↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
deutscha ძალიან გყვარებია ვაჟა=ko=
კარმა ჩემგან და ბევრი სიხარული და ღიმილი შენგან, დესპანს=ae=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
დაკარგულ სიყვარულს გაუმარჯოს,
დაკარგულ სევდას და ცრემლს,
ყველაზე საცოდავ ხეს გაუმარჯოს
ყველაზე მოწყენილ დღეს

ყველა სადღეგრძელოს გაუმარჯოს,
ჯერ არ ნათქვამს და თქმულს
ყველა მწუხარებას გაუმარჯოს
ყველა დაჩაგრულ გულს

ქარის წამოქროლვას გაუმარჯოს,
ფოთოლს გზააბნეულს ერთს
ქვეყნად ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ს გაჩენისთვის
მადლი მოვუხადოთ ღმერთს!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
ულამაზესად უკრავს როიალი....
ამონასუნთქი დგება სონატის,
ეს მოდიოდა ვაჟას სულიდან,
ამავეს წერდა გიჟი მოცარტი.

ამას ლექსავდა გალაქტიონი,
ამას ხატავდა ალბათ ნიკალა.
ამით არსებობს აზრი სიცოცხლის
და ეს აზრია მე შენ მიყვარხარ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ყველაზე...

ყველაზე მდიდარი

ის კაცი ყოფილა,

ვისაც ოცნების სჯერა...

ყველაზე ღარიბი

ის კაცი მგონია,

ვისაც არა აქვს რწმენა!

ყველაზე საწყალი

მართალი მგონია,

უსამართლობის ვინც

გახდა წერა,

უ ფ ა ლ ს სასწრაფოთ

შენდობა სთხოვეთ,

დღეს პატიების დღეა...

ყველაზე ძნელი

სიჩუმე ყოფილა,
სიჩუმე ყველაფრის მთქმელი,

ყველაზე ადვილი

დაცინვა ყოფილა ,

დაცინვა სულელის ენით.

ყველაზე ლამაზი

სიცოცხლე ყოფილა,

სიცოცხლე მშვენებით სავსე.

ყველაზე ცხელი კი,

გული ყოფილა

გული სიკეთით სავსე.

ყველაზე სათუთი

სული ყოფილა,

სული გრძნობებით სავსე,

ყველაზე ბრძენი

მოხუცი ყოფილა...

სიცოცხლეს სამართლით ავსებს.

ყველაზე ტკბილი

ენა ყოფილა,

ენა შხამივით მწარე,

ყველაზე სუფთა

სინდისი ყოფილა,

უსინდისოსთვის მავნე!...

ყველაზე დამღლელი

ლოდინი ყოფილა,

ლოდინი ეჭვების მღრნელი,

ყველაზე ბოროტი

სატანა ყოფილა,

სატანა ცოდვების მქნელი.

ყველაზე მოწყალე

უ ფ ა ლ ი ყოფილა,

უ ფ ა ლ ი მაღლიდან მცქერი.

2009 წელი,1 მარტი

ცისანა ტაბიძე

ეს ლექსი კომენტარებიდან გადმოვაკოპირე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
დესპანის უმშვენიერეს დიაცებს!!! ( სარვამარტოდ) დოიჩააა...არ გამამტყუნო......მინდოდა დამეწერა და...

სევდიანი ფიქრების ნაზი გამონათება
იისფერი ოცნების, არნახული ხატება,
ლალისფერი გრძნობების მტკივნეული ღადარი,
მოლისფერი თვალების, არნახული ბადალი,
გიშრისფერი დარდების გულზე გადატარება,
ცეცხლისფერი ფაფარის ქარის დარად ტარება,
ვარდისფერი ფურცლების კაბის ქობად არება,
სადაფისფერ თითების ქნარზე ჩამოტარება,
ბოღმიანი უკუნის ბრჭყვიალი და თენება,
ვერ დაგაკლოს მისხალიც, ბოროტიანთ ენებმა,
დაგიღვინდეს ალისფრად მოჩუხჩუხე მაჭარი,
დაატყვევოს სიცილმა, აურიოს დავთარი,
დაგეფინოს ძვირფასო ფარჩის ნაზი ხალიჩა,
კვლავ გიმღერონ სიმღერა შეგადარონ მარიჯანს,
მტლად დაგედოს ქვეყანა, არვინ დაგრჩეს გულცივი,
გიშრიალოს გრძნობის ტყემ სიყვარულით მუდმივით,
სანთელივით ჩაგადნეს აზრის ფეთქვა თითებში,
და დაგენთოს კელაპტრად ლექსის წყობა რითმებში,
არ დაგღალოს სიცილმა, სისხლის აღმა არებამ,
არ მოგშლოდეს მკათათვეს ლურჯი კაბის ტარება,
არ დაგტოვოს სილაღემ არ მოირგო ლაგამი,
არ გინდოდეს არასდროს დარდი ნაამაგარი,
ნუ მიხედავ ურწმუნოთ, აზრი ცეცხლად კაფობდეს,
ნუ უჯერებ დინჯთა აზრს, დაე თაფლი თაფლობდეს,
გაუტიე ტიალეთს,თუნდაც იყოს ავდარი,
გზად დაყარე ალმასი, ბასრი გრძნობის სადარი,
მოიწიე ბარაქა, დააჩოქე ხონთქარი,
ნამქერივით წალეკე გაუჩეჩე ფაფარი,
მოიღერე კისერი, აღუღუნდი მტრედივით,
ვიცი მუდამ იქნები სალოცავი ბედივით,
დაუშხუვლე მათრახი, კვლავაც ქარაფს ახტუნე,
ჩაუვარდი მინდორში ყვავილების ხატულებს,
ნაავდრალი ოცნების იისფერი ზმანება,
ვიცი ჩემი ვალია, ბედის სისხლად ალება.....2009 წლის 8 მარტი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
ეხლა ესეც დოიჩას ვაჟასეულად დაწერილი!!!

ჩამაილალებენ ქალები, წყაროს ჰკრებიან თავზედა,
სულ ერთმანეთზე ლამაზნი,ჭიუხის იის მსგავსედა,
ჩამაისველეს ქობანი, ირმის ფეხების კვალზედა,
საამო სანახავია ,გული შამამწვა დარდზედა,
ლალისფერ გიშრისფერია მათი ოცნება ქმარზედა,
ნეტაი თქვენ სულელ-თმაგრძელნო,
თავს რად იღუპავთ რაზედა,
თვალი გააღეთ დიაცნო,თავს რადა იბამთ ბანზედა,
თოფი აისხით ხმალიცა,კაცებს მიჰხედეთ განზედა,
რომელიც რომ დაგეწევათ დალალ დაგიწნით ტიალი,
იმისი სარგო იყავით იმისი გულსაყდრიანი,
ვერ დაგეწიოთ ჭიუხში უღირსი ცალქალმიანი,
მხოლოდ ის კაცი გიყვარდეთ ვის სუნთქვაც ჰქონდეს მზიანი.
:) :) :)
2009 წლის 8 მარტი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
დაააააააა რა ქალიიიიიი, ხელის გულზე სატარები",

ქალი, რომელმაც იცის რა არის გრძნობა,
ქალი, რომელმაც იცის რატომ შეიძლება უჭირდეს მეორე ქალს,
ქალი, რომელმაც იცის სად იწყება და სად მთავრდება ოცნება,
ქალი , რომელმაც იცის, რომ უნდა მოგეფეროს მაშინ, როდესაც ეს ყველაზე ძალიან გჭირდება,
ქალი, რომელმაც იცის თვალებში ჩახედვა,
ქალი, რომელმაც იცის როდის უნდა გითხრას ყველაფერი და ამით არაფერი სთქვას
ქალი , რომელმაც შეიძლება არაფერი გითხრას და შენთვის ყველაფერი გასაგები გახდეს.
ქალი, რომელიც ადრე გახდა ქალი და მაინც ბავშვად დარჩა, რომელიც უკარგესი დედაა და უკარგესი მეგობარი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მადლობააააააა ლექსებისთვის ლიაკოოოოო
გაიხარე და მრავალს დაესწარიიიიიიიიი
=ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მინდვრიდან მოხვალ შენ, ქალო,
ამომავალი მზე ხარო,
ნეტა იმ ბიჭის დედასა,
რომლის მკლავზედაც წევხარო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მთლად ქვეყანას მირჩევნიხარ,
შენ კი გინდა ცრემლი ვღვარო,
რაც გინდ ტანჯვა მომაყენო,
მაინც გეტყვი ჩემი ხარო,
სამდურავსაც არ შეგასმენ,
დანა დამეც, სისხლი ვღვარო,
იმ სოფელში რომ წახვიდე,
მაინც გეტყვი ჩემი ხარო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ნეტავი ვიყო მე ვარდი,
შენ წინა გავიშლებოდე,
პატარა ჩიტად მაქცია,
უბეში ჩაგიჯდებოდე.
შაქარ ყინულად მაქცია,
ენაზედ დაგადნებოდე...
მასუკან მოვკვდე, რახანა,
შენს კეთილს მოვესწრებო

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ნეტაი, გოგო, მე და შენ

ნეტაი, გოგო, მე და შენ
ყანები მოგვცა ზიარი,
შიგ სამარგელიმც გაჰრია,
ფათალო მხვევრაიანი,
გვავლია სამარგვლავადა,
ნაპირი მისცა ტყიანი -
მე და შენ ტყეში შეგვლალა,
ყანებიც დარჩეს ტიალი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მოხევის სიმღერა

ქალს სილამაზე ხილადა
ვსთხოვე - არ დამაძლევინა!
დავღონდი, წყალი მომწყურდა,
წვეთი არა დამალევინა!
მომხედა, თოლნი შემყარა,
ნაწინწკლებ წამაყრევინა,
დამცხო, ავინთე, გავწითლდი,
თავი ძირს დამახრევინა.
სიტყვები გადამავიწყა,
ენა სულ ამარევინა.
არც მითხრა, მოდი, არც წადი,
არც თავი დამახწევინა.
ტიალი, რაი ყოფილა,
თავბედი დამაწყევინა,
დახე წყეულსა დიაცსა,
რა დღემდე მომაღწევინა!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მაღლიდან გადმოვიხედე, დაგხედე მწოლიარესა,
ფერი მიგიგავ ლალ-ღვინოს, ჭიქაში მდგომიარესა.
სიცილი ელვას მიგიგავ, როდესაც გაგეცინება,
სილამაზითა მზეს გევხარ, დილით რო მოეფინება.
სად მოიცალა იმ ღმერთმა შენი თვალ-წარბის წერათა,
ან სად დაგხატა ეგეთი, ან სად შეგამკო ხელათა.
ციდან წამოვა ტოროლა, ჩამოსთვლის გალობასაო,
წიგნი, ჭრა-კერვა გცოდნია, ნეტავ შენ ქალობასაო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
თუ ასე ტურფა იყავი,
რად ვერ გამჩნევდი იაო,
იმად, რომ სიყვარულისთვის
გული არ გამიღიაო.
ახლა კარგ მებაღე შამხვდა,
ალერსით გამაღვიაო,
ტკბილადამც მამიგურგურა
კალთაზე დამარწიაო.

სიმღერითა

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი