↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
დედავ სიცოცხლის დიდო საწყისო!


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 83 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
გიორგი პაპუაშვილი
დედა

ერთხელ დედა ძალიან გააბრაზა გელამ. წადი, მომშორდი, დაუყვირა დედამ და ზურგი შეაქცია.

„დედას არ ვყვარებივარო“, - გაიფიქრა გელამ და ოთახიდან ფეხაკრეფით გაიპარა. კარგა ხანს იწრიალა ეზოში. რაკი დედა უკან არ გაეკიდა და თავისებურად არ მოეფერა, დაამტკიცა, ნამდვილად არა ვყვარებივარო. ეზოდანაც შეუმჩნევლად გაუჩინდარდა და სასოფლო გზას დაადგა.

მიდის გელა და უკან არ იყურება. სოფელს რომ გასცდა, ტყე დაიწყო, მაგრამ ვერც ტყემ შეაშინა. მიდის და მიდის უკანმოუხედავად. შემოხვდა მგელი.

- სად მიდიხარო?

- დედაზე უკეთესს ვეძებო.

- ახლავე შეგჭამდი, მაგრამ ბატკანით გამაძღარი ვარ და, სულ ერთია, უკან არ ჩამოივლიო?

მგელმა პირიც არ ახლო და გზას ბარაქა დააყარა გელამ.

შემოხვდა დათვი.

- სად მიდიხარო?

- დედაზე უკეთესს ვეძებო.

- ახლავე შეგჭამდი, მაგრამ ბევრი თაფლი გეახელი და... სულ ერთია, უკან არ ჩამოივლიო?

დათვმა პირიც არ ახლო და გელამ ისევ გზა განაგრძო.

შემოხვდა ბერიკაცი!

- სად მიდიხარ, კარგო ბიჭოო?

- დედამ სახლიდან გამომაგდო და უკეთესს ვეძებო.

- შვილად აგიყვანდი, მაგრამ დედობას მაინც ვერ გაგიწევ და რა გაეწყობაო.

მიდის გელა, მიდის და შემოხვდა დედაბერი.

- სად მიდიხარ, ლამაზო ბიჭოო?

- დედაჩემმა სახლიდან გამომაგდო და დედაზე უკეთესს ვეძებო.

- შვილად აგიყვანდი, მაგრამ რაკი დედას გამოჰქცევიხარ, ჩემთანაც არ გაჩერდებიო.

დედაბერმაც განი მისცა და გელამ ისევ გზას ბარაქა დააყარა.

ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ერთ პატარა მდინარეს გადააწყდა. მდინარის ნაპირას ვიღაც ტიტლიკანა ბიჭი ჩხირკედელაობდა. გელას დანახვაზე ფეხზე ადგა და მისკენ წამოვიდა.

- ვინა ხარ და საით გაგიწევიაო?

- დედამ შინიდან გამომაგდო და დედაზე უკეთესს ვეძებო.

- დედა რა არისო?

- დედა ის არის, ვინც გაგაჩინაო.

- არ ვიცი, ვინ გამაჩინაო.

- როცა წაიქცევი, ვინ წამოგაყენებს და დაგაჩუმებს ხოლმეო?

- არავინ არ წამომაყენებს ხოლმე. მე თვითონა ვდგები და ვჩუმდებიო.

- საჭმელს ვინ გიმზადებსო?

- საჭმელი ხეებს ასხია. პანტა-მაჟალოთი გავდივარ იოლას. ზოგჯერ კენკრასაც ვშოულობო.

- ჩაის ვინ გიდუღებს და გასმევსო?

- ჩაი არც გამიგია, წყალსა ვსვამო.

- მაშ არ იცი, დედა რა არის და შვილი რა არისო?

- არ ვიცი. ოღონდაც გამაგებინე და მშვილდ-ისარს გაგითლიო.

მშვილდ-ისრის ხსენება ძალიან გაუხარდა გელას, მაგრამ მაინც ყოყმანი დაიწყო:

- მე შინიდან გამომაგდო და შენ რას გიზამსო?

- მაინც მაჩვენე და თუ არ მომეწონება, ისევ აქ წამოვიდეთო. აი, ეს მდინარე მთლიანად ჩემია. ხან ასე ვიხტუნოთ და ხანაც ისე, აქ ვიცხოვროთ და კენკრა ვჭამოთო.

გელას ძალიან მოეწონა ტიტლიკანა ბიჭის აზრი. ტანზე თავისი პერანგი ჩააცვა, ასე სირცხვილიაო, ჩაჰკიდა ხელი და უკან დაბრუნდნენ.

შემოხვდათ დედაბერი.

- ბიჭს ბიჭი მიმატებია და ორი შვილი გამხდომიაო.

- ამ პატარა ბიჭმა დედა არ იცის, რა არის. უნდა ვაჩვენო და მერე მოგივალო.

- რაკი დედასთან მიდიხართ, თქვენთან რა ხელი მაქვსო?!

შემოხვდათ ბერიკაცი.

- მოზვერს მოზვერი მიმატებია და უღელი გამხდომიაო.

- ეს ბიჭი დედაჩემთან უნდა წავიყვანო და თუ დედაჩემი არ მოეწონა, შენთან მოვალთო.

- რაკი დედასთან მიდიხართ, რა გაეწყობაო?!

შემოხვდათ დათვი.

- ლუკმას ლუკმა დამატებია და ისევ კარზე მომდგომიაო, ახლა ორივეს შეგახრამუნებთო.

- ამ პატარა ბიჭმა დედა არ იცის, რა არის, ვაჩვენებ და მერე მოგივალთო.

- რაკი დედასთან მიდიხართ, მიპატიებია. დედის ცრემლისა ძალიან მეშინიაო.

იარეს, იარეს და შემოხვდათ მგელი.

- ფერდებიც დამცარიელებია და ბიჭებიც თავიანთი ფეხით მოსულანო.

- ჯერ ნუ შეგვჭამ, ამ პატარა ბიჭმა დედა არ იცის, რა არის და დედასთან მიმყავსო.

- რაკი დედასთან მიდიხართ, შეჭმას ვეღარ გაგიბედავთ. დედის წყევლისა ძალიან მეშინიაო.

მგელიც ჩამოეცალათ და ბიჭები სოფლის გზას გაუდგნენ.

იარეს, იარეს და... ეზოში რომ შევიდნენ, დედა კიბეზე იჯდა და მწარედ მოთქვამდა. სულ ცრემლად იღვრებოდა.

- აგერ, დედა რა არისო, - დაანახვა გელამ.

დედამ გაიგო შვილის ხმა. წამოხტა, ეცა და გულში ჩაიკრა. ხან ტიროდა და ხან იცინოდა. ჰკოცნიდა და ეხვეოდა. შვილის ალერსით რომ გული იჯერა, მაშინღა შენიშნა უცხო ბიჭი.

- ეს კარგი ბიჭი საიდან მოიყვანეო?

- დედა არა ჰყავს და შენთან წამოვიყვანეო.

დედამ შვილს ხელი გაუშვა და პატარა ბიჭს მოეხვია:

- იუ, შვილო, რა ცოდო ხარ, რომ დედა არა გყოლია... შენ გენაცვალე და შენი ჭირიმე, დარჩი ჩემთან და ჩემი შვილის ძმა იყავი, ძმა მაინც არა ჰყავსო.

პატარა ბიჭი სიხარულისაგან ატირდა. ამან უფრო აუჩვილა დედას გული.

- ნუ ტირი, შვილო!.. ნუ ტირი, შემოგევლე!.. დარჩი ჩემთან და აღარსად წახვიდე! ლამაზ შარვალსაც შეგიკერავ და ჭრელ წინდებსაც მოგიქსოვ.
- არ წავიდეთ?! - წასჩურჩულა გელამ.

- მე აქედან ფეხს არ მოვიცვლი და შენ სადაც გაგიხარდება, იქ წაბრძანდიო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მაყვალა მრევლიშვილი
ხელისგულზე

- შენ მაჩუქე მზე და მთვარე,
ვარსკვლავებიც ზედა!
სულ აკვანზე დამიყარე,
საყვარელო დედა.

ყანა, წყარო, ლურჯი მთები, -
რასაც თვალით ვხედავ,
მთელ სამშობლოდ მომიძღვენი,
საყვარელო დედა.

ხელისგულზე ერბო-ვერცხი
ვინ შეიწვას ნეტავ,
შენს ამაგს ვინ გადაიხდის,
საყვარელო დედა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ყველაზე ლამაზო

ყველაზე ლამაზო,
ყველაზე კეთილო,
ნუ სწყრები მალ-მალე,
პატარა დედილო!

მე მინდა, ყოველთვის
იცინო ლამაზად,
ნებივრად გივლიდეს,
მე ვეტყვი მამასაც.

თავზე რომ მევლები,
ზრუნვით რომ დამცქერი,
ახლა მე ვიქნები
სულ შენი დამცველი.

პატარა, ჯიუტი
თუ გყავდი აქამდე,
ხომ უკვე დიდი ვარ,
დარდები გაფანტე.

გამგონეც ვიქნები,
დამჯერიც ვიქნები,
ოღონდაც ნათელ შუბლს
ნუ იღლი ფიქრებით.

თუ რამე ვიტკინე,
მიშუშებ ალერსით.
ახლა მე გაკოცებ
მაგ ლამაზ თვალებში!

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined19 Apr 2008
Posts157
კარმა9
OFFLINEPROFILE
მანოო ფუმფულა შენ=ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
დოლამაფია სურათი აღარ არსებობს

ეს ყვავილები შენს უსაყვარლეს ქალს მიართვი ჩემგანსურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
ციცი! შენ კი, როგორც უსაყვარლეს დედას, ბებიას, დას,საუკეთესო დიასახლისს, აქტიურ დესპანელს კარმა ჩემგან უკვე მესამედ და ეს საჩუქარი.

სურათი აღარ არსებობს

სურათი აღარ არსებობს

სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ჩემო ლამაზო და ტკბილო დედებო, დედის დღეს გილოცავთ ყველას, ბედნიერი დედობა გქონოდეთ, ჯანმრთელად და ტკბილად გეცხოვროთ თქვენს შვილებთან ერთად, არცერთი შვილი არ გაზრდილიყოს უდედოდ, გფარავდეთ ღმერთი თქვენ და თქვენს ლამაზ ოჯახებს!!!=ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
ლიაკო 2008 მე შენ მინდა პერსონალურად მოგილოცო ეს გაზაფხულის ყველაზე საყვარელი დღესასწაული და მოგართვა აი ეს საჩუქარი. სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მანააა მადლობააა გაიხარეეე=ko= =ko= =ko= =ko=

მანო ხედააავ დოლამაფიამ მე მომბაძა და ფუმფულაო
=haa= =haa= =haa= =haa= =haa= =haa=
მაგარია არაა?

დოლააააა შემოგევლე მაგარი ხარ=ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
ბუბუუუუუუ, საყვარელო სად დაიკარგე კინაღამ საჩუქრის გარეშე დამრჩი.
გილოცავ დედის დღეს და მუდამ ბედნიერი დედა ყოფილიყო. აი ეს შენ საჩუქარი

სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ბუბუსუნა გილოცავ დედის დღეს. ძალიან ბევრი
და ლამაზი ყოფილიყოს შენთვის ეს დღე.ყოველთვის
ისეთი იყავი როგორიც მყავხარ ნანახი ძალიან მომწონხარ.
იხარე=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ეს თქვენ გოგოებოოოო=ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
მანა, საყვარელო, ძალიან დიდი მადლობა,:)

ეს შენ ჩემგან საჩუქრად :) სურათი აღარ არსებობს

სურათი აღარ არსებობს

სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 83 posts ] 
დედავ სიცოცხლის დიდო საწყისო!
დესპანი