↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Mar 2009
Posts395
კარმა0
OFFLINEPROFILE
აი ამის მერე დამეკარგა წარმოდგენა ან იმიტომ რომ ასეთი პასუხი გასცა იმენნა თავზე ლაფი დაასხა რასაცქვია რაა.ვაჟა იმენა მაგარია ჩემი ასედაისე რააა. იმენნა პასუხი გასცა რასაცქვია.ეტყობა უტყდებოდა მაგაზე მაგარი როიყო და ენა დაუწუნა და პასუხიც მიიღო თან მაგარი პასუხი იმენნა მოაკეტინა რა ეგრე გამოდის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Mar 2009
Posts395
კარმა0
OFFLINEPROFILE
დაგვიანებული პასუხი აკაკის
ვაჟა ფშაველა
“ენას გიწუნებ, ფშაველო,
მგოსანო მაღალ მთისაო,
თუმც კი გვითესავ მარგალიტს,
მკითხველიც იმას მკისაო”.
აკაკი

ბევრი ვიფიქრე ძალიან,

თუ რა პასუხი გამეცა

შენთვის, მხცოვანო პოეტო;

დღეცა ვფიქრობდი, ღამეცა.

როს დავაპირე სიტყვის თქმა,

უცებ თავზარი დამეცა,

სიტყვა, მოსული სათქმელად

ენიდან მომწყდა, გამექცა.

დავღონებულვარ ძალიან,

თითქოს სახლ-კარი დამექცა.

რადა? რა ღმერთი გამიწყრა

მარგალიტების მფლობელსა,

რომ თავის უშნო ენითა

ვერას ვაგონებ მშობელსა?!

ბულბულისათვის გალობა

დაუწუნია რომელსა?

მარგალიტების მფლობელი

ენასა ხმარობს ღონედა,

და როცა მარგალიტს სთესავს,

ან თუ ააგებს ყორედა,

მაინც ის არი, რაც არი,

ჭორები მოაშორეთა!

იქნებ მე, ჩემმა ენამა,

სამშობლო დავაღონეთა?

ფრთები შევკვეცეთ ოცნებას,

დავამხეთ, დავამონეთა?

უვარგისობის მიზეზი

ფშავლობა არის სწორედა.

მოძღვნილი არი მთის მიერ,

ჩამოტანილი ქარისა,

რატომ არ ჰგუობს, არ ვიცი,

ამ ჰანგს ბუნება ბარისა?!

აქაც ხომ ქართველები ვართ,

ყვავილი აქაც ჰყვავისა,

ხატად ჰყავ, სალოცავ ხატად,

მთიელთ სამშობლო თავისა.

და ენა მთისა სიმტკიცით

მსგავსია კლდისა სალისა;

იქნებ, აკლია, არ ვიცი,

ამ ლომს სინაზე ქალისა?

ამისთვის დასაგმობია

და წასაღები წყალისა?!

კაცი მეტყველი, მგრძნობელი,

ცხოვლად ამხელი თვალისა,

ამგვარის ამბის მოწამე,

შევდრკე, დავმუნჯდე ლამისა.

მაინც წინ მივალ, მაინცა,

არ მეშინიან შარისა,

გულს მისვენია ხატადა

ენა მთისა და ბარისა.

მე არც ერთს კილოს არ ვწუნობ,

თუა ქართველის გვარისა,

მოთაყვანე ვარ ყოვლისა

იმათ ტკბილის და მწარისა.

სხვა რამ მაშინებს, ისა ვსთქვათ,

დამხშობი მზის და მთვარისა,

სამშობლოს დამამხობელი

და გამომჯრელი კარისა...

სჯობს, რომ იმაზე ვიტიროთ,

მუდამ მთქმელი ვარ ამისა,

ნუ შეგაშინებსთ, არ გავნებსთ

მთიდან ყვირილი ხარისა.

1913 წ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
იაკოოოოოოოოო! შენ შემოგევლე. ეს ლექსები თუ შენია,- მე მიწამდე ვხრი თავს და პაკლონს გიკეთებ შენ, როგორც არა დამწყებ პოეტს, არამედ უკვე ჩამოყალიბებულს და თაყვანს ვცემ შენს ნიჭს. გჩუქნი ჩემს სიყვარულით ანთებულ მხურვალე გულს და ერთ კარგ ლამაზ კარმუნიას. მიყვარხააააააააააარ. არ მოგვანატრო შენს შემოქმედებას და ხშირად დადე ხოლმე.

დოიჩა. რა მაგარი პოეტური ვინმე ყოფილხარ. თან ვაჟა გიყვააააარს. შენ შემოგევლე. ძალიან მიყვარხარ. ხვალ შენც გაჩუქებ კარმას. 6საათის შემდეგ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Mar 2009
Posts395
კარმა0
OFFLINEPROFILE
დოიჩა. რა მაგარი პოეტური ვინმე ყოფილხარ. თან ვაჟა გიყვააააარს. შენ შემოგევლე. ძალიან მიყვარხარ. ხვალ შენც გაჩუქებ კარმას. 6საათის შემდეგ.

ეს კარმა რაარის ვერგავიგე მართლა გამათბობელია=tavfx= ?ისე როგორხართ ?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Mar 2009
Posts395
კარმა0
OFFLINEPROFILE
მეც მიყვარხართ :air_kiss:

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Mar 2009
Posts395
კარმა0
OFFLINEPROFILE
=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
დოიჩა კარმა არის შექების კოეფიციენტი.მოკლედ რომ ვთქვათ ქულა. კარმების რაოდენობა შენს გრაფაში მარჯვნივ არის. შენი კარმების რაოდენობა ამჯერად 4. თუ შენ დინდა ვინმე შეაქო მაქვე მარჯვნივ მწვანე ხელს უნდა დაკლიკო და მეზობელს კარმა მოემატება.
მე არამიშავს შენ როგორ ხარ ჩემო კარგო?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
მანააა ლექსი გაქვს შენც საჩუქრად 7 ნინძაში 256 ბვერძე..=ko= =ko= ..მანა...ნეტავ დამწყები ვიყო....მპუა შენა!!! დიდი მადლობელია ვარ, სულ თქვენია ეგ ყველაფერი და დოიჩას ბრალია კიდევ..=ko= =ko= =ko= =ko= .

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
1აიკო,როგორ შემიძლია სამდურავი გამოგიცხადო,
შენგან გათამამებულმა, ფორუმში თუ
კლასნიკებში.პირიქით ვხარობ შენი მოძღვნილი ლექსებით და ვკითხულობ და კიდევ ვკითხულობ.
ისინი ხომ პირადად მე მეკუთვნის.
სურვილი მაქვს მთლიანად ჩემი თავი ამოვიცნო.
=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
will
ჩემო უსაყვარლესო ადამიანო,რატომ არაფერს
გვეუბნები,გაგვეცი ხმა.
შენ ხომ იცი,ყველა როგორ გაფასებს და დიდ
პატივს გცემს.ყველას უნდა ისევ ის მხიარული
და ენამოსწრებული ვილიკუნა დაგვიბრუნდეს.
სახელებს არ დავასახელებ,მაგრამ მინდა იცოდე,
სკაიპში მომწერეს,ვილს რა დაემართა, რატომ
გვებუტებაო.
ძალიან მიყვარხარ და ბევრს გეფერები.
შენი მახუნია.=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 May 2008
Posts292
კარმა0
OFFLINEPROFILE
მახუნია საყვარელო, =ko=
არ გაგბუტვივართ. აქ ვარ სულ, უბრალოდ კომენტარებში ჯერჯერობით სათქმელი გამომელია. არ მიწყინოთ. :)

წამები წამებს

წამები წამებს... წუთს - წუთები, დღენი მიქრიან,
უსასრულობის აბლაბუდა სულში გამება.
გათენებიდან ბინდებამდე შენზე ფიქრია,
დაღამებიდან ცისკარამდე არის წამება!
დღეები დღეებს... თვეს – თვეები. რა უმწეოა
სათქმელი ყველა, მიტანილი უთქმელობამდე.
შენზე ფიქრიდან არფიქრამდე, დღე უმზეოა,
უმზეობიდან ნაბიჯია თვითმკვლელობამდე!
წამები წამებს... წუთს - წუთები, დრონი მიქრიან!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
საქართველოს

ამაყი ნება: თავადობის და შურის კერძი.
ლაღი თარეში: სილამაზის ეშხით შვებული.
ხელმწიფებისთვის ოქროვანი კოლხეთის ვერძი.
და სისხლის გმირის: შმაგი რიტმით ზარხოშებული.

ტაძარი ოშკის: თეთრი ლოცვით ათოვლებული
საშო ზმანების: ხან მყოფელი და ხან კი ბერწი
სევდათა ვაზის ცრემლიანი მოჭრილი ლერწი
და ცხელი ჯვარი: ნინოს თმებით განათებული.

მე მიყვარს შენი გამოხედვა: ძველი, მესხური,
მზის სინელეში შოთას სიტყვით რომ მოესხურა.
მაგრამ ხედავდე: სააკაძე ლანდივით მოდის:

უცხო შორეთის სიყვარულით პირგამეხილი, -
და უცდის გმირი: გამთელდება ნეტავ თუ ოდეს
შენს უნდო მკერდში მისი ხმალი გადატეხილი

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined08 Mar 2009
Posts182
კარმა0
OFFLINEPROFILE
ვერ მოვირჩინე ბედისწერისგან
სულს გაჩენილი მწვავე წყლულები.
მიწაზე მაინც ვერ დამანარცხეს,
ცხოვრებას მაინც ვედიდგულები .

შემოდგომისას ისევ ტირიან
დამწუხრებული ვერხვის ხეები,
მათაც აწუხებს ეს დანგრეული
ჩემი ოცნების სასახლეები.

ამ გზებზე რაც კი ცრემლი დავღვარე
სულ შეიწოვა გულით ამ მიწამ,
მაგრამ ის ცრემლის ტკივილი აწმყომ
გაუხსენებლად ვერ დამავიწყა

აღარ მჭირდება ბედისწერისგან
სულს გაჩენილი მწვავე წყლულები,
მიწაზე მაინც ვერ დამამარცხეს,
ცხოვრებას მაინც ვედიდგულები.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
ვილიკოს ჩემგან საჩუქრად.....დავწერე ვალად მაქვს თქო ვილიკოს და ჩიკოს საჩუქარი თქო...ჩიკოს წუხელ დაუწერე ჩატში ლექსი...ვილის ვალს ეხლა ვიხდი...ვალია ის რაც გულით გინდა აჩუქო ადამიანს.

წამები წამებს ჩამაიყოლია, გულზედ გადგია როგორც ვალიო,
გულთეთრა სევდას გულს ნუ ჩააკლამ, შუბლზე დაგდაღავს მძიმე რკალიო,
ჩამაიგულქანდი, ლაღი ღიმილით, თვალზე მაწვიმე შენი სურვილი,
ნუღარ მემდური,იას გაჩუქებ ნუ დამამძიმებ ეგრე დუმილით,
გამიგოგმანდი, გადამვვლე აზრი, დამიღუღუნე გვრიტო ჭრელთვალა,
ბასრი მესროლე სულაც დამჭერი,შენს გარდა გეტყვი, არვინ მეთვალა,
კისერს ჩამაიყვა მანდილის ზოლი, თითებს მიწყობდე ბროლის თანებად,
ისე გოგმანებ, ისე დადიხარ, ალი მედება გულის სანებლად,
გამექცეოდე როგორც კანჯარი,ვერ დაგეწიო, მომცელოს ვნებამ,
შამამეფეთე ,გული მამიკალ,სულაც წამართვი უხედნი ნება,
ცისკრებს გაჩუქებ თმაში შეგაბნევ ,თეთრი გვირილის მაგიწყვეტ კონას,
ოღონდ გიყვარდე, ოღონდ მამიშვი ოღონდ იწამე ეს ჩემი ნდომა.

ვილიიიიი=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= 2009 წლის 10 მარტი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
1აიკო,დიდებული ლექსია.
სწორედ 2 წუთის წინ ვიფიქრე,მაი სად
არის ნეტავ მეთქი.
ისე ერთი შეკითხვა მაქვს,თუ არ გეწყინება,
კარგად გაარკვიე ძირფასო,სადაურები ხართ
სინამდვილეში.იქნებ ფშავი, ხევსური ან
მოხევე. ლექსები მიგიგავს იქაურს და
ეს მე პირადად დიდ სიამოვნებას მანიჭებს.
=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი