დედა
სიცოცხლის დიდი წყაროა დედა,
სინათლის დიდი წყაროა დედა,
დედა - ლექსია ალალდ თქმული,
დედის მკერდში ძგერს სამშობლოს გული...
დედა - ვიტყვით და გულში ინათებს,
დედის სახელი მზით ნაქარგია,
დედა - სინათლე, დედა - სიმართლე,
დედა ყოველი რაც კი კარგია...
დედა მამულის დროშის მკერავი,
დედა ზრუნვაა, დედა - ფერება,
ისეთი ლექსი ვერ თქვას ვერავინ,
დედას რომ მართლაც შეეფერება!
მზე დედამიწას სანამ დანათის,
ჰყვაოდეს ჩვენი მხარე - ედემი,
აწ და მარადის, აწ და მარადის
აკვნებს არწევენ ქართლის დედები.
ახლა შეგვხედოს მტერმა რანი ვართ,
იგრძნოს მამულის სუნთქვა გაბმული,
ყრმას რომ უმღერდა დედა ნანინას,
ვაზის უსმენდა სულგანაბული...
დედა - მამულის დროშის მკერავი,
დედა ზრუნვაა, დედა - ფერება,
ისეთი ლექსი ვერ თქვას ვერავინ,
დედას რომ მართლაც შეეფერება!..
