↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined15 Jan 2009
Posts117
კარმა0
OFFLINEPROFILE
:( აუ შემეშალა და ორჯერ დამეპოსტა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2009
Posts896
კარმა0
OFFLINEPROFILE
ლელუკაგეო სიხარულო მართალი ხარ ეს მართლაც თბილი ოჯახია .და ყველას გეფერებით.მარი-ლოვე მიიღე დაპირებული კარმა სიხარულო=ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 May 2008
Posts292
კარმა0
OFFLINEPROFILE
ქარი არის

ქარი არის.
სულ უბრალოდ -
ქარი არის.
ლიხს იქით კი,
ახლა ალბათ
წვიმებია.
ცაზე თეთრმა
ურჩხულებმა
ჩაიარეს
და ფიქრებიც
ამინდივით
მძიმდებიან.

სიგარეტი,
გაბზარული
ჩაის ჭიქა...
ქარმა ღამე
გადაფინა
კანაფებზე.
დამიჯექი,
მოდი გვერდით
დამიჯექი
და დილამდე
ვისაუბროთ
არაფერზე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Aug 2008
Posts1679
კარმა0
OFFLINEPROFILE
ვილლ
ძალიან ლამაზ ლექსებს დებ:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2009
Posts896
კარმა0
OFFLINEPROFILE
ამ ლექს მოგიძღვნით თქვენაო
რადგან მიყვარხართ ყველაო
მალე მენახეთ ქართველნო
დაბრუნებული,ყველაო
ხომ ხედავთ ამ გაუბედურებულ ქალს დესპანმა ლექსების წერაც დამაწყებინა.უბერავ არა უკვე და ვერ ვამჩნევ ხო?=fiqri= =dk= =haa= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
დათოვლილი სანთელი

საღამო ამნაირ სახის
დარდივით გაჩნდება ისევ.
დაო, ვგრძნობ გრიგალის ძახილს,
დაო, ვგრძნობ წამების მიზეზს.

გათავდა ცრემლების თოვა,
ო, ხსოვნას რა ნელა ძინავს.
და თეთრი ქალწული - გლოვა
ეცემა სისხლიან მინას.

და ირგვლივ სამარეს უვლის
ფარული სურვილის ლანდი.
და ჩემი მწუხარე სული
მსგავსია დათოვლილ სანთლის.

ეს მხარე ღამდება, რადგან
ცისფერი იმედი მიდის.
როგორი სიჩუმე დადგა,
ო, როგორ ჩამოწვა ბინდი!..

მე წავალ სხვანაირ სახით,
ჩემს წასვლას დიდება მისდევს.
დაო, ვგრძნობ გრიგალის ძახილს,
დაო, ვგრძნობ წამების მიზეზს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Dec 2008
Posts636
კარმა0
OFFLINEPROFILE
სიცოცხლე, რომელიც სიყვარულს ითხოვს

ოდესმე გულზე
ყვავილები დამაკვდებიან,
დამაკვდებიან იელები და გვირილები,
ჩვენი ღრუბლები დაილევიან,
შენი თვალები დამიტირებენ.
მაგრამ ჯერ ჩემში სიცოცხლეს ღვიძავს,
დავდივარ, ვეძებ დაკარგულ ხვითოს
და სანამ კაცი ვიქცევი მიწად,
სითბოს ველი და სიყვარულს ვითხოვ -
თორემ ოდესმე
ყვავილებიც დამაკვდებიან.
ძნელი ყოფილა
ძნელი ყოფილა იმის შეგნება,
რომ ხეს სუყველა ფოთოლი წყდება,
ძნელი ყოფილა სიკვდილი თურმე,
როდესაც ხედავ, სუყველა კვდება,
ძნელი ყოფილა გზის გადარჩევა,
როდესაც ყველა გეთათბირება,
და მარტოობა, როცა შენს ირგვლივ
ათასი კაცი ერთად ირევა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
საქართველო იყო მათი საოცნებო სახელი

ძველად თურმე, როცა მტრების უთვალავი ჯარები
მოდიოდნენ, რომ გაეღოთ საქართველოს კარები,
მამაკაცებს გვერდით ჰყავდათ, ვით ფოლადის ფარები,
და მტრებს მათთან ერთად სცემდნენ საქართველოს ქალები.
ისე მტკიცე იყვნენ თურმე, ვით მეტეხის კედელი,
გმირი თამარ ვაშლოვნელი და მაია წყნეთელი.
მათი ხმალი ცეცხლს აფრქვევდა, მტერი თრთოდა ვერანი,
საქართველოს ცის ფერს ჰგავდა ფერი მათი მერანის.
სადაც უნდა ყოფილიყვნენ, მარად დაუზრახველნი, —
საქართველო იყო მათი საყვარელი სახელი.
ბრძოლის ველზე მიდიოდნენ რაინდული ოცნებით,
მიდიოდნენ და მიჰქონდათ ჩალისფერი დროშები,
ბევრჯერ სისხლით შეღებილა მათი ავგაროზები.
სადაც უნდა ყოფილიყვნენ, თუნდ სამარის კარამდის,
ოსმალეთის მიწა იყო, თუ მინდორი მარაბდის, —
საქართველო იყო მათი საყვარელი მარადის.
სადაც უნდა აღემართათ სატევარი და გორდა,
ვაჟკაცურად მიიწევდნენ, ვაჟკაცურად გაჰქონდათ —
სპარსეთში თუ დაღესტანში, კრწანისთან თუ შამქორთან,
საქართველოს ერთი მუჭა ცხელი მიწა თან ჰქონდათ.
სიკვდილის წინ რუსთაველის შაირების ძახილით
მიწას გულში ჩაიკრავდა ქართლელი თუ კახელი, —
საქართველო იყო მათი საოცნებო სახელი.
შვილებს ომში აგზავნიდნენ წარბშეკრული დედები,
აგზავნიდნენ, აბარებდნენ დედურ დაიმედებით:
თუ ისარი ზურგში მოგხვდეთ, არ დაიჭრათ მკერდები,
ხელმეორედ ნუ გენახოთ საქართველოს ედემი!
ისე მტკიცე იყვნენ თურმე, ვით მეტეხის კედელი,
გმირი თინა წავკისელი და მაია წყნეთელი.
მათი ხმალი ცეცხლს აფრქვევდა, მტერი თრთოდა ვერანი,
საქართველოს ცის ფერს ჰგავდა ფერი მათი მერანის.
მამულისთვის დაიღუპნენ ვაჟკაცობის მსახველნი,
საქართველო იყო მათი უწმინდესი სახელი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 May 2008
Posts292
კარმა0
OFFLINEPROFILE
როგორც უილმოტი

გზები იზომება ახლა პოეზიით.
ღამე ცოდვა არის მომაკვდინებელი,
უფრო მძიმე ცოდვებს ვიხსნი პროტეზივით -
ედგარ, მე მოვკალი შენი ანაბელ ლი!

დამრჩა გასავლელი კიდევ იარდები,
მოკლე ნაბიჯებით ასე - ხუთასია.
სულმა კი არა და ხორცმა კი არა და
ღმერთმაც განიცადა, მგონი, მუტაცია.

აღარც იღბალია, აღარც უიღბლობა -
ძველი რვეულივით ბედი გადავშალე.
ალბათ მეც მოვკვდები, როგორც უილმოტი -
ქრისტეს ასაკში და თანაც ათაშანგით.

არა, პოეტებო, მე ნუ მეტოლებით,
წადით, დაეტოლეთ ვინმე გ. ვ. ტ. - ებს...
მე სიცოცხლეს ვებრძვი ჩემი მეთოდებით
და ეს უკვდავებაც უნდა გამოვტოვო!

თქვენთვის მიჩუქნია ყველა ტიარა და
ყველა გვირგვინი და ყველა ასე შემდეგ.
ფორმა კი არა და ზომა კი არა და
თავში ქვა გიხლიათ! მე კი, გადავშენდე

უნდა, როგორც ჩემი დიდი წინაპარი
სადმე ხის ოდაში, სოფელ ლედგებიეს.
თორემ, როგორც წესი, ლექსთან წილნაყარი,
მერე თაობები, წიხლით შემდგებიან.

რაღა დაგიმალოთ... ახლა - მომიტევეთ,
უნდა უსათუოდ რამე დავაშავო,
სანამ მეც მოვკვდები, როგორც უილმოტი -
ქრისტეს ასაკში და თანაც ათაშანგით.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 May 2008
Posts292
კარმა0
OFFLINEPROFILE
Любви не может быть меж нами:
Ее мы оба далеки;
Зачем же взглядами, речами
Ты льешь мне в сердце яд тоски?

Зачем тревогою, заботой
С тобой полна душа моя?
Да, есть в тебе такое что-то
Чего забыть не в силах я;

Что в день печали, в день разлуки
В душе откликнется не раз,
И старые пробудит муки,
И слезы вызовет из глаз.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Dec 2008
Posts636
კარმა0
OFFLINEPROFILE
დაივიწყე და წამოდი-მეთქი.

ერთად დავთვალოთ უდაბნოს ქვიშა,
ერთად ვუთიოთ ქარავანს ღამე,
ერთად ავუგოთ ბავშვობას წესი,
უნდა მოვძებნოთ სემი და ქამი,
გამოვაღვიძოთ დაღლილი ნოე,
უცხო მიწაზე ვისწავლოთ თესვა,
აქ სხვა სურნელი ასდის ღვინოებს
და სულ სხვაგვარი ჩრდილი აქვს მზესაც,…
თმა შეიკარ და წამოდი-მეთქი.

ისე დაბერდნენ ძველი ღმერთები,
სიტყვის უთქმელად გარდაიცვალნენ.
როგორც თოვლისგან მიწა თეთრდება,
როგორც გაზაფხულს უხმობს მერცხალი,
ისე ცხადია ჩემი ეჭვები,
აღარ სჭირდება ნიშნებს შესწავლა,
ცის თაღს შევუდგეთ სუსტი ბეჭებით,
ქორონიკონიც უნდა შევცვალოთ,
გზას გახედე და წამოდი-მეთქი.

ცეცხლი გიზგიზებს მაყვლის ბუჩქებზე,
შეძახილისგან ლეღვის ხეც გახმა,
მომწყვდეულია სული მუჭებში
და მალე ვიღაც გამოჰკრავს ჩახმახს,
ცას შეასკდება პირველი ლოცვა
და სინანული _ ლოცვას რომ ახლავს.
პასუხი ყველა კითხვაზე მოგვცეს,
სასანთლეებში ზეთს უნდა ჩასხმა,
დრო აღნიშნე და წამოდი-მეთქი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
aupairad

კარგია=ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2009
Posts896
კარმა0
OFFLINEPROFILE
ზიზი მაშ ჩემი დაწერილი ლექსი არ მოგეწონა ხომ.=dk= =fiqri= =kf=

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 May 2008
Posts292
კარმა0
OFFLINEPROFILE
L’HEAUTONTIMOROUMENOS *

მე შენ დაგარტყამ რბილად და წყნარად,
არა სიბრაზით და სიძულვილით,
ვით მოსემ დაჰკრა კლდეს წყლის წყურვილით,
და რათა მოვრწყა ჩემი საჰარა-

მაგ თვალთა უპით მე გამოვხურავ
და გადმოვადენ ნაკადულს ურვის,
და იმედშესხმულ ჩემს ნატვრა-სურვილს
ვნახავ შენს მლაშე ცრემლებზე მცურავს,

ვით შუა ზღვაში შეცურებულ გემს…
და ამ ჩემს გულში, მაგ ცრემლით მთვრალში,
როგორც დაფდაფის საბრძოლო მარში,
ქვითინი შენი ექოს გამოსცემს.

ეგების – მსგავსად ყალბი აკორდის –
მე ვწყდები ღვთიურ სრულ სიმფონიას
და ვემსხვერპლები ხარბ ირონიას,
უმოწყალოდ რომ მირტყამს და მკორტნის?

ჩემ ხმაში მისი ცრუ ბგერებია,
მთელ ჩემს სისხლად დის ეს საწამლავი,
მე ავბედითი სარკე ვარ შავი,
რასაც მეგერა ჩაშტერებია.

მე ვარ დანაც და ჭრილობაც ღია,
მე ვარ ლოყაც და სილაც გაწნული,
ბორბალიც, ტანიც ზედ გაბაწრული,
მქვია ჯალათიც, ზვარაკიც მქვია!

სახრავი ჩემი – ჩემივ გულია,
ვით უპატრონო ერთ-ერთი სული,
ვინც სიცილზეა სულ განწირული
და ღიმილი კი არ შეუძლია!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ამ ცხოვრებაში
მე ვარ სულ მარტო,
ოღონდ არ მკითხო,
ვერ გეტყვი რატომ.
ამ ცხოვრებაში მე ვარ ეული,
მაგრამ მკვდარია ჩემი სხეული.
მე აღარ ვიტვლი წუთებს და წამებს,
რადგან კვლავ შეცვლის ნათელი ღამეს.
ჩემი ცხოვრება კვლავაც გრძელდება,
მაგრამ ჩემს ტკივილს ვერავინ ხვდება.
უშენოდ ჩემი გრძნობა გაქრება,
გული კი მარტოდ მარტო დარჩება.
მოგონებები თუ გადარჩება,
ამ მოგონებას ცრემლი ახლდება.
ყველაფერი კი ასე მთავრდება,
გული უშენოდ დაიტანჯება.
სული ობოლი მარტო დარჩება
და ჩემი გრძნობა ასე გაქრება,
გაივლის დრომ და დადგება წამი
როცა მე უკვე ვიქნები გვამი.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი