↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ლექსი მეწყერი

მე არ ვწერ ლექსებს... ლექსი თვითონ მწერს,
ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს.
ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,
რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს.

მე დავიბადე აპრილის თვეში,
ვაშლების გაშლილ ყვავილებიდან,
მაწვიმს სითეთრე და წვიმის თქეში
მოდის ცრემლებად ჩემს თვალებიდან.

აქედან ვიცი, მე რომ მოვკვდები,
ამ ლექსს რომ ვამბობ, ესეც დარჩება,
ერთ პოეტს მაინც გულზე მოხვდება
და ეს ეყოფა გამოსარჩლებად.

იტყვიან ასე: იყო საწყალი,
ორპირის ფშანზე გაზრდილი ბიჭი.
ლექსები იყო მისი საგზალი,
არ მოუცვლია ერთი ნაბიჯი.

და აწვალებდა მას სიკვდილამდე
ქართული ცა და ქართული მიწა,
ბედნიერებას მას უმალავდნენ,
ბედნიერება მან ლექსებს მისცა.

მე არ ვწერ ლექსებს... ლექსი თვითონ მწერს,
ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს.
ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,
რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სიბერე

უკვე მოვხუცდი...
სულის კუნჭულში
შემომეპარა
ეჭვი და სნება...
ცივი ზამთარი
სუფევს ჩემს გულში
და სიხალისეც
ჭკნება და ჰქრება...

ბედო!
რა უყავ
დრო ყმაწვილობის,
რა უყავ
ჩემი შენდამი ნდობა?!
წაიღე ყველა,
ოღონდ მომეცი,
მომეცი ჩემი ახალგაზრდობა!...

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 May 2008
Posts292
კარმა0
OFFLINEPROFILE
****

ხან თვალცრემლიანი
სიზმრებით გაძინე,
ხან გულით გახარე
და გულით გაცინე,
ხან შენი ხსნა ვიყავ,
ხან შენი წამება,
ხან რაღაც გითხარი,
ხან ენა დამება.
ხან შენს მკერდს ვემონე,
დავნებდი ხან მკლავებს,
ხან ერთნი ვიყავით,
ხან ვგავდით ანკლავებს,
ხან შენი ტუჩები
ტუჩებზე მეკონა,
ხან შენთვის შევძრავდი
სამყაროს მეგონა...
ხან ღმერთად შეგრაცხე,
ხან ხატებს გადარე,
ხან დამცირებული
ჯოჯოხეთს გატარე,
ხან ჩოქვით მოვედი,
ხან ჩხუბით, ხმაურით,
ხან ჩუმად წავედი,
ხან აურზაურით.
ხან... ისევ მივდივარ
და მოვალ, გპირდები!
მიყვარხარ! მჭირდები!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში

შენს წმინდა სახეს,
შვენებით სავსეს,
სახიერებით განსხივებულსა,
ვუმზერ კრძალვითა,
თაყვანცემითა,
ცრემლ-მორეული გემთხვევი ფერხთა!
მიხარის - გიმზერ,
ვჰსწუხვარ - და გიმზერ,
და ესრეთ მზერა მსურს სიკვდილამდე,
არ გამოვფხიზლდე,
რომ აღარ ვჰგრძნობდე
ჩემი სამშობლოს სულით დაცემას!..
ყვავილოვანი
წალკოტი შენი,
შენის დიდების სხივ-მოკლებული,
აღარა ჰშვენის,
აღარ გვიბრწყინვის
შავ დროთა ძალით, ფერ წახდენილი!..
და, ვით განვლილსა
სიზმარსა ტკბილსა,
მზეს დიდებულად ჩასვენებულსა,
ვიგონებთ შენს დროს,
გული გვიმაგროს,
სრულად არ წარვჰსწყმდეთ ცის შემრისხავნი!
ხნით დამაშვრალი,
დაღონებული,
შენადვე, მეფევ, მოველ ვედრებით:
მოხედო ბედკრულს
შენ სატრფოს - მამულს,
და ჯვარით შენით აკურთხო კვალად.
შენი ივერი
აღსდგეს ძლიერი,
და დადგეს ერად სხვა ერთა შორის,
წმიდით საყდარით,
ენით მდიდარით,
სწავლისა შუქით განათებული!
ზნე ამაღლებით,
ძლევის დიდებით,
სამშობლო მიწის სიყვარულითა! –
და გაგვიცოცხლდეს,
რომ კვლავც მოგვესმეს
სიტყვა ქართული რუსთაველისა.
რომ განვიღვიძნეთ,
სულით განვახლდეთ,
და განქრეს ბნელი უმეცრებისა!..
... მაგრამ ცად თვალნი
გაქვს მიქცეულნი,
და მე ვეღარ მცნობ გულ-შემუსვრილსა,
დამცირებულსა,
ხმა-მიღებულსა,
ბედ-დაკარგულის ივერიის ძეს!
ეჭვით აღვსილსა,
უსასოდ ქმნილსა,
გულ უიმედოს, გაუხარებელს!..
ვაჰ, თუ რაც წახდეს,
ვეღარა აღჰსდგეს,
ვეღარ აღყვავდეს ახლის შვენებით?
და რაც დაეცა,
ის წარიტაცა
შავმან ყორანმა ვით უმწე მსხვერპლი!
ჰე, ცრუ სოფელო,
დაუნდობელო,
შენში კეთილი სად არს ფერ-უცვლელ?
დიდება ჩვენი,
ცად სხივ-მიმფენი,
ნუთუ ესღა გვაქვს, ვჰხედავთ რასაცა?
დაყრუებულსა,
გზა შეუვალსა,
უდაბურს ტყეში ტაძარს დარღვეულს,
სად სახე მეფის,
დიდის თამარის,
სჩანს ძველს კედელზე გამოხატულად!..

გრიგოლ ორბელიანი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
რა გალეულს და ფერწასულს გხედავ
ჩემო პაწია ცოდვილო დედა
ვაიმე, როცა შენს გულთან მჭრიდნენ
რაიმე ხომ არ გატკინე ნეტა

არ შეგეშინდეს შვილი ვარ შენი
შენი ტკივილი სისხლი და ხორცი
ნიავი ვარ და გონია გშველი
სიცხიანს მწუხარს კულულზე გკოცნი.
მაგ ბავშვურ შუბლსაც გიკოცნი მორცხვად
გაბუსხულ ტუჩსაც ბავშვურად ლამაზს
ეხლა სული ვარ და უფალს ვლოცავ
შენს გადარჩენას ვულოცავ მამას.
მადლობა უფალს რომ არ დაგღუპა
არ დამიობლა ძმები და დები
მე კი ბარტყი ვარ ტანშებუმბლული
ცად ანგელოზმა მაჩუქა ფრთები.
როგორ მინდოდა მეც მოვსწრებოდი
მეც გამეხარა ამ სამზეოთი
მეც დამეძახა შენთვის ,,დედიკო”
და მამას ყელზე შემოვხვეოდი.
ჩაწნული ვიყავ მომავლის ფიქრთან
როგორც პეპელა ყვავილში რგული
დაბადებამდე რამდენი მიკლდა
ითვლიდა ჩემი პაწია გული.
ალბად გგონივარ დაღლილი სხვისი
ალბად გგონივარ სუნთქვა სიოთა,
შენ ხომ უძლებდი საკუთარ ტკივილს
მე კი ძვირფასო შენიც მტკიოდა.
თურმე ტყუილად მომიხაროდა
შეხვედრა შენთან, დებთან და ძმებთან
ახლა მოვტირი სხვა სამყაროდან
არარაობის ჩრდილი და სევდა.
რად გააწბილე ღვთის იმედები
რატომ შეშალე და გაამრუდე
ანგელოზების და პლანეტების
კეთილი გათვლა და ვარაუდი?
კიდევ სად არის სხვა საქართველო
ჰყივის ლექსი და ციხის ჩონგური
მიწაში დედა და ვინ დაითვლის
შვილი და ძირი ჩემებრ მოკლული.
თუ სვეტიცხოველს ვერ ავაგებდი
,,ვეფხვის-ტყაოსანს” თუ ვერ დავწერდი
მაინც ზედმეტი და მოსაკვეთი
არ ვიქნებოდით შენთვის არცერთი.
შვილთა სიმრავლე დაგბედებოდეს
მტრედის გუგუნი და მუხის ჩერო,
ჩხებით,აკვნებით და ბუდეებით
ამაღლდი ჩვენო ფუძევ და ჭერო.

შ. ნიშნიანიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
ტირიფის ტოტები ტირიანო
ასე ეჩვენება ყველას
თავდახრილ ადამიანს ეტანება
უფრო ამბობენო სევდა.

ნურც ტირიფს, ნურც ალვის ხეს შევედრებით
სხვისიც რომ შეგვეძლოს შველა
ნაყოფს რომ გამოიღებს იმ ხეს ვგავდეთ
ჯობია ვეცადოთ ყველამ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
რაღა დროს მარტია? მე მაინც მოვალ
და კოცნას დაგიტოვებ შენს ტუჩის კუთხესთან
ასეთი მთვრალი და ასეთი ფხიზელი
მართალი ვიქნები თბილისის ქუჩებთან

ბოლომდე გამიძელ, მე ვცდი და დაგხატავ
ფერებად გადმოვღვრი სიყვარულს ტილოზე
ღმერთი ვერ ვიპოვე ჩემს რეალობაში
და ყველა ენაზე თითოჯერ ვილოცე.

რაღა დროს მარტია?! ვნებას არ ვეურჩოთ
ამინდის სიცივე გავათბოთ სხეულით,
გახსოვს? ბავშვობაში შენი სახელებით
გადაჭრელებული რომ მქონდა რვეული?
.
კარტივით გაგიშლი წარსულს და მომავალს
გავაღოთ ფანჯრები, ოთახში კვამლია,
ზეწარმოხვეული მხარზე დამეყრდნობი
მეტყვი--- მაისია რაღა დროს მარტია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
უსასრულოა და სისხლით ნაწერი
ჩემი ქრონიკული ტრფიალის ქრონიკა
რომ შემომჩვევია სევდა გაბასრული
კაეშნის მგეშავი, ავი და გულზვავი

ჩემი მარტოსული პატარა წარსული
ზურგზე რომ ამკიდა ამხელა კუზივით
ათასჯერ სიკვდილით თვალები დავიწვი
სული აქილევსის ვეება ქუსლია----

და ალბათ, არ გეტყვი, რადგან თუ რა ვიცი
ვიცი, რომ სიყვარულს ასე არ უხსნიან!
და სწორედ ამიტომ შენი თმის თავთავებს
მდუმარედ მოვითვლი დამთვრალი ბანგის სმით.

ათიბში მიჯნური მთვარე დაბანცალებს.
იციან , იწვიან, ვარსკვლავთა ნარგიზნი.
მსურხარ და მაძალებ სულ ცოტა მაცალე
სული თუ მოვითქვი სიყვარულს აგიხსნი.

ვიცი, რომ სიყვარულს ასე არ უხსნიან!
მდუმარედ მოვითვლი დამთვრალი ბანგის სმით,
და სწორედ ამიტომ მთვარეს ვუთვალთვალებ
და სწორედ ამიტომ სიყვარულს არ გიხსნი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
დაგელოდები თავის ქნევით მპასუხობ რახან---
და წამწამებიც სინანულის ფერით მორთულან
მე მოვალ შენთან, როგორც თოვლი მოვიდა შარშან
შარშან კი თოვლი როგორც მახსოვს ,სულ არ მოსულა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 May 2008
Posts292
კარმა0
OFFLINEPROFILE
სიყვარულის კამიკაძე

ბედთან ამბოხების მქვია ექსტრემისტი -
რა ვქნა, თავის დახრას არ ვარ მიჩვეული.
არრა მაბადია გარდა ლექსების და
გარდა სიამაყის - რაღაც უჩვეულო.

ხელში გადავითვლი ხურდებს კარამბოლით -
ერთ ღერ კესანესაც ამით ვერ მივწვდები...
შენი ფანჯრებიდან ისმის "ამაპოლა",
გვერდი ავუარო - გულიც გამისკდება!

მინდა შემოგძახო, მაგრამ რანაირი
განცდა მეუფლება: მტრული გაციებით,
ისე გამიცივდი... ადრე სხვანაირად
იყო - გიხაროდი მეტად, გაცილებით.

და მეც გილოცავდი, შენთვის მოგონილებს,
დღეებს - სასწაულებს, ისე უცნაურად...
ახლა შენს სარკმელთან ვდგავარ უქონელი,
როგორც შემოდგომის ბოლო აზნაური.

აღარც სიგელი მაქვს, აღარც ჰერალდიკა -
წყალსაც წაუღია! ახლა მთავარია,
კეთილ მეყვავილეს ერთობ ეგზოტიკურ,
ლექსში გავუცვალო ივან და მარია.

ღია ფანჯარაში გესვრი ყოჩივარდებს,
მინდვრის ყვავილებით დაგხვრეტ... გამექეცი!
ბედთან უიმედო ჯანყის ყოჩი ვარ და
შენი სიყვარულის მქვია კამიკაძე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ნიკოლოზ ბარათაშვილი

ცისა ფერს

ცისა ფერს, ლურჯსა ფერს,
პირველად ქმნილსა ფერს
და არ ამქვეყნიურს,
სიყრმითგან ვეტრფოდი.

და ახლაც, როს სისხლი
მაქვს გაციებული,
ვფიცავ მე – არ ვეტრფო
არ ოდენ ფერსა სხვას.

თვალებში მშვენიერს,
ვეტრფი მე ცისა ფერს;
მოსრული იგი ცით
გამოკრთის სიამით.

ფიქრი მე სანატრი
მიმიწევს ცისა ქედს,
რომ ეშხით დამდნარი
შევერთო ლურჯსა ფერს.

მოვკვდები – ვერ ვნახავ
ცრემლსა მე მშობლიურს,-
მის მაცვლად ცა ლურჯი
დამაფრქვევს ცვარს ციურს!

სამარეს ჩემსა როს
გარს ნისლი მოეცვას,-
იგიცა შესწიროს
ციაგმა ლურჯსა ცას!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Dec 2008
Posts636
კარმა0
OFFLINEPROFILE
მზე ცდილობს სხივებით მიიწვიოს მთვარე
თავის სადგომში,
მაგრამ მთვარიდან მზემდე
გზა არცთუ მცირედი
ღლის მწყურვალ მთვარეს..
შემოაღამდება და
მზეც გაჯავრებულს მოისხამს ღამეს,
მთვარეს დატოვებს მარტოს..
და მერე მთვარე აუნთებს
ათას წვრილ სიზმარს,
შემოირიგოს ნატრობს..
ხოლო როდესაც მოლოდინი შეერწყმება გაცრეცილ სიზმარს,
მე ისევ მოვალ და გეტყვი_
“დილა მზისა”..

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 May 2008
Posts292
კარმა0
OFFLINEPROFILE
ზამთარი # 32

ოცდამეთორმეტე
რიგში ზამთარია -
ამინდი მლაშე და
ამინდი მომჟავო.
შენი არგუმენტი
ტყვიაგამტარია
დღეს,
როგორც არასდროს,
სუსტი და ბეჩავი,
რომ რადგან აქამდე,
როგორღაც მოხვედი
და რადგან...
(არც ღირდეს,
ვინ იცის, ოცნებად!)
ჯერ კიდევ სადა ხარ?!
იმდენჯერ მოგხვდება
ცხოვრება ტუჩებში,
თვითონ გაოცდები...
გინდა ამოშალო
სული სხეულიდან,
როგორც მიცემული
თითქმის დავიწყებას,
"ისე რა" ლექსები
ძველი რვეულიდან,
სანამ გაზაფხულდა,
სანამ დაიწყება
ისევ იმედები,
ოცნების გორები,
ტკივილის მთები,
და ტანჯვის ტიანშანი...
მიდი, ამოშალე
და თვალგასწორებით
სული, ნაზამთრალი,
ზეცას მიაშავე!
ოცდამეთორმეტე
რიგში ზამთარია, -
ამინდი მლაშე და
ამინდი მომჟავო...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
"მარტი"

ჩამოთოვა,მთებზე თეთრად ჩამოთოვა,
ჩამოთოვა თითქოს გულზეც დარდად,
უსაშველოდ მეჩვენება ეს დილა და
საღამოთიც კვლავ ითოვებს ალბათ.
მერტის თვეში საკვირველი კი არ არის
ყვავილებზე მობნეული თოვლი,
ამბობენ რომ,ეს თვე ქალების მსგვსია
უცნაური,იდუმალი როკვით.
მაინც,რაღაც უცვეულო ამ თვეს ახლავს,
ამითია ქალის თანასწორი,
ბუნებაში ყველაფერი ახსნილია
ქალისა და მარტის გარდა მგონი.
როგორც მარტი გაზაფხულის საწყისია,
ისე ქალიც - საწყისია მოდგმის,
ამიტომაც,ხასიათი მათ ერთი აქვთ-
ლმობიერი,ხან ზვირთების ტოლი.
მარტის მოსვლას მაინც ყველა ელოდება,
იპარება სულში სიტბო ნაზად
და ამიტომ,ამ დროს თოვლი არას ნიშნავს,
როგორც მოვა,ისე სწრაფად წავა.
გავა მარტიც და დადგება მზეობის თვე,
აპრილში ხომ მზე აჯობებს ზამთარს?
ასე არის -აზვირთებულ ქალის გულსაც,
სიყვარულით თქმული სიტყვა ქარგავს.

მედი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
საით მივყავარ ჩემს მოწყენილ გზას,
სად ვპოვებ შვებას მიუსაფარი?
რას მომცემს ისეთს მე საქართველო,
და ან რას მისცემს მას ჩემი ქნარი?
არ ვიცი! მაგრამ უმიზნო დღეებს
ვითვლი და ვითვლი ყმაწვილურ ჟინით,
ყოველ დღეს გულის ტკივილით ვხვდები
და ვეთხოვები მწარე ქვითინით.
მარტოდმარტო ვარ... ვისაც ოცნება
ედემის ციურხატებად სთვლიდა,
ვისაც სიყრმითვე მე თაყვანს ვსცემდი,
ყველა მომცილდა, ყველა წავიდა.
აუხდენელ ფიქრს ვინ არ იგონებს,
ძველ ოცნებებზე რომელი არ სწუხს?
ვწუხვარ, ვეძახი ჩემს სიყმაწვილეს,
მაგრამ არავინ იძლევა პასუხს.
საით მივყავარ ჩემს მოწყენილ გზას,
სად ვპოვებ შვებას მიუსაფარი?
რას მომცემს ისეთს ჩემი სამშობლო,
და ან რას მისცემს მას ჩემი ქნარი?
არ ვიცი... მაგრამ უმიზნობაში
ფიქრს ვერ ვაკავებ ცრემლად მონაქუხს...
ვწუხვარ... ვეძახი სიცოცხლის მიზანს,
მაგრამ არავინ იძლევა პასუხს.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი