



აბა სუფრა გავაახლოთ მეგობრებო და ახალი სასმისები შევსვათ!
მე მინდა ბედნიერი წამის სადღეგრძელო შემოგთავაზოთ აუცილებლად საკუთარი ლექსით, ტუში მერე იყოს.
ბედნიერ წუთს მინდა მოვპარო წამი,
და ჩამოვასხა მძივივით ძაფზე,
გადავინახო ჩემს ყულაბაში,
და გადავიცვა მაშინვე თავზე,
როგორც კი სიო დაჰბერავს ზამთრის,
დამეღარება სახე და ყელი,
თეთრი ფანტელი დამათოვს თმებზე,
და დამიდგება სიბერის ჯერი,
მე ვერ ავიტან ასეთ სიცოცხლეს,
და ვერ დავუკრავ მინორულ გამებს,
გავწყვიტავ მძივს და გამოვიყენებ,
ჩუმად მოპარულ ბედნიერ წამებს,
და როცა მძივი აღარ დარჩება,
იმ ჩემს ასხმულსა ძუისა ძაფსა,
მოვუხმობ მყისვე მიქელ- გაბრიელს,
ხმამაღლა დავკრავ ნაღარას, დაფსა,
შევყრი მთელ სოფელს, მტერსა თუ მოყვასს,
წმინდა გიორგის ვთხოვ მისი მონა,
რომ მიიბაროს ეს ჩემი სული,
და თუკი მანაც არ გაიგონა,
ოჰ!-თავად წავალ, გავითხრი საფლავს,
ჩავხტები შიგნით, მე ხელად მარე,
რომ არ შევიგრძნო ზამთრის სიცივე,
და საძაგელი სიბერე მწარე.