მოგესალმებით დესპანელებო, როგორ ხართ, იმედია კარგათ=ko=

მეც მინდა ორიოდ სიტყვა ვთქვა მახოსთან დაკავშირებით, როგორც ყური მოვკარი, კომენტარებში აწყენინესო რაღაც და შეიძლება ერთ-ერთი მიზეზი ეს იყოს დესპანზე რომ არ შემოდის...
მახო, აქ რამდენი პროვოკატორი, უსირცხვილო და უცხვირპირო ადამიანი შემოვა კომენტარების გასაკეთებლად, ყველას რომ მოუსმინო და გულთან მიიტანო მათი ჭუჭყიანი სიტყვები, ერთი კი არადა ორი გული რომ გედგას კაცს მკერდში, ორივე ერთდროულად გაგისკდება. ეს ყველაფერი სპეციალურად ხდება, განზრახ აკეთებენ ადამიანის მოსაშხამად...უბრალოდ ისაა გულდასაწყვეტი, რომ ისინიც ქართველები არიან(!)
შემოდი რა ისევ და გააგრძელე ძველებურად, ამით მხოლოდ იმას დაამტკიცებ, რომ მათ დონეზე არ დახვედი და თავს არ უყადრებ უსუსურ და ბოღმა ადამიანებს, მომენატრა შენი ლექსები:) ესეც რომ არ იყოს, აქ პირველი კარმა შენ მაჩუქე. როგორც წესი, ყველაფერი პირველი დაუვიწყარია და ასე ვთქვათ, შენ მომნათლე:)

მოვიკითხავ დიდი სიყვარულით თიკოს, ელჩს, არიადნას....და ა.შ და ა.შ....ყველას !
