2009 21:28
ნოსტალგია
მენატრებიან საქართველოს ჭაღარა მთები,
ზამთარში თეთრად შევერცხლილი ჩემი მთაწმინდა,
მეც მითეთრდება შენზე ფიქრში სამშობლოვ თმები,
რადგან შენს გარდა სხვა მიყვარდეს ქვეყნად არ მინდა.
დღისით დავდივარ, დავაბიჯებ უცხო ქუჩებში,
ღამით მშობლიურ ქვაფენილებს ვიხსენებ სიზმრად,
და დატოვებულ შეყვარებულს ვკოცნი ტუჩებში,
კვლავ დაბრუნება შენს უბეში, ერთი მაქვს ფიქრად.
მელანდებიან სახეები მონატრებული,
მაგონდებიან ხუმრობანი მეგობრებისა,
და მეტანება უჯიათოდ ფიქრთა კრებული,
აღარ დაგტოვებთ, დაბრუნება თუ კი მეღირსა.
და ოცნებებში კვლავ შემესხა თითქოსდა ფრთები,
გადავიფრინე რუსთაველი, ვერა, მთაწმინდა,
და მითეთრდება შენზე ფიქრში სამშობლოვ თმები,
რადგან შენს გარდა სხვა მიყვარდეს ქვეყნად არ მინda
ეს ლექსი მანამ გამომიგზავნა pm-ში.
მართლაც რომ ყველაფერი თვალწინ დამიდგა.
ეჰ,რა კარგია ჩვენი ქვეყანა არა?
სახლში მინდააააა. შემეკითხეთ რა სახლი თუ მაქვს. მერე რა არა მაქვს და იასევ მექნება,მთელი
ჩვენი ქვეყანა ჩემი სახლი არ არის?
მანა ჩემი ხათრით ნახალოვკაც რომ მიგემატებინა
კი არაფერი დაშავდებოდა.

