↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
სიყვარული პოეზიის ენით..!!!


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 720 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
არ გაადიდა სურათიიი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
aquagirl wrote:
ციტატა:
აიშლებიან ღრუბლები, როგორც ყვავები სერზედა,
რამეს რომ არ გეუბნები, შენი კი არ მომერიდა,
გამთვალა ე მაგ მზერამა, დავიარები უღონოდ,
თორემ ჯიხვს დავცემ ბებერსა, მდინარეს გავალ უგონოს.

ეეჰ, არა მწყალობს გუდანი, არც შენა მწყალობ ქვეყანად,
როგორ გავმართო გუთანი, როგორ ავცელო ე ყანა.
მიზიდე წყალი სათიბში ყელმოტეხილი სურებით,
იმ წყალთან ერთAდ შენც შეგსვამ, აღარ დაგტოვებ სრულებით...

აიშლებიან ღრუბლები, როგორც ყვავები სერზედა,
რამეს რომ არ გეუბნები, განა არ ვფიქრობ შენზედა?

მაგარრია!ვისია? რა არის? AQUAGIრL_გმადლობთ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
და კარმა ჩემგან!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
გადამიყვარდი

მე შენ მიყვარდი, მიყვარდი და_გადამიყვარდი
_როგორც შარშანდელ კალენდარზე მწვანე ჭიკარტი...
გაყიდულ ბინის აივნიდან გადამივარდა
ეს გული შენზე შევარდნილი და სამი ვარდი...
აქედან: ორი შევინახე, ერთი- იქ დავდე,
სადაც მთავრდება სიყვარული სიმართლის ფარდით.
გინდა მოქარდი ახლა ქარო, გინდა მიქარდი...
გადამიყვარდი! გადამიყვარდი! გადამიყვარდი!

2006

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined16 Mar 2008
Posts282
კარმა7
OFFLINEPROFILE
bubusuna wrote:
ციტატა:
არ გაადიდა სურათიიი

არ ინერვიულო, ბუბუსუნა, გავადიდე და წავიკითხეე:) :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined16 Mar 2008
Posts282
კარმა7
OFFLINEPROFILE
dorado wrote:
ციტატა:
და კარმა ჩემგან!

კარგი ხარ, დორადო.:) :) :)

ჩემი ყოფილი ლექტორისაა, ომარ გვეტაძის

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined16 Mar 2008
Posts282
კარმა7
OFFLINEPROFILE
dorado wrote:
ციტატა:
გადამიყვარდი

მე შენ მიყვარდი, მიყვარდი და_გადამიყვარდი
_როგორც შარშანდელ კალენდარზე მწვანე ჭიკარტი...
გაყიდულ ბინის აივნიდან გადამივარდა
ეს გული შენზე შევარდნილი და სამი ვარდი...
აქედან: ორი შევინახე, ერთი- იქ დავდე,
სადაც მთავრდება სიყვარული სიმართლის ფარდით.
გინდა მოქარდი ახლა ქარო, გინდა მიქარდი...
გადამიყვარდი! გადამიყვარდი! გადამიყვარდი!

2006
კაიაა, განსაკუთრებით, მოქარდი ქარო... მწვანე ჭიკარტიც კაია, იცი რას გავს? ...შენა ხარ ჩემი ლექსის კრებულზე დაბნეული ცისფერი სკრეპი=sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
მე შენ გელოდი,

ვგრძნობდი კაეშანს,

როს ანგელოზის

ფრთები დაეშვა.

როს ანგელოზის

ფრთები დაეშვა,-

მე შენ გელოდი,

ვგრძნობდი კაეშანს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Jan 2008
Posts775
კარმა47
OFFLINEPROFILE
[URL=http://up.pixgeo.com/out.php/i11001_DSC0043.JPG][IMG]http://up.pixgeo.com/out.php/t11001_DSC0043.JPG[/IMG][/URL]
ძვირფასო, ახლა მითხარი რა გსურს,
მე შენ მომეცი უწინ პირობა.
შენ იგონებდი შორეულ წარსულს
და როიალიც ჩვენზე ტიროდა.
მიქროდა წამი თანდათანობით,
სულის დაღუპვას ვგრძნობდი წინათაც,
შენ განშორებას უფრო ნანობდი
და თვალში თეთრი ცრემლი ბრწყინავდა.
ნელა წყდებოდა ფოთლები ხეებს
და სადღაც სდუმდა ხე გაძარცული.
შენ იგონებდი გაფრენილ დღეებს
და თვალწინ გედგა ჩვენი წარსული.
ის არ ვიყავი, რასაც ელოდი,
ძვირფასო, ახლა მითხარი რა გსურს.
მე შეგამჩნიე - იცრემლებოდი
და როიალიც ტიროდა წარსულს.
ჩანდა ღრუბლისგან ცა გაძარცული,
იდგა მიწასთან ღამე გვიანი.
შენ მოგაგონდა ჩვენი წარსული
და მომაჩერდი თვალცრემლიანი.
ძვირფასო, ახლა მითხარი რა გსურს,
მე შენ მომეცი უწინ პირობა.
შენ იგონებდი შორეულ წარსულს
და როიალიც ჩვენზე ტიროდა.

ადრესატს...
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined26 Mar 2008
Posts20
კარმა-1
OFFLINEPROFILE
ადრესატი მიხვდება კიი რომელიაა?ან თუ არსებობს საერთოდ?:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა,
რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება,
რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა,
რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება,
რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა,
რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება,
რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს,
რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ.
რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს,
რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად,
რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა,
რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა.
ასე დაღლილი ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ,
მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined16 Mar 2008
Posts282
კარმა7
OFFLINEPROFILE
მე შეგიყვარებ ყველაზე მეტად,
მთელ ჩემს ცხოვრებას ფეხქვეშ გაგიგებ,
თაიგულს გიძღვნი ზღვის უფსკრულიდან,
ოღონდ გამიგე!

მზეს ჩამოგიტან დამწვარ ხელებით,
ყინულს დავამსხვრევ შიშველ ფეხებით,
შენზე ვილოცებ ყოველ ცისმარე
და თუ დაგჭირდა, მტლად დაგედები...

მე შეგიყვარებ ყველაზე მეტად,
მთელს ჩემს ცხოვრებას ფეხქვეშ გაგიგებ...

და თუ გსურს, სულ არ გაგეკარები,
ოღონდ გამიგე!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts559
კარმა52
OFFLINEPROFILE
და როგორც ხდება
არა ვართ ერთად,
გაცრეცილ სიზმრებს
შემოვრჩით მარტოდ,
ასეთ სიყვარულს
რა ქვია ნეტა?
ცალ-ცალკე ვართ და
ერთმანეთს ვნატრობთ.
სურათი აღარ არსებობს

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
თუკი ეულად იგრძენი თავი,
თუ გულში ისევ გაივლე სევდა,
გახსოვდეს, ქვეყნად რომ არის ქალი,
შენ რომ უყვარხარ მთვარეზე მეტად.
თუ დაუბერა სამხრეთის ქარმა,
თუ იალქნები დაგიცვდა ზღვაში,
არ დაივიწყო, რომ ერთმა ქალმა
შენ არასოდეს გაგცვალა სხვაში.
თუ ბედისწერას მიაყრი ფარ-ხმალს,
იღბალს ტყუილით აუხვევ თვალებს,
ქალი არასდროს გატეხავს მარხვას,
ქალი ყოველთვის დაგინთებს სანთელს.
თუ მიგატოვა ერთგულმა მუზამ,
თუ საბოლოოდ დაკარგავ იმედს,
ის გაიხსენე... ის, ვისი სუნთქვაც
ისევ ჰაერით აგივსებს ფილტვებს.
მაშინ დაგტოვებს ყოველი სევდა,
მაშინ ჩაცხრება სამხრეთის ქარი,
და შენც მიხვდები, მაღალმა ღმერთმა,
შენთვის რომ შექმნა ის ერთი ქალი

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts373
კარმა14
OFFLINEPROFILE
aquagirl wrote:
ციტატა:
მე შეგიყვარებ ყველაზე მეტად,
მთელ ჩემს ცხოვრებას ფეხქვეშ გაგიგებ,
თაიგულს გიძღვნი ზღვის უფსკრულიდან,
ოღონდ გამიგე!

მზეს ჩამოგიტან დამწვარ ხელებით,
ყინულს დავამსხვრევ შიშველ ფეხებით,
შენზე ვილოცებ ყოველ ცისმარე
და თუ დაგჭირდა, მტლად დაგედები...

მე შეგიყვარებ ყველაზე მეტად,
მთელს ჩემს ცხოვრებას ფეხქვეშ გაგიგებ...

და თუ გსურს, სულ არ გაგეკარები,
ოღონდ გამიგე![/quote =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 720 posts ] 
სიყვარული პოეზიის ენით..!!!
დესპანი