
რად დაგვიმტერდი დოიჩა, რისთვისა იქნევ ხმალსაო,
ჩამაგვათენდა ხვეწნაში, სიტყვასა იტყვი ავსაო,
რად არ იღებდეთ სურათსა,ტაძარსა სხვისა კარისად,
განა სხვის კარის ხოტბაი,სიტყვას გვეტყოდა ვარგისად,
გვეყვარებოდეს ის გულიც ვინაც,გვაჩუქა ღადარი,
მაგრამ სამშობლო ერთია,არაა სხვისი სადარი,
სურათს გადვიღებ ალაზანს, ჩამაიდინდების ლაღადა,
სადაცა ვცხოვრობ სულ ვხედავ, სულმნათ დიდებულ ტაძართა,
განა ვინმესთვის გვინდოდა ჩვენი სიუხვის ჩვენება,
თუნდაც რომ გაჭირვებისა ანდა ცოდვისა თენება,
მხოლოდ ერთმანეთს ვეფერეთ, მხოლოდ ერთურთი ვნახეთო,
ია ვარდისად ვიფურჩქნეთ,გული გავხადეთ სახედო.=ko=
