qurdimaxo wrote:ციტატა:
მ ა ხ ო ც
მ ო ს უ ლ ა
ქართველო დედებო,შინ და გარეთ,ყველას გილოცავთ,
ამ შესანიშნავ დღეს, დ ე დ ო ბ ა ს.
იბედნიერეთ თქვენი საყვარელი შვილების ბედნიერებით.
ოოო,ნეტავ იცოდეთ რა ძნელი ყოფილა 19 დღე
უთქვენობა, ჩემო ძვირფასებო,ჩემო კეთილო,ჩემო
ტკბილო ხალხო. თქვენ მე იმდენი სიხარული და
სითბო მომანიჭეთ,ამავე დროს იმდენი ცრემლიც
მაღვრევინეთ. ყველას ვუსურვებდი,მხოლოდ ასეთი
სასიამოვნო და სასიყვარულო ცრემლების დაღვრას.
მაპატიეთ,ცოტა გრძელი კომენტარი გამომივა,მაგრამ
უამისოდაც არ შეიძლება.
მინდა ნაწილობრივ გაგაცნოთ წერილები,რომელსაც
მე ვღებულობდი,ჩემთვის უცნობი ადამიანებისგან,
ზოგს PM-ში,ზოგს სკაიპში და ზოგსაც ფორუმზე
ვკითხულობდი.
გამარჯობა მეგობარო
ბევრი ფიქრის მერე,გადავწყვიტე მომეწერა და იმედია "გამოხტომაში" არ ჩამითვლი.
საიტზე ახალი ვარ და "კუმ ფეხი....."ო,ასე არ მიიღო.
სამშობლოს და ერთმანეთის,წრფელ,სიყვარულს ასხივებდა ეს საიტი და ამიტომ,დავრეგისტრირდი.
მინდოდა ჩაგხუტებოდით და ჩემგანაც პატარა წვლილი შემეტანა თქვენ საქვეყნო საქმეში.სამწუხაროდ მიგვატოვე და ყველაფერი აირია!
მე არ ვიცი რა მოხდა,ვინ გაწყენინა და არც უფლება მაქვს,შენი პირადული ვიძიო.მაგრამ,რაც სიკეთე დათესე საიტზე,უნდა გააგრძელო,ასე ხელაღებით ყველაფრის მიტოვება,არ უდა იყოს გამართლებული.
შენს დარიგებას არ ვცდილობ,სწორად გამიგე.შემოდიხარ და შენც ხედავ:კვდება ფორუმი და წამალი შენ ხარ!
უბრალოდ გთხოვ:დაბრუნდი და შენი გულის სითბო ისევ დადე საიტზე.
ეს გახლავთ მახო71.
ეს წერილი ეკუთვნის აუპაირადს.
მოგესალმებით დესპანელებო, როგორ ხართ, იმედია კარგათ
მეც მინდა ორიოდ სიტყვა ვთქვა მახოსთან დაკავშირებით, როგორც ყური მოვკარი, კომენტარებში აწყენინესო რაღაც და შეიძლება ერთ-ერთი მიზეზი ეს იყოს დესპანზე რომ არ შემოდის...
მახო, აქ რამდენი პროვოკატორი, უსირცხვილო და უცხვირპირო ადამიანი შემოვა კომენტარების გასაკეთებლად, ყველას რომ მოუსმინო და გულთან მიიტანო მათი ჭუჭყიანი სიტყვები, ერთი კი არადა ორი გული რომ გედგას კაცს მკერდში, ორივე ერთდროულად გაგისკდება. ეს ყველაფერი სპეციალურად ხდება, განზრახ აკეთებენ ადამიანის მოსაშხამად...უბრალოდ ისაა გულდასაწყვეტი, რომ ისინიც ქართველები არიან(!)
შემოდი რა ისევ და გააგრძელე ძველებურად, ამით მხოლოდ იმას დაამტკიცებ, რომ მათ დონეზე არ დახვედი და თავს არ უყადრებ უსუსურ და ბოღმა ადამიანებს, მომენატრა შენი ლექსები ესეც რომ არ იყოს, აქ პირველი კარმა შენ მაჩუქე. როგორც წესი, ყველაფერი პირველი დაუვიწყარია და ასე ვთქვათ, შენ მომნათლე
ეხლა ფიცხელას მოვუსმინოთ
pizchela wrote:
მახო გავაგდეთ?!
მახოს ვერ გავუფრთხილდით?!
ფუუუუუუ... შეგვირცხვა ნამუსი...
ისე მეც მახოსავით აღარ დამედგომებოდა "იქეთ" და
ფერეიდანს შევაფარე თავი... ჩემმა ფერეიდნელებმა შემიფარეთ...
ჩემმა "თანაფესვებმა და თანანერგებმა"...თქვენ ჩემო ერთგულებო...
იქნებ მახოსაც აქ ეპოვა "ნავსაყუდელი"?
მოდი მახო, მოდი ფერეიდანში...მოდი გულში ჩაგიკრათ...
შემოგევლოს შენი ფიცხელა.
ესეც ელჩის სიტყვებიიიი
გამარჯვება ყველას.
ფიცხელ-ბევრი ვეცადე, მაგრამ ვერ გადავათქმევინე.
ჯანმრთელობასაც უჩივის, ყველაფერი გულთან მიაქვს.
რა ვიცი, მეც მენატრება ძალიან.
კი გვაქვს მიმოწერა, მაგრამ აქ ერიდება შემოსვლას.
მაგის ნიკს, როცა დავინახავდი, მაშინვე ვხსნიდი ხოლმე იმ გვერდს.
ეჰ.
"ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია ყოველთვის მტრიანი".
მე, მაინც არ მოვასვენებ.
თუ არის ჩვენი მეგობარი, ჩვენს გვერდით უნდა იყვეს.
ხომ არის?
არის.
ჰოდა მახოჯან, ამ წერილის წაკითხვა და შენი აქ გამოჩენა ერთი იყვეს.
ეს ჩვენი გუგუა
აბა წაიკითხეთ ვისი წერილი უნდა განახოთ!!!!!
მეორე წერილს კი ვერ წაგაკითხებთ...
მახო გვენატრებააააააააა!!!!
didi madloba yuradgebistvis chemo gugua, ar ipiqro, rom erti wutit
dametovebinos fereidani an shenze ar mepiqros yoveldge.
rac sheexeba im shen megobarze, namdvilad rtulia sxva shtatidan
raimes gaketeba, chven agentebs ase tu ise, ny-shi vicnobt.
chemi mxridan bodishs gixdi, uyuradgebobisatvis, erti-ori sityvit
unda amexsna shentvis, magram daemtxva chemgan despanis
mitoveba da dzalian did gancdebshi viyavi.
rogor momewona es leqsi, ra grma shinaarsi aqvs. rogor mixaria shen da shen saits amdeni shemtxveviti xalxic
rom exmaureba.
gkocnis bevrs sheni maxo
ბევრი ვეძებე სხვა წერილებიც,მაგრამ ვეღარ ვიპოვნე,
ალბათ მაინც ვნერვიულობ,მთლიან სიას ვერ მოგაწვდით.
რა დამავიწყებს,აუპაირადის,დათიკოს,ციციკორეს,1აიკოს
და ბევრი იმ ადამიანების წერილებს რომელთაგან
ნამდვილად არ ველოდი ასეთ დიდ ყურადღებას.
ბოლოს დააგვირგვინეს არიადნიმ, ტარტალეტკამ და
მაია7-მა,პროტესტი გამომიცხადეს,შენ თუ არ შემოხვალ
ჩვენც გავდივართ დესპანიდანო.
სკაიპი ხომ ამიწრიალეს ლეტიგომ,ჯიჯილალამ,ლეილამ და
სხვებმა.
ასეთი ბოროტიც კი არა ვარ,ჩემთვის საყვარელ ხალხს
ეს დიდი სიამოვნება მოვუშალო,რომელსაც დესპანი
აძლევს.
მინდა ორი სიტყვით გითხრათ,კერძოდ ნამდვილად
არავის მოუყენებია ჩემთვის შეურაცხყოფა, უბრალოდ მე ვარ ძალიან მგრძნობიარე ადამიანი და ეტყობა ადამიანებისგან,ვინც მე მიყვარს, ზედმეტს ვთხოულობ.
თქვენ კი ჩემო კარგებო,მერწმუნეთ სავსებით შემივსეთ
ის სიცარიელე,თუ კი ასეთი არსებობდა ჩემს გულში.
ისიც მინდა იცოდეთ,რა რიგ მომენათრა კომენტარებიდან
თითოეული პიროვნება.
ყველას დიდ მადლობას გწირავთ,ყველანი ძალიან მიყვარხართ.
თქვენი ქურდი მახო.
ანუ მედეა სიხარულიძე,რომელიც ბავშვობიდან
სიმართლისთვის,ადამიანების ლამაზი ურთიერთობისთვის
იკლავს თავს და თუ საჭირო იქნება კიდეც შევეწირები,
ჩემი სამშობლოსა და ჩემი ქართველების სიყვარულს.