ხალხო! გვაყოფა ეხლა ჩხუბი და აყალ- მაყალი. აიკომ ოდნოებში მომწერა ჩემი ლექსის პასუხი და მე ისე აღფრთოვანებული ვარ, რომ პასუხი რომ არ მივწერო არ შემიძლია. ვდებ აქაც ჩემს პასუხს და აბა ვისაც მოგეწონებათ გაამზადეთ კარმებიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი!
ხევსურის ქალი მგონიხარ, მაია წაწკალაური,
შეგიტანია დესპანსა, სასიამოვნო ხმაური,
გინდა რომ ყველას აჩუქო, შენი პაწია გულია,
ალბათ თუ მზემაც გაგათბო, ჭიკჭიკებ,- გაზაფხულია.
თუმცაღა აღარ მშორდება, ჯერეაც ეს თოვლის ფარფალი,
შენი ლექსები მათბობენ, არიან ჩემთვის წამალი,
ქალავ, შენ რაღა გინდოდა, ჩეხეთს შემდგარხარ ზედაო,
საქართველოდან წასვლაი, აბა ვინ გაგიბედაო.
ჩამოდი ჩამამიტანე, შენი ლამაზი ღიმილი,
რა გინდა მანდა,- რადა ხარ? ან ეს მუზათა ჭიდილი,
სამშობლოს რომ მაახმარო, სიტყვათ აფრქვიო ხვავითა,
დამსეტყვე შენი ლექსებით, აქა ვარ ჩემის თავითა.
ჯერ არ ვიცოდით, შავიგნეთ,ანგელოზი ხარ ფრთოსანი,
წადი რა საქართველოშიიიიიიიი, იქა აღარ გვყავს მგოსანი.
აიკუნა მიყვარხარ. შემოვევლე შენს ნიჭს ჩემო კუდრაჭა

