↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
დღესასწაულები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 130 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
გილოცავტ გიორგობას დაესწარით მრავალს ჯამრტელები

წმინდა გიორგის მადლი შეგეწიოთ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ჩემო კარგებო, გილოცავთ გიორგობას!
წმინდა გიორგის მადლი და ძალა გფარავდეთ ყველას და სრულიად საქართველოს!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

მოგილოცავთ 8 მარტს! ყველა ქართველ მანდილოსანს!
=ko= თქვენ სახეზე სულ ღიმილი ყოფილიყოს!=ko= =ko= =ko= =ae=

http://www.youtube.com/watch?v=vi-zs5Qg6b4

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ქალებოოოოოოოოოოოო
გოგოებოოოოოოოოოოო
გილოცავთ ქალთა დღეს 8 მარტს
იყავით ლამაზებიიიიიიიიი
ჯამრთელებიიიიიიიიიიიიი
სიყვარულებიიიიიიიიიიიი
საურველებიიიიიიიიიიიიი
სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
გოგოებო და ქალებო.
რას გეტყვით იცით?

მე, ძალიან მინდა, ყველაზე ლამაზები იყვეთ მსოფლიოში, სხვა გოგოებთან და ქალებთან შედარებით.
ყველაზე ტკბილები და სანატრელები, ყველაზე მიმზიდველები, ყველაზე ჭკვიანები, ყველაზე ერთგულები,
ყველაზე გამძლეები, ყველაზე უსაყვარლესები.

თქვენი სიხარულის და ბედნიერების ყურება მინდა ყოველთვის.
ბევრი ქართველი ქალ-ვაჟი, რომ გაგვიჩინოთ, ესეც ძალიან მინდა.
მინდა, რომ დაფასებულები იყვეთ, თქვენი საყვარელი მამაკაცებისგან.
პაპებისგან, მამებისგან, ბიძებისგან, ძმებისგან, ძმაკაცებისგან/დიახაც, ძმაკაცებისგან/ და მეუღლეებისგან.
და რაც ყველაზე მთავარია, თქვენს გაზრდილ ვაჟკაცებს, თქვენთვის, ტაფამწვარი შეეცვათ ხელისგულებზე, თქვენთვის.

ბედნიერი ქალები ყოფილიყავით.

თქვენ, ხომ ჩვენი ბებიები, დედები, დეიდები, მამიდები, დაიკოები, საყვარელი მეუღლეები და ჩვენი ასულები ხართ.
ყველა ქალს მოგილოცავთ, ამ დღეს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
იცოცხლე და გაიხარე ჩვენო elhco=ko= =ae=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Oct 2008
Posts2868
კარმა0
OFFLINEPROFILE
ელჩი დიდი მადლობა სიხარულოოო=ko= =ko= =ko=
შენს ქალბატონებსაც მიულოცე ჩვენგან=ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

გილოცავთ ქალებოოოო=ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
http://www.youtube.com/watch?v=hJqvJTFI ... =1&index=2

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მიძინება - მარიამობა

დღეს მთელი ქრისტიანული სამყარო აღნიშნავს დიდ საეკლესიო დღესასწაულს - მარიამობას ანუ ყოვლადწმიდა ღვმთისმშობლის მიძინებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა უფლის ზეცას ამაღლების შემდეგ მეჩვიდმეტე წელიწადს, იერუსალიმში, სიონში, წმ. იოანე ღვთისმეტყველი სახლში, სადაც უწმიდესი დედა მიძინებამდე ცხოვრობდა. ეს დღე ყოველი ქრისტეს მიმდევარისათვის მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ დღეს ხდება ზეცისა და ქვეყნის დედოფალთან ჩვენი შეხვედრა, რათა მოციქულების მსგავსად დავილოცოთ მისგან, შემდეგ კი სიყვარულითა და ცრემლით გამოვეთხოვოთ მას, და გავაცილოთ იგი ზეცას, რომ დამკვიდრდეს სიახლოვეში მისგან შობილ იესო მაცხოვართან, ჩვენთვის მეოხად და შუამდგომელად. დღეს ჩვენ ყველას, რომელთაც კი გვაქვს ჩვენი უფლისა და მხსნელის - იესო ქრისტეს რწმენა და სასოება, წმიდა მოციქულების მსგავსად, ღმერთი უხილავად გვკრებს იერუსალიმში, რათა მოწმენი გაგვხადოს დიდი საკვირველებისა, თუ როგორ მიიბარებს ქალწულ მარიამის წმიდა სულს უფალი ჩვენი იესო ქრისტე და როგორი დიდებით აამაღლებს მას ზეცას. დღეს ჩვენც, ისე როგორც თავის დროს ქრისტეს მოწაფეებს, ჯერ გვეუფლება წუხილი და სევდა უწმიდეს დედოფალთან განშორებისა, მაგრამ შემდეგ, როცა უფალი გაგვიცხადებს ყოვლად წმიდა ქალწულის მიძინების საიდუმლოს, და დაგვანახებს დიდებას, რომელიც უწმიდესი დედოფლისთვის აქვს განმზადებული უფალს, ჩვენი სევდაცა და წუხილიც, უსაზღვრო სიხარულით იცვლება და ჩვენ საკვირველი მადლიერება გვეუფლება ღვთისა. ქალწულის ზეცას ამაღლებით, რაც მისი მიძინების შემდგომ მოხდა, ჩვენ, ქრისტეს მიმდევრებმა შევიძინეთ დიდი შემწე და მეოხი უფალთან, რამაც ზეცა ჩვენთვის კიდევ უფრო ახლობელი და სასურველი გახადა. ამიტომაა, რომ დღევანდელ დღეს, ჩვენ მხოლოდ ერთი სურვილი გვიჩნდება: რათა ღირსეულად ვაქოთ და ვადიდოთ ყოვლად წმიდა ქალწულის საკვირველი მიძინება და ზეცას დამკვიდრება, როგორც გზა ზეცას ჩვენი ამაღლებისა და გაბრწყინვებისა. ჭეშმარიტად, რომ არა მეოხება და დიდი შეწევნა წმიდა დედოფლისა, ვერავინ მიიღებდა უფლისაგან გამართლებას და ვერც საუკუნო სიხარულს დაიმკვიდრებდა ზეცას. საოცარია, რომ თავისი დიდი სიწმიდისა და სიკეთისათვის, ამ ქვეყნიდან გასვლის წინ უწმიდეს ქალწულს მისგან შობილმა მოსთხოვა რათა ეთხოვა მისთვის ნებისმიერი რამ, რათა მას როგორც ღმერთსა და მის მხოლოდშობილ ძეს იგი გაეხარებინა. და რა საკვირველია, რომ ქალწულმა მას მარტო საკუთარი სულის ბოროტისაგან დაცვა კი არ შეავედრა, არამედ ქრისტეს ყოველი მიმდევარის მფარველობა და გადარჩენა სთხოვა თავის ძესა და მაცხოვარს. და უფალმაც ისმინა მისი ვედრება, დღესაც ისმენს მისას. ასე რომ, ღვისმშობელი ჩვენთვის შექმნა კიბედ, რომელმაც ზეცას უნდა აგვიყვანოს ჩვენ მკვიდრნი ქვეყანისა და დაგვამკვიდროს უფალთან.

ამიტომ გვინდა სიყვარულით ვუგალობოთ ჩვენს დედასა და ზეციურ პატრონს, რათა სიყვარული ჩვენი საუკუნო ცხოვრებაში საგზლად გაყვეს მას და ამ სიყვარულით და სითბოთი გვიცნას მომავალში მან, როცა ჩვენც მოგვიწევს გასვლა საწუთროდან და მარადიულ ცხოვრებაში გადასვლა. გვინდა შევამკოთ უწმიდესი ქალწული ღირსეულად, მაგრამ ვგრძნობთ, რომ ეს გაგვიძნელდება, ამიტომ ისევ წმიდათა მსგავსად გავბედავთ მის მოკრძალებულ ქებას და სიყვარულით შევღაღადებთ მას: „შობასა ქალწულებაჲ დაიმარხე, და მიცვალებასა სოფელი არა დაუტევე, ღუთისმშობელო, მიხვედ ცხოვრებად დედა ეგე ცხოვრებისა, და აწ მეოხებითა შენითა იხსნის სიკუდილისაგან სულთა ჩვენთა“.

ყოვლად წმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღეს შევთხოვთ უფალს, რომ არ მოაკლოს ღვთისმშობლის წილხვედრ ჩვენს ხალხს უწმიდესი ქალწულის ლოცვა და მფარველობა. ყოვლად წმიდა დედოფალმა მარიამმა დაიფაროს ჩვენი ქვეყანა ბოროტისაგან და ჭეშმარიტი შვება და სიხარული შესძინოს მას.

ღმერთმა მრავალ მარიამობას დაგვასწროს ყველა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
=cl

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
* ალავერდობა
ალავერდობა, მოსავლის დღეობა, დაკავშირებული ჭირნახულის მოწევასა და დაბინავებასთან. იმართება ალავერდის ტაძრის კარზე, ალავერდის მონასტრის დამაარსებლის იოსებ ალავერდელის სახელზე. იწყებოდა 29 სექტემბერს და გრძელდებოდა სამ კვირას. სამსაფეხურიანი ციკლი (თავი ალავერდობა, შუა ალავერდობა და ბოლო ალავერდობა) უკავშირდებოდა წინაქრისტიანულ რწმენა-წარმოდგენებს, კერძოდ, მთვარის კულტს. ალავერდობაზე ღამის თევით მოდიოდნენ მლოცველები გარეკახეთიდან, ქიზიყიდან, ერწო-თიანეთიდან, ფშავ-ხევსურეთიდან, აგრეთვე მეზობლად მოსახლე ქისტები, დაღესტნელები და ელები.

ალავერდობასთან დაკავშირებული იყო ტრადიციული ბაზრობა, რომელმაც XIX საუკუნის II ნახევრიდან ფართო ხასიათი მიიღო. გასაყიდად შემოჰქონდათ სამრეწველო საქონელი, შინამრეწველო ნაწარმი, მესაქონლეობისა და მიწათმოქმედების პროდუქტები. ალავერდობა გადმონაშთის სახით დღესაც არის შემორჩენილი.

* ატოცობა
ატოცობა, გიორგობა-ქვაშვეთობა, წმ. გიორგის სახელთან დაკავშირებული რელიგიური დღესასწაული. იმართებოდა სოფ. ატოცში (ქარელის რაიონი), იწყებოდა ოქტომბრის I ნახევარში და რამდენიმე კვირა გრძელდებოდა (შაბათ-კვირაობით). ატოცის წმ. გიორგის ეკლესიის მრევლს შეადგენდნენ ქართლის დასავლეთ რაიონებისა და ზემო იმერეთის მცხოვრებნი.

* ახალკვირა

ახალკვირა, ახალკვირაობა (სვანეთში ეწოდებოდა "უფლიშ", სამეგრელოში "დიდი თანაფა"), სინკრეტული ხასიათის რელიგიური დღეობა. იმართებოდა აღდგომის სწორს.

* ახოობა
ახოობა, ახოიანი მიწათმოქმედების სისტემასთან დაკავშირებული სათემო დღეობა. იმართებოდა გუდამაყრილ ბექაურ-წიკლაურთა გვარის ძირი ხატის - ფუძის ანგელოზის, "პირიმზის" კარზე (ხევსურეთი, სოფ. უკანახო), მონაწილეობდა გუდამაყრის მთელი თემი. ვინაიდან ეს ხატი სოფ. დუმაცხოში უკანახოდან "გადმოსულად" ითვლებოდა, მორწმუნეთა პროცესია დუმაცხოდან ხატს (დროშა-ბორაყს) "მიაბრძანებდა თავის სამკვიდროში", სადაც იკვლებოდა ზვარაკი და იმართებოდა პურობა. დღეობისათვის ლუდის ხარშვა და საჯაროზე კოდით დადგმა უმთავრესად "შარვანიანთა" სახლიკაცებს ევალებოდა. დღეობის დასასრულს იმართებოდა "ქვაბის წართმევის" ცერემონიალი. გამარჯვებულ სახლიკაცს მომავალ წელს უნდა დაედგა ლუდით კოდი, რაც დიდ სახელად ითვლებოდა.

* გორიჯვრობა
გორიჯვრობა, წმინდა გიორგის სახელობის დღეობა. იმართებოდა გორიჯვრის წმინდა გიორგის ეკლესიასთან (გორის მახლობლად) გაზაფხულსა და შემოდგომაზე. მლოცველები მოდიოდნენ გორიდან, ატენის, დიდი და მცირე ლიახვის ხეობებიდან, კახეთიდან და სხვა. მოჰყავდათ საკლავი, მოჰქონდათ საზედაშე ღვინო, ასრულებდნენ საწესო რიტუალს. გორიჯვარს ავადმყოფთა განკურნების სასწაულმოქმედ ძალას მიაწერდნენ. ვისაც გორიჯვრის წვერზე, ეკლესიასთან არ შეეძლო ასვლა, ის გორის ძირში მდგომ გორიჯვრის ნიშთან ლოცულობდა. დღეობაზე ბაზრობაც იმართებოდა. 1920 წელს გორიჯვრის ეკლესია მიწისძვრამ დაანგრია, მაგრამ მორწმუნე მოსახლეობა გორიჯვრობას კიდევ დიდხანს დღესასწაულობდა.

* გოჭის ხუთშაბათი

გოჭის ხუთშაბათი, შინაური საქონლისა და ფრინველის გამრავლებასთან დაკავშირებული ადრე საგაზაფხულო დღეობა რაჭაში. იმართებოდა ყველიერის წინა ხუთშაბათს. სადღესასწაულოდ ნასუქ გოჭს და ყვერულს დაკლავდნენ, საღამოს "განატეხს" (შესაწირავ პურს) გამოაცხობდნენ და საქონელს დალოცავდნენ.

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ლოცვა ყოვლადწმიდისა სამებისადმი,
საქართველოს მთლიანობისათვის,
აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებისათვის

ჰოი, ყოვლადწმიდაო სამებაო, ერთარსებაო, მიუწდომელო ძლიერებაო, მამაო ყოვლისამპყრობელო, ძეო მხოლოდშობილო და წმიდაო სულო, ერთო ღმერთო, რომელი ყოვლისა ხილულისა და უხილავისა შემოქმედი ხარ და უფალი, მიზეზო ყოველთა კეთილთაო, მომეც ჩვენ მადლი მოსავთა შენთა, დიდებად და გალობად ყოვლადპატიოსანსა და დიდად შვენიერსა სახელსა შენსა.

სამებაო წმიდაო, სრულებაო ყოველთა არსთაო, მოგვანიჭე ჩვენ მშვიდობა და სიმრთელე მონათა ამათ შენთა, დედისა ღვთისა წილხდომილისა ერისა, სრულიად საქართველოს მართლმადიდებელთა ქრისტიანეთა, და მას შინა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მიწა-წყლის შვილთა, და კვალად აღადგინე ერთობა და მთლიანობა ქვეყნისა ჩვენისა და ღვთივდაცულობა საზღვართა ჩვენთა.

სამებაო ყოვლადწმიდაო, მიუწვდომელო და გამოუკვლეველო, რომელი მართლმსაჯულებითა შენითა მოაწევ სამართლად რისხვასა ჩვენ ზედა ცოდვათა ჩვენთათვის, შენ შეგივრდებით და გევედრებით სახიერო უფალო, მოხედე მოწყალებითა და ლმობიერებით აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მიწა-წყალსა ზედა მკვიდრსა ერსა ჩვენსა, მრავალგზის კვეთებულსა და შეჭირვებულსა მძლავრებისაგან ბოროტისათა და განამტკიცე და დაიცევ იგი ყოვლისაგან სიკვდილშემოსილისა წყლულებისა, ზედამოსვლისაგან უცხო თესლთასა, ურთიერთმტრობისა, სიძულვილისა და შურისძიებისაგან.

ჰოი, ყოვლადსახიერო და მრავალმოწყალეო უფალო, მოგვმადლე ჩვენ განცდა თვისთა ცოდვათა, ნიჭი და ძალი მიტევებისა და ლმობიერებისა, განრინებად საცდურთაგან ბოროტისათა, რათა ჩვენ ცოდვისაგან დაცემულნი მონანი და მხევალნი შენნი გარნა შეწევნითა შენითა აღმართულნი და მმადლობელნი შენნი, გიგალობდეთ შენ, გადიდებდეთ შენ და გევედრებოდეთ:

წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ ღმერთო, შეგვიწყალენ ჩვენ დიდითა წყალობითა შენითა.

ამინ!

ხმატკბილად მხმობარეო ორღანო, ოქროისა ნესტო, მდინარე საღმრთოთა სწავლათაო, მვედრელთა შენთა გვითხოვე ცოდვათა მოტევებაი, იოანე ოქროპირო, მეოხ გვეყავ წინაშე სამებისა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts751
კარმა50
OFFLINEPROFILE
აუუ იმის მერე რამდენი წელი გავიდა და არავის დაუპოსტებიაა

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 130 posts ] 
დღესასწაულები
დესპანი