1aiko wrote:
ციტატა:
ვილიკოს ჩემგან საჩუქრად.....დავწერე ვალად მაქვს თქო ვილიკოს და ჩიკოს საჩუქარი თქო...ჩიკოს წუხელ დაუწერე ჩატში ლექსი...ვილის ვალს ეხლა ვიხდი...ვალია ის რაც გულით გინდა აჩუქო ადამიანს.
წამები წამებს ჩამაიყოლია, გულზედ გადგია როგორც ვალიო,
გულთეთრა სევდას გულს ნუ ჩააკლამ, შუბლზე დაგდაღავს მძიმე რკალიო,
ჩამაიგულქანდი, ლაღი ღიმილით, თვალზე მაწვიმე შენი სურვილი,
ნუღარ მემდური,იას გაჩუქებ ნუ დამამძიმებ ეგრე დუმილით,
გამიგოგმანდი, გადამვვლე აზრი, დამიღუღუნე გვრიტო ჭრელთვალა,
ბასრი მესროლე სულაც დამჭერი,შენს გარდა გეტყვი, არვინ მეთვალა,
კისერს ჩამაიყვა მანდილის ზოლი, თითებს მიწყობდე ბროლის თანებად,
ისე გოგმანებ, ისე დადიხარ, ალი მედება გულის სანებლად,
გამექცეოდე როგორც კანჯარი,ვერ დაგეწიო, მომცელოს ვნებამ,
შამამეფეთე ,გული მამიკალ,სულაც წამართვი უხედნი ნება,
ცისკრებს გაჩუქებ თმაში შეგაბნევ ,თეთრი გვირილის მაგიწყვეტ კონას,
ოღონდ გიყვარდე, ოღონდ მამიშვი ოღონდ იწამე ეს ჩემი ნდომა.
ვილიიიიი 2009 წლის 10 მარტი.
მაიკო
კარგა ხანია ვფიქრობ, რა გიპასუხო... მაგრამ ვერ ვფიქრობ.

ულამაზესი ლექსია, არ ვიცი რითი დავიმსახურე (და ალბათ არც დამიმსახურებია), მაგრამ უზომოდ გამახარე. ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი მადლობა.
