უსაზღვრო ძალა უნდა ბუნებრივ ღიმილს. დახატე ზეცაც.... ოღონდ თეთრი მოსაცყენია, სანთლების რკალში ჩაატიე მთელი სახატო... ჩემს ოცნებაში სალოცავებს სანთლის ფერი აქვს, დახატე სივრცე... ოღონდ ლურჯი აღარ დახატო,. მე აღარ მინდა შემოდგომის ფოთოლთა ცვენა, იქნებ მიმოზა დამიხატო სადაფის ფერი, თეთრი ზამთარი??-მე არ მახსოვს... ეს იყო ძველად... შენ დამიხატე უნამქერო და იისფერი. დახატე მიწა... და მზის აკვნად აქციე თოვლი... ყველა სურვილი დასაცყისში ასე მუნჯია... ზღვაც დამიხატე... ოღონდ მწვანე ვით მოლი, მერე რა მოხდა ცხოვრებაში თუ ის ლურჯია... დახატე ქალი... საქალეთი შეცვალე, თუ გსურს, უყოველგვარო დამცირებით.... უმასკარადოდ... ამ სამყაროში ბევრი რამე შეცვალე, თუ გსურს, ოღონდაც ქალი არ დახატო უმამაკაცოდ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
ფიქრს მინდა გავექცე არაფრის დიდებით
და ყველა მოვლენა მეჩვენოს სულერთი
ხმაური მიყვარდეს? არაფერისდიდებით
სიჩუმემე დამღალოს? ხომ არ გასულელედი?!

მე დამღლის მუდმივი გრძნობების გამოცდა,
განწყობა - ფერი რომ არასდროს ეცვლება,
ტანჯვა, თუ შემთხვევით, რაიმე წამომცდა
და დილა, რომლისაც რატომღაც შემრცხვება.

მე დამღლის ვიღაცა მუდმივი ხალისით,
სიცილით, რომელსაც ფინალი არ უჩანს,
ყვავილთა ქორწილის აკრძალვა მაისით,
ამ ლექსში რითმისთვის ნათქვამი ალუჩა

მე დამღლის სამოსის მოდური შერჩევა,
სარკე-არსებობის პირადი პასპორტი,
ჩემს მარტოობაში ვიღაცის შემჩნევა
და ის, რომ გავხდი და წელშიაც გავსწორდი,

მე დამღლის თამაში ,პატარა სცენაზე,
ბავშვურად მე თვითონ ცარცით, რომ მოვხაზე,
სათქმელი ტკივილით მომდგარი ენაზე,
ტუჩებით გათხვრილი ამბორი ლოყაზე.

მე შემშლის : ბოდლერიi, ლორკა და ედგარ პო,
ბახზე და მოცარტზე ლექსების კონცერტი,
მთვარეს გვირგვინივით ატმების ეგდა რტო
და ახლა სიგარეტს ქალის თითს მოვწევდი .

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 May 2008
Posts292
კარმა0
OFFLINEPROFILE
მოძრაობის ილუზია …

განგრევს მოძრაობის ილუზია,
გახრჩობს უძრაობის ანაკონდა.
შუბლზე ნაოჭებად მიგლურსმნია
წლების ფრაგმენტული ამარკორდი.

ისმენ უღმერთობის რაფსოდიებს,
ბედთან უმიზეზო შედავებით.
იცი - ყველაფერი აფსურდია!
გულიც აღარ გწყდება, შედარებით...

აღარც თბილისური სანაპირო
გხიბლავს... მით უმეტეს ნარიყალა.
გინდა გადახვეწა განაპირას,
სადმე დედამიწის - დაიღალე!

სისხლის დადინებით ქუსლებიდან,
გინდა გაქცევა და განაჩენად -
წყვილი ფანქარი და ფურცლები და
წყალსაც წაუღია დანარჩენი!

არც კი მიიხედო წარსულისკენ
მზად ხარ, უზრდელურად ისე გაქრე,
რომ არ მოგინატრონ წასულიც კი,
გინდა, უსაშველოდ გინდა, მაგრამ

გტანჯავს მოძრაობის ილუზია,
გხუთავს უძრაობის ანაკონდა.
შუბლზე ნაოჭებად მიგლურსმნია
წლების ფრაგმენტული ამარკორდი..

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 May 2008
Posts292
კარმა0
OFFLINEPROFILE
****

ცხოვრებისაგან წყალწაღებული
მე შენს სიყვარულს ჩამოვეკიდე.
გამარჯვებული, გალაღებული
მიყვარხარ კიდევ!

დავბერდი? არა! ლექსების ფერებს
დაჰკრავს სურნელი საუკეთესო,
ნამდვილ სიყვარულს რა დააბერებს,
სულზე უტკბესო!

ვინ დააწყნარებს მეტეხის მორევს?
ვინ შეაჩერებს ლექსს ნიავქარულს?
მტკვარში ცოცხალ თევზს ვერვინ გამოლევს,
გულში - სიყვარულს.

და თუ ხანდახან ფშატის ხესავით
ვერცხლის ჭაღარას მეც შევერევი, -
გწამდეს, შენს თვალებს დაუკვნესავი
ვერ შეველევი.

დავბერდი? არა! ლექსების ფერებს
დაჰკრავს სურნელი საუკეთესო,
ნამდვილს სიყვარულს რა დააბერებს,
სულზე უტკბესო!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Aug 2008
Posts1679
კარმა0
OFFLINEPROFILE
ვილლ=ko= =ko=
კარმა შენ :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined27 Feb 2009
Posts2
კარმა0
OFFLINEPROFILE
ლელუკაგეო მაგარ ლექსებს დებ თუმცა სევდიანებია სამწუხაროდ მათი უმეტესობა. ბედნიერებას დ გისურვებ შენს პატარებთან და მეუღლესთან ერთად.კარგი ჩანხარ =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined27 Feb 2009
Posts2
კარმა0
OFFLINEPROFILE
გამარჯობათ ქართველებო.მე ახალი ვარ იმედია გავიცნობთ ერთმანეთს და დავმეგობრდებით.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2009
Posts896
კარმა0
OFFLINEPROFILE
მეგობრობას გთავაზობ მარი-ლოვე.კეთილი იყოს შენი მობრძანება ამ ლამაზ ოჯახში.აქ ყველა ერთმანეთ ეფერება.კარმა დილით სხვას მივეცი როგორც კი საგამოს დრო მოვა მოგცემ კარმას.სიყვარულითთთთთთთთთთ ქართველოოოოოოოოოო=ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2009
Posts896
კარმა0
OFFLINEPROFILE
დესპანელებოოოოოოოოოოოოო,სიხარულებო გავამხნევოთ მარი-ლოვა და ვისაც შეგიძლიათ კარმით დაასაჩუქროთ.ეს იქნება ნისანი ჩვენი სტუმართ მოყვარეობის.იფიქრეთთთთთთთთთთ=fiqri= =fiqri= =dk= =ko= =ko= =cxeni=

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined15 Jan 2009
Posts117
კარმა0
OFFLINEPROFILE
mari_love დიდი მადლობა. რაც შეეხება პატარებს და მეუღლეს, მარი არ ვარ გათხოვილი.ჯერ ადრეა, პატარა ვარ =lol= =lol=
=ko= =ko= აი ნახავ მოგეწონება დესპანი და დესპანელები.თბილი და მოსიყვარულე ხალხია. =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი